შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღლა მთაში, ანგელოზი დავინახე!


27-04-2015, 20:36
ავტორი Tay194
ნანახია 5 029

რა უცნაურია ცხოვრება,როგორ უცბად მოგვიწყობს ხოლმე სასწაულს, რომელიც თავდაყირა გვაყენებს,მაგრამ ესეც ხო ბედის ირონიაა. არავინ იცის რა გველის მომავალში, არავინ იცის რა იქნება ხვალ, რას გავაკეთებთ,როგორ მოვიქცევით,როგორ ვიქნებით!ადამიანები მხოლოდ ვგეგმავთ,მაგრამ იმაზე არ ვფიქრობთ ეს გეგმები მალე განვახორციელოთ და მომავალი დღისთვის არ გადავდოთ.მაინც რა არის ჩვენი ყოფა?! არც არაფერი. ცხოვრება უბრალო ხაფანგს გავს, საკმარისია წაიქცე,წამოეგო, ყველა თავზე გადაგივლის და უცებ აღმოაჩენ,რომ ის ვისთვისაც გეგმავდი, ის ვისთვისაც აზრი ქონდა შენს ცხოვრებას, მიგატოვებს და მარტო დაგტოვებს,სრულიად მარტო ამ ქვეყნად და სამუდამოდ დაგიკეტავს მასთან მისაღწევ ყველანაირ გზას.ესეც ერთქვარი ტვირთია, რომელიც ყველას სხვადასხვა დოზით აწვება ზურგზე და უბიძგებს გაძლიერდეს,რომ იარსებობს.მაგრამ რა იქნება თუ ამხელა განსაცდელი სრულიად სუსტ არსებას შეხვდება.როგორ დაიცავს ის თავს,როგორ გადაიტანს ამას როცა იგი დაკარგავს მთავარ საყრდენს და საბოლოოდ გადაეშვება უბედურების უფსკრულში!ჩემი მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ზუსტად ასეთია.სუსტი,სიფრიფანა,ქერა, ცისფერთვალება ელენა.ოო ნეტავ იცოდეთ რა ლამაზია, საოცრება. დედა უკრაინელი ყავს ამიტომ დედის სილამაზე აქვს გამოყოლილი,მაგრამ აი ის ქართული ეშხი და სითამამე ბუნებას არ მოუკლია მისთვის და შესანიშნავად ერწყმის მის შესაშურ გარეგნობას.ტრადიციულ ოჯახში დაიბადა,თან სად,აი იქ მაღლა მთაში,იქ სადაც ყველაფერს სიცოცხლე ეტყობა, იქ სადაც მხოლოდ სიმშვიდე სუფევს და არავინ არღვევს მას.იქ სადაც ჰაერიც კი გაჟღენთილია სასიამივნო მთის სურნელით, რომელიც ხარბად უნდა ისუნთქო რათა შენს ფილტვებს კარგად მისწვდეს და საბოლოოდ გაიჟღინთოს მისი დიდებუი სურნელით.ყაზბეგი, ეს ხომ ყაზბეგია, მაღალი მთებით რომლებიც მის მთავარ საგანძურს წარმოადგენს. როგორ შეიძლება თვალი არ მიაწვდინო და უბრალოდ ჩაუარო ამაყად მდგარ მთებს შორის აღმართულ გერგეტის სამებას.მისი სიწმინდე ხომ მთელს ყაზბეგს სწვდება და ერთგავრ ნათელს ჰფენს.ჩვენი ელენა გერგეტიდანაა. ეს ის სოფელია რომელსაც შემორჩენილი აქვს თავისი ძველი სახე.ქვით მოპირკეთებული ეზოები და ერთმანეთთან მჭიდროდ მდგომი სახლები,ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.ელენა ჩვეულებრივი გოგოა, უყვარს ეს ადგილი აქ დაიბადა და გაიზარდა. ახლა 18 წლისაა.ბევრს მეცადინეობს უნდა იურისტი გამოვიდეს, ამიტომ მშობლები ლელა და ზურა ყველანაირად უწყობენ ხელს, რომ თავის წარმატებას მიაღწიოს.ელენას მშობლები მდიდრები არ გეგონოთ, უჭირთ თან ძალიან,მაგრამ შვილის გამო არაფერი არ ეთაკილებათ. დღე და ღამ შრომობენ, რომ მისი სწავლის ფული მოაგროვონ და ქალაქში გაუშვან.ელენას მიუხედავად იმისა რომ აქაური აქცენტი არც აქვს და პირიქით საკმაოდ გამოსული გოგოა, მაინც არ უნდა ქალაქში წასვლა.რამდენჯერმე იყო დეიდასთან თბილისში და არ მოეწონა, რატომღაც ისევ პატარა სოფელი არჩია და აქ განაგღძო სკოლაში სიარული.
დღესაც ჩვეულებრივად სკოლაში მიდის. დილით,ადრე ადგა,ხელპირი დაიბანა ლამაზად დახვეული სქელი თმა დაიწნა და გვერძე გადაიგდო.ფერგადასული ვარდისფერი ზედა ჩაიცვა და იმავე ღია ფერის კაბაც მოირგო ულამაზეს სხეულზე.უკვე რამდენი ხანია ეს ტანსაცნელი აქვს,მაგრამ მაინც არ კარგავს იმ სილამაზეს, რომელიც ბუნებამ სრულიად უფასოდ არაფრის სანაცვლოდ უბოძა მას.მისი ცისფერი თვალები, სქელი წითელი ტუჩები, უფრო მკვეთრად გამოხატავენ მის სილამაზეს და ხაზს უსვამებ მის შეუდარებლობას

-შვილო არ ისაუზმებ?!ოთახში გამოეგება მხრებში მოხრილი, ჭაღარა შერეული მოხუცი და გოგონას თმა გაუსწორა .ელენამ მალევე დააგემოვნა ბებოს ნახელავი და როცა ოთახში არავინ დაინახა მოხუცს კითხა
-დედა და მამა სად არიან?(ელენა)
-დღეს ქალაქიდან სტუმრები ჩამოდიან და უნდა მოემზადონ(ნანა)
-ვინ სტუმრები?ელენამ სტუმრების გაგონებაზე თვალები ჭყიტა და ბებოს მიაშტერდა
-ერთი ბიზნესმენის ოჯახია შვილო, აქ ჩამოდიან 2 დღით და ჩვენ უნდა ვუმასპინძლოთ.მოხუცმა ელენას გაუღიმა და შუბლზე აკოცა
-ბეებო წავედი რა!დამაგვიანდება!(ელენა)
-არ დაიგვიანო შვილო იცოდე მშობლები გაგიბრაზდებიან!ელენამ მალევე დატოვა სახლი და სკოლის გზას გაუდგა.ვერ ხვდება რაღა მასთან მოდიან ის სტუმრები ან რა უნდათ ეგეც არ ესმის ?!ისედაც უჭირს მის ოჯახს და ახლა სტუმრების თავი აქვთ?თავის ფიქრებში გართულს გზაში გიო შეხვდა, მასზე 4 წლით უფროსი ბიჭი და ამის გამო დააგვიანდა კიდეც
-გამარჯობა შეიძლება?ელენამ დაბნეულმა შეაღო კლასის კარი და მასწავლებელი რომ დაინახა ცუდად გახდა
-შემოდი ხუციშვილი! იცოდე კიდევ დაიგვიანებ და ექსტერნს გამოგაყოლებ ჩემს საგანში!მასწავლებელი უბრალოდ აშინებდა,რადგან თითონაც კარგად ოცოდა ელენას გამოცდის არ ეშინოდა
-კარგით რა მას ეს ხომ ბოლო წელია!უცებ აყვა ელენას დაქალიც
-ანი არ მინდა შენი ენის ტლიკინი!შენ კიდევ შემობრძანდი!ელენა მორცხვად შევიდა ოთახში და ანას გვერდით მოთავსდა
-რატომ დაიგვიანე?(ანა)
-გიო შემხვდა!ელენამ მორცხვად დახარა თავი და მეგობარს თვალი აარიდა
-ჩემი მაინც რატომ გრცხვენია? მერე რაო!(ანა)
-მიყვარხარო!ელენა ისევ თავდახრილი ელაპარაკებოდა დაქალს
-შენ?(ანა)
-რა მე?ახლაღა აწი თავი და დაქალს მიაშტერდა
-გიყვარს?ანამ კითხვისნიშნიანი თვალები მიაპყრო დაქალს
-ჩემს მშობლებს მაინც არ იცნოდბდე,რომც მიყვარდეს არ მომცემენ ამის უფლებას.ელენას საცოდავად გადმოვარდა ობოლი ცრემლი
-კარგი დაწყნარდი ელე!ანამ მეგობარს ხელები მოხვია და ლოყაზე აკოცა
-გმადლობ ანა!(ელენა)
-რისთვის სულელო?!(აბა)
-იმისთვის რომ ჩემთან ხარ და არ მტოვებ მარტო!(ელენა)
-სულელო ჩვენ ხომ მეგობრებზე მეტი ვართ!ანამ კიდე უფრო მოხვია ხელები დაქალს და და მაგრად ჩაიკრა გულში.ელენა აფასებს ანას, რადგან მის გვერდითაა.ნეტავ იცოდეთ რამდენი დაქალი დაშორდა იმის გამო,რომ ელენა ულამაზესი გოგოა და ბიჭების გულთამპყროველიც,მაგრამ ანა მის გვერდითაა.ანასაც არაფერი აქვს დასაწუნი,შავგვრემანი, მწვანეთვალება და ძალიან კეთილშობილი გოგონაა.გაკვეთილები სწრაფად გავიდა და გოგონებიც გარეთ გამოვიდნენ
-წამო ჩემთან!(ელენა)
-შენთან რა მინდა?ანამ დაქალს გადახედა და ინტერესიანი თვალები მიაპყრო
-ქალაქიდან სტუმრები ჩამოდიან ბიზნესმენის ოჯახი და წამო მარტო ყოფნა არ მინდა!(ელენა)
-კარგი ოღონდ ჯერ დედას დავურეკავ!ანამ უცებ შეატყობინა დედამისს დღეს ელესთან დავრჩები და არ ინერვიულოო
-მოდიხარ?!(ელენა)
-კი !ანამ ხმამაღლა დაიყვირა და გახარებულ დაქალს გახედა.მალევე გაუყვნენ სახლის გზას .ეზოში რომ შევიდნენ შეუმჩნეველი არ დარჩენილა 2 შავი რენჯროვერ ელოუქი და ხმაური, რომელიც მათი მოკრძალებული სახლიდან გამოდიოდა .გოგოები სახლში შესვლას აპირებდნენ,როცა უცხო ბიჭების საუბარი მოსიმინეს.ეტყობა სტუმრები იყვნენ
-მაგარდ დაერხა!
-ხო მაგრამ ღირსია!
-არა ტო არა!არ არის ეგ გამოსავალი,მაინც არ უყვარს ის გოგო!
-სად არის ახლა?
-დავურეკე და არ იღებს, სირცხვილია ამ ხალხის იმედია მალე მოვა!
-სად წავა რო
-მაგრად მეცოდება ტო!
-მე გუგა კი არა ის 18 წლის ბავშვი მეცოდება, უსიყვარულოდ რომ ათხოვებენ!
-რა თქვი რა ქვიაო?!
-ელენა, ელენა ქვია!
ანა ელენას მიუტრიალდა და მისი გადაფითრებული სახე ხელებში მოიქცია.სულ გაყინოდა სხეული,სულ ვერაფერს გრძნობდა. ამას რატომ აკეთებენ რატომ?! 18 წლის გოგოს ათხოვებენ ისე რომ არც უყვარს
-ცხენი!!(ელენა)
-რა ცხენი?!ანამ გაკვირვებულმა შეხედა ფერდაკარგულ დაქალს
-ჩემი ცხენი !ელენა უცებ გაიქცა და თავის ცხენთან ერთად გაუჩინარდა

ეს არის ახალი ისტორია დაწერეთ თქვეი აზრი რომ ვიცოდე გავაგრძელო თუ არა?!



№1  offline წევრი anukka

Kikki gaagrdzelle

 


№2  offline წევრი ხატული♥

აუ მალე დადე ძაან დამაინტერესაა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent