ომგამოვლილები (თავი 15)
*** შოკოლადის მაღაზიაში კონსულტანტების მის დანახვაზე, უკვე უმზადებდნენ საყვარელ შეფუთვას. მისი გასვლის შემდეგ კი მოწყენილი სახეებით მოჰყვებოდნენ ჭორებს. -აღიარეთ რა გაუმართლა იმ გოგოს ? -ეჰჰ ზოგს რა ბედი აქვს. -ამბობენ ძალიან გამხდარიაო. -იმასაც ამბობენ, რომ ერთმანეთი არ უყვართო. -რას ამბობთ, რომ არ უყვარდეს ასე ხშირად იყიდდა "მარწყვის ასორტს " , რომ არ უყვარდეს ასეთი ბედნიერი სახე ექნებოდა ? დიახ, დიახ ასე განიხილავდნენ და არჩევდნენ მათ ამბებს. უნივერსიტეტში ახალ-ახალ ჭორებს ავრცელებდნენ, რომ ძალიან მალე დაშორდებოდნენ და ასე შემდეგ. ხალხი აჰყოლოდა ქალაქში მოსიარულე ხმებს და რეალობას ვერ ამჩნევდნენ. შაბათი დღე იყო და თეიმურაზიც ელოდა კატოს. აოცებდა შვილის რადიკალური ცვლილება, ღიმილი სახეზე კი არწმუნებდა იმაში რომ კატოს შეცდომა არ დაუშვია და გვერდით ღირსეული მამაკაცი ჰყავდა. -მოდი კატო-თამარის თბილმა ხმამ მთელი მისაღები მოიცვა. მთელი კვირის მონატრება იგრძნობოდა მის ჩახუტებაში, მასზე გაცილებით დიდ მამაკაცს შემოაჭდო ხელები ყელზე. თითქოს დრო კინოფილმის კადრებივით უკან გადაახვია, წლების წინ როცა სამსახურიდან დაღლილი ბრუნდებოდა ეს ჩახუტება ახალი ენერგიასავით იყო. ხელში აიტაცებდა პატარა ეკატერინეს და ჰაერში დაატრიალებდა. შემდეგ მთელი საღამო საუბარს, თამაშებსა და სიმღერაში ატარებდნენ. პეპელა კარგადაც მღეროდა, თეიმურაზი გიტარას ააჟრებდა და ოჯახურ ტრიოს ბედნიერი სახით უყურებდა ლალიკო. მისაღებში გავიდნენ. -მა თეაკო სად არის ? -ჩვენი თეაკო შეყვარებულია. -რა ?-მოულოდნელმა სიხარულმა გაოცებამ გამოიწვია მასში. -დიახ 36 წლის ასაკში 15 წლის გოგოსავით არის აცანცარებული. -თეაკო და ცანცარი ვის წარმოედგინა? -კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. თეიმურაზს დაურეკეს და სასწრაფოდ წასვლა მოუწია. კატო სარწეველა სკამში ჩაჯდა ბებიის პორტრეტს მიაშტერდა. უყურებდა მის მწვანე თვალებს და მისდა უნებურად ფიქრებში იძირებოდა. ეგონა შემოდგომის ზღვას უყურებდა, რომელშიც მზე ალისფრად ელავს, აქა-იქ ლურჯ ცაზე კი შავი ღრუბლები გაკრთებიან. ატყვევებდა ეს გამოხედვა, სიყვარულს, სითბოს, სევდას, იმედს, ერთმანეთში არეულს ხედავდა. -თამარ იქნებ ამ ნახატის ჩამოხსნაში დამეხმარო. -რა მოხდა კატო, რატომ უნდა ჩამოხსნა ? -უკან დახატვის სავარაუდო თარიღი ეწერება. წვრილ იასამნისფერი, ძველებური მელნის კვალი დამჩნეოდა ტილოს, "1967წლის 18 აპრილი". -26 ში კი მამას დაბადების დღეა- თავისთვის ჩაილაპარაკა კატომ. მზერა ამოიცნო, ზუსტად ასე ხომ იმ ადამიანს შეგიძლია უყურე ვინც შენი ნახევარია, ვინც შენ სულს ყველაზე მეტად იცნობს. თითქოს დრო გააჩერა, მიხვდა რომ უყვარდა, მიხვდა რომ ის ერთადერთი იყო. *** მთაწმინდაზე ავიდნენ სასეირნოდ, კატო 15 წლის გოგოსავით ეპრანჭებოდა სანდროს, ჟრუანტელმა მთელ სხეულში დაუარა როცა უკნიდად მოეპარა ერისთავი და მთელი ძალით მოეხვია. კოცნა იგრძნო ყელში და ეგონა მეცხრე ცას მისწვდა. ხელი მაგრად ჩაჭიდა და სიარული განაგრძეს. სახლში მისული კატო, მეტად მადაზე აღმოჩნდა. -მოგიხდა ჰაერზე ყოფნა-ჩაიცინა სანდრომ. -მართლა ბეჰემოტს დავემსგავსები-ქვედა ტუჩი გამოწია გაბუტვის ნიშნად. უნდოდა ეთქვა ბეჰემოტიც ძალიან მეყვარებიო მაგრამ რაღაც უხილავი ამის თქმის არც უფლებას და არც საშუალებას აძლევდა. -დღეს კონტრაქტის გამო დამიბარეს. -რა კონტრაქტი-გაიკვირვა კატომ და წარბები შეჭმუხნა. -საქართველოში ხომ ნაკრების გამო ჩამოვედი, ეხლა ისევ გუნდში უნდა დავბრუნდე სამი თვე დამრჩა კონტრაქტის დასრულებამდე. -ანუ იქ უნდა წახვიდე ? ცოტაც და იტირებდა ბურთი, რომელიც ყელში აწვებოდა ძლივს გადაყლაპა. ხელი აუკანკალდა და ჩანგალი დადო. არ უნდოდა მისი ემოციები შეემჩნია სანდროს, არ უნდოდა სუსტი გამოჩენილიყო. -ჰო-ამოიხვნეშა სანდრომ და საძინებელში შევიდა. ვერ გაუძლო კატოს ჩამქვრალ თვალებს, ფანჯარასათან დადგა თითქოს ეს საღი აზრის პოვნაში დაეხმარებოდა. თუ არ წავიდოდა, თანხას ვერ მიიღებდა და ჯარიმის გადახდა მოუწევდა, მაგრამ წასვლას, ამ მომენტში კატოს მიტოვებას სიკვდილი ერჩია. საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. მანძილის, ურთიერთობის განუვითარებლობის შეეშინდა, თუმცა ამ დროს იგრძნო კატოს ნაზი ხელები ყელზე ლიანებივით შემოეხვივნენ. გვერდით დგომა მიწაზე მყარად დგომას ჰგავდა, ეხლა ყველაზე ძლიერი იყო, შიში ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იცოდა. -გინდა წასვლა? -წასვლა ეხლა ყველაზე მეტად არ მინდა, თუმცა არ წასვლით ვერ შევქმნი იმასაც რაც მთელი ცხოვრებაა მინდა. -და რა გინდა რომ შექმნა ? -უზრუნველი მომავალი მინდა შევუქმნა ჩემს ცოლს და შვილს. -ეს ხომ დასასრულს არ ნიშნავს ? -როგორ შეიძლება იყოს დასასრული ის რაც არ დაწყებულა. მათ ურთიერთობაში ყველაზე დიდი ომი იწყებოდა, მზად ყოფნა კი უკვე გამოცხადებული იყო. *** ის დღეები საყიდლებზე დადიოდნენ, საახალწო სამზადისი კატოს საერთოდ არ ღლიდა. მაღაზიიდან მაღაზიაში მაღაზიიდან-მაღაზიაში გადაინაცვლებდა და სანდროც კუდში დასდევდა. -ხვალ ანი ჩამოდის-ფეხსაცმელი ისევ თაროზე დადო და ახალი აიღო. -ბარგს არ წამოვიღებ.-გაფრთხილების ნიშნით საჩვენებელი თითი ასწია. -როგორ მალე შეგისწავლია ჩვენი ანიკო. იმ კვირაში აეროპორტში სიარული ყოველდღიურობად იქცა. საუკეთესო მეგობრები ოჯახის წევრები, ყველა ბრუნდებოდა, არსებობს კი შენს სახლზე უკეთესი ადგილი სადაც საშობაო არდადეგებს გაატარებ. ანიმ ტრადიციას არ უღალატა ბარგი დასაშვებ ზღვარს გადასცილდა, თუმცა ჯაფა სანდროს მაგიერ საწყალ დათას დააწვა. კატო ცდილობდა გულისწტყვეტა მაკიაჟით და ღიმილით დაეფარა, მალე სამთვიანი განშორება ელოდა. ახალი წლის ღამეს თეიმურაზმა სანდროს ოჯახიც მიიწვია. -სწორად იქცევი თემურ, ეხლა ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. -ერთი დიდი ოჯახი. -სახელზე ვიფიქრე. -ანდრეა მომწონს. -მე კიდევ იოანე. -ანდრეა ჯობს. -არ ვიკამათოთ ჰო ? კატო გადაწყვეტს. მსგავსი საუბარი მაკასა და თენგიზს შორისაც შედგა, თუმცა ისინი ერთ აზრზე შეჯერდნენ „ლუკა“ ჩათვალეს საუკეთესო ვარიანტად. 5 დღე რჩებოდა ახალ წლამდე, კატო კი ერისთავს მოწყენის საშუალებას არ აძლევდა. საკუთარ თავს ეკითხებოდა „რატომ აკეთებ ამას, ხომ შეიძლება ფეხზე დაიკიდო ? „, მაგრამ შეუყვარდა და აი აქ დაისვა დიდი წერტილი. ახალი წლის საღამოც საოცარი იყო. დილიდანვე ემზადებოდნენ ანდრონიკაშვილების ოჯახში. -თეაკო ნუ ჯიუტობ მოიყვანე აქ გაგვაცანი რისი გრცხვენია? -ჩემი თუ გრცხვენია, ტყუილად ნერვიულობ.-მხარზე ხელი მოხვია თეიმურაზმა შეყვარებულ დას. ერისთავებიც არანაკლებ სამზადისსში იყვნენ. -ვეღარ ვფიქრობ შოკოლადის ტორტი ჯობია თუ ტირამისუ ?-შესჩივლა მაკამ თენგიზს. -მე კიდევ ვერ ავარჩიე შამპანური ჯობს თუ კონიაკი. -მამა დედა მთელი დღე უნდა იწუწუნოთ ვიყიდი ყველაფერს და ავიტანოთ არც თქვენ იდარდებთ და მეც დაძინების საშუალებას მომცემთ.-დემონსტრაციულად შლიდა ხელებს ნიკოლოზი. -გაიღვიძე ყმაწვილო ? -ბოდიშით გამაღვიძეთ. -ადე და მოგვეხმარე, ნაძვის ხე მაინც გააწყვე. ზანტად აიზლაზნა ნიკოლოზი და სააბაზანოს მიაშურა. ქუჩები საახალწლო გარემოს ქმნიდა, ხალხიც საოცარი ტემპით მიდიოდა, დღე ეტაპობრივად იცვლებოდა 6 საათისთვის თოვლი წამოვიდა. კატო დილიდან „თოვლის ფანტელებზე მღეროდა, ახალი წლის განწყობას ქმნიდა სახლში. ყველაფერი მორთო, ნაძვის ხეს ბოლო შტრიხები შემატა და თავს უფლება მისცა მშობლებთან წასულიყო. როგორც ყოველთვის დააგვიანა, ყველანი მათ უცდიდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.