ომგამოვლილები (თავი 8)
ორი დღე ერთადერთი შვილის გარეშე მსოფლიოს დასასრულს უტოლდებოდა. იმ საღამოს როცა ნიასთან წავიდა კატო და ყველაფერი გამოაშკარავდა ანდრონიკაშვილების ოჯახი სიმშვიდემ დატოვა. მისაღებ ოთახში ისხდნენ მომტირალი ლალიკო, გაცოფებული თეაკო და შეშინებული თამარი. -ვინ დაგვწყევლა ასე ?-არ ცხრებოდა თეაკო და უმისამართო კითხვას არც მოპასუხე უჩანდა და არც პასუხი. ლალიკო ცრემლებად იღვრებოდა, ეგონა სამაგალითოდ ზრდიდა შვილს, ერთადერთხელ მისცა წასვლის უფლება და ისიც მრუშობაში გამოიჭირეს. ოცდამეერთე საუკუნის, თანამაედროვეობის, დასავლური ცხოვრების სტილის მიუხედავად ამ ოჯახში ყველაზე მეტად ფასობდა ტრადიციები. პრობლემები ეგონა, რომ წარსულში დატოვა თუმცა ყველაფერი კარგად დავიწყებული სიახლეს იძენს. რთული იყო ცხოვრების ამ ეტაპამდე მოსვლა, მერე წამიერი სიმშვიდის მოპოვება, გაცეცხლებული იყო ლალიკო შვილს უყვირა წასულიყო და ისიც წავიდა. ვერ ეგუებოდა ვერცერთ წამს მისი პეპელას გარეშე. თეიმურაზი კაბინეტში შეიკეტა, ზღვარს გადასცდა მისი შვილი, ეხლა წესით მასზე უარი უნდა ეთქვა, გაერიყა, დაევიწყებინა და ბედის ანაბარა უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ყოველი წამი, ყოველი ფიქრი მას ეკუთვნოდა. ტყავის სავარძელში ჩაესვნა, მუხის ანტიკვარულ მაგიდაზე ათასობით საბუთი ეწყო დასტებად, მათ შორის ჩარჩოში ჩასმული კატოს სურათი კი ყოველთვის დაღლილობის გამქარვებელი იყო. ეხლაც ამ ფოტოს უყურებდა და დეტალებში შეისწავლიდა მას: მწვანე თვალები მზესავით ანათებდნენ, ხშირი წამწამები კი ამ შუშის თვალებს მფარველობდნენ, ვარდის კოკორივით აყვავებული ტუჩები ღიმილს უთმობდნენ ასპარეზს, კატო სითბოს და სიყვარულს უგზავნიდა ამ ფოტოთი მამას. ფოტოში ის თორმეტი წლის იყო, უკანა ფონზე კი ზაფხულის ფერებში მოხატული პარიზი ჩანდა. თვალს ვერ წყვეტდა ამ პატარა ანგელოზს და წარსულის აზვირთებულ ტალღებში ეშვებოდა. სამშობიაროში, როცა ბებიაქალმა უთხრა გოგო შეგეძინათო არც კი დაფიქრებულა ისე დაარქვა საყვარელი დედის ეკატერინეს სახელი. ყოველწლიურად ბებიას ასლი ხდებოდა კატო, სამი თვის იყო ის როცა ბებო გარდაიცვალა, თეიმურაზისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, მხოლოდ პატარა კატო იყო მისი ნათელი წერტილი. დედის გარდაცვალებას ფინანსური პრობლემები დაერთო თან, უნივერსიტეტში ბოლო საფეხურზე იყო, ხარისხი უნდა დაეცვა თუმცა მაშინ ქვეყანა აირია "პერესტროიკა" დაიწყო, ამ პერიოდში იმ ბინის გაყიდვა მოუწია, რომელიც ბებიამ შვილიშვილს დაუტოვა. "კატოს ბინა გავუყიდე" გონებიდან ვერ აგდებდა ამ აზრს. 4თვის ხდებოდა კატო როცა საფრანგეთში წავიდნენ, პარიზის ცხოვრებას მალევე აუწყვეს ფეხი ახლადდაქორწინებულებმა. თეიმურაზმა ეკონომიკის უნივერსიტეტში ხარისხის დაცვაზე დაიწყო ზრუნვა. 8 წელი მუხლჩაუხრელად, სწავლობდა, მუშაობდა და იტოვებდა დროს, რომ კატოზე ეზრუნა. ის არ ასრულებდა კარგი მამის როლს, ეს მისი ბუნება იყო. ყურადღებას არ აკლებდა ოჯახს. საქართველოდან, როცა მოწვევა მოუვიდა მასზე ბედნიერი არავინ იყო ბევრი არც უფიქრია ისე ჩამოვიდა აქეთ, დანაზოგით სახლი მოაწყვეს და კატო ქართულ სკოლაში შეიყვანეს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, კარიერული წინსვლა და ამ წარმატების უკან ბედნიერი ოჯახი იდგა. წლები, ენერგია, ნერვები შეალია მათ, ისევ და ისევ იმიტომ, რომ კატოსთვის ყოფილიყო კარგი ოჯახის შექმნის წინაპირობად, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. ეხლაც ფიქრებით გზააბნეული მისჯდომოდა სამუშაო მაგიდას ერთი განსხვავებით სახლში არ იყო. ვერ პოულობდა პასუხს, რეალობის ასეთობის მიზეზს. ეხლა ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო გაწონასწარებული, ნახევარ საათში ხომ თათბირი იწყებოდა. უეცრად კარის გაღების ხმა გაიგონა ეგონა, რომ მდივანი შემოვიდა, საყვედურის თქმასაც აპირებდა ცხელ გულზე მაგრამ როცა სავარძელი შემოატრიალა სულ სხვა ადამიანი შერჩა ხელთ. უჩვეულო ღიმილით კართან იდგა ლალიკო. -თემურ ბავშვმა დარეკა. -21 წლის ქალი ბავშვია ?-ცინიკური იყო ის. -ნუ გაცოფდები ეხლა და მომისმინე რამდენიმე წუთი. -სამსახურში ვარ ლალი და ათასი საქმე მაქვს. არ მცალია. -მოგიწევს მომისმინო- კატეგორიული იყო ლალიკო. არ ეთმობოდა ერთადერთი შვილი. -საღამოს 6მდე განთავისუფლდები და სახლში იქნები. კატო მოვა ის ბიჭის მშობლებთან ერთად. თავიდან მეც გავცოფდი, მაგრამ დამიჯერე ასე სჯობს . -დავმშვიდდე კი არა სახეს მივუნგრევ იმ არაკაცს. იცი რას მთხოვ ? იმ კაცთან ერთად მივირთვა და იმ კაცს ვუყურო ვინც შვილი გამიუბედურა. -თემურ! -აბა მშვიდად ვიყო ლალი ? როგორ უნდა მივიღო ჩემს ოჯახში როგორ ამიხსენი ? -შენი შვილი გიყვარს ? -ყველაფერზე მეტად მიყვარს ! -მაშინ მიიღებ! წამიერად გადახარშა ყველაფერი გონებაში. -ნეტა იცოდე ვისი შვილია... -ზღვარს გადასცდა კატო და ესე იოლად ვპატიობთ ყველაფერს ? დასჯილი გახსოვს ჩვენი შვილი ? სულ ხელს, რომ ვუსვამდით თავზე აი როგორ დაგვიფასა, წარმოდგენაც კი მზარავს რას იტყვის ხალხი.ჩემი ოცი წლის ნაშრომ-ნაღვაწი უნდა შეეწიროს ერთ აცანცარებას ? -ჰოდა მაგიტომაც უნდა მივიღოთ ეგ არაკაცი ჩვენს ოჯახში, ისევ ჩვენი ოჯახის ღირსების დასაცავად. -ესეთი ცხოვრება დავიმსახურე ? -თემურ ხომ მოხვალ ? -მოვალ ლალი, მოვალ მეტყობა სურვილი მქონდეს პრესისა და მედიის ალაპარაკებისა? -პრობლემებს ვუყვარვართ. -შენ, რომ არა ვერ გადავიტანდი ვერცერთ ტკივილს. -როგორ მიყვარს ჩემი გონიერი ქმარი. თეიმურაზს მიუახლოვდა და სავარძელზე ჩამოუჯდა. თავი გულზე დაადო და იგრძნო კოცნა თმებზე. -თენგიზ ერისთავის ბიჭია.-უეცრად დაიწყო ლალიმ. -სანდრო ერისთავი ? -იცნობ ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.