Barman (11)
ასე კარგად მგონი არასდროს მძინებია. დილით ყველაზე სასიამოვნო მომენტი ის იყო, როცა სანდროს მკლავებში გავიღვიძე. როგორც ჩანდა მას დიდი ხანიარაც ეღვიძა და ჩემს თმებზე თამაშით იყო გართული. -დილამშვიდობის.-როგორც კი გაღვიძებული დამიგულა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. -დილამშვიდობის.-მივესალმე როცა ჩემს ტუჩებს მოსწყდა. მივხვდი, რომ ისევ აგრძელებდა დაწყებულ საქმეს, ამიტომ ხელიდან დავუსხლტდი და სააბაზანოსკენ გავემართე. -მოგიწევს იქიდან გამოსვლა და მერე ვეღარ გამექცევი, გემრიელო..-მითხრა და ტუჩები გაილოკა. აღარაფერი არ მითქვამს და სიცილით შევედი სააბაზანოში. ცხელმა წყალმა მთლიანად მომიხსნა დაღლილობა და სახეგაბადრული გავედი ოთახში. როცა გავედი შევამჩნიე როგორ დაძაბულად ლაპარაკობდა სანდრო ტელეფონზე და როცა შმამჩნია სწრაფად გათიშა ტელეფონი. -რამე მოხვდა?-ვიკითხე როცა სანდროს ხასიათის ცვალებადობა შევამჩნიე. -არაფერი ისეთი.-მოკლედ მომიჭრა და ნაძალადევად გამიღიმა. მეც აღარ ჩავაცივდი. მივხვდი, რომ თუ რამე სერიოზული იქნებოდა ბაგრატიონი ყველაფერს მეტყოდა. -ახლა კი წამო ვჭამოთ. მე მაიინც და მაინც არ მშია, გუშინ ისეთი ვახშამი გვქონდა..-თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა. მე კი დამტოვა ასე სახეაწითლებული. ყოველწუთს თუ ასე მიხსენა გუშნდელი საღამო, ალბათ მალე ჭარხალს დავემსგავსები. სამზარეულოში ჩასულს სანდრო ისევ ტელეფონით ხელში დამხვდა. ვიცოდი, რომ ცუდი საქციელი იყო, მაგრამ გადავწყვიტე მისი საუბარი მომესმინა. -კარგი რა მია... ხომ იცი ახლა ვერ ჩამოვალ... ვიცი.. მეც ძალიან მენატრები. როგორც კი მოვახერხებ მაშინვე ჩამოვალ. ბავშვი როგორ არის? კარგი აკოცე ჩემს მაგივრად. მენატრებით ორივე. კაი კარგად..-ეს, რომ გავიგე ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა. ვერ გავიგე ეს ყველაფერი რას ნიშნავდა. ვინ იყო მია... ან რომელ ბავშვზე ლაპარაკობდნენ. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიზამდი სანამ ყველაფერს არ გავიგებდი. ამიტომ სამზარეულოში ღიმილით შევედი და სანდროს გვერდით დავიკავე ადგილი. -მიდი შენ ჭამე და მე მალე უნდა გავიდე. -იყოს არ მშია, გოგოებს უნდა შევხვდე და იქ შევჭამ რამეს.-ახლა გარეთ გასვლაზე და ფიქრზე მეტი არაფერი არ მინდოდა, ამიტომაც მოვატყე. -კარგი მაშინ მე წავედი. მალე მოვალ .-მითხრა და მოწყვეტით მაკოცა. როგორც კი გავიდა მაშინვე დაუკითხავად იწყეს ცრემლებმა დენა. მაგრამ თავი გავამხნევე და შემოვუძახე, რომ ჯერ ყველაფერი უნდა გამერკვია. იქნებ ვინ იყო მია. არ მინდოდა ჩემს თავს იმაში გამოვტყდომოდი, რომ ამერიკაში მას შეიძლებოდა ოჯახი ჰქონოდა. გარეთ გასვლას ვაპირებდი, როცა კარზე ზარი დარეკეს. გავაღე და ერთი ვულგარულად ჩაცმული გოგო შემრჩა ხელში. ცოტახანში ამოვიცანი თიკო. ის გოგო ბაგრატიონს ტელეფონით, რომ ურეკავდა. ეს უკვე მეორე იმედგაცრუება იყო. რა უნდოდა ამ გოგოს სანდრო სახლში. დღეისთვის ამდენი სიახლე ზედმეტი იყო, ჩემი ისედაც სუსტი გულისთვის. -შეიძლება?-მაშინ მოვედი გონს როცა გოგოს წიკვინა ხმა მოხვდა ჩემს ყურთასმენას. -სანდროსთან თუ ხართ აქ არ არის...-ვუთხარი და ამრეზით ავათვალიერე. -ძალიან კარგი მე შენთან მაქვს საქმე.-და დაუკითხავად შემოვიდა სახლში. -დროზე თქვი შენი სათქმელი. მეჩქარება. -კარგი დიდი შესავლის გარეშე დავიწყებ, ოღონდ ჯერ ეს ნახე.-მითხრა და ფოტო გამომიწოდა. მასში სწრაფად ამოვიცანი სანდრო, ლამაზ ქალთან და ბავშვთნ ერთად. კითხვისნიშნიანი თვალები მივაპყარი თიკოს.-ეს მისი ოჯახია. ამ ლამაზ ქალს მია ჰქვია, ბავშვი კი მათია. ისინი ახლაც ამერიკაში ელოდებიან სანდროს. როგროც კი სანდრო თავისას აისრულებს მაშინვე მათთან წავა, თუ უკვე არ აისრულა. სულ ეს იყო შეგიძლია ფოტო შენ გქონდეს. მე უბრალოდ შენთვის თვალების ახელვა მინდა. ეს თქვა და უსიტყვოდ დატოვა სახლი. ფოტოში ისინი მართლაც ბედნიერ ოჯახს გვანდნენ. საშინლად ვიგრძენი თავი, როცა გუშინდელი ღამე გამახსენდა. რა გამოდიოდა, რომ სანდროს მხოლოდ თავისი სურვილების ასრულებისთვის ვჭირდებოდი. ბევრი არც მიფიქრია მაშინვე ჩემოდანს დავავლე ხელი და ჩემი ნივთები შიგნით ჩავაწყვე. არ ვიცოდი სად მივდიოდი, მაგრამ ტაქსისტს აეროპორტის მისამართი ვუკარნახე და გზაში ცრემლების ღვრის მეტი არაფერი გამიკეთებია. მძღოლი გადმომხედავდა და მამშვიდებდა ხოლმე. როგორც იქნა აეროპორტამდეც მივაღწიე. არც კი ვიცოდი ეს გადაწყვეტილება რატომ მივიღე და აეროპორტში რა მინდოდა. მაგრამ გულს მივენდე და რაც იმ დროს გამოსავალი მეგონა იმ გზას დავადექი. იტალიის მიმართულებით ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ამიტომ საფრანგეთისკენ მიმავალი უახლოესი ბილეთი დავჯავშნე. ჩემი თვითმფრინავი ნახევარ საათში გადიოდა, ასე, რომ ფულის გამოტანაც მოვასწარი ჩემი ანგარიშიდან და ძლიერი ყავაც დავლიე. ცრემლები ვერც მაშინ შევიკავე, როცა ესკალატორზე ავდიოდი. ცოტახანში კი მთელ საქართველოს ზემოდან დავყურებდი.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.