შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვუყვარდი?არ ვუყვარდი? (ჩემი ცხოვრების ისტორია) თავი 4


28-04-2015, 18:16
ავტორი Dippie
ნანახია 1 853

ეს ლუკა იყო,იგი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ყველაზე არასასურველ დროს. არ ვიცოდი რა იქნებოდა და საშინლად ვიბნეოდი. მეგონა ჩემი გადაწყვეტილება მტკიცე იქნებოდა ალექსანდრესთან დაკავშირებით მაგრამ ყველაფერი მაეჭვებდა.ვერ ვიტყვი ვცდილობდი ალექსანდრეზე არ მეფიქარა თქო იმიტომ,რომ მართლა არ გამხსენებია იგი.უამრავი რაღაც ხდებოდა და თან არ მქონდა უფლება მისი სახელი მესხენებინა(ნანუკა მისი კლასელია და მარის დაქალი)
ერთ საღამოს გოგოები გარეთ გავედით,ისინიც გამოვიდნენ(ლუკას სასტავი) ისე მოხდა რომ მე და ლუკა მარტო დავრჩით სანაპიროზე. ნუკა ლაშასთან ერთად სეირნობდა,ნანუკაც სადღაც აორთქლდა. ლუკა ხმას არ იღებდა,როგორც ყოველთვის მზერით შემოიფარგლებოდა.
_________________________
-ნი ლუკამ შენზე იცი რა თქვა?-მხიარულად შემოდის ნუკა ოთახში და კარს აჯახუნებს. ინერციით ენარცხება საწოლზე და მიყურებს,-რა თქვა იცი?
-არა არ ვიცი,-უხასიათოდ ვპასუხობ და თმას ვიშრობ.საერთოდ არავინ აღარ მინდოდა,არავის არსებობა აღარ მინდოდა ჩემს ცხოვრებაში მითუმეტეს ბიჭების.
-ნუ ჰო არ იცი,გითხრა? ანდა რა გეკითხები. რადა ძალიან მოსწონხარ გაქო და გადიდა გარეგნობითაც და ხასიათებითაც.
-ერთი მაგან რა იცის ჩემი ხასიათები ძან მაინტერესებს.
-კაი რა გჭირს შენ?-ნანუკა მეკითხება და ვიბნევი.
-არა..არაფერი,რა უნდა მჭირდეს?-შემატყო რომ რაღაც ვერ ვიყავი კარგად.
-შენი გაცნობა არც ისე რთულია,-(მართლა ასეა სამწუხაროდ ძალიან ემოციური ვარ და ამ დროს გადაშლილი წიგნივით ვარ)-მოყევი ეხლა ვის გამო ხარ ესე,-როგორ მოვუყვე??? მარი? ალექსანდრე? არც მე ვიცი რას ვგრძნობ ყვეალფერი აირია ! ვფიქრობ ამ ყველაფერს წამის მეასედში როცა ნანუკამ სახელების ჩამოთვლა დაიწყო.
-იკა?
-რა იკა?-გაკვირვებული ვუყურებ და წყალს ვსვავ იმ მომენტში დახრჩობის მეტი არაფერი მინდოდა :დ
-ვიზეც მოგიყოლია და ვიცი, ვცდილობ გამოვიცნო რომელია,-ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის იყვნენ და არიან ბიჭები მაგრამ არც ისე ბევრი რამდენიც ნანუკას მოეჩვენა.-ლუკა? უეჭველი ლუკაა!-განათებული სახლით ამბობს და ნუკა ეშმაკურად მიღიმის.
-ოო რა ლუკა კაი რაა,-აღარ ვიცი რა ვქნა!
-ალექსანდრე?-რაა?? რაო? ალექსანდრე? იმ მომენტში გავაფრინე.
-რა ალექსანდრე გოგო,-გამეცინა,-რომელი?-თავი დავიდებილე.
-კაი რა შენ გგონია ვერ ვხვდები რომ რაღაც ხდება?-ნანუკა დამაჯერებელი ტონით მეუბნება და ნუკა ამ დროს ცნობისმოყვარეობით კვდება.
- ე ,ე ვინაა ალექსანდრე??-შემოიჭრა საუბარში
-არავინ,-ცივად ვპასუხობ და ვცდილობ თემა გადავიტანო,-კაი რამდენი ხანი უნდა ვილაპრაკოთ ბიჭებზე ჩავიდეთ რა ქვევით.
-კაი წამო,-ნუკა ამბობს და კარებს აღებს.ნანუკაც მიყვება და თვალს არ მაშორებს.ნუ მესმოდა მისიც იმ მომენტში ახლო მეგობრები ვიყავით და არ უნდა დამემალა,მაგრამ...
__________________________
თითქმის ყოველ საღამოს ღამის კლუბში მივდიოდით.იმ საღამოსაც ვეწვიეთ ნაცნობ ადგილს და სავარძლებზე მოვკალათდით. ცოტა ხანში ლუკა და მისი სამეგობრო შემოვიდნენ და ჩვენს გასწვრივ დასხდნენ. იმ საღამოს არ ვიყავი კარგად და ჩემთვის ვიჯექი,ნუკა და ნანუკა სადღაც იმხობდნენ ყველაფერს. ბევრჯერ შევამჩნიე ლუკას მზერა და არ მსიამოვნებდა.მალევე გამოვედი გარეთ და ცოტახანი გავისეირნე.თურქეთში დაცოფებული და ლამაზი გოგოს უნახავი ბიჭები ყრიან.მითუმეტეს დამწვარი ვიყავი და სულ მოკლეები მეცვა(ან თურქეთში რატო უნდა ჩამეცვა თბილად?) გზის პირას მივდიოდი როცა მანქანა გაჩერდა,ორი ბიჭი იჯდა შიგნით,ფანჯრებს ჩაუწიეს და თურქულად რაღაც მითრეს საიდანაც მარტო ერთი სიტყვა გავიგე(თქვენც მიხვდებით) რა ენაზეც ვიცოდი ყველა ენაზე "მოვესიყვარულე" და ვედაცე გზის პირას არ მევლო.მანქანამ გზა განაგრძო და მეც ჩამოვჯექი იქვე სკამზე.
-არ გცივა?-ვიღაცის ხმა მესმის და ლუკას გარდა არავინ არის ქუჩაში.-ძალიან თხლად გაცვია.
-ჰო საღამოობით გრილა გარეთ.
-რა გინდა აქ?
-არაფერი,დღეს არ ვარ ხასიათზე და ხმაურიც არ მსიამოვნებდა.
-გავისეირნოთ?-მეკითხება და მიღიმის,იმ მომენტში სხვა საქმე არც მქონდა და ჩავთვალე რომ უფრო გავერკვეოდი ჩემს გრძნობებში.სანაპიროზე გავედით და უსიტყვოდ ვუსმენდით ტალღების ხმას.თითქოს რაღაც ახალი მოჰქონდათ თითოეულ ამოსუნთქვაზე,ძველს კი წასვლისას იყოლებდნენ...
-რამდენი წლის ხარ?,-მოულეოდნელად მეკითხება,-მომბეზრდა ნუკასგან გადმოცემული ინფორმაციები.-რა?რეები ილაპარაკა ნუკამ ჩემზე?? გავბრაზდი და ინტერესით ვკვდებოდი მაგრამ არაფერი შემიმჩნეივა.
-13. შენ?
-მართლა? საერთოდ არ გეტყობა.-(ზოგადად რამდენი წლისაც ვარ იმაზე 2წლით დიდი ვგონივარ ყველას)
-ჰო ვიცი,ყველა ამას მეუბნება.შენ?
-17,-(თუ არ ვცდები დაახლოებით ამ ასაკის იყო)
-ამმ...-ჩუმად ჩავილაპრაკე და გზა განვაგრძე.
-ძალიან ლამაზი ხარ,-კიდევ კაი ღამე იყო,მაგრამ ისე გავწითლდი წყვდიადიც ვერ ფარავდა ჩემს სიწითლეს.
-მადლობა.
-ლამაზი თვალები გაქვს-აგრძელებს და უფრო ვიბნევი.
-მადლობა ლუკა.
-ტანი..
-კარგი გვეყოფა ჩემზე საუბარი. მომიყევი შენზე რაიმე..-ლუკამაც აღარ დააყოვნა და დაიწყო საუბარი.თან მივუყვებოდით სანაპიროს და მაბედნიერებდა ის მომენტი.მასწავლებლები სრულ თავისუფლებას გვაძლევდნენ ამიტომ ნომერში შუაღამეზე ავედი.
ოთახში ჩუმად შევიპარე ვიფიქე ეძინებოდათ გოგოებს მაგრამ შუქი აანთეს და მეცნენ.საწოლზე დამაგდეს და გვერდზე მომიწვნენ.
-რაააოოო??!!!-თვალებდაჭყეტილები მომაშტერდნენ და ელოდნენ ჩემგან რამე საოცარ ისტორიას.ყველფერი ვუამბე.ბოლოს ლუკამ ამომაცილა და ნაზად ჩამეხუტა(ჩემზე მაღალი იყო,მუქი თვალები ქონდა,მუქი ყავისფერი თმა დაბალზე შეჭრილი და მოშვებული წვერი.ლამაზი ცხვირი და ტუჩები ქონდა.მაგიჟენდა და ახლაც მაგიჟებს მისი გარენობა,და სხვა არაფრი !) ამაზე გაეღიმათ და მე აბაზანაში შევედი,სახეს ვიბანდი როცა ნანუკა შემოვიდა ჩუმად.
-რა იყო?
-არაფერი,ჩაეძინა ნუკას.
-ჰო , შენ რატო არ იძინებ?
-რავი ნი...არ გინდა მელაპრაკო?
-რავიცი, რაზე?
-რაზეც გინდა,უფროსწორად ვიზეც.-მივხვდი საითად მიყავდა საუბარი.დახურულ აუზთან გავედით და საქანელებში ჩავჯექით.
-ალექსანდრე ჰო?-გავიგე ნანუკას წყნარი ხმა,ირგვლის სიჩუმე იყო,ვხედავდი მთვარის შუქი როგორ ლივლივებდა წყალში და სადღაც უსასრულობისკენ ვიყურებოდი.
-კი...
-და ეხლა ლუკა დაემატა ჰო?
-კი ნანუკა,-შემრცხვა და თვალებში შევხედე.ნანუკას ცისფერი თვალები და ქერა თმა აქვს.ძლაინ საყვარელია.
-ალექსანდრემ იცის შენს გრძნობებზე?-ყვეალფერი მოვუყევი,-ჰომმ...ლუკას დრო ნამდვილად არ იყო ახლა.მისმინე,ვიცი მაგ ბიჭზე რაღაცები და ნურაფერს დაგეგმავ კარგი?
-არა რა სისულელეა,ვიცი ეს დროებითი რაღაცაა,სრულიად დარწმუნებული ვარ საკუთარ გრძნობებში.-თამამად ვუპასუხე.
-ხვალ კონცერტი გვაქვს...-თემა გადააქვს და მერე მახსენდება მეც. საერთოდ არ მქონდა მაგის თავი არდა მაგისთვის გამოვიარეთ ამხელა გზა.მალევე ავედით ნომერში და დავწექით. გამთენიას კანკალი დავიწყე და ყველაფერი მტკიოდა,ყურები,ყელი..ვგრძნობდი სიცხე მქონდა.გოგოებს ეძინათ,არც ნიმესილი მქონდა რომ დამელია(ნუკამ შეჭამა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით გემრიელიაო :დ ) თბილად ჩავიცვი და გამოვედი ოთახიდან.იმ მომენტში ცხელი ყავა ან ჩაი მინდოდა სხვა არაფერი.კონცერტის დღეს ხმა აღარ მქონდა,ყველამ რომ გაიღვიძა და მასწავლებელმა ჩემი ხმა მოისმინა ცუდად გახდა.მთელი დღე ჩამოსასხმელ თხამპალა ჩაის და ყავას ვსვავდი.დადგა ჩვენი გამოსვლის დროც და ისეთი ბანი მოვცხე ამ პირველმა ხმამ რომ ყველა გადავფარე . სცენიდან რომ ჩამოვედით ლუკა და ბიჭები კედელთან იჯდნენ,მე საშინლად შემრცვა და ეგრევე გარეთ გავედი.დედაჩემი ცაკლე აქედან ნერვიულობდა ჩემზე და იმის წყნარებაში ვიყავი ერთი საათი ტელეფონზე ვეკიდე.
__________________________________________
მეორე დღეს ანტალიაში წავედით სავაჭრო ცენტრში. ჩემებისთვის ვიყიდე საჩუქრები როცა ნანუკა და ნუკაც შემხვდნენ.
-ნიი რა იყიდე?,-ნანუკა მეკითხება.
-რავი,ჩემებს ვუყიდე საჩუქრები.
-შენთვის?
-არაფერი არ მიყიდია,მეზარება ძაან,-ამაზე თვალები დამიქაჩეს რას ქვია გეზარება დღეს ლუკა უნდა გადარიოო მითხრეს და მაღაზიაში შემაგდეს. კონსულტანტებს მხოლოდ ერთი სიტყვა უთრეს "მოკლე" როცა გასახდელში მთელს დედამიწაზე არსებული მოკლე კაბების კორიანტელი დადგა. საშინლად ვერ ვიტან გახდა-ჩაცმას და იმ ყვეალფერს სიკვდილი მერჩივნა.ზოგი კაბა მკერდძე გამეჭედა და ნუკა მხდიდა (სურათებიც შემოგვრჩა ნანუკას წყალობით) ზოგი ზედმეტად ქალური იყო,ზოგი ბავშვური. მოკლედ ავარჩიეთ აი "ის" რაც ლუკას გააგიჟებდა და მალევე დავბრუნდით ქემერში(იქ იყო ჩვენი სასტუმრო) ჩავიცვი ჩემი ახალი კაბა,გოგოებიც გამოიპრანჭნენ და ლუკა ამოვიდა. მე საწოლზე ვეგდე როგორც ყოველთვის და მუსიკას ვუსმენდი.ნუკა კარებში ელაპრაკებოდა მას ,
-ეს ნინია?,-მარტო ფეხები მიჩანდა და ფეხებით მიცნო. მე არ გამიხედავს.
-კი,
-ეგეც ჰო წამოვა?-სად უნდა წავსულიყავი?
-კიკი აბა რას იზავს ჩადი და ჩამოვალთ.-კარებს კეტავს და მე და ნანუკას გვიბრძანებს ნომრიდან გასვლას.
-რა ხდება?-ნანუკა რაღაცას ჭამს და დაზარებით უყურებს.
-რადა ბიჭებმა დაგვპატიშეს თავიანთ ნომერში.-ისეთი სახე მიიიღო რო აუ რა მაგარია რაქცია უნდა გვქონოდა.
-მერე აპირებ ჩასვლას?-მითიშული სახით ვეუბნები და მუცელზე ვისმევ თითებს.
-მე კი არა თქვენც აპირებთ.
-მეტი საქმე არ მაქ ნუკა,-გადაჭრით პასუხობს ნანუკა და მე მიყურებს.
-ჰო მეც არ მინდა დავიღალე ძან.
-აუუუუ კაარგიით რააა! გთხოოვთ !
-რას ვგთხოვ ჰო არ გაგიჟდი ბიჭებით გატენილ ოთახში რა ჯანდაბა გვინდა.-ნანუკა ეჩხუბება და მეც სიცილით ვამატებ,
-წესიერ გოგოს რა უნდა ნუკა იქ !-მეცინება და ნანუკა უფრო ბრაზდება. ნუკამ მე წავალო მოგვაძახა და კარები გაიჯახუნა.
-კაი გოგო წამოდი მარტო ხო არ გავუშვებთ,-არანაირი ხალისი არ მქონდა მაგრამ მარტო მართლა არ გავუშვებდი.
-კარგი ჰო წამოდი,-კეტებს იცმევს ნანუკა და ოთახიდან გავდივართ.
______________________________
ბავშვებოოოო ესეც მეოთხე თავიიი! მოგწონთ? გავაგრძელო? მგონია რომ არ დაგაინტერესათ :(




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent