შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Barman (12)


28-04-2015, 20:56
ავტორი elenika.13
ნანახია 2 993

გზაში ამდენი ემოციებისაგან ისეთი დაღლილი ვიყავი ბოლოს ტირილისგან მაინც ჩამეძინა. საფრანგეთში პირველად ვიყავი და აღტაცებას ვერ ვმალავდი მისი სილამაზის ყურებისას. თანხა იმდენი მქონდა, რომ ერთი-ორი თვე კარგად მეცხოვრა. პარიზში როგორც კი ჩავედი მაშნვე ეიფელის კოშკს მივაშურე. როდესაც ეიფელის კოშკი დავინახე ემოციები ვერ დავმალე და ჩუმად დავიწყე ტირილი. სულ მთლად ეიფელის ნახვამ არ გამოიწვია ჩემში ეს ემოცია. უბრალოდ პარიზი ხომ სიყვარულის ქალაქია, ამიტომაც გამახსენდა ის ყველაფერი, რის დავიწყებასაც ამ დროის მანძილზე ვცდილობდი. არაფერს არ ვნანობდი ჩემს ცხოვრებაში, ერთი რამის გარდა. იმ წყეულ ღამეს ვერ ვაპატიებ ვერასდროს ჩემს თავს. თავში სულ თიკოს სიტყვები მიტრიალებდა: „თავისას როცა მიიღებს თვის ოჯახს დაუბრუნდება, თუ უკვე არ გაიტანა თავისი“. მაშინ მივხვდი თუ რამხელა შეცდომა დავუშვი, მაგრამ იმ ღამეს ისეთი ბედნიერი ვიყავი... მაგრამ კარგს ყოველთვის მოსდევს ცუდი. ასე დამემართა მეც. როგორც ელენე ამბობდა, ცხოვრებაში ორ რამეზე არ ღირს ნერვიულობა, იმაზე, რასაც ეშველბა და იმაზე რასაც არ ეშველება. ხო და მეც შთავაგონე ჩემს თავს, რომ ტყუილად არ უნდა მეტირა ამდენი ბაგრატიონის გამო. ის ჩემი ცრემლების ღირსი არ იყო. ამ ფრაზაზე და ელენზე ჩემი მეგობრები გამახსენდა. ტელეფონი ამ დროის განმავლობაში გამორთული მქონდა და რომ წარმოვიდგინე რა ამბავი ატყდებოდა ჩემი აორთქლების გამო გული შემიღონდა, მაგრამ ბიჭებმა ალბათ არ იცოდნენ როგორი გაიძვერა მეგობარი ჰყავდათ თორემ მასთან ურთიერთობას არ დაიჭერდნენ. მან ყველა მოგვატყუა. ტელეფონის ჩართვას არც ვაპირებდი, რადგან არ მინდოდა სანდროსთან არანაირი ურთიერთობა და მისი სახელის გაგნებაც კი. ამიტომ უახლოეს ტელეფონის ჯიხურს მივაგენი და იქიდან ნინისთან დავრეკე. ცოტახნის მერე გავიგე უკვე ასე მონატრებული ხმა.
-ნინი არ შეიმჩნიო რომ მე გირეკავ თუ სადმე ახლოს ბიჭები არიან. გთხოვ ცალკე გადით შენ და ელე და სპიკერზე დამელაპარაკეთ.-არ დავაცადე არაფრის თქმა და ისე მივაყარე.
-კარგი მარი ახლავე.-მიმიხვდა რაშიც იყო საქმე.
-ლილე გოგო სულ გადაირიე სად წახვედი? გამაგებინე დროზე რა ხდება.-დამაყარა ელენემ.
-ჩემს ადგილსამყოფელს ვერ გეტყვით. არ მინდა იფიქროთ, რომ არ გენდობით, უბრალოდ ახლა ცოტახნით ასე მირჩევნია. მანდ რა ხდება?
-გოგო შენ ნორმალური ხარ? რა უნდა ხდებოდეს. სანდრო გიჟს გავს. სახლში რომ დავბრუნდი ლილე არსად არ ჩანდა და მისი ნივთებიც კი აღრ დამხვდაო. ჯერ შენს ბინაში გვეგონე. ყველგან გეძებეთ სადაც შიძლება ყოფილიყავი და მერე ალბათ მიმატოვაო. იცი რა დღეშია? დროზე მოყევი ასე უცებ რა მოხვდა?
-სანდრო ის არ აღმოჩნდა ვინც ჩვენ გვეგონა...-და რაც ვიცოდი ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
-ლილე ჯერ გაგერკვია იქნებ ვინ იყო ის ქალი, არა სადნროს საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ ჯერ უნდა დალაპარაკებოდი.
-ნინი იცი ჩემთვისაც ეს ყველაფერი რა ძნელი იყო? უბრალოდ აღარ მინდა მასთან ურთიერთობა. ფოტოშიც ისეთი ლამაზი ოჯახი ჩანდა.. თან რავიცით ამერიკაში რას საქმიანობდა.
-მაშინ ბიჭები მასთან არ დაიჭერდნენ კავშირს და მითუმეტეს შენთან ურთიერთობას არ დაანებებდნენ.
-იქნებ არც ბიჭებმა იციან მის ოჯახზე არაფერი. მოკლედ გთხოვთ ეს საუბარი ჩვენს შორის დარჩეს და სანდროს არაფერი აგრძნობინოთ, უბრალოდ დრო მჭირდება ყველაფრის გასააზრებლად. ხშირად დაგირეკავთ და მალე ჩამოვალ. არაფერი არ შიმჩნიოთ გახსოვდეთ. ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. თქვენი იმედი მაქვს. აბა კარგად .
-კარგი ლილე აღარ ინერვიულო და თავს გაუფრთხილდი. ჩვენც გვიყვარხარ და გკოცნით ბევრს.
ახლა კიდევ უფრო მომინდა ტირილი, მაგრამ ცრემლიც კი შემაშრა იმდენი ვიტირე. უკვე აღარც ემოციების გამოხატვა შემეძლო. შინაგანად მთლიანად დავცარიელდი. ეს იყო ჩემი ძველი ცხოვრების დასასრული და ახალი ცხოვრების დასაწყისი...




იმედია მოგეწონებათ და ხვალ თუ ვერ დავდე იმედია მაპატიებთ ... :D <3



№1  offline წევრი S.likuna

auuu maleee dadeee raaaa magariaaaa

 


№2  offline წევრი NataShka()()()

მალეე დადეე ძალიან გთხოვ როგორ მომწონს <3 შესანიშნავი ისტორიაა ძალიან მაგარიხარ <3 love მალე დადე :(
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№3  offline წევრი elenika.13

Madloba da vecdebi male davdo <3 <3

 


№4  offline წევრი qet-ler

kargi istoriia.... me13 nawili dzalian rom ar igvianebdes...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent