შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აი.. რა მაკლდა ჰავაიზე [5]


28-04-2015, 21:49
ავტორი prettygirl
ნანახია 2 777

-უხ შენი! ამოთქვა სიმწრისაგან და ისე დააჭირა ტუჩს კბილები რამის მოიგლიჯა.. ღიმილით გადახედა ვაჩემ და ჩაიცინა მის ბავშვურობაზე..ნანემსარი სპირტიანი ბამბით წრიულად დაუზილა და შემდეგ თეთრ ცელოფანში გაფაუძახა.. -სულ ცოტა ხანში დავიწყებ.. გაყუჩდეს და... უთხრა და იქვე ჩამოუჯდა თავთან.. პატარა ბავშვივით მიეფერა თმებზე და გაუღიმა... ალექსანდრას სასიამოვნოდ გააჟრჟოლა ვაჩეს შეხებაზე და ძალიან კი იკავა თავი,მაგრამ მაინც ჩაიღიმა ტუჩის კუთხეში.. -სულ ტყუილად ინაბები.. ასისინდა ვაჩეს მწარე ენა.. -ასე იმიტომ გიკეთებ , რომ მოითენთო და მალე მიგეძინოს.. წამალს ვეხმარები მოქმედებაში ასე ვთქვათ.. თქვა და ირონიული ღიმილით მიაჩერდა... -არ არის საჭირო... არ ჩამირჩა ალექსანდრაც და ხელი ჩამოაღებინა -დღევანდელი მედიკამენტები იმაზე ძლიერია ვიდრე გგონია, და არავის დახმარება არ სჭირდება... ვაჩე რამდენიმე წამს ჩუმად იჯდა. -შენთვისვე ჯობია დაიძინო, მე მხოლოდ მუხლის ქვედა ნაწილი გავაყუჩე.. ვფიქრობ არ გაქვს სურვილი უყურო... აღარ დაამთავრებინა და დააყოლა -ვიძინებ ვიძინებ! და თვალები დახუჭა კითქვა ვიძინებო,მაგრამ რა დააძინებდა... თუმცა თვალები დაცუჭული ჰქონდა, ნამდვილად არუნდოდა დასისხლული ფეხის ხილვა...ვაჩემ ჯერ ზედაპირულად გადაასუფთავა ნატკენი ფეხი,შემდეგ კი ცოტა ღრმად... დიიდ სირთულე არიყო, თორემ კლინიკაში წაიყვანდა.. 20 წუთის შემდეგ დაასრულა და "ჩაძინებულ" ალექსანდრას ჩამოუჯდა თავთან... არიცის რატომ, მაგრამ თითები თვითონ გაიქცა ლამაზი სახის კონტურებისაკენ და ცერა თითი ნაზად გადაატარა "რას აკეთებ ვაჩეო" უცებ შემოუძახა თავს და დენდარტყმულუვით გასწია ხელი....
მაზი რომ შეიწოვა კანმა ფრთხილად გადაახვა ბინტი და ბოლოში "გაბანტა"...არუნდოდა ალექსანდრას გაღვიძება ამიტომ გადაწყვიტა უხმოდ გაეხურა კარები.. ალექსანდრამ ეშმაკურად გაახილა თვალი და მის წინ ზურგით მდგომ, კარისაკენ მიმავალს დაუძახ: -მღვიძავს... და ნელა წამოჯდა ლოგინზე... -როგორ გრძნობ თავს? მზრუნველი ტონით ჰკითხა და გაუღიმა -რავიცი ჯერ მგრძნობელობა არ დამბრუნებია....თქვა უკმაყოფილოდ და ფეხს დაჰხედა რაღაცის თქმას აპირებდა ვაჩე რიმ ტელეფონის წკრიალმა შეაწყვეტინა.. ეკრანს ხელი გადაუსვა და ყურზე მიიდო -გისმენთ.... -..... - ვააა ასე მალე ?! -..... -ცუნცულას განახებ მე შენ ! შეუღრინა უცნობს და თან აკისკისებულ ალექსანდრას გადახედა... -ხო გამოვალ... -.... - კითქო... -.... - აუუ ხოთქო ხო გითხარი ნუ შემ.... უცებ მოტვინა რომ გოგონას ოთახში იმყოფებოდა მასთან ერთად და კულტურულად გადააკეთა "ნუ შემიჭამეთ ტვინიო" და უხერხულად გადახედა ალექსანდრას -კაი კაი.. . უთხრა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა ალექსანდრას "ცუნცულაზე" ჯერ კიდევ ეცინებოდა და ფხუკუნებდა ჩუმჩუმად... ზოგადად ამ გოგოს სიცილისათვის ძალიან ცოტა ჰყოფნის. -ჩემი ძმაკაცები არიან აქ, უნდა წავიდე.. თავს მიხედე აბა დროებით.. ჩამოურაკრაკა და ისე სწრაფად გავიდა ოთახიდან ალექსანდრამ ვერც კი მოასწრო მადლობის თქმა. ერთი ხელი ჩაიქნია და სმარტფონში "ჩაძვრა" .. "FBI" სთვის (სალოსთვის) ხომ უნდა შეეტყობინებინა ახალი ამბები... -ნაღვლიანად გაჰხედა ფანჯრიდან მოლივლივებ ზღვას და მერე ფეხს... რაც შეიძლება მალე უნდა მოურჩეს ეს ფეხი თორემ გაგიჟდება ალBათ ასე ჯდომით... 2-3 საათი ფილმების ყურებით გაიყვანა... მერე ლეპტოპი ტუმბოზე მიდო რომ კარზე ზარის ხმა გაისმა... სახელური ჩამოსწია და ხელში ტყუპი , ასე 20 წლის საკმაოდ სიმპატიური ბიჭები შერჩა... -გამარჯობათ! უთხრა გაურკვეველი ღიმილით და ახსნას დაელოდა -გიგ... არ აცადა ბიჭს მეორე ტყუპმა და თვითონ გაუწოდა გოგონას ხელი -სანდრო მადამ ! და "დიდებული" მანერით გადმოიწია და თავი დაუკრა... ისეთი სეიროზული სახით აკეთებდა ამყველაფერს გეგინებოდათ ცოტა ვერაა და არ ხუმრობსო..გიგამ მხარი გაკრა აცანცარებულ ძმას და მიანიშნა " ჯერ არ გავუცვნივართ ნუ გააგიჟებო"
გოგონას გაკვირვებულ სახეზე ორივე ახარხარდა და ალექსანდრას "მოროჟილ" სახეს რომ წააწყდნენ წამში გაჩუმდნენ და ერთდროულად ჩაახველეს -მოკლედ.. დაიწყეს ერთდროულად -ე მაცადე... შეუღრინა გიგამ სანდრომ ვითომც არაფერიო.. -დიდმა სულთანმა, მისი აღმატებულება ვაჩე ავალიანმა გოგვგზავნა თქვენთან, რათა გადმოგცეთ სანოვაგენი მისგან გამოტანებული , მოკრძალებული და შეუფთული პარკსა შიგან სახელად "სმარტი"... ალექსანდრა მიხვდა ჭკუა მხიარულ ხალხთან რომ ჰქონდა სახე და გაეღიმა. უმასაც მიხვდა სავა რაუდოდ ვაჩეს ძმაკაცები რომ იყვნენ..სიცილით ჩამოართვა ბიჭს პარკები და ღიმილით შემოიპატიჟა შიგნით ორივე.. გეგონება კაი შინაურები ყოფილიყვნენ ისე შემოაბოტეს სახლში დივანზე დასკუპდნენ გვერდი-გვერდ - ესეიგი ვაჩეს მეგობრები ხართ ? ჰკითხა ღიმილით და მათ წინ ჩამონდა სავარძელზე -გახლავართ.. "რაინდული" მანერით ამცნო გიგამ და სეერიოზული სახე დაიჭირა.. სანდრო კი წინ გადმოიწია და ალეასანდრას ყურთან უჩურჩულა -არიცის რომ აკლია.. ვუმალავთ.. ბავშობაში ხიდან ჩამოვარდა და მის მერე ასეა... თქვა შეწუხებული სახით.. ღრმად ჩაახველა და ადგილს დაუბრუბდა -ხიდან ჩამოვარდნილიც ხარ და ასფალტზე ნახოხიალებიც როგორც ჩანს გაიგო წეღან სანდროს ნათქვამი და თავში ხელი წამოარტყა ძმას.. -მაგ ხელებს დაგამტვრევ და გაჭმევ... შეუღრინა სანდრომ და ნატკენი ადგილი დაიზილა თავზე. მათი ყურებით დიდად გახალისებულმა ალექსანდრამ ბიჭები რაღაცა ძმებივით მიიღო.. ორივე მის ძმას, ჯაბას აგონებდა და რაღაცით გავდნენ კიდეც... ისეთი მხიარულები იყვნენ წამშi მოგიყვანდნენ ადამიანს ხასიათზე... რაღაცნაირად ძმებივით მიიღო და ისე გაიხსნა თვითონაც, გეგონება კარგა ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ - თავად მეფე სად გახლავთ ვეზირო სანდრო.. უთხრა სიცილით -აუ ეს ჩვენი დაა ტოოო... გოგონას მხიარულებით ნასიამოვნებმა სანდრომ ძმას ალექსანდრაზე მაინიშნა -თავის ბუსუსოს სანახავადაა წასული.. სიცილით თქვა გიგამ და მაგიდაზე დადებული ვაშლი პირში გაიქანა -შეყვარებული ჰყავს ? ამ ამბით არცისე გახარებულმა ალექსანდრამ ნაძალადევად გაიღიმა -არა სექსპარტნიორი ... სიცილით უთხრა სანდრომ და ძმას მიბაძა - ცივს ხომ დალევთ რამეს? ეცადა სხვა რამეზე გადაეტანა თემა - ლუდი გაქვს ?! თვალები აუჟუჟუნდა გიგას. ალექსანდრამ მაცივრის კარი გამოაღო, ცივი ლუდიც იპოვა, პიტნის მარტინიც. და მამამისი არჩილისაგან გამოტანებული ხვანჩკარაც, რონელიც სულ 1 ლიტრა იყო და ნელიკოს ჩუმად ჩაუდო ბარგშ ი .. "რაიცი სტუმარი არ მოგივიდეს და მოგვეჭრა მელიქიშვილებს თავიო" ბევრი კი იბურდღუნა ალექსანდრამ რა სტუმარი დასასვენებლად მივდივარო მარა აი თუ არ გამოადგა.. სამივე ბოთლი ამაყად, ხმაურიანად დაუდგა ბიჭებს შუშის მაგიდაზე -აიი ძმა ხარ რა.. დღეიდან ალექსანრას კი არა ლექსოს დაგიძახებ .. სიცილით უთხრა გიგამ - ლექსო კი არა მომეხმარეთ და რამე მოვამზადოთ...უთხრა და სამზარეულოში გაყარა ტყუპები და თვითონაც უკან მიჰყვა.. რა ჰავაი და ეგზოტიკა.. მამა-პაპური საჭმელებით აივსო მალე სამზარეულო... პატარა მაგიდა გაშალეს და შემოუსხდნენ -ისე რა სასაცილოა არა ?! აქ.. ჰავაიში.. ქართველებმა ვნახეთ ერთმანეთი და ქართულად "ვქეიფობთ" .. სიცილით თქვა გიგამ და ხვანჩკარა ჩამოასხა -აუ ბიჭებო რაღაცა უნდა გთხოვოთ, ოღონდ ვაჩემ არ უნდა გაიგოს.. დასჯილი ბავშივით თქვა ალექსანდრამ. -რა პრობლემაა... ერთდროულად ამოილაპარაკეს ძმებმა -არშეიძლება ახლა ადგომაო,მაგრამ დასუსხულმა უკვე კარგად გამიარა და .... თქვა და ყელზე ჩამოისვა გრძელი თითები - არავის არვიცნობ აქ და მარტო კარგად ვერ ვერთობი.. გააგრძელა მოკრძალებული ლაპარაკი -აუფ კაი კაი.. თორე სადაცაა სირცხვილისაგან დაიწვები.. სიციკით უთხრა გიგამ და გააგრძელა: - ცოტა დავლიოთ და აჭიკჭიკებულები წავიდეთ, მსოფლიოს ყველაზე მაგარ ბარში უნდა წაგიყვანოთ ჩვენო ახლად შეძენილო დაო., ამაყად უთხრა გიგამ და სანდროს გადახედა, მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ნათქვამი დაუდასტურა. ბიჭების იდეით აღტაცებულმა ჭიქა ხელში აიტაცა და ბიჭებს უთხრა: -გაგიმარჯოთ. ჩემ ახალ, ასე გიჟურად და სპონტანურად შეძენილ ძმებს და ბოლო წვეთამდე გამოცალა ჭიქა.. ბიჭებმაც Mხიარულად აღნიშნეს მათ სამეგობროშ ეი ალექსანდრას შემოსვლა...რომლის ნახევარსაც კი არ იცნობდა ჯერ ის,,, სიცილ ხარხარში ვეღარც გაიგეს როგორ გავიდა დრო..

.. ვიღას ახსოვდა კლუბი ისე კარგად ერთობოდნენ აქაც.. ცენტრი ბოლო ხმაზე ჰქონდათ ჩართული და სასაცილოდ იქნევდნენ მთვრალები ხელ-ფეხს...ბოლოს ცოტა გამონელდათ სასმელი და ერთხმად გადაწვიტეს ეს ბედნიერი საღამო კლუბის თავზე დამხობით დაეგვირგვინებინათ, ოღონდ ვაჩეს არუნდა გაეგო, რომ "პაციენტი" ადგა და შეთანხმდნენ ამ "ფიცს" "სიკვიდილს კარამდე ერთგულად მიიტანდნენ" საბოლოო შტრიხი შეიტანა ალექსანდრამ გარეგნიბაში, კარისკენ წავიდა, ბიჭებიც უკან მიჰყვნენ თან გულიანად აცინებდნებ რაღაცაზე, სახელური ჩამოსწია და სახეზე ღიმილი შეეყინათ სამივეს კარებში დაყუდებული ვაჩეს დესპოტურ სახეს რომ მოჰკრეს თვალი.
------
დიდი მადლობა ვინც კითხულობთ <3 ველი შეფასებას.



№1  offline წევრი crazy baby

ვაიმე რა კარგი იყო გავიგუდე სიცილით wink love

 


№2  offline წევრი MeTReVEli

Auuu ra magaria :D
Yvela tavi exla wavikitxe da
Martla dzalian magaria xval velodebi axal tavs ;) :*

 


№3  offline წევრი კუსა ♥

მაგარი იყი ძალიან ბევრი ვიცინე <3 :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent