შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამის საყვარელი...3


29-04-2015, 10:25
ავტორი maskaradi
ნანახია 2 139

საღამო ხანი იყო ევამ ეკასგან წასვლა რომ მოიფიქრა.
-რა უნდა აკეთო სახლში მარტომ,ლექციებიც არ გაქვს სასწავლი შაბათს ხომ არ გაქვს ლექციები.იყავი არ წახვიდე.
-არა ეკ ისედაც რამდენი ხანია აქ ვარ,შენ წამოდი თუ ნათელა დეიდა გამოგიშვებს და მერე მარტო აღარ ვიქნები-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და იმის მოლოდინში რომ მეგობარი სიხარულით დათანხმდებოდა პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
-მაშინ ერთი პირობით წამოვალ.
-გისმენ.-გულში უკვე სიხარულისაგან ხტოდა ამაღამ მარტო არ მოუწევდა დაძინება.
-შემპირდი რომ დამთანხმდები-მანაც თავი დაუქნია-ამ საღამოს ჩემი კურსელები მიდიან კლუბში და ჩვენც წავიდეც რა.მე ძალიან მინდა წასვლა მაგრამ მარტოს არ გამიშვებს დედა,შენც თუ იქნები ხომ იცი უპრობლემოდ დამრთავს ნებას.
-მართლა არ მინდა ეკა.-მიხვდა ამით მეგობარს აწყენინებდა მაგრამ არ შეეძლო ეს კლუბური სიტუაციები და რა ექნა.
-ხომ დამპირდი,გთხოვ ამ ერთხელ,ჩემი ხათრით,გთხოოოვ.-ყელი გამოიწია ორი თითით უფრო დრამატული რომ ყოფილიყო.
-მხოლოდ ამ ერთხელ,წამოვალ მაგრამ თუ დიდ ხანს ვერ დავრჩი არ დამიწყო მერე არ წახვიდეო.-გამაფრთხილებლად აწია წარბი და საჩვენებელი თითი.
-როგორ მიყვარხააარ,გპირდები როგორც კი არ მოგეწონება რამე მაშინვე წამოვალთ.
გახარებულმა ჩაკიდა ხელი ევას და სამზარეულოში დედამისთან გააქცია.
-დე მე და ევას დღეს კლუბში გვინდა წასვლა,პრობლემა არ არის ხოოო?-ბოლოს სიტყვა გაწელა თხოვნის ნიშნად.
-თუ ორივე მიდიხართ მაშინ არ არის,მაგრამ მალე მოდით იქ არ გაათენოთ.-ღიმილით მაგრამ გამაფრთხილებელი ტონით ჩაილაპარაკა ნათელამ და ორივეს ხელი შემოხვია.
ძალიან უყვარდა ნათელას ევა,მისი შვილისგან ვერ განასხვავებდა,ან როგორ შეიძლება არ შეგყვარებოდა,კეთილი,გულუბრყვილო,ზრდილობიანი ბავშვი,რომლისგან დაშვებული შეცდომა არც კი ახსოვს.მოსწონდა ისიც რომ დედას არასდროს კიცხავდა მისი საქციელის გამო.ალბათ ბევრი შვილი(და არა მარტო)ვერ შეძლებდა დედისთვის ეპატიებინა ის რომ მთელი ცხოვრება უკანონო შვილის სახელი უნდა ეტარებინა,მაგრამ ევას პირიქით უხაროდა ასეთი გამბედავი დედა რომ ჰყავდა.მას მერე კი რაც ევამ დედა დაკარგა ნათელა ცდილობს როგორც შეუძლია დედის მაგივრობა გაუწიოს,უბრალოდ სამსახურის გამო ხშირად დინას კი არა საკუთარი შვილის ნახვას ვერ ახერხებს.
-ნათელა დეიდა გვიან რომ არ შეწუხდეთ ჩვენი ლოდინით ჩემთან წავალთ,თან თქვენ სამსახური გაქვთ,ძილი გჭირდებათ.
-კარგი მაგრამ ჭკუით იყავით და თავის დროზე დაბრუნდით სახლში.შენ კი ვიცი ევა არ გიყვარს ასეთ ადგილებში სიარული,ეს ქალბატონი მიგათრევს ალბათ.მაგრამ მაინც გაფრთხილებთ.
-დედიკო ვიცი ჩემზე გაბოდებს ასე რომ ნუ ნერვიულობ და ჩემს ჭკუა წართმეულ ძამიკოს მიხედე გოგოებიდან-გოგოებში სიარულისგან რომ სახლში მოსვლა ავიწყდება.
-ის ბიჭია და მიხედავს თავს,შენ კი გოგო ხარ თანაც პატარა.
საბოლოოდ გაემზადნენ,მკვეთრი მაკიაჟის გაკეთებაზე ვერაფრით დაითანხმა ეკამ ევა.მხოლოდ ტონალური შავი ფანქარი და ტუჩისფერი პომადა წაისვა.კლუბის შესაფერისი ტანისამოსი კი ეკამ ათხოვა.თავის გარდირობში ჯინსების მეტი არაფერი მოეპოვებოდა და იმით ხომ არ წავიდოდა.არა თვითონ კი წავიდოდა მაგრამ ეკა გადაეკიდა შესაბამისად უნდა გამოიყურებოდეო.ქუსლიანიც მხოლოდ ბანკეტისთვის შეძენილი ფეხსაცმელი მოეპოვებოდა.ბევრი ებუზღუნა "ვისაც უნდა ჯინსით და კედებით დადიან და მეც რომ ჩავიცვა რა მოხდა"-ო.
-რა მოხდა და ის რომ ჩემი კურსელები იქნებიან ისეთ ფორმაში შენ თვითონ ინანებ ჯინსები რომ ჩაიცვა.აიღე ეს შავი კაბა და ეს ლურჯი ფეხსაცმელი.
-ლურჯი რა არის.შავი მომეცი რამე.
-შავი რა გასვენებაში მივდივართ და არ ვიცი.აირჩიე ან წითელი ან ლურჯი.
-კაი ლურჯი იყოს.-მობეზრებულმა ჩაილაპარაკა.
კაბა რომ მოირგო თვითონაც ძალიან მოეწონა,თითქმის მუხლამდე მისული კაბა ძალიან უხდებოდა მის არც თუ ისე გრძელ ფეხებს,მარჯვენა მხარეს სულ ოდნაც იყო შეხსნილი და მაღალ ქუსლიანის წყალობით ლამაზად მომღიმარი ფეხი რომ ოდნავ გაწია გვერძე ისე მიმზიდველად გაიწია შეხსნილი მატერია,სარკეში თავისი თავის დანახვაზე გაწითლდა.
-შენ ის რომ დაინახო ბიჭი როგორ აგათვალიერებს ალბათ გადაიბუგები-სიცილით წამოკრა ხელი და გასასვლელისკენ უბიძგა.
ტაქსით მივიდნენ დანიშნულ ადგილამდე.იქ ეკას კურსელები ელოდებოდნენ,ერთი შეხედვით დიდად არ მოეწონა,ძალინ გადაპრანჭულები არიანო,ბიჭებმა კი ისე ხარბად აათვალიერეს ეკა მართალი იყო,ცეცხლ-ჩასაქრობი სჭირდებოდა.
-ეკ მე მამაჩემს დავურეკავ ვეტყვი რომ შენთან დავრჩი და უკვე ვიძინებთ,თორემ რომ დამირეკოს ან მივიდეს ჩემთან და არ დავხვდე გადაირევა.-მხოლოდ ახლაღა გაახსენდა მამამისმა რომ არ იცოდა მისი სახლში არ ყოფნა.
როგორ არ უნდოდა მოეტყუებინა,იცის არ მოეწონება მარტო რომ არიან ასეთ ადგილებში.აუცილებლად დაცვას გააყოლებდა.ასეთი რამეებით არასდროს ბოჭავდა მაგრამ როდესაც სადმე ღამით მიდიოდა აუცილებლად გამოუყოფდა ხოლმე ერთ-ერთ დაცვის ბიჭს. პატარა გოგოები ხართ და რა იცი რა ხდებაო.ერთხელ იყო ის და ეკა მეგობრის დაბადების დღეზე წავიდნენ ქალაქგარეთ,იქ გააყოლა დაცვა,საცოდავი ბიჭი მთელი საღამო ერთ ადგილზე იჯდა.ეხვეწა ჩვენთან ერთად გაერთეო მაგრამ ბიჭს სამუშაო ჰქონდა მისთვის ყურადღება უნდა მიექაცია და არა სხვებს აჰყოლოდა გართობაში.ამიტომ არ უთხრა ახლაც,მართალია დაცვა არც კი ახსენებს თავს თუ არაფერი მოხდა მაგრამ მაინც იძაბება როცა უკან ვიღაც დაყვება,აქ კი არც ისეა კომფორტულად.
მამამის ადვილად დააჯერა მეგობართან ღამე დარჩენაზე.
კლუბში შეაბიჯა ფეხი და თვალები ოდნავ მოჭუტა სიგარეტის კვამლში რამე რომ გაერჩია.მუსიკის რიტმი მოეწონა,მაგრამ ახლა ჯერ მეგობარი უნდა ენახა და მერე თუ იქნებოდა კიდევ სურვილი ეცეკვა.ცეკვა კი ნამდვილად უყვარს.თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა მაგრამ ვერსად აღმოაჩინა ნაცნობი სახეები.
-კაი რა ეკ,ეხლა სად გიპოვო.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
-ვისღა ეძებ ლამაზო,მე გიპოვე უკვე.-მკლავზე მსუბუქად მოკიდა ხელი ახალგაზრდა მთვრალმა ყმაწვილმა.
-უკაცრავადდ მე თქვენ ნამდვილად არ გეძებდით და გამიშვით.-ხელი ოდნავ ასწია იქნებ გამიშვასო მაგრამ ბიჭმა უფრო ძლიერას წაავლო ხელი და ეცადა ახლოს მიეწია.
-სამაგიეროდ მე გეძებდი,წამოდი ჩემი მაგიდა იქითაა.-თავით კუთხისკენ ანიშნა.
-რომ გეუბნები გამიშვი უნდა გამიშვა-ხელი კიდევ გამოწია უფრო ძლიერად,მაგრამ რომ ვერ გააშვებინა გამწარებულმა ძირს დაიხედა და ფეხი ფეხზე მაგრად დაარტყა.
ალბათ ვერც იგრძნობდა ეს ახმახი მისი ფეხის სიმძიმეს რომ არა მწარედ ჩარჭობილი ქუსლი,ხელი ინსტიქტურად გაუშვა და ფეხსაცმლისკენ წაიღო.
ევამაც ამით ისარგებლა და მისგან მოშორებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და რომ მიხვდა ბიჭს მისთვის აღარ ეცალა სწრაფად მიტრიალდა და წასვლა დააპირა,მაგრამ რათ გინდა ახლა ვიღაცას შეეჯახა და ინერციით უკან გადავარდებოდა ვიღაცას რომ არ დაეჭირა.
-”ცოდვებმა მიწიეს,იმ ბიჭს რომ ფეხი დავადგიო"-იმ წამსვე გაიფიქრა ვიღაცას რომ შეასკდა და მშველელს რომ შეხედა გაოცებისაგან ყბა ჩამოუვარდა.
-ფრთხილად ახალგაზრდავ-მიმართა ბიჭმა რომელმაც დილას აეროპორტთან გადაარჩინა ძირს გაკრობას.
-ბოდიშით და მადლობა,თქვენც ბოდიში რომ შეგეჯახეთ.-ახედა მეორეს და ისევ იგივე გაუნმეორდა ახლაც ის დაინახა ვის ჩემოდანსაც ფეხი წამოკრა.
-კარგი ხომ კარგად ხარ-ჰკითხა მეორედ გადამრჩენელმა,შემდეგ კი ფეხზე გასწორებულს რომ შეხედა მასაც გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა-მოიცა შენ ის არ ხარ დილას აეროპორტშსი რომ...-გოგონამ არ დააცადა თავი დაუქნია ღიმილით.
-დილანდელზეც და ახლანდელზეც მადლობას გიხდით,მეგობრებს ვეძებდი და აქეთ-იქით ყურებაში ვეღარ შეგამჩნიეთ.
-და ლამის მხარი გამიტანე,ამ ერთმა ციდა გოგომ-მოღუშულმა ჩაილაპარაკა ლამაზ-თვალებ-სახიანმა ბიჭმა.ასე შეარქვა მთელი დღის მასზე ფიქრის შემდეგ დინამ.
-ბოდიშით.-თავიდან ღიმილით შეხედა,არ ეგონა ბიჭი თუ ამას სერიოზულად ამბობდა,მაგრამ მისი მოღუშული სახის დანახვისას მორიდებით ჩახარა თავი.
-კაი ძმურად ნუ აწითლებ ამ გოგოს რა მოხდა,აქეთ ეს გოგო იქნება დაზარალებული,ჩაემტვრეოდა ძვლები შენთან შეჯახებისას საცოდავს.
-არა კარგად ვარ.-გულუბრყბილოდ ჩაილაპარა ევამ და ახარხარებულ გადამრჩენელ გაკვირვებულმა შეხედა.ლამაზ სახიანი კი მის ნათქვამზე ოდნავ ჩაღიმებით დაკმაყოფილდა.
-კაი მასე ნუ მიყურებ,ვიხუმრე.ონისე ისე ხომ მაგარია დღეში ორჯერ ერთი და იმავე გოგოს გადარჩენა ჰა.თან ორივეჯერ შენ დაგეჯახა და მე გადავარჩინე წაქცევისგან.სუპერგმირი ვარ.-აი მისი სახელიც გაიგო რა ლამაზი სახელი ჰქონია "ონისე"გაიმეორა გულში.
-მორჩი უაზროდ ლაპარაკს მათე და წამოდი თუ შენ მასთან აპირებ დარჩენას?-ისევ დასერიოზულებულმა ბოხი ბარიტონით ჩაილაპარაკა.
-ნუ ხარ უჟმური,გოგოს დავეხმაროთ იპოვოს თავის მეგობრები და მერე გავაგრძელოთ გზა,აბა კიდევ ვინმეს რომ შეეჩეხოს ხომ სჭირდება გვერდით გადამრჩენელი.მე მათე ვარ ეს უჟმური კი ონისეა.
-სასიამოვნოა მე ევა მქვია.მადლობა არ მინდა,მეგობრებს ჩემით ვიპოვი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.-უარესად აღაჟღაჟებული ლოყებით გაუღიმა ბიჭს,ასევე უნდოდა ონისესთვისაც შეეხედა მაგრამ მისი სერიოზული და მობეზრების გამომხატვეელი სახის დანახვისას ღიმილი სახეზე შეაშრა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.

-რანაირად იყურები ბიჭო შეაშინე გოგო.-მხარზე ხელი წამოარტყა მათემ მეგობარს და იმ წამს მათან მისულ საბას ლუდის ბაკალი ჩამოართვა ხელიდან.
-მაგიდასთან მაინც მიმატანინე რომ ეცი.რამე მოხდა აქ უჩემოდ?
-ისეთი არაფერი დილად ერთი გოგო "გადავარჩინეთქო" რომ გითხარი ხომ გახსოვს ის ვნახეთ და ისევ "გადავარჩინე".
-მერე ეს ამის გამოა ასე დაბღვერილი?
-აუ რატომ გაატ... საერთოდ აღარც მახსოვს ეგ გოგო,თქვენ ჯობია ის მომაფიქრებინოთ როგორ მოვაშორო ბადრის ის ბო..
-აქ დასალევად არ წამოვედით,მაგ საქმეზე ხვალ ვილაპარაკოთ.ყველაფერს მივაგვარებთ,ჩვენი მოუგვარებელი საქმე არ არსებობს.-იმედიანად დაარტყა მხარზე საბამ ონისეს.
-არადა კარგი გოგო იყო,წამოდი მოვძებნოთ საბა,მაგას კარგი დაქალები ეყოლება.
-იქნებ შეყვარებულთან ერთადაა.
-მეგობრებს ვეძებო.მ ე გ ო ბ რ ე ბ ს.
-მოვიფიქრე,ვიცი როგორც უნდა ჩამოვაშორო.
-როგორ?-ჩაეკითხა საბა.
-თავს შევაყვარებ და ისე.
-ოოო პატარა გოგოა მერე შენც რომ გაება მახეში.
-მე ბო.. არ შევიყვარებ და კიდევ იმისთვის რომ დავრწმუნდე მისკენ აღარ გაიხედავს ცოლად მოვიყვან.
-შენ სულ გადაირიე.-ხმამაღლა წამოიყვირა მათემ-თავის შეყვარება ერთია მაგრამ ცოლად მოყვანა მეორე.ან რა გარანტია გაქვს რომ ისევ არ გააგრძელებს მამაშენთან სიარულს.
-არ არის შტერი ეცოდინება რომ ფულიან საყვარელს ფულიანი ქმარი ჯობია და ქმრის დაკარგვის შიშით საყვარელს აღარ გაიკარებს.
-შენ თვითონ თქვი,არ არის შტერი.რადგან ბადრი შეაბა ესე იგი მართლა ჭკვიანია და რას ფიქრობ,საყვარლის შვილთან გააბავს რომანს?-მკაცრად ჩაილაპარაკა აქამდე ჩუმად მჯდარმა საბამ.
-არც ეგაა პრობლემა,ვერ გაიგებს რომ მეც შკუბულიანი ვარ.ამისთვის კი მაიას გვარზე გადავალ.გადაწყვეტილია!ახლა კი წავედით ის გოგო მოვძებნოთ.რა თქვა რა მქვიაო.
-ევა-ჯერ კიდევ ონისეს წინადადებით შოკში მყოფმა უპასუხა მათემ.
-ხოდა ვნახოთ აბა როგორი გოგოა ევა.-ფეხზე წამოდგა და იმ მიმართულებით წავიდა სადაც რამდენიმე წუთის წინ გოგონა.

დაგვიანებას არ შევიმჩნევ კარგით.მადლობა მათ ვინც თავის აზრს მიზიარებს.



№1  offline წევრი -tiko))

Sainteresoa mmara mere da dzmas uyvardeba ertmanetii? Amas ver mivxvdi
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent