შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Barman (13)


29-04-2015, 19:58
ავტორი elenika.13
ნანახია 2 839

სასტუმრში კარგად მოვეწყვე. რომ გითხრათ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იყო თქვა მოგატყუებთ, მაგრამ არც ბოლო დონის სასტუმროს ჰგავდა. იყო საკმაოდ ზომიერი ოთახი და რაც მთავარია კეთილმოწყობილი და კომფორტული. მთელ დღეებს სასტუმროში ვერ გავატარებდი, ამიტომ გადავწყვიტე სადმე სამუშაო მეშოვნა, თან ფულიც არ მაწყენდა. მართალია ფრანგული არ ვიცოდი, მაგრამ რუსულ და ინგლისურ ენებს საკმაოდ კარგად ვფლობდი, ამიტომაც არ გამჭირვებია ერთ-ერთი ბარის კარზე გაკრული ინგლისური განცხადების წაკითხვა. როგორც განცხადებიდან გავიგე ბარმენს ეძებდნენ. მივხვდი, რომ ეს ჩემი შანსი იყო და ბარში ჩქარი ნაბიჯით შევედი. საკმაოდ პრესტიჟლი ბარი ჩანდა. ამასთანავე ძალიან ლამაზი იყო აქაურობა. გეზი პირდაპირ ბარის დახლისკენ ავიღე და იქ მომუშავე პერსონალს ინგლისურად დავუწყე საუბარი.
-გამარჯობათ. მე განცხადების თაობაზე გაწუხებთ.-მივმართე თავაზიანად და გავუღიმე საკმაოდ სიმპატიურ ახალგაზრდა ყმაწვილს.
-მოგესალმებით. თქვენ გინდათ თქვათ, რომ გარეთ გაკრულ განცხადებაზე საუბრობთ?-მკითხა და დამცინავად ამათვალიერა.
-დიახ მე ბარმენად მინდა მუშაობის დაწყება და მინდა ბარის უფროსს გავესაუბრო.-ვუთხარი მკვახედ.
-და თქვენ ფიქრობთ, რომ აქ მუშაობას შეძლებთ?-და ისევ ირონიულად გამიღიმა.
-რა თქმა უნდა შევძლებ და თუ შეიძლება უფროსს დაუძახეთ. თქვენთვის არაფრის ახსნას არ ვაპირებ.
-კარგი, ოღონდ ჯერ დამიმტკიცეთ რა შეგიძლიათ.
-კარგი.-და დავიწყე ჩემი საყვარელი კოქტეილის კეთება, თან სხვადასხვა ილეთებს ვასრულებდი და მუსიკას ტანს ვაყოლებდი. ბოლოს ბოთლი ჰაერში ავაგდე, რამოდენიმეჯერ დატრიალდა და მოხერხებულად დავიჭირე ისევ ხელში. ჩემი სამყაროდან ხალხის ტაშმა გამომიყვანა. ახლა მარტო შვამჩნიე, რომ დახლთან ის ბიჭი კმაყოფილი მზერით მიღიმოდა, ირგვლივ კი რამოდენიმე ადამიანი ტაშით მამახნევებდა. დადგა ბოლო გამოცდის დრო. მოეწონებოდა თ არა ჩემი კოქტეილი. ის კი ჩემი ნერვების მოსაშლელად სანამ ბოლო წვეთიც არ დალია მანამდე სიტყვა არ მითხრა, თან ისე ნელა სვამდა კოქტეილს კინაღამ გადავასხი თავზე.
-აყვანილი ხარ.- მხოლოდ ეს მითხრა და კარისკენ დაიძრა.
-ჰეი. მოიცადე, დამელოდე. რას ნიშნავს აყვანილი ვარ? უფროსს არ უნდა გავესაუბრო?
-ჩათალე, რომ გაესაუბრე.- ეს მითხრა, თვალი ჩამიკრა და კარში გაუჩინარდა. ეს რას ნიშნავდა? ვაითუ ის არის აქაურობის უფროსი. მე კი რამდენი ვეტლიკინე. ამ ფიქრებიდან ვიღცის ხმამ გამომიყვანა.
-თქვენ ახალი ბარმენი ხართ?-უკნიდან მომესმა გოგოს ხმა.
-დიახ. ახალი ვარ.-ვუთხარი და მისკნე შევტრიალდი.
-მისტერ სმითმა დამავალა, თქვენი სამუშაო ადგილი მეჩვენებინა. მე სარა ვარ და თქვენი სახელი?
-ლილე. სასიამოვნოა.-შვამჩნიე, რომ სარა საკმაოდ კარგი გოგო იყო, როგორც ფიზიკურად ასევე შინაგანადაც. ჩემი ადგილი მაჩვენა, რომელიც უკვე გამოყენებული მქონდა, სულ რამდენიმე წუთის წინ და არ გამჭირვებია ჩემთვის საჭირო ნივთების მონახვა. როგორც სარამ ამიხსნა, ღამით ბევრი ხალხი იყრიდა თავს. მე მუშაობა საღამოს 8საათიდან დილის 4 საათამდე მიწევდა. პირობები ძალიან მომეწონა, ასევე ხელფასიც. ჩემი უფროსი კი მართლაც ის ბიჭი აღმოჩნდა, ამდენი რომ ვეტლიკინე. მდიდადრი ბიჭი ყოფილა. სხვადასხვა ბიზნესი ჰქონია. ეს ბარი კი უბრალოდ გართობისთვის აქვს და იშვიათად თუ დადის მეგობრებთან ერთადო. საღამოს 8 საათიდან უკვე კლიენტებმაც იწყეს მოსვლა. ღამით კი პრესტიჟულმა ხალხმა მოიყარა თავი. მე მაინც და მაინც ბევრი საქმე არ მქონდა, რადგან სარაც მეხმარებოდა. მე და სარამ ნომერიც კი დავდგით ძალიან ლამაზ და ენერგიულ მუსიკაზე და ჩვენს გამოსვლას ველოდებოდით. ცოტახანში მუსიკაც დაიწო და ჩვენც დავიწყეთ კოქტეილის კეთება. პირველად ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მალევე ჩემს სამყაროში გადავეშვი და საერთოდ დამავიწყდა ჩვენს ირგვლივ არსებული ხალხი. ბოლოს როცა დავამთავრედ ბარში მქუხარე ტაში და შეძახილები ატყდა. როდესაც ბარი მოვათვალიერე თვალი მოვკარი „მისტერ სმითს“, რომელიც ისევ ირონიულად მიყურებდა და ტაშს ისე გვიკრავდა...

მადლობა დიდი რომ კითხულობთ. <3 სურათზე ლილე, ელენე და ნინი არიან, ამ თანმიმდევრობით.



№1  offline წევრი S.likuna

ooop ra pataraaaaavraaaa ux male dade didi tavi ❤️

 


№2  offline წევრი SaLoOme

Raak!aargiiiaa ❤❤❤ male dade da ecade moculobit didi dadoo ❤❤

 


№3  offline წევრი -tiko))

Mmalee rsaa... 12 mere dade da shearige eseeeni tore wamivida guli amat shemxedvaree :(
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline წევრი NataShka()()()

dzalian kargia kidev Dade ra 12 mere ver vitmen :( :D :**
--------------------
ნ.ორბელაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent