შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 5


29-04-2015, 22:46
ავტორი Qeti.A
ნანახია 6 052

როგორც იქნა სტუმრებიც დაიშალნენ, არც ახსოვს ვინმეს თუ მიულოცა ახალი წელი, კი მგონი ანუკის, თუ მარიამს, ან ორივეს... ვერ გაიხსენა. რაღაც ძლიერად ურტყამდა თავში ჩაქუჩს. საათს გახედა და ოთხი სრულდებოდა, საწოლიდან წამოდგა, აივნის კარი გამოაღო და ზამთრის სუსხიანი ჰაერი ჩაისუნთქა. იმ უცნაური შიშისგან ვერაფრით გაითავისუფლა თავი, ვერაფით ამოხსნა ნინას ცვლილების მიზეზი. მხოლოდ ის უთხრა რომ ანასტასია მისი საცოლე იყო. ახლა სხვა კაცის ცოლია და ერთადერთი რამაც დემეტრეზე გავლენა იქონია ის იყო, რომ იმ ცოტნემ ცოლი ახალ წელს ყოფილი შეყვარებულის სახლში მიიყვანა. ნინა აქ რა შუაში იყო ვერ მიხვდა. მანამდე ისე ლაღად იცინოდა, თუმცა მერეც იცინოდა... დაიბნა, ადგილი ვერსად ნახა, პასუხები უნდოდა და ვერავინ გასცემდა ახლა, მას კიდე დაუყოვნებლივ სჭირდებოდა... მერე მიხვდა რომ ყველაფერში დამნაშვე იმედი იყო. თავის თავს დაეთანხმა, რომ ნინა ძალიან საინტერესო იყო, განსხვავებული, უცნაური, ეგზოტიკური ხასიათი ჰქონდა, მიმზიდველი იყო, ლამაზი, მისი ყოველი სიტყვა რაღაც პროვოკაციული იყო და ადვილად წამოგაგებდა ანკესზე, რომელზეც გოგონას ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა. დემეტრეს გაეცინა წყნეთის დღეები რომ გაახსენდა. მიხვდა, რომ თუ ამ იმედს გააქრობდა, მაშინ ეს გაურკვეველი მდგომარეობაც გაქრებოდა და დემეტრეს ისევ დაუბრუნდებოდა კონტროლი თავის თავზე.
***
საოცრად დამღლელი იყო ახალი წლის დღეები და მას მერე კონცერტები, ნინამ საკუთარ თავს ვერ დაუჯერა, მაგრამ უხაროდა მხოლოდ ერთი დღე რომ დარჩა. ისევ თავის თავს უყურებდა სარკეში და ამჯერად ემოციებისგან გათავისუფლება უფრო უნდოდა, ვიდრე მათი მიღება. უცნაურად დაღლილად იგრძნო თავი, დამშვიდდა, როცა გაახსენდა რომ დღეს ყველა წყნეთში წავიდოდა და სახლში მარტო იქნებოდა. ამ წუთას ძალიან მოუნდა პატარა ბინა თავისთვის, სადაც მარტო იქნება. დიდი ხანია ასეთ ფიქრებს აღარ მოუბეზრებია მისთვის თავი. მერე კი ზუსტად ისე გაიღო კარი და ზუსტად ისე მიაშტერდა ანარეკლს სარკეში.
-ნინა...
-დემეტრე, ისევ მოიტყუე? ნინა გაღიმებას ეცადა, მაგრამ ამაოდ.
-არა, არც არავინაა გარეთ. გელოდებოდი და დააგვიანე გამოსვლა, ძალიან კარგი იყავი დღესაც.
-მადლობ.
-ნინა, ცუდად ხომ არ ხარ? დემეტრე გოგონას მიუახლოვდა.
-არა, არა, დავიღალე უბრალოდ, უღიმღამოდ გასწია განზე ტუჩები. დემეტრეს ყველა სიტყვა ამოუფრნდა გონებიდან, ნინა საოცრად უხალისო ჩანდა. მაგრამ დღეს მაინც უნდა ეთქვა, თორემ გუშინდელივით არასწორ დროზე დაბრალებით არაფერი გამოვიდოდა.
-მე შენთან სალაპარაკოდ მოვედი, დემეტრე სავარძელში ჩამოჯდა.
-გისმენ, ნინაც მისკენ მიტრიალდა, არადა ყველაზე ნაკლებად ახლა ვინმეს მოსმენა უნდოდა, ყბები თავისით დაეჭიმა და დემეტრეს მიაშტერდა.
-იმაზე, რაც აქ მოხდა, ნინამ თავი შეიკავა რომ თვალები არ გადაეტრიალებინა, როგორ შეძლო ამ კაცმა და ყველაზე შეუფერებელი მომენტი აარჩია ამაზე სალაპარაკოდ.
-ჰო, რისი თქმა გინდოდა.
-მაშინ მე გითხარი, რომ არ გეფიქრა... არ გეფიქრა თითქოს არაფერს ნიშნავდა…0 და ასეც არის, ვერც კი მიხვდა დემეტრე რატომ უჭირდა ასე ლაპარაკი, ნინას თვალებიც იმდენად არაფერს ამბობდნენ რომ შეუძლებელი იყო მათში რაიმეს დანახვა. -მაგრამ ამ ეტაპზე არაფრის დაწყება არ მინდა, მით უმეტეს ახალი ურთიერთობის. შენ მე არ მიცნობ, ძალიან არ მიცნობ, სიმწრის სიცილს უფრო ჰგავდა დემეტრეს ღიმილი, -არც მე გიცნობ და მე მგონია, რომ ყველაფრის გაფუჭებას სჯობს ისე დარჩეს როგორც არის. თავი ვალდებულად ჩავთვალე შენთვის ამეხსნა. დარწმუნებული ვარ გამიგებ. დემეტრე უცებ გაჩუმდა და ნინას ცოტა ხანს ეგონა კიდევ იტყვის რამესო, გაოგნებული იყო. მერე უცებ თავი გადააქნია, სახეზე ხელები ჩამოისვა და ჩაიცინა, დემეტრე გააგიჟა ამ ღიმილმა.
-გასაგებია, დემეტრე. მადლობა რომ ისე არ მოიქეცი თითქოს არაფერი მომხდარა, ახლა დემეტრე ჩააგდო საგონებელში. ნინა ფეხზე წამოდგა და ისევ გაიღიმა.
-როგორც ჩანს მართლა საერთოდ არ გიცნობ, ნინა ახლა მართლა დააბნია მისმა სიტყვებმა. ბოლოს მხრები აიჩეჩა და ისე დაეთანხმა. -და მართალიც ვყოფილვარ.
-რაში, დემეტრე? ისე მოუნდა ნინას რომ გამქრალიყო ხელებსაც კი დახედა სურვილი ხომ არ მისრულდებაო.
-არაფერი, უბრალოდ უფრო გამბედავი მეგონე, შენ კი ერთი ნაბიჯის გადმოდგმაც არ გინდა, ყოველთვის ისეთი თამამი ხარ, გარისკვასაც არ ნანობ ხოლმე არასდროს. მოთენთილი სხეული ბრაზით აევსო ნინას და ისევ გაიცინა.
-მე ძალიან გაბედული ვარ დემეტრე, ვერც კი წარმოგიდგენია ისეთი, მაგრამ სულელი არ ვარ. ზუსტად ვიცი, რისთვის ან ვისთვის უნდა ვიყო გაბედული. ნინა უცებ გაჩუმდა და დემეტრეს შეხედა, უცნაურად მშვიდი იყო ორივე,
-რას გულისხმობ, ნინა? დემეტრეც ფეხზე წამოდგა.
-რამდენიმე დღის წინ ამ ოთახში შენს წინ უფრო ინტიმურ სიტუაციაში რომ ვიდექი, გადაწყვეტილება მივიღე და ჩემი ნაბიჯიც მაშინ გადმოვდგი უკან არ დახევით. არ მეგონა სიტყვიერი ახსნაც თუ საჭირო იყო...
-ნინა ...
-და რაც შეეხება რისკს, იცი როცა ამბობენ არაფრისთვის გავრისკეთო იტყუებიან თან ძალიან. ადამიანმა გულის სიღრმეში მაინც ყოველთვის იცის რას რისკავს და რის გამო. მართალი ხარ, ამ სიტუაციაში მე არ ვრისკავ. და არც არასდროს გავრისკავ ჩვეულებრივი სიმხდალის გამო. არ ვიცი რისი გეშინია, ან რისი თავიდან აცილება გინდა, მაგრამ აქ თუ იმისთვის მოხვედი რომ მე გადაგარწმუნო მაშინ მართლა ძალიან არ მიცნობ. ნინამ ღრმად ჩაისუნთქა და კარისკენ გაიხედა.
-პატარა ბიჭი არ ვარ, ნინა, შენთან გადაწყვეტილებით მოვედი და არა თავის დაფასების მცდელობით.
-მაშინ ყველაფერი გარკვეული ყოფილა უკვე.
-იმედი მაქვს ჩვეულებრივ ურთიერთობას შევინარჩუნებთ.
-რა თქმა უნდა, ბავშვები ხომ არ ვართ, დემეტრემ ნინას გაუღიმა და პასუხიც მიიღო. მერე კი დაემშვიდობა და კარი ზურგს უკან მოკეტა.
-შენც გილოცავ ახალ წელს, დემეტრე. ჩაილაპრაკა ბოლოს ნინამ, ღრმად ჩაისუნთქა და თვითონაც გავიდა საგრიმიეროდან.
***
სახლი მართლაც ცარიელი დახვდა. მშობლები თავიანთ მეგობრებთან ატარებდნენ ახალი წლის შვებულებას და ერთი კვირით იქ დარჩემოდნენ. დანარჩენები ხვალინდელი წვეულებისთვის ემზადებოდნენ წყნეთში. თავის ოთახში შევიდა და ცხელ ბაზანაში ჩაწვა. რა ბედის ირონიაა იქ დასრულდეს ყველაფერი, სადაც დაიწყო. ან კი დაიწყო რამე?! თავის თავს დასცინა ნინამ და ქაფს სული შეუბერა. ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ ამჯერად ვერაფრით შეაკავა ცრემლები. დროდადრო ეცინებოდა კიდეც და საკუთარ თავში ეჭვი ეპარებოდა ხომ არ გავგიჟდიო. სიტყვების მოძებნა უჭირდა რომ დღეს რაც მოხდა, რაც ამ ბოლო ხანებში ხდებოდა იმისთვის სახელი დაერქმია. ყველაზე მძაფრი ალბათ იმედგაცრუება იყო, რომ მისი მოლოდინი გამართლდა, ვერაფრით ივიწყებდა იმ ცეკვის მისეულ მიზეზს და ეს დემეტრემ დღეს თავისდაუნებურად დაუდასტურა. არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე გამოყენებულად იგრძნოს თავი ადამიანმა. ერთ წამში ბრაზი მოიცავდა ნინას, მაგრამ სულ მალე ისე მშვიდად იყო თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ერთში მართალი იყო დემეტრე, მას მართლაც არაფერი არ ავიწყდებოდა და ძალიან, ძალიან რთულად შეეძლო პატიება.
***
სახლიდან ხმაური უკვე მანქანიდან გაიგონა და საფეთქლები დაიზილა. წარმოიდგინა შიგნით ახლა რამდენი ხალხი იქნებოდა, თვითონაც დააგვიანდა ბოლო კონცერტი გაცილებით დიდხანს გაგრძელდა და ახლა შუა წვეულებაში უნდა შესულიყო, ნახევრადმთვრალი ხალხისთვის მოესმინა და გაეღიმა, სულ უნდა გაეღიმა, ეცეკვა, ემღერა, იმიტომ, რომ ამას ელოდნენ მისგან. ამისთვის უყვარდათ ნინა, იგი სულ კარგად იყო, არც ერთი შემთხვევა არ ახსენდებოდა ვინმესთვის თავისი პრობლემა თავს მოეხვია კი არა უბრალოდ მოეყოლა. ახლა კი ამ კარჩაკეტილობის საზღაურს იღებდა.
-როგორ მიყვარს შენი ძმის წვეულებები, სანდრომ ნინას გადახედა და გაუცინა.
-ხო, ჩვენ კონცერტების დამთავრებას უკეთესად ვერც აღვნიშნავდით, თეკლამ ტაში შემოჰკრა სიხარულით და ნინამ უცებ ამ გოგოს უდარდელობა ინატრა ძალიან.
-ერეკლე, იცოდე დაღლილობები და სიაფანტობები არ გვინდა რა დღეს, მათემ მანქანაში მსხდომთ გადახედა და თვალები დაატრიალა, სახლის წინ დაამუხრუჭა და ბავშვებს ანიშნა გადასულიყვნენ. ნინა კარებთან გაჩერდა და მეგობრებს მოუბრუნდა.
-ლიზიკო...
-რა ლიზიკო? თეკლამ გაკვირვებული თვალებით შეხედა.
-ამ წვეულებებს ლიზიკო მართავს, გაიღიმა ნინამ და სახლში შევიდა.
მიკროფონი დაჩის მეგობრებს ეჭირათ და ბარბარესთან ერთად მღეროდნენ. ნინას გაეცინა საბას უკვე ისეთი მთვრალი სახე ჰქონდა. ელენეს მოსაძებნად ოთახს გადახედა და გოგონა ლაშასთან ერთად დაინახა. დანარჩენებზე არ ნერვიულობდა აქ არავინ დაიკარგებოდა, ყველა ყველას იცნობდა.
-ნინა, აქ ვარ, ელენემ მხიარულად დაიძახა და ხელი დაუქნია.
-უნდა ვაღიარო, უფრო მეტ ხალხს ველოდი.
-ნინა, როგორ ხარ?
-ალექსანდრე? ნინამ გაოცებისგან პირი დააღო და ეგონა სისხლი გაუცივდა ვენებში. -როგორ ხარ?
-კარგად და შენთან უნდა ვიცეკვო, წამოდი ანდრეას შენი ნახვა უნდა. ალექსმა გოგონას ხელი ჩაჰკიდა და ნინამ დაინახა როგორ მიიწევდა ანდრეას, ნიკასა და დემეტრესკენ. ორი დღის წინანდელი საუბრის შემდეგ ეგონა რომ დემეტრეს ნახვა აღარ იქნებოდა ადვილი, რომ რაღაც უსიამოვნო გრძნობებს გამოიწვევდა მასში, ამიტომ მთელი გულით გაუხარდა, რომ ვერაფერი ვერ იგრძნო. ისე გაუხარდა რომ კარგ ხასიათზე დადგა მომენტალურად და უკვე ლაღი ნაბიჯით წავიდა ბიჭებისკენ.
-ნახეთ ვინ ვიპოვე, ალექსანდრემ ყველას ყურადღება მიიპყრო და გოგონამ ისევ გაიცინა. ბიჭები გადაკოცნა და მის ძმას ჩაეხუტა. დემეტრეს „ჩვეულებრივი“ ამოუტივტივდა თავში და მიხვდა რა აუტანელი სიტყვა იყო. არაფერი განსაკუთრებული, არც ერთი მზერა, არც ერთი ღიმილი არ იყო მისკენ მომართული, არც არავისკენ. ნინა თავისთვის იყო ისეთი როგორიც იყო. დემეტრე მიხვდა რომ ნინასთან მიმართებაში პირველად იყო ასეთ სიტუაციაში, მიხვდა, უნდოდა დაენახა ის ღიმილი თავს რომ მნიშვნელოვნად აგრძნობინებდა.
-დაჩი, რა უნდა იმას აქ? ნინამ ხატიაზე მიანიშნა.
-დაიკო, მეგონა დაქალის ნახვა გაგიხარდებოდა.
-დედას ვეტყვი, ვნახოთ მას როგორ გაუხარდება, ნინამ გადაიხარხარა დაჩის სახეზე.
-კარგი რა, ნინა, ხომ ვიცით ახლა შენს კომფორტს ეგ საერთოდ რომ ვერ ეხება და რას გადაეკიდე? ლიზიკომ გოგონას გაუცინა.
-თვითონ გადამეკიდა, ნინამ ისევ გაიცინა, და ხო, მართალი ხარ, ეს ბოლო იყო. ისე მოვიქცევი ვითომ არ არსებობს.
-ნინა, არ მიგულისხმია ეგ, ნინა, ლიზიკომ სიცილით დაიძახა, მაგრამ ნინა უკვე ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა დაჩისკენ.
-ახლა სიცოცხლეს გაუმწარებს? ანდრეამ ხატიაზე მიანიშნა.
-არა, მართლა არ შეიმჩნევს, თქვენ არ იცით რა ნებისყოფა აქვს ჩემს დას. თან ძალიან თავისუფალია და მისნაირი გამოხტომები არ აწუხებს.
-აბა რა აწუხებს? დემეტრემ ნიკას შეხედა.
-არაფერი, ბიჭმა მხრები აიჩეჩა, -ნინა, ძალიან სხვანაირია... რაც არ მოსწონს იმას უბრალოდ აიგნორებს და რაც მოსწონს იმას მთლიანად იღებს.
-ვეტყვი მეც მასწავლოს, ალექსმა გოგონასკენ გაიხედა.
-ნებისყოფაში გავარჯიშებს, ლიზიკომ გაიცინა.
-მაინც ვერ გავიგე როგორია, დემეტრემ უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.
-ხუთი წლის იყო შემთხვევით ტელევიზორში ბალეტს უყურა, მაშინვე თქვა მეც ასე უნდა ვქნაო, ისიც არ იცოდა ცეკვა თუ იყო ის, რასაც უყურებდა და დედა მანამდე არ მოასვენა, სანამ ბალეტზე არ შეიყვანეს. თექვსმეტი წლის იყო, როცა „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ მიუზილკს უყურა, ფრანგულ დადგმას და ფრანგული იმისთვის ისწავლა, რომ სიმღერების შინაარსი ზუსტად გაეგო, აი ასეთია, ძალიან სხვანაირი.
-ეგ სიმღერები არასდროს უმღერია ხომ ? ლიზიკომ ღიმილით თავი გააქნია
-ვთხოვოთ ამ საღამოს იმღერებს, ალექსმა ნინას გახედა.
-არა, რისი გაკეთებაც უნდა იმას ნინა სულ აკეთებს უთხოვნელად, უბრალოდ იცის და უნდა, რომ გააკეთოს, ჩვენც არ ვთხოვთ იმას, რისი გაკეთებაც არ უნდა.
-აბა, რაზე ლაპარაკობთ? ნინამ მათთან მოირბინა.
-შენზე, ანდრეამ ღიმილით უპასუხა.
-მმმ, ვიცი, რომ არ გინდა შეწყვიტოთ, მაგრამ ვიღაცას ჩემთან ცეკვა უნდოდა აქ, ნინამ ალექსანდრეს ხელი ჩაჰკიდა და მუსიკისკენ წაიყვანა.
***
ზუსტად არ იცოდა რას გრძნობდა, ერთი მხრივ მოსწონდა და სიამოვნებდა მისი ყურება. იგი თითქოს მიწაზე ფეხს არ ადგამდა ისე ცეკვავდა, მთელი გულით, მთელი არსებით. მეორე მხრივ, კი ნერვებს უშლიდა ყველა ადამიანი, ვინც ამ ცეკვას უყურებდა, მას უყურებდა. თან იმდენი იყვნენ... მიზეზებს იხსენებდა რატომ გადაწყვიტა აქ ამოსვლა. ანდრეამ და ალექსმა სთხოვეს, ნიკამ და დაჩიმაც, მაგრამ ადრე ყოველთვის საავადმყოფოს პრობლემები უფრო მნიშვნელოვანი იყო. ახლა კი უყურებდა ამდენ ადამიანს, რომელთანაც ნინას ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ისე, როგორც ყველა ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად ცეკვავდა, ხუმრობდა, იცინოდა, ერთობოდა. დემეტრეს არ მოეწონა ამ ჩვეულებრიობის ნაწილად ყოფნა, ის ღიმილი უნდოდა...
ტვინმა საერთოდ განსჯის უნარიც დაკარგა გოგონამ რომ სიმღერა დაიწყო. ღიმილით მღეროდა და მიკროფონიც ისე უხდებოდა... დემეტრემ იგრძნო როგრო მოსწონდა ყველას ნინა, ნინასაც როგორ მოსწონდა ის, რასაც აკეთებდა. მიხვდა, რომ უკვე დიდი ხანი იყო, რაც აშტერდებოდა და აივანზე გასვლით თავს უშველა. ცივი სუსხიანი ჰაერი მართლაც კარგი მხსნელი იყო, თოვლის სურნელი იგრძნო დემეტრემ. კარის ხმაზე მიიხედა და ანდრეა დაინახა.
-ხოო, აბა, რა გააკეთე? მოაჯირს დაეყრდნო ბიჭი და მეგობარს მიაშტერდა.
-ვისთან რა გავაკეთე?
-ნინასთან.
-არც, არაფერი, ისევ თოვლს გადახედა დემეტრემ.
-დემე, ხომ იცი როგორ არ მიყვარს, როცა მაშტერებენ, ანდრემ მხარზე ხელი დაჰკრა.
-საიდან მოიტანე?
-ახალ წელს თქვენი ფლირტი პირდაპირ სახეში მილაწუნებდა, დღეს ერთი სიტყვაც არ გითქვამთ ერთმანეთისთვის.
-ფლირტი დამთავრდა და მორჩა. ხომ იცი რო მაინც არაფერი გამოვა.
-ეგ უთხარი ხო? მასე უთხარი. დემეტრემ თავი დააქნია და ანდრეას სახეზე გაეღიმა.
-ხოდა იყავი ახლა და უყურე მასე შორიდან.
-კარგად მღერის.
-სიმღერა იცანი?
-არა, არ მახსოვს... დემეტრემ თავი გადააქნია. ანდრეა ისეთი ინერციით მობრუნდა ლამის აივნიდან გადავარდა.
-რა არ გახსოვს მეკაიფები?
-კაი, ანდრე, ახლა არ მახსოვს და... არც გამიგონია სიტყვები ნორმალურად.
-ანასტასია... სიმღერა... ბეჭედი... დემეტრემ გაოცებული თვალებით შეხედა.
-სერიოზულად?
-ჰო, ეგ იყო და კიდევ გუშინ ისეთი თვალებით გიყურებდათ...
-შე ჩემა, რა ასინეთასავით მელაპარაკები, გათხოვილია.
-გეუბნები მე სხვანაირად გიყურებდა...
-სხვანაირად როგორ, ანდრეა?
-აი, როგორც ადრე, მაშინ...
-ანდრეა, არ მაინტერესებს, მართლა, დემეტრემ მეგობარს გაუღიმა და ანდრეამ კმაყოფილება ვერ დამალა სახეზე.
-დემე, აქ ხართ? გეძებდით, კარი ალექსმა შემოაღო და დემეტრეს ხელი გადახვია. -მისმინე, შენ, რას შვები ნინასთან?
-მოილაპარაკეთ ხო? არაფერს, ალექს, არაფერს.
-ხოდა ქენი რამე, თორე ორით ნოლია გაბრიაძეების სასარგებლოდ უკვე, ალექსმა დარბაზისკენ ანიშნა.
-, ბრაზით ჩაისისინა დემეტრემ ნინას სიმღერის პარტნიორი რომ დაინახა.
-მისი ძმაც იქაა, ხელი გაიშვირა ცოტნესკენ ანდრეამ. დემეტრე სახლში შევიდა და ნინას დანახვისას რატომღაც დამშვიდდა, მალე სიმღერაც დამთავრდა.
-ჩემს დასთან რომ მღეროდა ეგ ცოტნეს ძმაა ხო? დემეტრემ ვერც გაიგო ისე მოუახლოვდათ მათ ნიკა და დაჩი.
-კი, ეგაა, ანდრეამ პასუხი გასცა.
-ნიკა, ნახე ვისთან ვმღეროდი? ნინამ ნიკასთან მოირბინა. -ცოტნეს ძმაა, ვაიმე რა ტიპია იცი, აი, ტიპია. ნინამ გადაიხარხარა და ძმას დაეყრდნო.
-რა გაცინებს? დაჩიც კი დასერიოზულდა.
-რომ განახა, დაჩი, აი, რომ განახა როგორი პრანჭიაა... ნინამ ისევ სიცილი ატეხა.
-რაა?? ნინა, ამიხსენი, დაჩისაც ეცინებოდა უკვე.
-ჯიბეში სავარცხელი უდევს და ყოველი სიმღერის ბოლოს თმას ივარცხნიდა, ახლა უკვე ყველა აიყოლია ნინამ სიცილში, -მერე ვინმემ უთხარით გოგონებს პრანჭია ბიჭები რომ არ მოსწონთ.
-როგორი ბიჭები მოსწონთ გოგონებს? გონება არ გაუვლია ისე წამოიძახა დემეტრემ სიტყვები, აშკარად გახალისებული იყო ამ წუთას.
-ღირსეული და გაბედული, ჩვეულებრივი ღიმილით გაიღიმა გოგონამ და შებრუნდა.
-ნინა, მოიცა.
-ხო, ანდრეა?
-პირველად რომ იმღერე, ის სიმღერა შენ აარჩიე? დემეტრეს სახე დაეძაბა.
-ააა, არა, ცოტნეს ცოლმე მთხოვა, ანასტასიამ, თქვა გოგონამ. დემეტრემ ახლა რეალური სიცივე იგრძნო კანზე. -დაჩი, ჩემი სტუდიის ბავშვები უკვე წავიდნენ და მეც ძალიან დავიღალე, ახლა დავიძინებ.
-კარგი იყო რომ მოხვედით, სამივეს დაემშვიდობა გოგონა და კიბეებს ჩქარი ნაბიჯით აუყვა.
***
სიჩუმემ გამოაღვიძა. გუშინ ისეთ ხმაურში ეძინა მართლაც ეუცნაურა სიწყნარის განცდა. სწრაფად მოემზადა და პირველ სართულზე ჩავიდა. შუა კიბეებიდან უკვე შოკურ მდგომარეობაში იყო. გონებაში უნებართვოდ ამოუტივტივდა ფილმებში ნანახი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კადრები და ღრმად ამოიხვნეშა მისი საყვარელი სახლი რომ იმავე მდგომარეობაში დაინახა, როგორშიც ბერლინი იყო აღების შემდეგ. მერე მიხვდა, რომ ასე ყურებით ვერაფერს უშველიდა, თავისი ოთახიდან აიპოდი გამოიტანა და საქმეს შეუდგა. დარწმუნებული იყო მართლა რომ ბომბები ჩამოეყარათ მის ძმებს მაინც ვერ გააღვიძებდა ახლა ამიტომ მტვერსასრუტი გაბედულად ჩართო და მუსიკის ხმას ბოლომდე აუწია. დროის გასვლა იმით შეამჩნია, რომ ორგანიზმმა სერიოზული პროტესტი გამოთქვა და დაუყოვნებლივ მოითხოვა საკვები ნივთიერებები. ნინამ ოთახს გადახედა და აღმოაჩინა, რომ ცეკვა-ცეკვით, სიმღერით და მთელი დილის შეწირვით სახლიც დაელაგებინა. ნაგვის ცელოფნებს ხელი მოჰკიდა და მოულოდნელი, ცოცხალი სხეულის დანახვისას იქვე დაეყარა.
-ბოდიში შეშინებისთვის, ღიმილს ვერ იკავებდა დემეტრე.
-დემეტრე, აქ რას აკეთებ, ღმერთო, გული გამისკდა.
-რას უნდა ვაკეთებდე, არაფერს, ისევ იცინოდა დემეტრე.
-რამდენი ხანია მანდ ხარ? კიბეების ბოლოს ჩამომჯდარ ბიჭს გასძახა ნინამ.
-საკმაოდ ვარ, ისევ გაიცინა დემეტრემ და პირველ სართულზე ჩამოვიდა.
-იცი, ჯერ ჩემი ცეკვისთვის და სიმღერისთვის არავის დაუცინია. ნინამ ალმაცერად გადახედა ბიჭს, რომელმაც ნაგვის ცელოფნებს ხელი მოკიდა და კარისკენ წავიდა.
-პროფესიონალი მოცეკვავე იმ აქტივობებს, რასაც შენ აკეთებდი ცეკვას არ უნდა ეძახდეს.
-რამდენი წლის ხარ? ნინა უკან დაედევნა ბიჭს.
-რატომ მეკითხები? დემეტრეს გაოცებული ხმა ჰქონდა.
-არა, ისე, სამოცი წლის მოხუცის კვალობაზე კარგად გამოიყურები, დემეტრეს ხმამაღლა გაეცინა.
-მადლობ, შენც არაგიშავს. ნინამაც ღიმილით გახედა ბიჭს.
-ღმერთო ეს რა მესმის, ხუმრობაც სცოდნია თურმე. ამას მიმალავდი?! თვალები დაქაჩა გოგონამ.
-თითქოს ლაპარაკს აცლიდე ვინმეს ისე ამბობ.
-უკაცრავად შენი უწყვეტი მცდელობები, რომ წყალში ჩავყარე, ნინამ ხელები თეატრალურად გაშალა და ძირს დაიხარა.
-ამჯერად მიპატიებია.
-მაშინ ესეც მაპატიე რა, თვალი ჩაუკრა გოგონამ და თოვლით სავსე ხელი სახეზე ააფარა. ისე მალე შევარდა სახლში დემეტრემ თვალის გახელაც ვერ მოასწრო.
-აუ, ნინა, როგორ მიყვარხარ, ლიზიკომ დივნიდან თავი წამოყო, რა კარგი ხარ რომ დაალაგე.
-დემეტრე რა გჭირს? დაჩის გაცინების თავი რომ ჰქონოდა აუცილებლად გაიცინებდა.
-ისეთი არაფერი, მხოლოდ ეს, დაჩის მიუხალოვდა ნინა და მეორე თოვლიანი ხელი დაჩის წაუსვა სახეზე. ბიჭმა ხელით დაიჭირა და ბეჭზე გადმოიგდო.
-დაჩი, წყალში არ ჩამაგდო, იცოდე, დაჩი, არ ჩამაგდო წყალშითქო, დაჩი, გაყინულია თით... ნინას სიცივემ ხმა გაუწყვიტა და წამით ეგონა, რომ იმ აუზში დარჩებოდა სიკვდილამდე და ეს არც ისე შორს იყო. მერე თითქოს გაყინული კიდურები თავისით აუმოძრავდა და ნანატრი ჰაერიც ჩაისუნთქა. მთელი სხეული აეწვა წყლიდან რომ ამოვიდა, მაგრამ მაინც ვერ იკავებდა ღიმილს.
-ნინა, გალურჯებული ხარ, დაჩი მომშორდი ახლა აქედან და არ დამენახო ცოტა ხნით, ლიზიკო გაბრაზებულიც კი იყო.
-მეორე კლასელივით რომ იქცევი იმის ბრალია, ხმამაღლა დაუძახა დემეტრემ და გოგონა დაეჭყანა. მერე მის გვერდით მდგომ ალექსანდრეს და ანდრეას ხელი დაუქნია და თან გააკანკალა ცივი ჰაერი რომ იგრძნო სხეულზე.
-ნინა, შემოდი დროზე სახლში, გოგონამ დაჩის გადახედა ჯერ კიდევ რომ იცინოდა და უცებ ისევ აუზში ჩახტა.
-ნინა, ლიზიკომ ლამის დაიკივლა.
-სანამ ბოდიშს არ მომიხდის არ ამოვალ, ხელები წყალში გადააჯვარედინა გოგონამ და დაჩის მიაშტერდა.
-ნინა, გაგიჟდი? გაცივდები, ნინა, ახლა ნატოს უნდა დავურეკო ანრი როგორაა უნდა გავიგო და იცოდე ვეტყვი ყველაფერს.
-მიზეზის თქმა არ დაგავიწყდეს, ნინამ ლიზიკოს გასძახა და ჩაბჟირებულ დემეტრეს მეგობრებზე თვითონაც გაეცინა.
-ფილტვების ანთება უკვე გაქვს, ამოდი იქნებ ერთი მაინც შეინარჩუნო როგორმე, დაჩი უკვე ძირს იწვა სიცილისგან.
-იდიოტო, რად მინდა ერთი ფილტვი? ნინაც ახარხარდა და წყალში თავი ვეღარ შეიკავა ისე ჩაიძირა. სუნთქვის მწყობრში მოყვანას კიდევ დიდხანს დასჭირდა და ცოტათი შეეშინდა კიდეც.
-გეყოფა, ამოდი, დემეტრე მის წინ ჩაიმუხლა.
-არა, იცი რა გრილია, მოდი, განახებ, ნინამ ხელი გაუშვირა ბიჭს. დემეტრემ ძლიერად ჩასჭიდა და გაეცინა ნინამ წყლისკენ რომ უბიძგა, გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა ბიჭი, ვიდრე ეგონა. სამაგიეროდ ახალ დემეტრემ დაქაჩა და წყლიდან ინერციით ამოიყვანა.
-რა მჩატე ხარ.
-ბოდიში არ მოუხდია, მობეზრებული ხმით ჩაილაპარაკა ნინამ და ცივი ჰაერი რომ იგრძნო დემეტრეს სხეულს უფრო მიეკრო.
***
-კიდე ვინ დაიტოვეს ჩემმა განუმეორებელმა ძმებმა? ხალათით დაჯდა სარკის წინ და ლიზიკოს გადახედა.
-ცოტნე, მისი ცოლი და და.
-მოვკლავ დაჩის.
-არაა მისი ბრალი, ცოტნე ისე დათვრა ვეღარ ლაპარაკობდა და რა ექნათ.
-დღეს წავლენ იმედია, მოიცა მისი ძმა?
-ეგ შენ რო დაწექი მალევე გაყვა ვიღაცას, რა ერქვა?
-პრანჭია, ნინამ მოგონებაზე გაიცინა.
-მართლა.
-აბა მე რა ვიცი, ლიზიკო. ის ცოტნე მოგწონს?
-ნწ, ქმარი მყავს, ლიზიკოს გაეღიმა.
-ვიცი, ჩემი ძმა. აი, რაღაცნაირი ტიპია.
-უცნაურად გიყურებს ხო?
-კი, შეენც?
-ამაზრზენია საშინლად. ნიკას არ უთხრა, ლიზიკოს გაეცინა.
-არც შენ, ნინამაც უპასუხა ღიმილით.
-რა არ უნდა მითხრათ? ნიკა ლიზიკოს მიუჯდა გვერდით. ნინა მათკენ მოტრიალდა და ნიკას მიაშტრედა.
-წესით არ არის ჩემი საქმე, მაგრამ ძმა ხარ და ვერ გიმალავ, ლიზიკოს საყვარელი ჰყავს, ნინამ ყბები ერთმანეთს დააჭირა, რომ ნიკას სახეზე როგორმე არ გასცინებოდა. -რა მიკვირს იცი? ეს ამხელა პროკურორი კაცი ასე როგორ იშტერებ ხანდახან თავს, ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და სიცილი დაიწყო. -ჰე, გადით ახლა, უნდა ჩავიცვა, ცოლ-ქმარი ფეხზე წამოყარა და კარისკენ გაუძღვა.
-ერთ დღეს შემომაკვდება, ხვნეშით ჩაილაპარაკა ნიკამ.
-მეც, უპასუხა ლიზიკომ ნინამ ისევ გაიცინა და კარადა გამოაღო.

***
არა, კარგი ჰქნა რომ წამოვიდა. დილა მხიარულად გაატარა, ისე შეიყოლია ნინას უცნაურმა მოძრაობებმა და დროდადრო წამოსროლილმა ფრაზებმა მუსიკიდან რომ ვერც კი შეამჩნია ისე გავიდა ნახევარი საათი, მერე ბევრი იცინა ისევ ნინას წყალობით, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ გოგონა გაცივდებოდა. სასიამოვნოდა გაატარა ტყეში დღე ბიჭებთან ერთად, მხოლოდ ერთს ვერ იჯერებდა რომ ის ცოტნე კიდევ აქ იყო. კარგია რომ ჯერ არ მოუწია მისი ნახვა, მაგრამ სადილზე ხომ აუცილებლად შეხვდებოდა, ანასტასიასთან ერთად. საშინელი იმედგაცრუება იგრძნო ამ ქალში. როგორ გაბედა და ის სიმღერა ამღერა ნინას, რომელზეც ერთ დღეს ცოლობა სთხოვა დემეტრემ. რატომღაც ამ საკითხთან მიმართებაში თავს ძალიან თავისუფლად გრძნობდა და ეს მოსწონდა, თავისუფლების გრძნობა უკვე წლებია არ განეცადა და მართლა აბედნიერებდა ასეთი უდარდელი ფიქრი თუნდაც ამ ერთ რაღაცაზე.
სამზარეულოს კართან გაჩერდა და ნინას დააკვირდა. გოგონა მაგიდასთან იჯდა, წითელი სითხით სავსე ჭიქა ედგა წინ და თვალდაუხამხამებლად ჩაშტერებოდა მას.
-მეგონა მოცეკვავეები არ სვამდნენ, დემეტრემ ონკანი მოუშვა და ჭიქა წყლით აავსო. -ნინა, მოხდა რამე?
-რა? დაბნეული თვალები მიაპყრო გოგონამ.
-რა მოხდა? ხომ არ გაცივდი?
-არა, არაფერი კარგად ვარ. ნინამ თავი გააქნია და სკამიდან წამოდგა.
-ნინა, ნუ მატყუებ, რა მოხდა? ჭიქა ნიჟარასთან დადო და გოგონას მიუახლოვდა.
-კარგი, რაღაც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო არასასიამოვნო და არასწორი, მაგრამ ზოგადად ასეთ რაღაცებს ნაცნობებთან არ განვიხილავ, აჰა შენი სიმართლე, გოგონამ მაგიდას შემოუარა და გასვლა დააპირა. დემეტრე მაჯაში სწვდა და მისკენ მოქაჩა, ნინამ სახეზე იგრძნო მისი სუნთქვა და თვითონაც ღრმად ამოისუნთქა.
-რა მოხდა? უფრო დაძაბული და მკაცრი იყო დემეტრეს ხმა. ნინა ამ ცვლილებამ გააოცა და თვალებში ჩახედა, ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და თვალები თვითონ გაექცა დემეტრეს ტუჩებისკენ.
-ეს ჩვეულებრივი ურთიერთობის ფარგლებში არ ჯდება, სულ ახლოს დაიჩუღჩულა ნინამ და დემეტრეს მასზე ჩაკიდებული ხელი დაეჭიმა.
-იყოს არაჩვეულებრივი, დემეტრემ ყურებს ვერ დაუჯერა ეს რომ თქვა.
-არა, არ იქნება. ნინამ უხეშად გააშვებინა ხელი და კარი ცხვირწინ მიუკეტა. დემეტრემ ერთი ჭიქა წყალი სულმოუთქმენლად დალია და ნინას უკან მიყვა, აუცილებლად გაიგებდა რაც მოხდა. დაინახა როგორ დაუდო ჭიქა დაჩის ნინამ და უკან გამობრუნდა. დაუჩქარა ნაბიჯს, დაიხარა კიდეც, მაგრამ ვერ მოასწრო მისი დაჭერა ისე სწრაფად დაეცა გოგონა.
-ნინა... დაჩი ფეხზე წამოხტა და დას ხელი შეაშველა.
-კარგად ვარ, ფეხი წამოვკარი რაღაცას.
-როგორ გიტანენ იმ შენს სტუდიაში ასეთ მოუქნელს, ნინა წარბები შეჭმუხნა ხატიას ხმა რომ გაიგონა, გაოცებისგან პირიც კი დააღო.
-ოთახში ავალ, დაჩის უთხრა და კიბეები სწრაფად აირბინა.
-ხატია, მეორე სართულიდან დაიძახა გოგონამ, -უპასუხოდ იმიტომ დაგტოვე, რომ შენი ნათქვამი ჩენთვის არაფერს ნიშნავს. კარი მიკეტა და იქვე ჩასრიალდა ძირს. აზრებს თავს ვერ უყრიდა ისე იყო გაბრაზებული, გაღიზიანებული ნერვებ მოშლილი. ცოტა დრო სჭირდებოდა დასამშვიდებლად და მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა, თითქოს არაფერი მომხდარა ისე. კაკუნის ხმის გაგონებაზე შეხტა. ფეხზე წამოდგა და კარი გამოაღო, ოთახში ნიკა შემოვიდა.
-მესმის, რომ გულზე არ გეხატება, ნინა, მაგრამ „შენი არსებობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს“ ძალიან ზედმეტი იყო. ნინამ გაოცებული მზერა მიაპყრო ძმას. -ხატიაზე გეუბნები, ნიკამ ამოიხვნეშა, -შეიძლება ცხოვრებაში საერთოდ აღარ ნახო, მაგრამ ახლა ჩვენი სტუმრები არიან და ნორმალურად მოიქეცი, შეუვალი იყო ნიკას ხმა და ნინამ რეალურად პირველად იგრძნო თავი პატარა ბავშვად. -გესმის?
-რა თქმა უნდა, ნიკა, გასაგებია. უფროსმა თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. ნინამ სიმწრით გაუღიმა მიხურულ კარს და ახლა ლოგინთან ჩამოჯდა, იმ დღეს ოთახიდან საერთოდ არ გასულა.
***
არადა რა კარგად დაიწყო ის დღე... ნინაზე ფიქრს უკვე შეეჩვია კიდეც, მაგრამ ახლა სხვა იყო... ახლა მას რაღაც უჭირდა და დემეტრემ ვერაფრით გაარკვია რა. არავინ არაფერი იცოდა. საწოლში იმდენი იწრიალა ვერაფრით დაიძინა. გოგონას გაბრაზებული და უხალისო სახე თვალებიდან არ ამოსდიოდა, თითქოს ყველგან მას ხედავდა და მიხვდა როგორ მიეჩვია გონება მხიარულ ნინას, ღიმილიანს, მომცინარი თვალებით. დემეტრეს თავისთვის გაეღიმა და ინერციით წამოხტა საწოლიდან კივილის ხმა რომ შემოესმა, არც დაფიქრებულა ისე გააღო კარი და ის იყო უნდა გაეგო რა ხდებოდა, რომ სხეული მთელი ძალით შეასკდა მკერდზე.
-ნინა, დემეტრე ლამის პანიკაში ჩავარდა, გოგონას სახე ოფლით ჰქონდა დაცვარული და მთელი სხეულით კანკალებდა. თვალებით ისევ რაღაცას თხოვდა გოგონა, როცა უცებ მის უკან მობანცალე სხეული დალანდა დემეტრემ. კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს ყბა ეტკინა, მთელი სხეული დაეჭიმა.
-ნინა, რა მოხდა? გოგონამ საერთოდ ვერ აღიქვა დაჩის ხმა, მხოლოდ ის იგრძნო როგორ ფრთხილად მოიშორა დემეტრემ და მობანცალე სხეულისკენ წავიდა.
-შე , რა გინდოდა მის ოთახში, ისეთი ხმით დაიღრიალა დემეტრემ ნინა უცებ მოეგო გონს, მხოლოდ ახლა ახედა დემეტრეს და მის სახეზე ცვლილებებს დააკვირდა, განგაშის სიგნალები ჩაერთო თითქოს, მიმოიხედა და გული კინაღამ წაუვიდა ყველა გარეთ გამოსული რომ დაინახა, ლიზიკოს თვალებით ნიკაზე ანიშნა და მარიამს გულში მადლობა გადაუხადა ბარბარე და ანუკი რომ ოთახში შეიყვანა. კანკალი ვერაფრით შეაჩერა. მხოლოდ დემეტრეს ხედავდა, უფრო სწორად მის მოქნეულ ხელს და უცებ მიხვდა, რომ ძალიან ბევრი რამ იყო ირგვლივ. ეს ღრიალიც აგიჟებდა, მთელი ძალით მიიჭირა ხელები ყურებზე და თვალები მაგრად დახუჭა, ძირს ჩაჯდა მიხვდა, სხვანაირად წაიქცეოდა, ასეთი სისუსტე დიდი ხანია არ უგრძვნია.
რომ გეკითხათ რას აკეთებო ვერ გიპასუხებდათ იმდენად გონს მიღმა ატარებდა ყოველ ქმედებას. მხრებზე მაგრად შემოჭერილი ხელები რომ იგრძნო ისევ დაუარა ბრაზმა მთელს სხეულში, კინაღამ ანდრეას მოარტყა მოქნეული მუშტი.
-გაუშვი, გთხოვ, ოთახი შეეშლებოდა უბრალოდ, დემეტრე, გაუშვი, ანასტასია უკვე ტიროდა. დემეტრემ ნიკასკენ გაიხედა და მის კისერზე ყველა ძარღვის დათვლას შეძლებდა ახლა მაგის თავი რომ ჰქონოდა. მერე დაჩისკენ მოიხედა, ბიჭი გაშტერებული უყურებდა რაღაცას, დემეტრე ანდრეას დაყვა და გვერდზე გაიწია, მუხლები მოეკვეთა ნინა რომ დაინახა, დაჩი თითქოს პარალიზებული იყო ისე უყურებდა დას.
-გაიტანეთ... მისი ცოლიანად.., ანასტასიას ხმა გაუწყდა ისეთი ზიზღი მოდიოდა დემეტრესგან. ანდრეამ ხელი გაუშვა და ცოტნე წამოაყენა. ალექსმა კიდევ ერთი ძლიერი ბიძგი იგრძნო ნიკასგან და უფრო მჭიდროდ დაიკავა ადგილზე შესაჩერებლად, მერე ანდრეა თვალს მიეფარა და ხელიც უშვა.
-ნინა, შემომხედე, დემეტრე მის წინ ჩაიმუხლა, ჩამოიღე ხელები გთხოვ, ნინა, გოგონას ფრთხლად მოაშორებინა ყურებიდან ხელები, ნინამ წამში ამოხედა დემეტრეს, ჯერ კიდევ ღრმად სუნთქავდა და ძალიან შეშინებული იყო, -ნუ გეშინია, გთხოვ, ჩვენ აქ არ ვართ, ეცადა ოდნავი სიმსუბუქით მაინც ეთქვა, მაგრამ შეშინებულ თვალებს ვერაფერი მოუხერხა, მკლავებზე ხელები დაუსვა და ეცადა კანკალი შეეჩერებინა. სახეზე ხელი ჩამოუსვა და ბრაზისგან ისევ დააჭირა ყბები ერთმანეთს.
-სიცხე აქვს, ალექს მანქანაში რამე წამალი ხომ არ გაქვს? გოგონა ხელში აიტაცა და ოთახისკენ წაიყვანა.
-ჩვენ გვაქვს აქ, ახლავე მოგიტან, ლიზიკომ კიბეებზე ჩაირბინა.
-ნინა, როგორ ხარ? დემეტრეს უკვე მერამდენედ მოეშალა ნერვები ოთახში შემოსული ანასტასია რომ დაინახა. -ძალიან ვწუხვარ ასე რომ შეგეშინდა, მთვარლი იყო და ალბათ ოთახები აერია, ნინა უცნაური გამომეტყველებით მიაშტერდა გოგონას.
-ალექს, დემეტრემ თავით ანიშნა ანასტასიაზე. დაჩი ნინას ზურგს უკან დაჯდა და დას მოეხვია, ნინამ ისეთი თვალებით ამოხედა დემეტრეს მთელი შიგნეული აუდუღდა. ვერაფრით გაძლო დამჯდარმა და ფეხზე წამოდგა. ნიკამ დაიკავა მისი ადგილი. ღრმად ჩაისუნთქა უმცროსი დის მომუშტულ ხელებს რომ შეხედა. ფრთხილად მოკიდა ორივე ხელი და ნელა გააშლევინა თითები.
-ნინა, ნუ გეშინია რა, დაჩიმ კიდევ უფრო მაგრად ჩაიხუტა და დემეტრემ მზერა ალექსზე გადაიტანა. გულის ცემა სულ უფრო და უფრო უჩქარდებოდა.
ნიკა კერ კიდევ თითებზე ეფერებოდა გოგონას და ნინამ მთელი გულით გაიღიმა უფროსმა ძმამ ორივე ხელზე რომ აკოცა.
-როგორ შემაშინე, ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა ნიკამ და ფეხზე წამოდგა. ლიზიკო ცრემლიანი თვალებით უყურებდა ქმარს და ძლივს მოიფიქრა წყლიანი ჭიქა და წამლების ყუთი იქვე რომ დაედო. დაჩიმ ლოყაზე მაგრად აკოცა ნინას და მანაც გაუშვა ხელი. დემეტრემ ყუთი გახსნა და თერმომეტრი ამოიღო.
-ნინა, სიცხე უნდა გაიზომო. ნინამ ოთახიდან გასვლისას დაჩის გაუღიმა და როგორც კი კარი მიიკეტა დემეტრეს თერმომეტრი გამოართვა. -უკეთ ხარ? ცოტათი მაინც, ბალიში გაუსწორა გოგონას და მის გვერდით დაჯდა. ნინამ თავი დააქნია.
-მასე არა, ხმა მინდა გავიგო შენი, დემეტრეს მზერა არაფრით ხდებოდა მსუბუქი.
-მადლობა...
-ახლა არ გინდა, გთხოვ, ხელი ფრთხილად მიადო შუბლზე, -ეს მეორეკლასელობის ბრალია, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, ხმაც ისეთი მძიმე ჰქონდა რომ ნინამ ღრმად ამოისუნთქა.
-სამაგიეროდ ბევრი ვიცინეთ, ნინამ მხრები აიჩეჩა და რამდენიმეჯერ გადაბმულად დააცემინა. დემეტრემ ბრაზისგან თავი გააქნია. -ნუ ხარ რა გაბრაზებული, ისევ პატარა ბავშვივით ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ეს დალიე და საერთოდ რომ ვარ მადლობა მითხარი, წამალი და წყლიანი ჭიქა მიაწოდა დემეტრემ.
-გითხარი უკვე, სულ ოდნავ გაიღიმა გოგონამ და მის მზერასაც რაღაც ხალისი დაუბრუნდა. წამალი უცებ დალია. -კარგი რა, შენ ხომ არ შემოგვარდნია ის...
-ნინა, მერე, დემეტრემ ისევ გააქნია თავი და გოგონას საბანი ყელამდე აუწია. -ახლა დაიძინე, სანათურისკენ წაღებული ხელი დაუჭირა ნინამ.
-არა, ეგ სულ ანთია. უთხრა გოგონამ და საწოლში მოკალათდა, თვალები თითქოს თავისით დაეხუჭა.
-ღამე არ გიყვარს? ცოტა ხნის შემდეგ იკითხა დემეტრემ
-ნწ, სიბნელეში ცუდი რაღაცები ხდება, ნამძინარევი ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ. დემეტრემ საბნის ზემოდან ხელი გადაუსვა და უკვე მძინარეს გაუღიმა. რამდენიმე წუთი იქ იჯდა მერე ადგა და წამლების ყუთით გარეთ გავიდა.
-როგორაა? ლამის ცხვირწინ შეეფეთა დაჩი.
-ძინავს, უკეთაა, დამშვიდდა.
-დემეტრე, დიდი მადლობა...
-ნიკა, არ გინდა...
-ლიზიკო, ტაქსი გამოიძახე
-რად გინდა ახლა?
-სახლში წავა, ზიზღით წარმოთქვა ნიკამ და ცოლს ტელეფონი მიაწოდა.
-მე წავიყვან, ნიკა, მაქანა აქ მყავს
-მადლობა, ალექს, მაგრამ არა, მაგ ყურადღებას დამსახურება უნდა.
-მარიამ, გააფრთხილე მისი და რა, დემეტრემ დას უთხრა. -ანუკი და ბარბარე რას შვებიან?
-დამშვიდნენ, ახლა ძინავთ. დემეტრემ თავი დაუქნია და მარიამი ხატიას ოთახისკენ წავიდა.
-ანასტასიას ვეტყვი, ლიზიკომ ჩაილაპარაკა და მობილურზე ნომერი აკრიბა.
***
დილა იმაზე მშვიდი გათენდა, ვიდრე წარმოედგინა. უფრო სწორად კი არ გათენდა დაათენდა. ბევრჯერ ყოფილა ისე რომ გინდა საკუთარი თავის ქალა ხელებით გაიხსნა იქედან ტვინი ამოიღო და შორს მოისროლო რომ როგორმე ფიქრი შეწყვიტო ან შეცვალო მაინც. უკვე კარგა ხანია რაც ვეღარ იტანდა აზრებს, რომლებიც არაფერით ტოვებდნენ გონებას, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, მეორე წამს კი მთელი ცხოვრების დაღლილობა შემოუტევდა და გაუნძრევლად წოლის მეტი არაფერი უნდოდა მის სხეულს. ბევრჯერ უგრძვნია თავი უსაშველოდ, გაუსაძლისად, მაგრამ ასეთი დაბნეული არასდროს ყოფილა...არასდროს.
ახლა უყურებდა როგორ აბრჭყვიალებდა თითქმის გაყინულ აუზს ძლივს ამოწვერილი მზე და გრძნობდა თანდათან როგორ უფრო და უფრო კარგავდა იმას, რაც ყველაზე აუცილებელი გახდა მისთვის ბოლო წლების განმავლოაში, კარგავდა ძლივს მოძებნილს, უხარისხოს, შეიძლება მოჩვენებითსაც, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანს - სიმშვიდეს. და თითქოს კლდის პირას იდგა, ერთი უმნიშვნელო შეცდომა და ხრამში ჩაიჩეხებოდა სამუდამოდ. მერე ბედს შერიგებული კაცივით ასწია თავი, განათებულ ეზოს გადახედა და სახლში შებრუნდა.
-დემეტრე, სად იყავი ?
-გარეთ, ნიკა.
-ლიზიკო ხატიას ელაპარაკა მობილურით ადრე ამ დილით და ნორმალურად ჩავიდნენ.
-გაბრიაძეები ყოველთვის თავის ტკივილები იყვნენ, თავი გადააქნია ანდრეამ.
-იმედია აღარასდროს ვნახავთ, ლიზიკო ქმარს გვერდით მიუჯდა და გაბრაზებული ტუჩები გაბუსხა.
-ას პროცენტიან გარანტიას გაძლევ რომ არასდროს, მტკიცედ ჩაილაპარაკა ნიკამ. -დაჩი, გაიღვიძა? ისეთი მოლოდინი იყო ნიკას ხმაში რომ დემეტრე ინსტინქტურად მიტრიალდა კიბეებზე ჩამომავალი დაჩისკენ.
-კი, ასე მითხრა... ნინამ ჩემთვის არაფერი უთქვამსო, გაღვიძებულზე რომ დავინახე ძალიან შემეშინდაო და მაშინვე გამოვიქეციო, არც ვიცოდი ვინ იყოო...
-ცოტნე არ არის კარგი ადამიანი, არ მინდა ნინას რაიმე შეხება ჰქონდეს მასთან, ნიკას გაუკვირდა ცოლისგან ასეთი კატეგორიული განცხადება და კიდევ უფრო მეტად მკაცრი ხმა.
-ხომ ვთქვი, არასდროს აღარ ნახავთ, მხრებზე ხელი მოხვია და ოდნავ გაუღიმა.
-ვნახავ სიცხე თუ კიდევ აქვს, დემეტრე ნინას ოთახისკენ წავიდა. თვითონ არ იცოდა რატომ ააფორიაქა დაჩის ნათქვამმა უფრო მეტად, წესით უნდა დაემშვიდებინა.
კარზე ფრთხილად დააკაკუნა და თან შევიდა. ნინა მობილურს ჩასჩერებოდა, დემეტრეს წამსვე ამოხედა და სახე გაეხსნა. დემეტრემ დააკვირდა ოდნავ ჩაწითლებულ თვალებს, შეფაკლულ ლოყებს და სასაცილოდ აბურდულ თმას.
-აბა, როგორ ხარ ამ დილით?
-უკეთ, მადლობა. ძალიან ეუცნაურა ასეთი ჩამქრალი ხმა იმისგან, ვინც ყველას ხმამაღალი სიცილის მიზეზია ხოლმე. ჩაახველა რომ თვითონაც არ აბნეოდა სიტყვები და საქმიანი ტონით გააგრძელა.
-სიცხე გაიზომე, თერმომეტრიანი ხელი რამდენჯერმე დააქნია და მერე ნინას გაუწოდა.
-დემეტრე, არ არის საჭირო. მართლა, გოგონამ თავი გააქნია და ისევ მობილურს დახედა.
-ეს ჩემი სამუშაოა, ნინა, გაისინჯე,, თანდათან უფრო და უფრო მკაცრდებოდა მისი ხმა და ნინაც აღარ შეეწინააღმდეგა.
-როგორ გავბედავ დიდი ჰიპოკრატეს ფიცი დაგარღვევინო.
-ცოტნეზე მაინტერესებდა...
-დაჩის უკვე ვუთხარი და დარწმუნებული ვარ სიტყვა სიტყვით გაიმეორა გარეთ, წამით არ შეუხედავს დემეტრესთვის სახეში და დევდარიანმა იგრძნო როგორ დაუარა ბრაზმა მთელ სხეულში, ღრმად ამოისუნთქა და სადღაც ნაპოვნი სიმშვიდე აიფარა ფარად.
-ადამიანები ძალიან ადვილად იჯერებენ იმას, რისი გაგონებაც უნდათ, ნინა, მე სიმართლე მაინტერესებს, გოგონამ ისე ამოხედა თითქოს სამთავიანი უცხოპლანატელი მჯდარიყო მის გვერდით და არა ჩვეულებრივი ადამიანი. ნერწყვი ნელა გადაყლაპა, თითქოს ასე დაფიქრების დროს იხანგრძლივებდა... მთელი გულით მოუნდა ახლა ყველაფერი ეთქვა და მერე საკუთარი თავისთვის ემოციურობის უფლებაც მიეცა, მაგრამ ზედმეტი და მით უმეტეს ახალი დრამა არ სჭირდებოდა ცხოვრებაში, არც ის უნდოდა დემეტრე კიდევ უფრო დაეკავშირებინა საკუთარ თავთან. ეს ყველაფერი უსარგებლო იქნებოდა მისთვის, მხოლოდ ის სჭირდებოდა როგორმე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა, თვითონ დაბრუნებოდა ჩვეულ რიტმს.
-ვერ გავიგე რას ითხოვ, თავი მობეზრებულად ააქნია.
-მინდა სიმართლე მოვისმინო და...
-ყველას, ყველას უნდა ჩემგან რაღაც მოისმინოს. აი, მე კი ოდნავადაც არ მინდა რაიმეს ახსნა. დემეტრე ჯერ კიდევ კრებდა სიმშვიდის ნაგლეჯებს და სხეულს აფარებდა.
-არა, შენ ვალდებული ხარ !
-მე არანაირი ვალდებულება არ მაკავშირებს შენთან! ხმადაბლა და საოცრად მკაცრად ჩაილაპარაკა ნინამ, მისი თვალები არ აძლევნენ უფლებას რაიმე კიდევ მოეთხოვა დევდარიანს. -მეგონა ეს გარკვეული გვქონდა, თითქოს შეგროვებული სიმშვიდის ნაგლეჯები ხელიდან გაუვარდა დემეტრეს, ნინას გამოწვდილ თერმომეტრს ხელი ჩასჭიდა და რამდენიმე წამი ისე აშტერდებოდა ციფრებს ვერ არჩევდა.
-არ გაქვს მაღალი და დამწევი არ დალიო, თბილისში რომ ჩახვალ ექიმთან აუცილებლად მიდი, აჩქარებულად ჩაილაპარაკა და ნინას ოთახიდან გამოვიდა.
თითქოს რობოტივით გაიმეორა იგივე სიტყვები ყველას წინაშე და დაკარგული სიმშვიდის მოსაძებნად წავიდა მისთვის გამოყოფილ ოთახში.
თავში უცნაური ფრაზა ამოიტივტივდა, ვერაფრით გაიგო რამ ათქმევინა ეს ნინასთვის. „ნუ გეშინია, ჩვენ აქ არ ვართ?“ ზედმეტად ახლობლური იყო, ზედმეტად მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელი. „ამის მოსმენა სჭირდებოდა, თითქმის პანიკაში იყო“, თავის პროფესიულ უნარ-ჩვევებს მიაწერა ესეც და თავი მართლა იგრძნო კლდის პირას. თითქოს ქარიშხალი უახლოვდებოდა... ივნისიდან მოყოლებულ დღეებს გადახედა, ნინას ხუმრობები, ნინას სიცილი, ნინას ხასიათი, ნინას სიტყვები, ნინას ცეკვა, ნინას სიმღერა, ნინას მხიარული თვალები, ნინას სევდიანი, აფორიაქებული, შეშინებული თვალები, ნინას მომთხოვნი თვალები, ნინას დაღლილი, მაგრამ მაინც კატეგორიულ, მკაცრი ხმა, ნინას კოცნა, ნინას ჩვეულებრივი ღიმილი... უცებ ტვირთად დააწვა ბოლო რამდენიმე დღე და ღრმად მოისუნთქა უნდოდა მოეშორებინა ეს სიახლეები, ეზედმეტა თავისი თავი ამ სახლში, ამ ოთახში. უნდა დაესრულებინა ეს მისვლა-მოსვლა და თავის ცხოვრებას დაბრუნებოდა. გოგონა მართალი იყო მათ არანაირი ვალდეულებები არ აკავშირებდათ ერთმანეთთან. რატომ იყო ნინა სულ მართალი? სულ იმას როგორ ამბობდა რისი მოსმენაც სხვებს უნდოდათ?! დემეტრემ შვება იგრძნო რომ ამ ვალდებულებების ამშორებელი დიალოგი მათ შორის უკვე იყო და ისევ არ მოუწევდა იმ სიტყვების გამოერება. „მადლობ რომ ისე არ მოიქეცი თითქოს არაფერი მომხდარა“ ისევ ნათლად ჩაესმა მისი ხმა და მოიღუშა. უბრალოდ ზედმეტად დრამატულს ხდიდა სიტუაციას, არაფერი არ მომხდარა... გუშინ მხოლოდ გაუგებრობა... არა ამას ვერ დაიჯერებდა, ზედმეტად კარგად იცნობდა გაბრიაძეს და კიდევ უფრო უკეთესად მის სიმთვრალეს, ბრაზმა ისევ დაუარა და მთელი სხეული დაეჭიმა. და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არ სჭირდებოდა ეს ამაღელვებელი ფაქტორები მის ცხოვრებას, საერთოდ გამოუსადეგარი იყო მისთვის ეს საშინელი სიახლეები, რომლებიც ყველაფერს არევ-დარევენ და მერე დემეტრე ისევ თავიდან უნდა მიეჩვიოს ყველაფერს.
გადაწყვეტილება მიიღო, ბარგი ჩაალაგა, საავადმყოფო მოიმიზეზა, ნიკას და დაჩის გულითადი მადლობა გადაუხადა, ყველას დაემშვიდობა და წყნეთის სახლი სასწრაფოდ დატოვა... სამწუხაროდ, მოლოდინი არ გაუმართლდა, ვეღარც თბილისის ჰაერზე სუნთქავდა მშვიდად.



№1  offline წევრი პირველი

საუკეთესო რომ ხარ, იცი?

 


№2  offline წევრი Qeti.A

პირველი
საუკეთესო რომ ხარ, იცი?

ვაიმე... ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3

 


№3  offline წევრი irinka123

ძალიან ნიჭიერი ხარ ....

 


№4  offline წევრი ana456

შენიი ფანი ვარ ♥ძალიან ძალიან კარგი ხარ ヅ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent