სულს მოგცემ - 6
ლექცია დასრულდა ანანოს კოკამ მოაკითხა და ესეც უკან მოუხედავად გაიქცა ვაკომ ნიას ხელი მოკიდა და სტუდენების წინ "გაქაჩა" მანქანისკენ ... კიბეები კისრისტეხვით ჩაარბენინა და მანქანში "ჩატენა" თვითონაც ჩაჯდა და ადგილს მოწყდა გაურკვევლობაში მყოფმა ნიამ ვეღარ მოითმინა და ბოლოს მაინც კითხა -ამიხსნი ვინ ხარ და რატომ ბედავ ამდენს ?! -ვაკო ჯაჭვლიანი სასიამოვნოა - ირონიულად ჩაიცინა და გზისთვის თვალის მოუშორებლად ხელი მუხლზე დაადო და მაგრად მოუჭირა ... -ახლავე გააჩერე მანქანა ! ხმა არ გაუია ისე აიღო ფეხიდან ხელი და საჭეს მოკიდა ... -ვერ გაიგე ? გააჩერე მეთქი ! -არა ! -იცოდე გადავხტები ! -გადახტი ... - მხრები უდარდელად აიჩეჩა და ღიმილით გადახედა კარტან მოჯუჯგურე ნიას ... -შენ რა ... ჩაკეტე ? -ვაიმე ჩაკეტილა ... -ვაკო ნუ მეთამაშები ! დიდ ჭიშკარში შეიყვანა მანქანა და გადმოვიდა ნიაც გადმოიყვანა და გასაღები ხელში შეათამაშა ... -რომ გეთამაშო ? -ვაკო უკვე ნევრვებ ... სიტყვა ვერ დაამთავრა ბაგეებზე ნებიანი და გემრიელი ტუჩები რომ იგრძნო და ერთიანად მოდუნდა ... იგრძნო როგორ ჩამოუგორდა ღაწვებზე ჯერ 1 შემდეგ კი 2 ცრემლი ... როგორ დაუსველა სახე მლაშე სითემ რომელიც არც კი იცოდა რისგან იყო გამოწვეული ... თქვენი აზრით ? ბედნიერებისგან ? უბედურებისგან ? ემოციებისგან ? თუ უბრალოდ გაურკვეველი გრძნობებისგან ? ჩემი აზრით ეს აუხსნელი და გადმოუცემი ენით აღუწერელი გრძნობებით იყო გამოწველი ... მით უმეტეს ისეთი როგორიც ნია ალბათ მისთვის ძალიან ძნელია ასე ცხოვრება ... არ ეკარებოდე ბიჭებს ბავშვობაში დარჩენილი ტრავმის გამო და მოდიოდეს რამდენიმე დღის გაცნობილი და გკოცნიდეს ასე თამამად ... შენ როგორც გამოუცდელი ვერ უწევდე წინააღმდეგობას და კიდევ ერთ აგურს უდებდე და საძირკველს უთხრიდე შენ უბედურ ცხოვრებას ... არა რას გამოჩნდა ეს ადამიანი მის ცხოვრებაში ? ვერ იყო თავისთვის ბედნიერად ? არ ჰქონდა უდარდელი ცხოვრება ? ნუ თუ არ აქვს უფლება იყოს ბედნიერი თავისთვის და არ არსებობდეს ადამიანი რომელიც მის გრძნობებს ასე აბუჩად იგდებს და ფეხ ქვეშ თელავს ? მისი ყოველი მოქმედებიდან ხედავდა რომ მას მხოლოდ ჟინის დაკმაყოფილება უნდოდა სამსონიასთან ... ნია კი ასეთი კატერგორიის გოგო არ იყო ამას ჯაჭვლიანი ჯიუტატ არ ითვალისწინებდა და მაინც თავისას აწვებოდა ... ძნელია არა ? ძნელია როცა შენთვის ცხოვრობ უდარდელად მაგრამ ეს დიდ ხანს არ გრძლებდება ... ამის შემდეგ არამგონია ნიაკოს ცხოვრება იყოს ისეთივე უდარდელი როგორიც 1 კვირის წინ იყო ... მაგრამ 21 წლის გოგოა და რამე მაინც უნდა გამოსცადოს რომ შემდეგ ბედნიერების გემო უფრო მძაფრად და გემრიელად შეიგრძნოს ... ვაკომ როგორც კი იგრძნო სამსონიას სახეზე ცრემლები მაშინვე გაჩერდა ძლივს მოშორდა მის ტუჩებს და ურცხვად შეიკურთხა -ამის დედას ამის დედაც ! ჯანდაბა რა გინდა ტოო ... რა გატირებს ... არ შეგიძლია ცოხვრებაში ერთელ გააკეთო თამამად ის რაც შენ გინდა? რაც მთელი გულით გინდა ? გადამრევ გადამრევ ! -შენ გადაირიე ხო ? თავი ჩემს ადგილზე წარმოიდგინე ! წარმოიდგინე როგორია როცა ბიჭებთან ურთიერთობა საერთოდ არ მქონია ... უცებ ჩნდები როცა გინდა მკოცნი ... მეიაზვები ... მაკონტროლებ ! მეორე წამს კი მიდიხარ და ტალახაძის ფლირტში ძირფესვიანად ებმევი ! მაგარია ხო ? არ შეგიძლია თავი გამანებო ? არ შეიძლება ? უბრალოდ შემეშვი ! -სახეზე ირონიული ღიმილი აუთამაშდა როცა ტალახაძეზე ეჭვიანობაში გამოიჭირა სამსონია ... უხეშად მოკიდა მაჯაში ხელი და მანქანაში ჩასვა ... თვითონ საჭესთან მოთავსდა და მანქანა დაძრა ... "სად მივდივართ ?" "გააჩერე მანქანა " მსგავსი კითხვებით და შეძახილებით ტვინი გაუბურღა მთელი გზა ეს კი ჯიუტად ითმენდა ყველა მის გამოხტომას და მოთმინებით ელოდა როდის გაჩუმდებოდა ... ნიამ თავისი სახლი რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა ... ისე დაატორმუზა მანქანა ჯაჭვლიანმა ამან კინაღამ მინები გაიტანა თავით ღვედი რომ არა კარგი არაფერი მოუვიდოდა ... -გადადი ! ბოხმა ბარიტონმა დასჭექა ნიას ისე შეეშინდა ცრემლიანი თვალებით შეიხსნა ღვედი და მანქანიდან გადავიდა ... სახლში აცრემლიანებული თვალებით ავიდა ... დედას და მამას არც კი მიესალმა ჭოჭინიდან ძმა ამოიყვანა და ოთახში შევიდა საწოლზე დასვა ფეხსაცმელები გაიხადა და გვერდით მოიუწვა ... ეს პატარა სიხარული კი თვალებ გაფართოებული უყურებდა და არც კი ფიქრობდა ხმა დაეძრა ... -არ შეიძლება ასე ხო პატარა ... არ შეიძლება დამპირდი ... დამპირდი რომ გაიზრდები ამისნაირი მხეცი ვირი და უტაქტო არ გაიზრდები ... დამპირდი გოგოეს გულს არ ატკენ ხომ მპირდები ჩემო სიცოცლე ? შენ ყველაზე მაგარი ბიჭი უნდა გაიზარდო ... იცი რა ? მე ამაზე პირადად ვიზრუნებ რომ გაიზარდო სამაგალითო უმაგრესი ბიჭი ! ყველას რომ უყვარდეს ! დარწმუნებული ვარ ამას შენითაც მოახერხებ ! არ შეიძლება ყველა ბიჭი ასეთი იყოს ? ხომ შეიძლება ეს ასე არ ხდებოდეს ? არ ტრიალდებოდეს ერთი ბედნიერი კუთხიდან მეორე უბედურ კუთეხეზე ცხოვრება ? მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ ! იმიტომ რომ მყავხარ შენ ! დედა მამა ანანო კოკა ირაკლი და ლუკა ... ის მყვავს თუ არა ეგეც საკითხავია ... მეკითხა რა უნდოდა რომ გავცოფდი და მოვთხოვე თავი დამანებე მეთქი ... ახლა თუ მართლა დამანება ? ხო და ძალიანაც კარგი დამანებოს ! - ცრემლები ღაპა ღუპით მოდიოდა და თან ძმას უზიარებდა გულის ტკივილს ... ანანომ დაურეკა და ფიქრებიდან გამოერკვია ... -ნია რამდენი ხანია გირეკავ კარგად ხარ ? ამოვდივარ შენთან და იცოდე სახლში თუ არ დამხვდები გადაგრძრავ ! -სახლში ვარ ანანო - ისეთი ხმით უთხრა ანანომ მაშინვე გათიშა და კარებზე დააზარუნა ცოტა ხანში კი ოთახში ელენე და ანანო იჯდნენ გამომცდელი მზერით ელენემ ბავშვი სანდროს გაუყვანა და თვითონ შვილთან შევიდა უფრო სწორად შვილებთან ანანო მისთვის მეორე სიცოცხლე იყო ... -საშინლად ვარ შენზე გაბრაზებული ! კიდევ ერთხელ დამტოვებ იმ ხისთავიანთან მარტო და იცოდე ჩემი სახელიც კი არ ახსენო ... -შენ გოგო ვერ ხარ ? კოკამ დამირეკა წამოდითქო ათასჯერ გითხარი ბოლოს ხელი ჩავიქნიე და მე ჩავედი მეგონა იმასთან მარტო გინდოდა დარჩენა ... -არ მიხსენო ! არ მიხსენო ! -დედა რა მოხდა ? ბალისში ჩადო თავი და ცრემლები თამამად გადმოყარა ... სლუკუნით მოყვა ყველაფერი და გულიც მოიოხა ... ანანოს და ელენეს სახეზე გაბრაზებისგან ალმური ადიოდათ ... ამას ეგონა ვაკოზე ბრაზობდნენ მაგრამ ჰა ? ეს აღმოჩნდა საბოლოოდ მაინც დამნაშავე ... -გოგო !!! რა გააკეთე ? თავი დამანებეო ? ხედავ ? აუუ ... და ამანაც ესე მოგიყვანა და დაგანება ხო თავი ? აუუ ... - წუწუნებდა ანანო -ვაიმე ღმერთო მომეცი გამძლეობა ... - ხელები ზემოთ აღმართა და თვალები მომაბეზრებლად აიქნია ელენემ - გოგო მაგას რომ შენთან სხვა გეგმები ქონდეს ესე მოგექცეოდა ? ... რატოა ეს ჩემი ასეთი სულელი ? დედიკო მომისმინე ... შენ ახლა ხარ შარზე ... დამშვიდდი და დავილაპარაკოთ ... ის რომ ეგ ბიჭი შენ ამდენჯერ გკოცნის არ ნიშნავს იმას რომ სხვანაირად გიყურებს ... ანუ სხვანაირად კი გიყურებს მაგრამ არა ისე როგორც შენ გგონია ... სანდრო და მე უნდა გენახეთ წარმომიდგენია რეებს იტყოდით ... მაგრამ ეს ბიჭი სხვაა ... და იცი რა ? მე მგონია რომ ვაკო კარგი ბიჭია ! და სიამოვნებით ვიყოლიებდი ეგეთ სიძის სახლში ! ასე რომ ... მე რა გითხრა ? შენი უჭკუობით სულ დაკარგე ეგ ბიჭი ... გავალ მე რამეს შემოგიტან ანანო წამომყევი ... შენ კიდე აბაზანაში შედი და შხაპი მიიღე ! არ დამანახო დეპრესიონერა ქალივით მოთქვამს ! - თავზე აკოცა და ოთახიდან გავიდა ანანო კი უკან გაიყოლა ... წყლის ჭავლის ქვეშ დადგა და ცხელი წყალი მოუშვა ... ცოტა გააგილა და შხაპის მიღება დაიწყო ... არ იცის რატომ მაგრამ ინსტიქტურად წარმღერა "love me like you do" ეს სიმღერა ასენებდა ფილმს რომელშიც სამწუხაროდ სიყვარულმა ვერ გაიმარჯვა ... იქნებ ასე მოხდეს ? მაგრამ იქნებ მეორე ნაწილიც გამოვიდეს ? იქნებ გაგრძელდეს მათი ცხოვრება და დასრუდლეს ბედნიერად ? იქნებ არის შანსი რომ ნიაც იყოს ბედნიერი ? ვაკოსთან ერთად ? არა არა რატომ ფიქრობ ამდენს ვაკოზე ?! ეს უბრალოდ იმის ბრალია რომ პირველი ბიჭია ვისთანაც ასე ახლოს მივიდა ან მოუშვა ... არ ვიცი არ ვიცი ... ნახევარ საათიანი შხაპის შემდეგ ინება და გარეთ გავიდა ... ელენემ ბევრი შოკოლადი შეუტანა და ანანოს ორცხოლებით სავსე ჯამი დააჭერინა ხელში ... საწოლზე დადეს და ნიას მიაჩერდნენ ... -ჰა ახლა ჭამე ! -მეღადავებით ? ამდენი რათ მინდა ? -ბედნიერების და სიყვარულის ჰორმონებს აღვიძებს - თვალი ჩაუკრა ანანომ და ორცხობილა შოკოლადში ამოუვლა შემდეგ პირთან მიუტანა და ძალით "შეტენა" პირში ... -ამას კიდე სიყვარულის ჰორმონების გაღვიძება უნდა ? - ჩაიფხუკუნა ელენემ და შვილს თმაზე მიეფერა ... -დედა ! ანანო ! -სამარეები ვართ ! - ჩაიფხუკუნეს და შოკოლადს შეექცნენ ... ნიას ამდენმა წუწუნმა გაჭრა და ანანო დაითანხმა ჩემთან დარჩიო ... ხვალ ჩემი ტანსაცმელი ჩაიცვი რა იყო პირველად ხდება ასეო ? ზომების უწყობდნენ ხელს ხო და ასე მოკალათდნენ ჩახუტებულები ერთ საწოლში ... -როგორ გგონია მოვა ? -აბა რას იზამს ! -და რა მოხდება ? -მოსახდენი მოხდება ... შენ რა განერვიულებს შენ არ იყავი რო გაიძახოდი თავი გამანებეო ? -ნუ მახსნეებ ! -კარგი ხო ... - გაიცინა და უფრო მიიხუტა დაქალი ... დილას ელენეს თავში ბალიშების რტყმამ გააღვიძა ორივე ... ქანც გაწყვეტილი დაეშვა საწოლზე ... არა საიდან ამხელა ენერგია ამ ქალს ? რავიცი რავიცი ... -თქვენ .. მე გამაგიჟებთ ! სკოლაში არ მიდიხართ ? -ვაიმე სკოლაა ... - ერთ ხმად წამოიკივლეს და საწოლიდან წამოხტნენ ... მუქი ლურჯი ჯინსი ჩაიცვა ბალეტკები და შავი მაიკა ... თმა შეიკრა ცოტა "ჩეიკრასკა" და სახლიდან გავიდა ანანოსთან ერთად ... სკოლაში მისულები სამასწავლებლოსთან დაიშალნენ ... ღიმილით აუყვა მეთერთმეტე კლასელების კლასს ... კლასში შესვლა და ბავშვების დაშათაფება ერთი იყო ... ცოტა ეუცხოა ... მაგრამ გაატარა ... იფიქრა ალბათ ასე ჩათვალეს საჭიროდო და გაეღიმა ... -აბა რას ვცუღლუტობთ ? - ღიმილით შეხედა ბავშვებს და უაკნ მჯდარ სიმპატიურ ბიჭზე გააჩერა მზერა ... რა ნაცნობი სახე აქვს ... რატომ არ ეცნობა ? ... გუშინ აშკარად არ ყოფილა ... -ჩვენთან ახალი კლასელი გადმოვიდა ... ერთ-ერთი გამოვიდა სიტყვით და თავით მასზე მიანიშნა ... -გუგა - ღიმილით აწია ხელი და გაეცნო ... -ნია ... - გაუღიმა და ბავშვებს შეხედა ... - ჰა ეხალა წიგნები ამოვიღოთ და წავიმეცადინოთ ცოტა ... გაკვეთიილი დამღლელად არ გასულა ... ისე მოსწონდა ბავშვები რომ ერთი სული ქონდა მეორე დღეს ისევ მისულიყო ... ბოლოს გაკვეთილს ატარებდა პატარა ბავშებთან ... მესამე კლასელი ბავშვები იყვნენ ... ერთ-ერთმა პატარამ ხელი აიწია მგონი ცოტნემ და სასაცილოდ გაისწორა ქოჩორი -მას თქვენ შეყვარებული გყავთ ? - ისეთი კითხვა დასვა აი ვითომ რომ არაფერი არადა ახლა ნიას სამყარო წამებში გაყინა ... ო როგორ ესიკვდილება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ... თავი მორცხვად ჩახარა და სიკვდილი ინატრა ... -არა არ მყვავს - ძლივს თავ აწეულმა ღიმილით გასცა პასუხი ბავშვს და გაკვეთილი განაგრძო -არავინ არ მოგწონთ ? - ამ ერთმა კითხვამ რომ ჩააფიქრა ცხოვრების რაობაზე მგონი ეგრე ვაკოს კოცნას არ დაუფიქრებია ... მოსწონს ? ჰმ ... რა იცის ... არც არაფერი არ იცის ... ახლა დაფიქრდა რა გრძნობა ჰქონდა მის მიმართ ? არაფერი ! სრულიადაც არაფერს გრნობდა ! მხოლოდ ბრაზს ... ან ... ან შეიძლება უბრალოდ ... უბრალოდ დანაშაულის გრძნობას ... იმის გამო რომ ასე ცუდად მოექცა გუშინ ... ზარის ხმამ გამოარკვია როგორც ჩანს ბავშვებს ისე გაუხარდათ ზარი აღარც გახსენებიათ კითხვა ესეც კმაყოფილი გავიდა კლასიდან და ანანოს შეხვდა ... -წავედით ? - გაუღიმა და კარისკენ უბიძგა დაქალს ... -წავედით - ანანომაც გაუღიმა და კარში გაყვა წინ მსვლელს გვერდით ამოუდგა და ხელში ხელი გაუყარა ... სკოლასთან ვაკო რომ დაინახა "ახალ მანქანას" მიყუდებული თვალები ბუდიდან გადმოუვარდა კინაღამ ... ნუ თუ ... ნუ თუ ეს ისაა ... ის მოვიდა ისევ ... ისე გაუხარდა გაუზრებლად მივიდა ბიჭთან და თავ ჩახრილმა სცადა კითხვის დასმა ... -მოხვედი ? -არა სხვაგან ვარ და გელანდები - ირონიულად ჩაიცინა და სივრცეს გაუსწორა თვალი ... მისი პასუხით ისე განაწყენდა ... ისე რომ შეეძლო ახლა რამე რომ ქონოდა ხელში დაუფიქრებლად ესროლა და ჩაერტყა ჯაჭვლიანისთვის ... მაგრამ განა ამაზე ბევად ცუდად არ აწყენინა მამაკაცს ? ამაზე ბევრად არ ატკინა გული ? რაღა უკვირს ?! უნდოდა ეკითხა " საჩხუბრად თუ მოდიოდი რაღას მომაკითხეო" მაგრამ თვალი გაუშტერდა როცა დაინახა როგორ წამოვიდა მეთერტემეტე კლასში ახლად გამოსული გუგა მათკენ ... და როგორ გამოყვა მას ქერა საყვარელი გარეგნობის ნიას ტოლა გოგონა ... -ნია ... - გაუღიმა გუგამ და მხარზე დაარტყა კაი ძმაკაცივით ხელი - წამო გაგიყვანთ ... -არ არის საჭირო ... ანანო ელოდება ! - ბოხმა ბარიტონმა დაიგრუხუნა მკაცრად და ნიას თვალების აწყლიანებაც გამოიწვია ... -არ მინდა გუგა მადლობა ჩემი დაქალი მელოდება სხვაგან მივდივართ ... მერე გნახავ ... დამეშვიდობა და იმაზე გამწარებული თუ როგორ შემოხვია იმ გოგოს ხელი ვაკომ ანანოსკენ მძიმე ნაბიჯებით წავიდა ... ყველაფერი უთხრა და ანანოს გაბრაზებაც გამოიწვია ... -ვერ გავიგე ნია რა გიკვირს ? ტიპს ეჩხუბე და მოთხოვე კატერგორიულად თავი დაენებებია ... და არამგონია ვაკო ისეთი ტიპი იყოს ვინმეს რამე ეხვეწოს მითუმეტეს გოგოს ... ხედავ როგორი გარეგნობა აქვს და როგორ ეხვევიან გოგოები გარს ბუზებივით ... შემომხედე ... ეს რეალობაა და არა კეთილი ზღაპარი ნუ გგონია აგეკიდება ... შენ მას აწყენინე და კარგს ნურც მოელოდები ... მიყვარხარ და მინდა ეს იცოდე ... ვაკო ეგეთი ტიპის ბიჭი არაა ! ეს თემა ამით დაუხრეს ... ცხოვრება ასე გადიოდა ხან გეწყინებოდა ხან გაგიხარდებოდა ... ხან გაბედნიერდებოდი ხან გაუბედურდებოდი მაგრამ ეს ამით არ მთავრდებოდა ... ზუსტად 3 თვე გავიდა ... 3 ტანჯული მონატრების თვე ... 3 ვაკოს გარეშე გატარებული თვე ... ნიას ცხოვრებაში 90 უბედური დღე ორმაგად და ოთხმაგად უბედური ამდენივე წუთი და წამი ... გარეგნულად დიდი არაფერი მაგრამ შინაგანად გაუბედურებული სული ... რომელსაც მხოლოდ ელენე და ანანო ამჩნევდნენ ... დედა და დაქალი ... ორი სულის ნაწილი ... ანანოს დიდი დაჟინებით ... დღეს კოკასთან და ბიჭებთან ერთად კლუბში მიდიოდნენ ... "ნიას გასამხიარულებლად" ვაკო ? ვაკო მიწამ ჩაყლააპა სკოლის წინ რომ ნახა იმ დღის მერე საერთოდ აღარ უნახავს გუგას ხომ არ კითხავდა ? არა ! უნივერსისტეტში ლექცის რამდენიმე დღე გააცდინა და საერთოდ დაიკარგა ყველა ჯიუტად დუმდა და ეს უფრო აუბედურებდა სამსონიას ... თეთრი მოკლე ფრიალა გიპიურის კაბა ჩაიცვა მაღლები მოირგო თმა გაიშალა ოდნავ გადაისვა მაკიაჯი და მზადაა ... შოკი მოკი ნუ ... ! ბიჭებმა გამოუარეს და წაიყვანეს ... კლუბში რომ შევიდა მძაფრი სუნი ცუდად მოხვდა ცხვირში ... ავკოჰოლის და სიგარეტის სუნის ნაზავი ... ო ღმერთო რა გულის ამრევია ! ბართან ჩამოჯდა და კაი დეპრესიონერა ქალივით დაიწყო რედბულ ვოტკას სმა ... ერთ ჭიქას მეორე მოყვა ... მეორეს მესამე ... და ასე შემდეგ გაგრძელდა ... საცეკვაოდ გავიდა ცოტა შებარბაცდა ვიღაცის ძლიერი ხელები რომ არა ძირს მოადენდა ზღართანს ... სუნი ? ჰმ ... როგორი სუნი აქვს ? როგორი ნაცნობი ... როგორი გემრიელი ... სასიამოვნო ჭკუიდან გადამყვანი ... რომელსაც ავკოჰოლის სუნიც ერწყმის ? ... ნუ თუ ... ეს ისაა ? ისაა ამდენი ხნის შემდეგ ისევ იგივე სურნელით და ტემპერამენტით ? მისკენ შეტრიალდა და თვალებში ჩააჩერდა ... -ოჰ ვიკადრეთ გამოჩენა ? - ირონიული ღიმილი აიკრა სამსონიამ ... -ბევრი დალიე ! - ბოხი ხმით უთხრა და აქეთ გადმოვიდა იერიშზე ... -ნეტა შენი შვილი როგორი იქნება შენსავით ჯმუხი ? -ვნახოთ ... მაგრამ ამას შენ ვერასდროს გაიგებ ... -ვითომ რატომ ?! -იმიტომ რომ ჩემ შვილს შენთან საერთო არაფერი ექნება ... -საერთო შვილზე რას იტყვი ? - ოჰო ... ნია სასმელმა გაათამამა ? ... როგორც ჩანს ზედმეტადაც კი ... -შენგან ? არანაირი სურვილი არ მაქვს - ირონიულად ჩაიცინა და გოგონას ხელები გაუშვა ... მისმა სიტყვებმა გული მტკივნეულად დაუსერა ... ფეხიზ წევერებზე აიწია და ვნებიანად წაეტანა მის ტუჩებს ... ზლაზვნით წავიდა კარისკენ და ბიჭიც თან გააგდო ... ჯაჭვლიანი მონატრებული ბაგეეების გემოთი იმდენაც ვერ ძღებოდა ვეღარც აცნობიერებდა მთვრალი გონებით რას აკეთებდა ... მანქანაში ძლივს ისვენებდნენ ... ვაკოს სახლის წინ რომ დადგნენ კარის გაღებაც არ აცადეს ერთმანეთს ... ისეთი ვნებით და ცხოველური ჟინით კოცნიდნენ ერთმანეთს მე გამაძრეს ქანცი ... საწოლამდე რომ მივიდა საქმე ისე აღმოჩნდა სამსონიას კაბა ძირს ვერც კი მოასწრეს გააზრება ... არც ერთი აღარ იყო ჭკუაზე ... გასაგიჟებლად და დიდი ნეტარებით კოცნიდნენ და ეფერებოდნენ ერთმანეთს ოთახში გამეფებულ სიჩუმედ მხოლოდ სიამოვნების კვნესა თუ არღვევდა ... იყო სიამოვნება წამიერად განცდილი ტკივილი და ისევ დიდი სიამოვნება ... შემდეგ გათიშული ძილი ... და ვაკოს ნამუსის და სინდისის ხმები ... როგორ მოიქცა ასე ? ახლა რა უნდა გაეკეთებინა ? არ იცის არ იცის ! დილას ნიას რომ გაეღვიზა ვაკო გვერდით ეწვა და ხმა მაღლა ფიქრობდა ... -მე ის არ მიყვარს ! არ მიყვარს და ცოლად როგორ მოვიყვანო ? როგორ შევძლებ მასთან ერთად ცხოვრებას ? - დაბნეული წამოდგა ფეხზე და აბაზანაში ისე შევიდა არც კი შეუხედავს და დაუნახავს გამოფხიზლებული და თვალებში ცრემლებ ჩამდგარი ნია ... გულზე ისე მოხვდა ეს სიტყვები ამას გუშინდელი "შვილზე" დებატები დამატებული რომ ... სიკვდილი ინატრა ... ცხოვრებაში პირველად სიკვდილი ინატრა ... სწრაფად წამოდგა ფეხზე ვაკოს ტელეფონი აიღო და ეკრანზე დაყენებულ ჯაჭვლიანის და მის გვერდით მდგომი "სკოლის გოგოს" "იმ დღეს რომ ნახა სკოლასთან მასთან ერთად 3 თვის წინ" ფოტოს შეხედა ... ცრემლები წამოუვიდა სწრაფად მოხსნა ბლოკი და მესიჯი დაუწერა "არ ვაპირებ ამ ღამის გამო შენთვის რამის დაძალებას ! ნახვამდის ვაკო ... შენ მე არ გიყვარვარ ... ამას შენი დილის სიტყვები და გუშინდელი "შვილზე" დებატებიც ამტკიცებს ... მე შენ არაფერს გთხოვ უბრალოდ ერთი დაიმასოვრე ... მე შენ ... სულ სულ მემახსოვრები და მეყვარები ..." პირველად გამოუტყდა სიყვარულში თავს ... სწაფად ჩაიცვა ტანსაცმელი და სახლის გზას დაადგა ... მისთვის არც დაუცდია ისე მივიდა სახლში და ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო ... გადაწყვეტილია აქედან უნდა წავიდეს ! აქ ვეღარ დარჩება ... ვცდილობ ცოტა გავწელო ... ძალიან სულ სწრაფი ვარ ... ალბათ ეს ჩემი ისტორიებიდანაც ჩანს ... მინდა მთლიანად პოზიტიური გამოვიდეს მაგრამ არც ის მინდა ზღაპარს გავდეს რადგან ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვერ ვუყურებთ ... ასე რომ ცოტა დავიტანჯოთ ... ძალიან არ გავტანჯავ ამ გოგოს ... მაქსიმუმ ერთი თავი ... ხვალ ბუუუმ თავი დაიდება ... გამიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების სახით ... მიყვარხართ ძალიან ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.