ირონია თუ ბედის საჩუქარი?! (თავი პირველი)
ახლაც, როგორც ყოველთვის მივაბიჯებ უკუნით სიბნელეში და ვგრძნობ სრულ ბედნიერებას. მაგრამ რა ბედნიერება კია უკაცრიელ ქუჩაში სეირნობა? როდესაც შენი თანამგზავრები მხოლოდ ლამპიონები, მთვარე და ვარსკვლავებია?, მაგრამ ხო! ჩემთვის ეს არის ბედნიერება! ზოგჯერ წვიმაც "შემოგვისეირნებს" ხოლმე და ასე ვიკრიბებით მარტოსულთა საზოგადოება. რა სჯობია იმ განცდას, როდესაც იცი, რომ შენ მთვარის "უკანონო შვილი" ხარ!. განა არ მყავს ნამდვილი მშობლები? როგორ არა... პირიქით ისინი არიან ერთადრთი სულიერი ადამიანები რომლებსაც წესიერად ვეკონტაქტები, მიყვარს და პატივს ვცემ, უბრალოდ ისინი ისე ვერ მიგებენ როოგრც "მთვარე მიგებს!" ალბათ ვინმე იფიქრებს, გააფრინა, ახლა ქუჩაში კი არა საგიჟეში უნდა იყოს და აბებს უნდა ყლაპავდესო, მაგრამ ნურას უკაცრავად, თქვენ წარმოიდგინეთ და და იმაზე საღად ვაზროვნებ, ვიდრე რომელიმე თქვენგანს შეუძლია ამის წარმოდგენა. მე ხომ სულით ხორცამდე რეალისტი ვარ!. ჩემი დახასიათებისას ვიტყოდი არავისგან არაფრით გამორჩეული, წყნარი, დამყოლი, მდორე და ბლა ბლა ბლა ვართქო, ან ალბათ კიდევ უამრავი უაზრო რამ, მაგრამ პირიქით, მე საშინლად გამოვირჩევი ხალხისაგან, ყველაფრით!. გარეგნობაზე ვერ ვიტყვი მახინჯი ვართქო, მაგრამ არც საოცრება ვარ.პატარა ცხვირი, დიდი წითელი ტუჩები, შავი თვალები,ამავე ფერის თმები, გამოყვანილი ტანი და გრძელი ფეხები მიბოძა განგებამ. არც ტვინი გადმომდის და არც ალფრედ აინშტაინი არ ვარ, უბრალოდ რეალისტი და მარტოსული გოგონა ვარ. თუმცა ეს სიმარტოვე მხოლოდ ჩემშია და ურცხვად დააბოტებს ჩემს ვენებში.რაც შეეხება ტირილს...ცრემლები ჩემთვის, სხვა, უცნობი განზომილებაა...განა იმიტომ, რომ ეს სირცხვილია? არა უბრალოდ ცხოვრების მიერ "კარგად ვარ გაწვრთნილი" და ორგანიზმს არ ძალუცს ცრემლების გამოყოფა არც გულს აღარ აქვს იმის ძალა რომ ტირილის ბრძანება გასცეს, თუმცა უგრძნობიც არ ვარ! იმაზე მეტად მოქმედებს ჩემზე ბევრი რამ ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, მაგრამ შემიძლია ამ გრძნობის დამალვა ღიმილის მიღმა. ბევრი ალბათ იფიქრებს, რომ ძალიან დეპრესიული და მაზოხისტი ვარ, მაგრამ არა! მმე ძალიანაც "მხიარული" ადამიანი გახლავართ, ოღონდ მხოლოდ ხალხში. რადგან ვფიქრობ, რომ მარტოობა ერთეულთა ხვედრია და ამისათვის დიდი ძალა გჭირდება რათა ღირსეული მასპინძლობა გაუწიო მარტოობას. ეს უბრალოდ ნიჭის ერთ-ერთი სახეობაა. ერთადერთი რის გამოც ჯერ კიდევ მყარად ვდგავარ ეს მომავლის იმედია...თუმცა ბოლოს წინა ძაფი მაშინ გაუწყდა გულს როდესაც ჩემს "მეგობარსაც" ჩამოვშორდი.სიმართლე რომ ვთქვა მასაც ვერ ვეწყობოდი მთლად კარგად, მე ხომ საერთოდ ვერავინ მიგებს. რთულია განსხვავებული აზრის ქონა, რადგან შენს გარდა ამ აზრს ვერავინ ჩაწვდება იმიტომ, რომ შენი თვალებით და შენი გადმოსახედიდან ვერავინ დაინახავს სამყაროს. სწორედ ასე ვერ დაინახა ჩემი გადმოსახედიდან ანამარიამაც ისევე როგორც სხვებმა და ამიტომ იოლ ფორმას მიმართა, უბრალოდ, ჩამანაცვლა. აი სწორედ მაშინ ჩაწყდა ბოლოს წინა ძაფი,რადგან ყველაზე რთულია იმის გააზრება, რომ ჩაგანაცვლეს და სადაც ადრე საჭირო იყავი იქ ახლა უკვე ზედმეტი ხარ!...სხვებთან ურთიერთობა კი თავად გავწყვიტე, რადგან ვერ ვეგუები ამ ყალბ სახეებს ცხოვრება ხოომ ისედაც ყალბია, მეკი მათ ყოლას მირჩევნია არავინ მყავდეს და დავდიოდე ამ უკუნით სიბნელეში "თანმხელბ პირებთან ერთად". სიყვარულს რაც შეეხება აქაც არ მიმართლებს. ერთი სიტყვით რთული ცხოვრებით ვცხვორობ უკვე მეთვრამეტე წელია და ამ დედა ნატირებ სამყაროში მაინც, ამდენი ტკივილის შემდეგ, მაინც მაქვს მომავლის იმედი. თუმცა არც ცხენზე ანხედრებული პრინცის მჯერა და არც ფიფქია და შვიდი ჯუჯას უღალატო მეგობრობის. ცხოვრებას ზედმეტად მკაცრია, ამიტომ რთულია გჯეროდეს ზღაპრების და სასწაულების.ალბათ ძალიან გამიგრძელდა ჩემი თავის აღწერა. დანარჩენს თანდათან თხრობაშიც გაიგებთ. დღეს უკვე ძალიან დავიღალე ამდენი ფიქრით და სიარულით, ამიტომაც ახლა სახლის გზას მივუყვები.ოთხში როგორც კი შევედი, წამსვე მოწყვეტით დავეცი ლოგინზე და გადავეშვი არარსებულ სამყაროში, სადაც ხანდახან მიანც ვარ ბედნიერი. მეორე დილით, სკოლაში როდესაც წავედი და კლასში შევდგი ფეხი დავინახე 25წყილი სიყალბით აღსავსე თვალები და მაშინვე "დავიგრუზე". მერხთან უხალისოდ მივედი და დავჯექი. ჩემს გვერდით ანამრია ჯდება როგორც ყოველთვის, ამიტომ არც ახლა დარღვეულა ჩვეულება. გაკვეთილი დაიწყო და ზარის ხმის თანავე მომესმა ანამარიას ხმა -პრივეტ ანიტა -პრივეტ ანამარია -როგორ ხარ?-მისი "ინტერესიანი" თვალები მომაპყრო -კარგად! -კარგია-გამიღიმა უსიამოდ, თითქოს ელოდა უფრო მეტს ვიდრე მიიღო. მეც მოვუხმე ჩემს ზრდილობიანობას და უემოციოდ შევეკითხე -შენ როგორ ხარ? -კარგად, ძალიან კარგად-ამ სიტყვებში იმხელა ენთუზიაზმი ჩააქსოვა ეტობა ეგონა ვკითხავდი რატომ იყო კარგ ხასიაზე. -კარგია- ვუთხარი ჩაძიების ნაცვლად და ნაძალადევად გავუღიმე.გაკვეთილები როგორც იქნა ძლივს დამთვარდა, მაგრამ არ გეგონოთ რომ არ ვსწვლობ კარგად, პირიქით წელს ხომ ბოლო წელია ჩემი სკოლაში ყოფნის და თანაც 1თვეში სწავლაც მთავრდება და გამოცდბი მეწყება.-ვფიქრობდი ჩემთვის როდესაც ჩემი კლსელების "ბლატავი" გავიგონე -ერთი გაიძახოდა გოგოზე ყოველთვის გავლენა უნდა გქონდეს და აგრძნობიო რომ მასზე მაღლა დგახარო.- მეორე გაიძახოდა გოგო არ უნდა მუშაობდესო და ბავშვებს უნდა უვლიდესო.-მოკლე კაბებს არ უნნდა იცმევდესო, შენს გარეშე არ უნდა დადიოდეს რესტორნებშიო და მგავსი დებილობები. ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსოო და მათთნ მივედი -ჯერესერთი 2წლის ბავშვივით აზროვნებთ, მერე მეორე 19საუკუნეში ჩარჩენილებივით მსჯელობთ, მერე მესამე ბიჭი შესაძლოა ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ გოგოს სულიერად იმაზე მეტის ატანა შეუძლია ვიდრე თქვენ წამრმოგიდგენიათ, მერე მეოთხე გოგო კუხნაში კიარა თუ მას სურს უნდა მუშაობდეს რომ ელემენტარული რომ მოუნდეს თქვენ არ გეღრიტინონ ამაზე, მერე მეოთხე გოგოს თუ ენდობით და გიყვართ მოკლე კაბითაც უნდა გაატარო და მარტო რესტოანში უნდა გაუშვა. მაშინ რად გინდა გოგო თუ გალიაში გამოკეტე და მარწუხებში მოაქციე? ან სუნთვის გრაფიკიც დაუნიშნე? -მომავალ იურისტს დაგვიხედეთ რა აზრები აწუხებს... -ამის მოსმენაზე ბრაზი მომაწვა მაგრამ 2ჯერ ჩავისუნთქე და მივუგე -ეგ მომავალი იურისტი თქვენზე ჭკვიანია და მშვენიერი აზრებიც აწუხებს, თქვენგან განსხვავებით ანზროვნებით განვითარდა და ჰომო ჰაბილისად არ დარჩა. -მერე გაიძახიდნენ -ვაუ შეხედეთ და ბლა ბლა ბლა. ამათ აღარ მოვუსმინე და კლასი დავტოვე.ეს დღე ჩვეულებრივად დამთავრდა ისევე როოგრც შემდეგი ერთი თვე: სკოლა, სწავლა, მუსიკები, ფიქრი, ღამე, მარტოობა და ძილი. ეს ყველაფერი ყოველ დღე რადიოსავით იხვეოდა და მეორდებოდა. ერთხელ ჩვეულებრივ სახლში ვბუნდბოდი ძალიან გახარებული ვიყავი რადგან არდადეგები დაიწყო.გადავწყვიტე სახლში მეორე გზით წავსულიყავი რომელსაც არც ისე ხშირად ვიყენებდი რადგან ცოტა საშიში იყო, მაგრამ ახლა გულმა იქეთკენ გამიწია. როგორც ყოველთვის ახალაც მუსიკებს ვუსმენდი და ვფიქრობდი ათასგავრ რამეზე. უცებ რაღაც ძალიან მაგარს შევეჯახე თავით. რომელიც ისე ძლიერ მივარტყი, რომ მგონი კოპი მქონდა. უკან დავიხიე მაინტერესებდა, ეს ძალიან მაგარი რაღაც რა იყო და ჰოი საოცრებავ! ჩემს წინ იდგა ჩემზე კიდევ უფრო მაღალი, დაკუნთული, ცისფერთვალება ჭაბუკი. უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან სიმპატიურ "რაღაცას" შევეჯახე. თუმცა ის კოპებ შეყრილი იდგა ჩემს წინ. -ჰეი გოგონი, გზა ხომ არ აგებნა?ან თვალებში ვერ იხედები? -მშვენივრად ვიცი სახლის გზა და ჰო თვალებში ვიყურები, რადგან სათვლე არ მიკეთია და არც ბრმებისათვის განკუთვნილი ჯოხი მიჭრავს ხელში -კიდევ აქეთ გადმოდიხარ შეტევაზე? -ნუთუ ბოდიშს ელოდები?- ხმაში ირონია ჩავაქსოვე -ოუ პატარა ქალბატონო ერთი შენს გამბედაობას დამიხედე რა -როგორ დაგიხედო გამბედავობას?დიდო ვაჟბატონო ის ხომ ნივთი არ არის? -ჩემს მოთმინებას ნუ ცდი- თქვა და თალი ჩამიკრა -არაფერსაც არ ვცდი. გაიწი სახლში მეჩქარება.-უკვე რომ ვერაფერიი თქვა მერე მოიფიქრა -აქ ცხოვრობ? -არა შენს მოსანახულებლად მოვედი, კიდევ კარგი რომ გნახე -საკვირველია, არასოდეს შემინიშნიხარ -ვითომმ აარ შეუმჩნევია ჩემი ირონია -შენ თვალს გაკლია რა ჩემი ბრალია? -იქნებ იმის ბრალია, რომ დიდი ვერაფერი შესამჩნევი ხარ და ახლა ამის აღიარება, რომ არ გინდა მაგიტომ მტენი თვალის ავადმყოფობას? -კარგად ცდილობ- ვუთხარი ღიმილით -მაგრამ ვაი, რომ არაფერს არ გტენი, განა თვითონ არ დამეჯახე? -კარგი, კარგი მაგაზე პასუხი მერე იყოს!... რა გქვია? -ვოუ მერე იყოს? იმედი გაქვს რო? შენი აზრით ყველა ვინც სახელს მკთხავს პასუხსაც მიიღეებს? ანდა რატომ გაქქვს საერთოდ რამის იმედი? -პატარა ქალბატონო, ჯერესერთი მე ამაშიი იმედი არ მჭირდება, მეორეც მე ყველაში არ შევდივარ და მესამეც რათქმაუნდა ყველას არ ეტყვი სახელს- სიმაკცე იგრზნობოდა ბოლო ფრაზაში რაზეც მე გამეცინა. -შენს თავში დარწმუნებული იდიოტი ხარ! -შენ ახლა შეურაწყოფა მომაყენე? -თურმე აზროვებ კიდეც-არც ღიმილი და არც ირონია არ დამიკლია - მან კი უცებ ხელი მომკიდა და კედელს მიმაყუდა, მერე კი თვლებში დამიწყო ყურება. მეც უფრო ახლოს მივიწიე და მის ბაგეებს ლამის შევეხე. უცებ ხელები გამიშვა მე კი დრო ვიხელთე და ხელიდან დავუსხლტდი. -აი ჭკვიანიც რო იყო კაი იქნებოდა- ვუთხარი სიცილით -პატარა, ცანცარა ქალბატონი- გამოსცრა კბილებს შორის -პირველისათვის ცუდი დასაწყისი არ იყო- ვთქვი, თვალი ჩავუკარი და წინ წავედი. უცებ მომესმა მისი ოდნავ ბოხი ხმა -რას გულისხმობ? -აი მიხვედრილიც რომ იქნბი მერე ვილაპარაკოთ-ბაგეზე ღიმილი გამომესახა და ჩუმდ ვთქვი განახებ ვინცა ვარ... ბიჭმა კი თავისთვის ჩაიჩურჩულა- ჭკუას გასწავლი პატარა ქალბატონო! ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი სახლს და ამ დროს გამახსნედა მისი ცხელი სუნთქვა ჩემს ბაგესთან. უცებ მუცელში რაღაც სასიამოვნო ტკივილი ვიგრძენი. ალბათ გაგიკვირდებათ ტკივილი და სასამოვნო ვის გაუგიაო? მაგრამ ხო! თითქოს მუცელში გამიარა დინოზავრმაც, ვეშაპმაც, ფლორამაც და ფაუნამაც, ამან კი ჩემს სახეზე ღიმილი გამოიწვია.არა ეს უეჭველად ბედის კიდევ ერთი ირონია იყო, რომელიც ვგრძნობ, რომ გულიდან გამავალი უკანასკნელი ძაფი იქნება, რომელიც ბეწვზე ჰკიდია.თუმცა რატომ? ის ხომ არავინაა? ერთი თავის თავში ზედმეტად დაჯერებული შტერია. თუმცა სიმაპატიური შტერი!.არა ანამარია მოიშრე ეგ სულელური აზრები და დატკბი არდადეგებით.დღეს ძალიან დავიღალე მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დღის 4საათია. ამდენი ფიქრისაგან გადავიტვირთე და ჩამეძინა.ღამის 3საათი იყო, რომ გამეღვიძა და ვეღაც დავიძინე, ამიტომ გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი. გავუყუევი იმ ქუჩის გზას სადაც ის ბიჭი "გავიცანი". როდესაც იმ ადგილს მივუახლოვდით სადაც ვსაუბრობდით უეცრად, ჩემდა უნებურად ტუჩებზე დავისვი ხელი, ფიქრებში წავედი და ღიმილ შეპარული ვიყურებოდი წინ, თუმცა ჩემი ხედვის არე დახშული იყო, მხოლოდ ვიღაცის სილუეტს ვხდევადი.... ესეც ასე დაგიბრუნდიით :D მართალია დიდი პაუზა გავაკეთე მარა არ მეცალა მანამდე. თუ მოგწონთ და ღირს გაგრძელება დააკომენტარეთ, გამაკრიტიკეთ კიდეც და რჩევებიც მომეცით ჩემი პირველი მოთხრობით დიდად კმაყოფილი არ ვარ მაგრამ მგონი არც მთცალად ცუდი არ გამოვიდა. იმედი მაქვს თანდათან დავხვწ და გავამართლებ იმედებს. მიყვარხართ ძალიან |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.