შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღლა მთაში, ანგელოზი დავინახე!(3)


1-05-2015, 00:01
ავტორი Tay194
ნანახია 4 207

დილა ძალიან უაზროდ დაიწყო.ცოლი მოყავს ბიჭს, რომელსაც ჯერ არცერთი გოგოსთვის არ შეუხედავს სერიოზულად და არც კი იცის რა გრძნობაა სიყვარული.არ გამოუვლია ის ბედნიერი წამები, წუთები და დღეები რომლესაც სიყვარული მართავს, როცა შენ გიმორჩილებს.შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბედნიერება წინ აქვს გუგას, რადგან პირველი სიყვარული ყველაზე მაგარი გრძნობაა რაც ადამიანს ოდესმე განუცდია.მაგრამ საკითხავი ისაა თუ საერთოდ შეუყვარდება და ყოველთვის ისე არ შეხედავს გოგოს, როგორც ერთი დღის გასართობ ნივთს, რომელიც რამდენად ღირებულიც არ უნდა იყოს მეორე დღეს ფასი ეკარგება და საბოლოოდ იშორებს თავიდან.მოკლე ურთიერთობები ეს თვითონ გუგაა.მიუხედავად იმისა რომ 25 წლისაა ცოლის მოყვანაზე არ უფიქრია, უფიქრია კი არა არც გაუფიქრია არასდროს, ან სად ეცალა ამდენი ფიქრისთვის. თავისი ცხოვრების გადამკიდე სულ სკანდალებშია და ყოველთვის იმას ცდილობს მტრები არ გაახაროს და საქმე მშვიდად წარმართოს.ხშირად იმაზეც უფიქრია, რომ კარგი იქნებოდა არ ყოფილიყო გუგა ციციშვილი და ყოფილიყო უბრალო ჩვეულებრივი ადამიანი, იქნებ მაშინ ეპოვა ნამდვილი სიყვარული, იქნებ მაშინ გამოეცადა ეს გრძნობა. ხვდება რომ თავისი პიროვნებიდან გამონდინარე მიუხედავად იმისა, რომ შეშაშური ვიზუალით გამოირჩევა, რომელსაც მოვლილი და ნავარჯიშები სხეულიც ემატება ხვდება, რომ გოგოები მისი ფულით უფრო ინტერესდებიან და არა იმით თუ როგორია გუგა შინაგანად, როგორი პიროვნებაა. არავის აინტერესებს მისი შინაგანი სახე და ზუსტად ამიტომაა, რომ მის თვალში ყველა გოგის ფასი აქვს დაკარგული და ყველა ერთ ქვაბში ყავს მოხარშული.ყველა გოგო მისთვის გასართობი ნივთია და სხვა არაფერი.არ იცის როგორ შეეწყობა ცოლს, ცოლი რა სათქმელია მაგრამ ასე გამოდის.ალბათ ზედაც არ შეხედავს და გოგოებთან ისევ განაგრძობს დღეების გატარებას, მოკლე ურთიერთობებს გააგრძელებს, მაგრამ ახლა უფრო ფრთხილად იქნება.დილით ადრე ადგა, ივარჯიშა, მთელი ენერგია დახარჯა და შინ დაბრუნდა.უცებ გაახსენდა რომ დღეს მიდიან ყაზბეგში გოგოს სანახავად.ცოტა ჩაეცინა კიდეც, ვის გაუგია ოცდამეერთე საუკუნეში ეს გარიგებები და ასე შემდეგ.მის თვალში უკვე ყველაზე დაბალ დონეზე დგას მისი მომავალი ცოლი, რომელიც ასე უბრალოდ თანახმაა რომ უცხოს გაყვეს. ალბათ ისიც ფულს არის დახამებული და ამას იმიტომ აკეთებს.მახინჯი იქნება,აბა მთაში გაზრდილი გოგო როგორი უნდა იყოს მოუვლელი და მახინჯი.ეჰ გუგა რა გელოდება შენ რომ არ იცი!უცებ ხმამაღლა დაილაპარაკა და აბაზანაში შევიდა

-მარიამ ხომ გითხარი ჩემს ოთახში დაუკითხავად ნუ შემოდიხართქო!გუგა ხმაურზე მალევე გამოვიდა სააბაზანოდან და პატარა ძმიშვილის დანახვისას, სახეზე ღიმილი მოეფინა
-ბიძიაააა.პატარა მალევე გაიქცა ბიძასთნა, გუგამაც ხელში აიყვანა და დააბზრიალა
-ბავშვს ნუ მომიკლავ!გუგამ ახლაღა დაინახა კარებთან აკრული ძმა გივი
-ზურას შენ ხომ არ ებაზრე ჩემ ცოლის მოყვანაზე?(გუგა)
-გაგიჟდი?!მე მაგას გაგიკეთებდი?!მაგრამ ისე ღირსი ხარ!ბიჯო მოიყვან იმ გოგის და იქნებ შეგიყვარდეს კიდეც, შენს ოჯახს არაფერი ჯობს. იცოდე შეგიყვარდება და ნახავ!გივიმ გაიღიმა და ოთახში მოთამაშე მარიამზე ანიშნა.გუგა ბავშთან მივიდა და აწითლებული ფუმფულა ლოყები სულ დაუკოცნა
-მარიამ რა გიყიდოს ბიძიამ?(გუგა)
-ბარბის თოჯინა, კიდევ ჩანთა და პომადა
-რათ გინდა გოგო პომადა?დაუღრინა გივიმ თავის შვილს
-მამიტო მინდა პომადა მე ხომ ბარბი ვარ.მარი გაიბუტა და გუგას აეკრა
-კაი, აი ნახე როგორი პრინცესული ჩანთა და პომადა გიყიდოს ბიძამ!(გუგა)
-სულ შენი გარყვნილია ეგ ბავშვი!(გივი)
-კაი ერთი!წავედი მე!(გუგა)
-სად მიდიხარ უკვე უნდა წავიდეთ ხო იცი?(გივი)
-მოიცა რა ნუმახსენებ თუ ძმახარ!თქვენ წადით და მე მოვალ იქ მარტო. რატის რეპლიკევის მოსმენის თავი არ მაქვს მანქანაში!(გუგა)
-კარგი მაგრამ იცოდე არ დაიგვიანო და მე გთხოვ იმ გოგოს უხეშად არ მოექცე!(გივი)
-ეგ უკვე ჩემი საქმეა!გუგამ მალევე გაიხურა კარი და წავიდა

**************
-ზურა როგორ ფიქრობ გუგა რამეს ხომ არ ავნებს იმ გოგოს?ეკა მეუღლესთან მივიდა და პერანგი გაუსწორა.ზურაც მაშივე სარკის წინ დადგა და თავის სილუეტს დააკვირდა
-რა უნდა დაუშავოს ეკა, ჩვენი ბიჭი მხეცი ხომ არ არის?თითქოს გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ზურამ როცა ეკას ასეთი სიტყვები მოისმინა
-ხომ მაგრამ..
-არავითარი მაგრამ!შეეწყობიან და იქნებ ერთადაც იყვნენ!(ზურა)
-ნეტა ის გოგო ძაალიან შეუხედავია?არა შეიძლება მთაშია გაზრდილი და ქცევები არ იცოდეს ეგ არაფერი ვასწავლით,მაგრამ ხო იცი ჩვენი წრისათვის რავიცი რავიცი, თან გუგა ძაალიან კარგი, სიმპატიური ბიჭია.(ეკა)
-კარგი რა ეკა, როგორ გიყვარს შენი ბიჭი!ასწავლე მერე იმ გოგის ქცევები ეგ გაგიჭირდება?!ზურა ეკას შეუტრიალდა და დაბნეულ მეუღლეს ლოყაზე აკოცა
-არვიცი არვიცი!ეკამ თავი გააქნია და ლამაზი კაბა გამოიღო თავისი გარდიროვიდან
-მისმინე იმ გოგოს ყველა კარგად მოვექცევით.არამგონია გუგამ იმ გოგოსთან ცალკე ცხოვრება მოინდომოს, ალბათ ისიც აქ გადმოვა და ჩვენ არ მივცემთ უფლებას რამე ცუდი აკადროს და უთხრას!(ზურა)
-ისე ლაპარაკობ ვითომ გუგას არ იცნობდე!(ეკა)
-ხო ვიცნობ და აქ იცხოვრებენ ასე აჯობებს!(ზურა)
-ნეტა ის გოგო რას ფიქრობს ასე უცხოებს რომ მოგვყვება?!(ეკა)
-ეკა გოგომ არაფერი იცის!ყველაფერი მე გავარკვიე. ასე მითხრეს კარგი, ლამაზი, პატიოსანი გოგოააო, ისეთი ჩვენს ოჯახს რომ ეკადრება!მშობლებს მისთვის არც უკითხავთ აზრი!ეკა ზურას გაოგნებული უყურებდა და არ სჯეროდა, რომ მშობლები ასე უკეთებდნენ თავის შვილს და ფაქტიურად ფულზე ყიდიდნენ
-რატომ?შვილს ასე ცუდად რატომ ექცევიან?(ეკა)
-რატომ?ან ცუდად რატომ ექცევიან?უჭირთ და თავიიანთი შვილის მომავალზე ფიქრობენ. მე ხომ მას არაფერს მოვაკლებ!კარგი გავედით!(ზურა)
-ზურა გუგამ იცის რომ ის გოგოც თანახმაა!ეკამ კარებთან მიმავალ ქმარს დაუძახა
-ვიცი!ასე აჯობებს შენ არაფერი უთხრა!ეკაც მალევე გამოვიდა ოთახიდან და მეუღლესთან ერთად მისაღებ ოთახში ჩავიდა, სადაც რატი და გივი იცდიდნენ
-გივი შენი ძმა სად არის?ეკა თავის უფროს შვილს მიუბრუნდა
-ეკა, გუგამ მეთვითონ მოვალ პირდაპირო!(გივი)
-რატი შვილო შენ ხომ არ ელაპარაკე?(ეკა)
-არა ეკა დეიდა, დღეს არც მილაპარაკია, გუშინ მომახალა ცოლი მომყავს და შენც წამოდიო!(რატი)
-რომ არ მოვიდეს?ეკა ახლა ზურას მიუბრუნდა
-მოვა ეკა აბა სად წავა!დაწყნარდი, კარგი წავედით ჩვენ.ზურამ სწრაფად გამოაცხადა და სახლიც მალევე დაცარიელდა

*********
დილით თავის ოფისში წავიდა, უხმოდ შეაბიჯა თავის სამფლობელოში და მაგიდას მიუჯდა.თვალი გადაავლო თავის კუთვნილებას და გაიფიქრა,თუ რა ბედნიერი უნდა ყოფილიყო ახლა ის გოგო, რომ ასეთი ქონების ბიჭს მიყვებოდა ცოლად თან უსიმპატიურეს ბიჭს.არა მაინც რა აცინებს ვერ ხვდება, ეტყობა სიმწრის სიცილია!ნეტავ როგორია ის გოგო?!იქნებ ისეთი მახინჯია რომ ვერსად ვერ გამოაჩენს, ასე ხომ მისი ავტორიტეტი შეილახება,ეს ვინ მოუყვანიაო ყველა რომ იტყვის
-ბატონო გუგა შეიძლება?ფიქრებიდან მდივნის ხმამ გამოიყვანა
-რა ხდება?(გუგა)
-დღეს სხდომას არ ჩატარებთ? ყველა თქვენ გელოდებათ
-არა დღეს ყველაფერი გადადე!(გუგა)
-კი მაგრამ..
-არავითარი მაგრამ! ვერ გაიგე რა გითხარი?!(გუგა)
-კარგით ბატონო გუგა.გოგონამ მალევე დატოვა ოთახი და გარეთ გავიდა.გუგაც წამოდგა და სახლში წასვლა გადაწყვიტა.სწრაფად მივიდა სახლში, გადაივლო, მოემზადა და ქვევით ჩავიდა. ახლაღა შეამჩნია, რომ სახლში მხოლოდ მოსამსახურე,მარიამის ძიძა და მარიამი იყო!წასულანო ხელი ჩაიქნია და იქვე სავარძელში მოთავსდა.რატომღაც დალევა გადაწყვიტა, ზურას სანაქებო კონიაკი გადმოიღო და მთლიანად გამოცალა.საშინელი სიმთვრე კი აქვს,მაგრამ ახლა რომ არ დალიოს არ შეუძლია.თავიდან არაფერი ეტყობა მერე მოაწვება ხოლმე სიმთვრალის სიმბტომები.იქნებ კარგიც არის! ჯერ კარგად მშვიდად წავა და იქ რომ მივა აღარ მოუწევს ყველაფრის მოსმენა და თავისთვის საკაიფოდ იქნება.მალევე დატოვა სახლი,ნამდვილად არ ქონდა ეკას საყვედურების მოსმენის თავი.ყაზბეგში პირველად 15 წლის იყო რომ ჩამოვიდა.მაშინ ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა კიდევ ჩამოსულიყო,მაგრამ ვეღარ მოახერხა.აი ახლა მოდის და გრძნობს როგორ მონატრებია მთა,როგორ ხარბად სუნთქვას რომ კარგად შეიგრძნოს მისი სურნელი.ყველაფერს კარგად აკვიდება და ცდილობს ძველი მოგონებები აღადგინოს.შუა გზაში იგრძნო როგორ დაებინდა გონება და სულ სხვაგან წავიდა.სასმელმა აშკარაგდ იმოქმედა, სულ არ ახსოვდა ახლა მისი აქ მოსვლის მიზეზი.გათიშული გადავიდა მანქანიდან და იმ მთას გაუყვა, სადაც ბიჭები იკრიბებოდნენ ხოლმე დარბოდნენ და თამაშობდნენ.მთელი გონება დაბინდული ჰქონდა. ვერაფერს ვერ ხვდებოდა, სასმელს სულ დაემორჩილებინა და თითქოს მთლიანად განაგებდა მის ქმედებებს.გუგა უფრო შორს შევიდა და დაინახა გოგო, რომელიც იქვე იჯდა.გოგო უკნიდან კარგად შეათვალიერა და მოეწონა.მართლაია სახეზე ვერ დაინახა, მაგრამ მაინც შეამჩნია მისი ულამაზესი ფორმები.მისმა სურნელმა გუგამდეც მიაღწია და სულ ჭკუიდან გადაიყვანა.რატომღაც მოუნდა მისი ტუჩების დაგემოვნება და ახლა აქ რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად გატარებდა ერთ ღამეს ამ გოგოსთან.ან იქნებ აქვე სცადოს რატომაც არა!ამის გამო ახლა რომც ჩამოახრჩონ მაინც არ გაჩერდება და თავის ჟინს მაინც დაიკმაყოფილებს.ტუჩის კუთხე ჩატეხა და სიამოვნებით აღსავსე თვალებით კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგოს ფიგურა და მისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა
************
გარბის, მაგრამ არ იცის სად, სად აქვს წასასვლელი,სად უნდა გაიქცეს? ვერსად ვერ წავა.ამ წუთში ეზიზღება მშობლები, რომ ასე დაუნდობლად მოექცნენ, ასე დაუკითხავად გადაწყვიტეს მისი ბედი ისე, რომ არც კითხეს.ნუთუ ისეთი ცუდო შვილია,რომ ამის ღირსად არ ჩათვალეს.არა, არ სჯერა ვერ ხვდება რა ხდება,მხოლოდ ის უტრიალებს თავში რომ თხოვდება უსიყვარულოდ!მას შეყავრებულიც კი არ ყოლია,ის პირველი კოცნაც კი არ აქვს გამოცდილი,რომელიც ყოველთვის ტკბილ მოგონებად რჩება.მთაში ავიდა, იქ სადაც ცასთან ახლოს არის,იქ სდაც მარტო რჩება. უნდა იფიქროს, ბევრი იფიქროს თუ რა გააკეთოს.მხოლოდ ცრემლები მოსდის და მის ლამაზ სახეს იმორჩილებს.უნდა ხმამაღლა იყვიროს, მაგრამ ვერ ყვირის. ახლა ისიც უნდა თავს რამე ავნოს,მაგრამ ეშინია, ეშინია რომ ამით ვერაფერს გამოასწორებს და პირიქით უფრო დაინგრევს ცხოვრებას, რადგან ამით ბევრს ატკენს გულს.აი ამდროსაც კი როცა ასეთ დღეში მაინც სხვებზე ფიქრობს.ასე გაყურებდა მთებს და იმ ლამაზ პეიზაჟს,რომელიც მის თვალწინ იშლებოდა.უცებ იგრძნო როგორ შეეხო მის სხეულს ძლიერი ხელები.შეშინებული შეხტა და როცა შეტრიალდა,მის წინ ასვეტილი მამაკაცი დაინახა, რომელსაც თვალები სულ ჩაწითლებული ქონდა. ალკოჰოლის მძიმე სუნმა ცხვირი აუწვა, ცრემლები უცებ მოიშორა და გადაწყვიტა უცხოს გასცლოდა.ფეხზე წამოდგა და ნაბიჯი უკან გადდგა,როცა მამკაცი უფრო მიუახლოვდა. ხელები წელზე შეუცურა, ცალი ხელი საჯდომისკენ წაიღო და თავი მის თმებში ჩარგო
-ანგელოზი ხარ?!გოგონა მამაკაცის ბოხმა და სიმკაცრე შერეულმა ხმამ უფრო დააბნია და შეშინებულმა მის ძლიერ მკლავებში, ფართხალი დაიწყო
-გამიშვით!მუშტებს ურტყავდა მის წინ ასვეტილ 2 თავით მაღაც სხეულს, მაგრამ უშედეგოდ. ბიჭმა უფრო მოხვია ძლიერი ხელები და ისე ახლოს მიიკრა გულზე ელენა მთლიანად მიეყრდნო მის ცხელ სხეულს.მალევე მოხვდა სახეზე მისი ცხელი სუნთქვა შემდეგ კი მისი ცხელი ტუჩები, რომლებმაც სხეულის მის ყველა ნაწილზე დაიწყეს ნელნელა გაბატონება


ესეც ახალი თავი უღრმესი მადლობა ვინც კითხულობთ და ელოდებით



№1  offline წევრი AnnMadridista

Auu dzaanmagariaa <33 Malee Dade Raa :***

 


№2  offline წევრი ninucela

მალე დადეეეე :*

 


№3  offline წევრი Black girl

აუუუ ძააან მაგარიი ისტორიაა მე ძაან მომეეწონაა გააგრძელეე <3 love love da male dadaee raaa <3 ^_^

 


№4  offline წევრი lika

male dade gtxov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent