შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულს მოგცემ - 8


1-05-2015, 00:01
ავტორი D-roni
ნანახია 6 276

ქუჩაში სულ ქურდივით მიიპარებოდა ... სახლამდე ტაქსით მივიდა და სულ აქეთ იქით იხედებოდა ვაი თუ ვინმემ დამინახოსო ...
რამდენიმე დღე ასე გაატარა სახლიდან არც კი გასულა ... ბავშვი კინაღამ შექანდა სახლში ... სანდრო და საბა იკკლებდნენ მთელ სახლს ...
ერთხელ გავიდა მხოლოდ სახლიდან ისიც ქუდი დაიფარა ...
თავის თავზე ეცინებოდა ...
სასაცილო არ იყო თუ ? ... იყო რა თქმა უნდა იყო ...
თბილისი მოლში წავიდა და კაბა იყიდა ...
მუქი შინდის ფერი ფეხზე ჩახსნილი ... ო როგორ უხდებოდა თქვენ რომ იცოდეთ სულ ნერწყვებს გადაყლაპავდით
ნამუ ნამუ ...
ქორწილის დღე დადგა ... სალონში წავიდა თმა გაიშალა
მსუბუქი მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი მაკიაჟი გაიკეთა ...
სახლიდან უნდა გასულიყო დედამ და მამამ რომ გამოუცხადეს სანდრო მიგვყავს და მივდივართ სტუმრადო "მიიპარებოდნენ სტუმრად"
ბოიკოტი გამოაცხადეს მშობლებმა !
უფრო სწორად შეთქმულება ...
არც შეწინააღმედეგებია ბავშვი მოამზადა ტაქსში ჩაჯდა ჩაისვა და ეკლესიაში წავიდა ტაქსისტ დალოდება თხოვა
ანანომ რომ დაინახა ცრემლები "ბედნიერების" ძლივს შეიკავა ...
ისეთი ლამაზი იყო თეთრ კაბაში ...
კოკას უყურეთ რა ...
ერთამანეთისთვის ზედ გამოჭრილი წყვილი არიან ...
სასაცილო ის იყო მეჯვარედ ანანომ ნია რომ გამოაცხადა ...
რაღაც ვაკოს ვერ მოჰკრა თვალი ალბათ იმიტომ რომ ეკლესიის ბოლოში იდგა შემალული რომ ვინმეს არ დაენახა ...
ყველა რომ წავიდა და ჯვრის წერაც რომ დამთავრდა რესტორანში მაშინ ინება მისვლა ... კართან ჩამოვიდა ტაქსისტს ფული და მადლობა გადაუხადა და ბავშვი გადმოიყვანა ...
ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული ...
ზოგი გაოცებული ზოგიც კი უბრალოდ დახარბებული მზერით უყურებდა ...
ყველას მზერა დააიგნორა და ჩუმად შევიდა რესტორანში ადგილი დაიკავა და ბავშვიც გვერდით მიისვა ...
წყალი უნდა შეეთავაზებინა პატარასთვის გვერდით რომ გაიხედა და იქ აღარ დახვდა ...
იცოცხლეე ... დაემართა ელეთ მელეთი !
სადა ახლა ბავშვი ...
როგორ არ უნდდოდა პატარლისკენ და მეფესკენ გაეხედა მაგრამ იძულებული გახდა ...
თვალი გააპარა და დაინახა როგორ ელაპარაკებოდა ანანო კოკა ირაკლი და ლუკა ბავშვს ...
ო ღმერთო ...
ადგა და არეული მაგრამ მაინც დინჯი ნაბიჯებით წავიდა მათკენ ...
წინ დაუდგა და დაელოდა ყველას რეაქციას პიკი ის იყო პატარა რომ ხტოდა სიხარულისგან ...
-დე დე იჩი ანანომ მითქლა საყვარელი ხარო - ბავშვმა ანანოზე ყველაფერი იცოდა ... იქიდან გამომდინარე რომ დედა ყველაფერს უყვებოდა ... ანანოზე დაუსწრებლად გიჟდებოდა ... სულ ამბობდა რა ლამაზიაო ... ახლაც ისე გაუხარდა დეიდას კომპლიმენტი სიხარულისგან ცქმუტავდა ...
გაოგნებულებმა აწიეს თავი სინქრონში ოთხივემ და სახე გაუსწორეს ბრინჯივით დაბნეულ ნიას ...
ახლა ისე ცხვენოდა ისე ... ერჩივნა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაყოლოდა ...
-რა ? - ოთხივემ ერთ ხმად წამოიკივლეს და ბავშვიც შეაშინეს ...
საბა ისე მიეკრა დედის ფეხებს ის კაბა კინაღამ შეამოეგლიჯა ...
-არ მომესალმებით ? - მოჩვენებით გაუბრაზდა მეგობრებს და დოინჯი შემოიტყა როგოც იცოდა ...
უცებ წამოვარდა პატარძალი და ისე ჩაეხუტა მონატრებულ დაქალს რიგში ჩამდგარი ახალგაზრდობა კულტურულად არ შეიმჩნია ...
ოთხივემ რომ მოისიყვარულა მერე ყველამ დაბნეულად ალუღლუღებულ საბას შეხედა ...
-დე ლა ქდება ?
-არაფერი დე ხო გახსოვს რომ გიყვებოდი აამათზე ? ... აი ეს ყველაზე ლამაზი და გადარეული გიჟი დეიდა ანანო ...
-შენ რომ გგავს ისეთი გიჟი დე ?
-ხო დე ეგეთი ... აი ეს სვანი ხის თავიანი კოკა ბიძიაა დე ... ეს მეორე ხის თავიანი ბიძია ირაკლია დე ეს კიდე მესამე ხის თავიანი ესეც სვანი ლუკა ბიძიაა დე ...
ისეთი გაოცებულები უყურებდნენ შვილთან მოლაპარაკე ახლად გამომცხვარ დედას რომ პირი ვერ გააღეს რამის სათქმელად ...
-ეს ... ეს შენი შვილია ? მე რომ არ შემიმჩნევიხარ ? ... კი მაგრამ ყოველ დღე გელაპარაკებოდი ნია ... რატომ არ მითხარი ?
-არ მინდოდა კოკასთის დაგემალა და მერე პრობლემა შეგმქონოდათ ჩემს გამო ... იმიტომ რომ ვიცოდი კოკა და ბიჭები აუცილებლად ეტყოდნენ მას ... მისი გახსენებისას ცრემლები უნდა წამოსვლოდა მაგრამ თითით მაშინვე მოიწმინდა და გაიღიმა ...
-მოდი ჩემთან ტოო ... - ხელში ღიმილით აიყვანა "ძმისშვილი" ირაკლიმ
-აუ ჩემთანაც მოდი ტოო - წაიჯუჯღუნა სასაცილოთ ლუკამ და "ძმისშვილს" ხელები გაუწვდინა ...
-აუუ ჩემთან მოდი ბიძი ესენი გიჯები არიან მოდი ტოო - ჯუჯღუნებდა სამივე საბა დაბნეული უყურებოდა და ვერ გაერკვია რომელთან მისულიყო ... ამაზე ანანოს და ნიას ეცინებოდათ და ესე ხარხარებდნენ ...
-ვაკო ... ვაკო აქაა და რომ გნახავთ ... რა უნდა უთხრა ? ...
დაბნეული ალუღულუღდა ანანო და ნიას განერვიულებაც გამოიწვია ...
-არ ვიცი გთხოვ ნუ მახსენებ იქნებ ... იქნებ საერთოდ არ მოვიდეს ...
-მოგკლავს - თვალი ჩაუკრა სამივე "ბიძამ" და ბავშვთან თამაში გააგრძელეს ...
-აუ მამამის კოპია შენ თავს ვფიცავარ
სამივემ ტვინი გამოულაყა ვაკოს ასლიაო ესეც ეუბნებოდა "თქვენ რომ არ მითხრათ ისე ვერ ვხედავო" და მერე იცინოდნენ ...
-მე ორი წუთით გავალ ...
ბოლოს მაინც ვერ შეიკავა ცრემლები და დაბურული თვალებით წავიდა საპირფარეშოსკენ ... გულის დაწყნარებას ცდილობდა ... თითქოს გრძნობდა ახლა გამოჩნდება და ახლაო ... ჯიუტად არ ფიქრობდა იმაზე რა მოხდებოდა რომ ნახავდა რა უნდა ეთქვა ... ეშინოდა ... ძალიან ეშინოდა ...
ოდნავ დაწყნარებული გამოდიოდა როდესაც ხელის კვრით უკან წავიდა მსუბუქი ბიძგით ... კედელს ისე მძლავრად მიეჯახა თავი ძლივს წამოწია წინ და ვაი ამ წამოწევას ... ნაცნობი და მონატრებული სურნელი რომ მოხვდა ცხვირში მანდ მიხვდა რა მაგრად დაერხა ...
ძლივს ჩაწყნარეული გრძნობები "მაგრამ მაინც ვერ ჩაწყნარებული" ისევ ქარბობალასავით ამოვარდა და ყველაფერი აბურდ დაბურდა ... მონატრებული ტუჩები რომ იგრძნო ბაგეებზე მთლად გადავიდა ჭკუიდან ... ისე მომთხოვნად კოცნიდა ჯაჭვლიანი კინაღამ ტუჩები წააცალა ... ხელი ფეხზე რომ მოუჭირა მსუბუქად და მისი კვნესა მიიღო საპასუხოდ ამაზე მთლად გააფრინა და ისეთი სიველურით აყვა კოცნაში ეჭვი მაქვს ვაკო რომ არ გაჩერებულიყო აქ უფრო დიდი საქმეები დატირალდებოდა და მეორე ბავშვსაც გააგორებდნენ ... კარგი ვიცი ძალიან ბოროტი ვარ ... აჰაჰაჰაჰაჰა ...
-მომნატრებიხარ ... - ირონიულად ჩაიცინა როგორც ჩვევია და თვალი გაუსწორა ერთ ადგილას მოქანავე სხეულს ... რომელიც კაბის გასწორებით იყო დაკავებული ...
-ისეთი ველური ხარ როგორიც ყოველთვის იყავი !
ისევ დააპირა კოცნა სამსონიამ ჭკუა რომ იხმარა გვერდით გაიწია ... ნიას ყოჩაღ წინ სვლა გვაქვს ცოტა ხომ უნდა ისწავლოს ამ ვაჟბატონმა ჭკუა ?! კი ... !
-არ მომეკარო ! არ გაბედო და არ შემეხო გასაგებია ?! არ შემეხო !
ხმა გაბზარულმა ძლივს ამოიბურდღუნა და "ონკანს" მძლავრად დაეყრდნო ...
-შენ რა პანიკიორშა გამხდარხარ ბაჭია ...
ხელები მაგრად შემოხვია მუცელზე და სხეულზე აიკრა თმა გვერდით გადაუწია და კისერში სველი ვნებიანი კოცნა დაუტოვა ... ამან სულმ მთლად დააბნია და აღარ იცოდა ეს გასაგიჟებელი ბედნიერება რითი ჩაეხშო ...
-უფრო დაქალებულხარ გალამაზებულხარ ...
ეჩურჩულებოდა ყურთან ახლოს და ცხელ სუნთქვას კისერში აფრქვევდა ...
-ვაკო არ გინდა !
-მართალი ხარ არ მინდა !
უცებ გაიწია უნდა შემოებურნბია და ეკოცნა ენახებინა როგორ უნდოდა მაგრამ ნიამ კარი გამოგლიჯა და გავარდა ... კართან ბავშვი დახვდა ...
საბა დედას ფეხებზე მიეკრო და არც გაუშვია ... საპირფარეშოდან ახლად გამოსულ ვაკოს საოცარი სანახაობა დახვდა ... თვალები გაუფართოვდა ... როცა ... როცა ბავშვი დაინახა ... მისი ბავშვობის ასლი იყო ... როგორ გავდა ... ნუ თუ ... არა ნია ასე არ მოექცეოდა !
ამას არ გააკეთებდა !
გაგონილმა უფრო გააგიჟა კინაღამ ჭკუიდან გადავიდა და თავს კონტროლი ძლივს გაუწია ...
-დე ... დე კოკა ბიძიამ მითხრა მამაშენივით ჯმუხი სვანი ჯაჭვლიანი თუ ლაღაცა ქალო ... წარბებ შეჭმუხნული ლაპარაკობდა როგორც მამას ჩვევია და ისე უყვებოდა დედას "გულის ტკივილს"
-წამო დე და დავაჭრი მაგ შენს კოკა ბიძიას ყურებს ჩემი გოჭის გაბრაზებისთვის !
-დეე ჯმუხი ლა ალის ?
-უჟმური დეე !
-დე უჟური რა ალის ?
-აი სულ რო ცუდ ხასიათზეა ეგ ...
-და ლატოა დე ცულ ქასიათზე ?
-უმიზეზოდ დედიკო ...
-მაგიტომაა ძმუქი ?
-ხო დე მაგიტომ ...
-მელე მე ალ ვალ ძმუქი და ალც ცემი მამიკო ვაკო ალ ალის ძმუქი !!! - ისე გაბრაზდა პატარა სვანი ნია შექმნილ სიტოაციაში რომ არ ყოფილიყო გულიანად გადაიკისკისებდა ...
ვაკომ მამიკო ვაკო რომ გაიგო ისე გაუნათდა თვალები კინაღამ ბუდიდან გადმოუვარდა ...
-დე სენ ქო მითქალი სენი მამიკო მასინ მოვა იმათ ლომ გაიცნობო ?
-ხო მერე ?
-მელე ქომ გავიცანი ცადაა ცემი მამიკო ?
-საბა შენი მამიკო აქაა ...
-აბა ცად ? ... დაბნეულმა აახამხამა წამწამები და ტერიტორია დაზვერა ...
მის წინ "ზემოთ" მდგომი სხეული რომ დაინახა და სურათიდან გამომდინარე იცნო თავისი "მამიკო" თვალები ისე გაუნათდა მთელ დედამიწას ამით გაანათებდა ...
პატარა ხელები მამაკაცის ფეხებს შემოხვია და ისე მიეხუტა თვალი არ მოუშორებია მისი სახისთვის ...
გაბედნიერებული და გაოცებული ვაკო ფრთხილად დაიხარა და ბავშვი ხელში აიყვანა ...
ისე დაუკოცნა ის დაბუშტული ლოყები წამში გადაავიწყდა ბრაზი ...
-სენ ქალ ცემი მამიკო ?
-ხო მა მე ვარ ... - ღიმილით აკოცა და გულზე მიიხუტა ბავშვი ... რომ მიესიყვარულა ანანოსთან მიიყვანა და იქ დატოვა თვითონ კი მძიმე ნაბიჯებით და მკვლელი თვალებით წავიდა ნიასკენ ხელი მოკიდა და ისევ საპირფარეშოში "შეათრია" კარი ჩაკეტა და მკლავებში მოიმწყვდია ...
-ეს როგორ გამიკეთე ? ეს რა გააკეთე ხვდები ?! შვილს დამაშორე გოგო შვილს ! არ მჯერა რომ ეს ხდება არ მჯერა ! ის არ გეყო რო დადე და წახვედი რაღაც სისულელის გამო და ეს ? ეს როგორ გააკეთე ? როგორ ამიხსენი როგორ ?! რისი ღირსი ხარ ალხა შენ ?! მითხარი ამიხსენი რა ჯანდაბაა ეს ! რატო გამიკეთე ეს დედა აფეთ"""ლი ? რატომ ამის დედა შე""" .. ეს დედა მოტ""""ი ერთხელ მაინც არ გაგივლია თავში რომ საშინელებას ჩადიოდი ?! ამიხსენი ნუ ხარ ჩუმად ამიხსენი !
-სისულელი გამო არა ? სისულელეა ის რომ ასე მექცევი ?! ყოველ ქმედებაში მანახებ რომ ჩემგან მხოლოდ ერთი რამ გინდა სექსი და მეტი არაფერი ... სისულელეა ის რომ მეუბნები შენგან შვილის ყოლის არანაირი სურვილი არ მაქვსო ? ისიც სისუელელეა რომ ნევიულობ მასთან ერთად როგორ ვიცოხოვრო ცოლად როგორ მოვიყვანო არ მიყვარსო ?! სისულელეა ?! ცოტა მიზეზია ?! კიდევ რა გინდა რა ! შენ რა იცი მე რა ცხოვრბით ვცხოვრობდი იქ ?! შენ გგონია წავედი და დაგიკიდე არა ფეხებზე ? შემცდარხა ! ღამე არ გასულა რომ არ მეტირა ... წამი არ გასულა რომ არ გამხსენებოდი გესმის ?! წამი ვაკო წამი ! ვაღიარებ ! მე სულელს და გამოუცდელს შემაყვარე თავი ! ვაღიარებ ვაღიარებ ახლა რა გინდა ?! პრეტენზიებით მოდიხარ და კიდევ ჩემგან მოითხოვ რამეს ?! ვაღიარებ შეცდომა დავუშვი არ უნდა დამემალა მაგრამ შენ მითხარი რომ ჩემგან შვილი არ გინდოდა არა !!! და ... - კიდევ დიდ ხანს გააგრძელებდა ალბათ ვაკოს რომ არ შეეჩერებინა ...
-არ გქონდა უფლება ! არ გქონდა უფლება დაგემალა ჩემი შვილის არსებობა ჩემთვის ... შენ რა იურისტი ხარ ?! რა იურისტი ხარ შენ ვის უნდა შეედავო სამართლიანობაზე ?! რაც შეეხება ჩემს დილის ინციდენტს მე შენზე არ ვლაპარაკობდი ! ერთი გოგო უნდა მომეყვანა ცოლად საფრთხე ემუქრებოდა და მაგაზე ვსაუბრობდი ... ბოლოს მაინც მომიწია მისი ცოლად შერთვა მხოლოდ 1 თვით გესმის ?! შენ კი ... შენ უკან მოუხედავად გაიქეცი !
-მე ... ორი წუთით ჩემს ადგილზე წარმოგიდგენია შენი თავი ?! მითხარი წარმოგიდგენია ? წარმოგიდგენია როგორ მიჭირდა შენს გარეშე ამდენი ხანი ?! ორსულად ამერიკაში ყველაფრის წინააღმდეგ პირისპირ ?! რამდენჯერ მომდომებია შენთვის მოწერა თქმა დარეკვა დაყვირება ღრიალი რომ მე შენგან შვილს ველოდებოდი ! მაგრამ ... მაგრამ ვერ ვაკეთებდი მაშინვე მახსენდებოდა "არანაირი სურვილი არ მაქვს შენგან შვილის ყოლის" და ეს უკუ აგდებდა ყველა ჩემს სურვილს ! და შენ ? შენ რას მეუბნები რომ ... რომ ... - თავი ვეღარ შეიკავა ადგილზე დაბარბაცდა ვაკოს ჩქარი მოძრაობა რომ არა უკვე გართხმული იქნებოდა იატაკზე ...
-არ შემიძლია ! გამიშვი ! ვერ მოგეკარები ! არ შემძლია !
იმეორებდა გაფუჭებული მაგნიტაფონივით ჯაჭვლიანი ...
-ვერ გაპატიებ ! ვერ გაპატიებ ამ სისასტიკეს რაც არ უნდა ყოფილიყო უნდა გეთქვა უნდა გეთქვა ! იქნებ იქნებ ახლა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო ! შენ მე ... და ჩემს შვილს ... ბედნიერება სრულყოფილი ბედნიერება წაგვართვი გესმის ?! არ დამენახო არ დამენახო ! იმეორებდა და თან გარეთ გადიოდა ... დარბაზში გასვლამდე სარკეში ჩაიხედა თვალები შეისწორა და გავიდა ... არ უნდოდა საბას ასე დაენახა ...
გარეთ გასულს ვაკო რომ დახვდა საბასთან მოთამაშეს ყველაფერი გადაავიწყდა ...
ანანომ დაიჟინა ახლა თუ არ მიმღერებ იცოდე ხმა არ გამცეო ...
ხო და ესეც იძულებული გახდა სცენაზე ასულიყო და ემღერა ...
"Labrinth - Beneath Your Beautiful ft. Emeli Sandé" ნაცნობი სიმღერა რომ გაისმა ისე დაიბნა კინაღამ წაიქცა ... ვაკოს თვალებს რომ შეხედა მიხვდა ისიც მიხვდა ამ სიმღერის ჩართვის მიზეზს და მიუხედავად გაბრაზებისა მაინც ჩაეღიმა ... ისე ააყვა სიმღერას ტანითაც და სიმღერითაც საერთოდ მოწყდა რეალობას და გადაიკარგა სხვა სამყაროში ... მხოლოდ ორი ჯაჭვლიანის სახეს ხედავდა ... მხოლოდ ორის ... ორრი სიცოცხლის გაგრძელების მიზეზის თვალებს ... სიმღერას რომ მორჩა გარეთ გავიდა და ღამის თბილისს გადახედა ...
-არც უკანალი შეგცვლია ... მოესმა ყურს უკან ირონიული ხმა და ლოყებზე უმალვე წამოხურდა ...
როგორ მონატრებია ეს უტაქტობა ... უხერხული მომენტები ... უბრალოდ მისი ხმის გაგონება და შეხება ... როგორ უნდოდა რამდენი ხანი ოცნებობდა და მისტიროდა იმ დროს როცა ასე თავისფულად უშლიდა ნერვებს ჯაჭვლიანი ...
-შენ ენა უფრო გაგიმწარებია და დაგიგრძელებელია ...
-ახლა რისი იმედი გაქვს რომ გეტყვი მოდი დამიტკბე ან დამიმოკლეთქო ? არამც და არამც ბავშვზე სალაპარაკოთ მოვედი ... მინდა ჩემთან იცხოვროს!
-რა ? ისე წამოიკივლა და შეხტა კინაღამ აივნიდან გადავარდა ...
-გაგცემდი კარგ პასუხს ეხლა მაგაზე ...
-უტაქტო - ჩაიფრუტუნა თავისთვის და თვალი აარიდა ... - ბავშვს როცა გინდა მაშინ ნახავ მაგრამ ... მაგრამ არ წაიყვან ! ამას არ გააკეთებ !
-შენ დამიშლი ?
-ვაკო ...
-შენ დამიშლი მეთქი ?!
-ამის უფლებას არ მოგცემ !
-უფლებებზე ცოტა გადამეტებული დოზით ხომ არ საუბრობ ?
ისეთი სიმშვიდით ელაპარაკებოდა ნიას გოგონამ თავის წარმომავალობაში ეჭვი შეიტანა ერთი პერიოდი ისიც კი იფიქრა მე ვარ სვანიო ...
-ვაკო მომისმინე ...
-არა ეს შენ მომისმინე ! ან ბავშვი და შენ ჩემთან გადმოხვალთ საცხოვრებლად ან სასამართლოში საჩივარს შევიტან და არამგონია მეურვეობა შენ მოგანიჭონ ადვოკატი ქალი ხარ და კარგად აწონ დაწონე და დაფიქრდი ...
-მე არ ...
-შენზე არ არის აქ საუბარი ! აქ ბავშვია მთვაარი ახლა შენი გადასაწყვეტია ...
-კი მაგრამ ...
-არანაირი კი მაგრამ კი ან არა ... პასუხი ახლავე მინდა ... თუ არა და დილასვე შევიტან სასამართლოში სარჩელს ... !
-კარგი ... მაგრამ არანაირი ფიზიკური სიახლოვე !
-შენ რა გგონია კიდევ მიზიდავ ? - ირონიულად აზიდა წარბები ჯაჭვლიანმა და ზემოდან ახედა გოგონას ...
ნია უკვე მიჩვეული იყო ემოციების დამალვას ... ცრემლები უკან შეაბრუნა და ამაყად გასწორდა წელში
-მე ხო ვკვდები შენი დავასებით და ეგაა რა ...
ირონიულად ჩაიცინა დარბაზში შევიდა ...
საბამ როგორც კი დედა დაინახა კალთაში ჩაუხტა და თავი მკერდზე მიადო ... თვალები დახუჭა და მშვიდად ჩაეძინა ... როგორ უყვარს თავის შვილი სულ დაუკოცნა ის გაბუშტული ლოყები ... შორი ახლოს მომღიმარი ვაკოსკენ არც კი გაუხედავს ... ვაკო კი ბედნიერი იდგა და სიყვარულით სავსე თვალებით შეჰყურებდა ახლად გამომცხვარ "ოჯახს" ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა ეგონა ბედნიერებისგან გული ახლა არადა აი ახლა ამოუხტებოდა ...



მოკლედ დღეს უკვე მეორე თავს ვდებ ... იმდენი საქმე მაქვს ერთი ხელით ვწერ ამასაც ... ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის ... ამან დიდი სტიმული მომცა დამეწერა დღეისთვის მეორე თავი ... მოცუცქნული კია მაგრამ მგონი სულ არაფერს ჯობს ... მეტი ვერ მოვახერხე მთავრია ყოველ დღე ვდებ და ეს პატარა თავი მაპატიეთ გულმა ვერ გამიძლო და ესე დაინტრგნებულები ვერ დაგტოვეთ ...
მიყვარხართ და ველი კომენატარებს ხვალ სკოლაში არ მივდივარ და უსაქმური ვარ მაგარი ასე რომ დიდ თავს დაგიდებთ შუა დღისთვის ... 12 ის მერე კი ალბათ ამაზე დიდ თავს ... რავიცი ვცდილობ პუნქტუალური ვიყო ... ფოტოზე ნია და ვაკო არიან ...



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

როგორ მომეწონაა <3 რა კარგი იყოოოო :))

 


№2  offline წევრი ლილე

miyvarxar:**

 


№3  offline წევრი † mariami †

sadaa dapirebuli axali tavi? :/ velodebodii :(

 


№4  offline წევრი romion

ძალიან მომეწონა <3 უმაგრესია <3

 


№5  offline მოდერი D-roni

ბავშვებო თურმე 12 ის მერე თავი რო დამიდია დამვიწყებია და დღეს თორმეტამდე ვერ დავდებ wink მეცინება დავწერე და ასატვრითად რომ ვამზადებდი მერე გამახსენდა wink აჰჰაჰა 12 ის მერე დავდებ მომიტევეთ wink wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent