შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვუყვარდი?არ ვუყვარდი? (ჩემი ცხოვრების ისტორია) თავი 6


1-05-2015, 00:41
ავტორი Dippie
ნანახია 2 314

-მიშო გაიცანი,ნინი-ნუკას მივყავარ საკმაოდ სიმპათიურ ბიჭთან და უღიმის,
-გამარჯობა,-ჩუმად ვეუბნები. მიშო ტრიალდება და მიყურებს.ეს ის მომენტი იყო სულ რამოდენიმე წამი,რომ გიყურებს თვალებში მაგრამ საუკუნედ რომ გეჩვენება.ჩემზე ოდნავ მაღალი იყო,ღია ცისფერი თვალები ქონდა,საყვარელი ღიმილი და კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა.მალევე გამომიწოდა ხელი,
-მიშო,ძალიან სასიამოვნოა ნინი შენი გაცნობა,-მეუბნება და მიღიმის.
იმ საღამოს ძველით ახალ წელს ავღნიშნავდით,ნუკას გავყევი და ისიც იქ გამაცნო.
-რა ლამაზია არა?-უეცრად ვიგრძენი რომ ჩემს უკან ვიღაც იდგა.ულამაზესი მომენტი იყო,წყნეთში ვიყავით ასულები,მთელი ცა კი მოჭედილი იყო სხვადასხვა ფერებით,აფეთქების და შეძახილების ხმა ისმოდა ირგვლივ.
-კი ძალიან ლამაზია,-მივტრიალდი და მოაჯირს ზურგით მივეყრდენი,ჩემ წინ მიშო იდგა,მისი თვალები ყველაფერს ირეკლავდა,მისი თვალები თითქოს ყველაფერს მოიცავდა.ერთმანეთის წინ ვიდექით,საყვარლად მიღიმიდოდა და უფრო სასიამოვნო ხდებოდა ის მომენტი. დიდი ხანი ვიდექით ასე შემდეგ გამოხედვა შეეცვალა,ტუჩებზე შემომხედა და ნელ-ნელა დაიხარა ჩემკენ. ნაზად შეეხო ჩვენი ბაგეები ერთმანეთს , შემდეგ ფრთხილად მომშორდა და ისევ თვალებში შემომხედა.მე მას ნება მივეცი რომ მისი ცდა წარმატებით დასრულებულიყო,მაგრამ მეეჭვება იმ მომენტში რაიმე წინააღმდეგობა გამეწია. თითქოს მომაჯადოვა,დამაჰიპნოზა და შემდეგ გაბედა ახლოს მოსვლა. არ ვიცი ეს რა იყო მაგრამ უცნაურად ვიგრძენი თავი.
-ნინი...-ფრთხილად წარმოსთქვა ჩემი სახელი და ისევ გამიღიმა,-ძალიან მომწონხარ,-მისი არ მჯეროდა,და არ მესიამოვნა ეს სიტყვები,როგორც ყოველთვის ვინც ამას მეუბნებოდა ყოვლთვის გულს მტკენა ან მე ვექცეოდი საშინლად. არ მინდოდა მიშოც მათ რიცხვში შესულიყო.
-მიშო,შენ ნას...-სიტყვა ბავშვების ყვირილმა გამაწყვეტინა.გარეთ გამოვარდნენ და გიჟებივით ჩაგვეხუტნენ გილოცავთო,მალევე დავბრუნდი ამ ქვეყანაზე და მივხვდი რომ ახალი წელი იყო.უამრავი ბავშვი იყვო ჩვენს გარშემო მე და მიშო კი ერთმანეთს ავეკარით შემთხვევით,მან ისარგებლა ამით და წელზე ნაზად მომხვია ხელი.
ჩვენი ურთიერთობა კარგად აეწყო,ლაშა საბოლოოს დავივიწყე ნიკასთან კი კარგი მეგობრობა მაკავშირებდა.
-ნინი როგორ ხარ?-საღამოს მომწერა მიშომ
-კარგად შენ?
-ძალიან კარგად.წამო გავისეირნოთ არ გინდა?
-ჩემ სახლთან რომ მოხვალ დამირეკე და ჩამოვალ.-გაზაფხული იყო,თბილი და სასიამოვნო საღამო იყო. მე და მიშო დიდი ხანი ვსეირნობდით შემდეგ მომიბრუნდა და ლაპრაკი დამიწყო სულ სხვა თემაზე.
-ნინი ძალიან მიყვარხარ.-გავშეშდი და არ ვიცოდი რა მექნა.
-მიშო,მეეჭვება ეს ასე იყოს,შენ ასე ფიქრობ მაგრამ დამიჯერე ეს უბრალო გატაცეებაა, მე და შენ კარგი მეგობრები ვართ და მეტი არაფერი.-ვერ ვაცნობიერებდი რეებს ვროშავდი.
-არა ნინი ასე არ არის,დაგინახე თუ არა მივხვდი რომ ყველაზე ახლო ადამაიანი გახდებოდი ჩემთვის.შენ გამიგებდი ისე როგორც არავინ.პატარა აღარ ვარ და დარწმუნებული ვარ ჩემს გრძნობებში.
-კარგი რაა თექვსმეტი წლის ხარ შენც და მეც,ნამდვილი სიყვარული მეეჭვება ვიცოდეთ რა იყოს.
-მემგონი მე უკვე ვიცი,-მითხრა და გამიღიმა,შემდეგ დაიხარა რომ ეკოცნა მაგრამ სიარული გავაგრძელე.
-წამოდი წავიდეთ რა,-ვფიქრობ ამით ჩემი პასუხი კარგად დავაფიქსირე. ამ თემაზე დიდი ხანი არაფერი თქმულა ჩვენს შორის,ბევრჯერლ ვიჩხუბეთ მაგრამ საბოლოოდ დიდხანს გაგრძელდა სიბრაზე. ელენე ჩემი ბავშვობის მეგობარია,ერთ საღამოსაც მასთან ვრჩებოდი და დავლიეთ. მიშომ დამირეკა და ველაპრაკებოდით როცა ელენეზე რაღაც ცუდად თქვა.ამაზე ძალიან გავმწარდი და დაახლოებით ექვსი თვე ერთმანეთს არც ველაპრაკებოდით,ნანახიც არ მყავდა.ყოველ დღე მირეკავდა მე კიდე ვუთიშავდი,ყველა მონაწერს წაუკითხავად ვშლიდი და სიჯიუტეს არ ვწყვეტდი. დიდი ხნის შემდეგ შევრიგდით იმიტომ,რომ დავნებდი. ისიც ჩემსავით ჯიუტი აღმოჩნდა.
-რამდენი ხანი გავიდა არა?ძლიან მომენატრე.
-მეც მომენატრე მიშო.რაღაცას გკითხავ და სიმართლე მითხარი კარგი?
-მაგას კითხვა უნდა? არასდროს არ მოგატყუებ. გისმენ.
-რომ მითხარი მიყვარხარო მართლა ასე იყო?
-კი
-ჰო მაგრამ როგორ?ასე მალე შეგიყვარდი?
-კი
-შენ ხომ ახლოს არც მიცნობდი,არფერი არ იცოდი ჩემზე...ახლა?ახლაც გიყვარვარ ?
-კი,-ძალიან მაღიზიანებდა მისი მომღიმარი სახე,რომელიც ჩემს სახეს მოშტერებული უყურებდა და ერთი და იგივე სიტყავს იმეორებდა.
-სხვა არაფერი არ იცი? რა კი??
-მისმინე,-ჩემთან ახლოს ჩამოჯდა და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია.-დაგინახე თუ არა მაშინვე შემიყვარდი.ახლაც ძალიან მიყვარხარ,არ ვიცი რა ქენი ასეთი,როგორ შემაყვარე თავი რომ ამდენი ხნის განმავლობაში დღე არ გავიდოდა შენზე არ მეფიქრა.არ ვეგუებოდი და არც ვაპირებდი შეგუებას იმასთან რომ დაგკარგავდი.ვიცი რთულია რომ დამიჯერო,შენ გული გატკინეს ფიქრობ რომ არავინ არ გიყვარს და მოგწონს ეს ყველაფერი მაგრამ მინდა რომ შანსი მომცე, მინდა რომ მენდო.-არ ვიცოდი რა მეთქვა.მიშოს სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა კონკრეტულად კი იმ ფრაზამ რომ“არავინ არ მიყვარდა“...უეცრად ნიკა გამახსენდა,იქნებ მიყვარდა?ღმერთო ასეთი დაბნეული როგორ შეიძლება ვიყო მთელი ცხოვრება?! ვფიქრობდი და გავბრაზდი.მიშოს ვერაფერი ვერ ვუთხარი,რაღაცები წავიბურტყუნე და დავემშვიდობე.დიდი ხანი ვარწმუნებდი ჩემს თავს რომ არავინ მიყვარდა,ალექსანდრეს შემდეგ კი 3 წელი გავიდა და არ ვიცოდი რა მექნა. ის ჩემი პირველი სიყვარული იყო და ყოველთვის მემახსოვრება,დღემდე ვფიქრობ რომ ახლაც მიყვარს,მაგრამ არა ისე როგორ ბიჭი,როგორც მამაკაცი. არამედ როგორც ჩემი პირველი უბედნიერესი წლების მიზეზი.მადლობელი ვიყავი რომ ის მყავდა და გამოვცადე პირველად ნამდვილი გრძნობა... მაგრამ ნიკა...მე მივხვდი რომ ნიკა მიყვარდა. არ ვიცი რატომ მაგრამ ამაში ჩემს თავს ამდენი წლის შემდეგ გამოვუტყდი. მრცხვენოდა ჩემი საქციელის,ჯერ ლაშასთან მქონდა ურთიერთობა,მერე ნიკა შემიყვარდა.საშინლად ვიქცეოდი.მიშოსთვის რაღა მეთქვა? საშინლად დავიბენი და გაურკვევლობაში ჩამეძინა.
დილით რომ გავიღვიძე ,უფრო სწორად მზემ რომ გამაღვიძა წამოვხტი მინდოდა ნიკა მენახა და ყველაფერი მეთვქა. დამევიწყებინა ყველაფერი და დამეწყო ახალი გრძნობებით ცხოვრება.ალბათ ჯერ კიდევ მეძინა და რომ გამოვფხიზლდი მივხვდი იგი ჩემგან შორს იყო...ჩემზე 3ლით დიდი იყო,ჯარში გაიწვიეს და დიდი სიხარულით წავიდა.როდის ჩამოვიდოდა? მალე გავიდოდა ეს დრო? პატარა ბავშვივით აეწყო ჩემი ცხოვრება. ველოდებოდი,ველოდებოდი და ვფიქრობდი. მიშოს დაველაპრაკე და ვუთხარი რომ არაფერი არ გამოგვივიდოდა. ჩვენი მეგობრობა გრძელდებოდა მაგრამ სიყვარულზე არააფერი არ თქმულა. მალე გავიდა ერთი წელი... მე უკვე 17 წლის ვიყავი ნიკა კი 20ის.რომ დავინახე ტირილი დავიწყე,ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიტირე ბიჭის გამო,უფროსწორად კაცის. ის შეცვლილი იყო ჩემს წინ აღარ იდგა ძველი ნიკუშა,სრულიან ჩამოყალიბებული მამაკაცი დავინახე და გავიქეცი.მთელი ძალით შემოვახტი წელზე და ჩავეხუტე.ისიც არ მიშვებდა , ხარბად სუნთქავდა ჩემს სურნელს და ხელებს არ მიშვებდა,ისე მეხუტებოდა მეგონა ხელებში შემოვატყდებოდი,შემდეგ ჩამომსვა და შუბლზე მაკოცა.
-ჩემი პატარა დაიკო,-მითხრა და ჩემი სახიდან ისე გაქრა ღიმილი თითქოს არც არასდროს ყოფილა...
-რა?..-ჩუმად წამომცდა გაოცებისგან,ან რას ველოდი? ამდენი ხანი გავიდა და მეგონა რომ ისევ მოვწონდი? კარგი რა ნინი ! იმის მერე 3 -4 წელი გავიდა !
-როგორ ხარ?-ხელი მომხვია და გზას გავუყევით,
-არაჩვეულებრივად შენ?-მოვატყუე და ძალით გავიღიმე. მივხვდი რომ ძველი დრო ბრუნდებოდა.ის დრო როცა ალექსანდრეს დავშორდი და სიცივით ვიყავი სავსე.ყალბი ღიმილი კი ჩემი განურელი მეგობარი იყო.
-კარგად,ძალიან კარგად.შენთან რომ ვარ არც მაქ უფლება ცუდად ვიყო,-გამიღიმა და უფრო მაგრად მომხვია წელზე ხელი.მისი შეხება მაგიჟებდა,მითუმეტეს წელზე რომ მეხებიან ცუდად ვხდები,ჩემი უსუტესი წერტილი იყო.
-ფიქრობდი ჩემზე?-ჩაფიქრებულმა ვკითხე
-კი ყოველთვის,შენ არა ჰო? მე ჰო არავინ არ ვარ შენთვის,-ნიკა ასეთი იყო რაც არ უნდა სიყვარული აგეხსნა მაინც იფიქრებდა რომ არ გიყვარდა და შენთვის სულ ერთი იყო.ამ შემთხვევაშიც იგივე სიტუაცია იყო ოღოდ როგორც ხუმრობა ისე ჟღერდა.
-ყველდღე გელოდებოდი,ვგიჟდები შენზე ისე მიყვარხარ,-ვუთხარი მაგრამ როგორც მეგობარი ეტყოდა ისე მიიღო,ვერც კი დაუშვებდა რომ მე რაიმეს ვგრძნობდი მის მიმართ.
-მეც ჩემო პატარა,-რატომ მეძახდა პატარას? საშინლად მაღიზიანებდა ეს სიტყვა. დიდი ხანი ვიბოდიალეთ.მას მამა გარდაცვლილი ყავდა დედა კი უცხოეთში იყო წასული. სახლიც დიდი ხნის წინ გაყიდა ამიტომ როცა ჩამოდიოდა სასტუმროში ცხოვრობდა.
-წამომყვები?
-სად ნიკუშ?
-სასტუმროში,დავისვენოთ და კინოში წავიდეთ.
-მმმმ,-ეშმაკურად ვიცოდი ამის თქმა,-რატომაც არა წამო.
ოთახში რომ შევედი საწოლზე დავებერტყე
-ოოუუუ რა კარგი საწოლია??-სიცილით ვუთხარი მერე წამოვდექი და ხტუნაობა დავიწყე.
-ნინი გაჩერდი,-მშვიდად მითხრა,ვერ იტანდა თავის საწოლზე რომ გორაობდნენ მითუმეტეს ამაზე გიჟდებოდა.რაც ჯარიდან ჩამოვიდა სულ სხვანაირი იყო,უფრო გაწონასწორებული და მშვიდი.
-თოოორე?-გამომწვევად ვუთხარი და ბალიში ვესროლე
-ნინი გაჩერდი ,ჩამოდი.-პატარა ბავშვებივით ვიყავით.
უეცრად მოვიდა და საწოლზე დამაგდო.ნიკა ჩემს ზემოდან მოექცა და თვალებში მიყურებდა.არ ვინძრეოდი ,რამოდენიმე წამი ჩუმად ვიყავით მხოლოდ ჩემი გახშირებული სუნთქვა ისმოდა,მიჭირდა სუნქვა ზემოდან ხომ ეს მუტრუკი მაწვებოდა. ჩემი სახე მის დიდ ხელებში მოიქცია,მეფერებოდა და თველებში მიყურებდა მოშტერებული.უეცრად გული ამიჩქარდა დარწმუნებული ვარ ისიც გრძნობდა ამას.მეგონა გონებას დავკარგავდი როდესაც ნაზად მაკოცა და სისხლი ამიდუღდა ძარღვებში.არაფერზე აღარ ვფიქრობდი,არავინ არ არსებობდა. ნაზი კოცნა ,დიდი ხნის მონატრებულ კოცნას დაემსგავსა,თითქოს ამის სურვილი კლავდა მაგრამ ვერ ბედავდა.ნაზად მეფერებოდა სხეულზე და ვიცოდი მხოლოდ მისი ვიყავი მაშინაც და საერთოდ ყოველთვის... ხელები ნაზად შემახო მუცელზე და ჟაკეტი ნაზად გამიხსნა. უყურებდა ჩემს სხეულს და ფრთხილად მიკოცნიდა ყელს.გრძნობებმა იმატა და ბოლოს პიკს მიაღწია შეუძლებელი იყო ჩვენი დამშვიდება,ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და ფაქტი სახეზე იყო. ეს არ იყო უბრალო რაღაცით გამოწვეული,ჩვენ შორის დიდი სიყვარული არსებობდა.
-დარწმუნებული ხარ?-მღელვარედ ჩამჩურჩულა და შორტი გამიხსნა.მე არაფერი არ ვუთხარი ვაკოცე და უფრო მაგრად მივიზიდე ჩემი სხეულისკენ.მაიკა გაიხადა და იქვე მიაგდო,წამებში სრულიად გაშიშვლდა ჩვენი სხეულები,ჩვენი გრძნობები და სულები.ძლიერად შემომხვია ხელები და უსასრულო მორევში გადავეშვით. იმ მომენტში ერთმანეთი გვყავდა,დასაბამს ვუდებდით რაღაც კარგს და ახალს,ყოველშემთვევაში ჩვენ ასე მეგონა...



№1  offline ადმინი შამანი

მმმ..ბოლოში გავთბი...♥
საერთოდ არ ვკითხულობდი ამ ისტორიას,მაგრამ რედაქტირების დროს შემომეკითხა ეს თავი და მომეწონა.წარმატებებს გისურვებ....♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი Dippie

დიდი მადლობა <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent