რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [10]
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა. ჯერ კიდევ ბურანში მყოფმა ზანტად გავახილე თვალები. ოთახში შემოსული სხივები ურცხვად ლაშქრავდნენ ჩემს სხეულს. შედარებით გამოვფხიზლდი და გონებაც დამეწმინდა. გამახსენდა გუშინდელი ინციდენტი და სირცხვილისგან ავჭარხლდი. "ღმერთო რა სულელი ვარ! რა იდიოტი ვარ! ქეთაა ბატი ხარ ბაააატიიიიი!" ვფიქრობდი ჩემ თავზე გაცეცხლებული. ვერ ვბედავდი გვერდით გახედვას, რადგან თუ უტა იქ დამხვდებოდა სირცხვილისგან ადგილზე დავიწვოდი. ათიოდე წუთი ასე ვიყავი გაქვავებული და აწითლებული, მაგრამ ბოლოს გავბედე და გვერდით გადავბრუნდი. შვების ოხვრა აღმომხდა და ღმერთს მადლობა გადავუხადე, როდესაც ცარიელი დამხვდა საწოლის მეორე მხარე, მაგრამ გულის სიღრმეში, სადღაც მეწყინა კიდეც. უცებ წამოვხტი, იმის შიშით, რომ არ შემოსულიყო. გასვლას ვაპირებდი, როდესაც იქვე მდგარ მაგიდაზე დიდი ფურცელი შევნიშნე. აშკიარად რაღაც ეხატა ზედ. არ არის ზრდილობიანი სხვის ნივთებში ქექვა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ცნობისმოყვარეობა, რომ ჯანდაბაში მოვისროლე ზრდილობა. მივუახლოვდი და გავშრი, გავქვავდი, გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც. მე ვიყავი დახატული, მკერდამდე. ნამდვილად მეძინა, ჩემი სახე-ძილისგან გაბუსხული ტუჩები, დახუჭული, ლამაზი ფორმის თვალები, სწორი ცხვირი, სახეზე ჩამოშლილი და აწეწილი წაბლისფერი თმა. მართალია შავი ფანქრით ეხატა, მაგრამ მე ზედმეტად მრავალფეროვანი მეჩვენებოდა და ერთი ორჯერ მომეჩვენა კიდეც ღვინისფრად შეღებილი ტუჩები ქაღალდზე. თვალი ჩავაყოლე და ოსტატურად დაცლხატული ყელი, ლავიწები და ცალი მხარი დავინახე. ცალი მხრიდან გადმოგდებული ბეტმენის მაიკა, რომელსაც ღამე ვიცვამ, დაეხატა, გამოწეული ლავიწები და ნახევრად გამოჩენილი ყელი. სასწაული ნახატი იყო, სურათი რომ გადაგეღოთ ჩემთვის ისეთ მდგომარეოაში, როგორიც ნახატში ვარ და მისგვის შეგედარებინათ, მხოლოდ ფერებში აღმოაჩენდით განსხვავებას. აშკარად გამოცდილი მხატვარი იყო. ისეთი ოსტატობით დაეხატა, თვალს ვერ ვაშორებდი. ფრთხილად, იმის შიშით რომ სურათი არ გამქრალიყო, შევეხე ფურცელს და "ჩემს" ღაწვს ჩამოვუსვი. გონს მოვედი და ოთაცი საჩქაროდ დავტოვე. ჩემსაში შევიკეტე და ლოგინზე დამხობილმა ფიქრი დავიწყე. არ ვიყავი იმდენად სულელი, რომ ვერ მიმხვდარიყავი. აშკარად არ იყო ჩემდამი გულგრილი ჩემი "ქმარი", თუმცა ეს ჩემთვის იმდენად აბსურდულია, დაჯერება მიჭირს. სასწაულად დაღლილი ვიყავი ამდენი გაურკვევლობისა და ფიქრისგან. ტვინი გადახურებულიყო და თავიც ამტკივდა. "ესეც სრული ბედნიერებისთვის" სარკასტულად გავიფიქრე და ატკიებულ თავზე ხდლი მივიდე. აბაზანაში შევედი. შხაპის მიღება არ მსურდა, ამიტომ წყალი ჩავაგუბე და არომატული სითხე ჩავასხი. შიგ ჩავწექი და ტელეფონში წყნარი, მშვიდი და მელოდიური მუსიკა ჩავრთე. რამდენი ხანია აღარ მომისმენია მუსიკისთვის. ალბათ რაც აკომ მიღალატა. უმალ ავაყოლე ჩემი ხმა Sam Smith-stay with me -ს. როგორ მომნატრებია სიმღერა. გამახსენდა ამით როგორ ვიცლებოდი ემოციებისგან. საათ-ნახევარი ვჭყუმპალაობდი, შემდეგ ვიკადრე და ამოვედი. პირსახოცშემოხვეული გავტანტალდი ოთახში და სწრაფად ჩავიცვი. ნამდვილად მშიოდა, ამიტომ ქვევით ჩასვლა გადავწყვიტე. არ ვიცოდი უტას როგორ ჩავხედავდი თვალებში, მაგრამ რაც არის არის-მეთქი და კარი გამოვაღე. კიბეებს ნელა ჩავუყევი. ხმაური და ხარხარი მომესმა მისაღებიდან. აშკარად ბიჭები იყვნენ ჩვენთან. გამეღიმა. მომენატრა ეგ ორი გადარეული. ღიმილით შევედი მისაღებში და ბიჭები კი არა ელენე და ლიზაც იქ იყვნენ და რაღაცაზე ბოლო ხმაზე იცინოდნენ. სანამ ყელის ჩახლეჩვამდე არ ჩავახველე და ყველა დავადუმე,მანამდე არ იკადრეს და არ მომაქციეს ყურადღება. - ოხხ, რა პატივია, შემამჩნიეთ. - ნაწყენმა ჩავილაპარაკე და ყველანაირად ვეცადე სახე დამესერიოზულებინა, მაგრამ მათ გაკვირვებულ სახეებზე სიცილი ამიტყდა და "სცენა" ჩავშალე. -ქ-ქეთა.. სიცილი იცი? - განცვიფრებულმა ლექსომ იკითხა და ლამის ბუდიდან ამოყრილი, მწვანე თვალები მომანათა. მის გამომეტყველებაზე ისევ სიცილი ამიტყდა. სული რომ მოვითქვი, ყველას ერთად მივმართე: - არ წავიდეთ სადმე მთაში? - ჩემმა შეკითხვამ აშკარად უფრი გააკვირვა გარშემოთ მყოფნი და წუთით ენა ჩააგდებინა. - აბაა, რაჭაში ვგაზავთ ყველაა! - წამოიყვირა გონს მოსულმა ლიზამ და ფრხზე წამოხტა. მას სხვებიც მიყვნენ "ხოო, აბარაა, მაგარია" და სხვა შეძახილებით. უტა სავარძელში იჯდა და მიღიმოდა, ხოლო შავი ირისებით დაჟინებით მომშტერებოდა. =_=_=_= - აუუ, რა ლამაზია. - ბუნებისგან მონუსხულმა დაუფიქრებლად წამოვიყვირე და ხშირ ტყეს დავუწყე ცქერა. ტყე ჩემთვის ყველაფერია. მუდამ მახსენებს, რომ ცოცხალი ვარ, ვსუნთქავ, ვარსებობ. მამა ცოცხალი რომ იყო ხშირად დავდიოდით ტყეში, უღრან ტყეში. არ მეშინოდა არც მტაცებლების, არც დაკარგვის, მაშინ მამის იმედი მქონდა. ახლა? ახლა ვგრძნობდი შიშს, მაგრამ არა ტყისა, არამედ სიმარტოვის. მთელი ცხოვრებაა ეს შიში თან დამყვება, თუმცა ადრე ვიცოდი, რომ მამა არასდროს მიმატოვებდა, ახლა ნებისმიერს შეუძლია ქუჩაში მიმაგდოს. კი, ამით ელენესა და ლიზას, ჩემს უახლოეს მეგობრებს ვაყენებ შეურაცყოფას, მაგრამ ასეა. უნდობლობა მეფობს ჩემში, ხანდახან საკუთარ თავსაც არ ვენდობი, რის გამოც მუდამ ვბრაზდები. უსამართლოა, აკოსგამო ასე რატომ უნდა ვიყო? ის მშვიდად არის და შეიძლება აზლა ვიღაც ბ*ზთანაც გორაობს ლოგინში. ზუსტად ვიცი რომ აღარ მიყვარს. მის გახსენებაზე გული ყოველთვის ამოვარდნაზე მქონდა, ახლა კი ზიზღის გარდა ვერაფერს ვგრძნობ. ერთსართულიანი, ხის, დიდ აივნიანი სახლისკენ გავემართე, ორი კვირის სამყოფი ბარგით ხელდამშვენებული. იმედია ეს ორი კვირა ნორმალურად ჩაივლის. მივაბიჯებდი და მესმოდა შუაგულ ტყეში როგორ ყმუოდა მგელი, მე კი მეღიმებოდა, ისევ ვიგრძენი, რ ვარსებობ და ვცოცხლობ. =_=_=_= აბა კარგია? მგონი უნდა მოგეწონოთ ^_^ უმორჩილესად გთხოვთ, კიდევ ერთხელ, დატოვოთ თქვენკ აზრი. კრიტიკა, შექება ყველაფერი. თქვენს აზრს აუცილებლად გავითვალისწინებ <3 გავაგრძელო ხო? ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.