რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [9]
თავში ათასი ფიქრი მიქროდა, მაგრამ არც ერთი იყო საღი აზრი. ვერაფრით დავადგინე, უტას ნოქმედება. ბოლოს ორ საათიანმა ფიქრმა დამღალა. გადავწყვიტე დამევიწყა ეს ამბავი, "ალბათ ჩემი ღრიალის მოსმენა არ უნდოდა და მაგიტომ დამაწყნარა" გავიფიქრე და ფიქრისგან ტვინგადახურებულმა ძილი გადავწყვიტე. თბილ საგანს ვგრძნობდი სახეზე. ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა ამოვიცანი, რომ ვიღაცის თითები იყო. ბუტბუტი მესმოდა, თუმცა ვერ გამერკვია ვინ რას ამბობდა. - რა ლამაზი ხარ ჩემო პატარავ. - უკვე გამოფხიზლებულმა გავიგე და შევკრთი, როდესაც სიტყვების აზრს ჩავწვდი, თუმცა თვალებს ჯიუტად არ ვახელდი. სიამოვნებისგან გამაკანკალა, როდესაც ცხელო თითები ვიგრძენი ღაწვზე. - რა ს*რი ვიყავი, როცა გეჩხუბებოდი. იმედია მაპატიებ ოდესმე. ასეთ მდგომარეობაში რომ გხედავ მინდა ის ახ**რი ჩემი ხელით დავახრჩო. - წუთი მაინც დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ უტა მელაპარაკებოდა. მის ხმაში ისეთი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, რომ უმალ დამცხა. ყურებს არ ვუჯერებდი, ნუთუ მე მეუბნებოდა ამას. სიზმრად ჩავთვლიდი ამ ყველაფერს, რომ არა მისი შეხებისგან გამოწვეული გრძნობები, მხოლოდ ისინი ამტკიცებდნენ ამ ყველაფრის რეალურიბას. ფიქრი შუბლზე მხურვალე კოცნამ დამირღვია, ამას ნაბიჯების, შემდეგ კარის ფრთხილად გახურვის ხმა მოჰყვა. თვალები ნელა გავახილე და კარს მივაშტერდი, რომელშიც ახლახანს გავიდა უტა. "უტა... უტა მკლავაძემ მითხრა ე. ყველაფერი." "რა ლამაზი ხარ ჩემო პატარავ" მისი სიტყვები ექოსავით ჩამესმოდა. ხელზე გამეტებით ვიკბინე, რათა გამერკვია მართლა ხომ არ ნესიზმრებოდა, თუმცა ტკივილისგან რომ არ გამომეღვიძა ბოლოს და ბოლოს დავრწმუნდი, რომ ეს მართლა მოხდა. მამის გარდა არავისვუთქვამს ჩემთვის მსგავსი შინაარსის მქონე სიტყვები, მაგრამ უფრო მის ხმაში ნათლად ნაგრძნობი სითბო და სიყვარული მაბნევდა. ყოველთვის უხეში, დამცინავი, ამაზრზენი ხმა ძალზედ მელოდიური და სასიამოვნო მომეჩვენა. მისი მხურვალე შეხება რომ გავიხსენე ისევ გამცრა სხეულში, ხოლო კოცნაზე ლამის კრუნჩხვებში ჩავვარდი. "აჰჰ, ახალი საფიქრალიღა მაკლდა" ამოვიგმინე და პურაღმა გადმოვგორდი. საათ-ნახევარი ასე ვიყავი, გაუნძრევლად ვიწექი ზურგზე და უტას სიტყვების გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. ბოლოს გადავწყვიტე არაფერი შემემჩნია და ჩვეულებრივ გამეგრძელა ცხოვრება. ისევ ცივი და იგრძნობი ქეთა, თუმცა რაღაც ვიგრძენი. დიახ, ბრაზი საკუთარ თავისადმი. ადრე არავის ვადარდებდი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ უთქვამთ, მაგრამ ახლა უტამ მითხრა, მართალია "მძინარეს", მაგრამ ხომ მითხრა. თითქოს თავს ვალდსბულად ვგრძნობდი, რომ ისევ მხიარული გავმხდარიყავი, მაგრამ არ შემეძლო, ღრმა ჭრილობა კიდევ შესახორცებელი იყო. მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. მისაღებისკენ არ გამიხედავს ისე შევედუ სამზარეულოში. ყავა და ბუტერბროდი გავიკეთე. უხმოდ მივირთმევდი. ამას საკუთარ თავთან არ ვაღიარებდი, მაგრამ უტას ნახვა ნამდვილად მინდოდა. ოთახში მომხდარ ინციდენტს რომ ვიხსენებდი, ტაო მაყრიდა მთელ სხეულიზე. ჭურჭელი რაკოინაში ჩავდე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. მისაღები ოთახის ჩავლას ვაპირებდი, როდესაც თვალი მოვკარი. ფრთხილად მივუახლოვდი და ღილიმლა გამირბინა ბაგეზე, როდესაც ოთხად მოკეცილ, ორმეტრიან მუტრუკს მოვკარი თვალი. ისეთი საყვარელი იყო მძინარე უტა, რომ უნებურად ჩავიმუხლე მის თავთან. ტუჩები საყვარლად დაბერვოდა ძილისგან და ისედაც ღვინისფერი უფრო გამუქებოდა. უდარდელად ფშვინავდა. იმდენად ლამაზი იყო, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი და დაჰიპნოზებულივით ვაშტერდებოდი. უნებურად ჩამოვუსვი ხელი ლოყაზე და როგორც კი ვიგრძენი, რომ გატოკდა, დენდარტყმულივით წამოვხტი ფეხზე. "არა, რას მიშვება ეს ბიჭი? ნეტავ არ გაიღვიძოს, თორემ სირცხვილისგან ცეცხლი წამეკიდება" გავიფიქრე და ოთახი დავტოვე. უცებ, თითქოს გონება გამინათდა და ფუმფულა პლედი გადავაფარე. ისევ დავხედე მის უნაკლო სახეს. ახლაც მძლია ცდუნებად და ისევ ჩავიმუხლე მის წინ. იმდენად საყვარელი და მიმზიდველი იყო, გაუაზრებლად ვაკოცე ღაწვზე. ვიღაცამ წელზე ხელი მომხვია და სრულიად შემთხვევით აღმკვჩნდი უტას გვერდით. მიხუტებული ვყავდი და ეშმაკურად მომღიმარი ზევიდან დამყურებდა. სირცხვილისგან აჭარხლებულმა თავი ჩავხარე. - რაო ქეთა? - ეშმაკური ღიმილით მკითხა. ვინატრე, მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტენე. მოულოდნელობისა და გაოცებისგან ვერ ვუპასუხე, ანდა რა უნდა მეპასუხა მომეწონე და მოგეფერე-თქო? - ნუთი ეგეთი სიმპათიური ვარ, რომ თვით ქეთა კერესელიძე მომეფერა? - არ წყვეტდა ჩემს უარესად გაწითლებას. - გ-გაჩუმდი და გამიშვი. - როგორც იქნა ამოვიღე ხმა, თუმცა ისე შეცვლილიყო სირცხვილისგან, რომ ძლივს ვიცანი. - რა იყო? ჩემი გრცხვენია პატარავ? - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. "პატარავ" ისე თბილად მომხვდა ყურში, თუმცა არა, ქეთა რის ქეთაა თუ არ ჩააშხამა ეს ყველაფერი. - არ მრცხვენია, თავს საშინლას უკომფორტოდ ვგრძნობ და კიდევ, შენი პატარა არ ვარ. - უმალ დამიბრუნდა ხმაც და ხასიათიც, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვუარყო, მის მკლავებშე ძალიან კომფორტულად ვიყავი და კიდეც ვინატრე, რომ არ გავეშვი. - და შენი თვალები სხვას რომ მეუბნებიან. - მის შავ, უძირო თვალებს შევხედე და გავშრი. მათში იმდენკ სითბი ვიგრძენი, რომ ავხურდი. ერთხანს გონზე ვერ მოვდიოდი, მაგრამ მალე გამლვერკვიე და შედარებით ხმამაღლა ვუთხარი: - უტა, გამიშვი-მეთქი! - სერიოზული სახით ვუთხარი, თუმცა მესიკვდილებკდა ახლა ჩემს ცივ ლოგინში შეგორება. სახეზე აშკარად წყენამ გადაურბინა და ხელები გამიშვა. ძირს მოვადენდი ზღართანს, მალე რომ არ ჩავჭიდებულიყავი ისევ მის მკლავს. ამაზს უარესაც ავწითლდი და უკანმოუხედავად წავესი ოთახისკენ. უკვე ღამის ორი საათი იყო და მე დანაშაულის გრძნობა არა და არ მაძინებდა. იქნებ, მართლა არ უნდა ეყვირა დ. მეუხეშა მისთვის, თუმცა ვერ ვეტყოდი, რომ მრცხვენოდა მისი, არა, ამას სიკვდილი მერჩივნა. ნახევარი საათიისევ ვიგორავე ლოგინში, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად სქელი და თბილი საბნისა, უჩვეულოდ ცივი მეგონა საწოლი. ირგვლივაც სიცივეს ვგრძნობდი და თითქო მეც მამცივნებდა. რაღაც მაკლდა, უფროსწორედ ვიღაც. "ოო,არა," გავიფიქრე, როდესაც "ვიღაცის" ვინაობა დავადგინე. კი, ნამდვილად უტას მკლავები მაკლდა, რომლებშიც თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობდი. მისი კუპრივით შავი ირისები უმალ მათბობდნენ. მეტს ვეღარ გავუძელი და მისი ოთახისკენ წავესი. მისი კარის წინ დავდექი, საიდანაც სითბოს ვგრძნობდი, რომელმაც არა მცოლოდ ძვლები, სულიც კი გამითბო. ფრთხილად შევაღე და თავზე დავადექი. ზურგით იწვა, ამიტომ ზუსტად არ ვიცოდი ეძინა თუ არა, მაგრამ არ მაინტერესებდა, ახლა ბოდიში რომ არ მკმეხადა, დანაშაულის გრძნობა ბოლოს მომიღებდა. - უტა, გძინავს? - დავჩურჩულე და გავირინდე. არაფერი უთქვამს. გარანტია არ მქონდა, რომ ეძინა, მაგრამ ლაპარაკი განვაგრძე: - მოკლედ, ბოდიში რომ გეუხეშე და ხმას ავუწიე. მართლა არ მინდოდა, უბრალოდ შენგან ამას არ ველოდი და გაოგნებულს ეს მომაფიქრდა მხოლოდ. - ზურგი ვაქციე და ის იყო უნდა გავსულოყავი, რომ უკნიდან ვუღაც ამეკრო და ხელები მუცელზე მომხვდა. გამაკანკალა, მის შეხებაზე რაღაც საოცრება მჭირდა. მუცელში პეპლები კი არა დინოზავრები ტანგოს ცეკვავდნენ. სუნთქვა შემეკვრა, როდესაც კისერზე ცხელი ტუჩები ვიგრძენი. - რა სულელი ხარ. - ჩამესმა მელოდიური, თბილი ხმა და მეც უმალ გამათბო. რა საოცრად შეეძლო ჩემო გათბობა მის ერთადერთ სიტყვასაც კი. სხეული მომიდუნდა და მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი კისერში. ხელში ამითაცა და საწოლზე ჩემთან ერთად დაწვა. შიშმა ამიტაცა. - უტა... ა-არ გინდა. - ამოვიკნავლე შეშინებულმა და მუდარით ავხედე. ბიჭს ჩაეცინა და შუბლზე მაკოცა. - ჩემო სულელო, როგორ იფიქრე, რომ რამეს გავნებ ა? რა პატარა და სულელი ხარ ქეთა. - კიდევ ერთხელ მაკოცა შუბლზე და ჩემს კისერში თავჩარგულმა ფშვინვა ამლუშვა. მეც მალევე გადავეშვი, უკვე დამშვიდებული და უტათი გამთბადი მორფეოსის სასუფეველში. =_=_=_= ბავშვებოო უუუუუუუუდიდესი ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ ^_^ მგონი დიდი თავია ხო? ძალიან გთხოვთ დააკომენტაროთ. <3 თქვენი აზრი ძალიან მეხმარება წერაში. ^_^ ასევე გამანდეთ თქვენი სურვილები, აბა რა ვუყი ამ ორს მომავალში? :D ^_^ მადლობა ყველაას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.