შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწილების ორგანიზატორი 13


1-05-2015, 19:47
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 3 250

მოშორებით მდგარი ნიკა დავინახე რომელიც იცინოდა და გავბრაზდი უკვე მერამდენედ მიკეთებდა ასე, ჩემთვის გავიფიქრე ახლა მივალ და მთელი ძალით შემოვარტყავ თქო, ნაგავი ან აქ რა უნდაოდა, მთელი სიწრაფით წავედი მისკენ და წინ ავესვეტე, ის კი იკრიჭებოდა
-მერამდენედ ნიკოლოზ, მერამდენედ აკეთებს ამას?
-რა იყო რეისი გადაგედო
-კი გადაიდე და მაგას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, აქ რა გინდა
-ვიფიქრე გავაცილებ თქო მაგრამ მერე გადავიფიქრე არ მინდოდა შენი აქედან გაშვება და რეისი ვითომ გადავდებინე.- ხელი მაგრად ჩამჭიდა რო არ გამეშვა
-რაა? შენ კარგად ხარ გამიშვი ახლავე ხელი, რა გადაადებინე ნორმალურად ხარ.- ვეჯაჯგურებოდი მაგრამ ადრეც ტყუილად კი არ ვთქვი ვირივით ჯანი აქვს მეთქი
-გამიშვი, უნდა წავიდე, გამიშვი აქ არაფერი არ მაქ და არავინ მყავს რომ დავრჩე გამიშვი.- ცრემლები მომდიოდა უკვე ისე ვიყავი გაბრაზებული
-დარჩი რა გთხოვ დარჩი
-რისთვის? ვისთვის?.- ვუყვირე და ხელი ჩამოვქაჩე და მანაც გამიშვა
-ჩემთვის, ჩვენთვის!
-არავითარეი ჩვენ არ არსებობს, ამას ისიც ემატება რომ შენ ჩემი არ გესმის, და ვერც ვერასდროს გამიგებ
-არა მესმის, დარჩი
-უნდა წავიდე.-თან საათს დავხედე ხო არ იყო ჯერ ჩასხდომა დამთავრებული
-დარჩი გთხოოვ, ეს ერთხელღა გთხოვ
-არა.- თუმცა ძაან მინდოდა მაგრამ გული მეტკინა და თან სიმაყეც იყო
-კარგი, რადგან შენი ნებით არ გინდა.- ფეხებში მტაცა ხელები ზურგზე გადამიკიდა და ჩემოდანი მერე ხელში დაიჭირა
-აბა წავედით.- გაიცინა და მანქანისკენ წამიყვანა
-გამიშვი ნიკა, გული ამერევა ასე, ნიკა დამსვი უნდა წავიდე.- მთელი ხალხი ჩვენ გვიყურებდა, მანქანასთან მიმიყვანა და უკან შემტენა, ჩემ გვერდით ნია იჯდა წინ კი დათო დავინახე, აბა ამათ უყურე
-ყოჩაღ თქვენ.- გაბრაზებულმა თავი ჩავღუნე და ზედ არცერთისთვის არ შემიხედავს, ნიკა ისევ იცინოდა. არ ვიცი სად მივდიოდით და არც მაინტერესებდა მაინც გამოვიპარებოდი. სიჩუმეში, სიჩუმეში რა ნიას და დათოს ფრუტუნში ნიკას ხმა მომესმა
-მონიკა ქორწილი მინდა და ხო იქნები ორგანიზატორი
-არა!
-კაი მაშინ სხვას ვნახავთ
-ვნახავთ რა შუაშია?
-რავი აბა, დათო მიაწოდე.- დათოც მობრუნდა და ყვავილები მომაწოდა,გამოვართვი მერე ნიას უთხრა ნია შენც მიეციო, ნიამ პატარა ყუთი გამოიღო გახსნა ჩემი ხელი ხელში მოიქცია და თითზე ბეჭედი წამომაცვა
-ჰა აბა ეხლა ვნახოთ?
-სულელი ხარ.- ბეჭედს ხელიდან ვიხსნიდი ნიამ რო მიჩმიტა და თვალები დამიბირალა
-რა?.- გამწარებული ხმით ვკითხე
-არაფერი, უბრალოდ ნიკას აინტერესებს
-რომ შენ თუ.- გააგრძელა დათომ
-გახდები ჩემი ცოლი?.- დაამავრა ნიკამ, თავიდან ისეთი მასკარადი იყო ვერ მივხვდი რას ამბობდა, მერე დავფიქრდი და მივხვდი რაც ხდებოდა
-ნიკა მანქანა გააჩერე.- ყველა შეშინებული სახით მიყურებდა
-გააჩერე მეთქი!.- გააჩერა თუ არა კარი გამოვაღე და გადმოვედი, ისიც გადმომყვა, ალბათ აინტერესებდა გავიქცევოდი თუ რას ვიზავდი და მელოდებოდა, მე, მე კიდე სიხარულისგან ზედ შევახტი და მოვეხვიე
-კი გავხდები.- ხელები მთელი ძალით მომხვია და ხელში ამიყვანა, მე ზავიდან დავჩერებოდი და მეცინებოდა მიხაროდა ასე მალე ყველაფერი, ასე მალე დავთანხმდი ამ დროს ყველანაირი წყენა დამავიწყდა
-ნიკა, იცი...
-ჰო ვიცი, და მეც მიყვარხარ, მართლა ძალიან მიყვარხარ.- აფარის დამატება აღარ იყო საჭირო თავი მისკენ დავხარე და ვაკოცე, მანქანიდან კი შეძახილები "მიდით, აე მაგრებო, გვიყვარხართ" და მა ყველაფერს მარტო ნია ყვიროდა დათო ტაშს უკრავდა, ნამდვილი საპნის ოპერაა მაგარმ ჩემი საპნის ოპერაა და მომწონს. ვფიქრობდი გულში და ვიღიმოდი.

***
ქორწილამდე ნიკასთან გადავედი, იმიტომ რომ არ მინდა ცალკე ვიყოთო, დედამისი გავიცანი, ისეთი ქალი იყო აი მკაცრი და სამართიანი, მაგრამ კარგად მიმიღო, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ბათუმში წავედით, რატომ? იმიტომ რომ ბათუმში გვქონდა ქორწილი სანაპიროზე, წყალ ქვეშაც კი შეიძლება ყოფილიყო, რათქმაუნდა ჩემი და ნიკას ერთობლივი გადაწყვეტილება, ყველაფერი რაც საჭირო იყო აქედან წასაღებად გაზადებული გვქონდა, ნია და დათოც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ ანასტასიამ და მარინამ ქორწილის წინა დღეს ჩამოვალთო, მარინა ჩემი მომავალი დედამთილია, გზაში რათქმაუნდა ვერ ვისვენებდი, ხან ვცეკვავდი ხან ვმღეროდი
-მოისვენე.- წარბაწეულმა გამომხედა და ჩემი სულელური ცეკვის მერე გაეცინა თვითონაც
-ნიკოლოზ როგორ მიყვარხარ, ამ ცეკვაში ვაქსოვ ყველაფერს
-შენ როგორც ცეკვავ ისე თუ გიყვარვარ მგონი უკან მიბრუნება დაგვჭირდება
-არა სულელო.- ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე და ისევ ცეკვა განვაგრძე.

***

ჯვარის დაწერა ვერ მოვახერხეთ და სხვა დროისთვის გადავდეთ, არადა ყველაზე მეტად ეს მინდოდა, მაგრამ ეგ თბილისშიო ნიკამ და მეც აღარ ვეწუწუნე, მხოლოდ ხელი მოვაწერეთ და სანაპიროსკენ გავეშურეთ, ფოტოსესიები ერთი ამბავი ეს კამერა ცალკე დაგვყვებოდა
-ეხლა წიხლს ვკრავ და გადავაგდებ
-მოიცა გოგო.- სერიოზულად ეგონა ნიკას და დამაწყნარა. ჩემი მხრიდან არავინ იყვნენ ამიტომ მხოლოდ ნიკას მხრიდან მოსულ ხალხს ველაპარაკებოდი და ვუღიმოდი, როცა ჩემა თვალებმა საოცრება დაინახა და საოცრება ემი იყო, თავის საქმროსთან ერთად, გიჟივით გავიქეცი და მაგრად მოვეხვიე
-ვაიმე ემი შენ ხარ ხო შენ ხარ?
-კი კი მე ვარ, ამ დღეს როგორ გამოვტოვებდი. გილოცავ ჩემო კარგო.- ხელები მომხვია და მაგრად მომეხვია, მერე მისმა ვაჯკაცმაც მომილოცა, ნიკას გავაცანი ემი და ემის პირველი კომპლიმენტი
-პერფექტ.- თან სამი თითი აწია
-აჰა, მადლობა.- სიცილით კიდე მოვეხვიე და ლოყაზე ჩემი წითელი პომადის კვალი დავუტოვე.
ყველა სანაპიროსთან იყო მიმოფანტული მე და ნიკა ხიდთან ვიდექით, თავი ჩემს მხარზე ჰქონდა ჩამოდებული და ხელები მუცელზე შემოხვეული
-მიხარია შენ რომ შეგხვდი
-მეც მიხარია, ისე ხომ ვთქვი პატარები არასდროს ცდებიან თქო
-ეგ როდის?
-დიტომ რო თქვა შეყვარებულიო, თუმცა შეყვარებული აღარ უკვე ცოლი.- შემომატრიალა და შუბლზე მაკოცა, მაშინ მივხვდი რო მის გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერი იქნებოდა სრულიად არაფერი!


-ესეც დასასრული, იმედია მოგეწონათ ისტორია მთლიანად .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent