შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ვნება წესების გარეშე(თავი 5)


2-05-2015, 00:14
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 322

„რამე ხდება? მსახურმა მითხრა,რომ დღეს სამსახურში არ იყავი,უცნაურად იქცეოდი და ხმამაღლა ტიროდი.რა ხდება?“
-ანა,გიგი მწერს.ნახე-ტელეფონი მიაწოდა მეგობარს.
-ეგ არაკაცი.რას ეტყვი?
-მივწერ,რომ ტელეფონით ვერ ავუხსნი.
-ჰო,მიწერე.ძალა მოიკრიფე.ძლიერი ქალი ხარ.
-მადლობ,ანა,გვერდში რომ მიდგეხარ.
„ტელეფონით ვერ აგიხსნი.“-მოკლედ მიწერა გიგის და ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო.
-ადექი,არ დაგაგვიანდეს.ყავას მოგიდუღებ.
-მადლობ.მეტი არაფერი მინდა.მეჩქარება.
-კარგი,კრისტ.
კრისტინა სწრაფად გამოეწყო,ყავა დალია,გამოემშვიდობა ანას და მანქანა დაქოქა.შუა გზაში იყო,როცა დანიელმა დაურეკა.
-კრისტ,როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-მეც,ნორმალურად.ძალაშია წინადადება?
-ძალაშია-კრისტინას გაეღიმა.
-დროებით.
-დროებით-ტელეფონიისევ ჩანთაში ჩააგდო და წინ გაიხედა.
სამსახურში უხასიათოდ იყო.თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა და აწამებდა.სამი საათი იქნებოდა,როცა გიგიმ დაურეკა:
-რა ხდება არ მეტყვი?
-ვერ გეტყვი-მეთქი ტელეფონით.
-აბა,როდის გცალია? როდის მეტყვი? დღეს სახლშიც არ იყავი.
-რა მოხდა მერე?კრისტინასთან დავრჩი.შენ ჰო იცი სულ სახლში გძინავ-ქალი შეტევაზე გადავიდა.ცრემლები არ მოსდიოდა,რადგან გული უხურდა და მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრობდა.
-კარგი,გასაგებია.უბრალოდ,ადრე იბარებდი და ახლა...-ქალმა გააწყვეტინა:
-შენ საერთოდ მეკიტხები რამეს? წითელი ბიკინის პატრონზე მკითხე რამე?=ქალს უნებლიედ წამოსცდა.
გიგიმ ვერაფერი უპასუხა.ახლა მისთვის ყველაეფერს აეხადა ფარდა.
-ვიცი ეს ყველაეფერი სამი თვე გრზელდებოდა.ისიც ვიცი,რომ შენ უკვე დიდი ხანია გკისდივარ და ისიც ცალ ფეხზე.
-კრისტინა-გიგის მხოლოდ ეს ამოხდა და ტელეფონი გათიშა.
-არაკაცი-თითქმის ხმამაღლა თქვა ქალმ,როცა გარედან დაუძახეს:
-პაციენტია თქვენთან.
-შემოდით.
ოთახში შემოვიდა თოტხმეტი წლის გოგონა.მეტრანახევარი იქნებოდა სიმაღლეში.ყავისფერი მოკლედ შეკრეჭილი თმა და ღია თაფლისფერი თვალები ჰქონდა.წვრილი ტუჩები ათრთოლებოდა.სუსტი სხეული უკრთოდა.გული გამალებით უცემდა და ეს აშკარა იყო მისი სწორი მკერდიდა.საერთოდ მკერდს თუ დავარქმევდით.
-გამარჯობა-კრისტინამ გაუღიმა შემოსულს.
-გამარჯობათ-მორცხვად უპასუხა გოგონამ.
-გამეცანი-ქალმა დაიწყო ისე,როგორც ჩვეოდა.
-ანასტასია,14 წლის. ცოტა ხნის წინ გავიგე,რომ ჰერმოფრროდიტი ვარ.მედიცინის ენაზე ვიტყვი,რომ უკეთესად გამოჩნდეს.
-უიმე,ეს უცნაურია.
-დიახ,უცნაური,რომ გენახათ,ჩემი რეაქცია.ექიმებმა დაიჟინეს,რომ თქვენთან მოვსულიყავი.
-ოპერაციაზე არ ფიქრობ?
-დიახ,მაგრამ საშიშიაო.მე მინდა,მაგრამ არასრულწლოვანი ვარ და გადაწყვეტილებას მშობლები იღებენ.ისინი ჯერ თავს იკავებენ და ეს,იცით,რას ნიშნავს?იმას ნიშნავს,რომ არ ვიიც-გოგონა ატირდა.
-დაწყნარდი.დაველაპარაკები შენს მშობლებს.
-მათ სჭირდებათ ფსიქიატრი და არა მე-გოგონა მაღალ ხმაზე აქვითინდა.
-გთხოვ,დაწყნარდი-კრისტინამ ზურგზე ხელი ნაზად მოუსვა.
ანასტასია სლოკინებდა და სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთზე:
-მე გოგონა ვარ და არა ბიჭი.არ მინდა ეს სათესლე ჯირკვალი.ამომაჭრან მინდა.მათ რისკი არ უყვართ.უთხარით,გთხოვთ.
-აუცილებლად ვეტყვი.
-მადლობთ.გარეთ არიან.დავუძახო?
-კი,მიდი.
-გამარჯობათ-კრისტინა ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა შემოსულ ცოლ-ქმარს.
-გამარჯობათ.
-ბავშვს ოპერაცია უნდა და იქნებ გაუგოთ...-არ იცოდა საიდან დაეწყო.
-ჩვენ ვაპირებთ,ვფიქრობთ,მაგრამ გვეშინია-დაიწყო ანასტასიას დედამ.
-რისკია ცხორვება,გესმით?-კრისტინა აღელდა.
-ჰო,მაგრამ..ჩვენი შვილი-დედამისი ლაპარაკობდა.მამამისი კი ქანადაკებასავით გაქვავებულიყო.
-უნდა გაუკეთოთ,აუცილებლად და თან მალე-კრისტინამ ბრძანებლური კილოთი მიმართა და თავს ატყობდა,რომ თანდათან კარგავდა მოთმინებას.
კაცი უცბათ შეინძრა.აღარ შეეძლო ამ საშინელების ყურება.ისედაც გულს უჩუყეყებდა ანასტასიას მუდმივი უხასიათობა და ტირილი.
-კარგით,გავუკეთებთ.დღეს წავალთ საავადმყოფოში.ვეღარ გავუძლებ ბავშვის საცოდაობას.მორჩა,გადაწყვეტილია.
-შესანიშნავია-კრისტინას სახე აენთო,ანასტასია კი მას გადაეხვია და ყურში ჩასჩურჩულა:
-დიდი მადლობა.
-არაფრის,პატარა.
ანასტასიას დედა გაშეშებული იდგა,ხმას ვერ იღებდა.ამ სანახაობაზე თვალის წამწამზე ცრემლი ჩამოკიდებოდა.
-მადლობთ-მამამისმა ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა.
-არაფრის.შემატყობინეთ როგორ ჩაივლის-კრისტინამ გაუმღიმა მათ და გააცინა.
ცოტა ხნით მოწყდა საკუთარ პრობლემებს.საღამოს შეხვედრა ჰქონდა ედანიშნულული დანიელთან.გაახსენდა ეს და სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
საათს შეხედა.
„ხუთი საათია.მუშაობას შვიდის ნახევარზე მოვრჩები დღეს და რვაზე დანიელი გამომივლის.“
ეს საათ ნახევარიც მალე გავიდა. ანას სახლისკენ წავიდა და თან ფიქრებში ხან იქით იყო და ხან აქეთ.
ბავშვები ისევ ბებიასთან იყვნენ,ამიტომ გიგი სახლში ისევ მარტო იყო.დივანზე ეგდო,გვერდით სასმელი ედგა.სახეზე არ ედო ფერი.დამთვრალიყო და თვალებს უმისამართოდ აცეცებდა.
„როგორ დავშორდე? რა ვქნა? ხალხი რას იფიქრებს?“-მხოლოდ ხალხი აკვიატებოდა.აბა ტიპიური ქართველი კაცია და რა გააკეთოს.მხოლოდ სხვისი აზრი აინტერესბეს და ცოლის არა.არ უყვარს და მაინც რა აკავებს მასთან?თან შეჩვეულია ამ მდგომარეობას და ეზარება რამის შეცვლა. არ იცის რა ქნას.როგორ აუხნას საზოგადოებას და საერთოდ როგორ აუხსნას ვინმეს ეს ამბავი.
თან მერე მის კომპანიის საიტზე დაწერენ სტატიას:“გიგი ღალატის ნიადაგზე ცოლს დაშორდა“.მერე კითხვებით შეიკლავენ.იქნებ,მის კარიერად რამე დააკლოს ამ განქორწინებამ.
„მერე ათასი საბუთი და რაღაც.სასამართლოც..“-ამოიხვნეშა გიგიმ.
ვერ პოულობდა გამოსავალს და ამ ნაბახუსევზე საღად აზროვნებაც უჭირდა.რაღაც საბუთებზე ჰქონდა ხელი მოსაწერი,მაგრამ ახლა ამის თავიც არ ჰქონდა.მხოლოდ ერთი რამ შეეძლო და ამის გახსენებაზე ტელეფონი აიღო.
-შევხვდეთ-დაურეკა ერთ ქალს,რომელთანაც წინა ღამე გაატარა.
-კარგი.გამომივლი?
-ახლავე.მაგრად ვარ მთვრალი და სხვა არაფრის კეთება არ შემიძლია-ქალს გაუთიშა და გასაღებს ხელი სტაცა.თითქმის სირბილით მივიდა მანქანამდე.
ცოტა ხანშ კი კაიფში წავიდა.ესეთი კაიფი ხომ ყველაზე მეტად უყვარდა.ქალებით კაიფზე აფრენდა და თან ნაირნაირი ქალებით.
კრისტინამ შავი მუხლს ზემოთ კაბა ჩაიცვა.ზურგზე მოშიშვლებული.სამკაულებით შეუფერა,საღამოს მაკიაჟიც გაიკეთა,ფეხზე ათსანტიმეტრიანები მოირგო და დანიელს დაუწყო ლოდინი.
მამაკაცი ზუსტად შვიდის ნახევარზე იყო მის სახლთან.შეიძლება,უფრო ადრეც კი.ქალის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა:
-ულამაზესი ხარ,კრისტ.
-ნუ მაწითლებ-ქალი გაკეკლუცდა.
-მე მხოლოდ რეალობას ვღწერ,კრისტ-ქალის სახელს ისე ჰაეროვნად წარმოთქვამდა,რომ მხოლოდ ეს ერთი ქალის მთელს სხეულს ჟრუანტელს სძენდა,თითქოს მუხტავდა და სულ სხვას ხდიდა.
-დანიელ,წავიდეთ?-ქალმა მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
-დიახ-ქალს ხელი გაუყარა და მანქანის კარი გაუღო.
-ჯენლტმენი ხარ?-კრისტინას რაღაც მოსვლოდა.თითქოს აღარ ახსოვდა ქმარი,შვილი,პრობლემები...
-ქალბატონები აფასებენ,მხოლოდ ქალბატონები-მამაკაცს სახეზე ღიმილი აკვროდა.
-ჰმმმ...
მალე რესტორანში იყვნენ და ერთმანეთის პირდაპირ ისხდნენ.მათგან ლამაზი ხედი მოჩანდა. მაგიდა სანთლებით იყო დეკორირებული.
-ყველაფერი ისეთი ლამაზია-ქალმა ვერ დამალა აღფრთოვანება.
-არაა...
-როგორ თუ არაა?-ქალს გაეღიმა.
-შენთან შედარებით არაა.შენ ისეთი ლამაზი ხარ.
-აღარ გვინდა კომპლიმენტები.
-აღარ გვინდა თუ აღარ მინდა?შენ ხომ არ გითქვამს ამდაგვარი რამ.
-კარგი,მეც გეტყვი.სასიამოვნო ადამიანი ხართ.
-მხოლოდ ეს?-დანიელი საკუთარ თავში დარწმუნებული იყო.
-გონიერიც,კეთილშობილი,ზრდილობიანი.იცით ქალთან თავის დაჭერა.
-მადლობ.
-თან ძალიან სიმპათიური-როგორღაც ამორერღა ქალმა.
-მადლობ-კაცს გაეღიმა და ქალს ხელზე ხელი შეახო.
-რას შეუკვეთავთ?-მოსამსახურე პერსონა მიუახლოვდა მათ.
-რასაც ქალბატონი-დანიელმა უყოყმანოდ უპასუხა,კრისტინამ კი თავის არჩევნის შესახებ უთხრა.
-პრობლემები ახსენე,მგონი,როცა დაგირეკე?
-კი,მაგრამ ახლა ისეთი ლამაზი საღამოა,არ ღირს ამაზე საუბარი.
-მართალი ხარ-დანიელმა ქალს თვალი თვალში გაუყარა.
კრისტინა თვალს არიდებდა მამაკაცის თან მკაცრ და თან თბილ გამოხედვას.რა იყო მასში განსაკუთრებული და ან იყო რამე? ალბათ,იყო,რადგან ქალი ასე მოხიბლა.
-თქვენი კაბა...მასში ისეთი მშვენიერი ხარ,სექსუალური.ისეთი ქალი ხარ,რომ ნებისმიერ მამაკაცს დაატყვევებ,გალიაში დააბამ და შენს მუდმივ ტყვედ აქცევ-მუდმივიი ქალს გულზე მოხვდა და პულში აუჩქარდა.მგონი,სახეზეც დაეტყოო აღშფოთება,მაგრამ შეეცადა დაემალა.გიგისთვის იყო არ გამოდგა მუდმივი.
-კრისტინა,გეფიცები,განსაკუთრებული ხარ.იმდენ ქალს შევხვედრირვარ,სად არ ვყოფილვარ,მაგრამ შენ ჩემზე რაღაც მოახდინე,მაგრამ არ ვიცი რა.
-დანიელ,ნუ აზვიადებ.
-არა,მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ.
-კარგი,უბრალოდ,ალბათ,ძნელია..-ქალს სიტყვა გაუწყდა.
-რას ამბობდი?
-როცა ქალი...-ხმა აუკანკალდა კრისტინას.უნდოდა ეთქვა,როცა ქმარს საერთოდ აღარ აინტერესებ და სხვა მამაკაცი ასეთ სიტყვებს გეუბნებაო.
-რას ამბობ?არ მესმის.
-უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში ვარ,როცა ასე მახასიათებ-ქალმა გაღიმება სცდა და არც დანიელს უეჭვია რამე.
-რამდენი წლის ხარ?-უეცრად ჰკითხა მამაკაცმა.
-ოცდარვა-პირდაპირ უპასუხა ქალმა.
-ოცდაცხრის ვარ-გაუღიმა მამაკაცმა.
-ერთი წელი-ჩაეღიმა ქალს.
-გატყობ,შეყვარებული არ უნდა იყო?-პირდაპირ ჰკითხა დანიელმა.
-არა,არ ვარ-ის ხომ უკვე აღარც იყო შეყვარებული.ქმარი მისთვის ყოვლად აუტანელ არსებად გარდაქმნილიყო და მის გევრდით ყოფნა ჯოჯოხეთი გამხდარიყო.
-შესანიშნავია.მგონნი,მე არცაა,გითხრა ამ კითხვაზე პასუხი...მეტყობა რამე დაკავებულის?
-არა,არ გეტყობა-ქალმა ამჯერად თამამად გაუღიმა.
მათი მყუდროება კრისტინას ტელეფონმა დაარღვია.
-უნდა ვუპასუხო-ქალი ფეხზე წამოდგა.
-აი,ამიტომ ვერ ვიტან მესამე ობიექტს...
ქალი ფეხზე წამოდგა და გვერდით გავიდა.სახეზე ფერი შესცვლოდა.

მადლობა მათ,ვინც კითხულობთ...
ველი კმენტარებს...ეს იქნება ჩემი მორჩილესი თხოვნა..
ყველანი უსაზვროდ მიყვარხართ//



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მალე დადეე კიდე და დიდიი

 


№2  offline წევრი Anuuc^.^

მიყვარხარრ❤❤ძალიან კარგია
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№3  offline წევრი prettygirl

Greis anatomias uyureb uechveli :D

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

uchveulo
მალე დადეე კიდე და დიდიი

მადლობ.
Anuuc^.^
მიყვარხარრ❤❤ძალიან კარგია

მადლობ,მეც.

prettygirl
Greis anatomias uyureb uechveli :D

ჰო,ვუყურებ.გამოიცანი..

 


№5  offline წევრი prettygirl

Mmenti mecno da :D
drunkinlove
uchveulo
მალე დადეე კიდე და დიდიი

madlob.
Anuuc^.^
მიყვარხარრ❤❤ძალიან კარგია

madlob.mec.
ho vukureb gamoicani :D


prettygirl
Greis anatomias uyureb uechveli :D

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

აჰაამმ..მივხვდი...

 


№7  offline წევრი ninaa26

kargia dzaliannn <3 gaagrdzele male

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

ninaa26
kargia dzaliannn <3 gaagrdzele male

ჰო დღეს დვდებ,როგორც კი შემეძლება...ანუ 12ის მერე..
მადლობა

 


№9  offline წევრი ხატული♥

კარგია და მალე დადე რაა ძაან მაინტერესებს რა მოხდებააა wink

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

ხატული♥
კარგია და მალე დადე რაა ძაან მაინტერესებს რა მოხდებააა wink

მადლობა დიდი..
როგორც კი შემეძლება დაადება დავდებ მაშინვე ანუ 12-ის მერე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent