შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკუშა ყაზბეგის გოგო ხარ (თავი 2)


2-05-2015, 21:43
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 5 081

მივტრიალდი და ხელში საოცრად სიმპატიური ნიკუშა ყაზბეგი შემრჩა.
-არ ვიცოდი ნია თუ დაგპატიჟებდა
-რატომ? - მკითხა და თვალები ოდნავ მოჭუტა თან მაგარი ნაპასი დაარტყა და სიგარეტი გადააგდო. ღმერთო ხმის ტემბრიც როგორი საოცარი აქვს. მხრები ავიჩეჩე და ხელები გადავარჯვარედინე მერე თვალებში ჩავხედე არასოდეს არ ვყოფილვარ ნიკუშასთან ასე ახლოს როგორც ახლა.
-აქ რატომ ხარ და არა შიგნით? - დამისვა კითხვა
-არ ვიცი აქ სიმშვიდეა - მას ჩაეცინა და ნიაც გამოვიდა ცეკვა ცეკვით ნიკუშა გადაკოცნა კაი ნაცნობივით მოიკითხა მერე ორივეს ხელი მოგვკიდა და შიგნით შეგვიყვანა. ნახევარზე მეტი თბილისი იქ იყო როგორ არ მიყვარდა ესეთი სიტუაციები მაგრამ ჩემ ნიას ვერ გავუტეხე და ამიტომ ბოლომდე დავრჩი ნიკუშაც ბოლომდე დარჩა დილის ხუთზე დავიშალეთ უკვე ყველანი მაგარი მთვრალები ვიყავით ნია ლუკამ წაიყვანა მეც მითხრა ლუკამ წამოდიო მაგრამ არაფრით არ გავყევი დავიჩემე ფეხით უნდა წავიდე და ყველანი შემეშვითთქო. ნიკა მოვიდა ჩემთან და მითხრა
-წამოდი მე გაგიყვან
-არა მე ფეხით უნდა წავიდე - ვთქვი და ფეხი მიწას დავარტყი
-კაი მაშინ ორივე ფეხით წავიდეთ
-კარგი - სანამ მე და ნიკა ფეხით მივედით ჩემს სახლამდე გახდა შვიდის ნახევარი დაახლოებით მერე ნიკუშას ჩავეხუტე ლოყაზე ვაკოცე და სახლში შევედი არასოდეს დამავიწყდება როგორ ჩატეხა ლოყა და თვალი ჩამიკრა როცა მისი მკლავებისგან გავთავისუფლდი. სახლში არავინ იყო მე ცოტა გამოფხიზლება მჭირდებოდა აბაზანაში შევედი ვიბანავე და ჩავიცვი ჯინსის მაღალწელიანი შორტი თეთრი ტოპი მაიკა თმა მაღლა ავიწიე და კოსად შევიკარი ფეხზე თეთრი ბენსიმონები ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი დივანზე დავჯექი ფეხები მოვკეცე და ტელევიზორი ჩავრთე მუსიკებზე გადავრთე და ცეკვა დავიწყე ვიმეორებდი რაღაც რაღაცეებს ადრე hip-hop - ზე დავდიოდი და ვიცოდი რაღაცეები. კარზე ზარია მუსიკას დავუწიე და კარები გავაღე სხვა ვინ თუ არა ნიკუშა და მისი სასტავი. შემოლაგდნენ მიყოლებით და დივანზე დასხდნენ
-სანდრო (ჩემი ძმა) ბექა, ალექსი, მიშო, სანდრექსა (ძმაკაცი) - ვამბობდი თითოეულის შემოსვლისას და არ დამვიწყებია ჩვენი უკვდავი მისალმება სინამდვილეში ეს უაზრო ხელების ტყაპუნი იყო ერთმანეთზე ჩვენთვის კი ბევრს ნიშნავდა.
-აუ გვშია რა კრასოტკა გვაჭამე რამე თორე მოვკვდით და ეგაა - შემომჩივლა სანდრექსამ
-ჩემი ხელით გაგითხრიდით ეხლავე საფლავებს უბრალოდ არ მინდა ნახევარი თბილისის გოგოები გადავიკიდო - ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე მერე კი მათ იდიოტურ გამომეტყველებას რომ წავაწყდი სიცილით წამოვდექი და სამზარეულოდან საჭმელები გამოვალაგე ტელევიზორთან ახლოსმდებარე მაგიდაზე დავუდგი ყველაფერი წვენიც მივუტანე და მეც გვერდით მივუჯექი მათ
-აუუ რა გემრიელია - თქვა პირგამოტენილმა სანდრექსამ და გაიცინა
-აუ ჩემი ამას რა დააჭკვიანებს - ხელი ჩაიქნია იმედდაკარგულმა მიშომ და წვენი მოსვა
-ერთი ეგ დაჭკვიანდება და მეორე ჩემი და ისწავლის რომ უცხოებს არ უნდა ენდოს -მითხრა სანდრომ და ძაან დასტოინი სახით შემომხედა
-ხო ტო ამას მართლა ვერ ვასწავლეთ ამდენი ხნის განმავლობაში რომ უცხოებს არ უნდა ენდოს -თქვა ალექსმა და ეხლა მართლა ყველა იქ მჯდომის ყურადღება დავიმსახურე
-განსაკუთრებით ნიკუშა ყაზბეგს - დაამატა ბექამ და გაბრაზებული მზერა მომაპყრო
-აუ რა გინდათ? - ვკითხე ძაან მშვიდად და სკამის საზერგეს მივეყრდენი
-რა რა გვინდა გოგო დღეს ვინ მოგაცილა სახლამდე? - მკითხა სანდრომ
-ვინ და ნიკუშა ყაზბეგმა - ვუთხარი ისევ ძალიან მშვიდი ტონით
-ვინ? - ისევ სანდრომ მკითხა
-რა ვერ გაიგე ბიჭო ვააა მემგონი გუშინ რო დავიყვირე არ შევმცდარვარ და მართლა შეგექმნა სმენის პრობლემები. ნ ი კ უ შ ა ყ ა ზ ბ ე გ მ ა - ამჯერად დავუმარცვლე
-ხოდა მეორედ აღარ დაგინახო ნიკუშა ყაზბეგთნ მიახლოებულიც კი გასაგებია? - სანდრო მთლიანად შეცვლილი იყო მის თვალებში ზიზღის და ბრაზის გარდა ვერაფერს ამოიკითხავდით
-ვერა ვერ გავიგე - ვუთხარი მშვიდად და წვენი მოვსვი
-ამის დედა შ***ცი რა ვერ გაიგე ნიკუსა ყაზბეგთან ერთად აღარ დაგინახო თორე
-თორე რა?
-ნუ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო გოგო
-კაი მაშინ მითხარი რატომ
-ამას ვერ გეტყვი უბრალოდ გაგაფრთხილე
-კაი ნიკუშასთან ერთად ვეღარ მნახავ - ვუთხარი და მაგიდიდან წამოვდექი
და ოთახში ავედი. საღამომდე ოთახში ვიყავი მერე მომშივდა და დაბლა ჩავედი სახლში არავინ იყო მაგიდაც აულაგებიათ უყურე ამათ. ისე სინამდვილეში ესეთები არ იყვნენ არ იყვნენ ძაან დასტოინი და ძაან რაღაცნაირი ცივები ესეთები გარეთ იყვნენ სხვების დასანახათ ისინი ამით მალავენ იმას რაც არ უნდა რომ ხალხმა შეამჩნიოს. არ უნდა ხალხმა სეამჩნიოს რა გადაიტანეს მათ მაგრამ ამას ისინი ვერ დამალავენ ვერასოდეს ჩემთან თითოეული მათგანი ჩემთან სულ სხვანაირი ხდება იცით რატომ? მე მესმის მათი.. მე მესმის მათი ტკივილის... მე ისინი ისეთები მივიღე როგორებიც სინამდვილეში არიან... მე მოვიპოვე თითოეულის ნდობა და პატივისცემა... აი ამიტომ მიყვარს და ვუყვარვარ მათ... შევჭამე ოთახში ავედი და ჩემს როიალს მივუჯექი დავიწყე დაკვრა A Great Big World - Say Something - თან ვმღეროდი მიყვარდა ეს მუსიკა თანაც ძალიან მიყვარდა გამახსენდა ბევრი რამ როდესაც დაკვრას მოვრჩი ავდექი და მაღაზიაში გავედი შოკოლადები ვიყიდე სახლში მინდოდა წასვლა მაგრამ გადავიფიქრე და ნიასთან წავედი. არც ისინი დამხვდნენ სახლში მერე გასეირნება გადავწყვიტე ერთი ქალი იჯდა ბავშვთან ერთად თავი ბინძურ სამოსში ჩაერგო და ხელი გამოშვერილი ქონდა მე ის რაც ვიყიდე ყველაფერი მას მივეცი მან დამლოცა და მადლობა გადამიხადა. მივსეირნობდი ცარიელ ქუჩაში მარტო მანამ სანამ ნიკუშას მანქანა არ გამოჩნდა და მანქანიდან არ გადმოვიდა და ხელმკლავი გამიკეთა მანქანისკენ წამიყვანა კარი გააღო და მანიშნა ჩავმჯდარიყავი
-ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
-არაფერს მინდა რაღაც გაჩვენო
-შენ ნასვამი ხარ
-არა არ ვარ
-მე არ ვაპირებ წამოსვლას
-კი აპირებ არ მინდა ძალით ჩაგსვა მანქანაში და ხალხი გავაღვიძო ამიტომ - ხელი მანქანის წინა სავარძლისკენ გაიშვირა და გამიღიმა მეც ჩავჯექი მანქანაში მან მოუარა და თვითონაც ჩაჯდა მანქანა დიდი სისწრაფით მიყავდა ალბათ ეგონა შევეხვეწებოდი რომ სიჩქარეს მოეკლო რადგან მეშინოდა თუმცა სიჩქარე მე უფრო მიყვარდა ვიდრე სხვა დანარჩენებს
-თუ გგონია რომ შეგეხვეწები სიჩქარეს მოუკლო ცდები თუ გინდა მოუმატე - ვუთხარი ცინიკურად და მობილურს დავხედე სადაც უამრავი ესემესი დამხვდა ნიასგან და ლუკასგან ფოტოები გამომიგზავნეს თურმე საქორწინო მოგზაურობაში წასულან და ჩემთვის არაფერი არ უთქვამთ არაფერი მივწერე და გაბრაზებულმა ფანჯარაში გავიხედე
-არც შენ გითხრეს ხო? - მითხრა ნიკამ და მისგან ესეთი კითხვა ცოტა გამიკვირდა
-აარა - ვუთხარი დაბნეულმა
-არც მე
-ჩემთვის მაინც უნდა ეთქვათ თუმცა არაუშავს ცოტას ვაწვალებ და მერე შევურიგდები - ვთქვი ღიმილით ამაყად და გაოცებისგან პირს დავაღებდი რომ არა ჩემი სიამაყე როდესაც ულამაზესი გალავნით შემორტყმულ მთლიანად დახურული ეზოს კრი გაიღო და შიგნით ყველაფერი საოცრად
ზღაპრული იყო



№1  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია მომწონს ველი ახალ თავს love

 


№2  offline წევრი bar bare

Male dade axali tavi, kargi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent