შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცნობი (სრულად)


2-05-2015, 22:10
ავტორი salomee
ნანახია 11 845

***
იმედია მოგეწონებათ!


***
-კატო დე, 3 საათზე უნდა იყო იქ, გაიგე?
-გავიგე დე. ნუცუბიძეზე ხო?
-ჰო. 35 ნომერია. მეორე სართულზე მარცხენა კარია. წავედი მე სამსახურში და ჭკვიანად.
-გკოცნი.
წუხანდელ ღამენათევს მესიკვდილებოდა ახალ ინგლისურის მასწავლებელთან წასვლა. კიდევ კარგი ახლოს მაინც იყო და იოსებიძიდან 15წუთში ვიქნებოდი. სწრაფად მოვემზადე და გავედი.
-კატოო, როგორ ხარ?
-კარგად დაჩი, შენ? - ჩემი მეზობელი და ყოფილი სკოლელი იყო დაჩი ნატროშვილი. შარშან დაამთავრა.
-რავი. რა ლამაზი ხარ!
-მადლობა დიდი. - გავწითლდი მე.
-საით? გაგიყვან.
-ინგლისურზე მივდივარ. აქვე - ნუცუბიძეზე. არ მინდა შეწუხდე, ჩემით გავალ.
-ღადაობ? რა შევწუხდე?! კაი რა. წამო, წამო. - თავით მანიშნა თავისი BMWM5- კენ. მეც ჩავჯექი.
-რას შვრები აბა? ლიკა დეიდა როგორაა?- მოიკითხა დედაჩემი.
-კარგად, კარგად. მადლობა.
-სამედიცინოზე აბარებ ხო შენ?
-კი.
ბავშვობიდან ვუყვარდი დაჩის. ცუდი ბიჭი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ მამა ყავდა ძაან ფულიანი და ცოტა თავში ავარდნილი ქონდა. ხანდახან ისე მაბეზრებდა თავს, რომ მინდოდა კარგად მეცემა. გაბრაზებისას იყო კიდევ საშინლად შეშლილი. ერთხელ მახსოვს, მეცხრე კლასში ვიყავი, ჩვენმა მეზობელმა თემუკა ხურციძემ სიყვარული ამიხსნა და იმის მერე გამარჯობასაც ვეღარ მეუბნებოდა საწყალი. ამბობდნენ დაჩი ნატროშვილი გაგიჟდა, გაცოფდაო, თავის თავს არ გავდაო და თემუკას ისეთი დღე აყარა, ცოცხალი თუ გადარჩებოდა ნამდვილად არ გვეგონაო.
-აი აქ არის ნუცუბიძის 35. ძაან დიდი მადლობა! - გადმოსვლისას ვუთხარი ნატროშვილს და თან მანქანის კარი გავხსენი.
-თუ რამე დაგჭირდეს, ხო იცი?! - თვალი ჩამიკრა მან.
-კარგად დაჩი! - დავემშვიდობე და სადარბაზოში შევედი.
მარცხნივ მდებარე კარზე ზარი დავრეკე და დაველოდე. 1 წუთში ჩხაკუნის ხმა გაისმა და კარიც გააღეს.
დამცხა.
წელს ზემოთ შიშველ, სპორტულ ნაცრისფერ შარვალში გამოწყობილმა ბიჭმა გამიღო კარი. ხელში მოკიდებული სიგარეტი ეჭირა. ჩემს დანახვაზე წარბები აწია და მიმახვედრა, რომ რამე უნდა მეთქვა. ყველანაირად ვეცადე ჩემი დაბნეულობა არ შემემჩნია და თამამად ვკითხე
-ქალბატონი ნინო მიქაბერიძე აქ ცხოვრობს?
ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე ასე წარბაწეულმა ამათვალიერა და ხელის მოძრაობით მოპირდაპირე კარზე მანიშნა.
ან ლიკას შეეშალა ან იმ მასწავლებელს ეშლება მარცხენა და მარჯვენა! ძალიან გავბრაზდი ასეთ უხერხულ სიტუაციში რომ მომწია ყოფნა.
-ბოდიში და მადლობა. - უხერხულად ვუთხარი და გამოვტრიალდი.
ნერვიულად დავრეკე ზარი მოპირდაპირე კარზე. ისე სწრაფად გამიღო ვიღაც ქალმა და სავარაუდოდ ჩემმა მასწავლებელმა, მეგონა იქ იდგა და მელოდებოდა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და სანამ შევიდოდი, თავი მარცხნივ ოდნავ მოვატრიალე. კარის დაკეტვის ხმა არ გამიგია, მაგრამ იქ აშკარად აღარავინ აღარ იყო, კარი - დაკეტილი.


ინგლისურიდან გამოსულს ნუცუბიძიდან კანდელაკზე ფეხით გადავჭერი. კანდელაკზე მათხოვარი ამეკიდა. ძლივს მოვიშორე. ხურდა მართლა არ მქონდა, მარა იმას რას შევაგნებინებდი?!
მოკლედ ეს რა დღე მაქვს!
ჯერ იყო და დაჩი, მერე ვიღაც ბიჭს მივუვარდი სახლში და ბოლოს ესღა მაკლდა.


მამაჩემი 10 წლის წინ ამერიკაში წავიდა სამუშაოდ. იმის მერე ყოველ 5 წელიწადში ჩამოდის და წელიწადში ერთხელ მირეკავს.
მამაც ასეთი უნდა.
ლიკას გარეშე არ ვიცი.
არც დაქალები ვართ და არც ჩემი მესაიდუმლე არაა, როგორც საუკეთესო დედებს წარმოადგენენ ხოლმე. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაფერს აკეთებს და ვთვლი, რომ ყველაზე მაგარი დედაა მსოფლიოში.



***
მთელი ღამე „დიდოსტატის მარჯვენას“ ვმეცადინეობდი.
მეორე დღეს საშინლად მეძინებოდა და ყველაფერს ინსტიქტურად ვაკეთებდი.
6საათზე მქონდა ინგლისური. უკვე მეორე გაკვეთილი იყო.
ძლივს მივაღწიე და ასევე - გამოვაღწიე.
სადარბაზოდან გამოსვლისას, ასე 15-მდე ბიჭი იდგა იქვე - ბაღთან. მესიკვდილებოდა ახლა იქ ჩავლა, მაგრამ რა მექნა. ხოდა მეც გავსწორდი და თამამად გადავდგი ნაბიჯები. უცებ იმათგან ერთ-ერთი გამოეყო და წინ ამეტუზა. თავიდან გული გამისკდა!
-კატო?!
-ვაიმე, ოთო?! როგორ ხარ? - ოთო იყო მაკარიძე - დაჩის კლასელი და შესაბამისად ჩემი სკოლელიც.
-რავი, შენ როგორ ხარ? - გამიღიმა.
-მე - კარგად! - გავინაზე მე.
-საიდან ნუცუბიძეზე?
-მასწავლებელთან დავდივარ აქ. შენ?
-ჩემი ძმაკაცები ცხოვრობენ. სალომე, ანო, როგორ არიან? ან ვაფშე რა ხდება სკოლაში?
-სკოლაში რა ვიცი, გამოგვიარე ერთხელ!
-კი,კი, უეჭველი გამოგივლით.
-კაი ოთო, გამეხარდა შენი ნახვა.
-მეც კატო. კარგად.

***
მეორე დღეს მართლა ამოგვიარა სკოლაში ოთომ, გაკვეთილების მერე. ძმაკაცებთან ერთად იყო.
მოვკვდები და ერთი აშკარად ძალიან მეცნობა.
ტვინი მეჭედება და ვერ ვიხსენებ.
მერე მახსენდება და სახეზე ცეცხლი მეკიდება.
ჯობდა არ გამხსენებოდა.
მას ჩემს რეაქციაზე ეღიმება და პირდაპირ თვალებში მიყურებს.
მე - ვიბნევი. აღარ ვიცი რა ვქნა და თავს ვატრიალებ.
-გოგოებო რას შვრებით? - გვკოცნის ოთო და თბილად გვიღიმის.
-სახლში მივდივართ ეხლა ოთო, შენ? - სწრაფად პასუხობს სალომე.
-ხო მართლა, გაიცანით, ესენი ჩემი ძმაკაცები არიან ირაკლი, გიგი და სანდრო - ბოლოს ჩემი დამაბნევლისკენ გვითითებს ის და მე კიდევ უფრო ვწითლდები.
-სასიამოვნოა. - ერთხმად ამბობს ყველა და მერე ისტერიული სიცილი უტყდებათ.
მე ხმას არ ვიღებ.
არადა, რა არის ახლა ისეთი მოსარიდებელი აქ?! უბრალოდ სახლი შემეშლა. რა მოხდა?! კომპლექსიანი რო იქნები ადამიანი!
სანდრო ეწევა, ნაგლურად მიყურებს და დრო და დრო ეცინება - ჩემზე.
აღარ ვიცი რა ვქნა და სახლში წასასვლელად დროის უკმარისობას ვიმიზეზებ, მაგრამ იდიოტი ანო გრძელ ენას ვერ აჩერებს
-გოგო წეღან არ თქვი უნარები მიცდება და სადმე გავიაროთო?!
უკვე სიკვდილს ვნატრობ.
-კაი კატო, ეგრე თუ არ გაგეხარდა ჩემი ნახვა მითხარი და წავალთ. - სიცილით მეუბნება ოთო.
-წეღან მომწერა დედაჩემმა, სადღაც გაყოლა უნდა და მაგიტო, თორე რა სისულელა ოთო. - ყველანაირად ვცდილობ სიტუაციის გამოსწორებას და კიდევ უფრო მეკიდება სახეზე ცეცხლი, თუ საერთოდ უფრო მეტად შესაძლებელია.
-კაი მიდით გოგოებო და გნახავთ მერე. - ყველას გვემშვიდობება ოთო და ჩვენც მივდივართ.
ანოს ისე ვჩქმეტ, ხელი თვითონ მტკივა.
-გოგო შენ ნორმალური ხარ?! - ისტერიკა მემართება მე.
-ვაიმე, შენ აქეთ თუ ხარ ნორმალური?! სისხლი ჩამექცა შე დეგენერატო!
-მეტის ღირსი ხარ! რო ვთქვი მეჩქარება-მეთქი, ესე იგი მქონდა მიზეზი და რა საჭირო იყო გეტლიკინა იქ?!
-გეყოთ ეხლა! - ჩვენს დამშვიდებას ცდილობს სალომე.
მე მაინც ვერ ვწყნარდები, ცოფებს ვყრი და მთელი გზა ვქოთქოთებ.
ცოტა ხანში გოგოები აზრზე მოდიან და მიზეზს მეკითხებიან. მეც ვეუბნები და მერე იწყება ისტერიული სიცილი...


***
ინგლისური 9საათზე დამიმთავრდა. ოქტომბერი იყო და ამ დროს უკვე კარგად ბნელოდა. კიბეები ჩავირბინე და ზუსტად იმ დროს, როცა მე სადარბაზოდან გავედი, რაღაც სასწაული ღრიალი ატყდა. ვერც გავიაზრე, ისე გამათრია ვიღაცამ იქვე მოჩხუბარი ბიჭებიდან შორს. სწრაფად ავხედე სახეზე.
სანდრო.
წარბი ქონდა გამსკდარი. ხელებზე ლაპარაკიც ზედმეტია. ორივე ხელიდან სისხლი მოსდიოდა.
-მეტკინა ხელი! - ჩემს მკლავზე ჩაბღაუჭებული ხელისკენ მივუთითე.
-გადაატანინე ინგლისური სხვა დროზე. - ხელი გამიშვა და წინ გადამიდგა ის.
-რა? - აზრზე ვერ მოვედი მე.
-გადაატანინე სხვა დროზე-მეთქი.
-ვინ ხარ? - ნერვები მომეშალა.
-ამ წუთას არ აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა იცი ვინც ვარ.
-გამატარე რა. - ვეღარ ვითმენდი მე. გამატარა.
უბრალოდ ვერ მივხვდი.
საერთოდ ვერაფერს!


***
-აუ კატო, მიდი რა მაღაზიაში ჩაირბინე, ყავა აღარ გვაქვს. - შაბათ დილით გამომძახა დედაჩემმა.
იმ დღეს გარეთ საოცრად თბილოდა. მიყვარს ასეთი ამინდები.
ჩემი კორპუსის წინ ბაღი იყო. ბავშვებით იყო ავსებული აქაურობა. რაღაც კარგ ხასიათზე დავდექი.
იქვე „სკამეიკაზე“ ჩამოვჯექი და ბავშვებს გავხედე. გამეღიმა. ვგიჟდები ბავშვებზე.
4-5 წლის ბავშვი მომიახლოვდა და გამიცინა. მეც დავხედე და გავუღიმე.
-რა გქვია?
-ლუკა. სენ?
-მე - კატო! ძაან საყვარელი რო ხარ იცი?! - ლოყებზე მივეფერე მე. ძალიან გამართო ამ ბავშვმა. ისე რომ ლიკას ყავაც დამავიწყდა.
-კატოოო!!!! დედა ხო კარგად ხარ? - ტელეფონში მიკიოდა ლიკა.
-კი დედა კარგად ვარ. მოვალ 2წუთში! - ფეხზე წამოვხტი და სწრაფად ვაკოცე ლოყაზე ლუკას.
-კარგად ლუკ!
-კალგაათ კატო! - დამემშვიდობა ისიც.

-ყავის ყიდვას ნახევარი საათი რატო მოანდომე დედიკო? - სამზარეულოდან დამიძახა დედაჩემმა.
-ბაღში ვიჯექი და ვიღაც პატარა ბავშვს ვეთამაშებოდი. - გამეცინა მე.
-როდის გაიზრდები ნეტა ვიცოდე! - გაეცინა ლიკასაც და შუბლზე მაკოცა.
-ვგიჟდები შენზე!


***
სკოლიდან გამოსული სალომეს ვეჯუჯღუნებოდი
-პროსტა დამპალი! რისთვის მიკარგავს ოქროს მედალს! აუ მეზიზღება რა.- საშინლად ვბრაზდებოდი მე. სალომეც მშვიდად ისმენდა ჩემ გაუჩერებელ ლანძღვას ფიზიკის მასწავლებელზე.
-ამათ რაღაც ძაან მოუხშირეს აქ სიარულს. - სკოლასთან მდგარ ოთოზე და მის ძმაკაცებზე მიმითითა სალომემ და წარბები აწია. - პარასკევს რო არ იყავი მაშინაც იყვნენ. საქმე გამოელიათ?
-ვავა, რა გოგოები? - გადაგვკოცნა ოთომ. დანარჩენებთან უბრალო გამარჯობით შემოვიფარგლეთ. -ანო სადაა?
-რაღაც ვერ იყო დღეს და არ წამოვიდა. - უკმაყოფილოდ უპასუხა სალომემ.
-ამას რა ჭირს? - ჩემზე თავით ანიშნა მაკარიძემ.
-ფიზიკაში რაღაც ვერ დაწერა სწორად, შეეშალა რა, ხოდა მასწავლებელმა ცხრას გამოგაყოლებო! გიჟია ეგ ქალი! აფრენს! - ნერვები მოეშალა სალომესაც. - არადა სულ ათები ყავს და ოქროს მედალს იღებს და არ უნდა რო გუფუჭდეს.
-ვინ, ლიანა? - გაუკვირდა ოთოს.
-ხო, ხო, ლიანა. დამპალი ქალია!
-წავედით ხო ჩვენ?! - უხასიათოდ ვთქვი მე და ბიჭებს დავემშვიდობე.



მეორე დღეს ფიზიკის გაკვეთილზე ჩუმად ვიჯექი. ხმა არ ამომიღია.
-გელოვანი ათს რომ გაყოლებ ესე ჩუმად აპირებ ჯდომას? - წარბაწეულმა გამომხედა ლიანამ.
თვალები შუბლზე ამივიდა. გუშინ მეუბნებოდა ცხრას გაყოლებო. თან ისეთი ქალია თავისით შანსი არაა შეეცვალა გადაწყვეტილება.
არ ვიცი ვინ რა უთხრა და საერთოდ რა მოხდა, მაგრამ ფაქტია - ვიღაცის ხელი აშკარად ურევია.


***
-კატო!
-ჰო.
-სად ხარ?
-ნუცუბიძეზე. ეხლა გამოვედი ინგლისურიდან.
-რა კარგი ამინდია ნახე! გავიდეთ რა დღეს სადმე.
-სამეცადინო მაქვს ანო.
-აუუუ ნუ ხარ ეგეთი!
-კარგი ხო ცოტა ხნით გამოვალ, ნუ მეჯუჯღუნები ოღონდ!
-მიყვარხაარ! - გაიწელა ანო და გამითიშა.

უცებ წინიდან ვიღაც პატარა გამოიქცა „კატო,კატოს“ ძახილით. ლუკა!
-ლუუკ! როგორ ხარ? - ჩამეხუტა ის.
-კალგათ კატო, სენ?
-მეც კარგად. - წინ ვიღაც აგვეტუზა. ალბათ ლუკასთან ერთად იყო. სწრაფად ავაყოლე თვალი და გული გადამიქანდა.
-საიდან თქვენ? - გაიღიმა სანდრომ.
-კატო, ეს ჩემი ძმაა ალექსანდლე. - წნევა თუ არ დამარტყამდა არ მეგონა ნამდვილად!
-ვიცნობთ ლუკა. - თმაზე წაეთამაშა ლუკას.
-მალთლა? ლა მაგალია! - გაეხარდა ლუკას. მერე ვიღაც პატარა გოგო დაინახა და წამებში იმისკენ გაიქცა.
მე ვიდექი დაბნეული. არც ვიცოდი რა მეთქვა.
-საიდან იცნობთ ერთმანეთს? - სიგარეტს მოუკიდა სანდრომ.
-იოსებიძეზე სკვერში შემთხვევით გავიცანით.
-ხოო, დედაჩემის დაქალი ცხოვრობს მანდ და. - ნაფაზი დაარტყა მან. მე უხერხულად გავჩუმდი.
-რა ქენი შენ? გადაატანინე ინგლისური?
-არა. უცხოების რჩევებს არ ვითვალისწინებ. - თვალი შვალში გავუყარე.
წამებში გადმოიხარა და ტუჩთან ძალიან ახლოს, კუთხეში მაკოცა.
არ ვიცი რა დამემართა.
რაღაც სასწაული.
გავწითლდი.
გავლურჯდი.
ფერები გადამივიდა.
-ეხლა ხო არ ვარ უცხო? - გაიმიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-ეხლა უცხო არა იდიოტი ხარ! - გავცეცხლდი მე.
-მაგას არა უშავს, მთავარია უცხო არ ვიყო! - გაეცინა და სიგარეტი გადააგდო.
-არ ხარ შენ ნორმალური! აფრენ!
-შეიძლება. ცოტას ყველა ვაფრენთ.
-კატო წამოდი ჩვენთან! - ლუკაც მორჩა ლაპარაკს თავის მეგობართან და ჩვენთან მოირბინა.
-ლუკ, ეხლა ვერა! სახლში მეჩქარება და სხვა დროს იყოს კარგი?
-კალგი. - სწრაფად დამიქნია თავი და ჩამეხუტა. ვგიჟდები ამ ბავშვზე!
სანდროსთვის ზედაც არ შემიხედავს ისე წავედი.
-ნაცნობებს ემშვიდობებიან ისე! - სიცილით დამიძახა.
არ მივტრიალებულვარ.
არ ვიცი როგორ, რატომ ან რანაირად.
ასე გახდა ჩემთვის უცნობი სანდრო ნაკაშიძე ნაცნობი.



***
-ვავაა, დაჩი?! - სკოლასთან მდგარ ნატროშვილისკენ წავიდა ოთო.
-ოთიკ, რას შვრები, როგორ ხარ?
-რავი ბიჭო, შენ? ჩემი ძმაკაცები არიან , სანდრო და გიგი. - მის უკან მდგარ ძმაკაცებზე მიუთითა მაკარიძემ. სასიამოვნოაო, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს ბიჭებმა.
-როგორ მოხდა რო ამოგვიარე ისე სკოლაში? იოსებიძელებსაც ვაფშე არ გვკადრულობ.
-გამოვალ ერთხელ და გნახავთ ყველას. შენ რატო ხარ აქ?
-კატოს ველოდები, გელოვანს, ხო იცი?
-კი, კი, როგორ არ ვიცი. - ნერვიულად უპასუხა ოთომ და ყბადაჭიმულ ნაკაშიძეს „დაწყნარდიო“ ანიშნა. - გიყვარს, ხო?
-მაგრად. - გაიღიმა დაჩიმ.
-წავედი მე და გნახავ მერე. - მაკარიძე მიხვდა ეს ამბავი აქ კარგად რომ არ დამთავრდებოდა და წასვლა ამჯობინა. უცებ გადაკოცნა ნატროშვილი და ბიჭებთან ერთად მანქანისკენ წავიდა.
-ამას მობეზრდა ძვლები რო აქ მთელი? - სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა სანდრომ.
-კაი სანდრო, ბავშვობიდან უყვარს.
-ყრმობიდან უყვარდეს თუ გინდა. შეეშვას დაელაპარაკე, თორე ხო იცი, მერე მე „დაველაპარაკები“ და ცუდად ძალიან.
-და რა ვუთხრა შე ჩემა, ნუ გიყვარს-თქო?! - წარბები დაქაჩა ოთომ.
-და ბავშვობიდან რო უყვარს მაგ ჩე მისას, ხო ხვდება, რო მაგრად აბეზრებს თავს და რა უნდა?!
- ძაან შეუგნებელი ბიჭია კაროჩე, ეგრე ადვილად არ შეეშვება.
-ეგ რო შეგნებული ყოფილიყო აბა, 10 წელი ქონდა იმის შეგნებისთვის რო მაგრად კიდია იმ გოგოს. - ჩაერთო გიგიც.
-ვნახოთ, ვნახოთ.

***
სკოლიდან გამოვედი და თვალები გადავატრიალე. დაჩი იდგა და მელოდებოდა. იმ დღეს მოვესწრო ამ ბიჭს რო აღარ ვეყვარები და რო მიხვდება რო ტყუილად ცდილობს და მერე რაღა მომკლავს !
-ეხლა ბიჭი ვიყო, ამას ისე ვცემდი, დავაინვალიდებდი. - სახე მოერყა ანოს და ნატროშვილს გახედა.
-უუ, ანნ, რა სასტიკი ხარ. - გაეცინა სალომეს.
-აუ თქვეღა მაკლდით, რა. - დავიჭყანე მე. გოგოები გადავკოცნე და დაჩისკენ წავედი.
-რას შვრები? - გადამკოცნა მან.
-რავი, ძაან დავიღალე, შენ?
-წამო მერე სახლში.
-მოკლედ, მინდა რო დაგელაპარაკო, რა. - კატეგორიული იყო ჩემი ხმა.
-კი გისმენ კატუსი, რა ხდება აბა?
-აქ არა.
მანქანისკენ მიმითითა. მეც ჩავჯექი. 5წუთი მიყავდა მანქანა ნატროშვილს, მერე სადღაც გააჩერა და მოუთმენლად გამომხედა.
-უკვე რამდენი წელია ვიცნობთ ერთმანეთს - ნელა დავიწყე მე. - დაჩი მგონი დროა მიხვდე ყველაფერს.
-რას უნდა მივხვდე? - გაუკვირდა მას.
-იმას, რომ არ მიყვარხარ.
-უკვე რამდენი წელია ვიცნობთ ერთმანეთს, - ჩემი სიტყვები გაიმეორა ნატროშვილმა. - მგონი დროა მიხვდე, რომ ჩემი თავიდან მოშორება არ არის ადვილი. შენთვის მითუმეტეს. - დაამატა ბოლოს.
ისე გავბრაზდი, სისხლი სახეში მომაწვა და მთელი გულით ვინატრე ბიჭი ვყოფილიყავი.
მანქანის კარი გავხსენი და გადავედი.
სახლში ისეთი ნერვებმოშლილი ავედი, ლიკა რომ ყოფილიყო გადაირეოდა.

-არა როდემდე?! 12 წელია ვუყვარვარ, მე - არა. ნუთუ ასეთი რთულია ამის გაგება!
-იდიოტია ეგ ბიჭი ხო იცი არა? აზრი არ აქვს არაფერს. ოდესმე ხო მობეზრდები და დაგანებებს თავს რა.
-არა სალომე! მაგან „თავი დამანებე“, „არ მიყვარხარ“, „მაწუხებ“ , „თავს მაბეზრებ“, „დამღალე“, ამ სიტყვების მნიშვნელობა არ იცის!
-აუ, დაწყნარდი რა. წავედი მე ისტორია მაქვს და დაგირეკავ მერე. ვთიშავ.
-გკოცნი.


***
ინგლისურზე 15 წუთით ადრე მივედი. რა მეკეთებინა არ ვიცოდი და სკვერში ჩამოვჯექი. სადარბაზოებს ვათვალიერებდი, უცებ აივანზე ნაცნობი, წელს ზემოთ შიშველი სხეული რომ დავინახე. ტელეფონზე ლაპარაკობდა და ხელებს უმისამართოდ შლიდა.
მობილურზე ლაპარაკს რომ მორჩა და შემამჩნია, მერე მივხვდი - უაზროდ მივშტერებოდი. წამიერად მზერის აცილება მომინდა, მაგრამ ეგ უფრო შესამჩნევი გახდებოდა და არ გავტოკებულვარ.
-რა გინდა მანდ? - გამიღიმა სანდრომ.
მე მხრები ავიჩეჩე.
-აუ, რა საყვარელი ხარ - იცინოდა ის.
-ხო არა? - შევიფერე მეც.
-გიხდება ეგ ზედა. - ჩემს მიკიმაუსიან ზედაზე მიმითითა და უფრო ხმამაღლა გააგრძელა სიცილი. ისე საგრძნობლად ამიხურდა ლოყები, ეჭვი მაქვს ჭარხლის ფერი მედო. - კაი საწყენად კი არ მითქვამს. - ვეღარ ჩერდებოდა ნაკაშიძე.
-კაი სანდრი, მთლად ნუ ჩაბჟირდები. - სარკასტულად გავუღიმე მე.
-აუ ვგიჟდები რო იბნევი და ბრაზდები ხოლმე! - თვალი ჩამიკრა და ოთახში შევიდა.



***
-მაგ სი რსაც პატიაჟებ?!
-შე ჩემა, მთელ კლასს ვპატიჟებ და ეგ მოვტეხო?!
სანდრომ თავი გადააქნია და ღრმა ნაფაზი დაარტყა. მერე კატო გაახსენდა და გაიღიმა.
-ნაკაშიძე, იცოდე ეს ერთი ყველაზე ბედნიერი დღე არ ჩამაშხამო და მუშტი-კრივი არ გამიმართო! გაიგე? - დაიძაბა ოთო.
-ეე, შენც რა გამი ტრაკე ტო! - ხელი აუქნია სანდრომ.
-სანდრო გაფრთხილებ!
-კაი გავიგე, რა გჭირს?!
-ვიცი მე შენი „გავიგე“ და წესიერად იცოდე!
-ბიჭო, თაკო არ დავპატიჟო? - შეპარვით დაიწყო ოთომ.
ნაკაშიძეს ფერები გადაუვიდა, გაბრაზდა, გაცეცხლდა
-ეგ დაპატიჟე და მე არ მოვალ ქორწილში! თან კატოც იქნება ხო არ გავიწყდება შენ?! - ძარღვები დაებერა სანდროს.
-კაი, არ დავპატიჟებ დაწყნარდი რა.
-არა რა კითხვა დამისვი თუ ხვდები საერთოდ?! - უკვე ყვიროდა ნაკაშიძე.
-აუ რავი შე ჩემა, მეთქი ტეხავს მაინც-თქო.
-მე გითხარი!




***
მისაღებში ვიჯექი და ფილმს ვუყურებდი, ვიღაცამ კარზე ზარი რომ დარეკა.
-მე გავაღებ, დე. - კარისკენ წავიდა დედაჩემი. - რაღაც კონვერტია.
-რა არი?! - ინტერესით ავწიე წარბები მე.
-კატო, თუ არ გახსნი, ვერ გაიგებ.
-„გიწვევთ ოთო მაკარიძისა და ნინი ნაცვლიშვილის ქორწილში, 17 ნოემბერს, 19:00 საათზე. კატო გელოვანს“ -ხმამაღლა წავიკითხე მოსაწვევი.
-ვინ არიან დე?
-ოთო ჩემი სკოლელი იყო. არ ვიცოდი ცოლი თუ მოყავდა. - გავოცდი მე.

დაჩიც იქ იქნება.
სანდროც.
და მეც.
მშვენიერია!


***
-კატო სად ხარ?? - ტელეფონში ჩამკივლა ანომ.
-აი გამოვდივარ უკვე. თქვენ სად ხართ?
-ჩვენ მოვედით თითქმის.
-კაი 2წუთში მან ვარ!
ჩანთა ავიღე, სწრაფად ჩავირბინე კიბეები და ტაქსიში ჩავჯექი.
-მოკლედ დღეს ბიჭებს დაჩისგან მუშტი-კრივი არ აცდებათ. - დარწმუნებით მითხრა სალომემ, როგორც კი შემომხედა.
-კაი რა სალომე, კიდე ეგ მინდა?? ისედაც რო მახსენდება, დაჩიც იქნება და სანდროც გული მისკდება!

რესტორანში იმდენი ხალხი იყო, მიტინგზე ვიყავი თუ ქორწილში თავიდან აღქმა გამიჭრდა.
სიძე-პატარძალი უკვე ისხდნენ. ძალიან მაგარი კაბა ეცვა პატარძალს. ოთოს მეჯვარის სკამი ცარიელი იყო. ძალიან მაინტერესებდა ვინ იყო. არ გამოვრიცხავდი სანდროს ვარიანტს.
მაკარიძემ ხელით გვანიშნა მე და ჩემ გოგოებს მოდითო.
-ნი, ეს გაიცანი ჩემი მეგობრები არიან, იმ დღეს რო გიყვებოდი, კატო, ანო და სალომე.
-ძალიან სასიამოვნოა! გილოცავთ, სუ ბედნიერები ყოფილიყავით. - სიტყვით გამოვედი მე და გადავკოცნე.
არა, ნინის მეჯვარე იყო გამაოგნებელი. ყვითელი, ბრჭყვიალებიანი, დეკოლტიანი, კოჭებამდე კაბა ეცვა. მაკიაჟზე ზედმეტია ლაპარაკი. ნუ აი კატასტროფა!
მაგიდასთან დავჯექით. შუაში სალომე იჯდა, ჩემ გვერდით ცარიელი იყო სკამი. ხალხს ვათვალიერებდი, უცებ ვიღაცამ ხელი რომ გადამხვია. ელვის სისწრაფით მივატრიალე თავი და სხვა ვინ თუ არა - დაჩი!
-მაწუხებს შენი ხელი. - მშვიდად მივუთითე გადახვეულ ხელზე.
-აბა მე მკითხე! - დამპლურად გამიღიმა ნატროშვილმა.
-მაწუხებთ-თქო. - სიმშვიდეს სასწაულებრივად ვინარჩუნებდი მე.
-გაწევ მაგ შენ დამპალ ხელს თუ გამოგიქანო ეხლა თავში ეს ბოთლი?! - რაც შეეძლო ხმადაბლა უთხრა ანომ და მაგიდაზე მდგარი ღვინის ბოთლისკენ აუქნია თავი.
-შენ დაქალს უთხარი ნუ მეტლიკინება!
-ღმერთო ასეთი რა დავაშავე! ყველგან შეიძლება ნერვები მომიშხამო?!
ვერასდროს ვიტანდი ისტერიჩკა გოგოებს, არასდროს არაფრის და არავისი რომ არ ერიდებოდათ, მაგრამ იმ წამს ისე გავცეცხლდი, მივხვდი რას ნიშნავს, როცა აფექტურ მდგომარეობაში ადამიანებს კლავენ.
დაჩიმ ხელი ჩაწია. მეც ცოტა დავწყნარდი და ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ნატროშვილს არაფერი უთქვამს.
სიძის მაგიდისკენ გამექცა მზერა. პირდაპირ მე მიყურებდა, პირდაპირ - თვალებში! როგორც მაშინ სკოლასთან მეორედ რომ ვნახე. თვალი ჩამიკრა და მე სახე გავატრიალე.
-მე მოსაწევად გავდივარ და ჭკვიანად. - ჩამჩურჩულა დაჩიმ.
არა, არაჭვიანად როდის მოვქცეულვარ გამახსენოს ამ ბიჭმა! ავადმყოფი ჩვეულებრივი!
***
-სად მიდიხარ? - დაძაბულმა გახედა მაკარიძემ სანდროს.
-ოთიკ, ძმობას გაფიცებ დაწყნარდი რა! აქ ეხლა ჩხუბი არ იქნება. შენი ქორწილია და გაერთე რა! უნდა ვიცეკვო - იცინოდა ნაკაშიძე.
-მოიცა სად მიდიხარ? - თვალები გადმოეკარკლა ოთოს.
-საცეკვაოდ!
-შეენ??? არ არსებობს! - სული ძლივს მოითქვა მაკარიძემ. - მოიცა, ვის უნდა ეცეკვო?? - წამში დაეძაბა სახე.
-კატუსას!
-არ გაბედო პროსტა სანდრო, შეშლილია ის ბიჭი და თან შენი ამბავიც რო ვიცი. სანდრო გთხოვ!
-ოო, კაი შე ჩემა რა.
-ნაკაშიძე ფრთხილად!
-ნუ გეშინია. - თვალი ჩაუკრა სანდრომ და კატოსკენ დაიძრა.


***
უკვე ზედმეტად მოსაბეზრებელი გახდა ქორწილი. დაჩი ნატროშვილის შიშითაც ვერავინ მეკარებოდა, ცეკვა რომ მაინც შემოეთავაზებინა ვინმეს. ხალხის თვალიერება მომბეზრდა და მზერა ისევ სიძე-პატარძლის მაგიდისკენ გადავიტანე. თვალები შუბლზე ამივიდა. სანდრო ნაკაშიძე თვალისმომჭრელად მიღიმოდა და აშკარად ჩემსკენ მოდიოდა.
წამებში ჩემს სკამს ხელით დაეყრდნო და ვიცეკვოთო - შემომთავაზა. ინფარქტს თუ არ მივიღებდი არ მეგონა. ეხლა აქ ცეკვა იქნებოდა?! დაჩის რომ დაენახა წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა. კიდევ კარგი მოსაწევად იყო და ამ შემოთავაზებას მაინც არ ისმენდა.
-დავიღალე სანდრო, ვერ ვიცეკვებ ეხლა. - თავში მოსული პირველივე ტყუილი დავაბრეხვე მე და მთელი ტანით დავიძაბე.
-ერთი ცეკვა რა, - ისევ მთხოვა მან. - ნაცნობობის ხათრით. - გაეცინა და სკამიდან რასაც ქვია „ამაგდო“.
ჩამეხუტა და ჩემთან ერთად მუსიკას ტანი ააყოლა.
არ ვიცოდი სად წამეღო ხელები. მერე მეც შემოვხვიე და ნიკაპი მხარზე ჩამოვადე.
არადა სულ არ იყო მსგავსად საცეკვავი სიმღერა.
-კატო, ნეკნები ჩამემტვრა - ხმით მივხვდი, გაეღიმა, - ეგრე ნუ მიჭერ ხელებს. მოეშვი რა.
იმ წამს მივხვდი, ისე ვუჭერდი ხელებს, რომ თითები ძლივს გავშალე.
ახლა ყველაზე მეტად არ მინდოდა დაჩის შემოსვლა.
სასწაული სუნამო ესხა.
მერე ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა და გამეცინა.
-რა გაცინებს? - ყურში ჩამჩურჩულა მან.
-არაფერი. - ისევ ვიცინოდი მე.
-კატოოო
-ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა და. - სასწაული დამემართა.
ყურის ქვემოთ გემრიელად მაკოცა სანდრომ.
მე - გავჩუმდი.
ეს კოცნა რაღა იყო?!
ეს იყო მომენტი, რომელიც საბოლოოდ ჩამებეჭდა გონებაში.
მერე მახსოვს ვიღაცის ღრიალი, კივილი, წივილი.
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, მანქანაში რომ ჩამტენეს, მაშინ გავიაზრე და ისტერიულად ვიკივლე. მარჯვნივ ანო მეჯდა, მარცხნივ - სალომე. გაჩერებას ვითხოვდი და ვკიოდი. ვერც ანო და ვერც სალომე ვერ ბედავდნენ მოკარებას.
5წუთში ჩემით გავჩუმდი და მძღოლს გავხედე. ოთოს და ალექსანდრეს ძმაკაცი იყო.
-მოაბრუნე მანქანა, - ძალაგამოცლილმა ვითხოვე მე.
ხმა არავინ გამცა. არც მანქანა მოუტრიალებია ვინმეს.


***
საშინელებაა, როცა ხვდები, რომ ვიღაცას შენი დაუფიქრებლობის გამო საფრთხეში ვარდება,
მითუმეტეს ის, ვინც
ყველაზე მეტად გიყვარს.
დაჩი ნატროშვილმა მთელი ძალით ჩაარტყა დანა სანდროს მუცელში.
როგორც მერე გავიაზრე, ნაკაშიძემ ხელი მკრა და მეც მთელი ძალით შევეჯახე კედელს. დაჩის მთელი ძალით მოუქნია მუშტი და თავისივე დანა დაარჭო 3 ადგილას.
ახლა ნატროშვილი, უკვე ორი დღეა გაშოტილი წევს საავადმყოფოში.

-კატო დედა, მეზობლები ლაპარაკობდნენ წეღან დაჩი დაუჭრიათო და მართალია? - შეშინებულმა მკითხა ლიკამ.
-კი, მართალია. - უემოციოდ დავეთანხმე მე.
-ვაიმეე - შეიცხადა დედაჩემმა. - რეები ხდება ამ ქვეყანაში, გაგიჟება შეიძლება! მოინახულე კატო მერე. ხო იცი, წლებია უყვარხარ მაგ ბიჭს და ყურადღებაა ელემენტარული. - დამარიგა ისევ ლიკამ. მეც ისევ უემოციოდ დავუქნიე თავი და დედაჩემმაც მიკეტა ჩემი ოთახის კარი, მაგრამ წამებში ისევ შემოყო თავი
-რა გჭირს შენ?
-არაფერი დედა, უნდა მჭირდეს რამე?
-რა ვიცი, უხასიათოდ ხარ რაღაც.
-დავიღალე უბრალოდ ლიკუ.
-კაი.

-კატო, შენი გოგოები მოვიდნენ. - მისაღებიდან გამომძახა დედამ.
ზუსტად 15 წამში ჩემი ოთახის კარი გაიღო და ხმაურით შემოვიდნენ სალომე და ანო.
-როდემდე უნდა იყო ასე? - კოპები უკმაყოფილოდ შეკრა ანომ.
-2 დღე გავიდა, არც დაურეკავს რომ ეთქვა უბრალოდ „კარგად ვარ“, ძნელია? იცის დარწმუნებული ვარ, რომ ვკვდები ნერვიულობით! და სპეციალურად მიკეთებს. - მთელი ბრაზი ამოვანთხიე სანდროზე და ნერვიულად ავათამაშე ხელში ტელეფონი.
-კარგად არი კატო რა, ნუ ნერვიულობ!
-გუშინ ვნახეთ. - ჩუმად შემომაპარა ანომ და ჩემს რეაქციას დაელოდა.
-სად ნახეთ?
-სკოლასთან იყო, როგორც ყოველთვის.
-მერე? რა თქვა?
-არაფერი ჩვეულებრივად არი, რა პანიკა აწიეთ, ჩვეულებრივი ნაკაწრიაო, ესე გვითხრა.
-არა ეგ ნორმალურია, საერთოდ?! რა ნაკაწრი, დანა ჩაარტყა მუცელში! - ავღშფოთდი მე.
-ნუ რაც იყო იყო, მთავარია კარგად არი.
-ლიკამ შემჭამა, წადი დაჩი მოინახულეო, არ იცის წორწილის ამბები. - დავიმანჭე.
-მიდიხარ? - ეჭვით გადმომხედა სალომემ.
-არ ვიცი.
-გეფიცები, მეგონა მოკლავდა სანდრო მაგ საცოდავს.
-ღირსი არ იქნებოდა?! - ჩაერთო ანოც. - ერთი ცეკვის გამო რა ამბავი ატეხა, დეგენერატი.
-მოვემზადები და წავალ.


-დაჩი ნატროშვილი რომელ პალატაშია? - საავადმყოფოში მედდას ვკითხე მე.
-მესამე სართულზე, 87 პალატაში.
პალატასთან დედამისი - ნატა და დაჩის ორი ძმაკაცი იდგა. დედამისმა ისეთი თვალებით შემომხედა, მეგონა თავისი შვილის გზას გამიყენებდა - საავადმყოფოში. ჩემი დანახვა არც თუ ისე ესიამოვნათ ნატროშვილის ძმაკაცებსაც. არადა, შვილი და ძმაკაცი გიჟი ყავთ, მე რა შუაში ვარ?!
პალატის კარზე დავაკაკუნე და შევედი.
-ოხ?! - სარკასტულად გამიღიმა დაჩიმ. - ეს თვით ეკატერინე გელოვანმა მიკადრა და მის გამო რომ იმ შეშლილმა კინაღამ მომკლა, მომინახულა??
-შენ გიჟი ხარ სხვას რატო აბრალებ, ძაან მაინტერესებს? - ავღშფოთდი მე.
-ყველამ იცის ვაფშე რო შენ ხარ ჩემი, ჩე-მი, - დამიმარცვლა მან. - და მაგ სი რს ესე გაქუჭირდა აღქმა?! თუ რა მასტერ კლასები გამიმართა ცეკვაში?
-ვინ თქვა შენზე სამი ჭრილობით გაშოტილია საავადმყოფოში, ძლივს გადარჩაო?! მშვენივრად ხარ. ხელებიც უნდა დაეჭრა, იქნებ მერე მაინც არ მოგინდეს ადამიანისთვის დანის ჩარტყმა იმიტომ, რომ უბრალოდ ცეკვავს! - სიბრაზისგან სულ მთლიანად გავწითლდი მე.
-ეხლა არაფრის თავი არ მაქვს და გავბლატავდითო?
-ჰა-ჰა, შენ მუდმივად ავადმყოფი ხარ, მარა შენთან მორცხვი არ მახსოვს ოდესმე ვყოფილიყავი. - მთელი ჩემი სარკაზმი გამოვიყენე და გველურად გავუღიმე. ისე დაჭიმა ყბები, მეგონა ცოტაც და იქვე ჩამოემსხვრეოდა.
-აქედან ავდგები, ხო იცი და არ შევარჩენ არავის არაფერს, ეგეც ხო კარგად იცი?
-ადამიანი დამისახელე ძაან გთხოვ, შენი რო ეშინოდეს, თემუკა ხურციძეს თუ არ ჩავთვლით?
-კატო, კატო, შენ არ იცი როგორ ასხამ ეხლა ცეცხლზე ნავთს.
-მე არავითარ ცეცხლზე არ ვასხამ ნავთს დაჩი. უბრალოდ, ხო შეიძლება გაიგოს ადამიანმა რომ უნდა შემეშვას და მორჩა!
-კარგად იცი რო ტყუილად ლაპარაკობ. - მობეზრებულმა მიპასუხა და თავი ფანჯრისკენ გაატრიალა.
-მართალია. შენნაირ შეუგნებელს რას ველაპარაკები, მაინც ვერაფერს გაიგებ.
-ხო იცი, ვერავისთან ვერაფერი გამოგივა, სანამ მე ცოცხალი ვარ. ნაკაშიძეზე მითუმეტეს არც იფიქრო. - გამაფრთხილებლად დამიქნია თითი.
-შენ არავინ გეკითხება და ვერანაირი უფლებით ვერ ჩაერევი ჩემ ცხოვრებაში!
-როგორც აქამდე ვერ ვერეოდი ხო? - ნაგლურად გაიღმა ისევ.
-დამპალი ხარ! და მეზიზღები!
გაცეცხლებული გამოვვარდი იქედან. უკვე საავადმყოფოდან გავდიოდი, ვიღაცის ძლიერმა მკლავმა რომ გამაჩერა და მეც ინსტიქტურად მოვტრიალდი. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როცა ნატროშვილის ერთ-ერთი ძმაკაცი შემრჩა
-ნაკაშიძეს რო არ შერჩება ხვდები ალბათ, ხო?
-აქეთ თქვენ არ შეგრჩეთ ნაკაშიძისგან! - სწრაფად მივახალე მე და მთელი ძალით გამოვიქეცი.
ანოს დავურეკე და პირდაპირ მასთან ავედი.
-ესეთი ნერვებმოშლილი არ მახსოვხარ. - გადაირია კაკაბაძე, კარის გაღებისთანავე.
მერე მეც ყველაფერი მოვუყევი და გემრიელადაც ვიტირე.
იმდენი ტონალური წავისვი, ჩემი დასიებული თვალები ლიკას რომ ვერ ჩეემჩნია, გული მერეოდა.
სახლში შესული პირდაპირ დავწექი და დავიძინე.
იმის მაგივრად ეროვნულ გამოცდებზე მენერვიულა, დაჩი ნატროშვილის იდიოტურ და პათეტიკურ გამოხტობემზე ვნერვიულობდი.
უხხ, როგორ მიშლიდა ნერვებს ეს ბიჭი!



***
მეორე ინგლისური მქონდა ნუცუბიძეზე.
ზუსტად ვიცი შემხვდებოდა და ვკვდებოდი ნერვიულობით.
მასწავლებელთან ისე მივედი, არავინ შემხვედრია.
2 საათი მამეცადინა ინგლისურმა და იქედან ისეთი გამოვედი, არაფრის თავი არ მქონდა.
კიბეები ჩავირბინე, ზუსტად იმ დროს ვიღაც რომ შემოვიდა. სუნამუ მეცნო და დეჟა-ვუს შეგრძნება დამეუფლა.
სწრაფად ავწიე თავი.
მიყურებდა. პირდაპირ - თვალებში!
მე მზერა ავარიდე და გამატარე-მეთქი უხეშად ვუთხარი.
-გაბრაზებული ხარ? - ჩემსკენ დაიხარა სანდრო.
-დიახ. - თვალი თვალში გავუყარე და მოუთმენლად დაველოდე პასუხს.
-შენ გამო ლამის ნაწლავები გამომიღეს და კიდე შენ ხარ გაბრაზებული? - გაიღიმა მან.
-ბოდიში, თუ ჩემ გამო რამე პრობლემები შეიქმენი. - ბოლო სიტყვას განსაკუთრებით გავუსვი ხაზი და ზუსტად ვიცი მიხვდა, რაც ვიგულისხმე.
-შევიქმენი?
-ხო, მე დაგაძალე ცეკვა და ცოცხალი თავით არ მოგეშვი. - ვეღარ ვითმენდი მე.
-გაჩვენო? - მუცელზე მიმითითა ნაკაშიძემ.
რამდენიმე წამი მის მუცელს გავუშტერე მზერა. მერე ოდნავ დავუქნიე თავი და მანაც მაიკა აიწია.
მართლა დავრწმუნდი, რომ მე
მართლა შემიყვარდა სერიოზულად ფსიქიკური პრობლემების მქონე ალექსანდრე ნაკაშიძე.
ჩემხელა ჭრილობა ქონდა და ამას ეძახდა უბრალოდ ნაკაწრს?!
ღმერთო!
ნელა მივუახლოვდი და თითებით ნაზად შევეხე ჭრილობას.
წელზე შემომხვია ხელები და ყურის ქვეშ ისევ ისე მაკოცა, როგორც მაშინ, ქორწილში.
-შემიყვარდი.

***
-სანდრიკ, კატო არ არი ისეთი გოგო რო რამე ვერ გაიგოს და ჯობია ეხლავე უთხრა. ხო იცი მაინც გაიგებს სხვისგან.
-აუ რავი რა, ჯერ არ მინდა ვუთხრა.
-სანდრო გეუბნები! - აფრთხილებდა ნაკაშიძეს ოთო. - მერე სანანებელი არ გაგიხდეს!



***
-აუ, ის მიკიმაუსებიანი ზედა რატო არ ჩაიცვი. - დამცინა სანდრომ და ჩამეხუტა.
-ნუ ხარ საზიზღარი! - გამეცინა მეც და ყელში ვაკოცე.
-იცი როგორ გიხდება? აი სასწაულად! - თავისას აგრძელებდა ის.
-სანდრო, მოგხვდება! - ხელზე ვუჩქმიტე.
-ვგიჟდები შენზე!



***
საღამოს 8საათი იყო. ნაკაშიძეს ვწერდი მობილურზე. მესიჯი გავაგზავნე და ჩემი ტელეფონიც ზუსტად იმ დროს აწკრიალდა.
-გისმენთ.
-ჩამოდი რა ქვემოთ. საქმე მაქ სერიოზული. - ეს იყო ხმა, რომლის მოსმენასაც ყველაზე ნაკლებად ვისურვებდი იმ მომენტში.
-არ მცალია. - კატეგორიული ვიყავი მე.
-კატო, გიმეორებ, სერიოზული საქმე მაქვს.
-კარგი, დამელოდე.
ლიკა თავის ოთახში იყო და სავარეუდოდ ეძინა.
უცებ შემოვიცვი კურტკა და ქვემოთ ჩავირბინე.
-კაროჩე, მოკლედ აგიხსნი სიტუაციას რა, - იმ დროს ისეთი იყო დაჩი ნატროშვილის სახე, რომ წამით მთელი გულით შემზიზღდა. - შენმა ძვირფასმა შეყვარებულმა გითხრა სახლში ცოლი რომ უზის და შენ აქეთ გეკურკურება??
-ტყუილად ცდილობ. - მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები. - მე ვენდობი სანდროს და შენი სისულელეები, რომ არ მჯერა ეგეც კარგად იცი. მაინც ვერ დამაშორებ.
-კარგი, კარგი. სიმართლე როდიდან გახდა სისულელე არ ვიცი, მაგრამ....- სადარბაზოში გაუჩინარდა ნატროშვილი.
რა თქმა უნდა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ მისი ნათქვამი სიმართლე იყო. არც არავისთვის მითქვამს.
რამდენიმე დღეში სულ გადამავიწყდა.




***
დილით სასტიკად მეძინებოდა.
ინგლისური მქონდა.
ინგლისურის მერე სანდრო უნდა მენახა.

-კატო, ხო გაიგე ყველაფერი? - გაკვეთილის დასასრულს მკითხა ნინო მასწავლებელმა.
-დიახ, გავიგე. - დამაჯერებლად ვუთხარი მე და კარისკენ წასულს უკან გავყევი. კარი გამიღო და მეც გავაბიჯე, უცებ ვიღაცამ რომ დამიძახა
-ლუკააა!! - სიხარულით დავუძახე და ისიც სწრაფად ჩამეხუტა. - როგორ ხარ, ჩემო პატარა?
-კალგათ. წამო რა ცვენთან. - თავისი სახლის კარისკენ მიმითითა უმცროსმა ნაკაშიძემ. კართან ახალგაზრდა, ლამაზი ქალი იდგა.
-ლუკა, მეც გამაცანი შენი მეგობარი. - თბილად მიმართა ბავშვს.
-ეს კატოა, ეს დედაცემია კატო.
-სასიამოვნოა, ნინა. - ახლა მე გამიღიმა ქალმა. როგორი კარგი ქალი ყოფილა სანდროს დედა. - შემოდი რა. - მთხოვა ნინამ.
-ძალიან მეჩქარება. - სწრაფად ვუპასუხე და ლუკას ლოყაზე ვაკოცე.
-ცოტა ხანი, რა. - ისე მთხოვა უმცროსმა ნაკაშიძემ უარი ვეღარ ვუთხარი და მეც სახლში შევედი.
უზარმაზარი სახლი იყო. საოცრად გემოვნებიანი ინტერიერით.
იქვე სავარძელში ვიღაც გოგო იჯდა. ჩემს დანახვაზე უჩვეულოდ გაუფართოვდა თვალები და მერე ამრეზიით შემომხედა. გამიკვირდა - რით დავიმსახურე მისი ეს დამოკიდებულება, ან საერთოდ ვინ იყო. სანდროს დას, როგორც ფოტოებიდან მახსოვს, აშკარად არ გავდა.
-ეს თაკოა, - უკმაყოფილოდ დაიჯღანა ლუკა. მის რეაქციაზე გამეცინა. - ჩემი ძმის, სანდლოს ცოლია.
უცებ კედელს ხელით დავაყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი.
ერთად ყველაფერი ამოტრიალდა.
სახეში მთელი ძალით მომაწვა სისხლი და იმ წამს,
მართლა ვინატრე სიკვდილი.
-ლუკ, მერე გესტუმრები. - სწრაფად წავედი კარისკენ. - ნახვამდის.
არ მახსოვს როგორ მივედი სახლამდე.
სახლში მისულს ისეთი ისტერიული ტირილი ამივარდა, ერთი საათი ვერც გავჩერდი.
კიდევ კარგი მარტო მაინც ვიყავი.
მერე ბრახუნმა მომიყვანა გონს და მეც ინსტიქტურად წავედი კარისკენ
-აუ კატო, ტელეფონი სად გაქვს?! - სწრაფად მომახალა ნაკაშიძემ.
-ვახ, ვბედავთ და სახლშიც მადგები? - სივრცეს გავუშტერე მზერა.
-მოხდა რამე?! - ხმა დაეძაბა მას.
-ახლა ჩემთან რომ მოხვედი, ცოლის მარტო დატოვება როგორ შეძელი? - ალბათ შეშლილი სახე მქონდა იმ მომენტში. მეგონა ჩემი თავის ნაცვლად, სხვა, სრულიად შეცვლილი ადამიანი ლაპარაკობდა.
მივხვდი როგორ შეწყვიტა სუნთქვა.
-გაიგე, არა? ვინ გითხრა?
გამეცინა. სიმწრისგან.
-კი, ამ სიტუაციაში ყველაზე ადეკვატური კითხვა დასვი ნამდვილად! - ხმა მიწყდებოდა მე. - ამ კითხვას ვიმსახურებდი ამ მომენტში?! შენგან ამას ვიმსახურებდი?? - მთელი ხმით ვყვიროდი და ვგრძნობდი, როგორ მისვლებდა ცრემლები მთელ სახეს.
-თუ დამაცდი და ისტერიკებს არ მომიწყობ, აგიხსნი! - ხელები მკლავებზე მომიჭირა სანდრომ.
-რა უნდა ამიხსნა?! რომ ცოლი გყავს??! და ამას ამდენი ხანი მიმალავდი??
-მაცადე! - იმხელა ხმაზე იყვირა, ერთიანად შევხტი. - ბოდიში, არ მინდოდა მეყვირა. - მერე ღრმად ჩაისუნთქა, დასაწყარებლად. - 19 ის რომ გავხდი მაშინ მოვიყვანე თაკო. თავიდან თითქოს კარგად ვიყავით, მაგრამ მერე მისი საქციელები აუტანელი გახდა. ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა, კომპიუტერი რომ კომპიუტერია იმაზეც კი. ორი წელია რაც ჩემი ცოლია. ერთი წლის წინ გადავწყვიტე დაშორება, მაგრამ დედამისია ცუდად, გულის შეტევები აქვს ხშირად და ჩვენი დაშორების ამბავი რომ გაიგოს, ალბათ საბოლოოდ გაუჩერდება გული. ამიტომ ცხოვრობს დღეს ჩემს სახლში და ამიტომაც ქვია ჩემი ცოლი. არანაირი ურთიერთობა აქ გვაქვს. სხვადასხვა ოთახებში გვძინავს და ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ვუებნებით. გჯერა ჩემი?
-ახლა არ შემიძლია ეს ყველაფერი გადავხარშო და ასე უცებ გაპატიო. დრო მჭირდება.
-მე მინდა ვიცოდე რო ჩემი გჯერა. სხვა ფეხებზე მკი დია.
-წადი. - მზერა ავარიდე მე.
რამდენიმე წამი უსიტყვოდ მიყურებდა. მერე წავიდა.
ალბათ მართლა დამჭირდებოდა დრო, ყველაფრის გასანაალიზებლად.



***
ამ ამბიდან ერთი კვირის მერე, დედაჩემმა ქოშინით შემოაღო სახლის კარი.
-რა მოხდა დედა? მშვიდობაა?? - ავნერვიულდი მეც.
-კატო, ეზოში მილოცავენ შენი გათხოვების ამბავს და რა ხდება ხო ვერ მეტყვი?
თვალები შუბლზე ამივიდა.
-რა?
-გეფიცები დედა, მთელი იოსებიძე მაგაზე ლაპარაკობს, რო დაჩი ნატროშვილს გაყევი ცოლად.
-არ გადამრიო! - კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას, მაგრამ ჩემი ტელეფონი აზუზუნდა. სალომე იყო.
-შენც გაიგე, ხო? - მაშინვე ვაჯახე მე.
-მე კი არა, მთელი თბილის და სოციალური ქსელი მაგაზე ლაპარაკობს.
-იმ დამპალი დაჩის გაკეთებულია უეჭველი.
-სანდროც გაიგებს. - დარწმუნებით მითხრა ჩემმა დაქალმა.
-ვაიმე, გაგიჟდება! - შემეშინდა მე.
-იმედია აგახსნევინებს. და შენც შეურიგდი რა! როდემდე უნდა იყოთ ესე?
-ხვალ დავურეკავ! - გადაჭრით ვთქვი და ფეხები აივანზე შემოვაწყვე.

***
გულში რაღაც მძიმედ ჩამწყდა.
არც მოინდომა ამეხსნა.
ჩემთან ლაპარაკიც კი არ მოინდომა.
ვითომ ჩემი გათხოვების ამბის გაგების მერე, ბილეთები იყიდა და ბიძამისთან წავიდა გერმანიაში.
მეგონა მორჩა.
ცუდად დამთავრდა კიდევ ერთი თბილისური სიყვარულის ისტორია.
ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც იწყებ ფიქრს, როგორ აპირებდი სამუდამოდ გვერდში გყოლოდა ადამიანი, რომელთანაც ახლა აღარაფერი გაკავშირებს, გარდა რამდენიმე ტკბილი მოგონებისა.
თურმე შეიძლება ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ელოდო ვინმეს, როცა ზუსტად იცი, რომ არ მოვა.
და მაინც, სისულელეა, არ მინდოდეს ახლა მის გვერდით.
ყველაფერი მოხდა ისე,
როგორც უნდა მომხდარიყო
და მეც მივხვდი
რომ ვერაფერს შევცვლიდი
საკუთარი თავის ჩათვლით,
უბრალოდ დავჯდებოდი
და დავწერდი იმაზე,
რომ ადამიანები
ვერ გაურბიან ბედისწერას.





***
მეორე ნაწილსაც დავწერ აუცილებლად! და იმ კვირაში დავდებ ალბათ. დიდი მადლობა ვინც კითხულობთ! გამოხატეთ თქვენი აზრი.



№1  offline წევრი 4-ever

meore nawilic miamate ra jobia kargad daamtavro :))) momewona dzaan yochag :-*

 


№2  offline წევრი EiLuL♥

კაიაა ❤❤ მეორენაწილიც დადე ოღონდ არ მიატოვო ❤
--------------------
elene

 


№3  offline წევრი salomee

nino-28
ასეთ დასასრულს არ ველოდი,დავმშვიდდი მეორე ნაწილსაც რომ დებ :D ველოდებიი love

4-ever
meore nawilic miamate ra jobia kargad daamtavro :))) momewona dzaan yochag :-*

EiLuL♥
კაიაა ❤❤ მეორენაწილიც დადე ოღონდ არ მიატოვო ❤

Madloba gogoeboo❤❤❤

 


№4  offline წევრი ninaa26

momewona dzaliann <33 saintereso iyo

 


№5  offline წევრი ninee

dxaan magaariaa..meore nawilic dadeee aucileblaad :-*

 


№6  offline წევრი salomee

ninaa26
momewona dzaliann <33 saintereso iyo

ninee
dxaan magaariaa..meore nawilic dadeee aucileblaad :-*

Madloba didiii❤

 


№7  offline წევრი salomee

ნინო-))
Dzalian momewona, sasiamovno wasakitxi iyo. Ert-or shemtxvevashi nakashidzis saqcielebi ar "damevasa" tumca eg araferi…

Shen udavod nichieri xar, velodebi shemdeg nawils…

Didi madlobaaa mixaria, rom mogewona❤❤

 


№8  offline წევრი Anka.11

Dzalian magaria da gaagrdzele aucileblad❤️❤️

 


№9  offline წევრი salomee

Anka.11
Dzalian magaria da gaagrdzele aucileblad❤️❤️

Madlob rom kitxulob❤

 


№10  offline წევრი BuZgU...

აი გავგიჟდები თუ დაჩისთან იქნება კატო.... გთხოვ ასე არ ქნა რაა.. მაგარი ისტორიაა love

 


№11  offline წევრი salomee

BuZgU...
აი გავგიჟდები თუ დაჩისთან იქნება კატო.... გთხოვ ასე არ ქნა რაა.. მაგარი ისტორიაა love

Vnaxooot magas gaigebt malee:)))) didi madlobaaaa! Mixaria tu mogewona❤❤

 


№12  offline წევრი natali tsiklauri

მალე დადე მეორე ნაწილი რაა

 


№13  offline წევრი salomee

natali tsiklauri
მალე დადე მეორე ნაწილი რაა

Devs ukve sami tavia meore nawilis. Madlob rom kitxulob!!

 


№14  offline წევრი duckita

ველოდები შემდეგ თავს :*

 


№15  offline წევრი salomee

duckita
ველოდები შემდეგ თავს :*

Didi madloba rom kitxulob, magram meore nawili devs ukve:) ❤️

 


№16 სტუმარი PuuPsiik

Meore nacili tu dade gtxov mitxari sad vnaxo

 


№17  offline წევრი salomee

PuuPsiik
Meore nacili tu dade gtxov mitxari sad vnaxo

შედი ჩემს სიახლეებში და ნახავ:) მადლობ რომ კითხულობ !

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან საინტერესოა,როგორ მოვიძიო გაგრძელება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent