შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 7


3-05-2015, 00:20
ავტორი ნათი_
ნანახია 2 551

მათე რაღაც პერიოდი დამიახლოვდებოდა, იმდენად რომ შეიძლება გეფიქრა ისინი ერთმანეთისთვის მეგობრებზე მეტნი არიანო. მაგრამ ეს პერიოდი გადიოდა და ისიც ისე მექცეოდა, როგორც ჩვეულებრივ კლასელს, რომელთანაც არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ხანდახან მეგონა, რომ თავს მარიდებდა. ვერ ვხვდებოდი ასეთი ურთიერთობის აზრს. ჩემგან რამე თუ სჭირდებოდა, რამის თხოვნა თუ უნდოდა, კარგად მოეხსენებოდა, რომ ზედმეტი ცერემონიები საჭირო არ იყო. ხშირად ვაძლევდი ჩემ თავს პირობას, რომ დავასრულებდი ამ აბსურდს, რომ აღარ ავყვებოდი, ვაგრძნობინებდი რომ არ მომწონდა მსგავსი გაურკვეველი ურთიერთობა, მაგრამ ის შემომხედავდა, გამიღიმებდა და ჩემი ყველა პირობა მავიწყდებოდა. ამ დროს მეზიზღებოდა ჩემი თავიც და ისიც. მას შეეძლო ჩემი კონტროლი და ეს მანადგურებდა, მასუსტებდა. ვნატრობდი შემძლებოდა მისი მართლა შეძულება. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მისგან ძალიან შორს წავიდოდი, მთლიანად ამოვშლიდი ჩემი გონებიდან, მაგრამ არ შემეძლო. მათე მე არ ამირჩევია. პირიქით, ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავის მოტყუებას, მაგრამ ძალა არ მეყო. მართალია, ამ გრძნობის უაროფა ვერ შევძელი მაგრამ მის დამალვას მაინც ვახერხებდი. თუმცა რაც დრო გადიოდა, ესეც ნელ-ნელა შეუძლებელი ხდებოდა.
დილით მათე დერეფანში შემხვდა და შემითანხმდა, დღეს ფრენბურთი უნდა გასწავლოო, სპორტი არ მიყვარდა მაგრამ არ მომეშვა და ბოლოს დავთანხმდი. რაც არც ისე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ბურთი პირდაპირ ცხვირში მომხვდა და სისხლი წამსკდა. მაგრამ მე როგორც პოზიტიურმა ადამიანმა, ამაშიც დავინახე რაღაც კარგი, დაჯდომის უფლება მოვიპოვე. მალე მათეც გვერძე მომიჯდა, მხარზე თავი მომადო და აბუზღუნდა
-გტკივა?
-არა, გამიარა უკვე
-მაპატიე რაა
-კაი რას სულელობ
-ხო მაპატიე?
-ხო, ხოო
აღარაფრის თქმა აღარ მინდოდა, გატრუნული ვიჯექი და მათეს სუნთქვას ვუსმენდი და ისეთი გრძნობა მქონდა, ეს უსასრულოდ რომ გაგრძელებულიყო, არ მომწყინდებოდა. მაგრამ ვინ გაცალა, სპორტის დრო ამოიწურა. სასტუმრო ოთახში დაბრუნებულებს საოცარი სიურპრიზი დაგვხვდა, ეს იყო ტელევიზორი. ჩვენ ის დავიმსახურეთ ჩვენი "კარგი" ქცევით. მაშინ ეს ჩვენთვის უმაგრესი რამ იყო. დიდი ბრძოლა იყო, პულტის ხელში ჩასაგდებად და ველასთვის სასურველი არხის მოსაძებნად. მათემ დამიძახა, მოდი აქ დაჯექიო და დივანზე, მის გვერდით ადგილი გამითავისუფლა.
-აბა თეკლა, შენ რისი ნახვა გინდა?- ეკრანს შევხედე, რაღაც საინფორმაციო გამოშვება იყო და ვიფიქრე ყველაე კარგი ვარიანტი იყო ეს გვენახა, ახალი ამბების გაგება არ გვაწყენდა
-რავი, ეს არხი იყოს, ჯობია გავიგოთ რა ხდება გარეთ
-გოგა, აღარ გადართა ძმა. "ჯობია გავიგოთ რა ხდება გარეთ"-ხმამაღლა გააჟღერა ჩემი ნათქვამი
-ხო, მეც მაგას არ ვამბობ?-დაეთანხმა ლექსოც
პირველად აქ ყოფნის განმავლობაში, დრო სწრაფად გავიდა. ჭამის დრო მოახლოვდა. ოთახში ლაშამ შემოყო თავი და მათეს დაუძახა
-ბიჭო წამო რაა, დათომ მაგარი რაღაცა გააძრო
მათეც გავარდა, მას გოგა და გიორგიც მიყვნენ. დანარჩენები კი ბუფეტისკენ წავედით. ხასიათი წამიხდა, საერთოდაც აღარ მშიოდა. ჩემს კუთვნილ საჭმელს ჩანგლით ვაქუცმაცებდი და წამდაუწუმ კარისკენ ვიყურებოდი. ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა მათე, თვალებაციმციმებლი შემოცანცარდა, სვეტას საჭმლის მიტანა სთხოვა, იქამდე კი ჩემსა და ლილეს შორის ისე უხერხულად ჩაეკვეხა, რომ ლილეს თავი ზედმეტად აგრძნობინა და კულტურულად გააგდო.
ჩემს მეგობარს გაკვეთილებზეც მოუწია ადგილის დათმობა, მათე ბავშვივით გაჭირვეულდა, გინდა თუ არა თეკლასთნ დამსვიო. მისი ასეთი ქცევა არ მიკვირდა. ლილე განაწყენებული შემომყურებდა. მაგრამ მე სულაც არ ვიყავი წინააღმდეგი მათე ჩემთან რომ დამჯდარიყო. ვახშამზე უკვე ლილეს აღარ უცდია თავის ადგილას დაჯდომა, პირდაპირ სხვა მაგიდისკენ წავიდა. მათემ კი ჭამა დაამთავრა და ჩემს წვალებას შეუდგა, აღმოაჩინა რომ მეღუტუნებოდა და მაშინ დაიწყო ჩემი წამება. ბუფეტში ყოფნა გაუსაძლისი გახდა. გამოვიქეცი, ეს კი გამოწვევა აღმოჩნდა მათესთვის. ხან სპორტდარბაზში დავრბოდი, ხანაც ბიბლიოთეკაში, იქ ჩიხში აღმოვჩნდი და იძულებული გავხდი თავის დასაცავად ფრჩხილები გამომეყენებინა. ამან კიდევ უფრო გააგიჟა, დაკაწვრას არ გაპატიებო და კბენაზე გადავიდა, მე ვიფიქრე ყველაზე კარგი თავშესაფარი ჩემი საძინებელიათქო და იქით გავიქეცი, მთავარი იყო, შემესწრო. ასეც მოხდა მაგრამ მე ვერ გავითვალისწინე მათეს ძალა, კარებს ხელი ჰკრა და მთელი ძალით შემეხეთქა. საწოლზე გადავვარდი და ისიც თან გადმომყვა. ხელები შემიბოჭა და ყელში კბილები ჩამასო. რაც უფრო მეტად ვცდილობდი განთავისუფლებას, მით უფრო მეტად მიჭერდა კბილებს, ამიტომ ბრძოლისგან გადაღლილმა მოძრაობა საერთოდ შევწყვიტე, ყვირილის თავიც აღარ მქონდა. თვალები ამიწყლიანდა და თუმცა ვცდილობდი არ მეტირა, ცრემლები გადმომიგორდა. მათემ კბილები გამიშვა, თავი წამოწია და დაბნეულმა შემომხედა (თვისება:ვერ იტანდა, როცა გოგო ტიროდა, მითუმეტეს მის გამო), რამდენიმე წამით ასე მომჩერებოდა, მერე კი სწრაფად თავი ისევ ჩემი ყელისკენ წაიღო, ახალი ტკივილის მოლოდინში, ის იყო არათქო უნდა მეწივლა, რომ უცნაური რამ ვიგრძენი, ყელზე შემეხო, მაგრამ ეს სხვანაირი შეხება იყო. მათემ ნაკბენზე მაკოცა, შემდეგ თავი ისევ წამოწია და დამნაშავე თვალებით შემომხედა.



№1  offline წევრი MeTReVEli

Ra kargia ro dade :3
Kargi istoriaa da velodebi axal upro did tavs ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent