მეცამეტე თვე (8)
იმ წამს ნამიჭეიშვილის სიტყვებმა ძალიან გააბრაზა. უთხრა, რომ არანაირი უფლება არ ჰქონდა ანაბელზე. სწორედ ამან გაამწარა და შეშალა ჭკუიდან.. სწორედ ამან იმოქმედა მის ნერვებსა და ნებისყოფაზე, შემდგომში მის გადაწყვეტილებაზეც. ამის შემდეგ, ვეღარავინ შეძლებდა ეთქვა მისთვის, რომ ანაბელზე არანაირი უფლება ჰქონდა. კარგად იაზრებდა, რა ვალდებულებებსაც აკისრებდა სიტყვა "ოჯახი" და გული სიამოვნებითა და ბედნიერებით ევსებოდა. არასოდეს უოცნებია ანაბელისნაირ ცოლზე და ამას თამამად ამბობდა, იმიტომ რომ წარმოდგენაში დახატულიც არასოდეს ჰყოლია მომავალი ცოლი. მაგრამ ამ უეცარი გადაწყვეტილებით აღიარა, რომ საოცარი სიყვარული შეუძლია.. ამის შემდეგ, ვერ იტყოდა რომ არ იყო ბედნიერი! პირიქით, მასზე ბედნიერს, მასზე გულცოცხალს ადამიანს ვერ ნახავდით იმ წამს.. რაღაც ველური ჟინი უვლიდა თვალებსა და სხეულში, როცა წარმოიდგენდა როგორ დახვდებოდა ცოლი შვილებთან ერთად სახლში, როგორ ჩაეხუტებოდა და მოეფერებოდა ყოველ ღამე. დატკბებოდა მისით და მხოლოდ სამსახურში წასვლის დროს მოენატრებოდა. არა, მანამდეც მოენატრებოდა, გვერდით ყოფნის დროსაც, როცა გულში მაგრად ჩაიკრავდა და როგორც მხოლოდ მან იცის, ისე აკოცებდა ყელში, რომ მის უსაზღვრო, უკიდეგანო ჟრუანტელს თვითონაც იგრძნობდა. ჯერ ალბათ გოგონა ეყოლებოდათ.. პატარა, კიკინებიანი გოგონა.. ან თანანას დაარქმევდა, ან ლილეს. დედასავით ნაზი და ცისფერთვალება იქნება. მამის ტუჩები ექნება. პატარა გოგონას სულ ყველგან წაიყვანს, სულ კაბებს ჩააცვამს და კიკინებს გაუკეთებს. რაც არ უნდა ცუდად იყოს, მის ღიმილზე მასაც გაეღიმება და ბედნიერებით აივსება. უკვე გეგმები კარგად დააწყო გონებაში და გული სიხარულით ევსებოდა.. იცოდა კალანდაძე თანხმობით რომ უპასუხებდა მის თხოვნას, მაგრამ მაინც ნერვიულობდა. ადვილი ხომ არ არის, ასე რთული გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება? მით უმეტეს, როცა ანაბელს იცნობს და იცის, თუ რა მნიშვნელოვანია მისთვის ეს დღე.. ეს წამი.. ეს გადაწყვეტილება. გოგონას ქოთქოთზე ახლაც სიცილით კვდება გულში. მანქანა იქვე ბარდიულთან მიაყენა და წყნარად მიუბრუნდა კალანდაძეს. უნდოდა მისი აღშფოთება გოგონას არ შეემჩნია, თუმცა ნაკლებად ჰქონდა ამის იმედი. საკუთარ ხელებს რომ დახედა, რომლებიც ნერვიულობისგან უკანკალებდა, სწრაფად გადამალა ჯიბეებში და ნერწყვი მძიმედ გადააგორა ხორხში. რაც შეეძლო ღრმად ამოისუნთქა, რომ საუბრის დროს ჟანგბადი ყოფნოდა. _ მოკლედ,-კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა და მისი ხმით ამოღებისთანავე გაჩუმებულ ანაბელს შესამჩნევად გაუღიმა, _ცოლად უნდა გამომყვე! ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა მეტი, პირდაპირ მიახალა მისივე მიღებული გადაწყვეტილება და გაკვირვებისგან თვალებგაფართოვებულს ისე ჩახედა თვალებში, თითქოს შინგინ ჩაძრომა უნდაო. _ რა..ა? -ყურებს არ უჯერებდა და თითქოს სმენადაქვეითებული ყოფილიყოს ისე დასვა სრულიად უაზრო კითხვა. _ ვაიმე, რას მაწვალებ ბელს, ცოლი ხარ ჩემი-თქო! _შენ.. შენ გააფრინე ხომ? -აქოთქოთდა წამში გოგონა და ხელების ცეცება დაიწყო. _კი, გავაფრინე! - ღიმილით მოეფერა ლოყაზე შეფარკლულ გოგონას. _სერიოზულად გელაპარაკები. -თვალები დააწვრილა ანაბელმა და ტუჩები მობურცა. _სხვათა შორის, ეგრე ნუ შვები, თორემ უკვე ბევრი რამის უფლება მაქვს, -ეშმაკურად ჩაილაპარაკა და გოგონას ანიშნა რის გაკეთებასაც აპირებდა. _არ გაბედო! იცოდე არ გაბედო!-მაშინვე მიხვდა რასაც აპირებდა და სუნთქვაშეკრულმა ერთ წამში ამოილაპარაკა ამდენი სიტყვა.. _რატომ?- ნერვებზე თამაშს არ წყვეტდა ბიჭი. _იმიტომ. -კუშტად შეკრა წარბები და თავი უკან გასწია. _კარგი, ხო. -"დანებდა" აშკარელი და საჭეს მიუბრუნდა. _მართლა ცოლად მოგყვები? -სასაცილო შეკითხვის გაგონებისას ამჯერად ხმამაღლა გადაიხარხარა აშკარელმა და შეფარკლულ გოგონას ცალი ხელით მოეფერა. _ხო, ცოლი ხარ ჩემი! მარტო, მარტო ჩემი!- თავი გადააქნია და გზას დააჩერდა. _ასეთ რთულ გადაწყვეტილებას ვიღებთ მატათა, თან მამას სათანადო განწყობაც არ აქვს.. მე კიდევ ვდარდობ, დედა რომ ასე მოგექცა შენც და მეც.. არც ასაკი გვიწყობს ხელს, ეს არ არის ის გადაწყვეტილება რომელიც ახლა უნდა მივიღოთ, ამ ასაკში. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ბიჭს მზერა მოარიდა. შეიძლება გულს ტკენდა მისი ამ სიტყვებით, შეიძლება არ იქცეოდა სწორად, მაგრამ ბავშვობიდან ჰქონდა დაგეგმილი გათხოვება 20-21 წლის შემდეგ. რაც არ უნდა იყოს, ისინი ჯერ კიდევ ბავშვებად ითვლებიან, ვინ იცის რამდენჯერ შეეცვლებათ აზროვნება, რამდენი წინააღმდეგობა შეხვდებათ, არ არის მიზანშეწონილი კალანდაძის თვალში ეს ქორწინება, მით უმეტეს, როცა ოჯახში ასეთი პრობლემები აქვთ. რაც არ უნდა იყოს, ნანი დედამისია, ტკივილი მიაყენა, მიწასთან გაასწორა და საყვარელ ადამიანს ტკივილი მიაყენა, მაგრამ ოჯახის დანგრევა ადვილი საქმე არ არის, მით უმეტეს, ისეთი „სტაჟიანი“ ოჯახის, როგორიც კალანდაძეებს ჰქონდათ. თან მისთვის რთულზე რთული იყო ოჯახის შექმნა. ჯერ კარგად გააზრებულიც არ ჰქონდა, რას ნიშნავს დედობა, რას ნიშნავს როცა ქმარი გყავს. ნაადრევია ეს გადაწყვეტილება და ამას თვითონ კარგად ხვდება. ცდილობს, მატათასაც გაუგოს. აშკარელი საშინლად ეჭვიანი და ეგოისტია, ხვდება, რომ ჭკუიდან გადაყავს სხვის მზერას, ყურადღებას ანაბელზე, მაგრამ ასე იმპულსურად ამ გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. ქორწინება ამ შემთხვევაში ვერაფერს დაამტკიცებს, ყველამ ძალიან კარგად იცის,თუ როგორ უყვართ ერთმანეთი ამ ორს... მაგრამ ანაბელსაც უნდა გაუგოს, არ შეუძლია. _ანუ, შენ გინდა რომ ცოლად არ გამომყვე?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა და კიდევ ერთხელ გააჩერა მანქანა. რატომღაც თავი დამცირებულად იგრძნო. _რა თქმა უნდა, მინდა შენი ცოლობა, მაგრამ ახლა არა... ახლა არ შემიძლია,-ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა და თავი დახარა. გაუჭირდა მისთვის შეეხედა, კიდევ ერთხელ ეხილა მისი თვალები. _რა მნიშვნელობა აქვს ქორწილი როდის იქნება?- რთული და უშინაარსო კითხვების დასმას არ ეშვებოდა აშკარელი, ამით კი თავს საფრთხის წინაშე აყენებდა. _როგორ არ აქვს მნიშვნელობა? -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა, მატათაც კი ვერ უგებდა, _შენი აზრით, მაშინ უკეთესი არ იქნება დაქორწინება როცა ზრდასრულები ვიქნებით და გააზრებული გვექნება ყველაფერი? მე ახლა არ მინდა ქორწინება. _კარგი, უკან დაგაბრუნებ, -გაჭირვებით ჩაილაპარაკა აშკარელმა და საჭე მოაბრუნა, _თუ წახვალ ვეღარ დაბრუნდები! _შენ ახლაც კი ვერ გამიგე, რომელ ოჯახის შექმნაზეა ლაპარაკი? -გული ეტკინა თუ ნერვები მოეშალა თვითონაც არ იცის, უბრალოდ საშინელი გრძნობა აუბუყბუყდა ყელში და დარწმუნდა, რომ ყველაფერი სწორად უთხრა მატათას. _მორჩი! ასე იმიტომ გავაკეთე, რომ ვერ გიყურებ სხვასთან! არ შემიძლია, სხვა გეხებოდეს, სხვა სუნთქავდეს შენს სურნელს, მე კიდევ შორიდან გიყურებდე. მეგონა, ამით რამეს შევცვლიდი, მაგრამ თავის დამცირების მეტი ვერაფერი მოვიგე! _სვანივით ერთსა და იმავეს იმეორებ, არ შეგიძლია გამიგო! აი, ეს არის პრობლემა! -ტირილის პირას მისულმა მაინც ამაყად მოიწმინდა ცრემლი და საკუთარ კორპუსთან გაჩერებული მანქანიდან გადმოხტა. რაღაცით ამართლებდა კიდეც გოგონას აშკარელი, რაღაცით თვლიდა რომ მართალი იყო, მაგრამ მისი ოცნება? ის ოცნება, რომელსაც რამდენი დღე და რამდენი ღამე შეალია, რომელიც ახლა უნდა ამხდარიყო, ისე წავიდა, ისე გაქრა მისი ცხოვრებიდან, გააზრებაც კი ვერ მოასწრო. ერთადერთი, რისი გააზრებაც მოახერხა ის იყო, რომ აწყენინა, იმაშიც დარწმუნებული იყო, ამ ღამეს ტირილში რომ გალევდა, ამის გამო საკუთარი თავი სძულდა. დაპირდა, რომ გულს არასოდეს ატკენდა, მაგრამ სამწუხაროდ ამის შესრულებაც არ შეძლებია. ვერ გაუგო, იმიტომ რომ არ შეუძლია, ან არ უნდა გაგება. მართლაც სვანივით მოიქცა და ალბათ სამუდამოდაც დაკარგა. ჭკუიდან შლის ის ფაქტი, მის წინაშე თავი რომ დაიმცირა, მართალია, ანაბელი ყველას და ყველაფერს ურჩევნია, თუმცა მისი ერთგვარი ხვეწნა-მუდარა არ მიაჩნდა საკუთარი ნამუსისთვის დადებითად. ჩვენ რას გავუგებთ ამ წყვილს, ისევ დროის დინებას უნდა მივყვეთ. ერთადერთი ხსნა მისთვის იმ წამს იქნებოდა დალევა, მანამდე სანამ ჭკუას არ დაკარგავდა, სანამ ძის არ წაიქცეოდა და აზროვნებას არ დაკარგავდა. საყვარელ ბარს მიაშურა, სადაც ყოველთვის სიწყნარე იყო და არავინ მიგითითებდა რამდენი დაგელია. თუნდ ჩაწოლილიყავი სასმელში, არავინ არაფერს გეტყოდა, სწორედ ამიტომ იყო მისთვის ეს ადგილი საყვარელი. _ერთი ბოთლი რომი.-ბარმენისთვის არც კი შეუხედავს ისე აარაკუნა ორი თითი სრიალა ხის მაგიდაზე და გრძელ სკამზე შემოჯდა. _ინებეთ,-მგონი ორი წუთიც არ იყო გასული, თავაზიანად რომ მიაწოდა რომით სავსე, მინის გამჭვირვალე ბოთლი ბარმენმა. _მადლობა. -ამოიხრიალა ჩუმად და თავმოხსნილი ბოთლი პირზე მიიყუდა. ერთი ბოთლი რამდენიმე წუთში გადაცალა. თვიდან ვერაფერი იგრძნო, გარდა სიმწარისა სხეულში, შემდეგ კი ყოველი ნაკვთი საშინლად დაუმძიმდა. ქუთუთოებს ძლივს აშორებდა ერთმანეთისგან რომ რამე დაენახა და მზერა გაეწმინდა, თუმცა უშედეგოდ. თითქოს წამწამებზე აგურები დაკიდეს და უროს თავში ურაკუნებენო. მძიმედ მიესვენა სავარძელს და თვალები დახუჭა. გონება აღარ აზროვნებდა, ალკოჰოლი ხელს უწყობდა იმაში, რომ დაევიწყებინა ყველაფერი, რაც რეალობას ეხებოდა. თვით ანაბელის გახსენებასა და მოგონებაშიც კი უშლიდა ხელს. *** აცრემლებულმა მიიხურა კარები და მთლიანად აეკრო მას. ჯემალს როგორც ჩანს ეძინა, გოგონამ მაინც გადაწყვიტა მასთან მისვლა, მის მკერდზე თავის დადება და გულის მოოხება. მამა ერთადერთი იყო, რომელიც შერჩა დედამიწაზე ერთგულად. დედამ იმდენად ატკინა გული, რომ ვერაფერს ამბობდა. ამასაც დრო ჭირდებოდა. იქნებ, ოდესმე ეპატიებინა კიდეც მისთვის ის ტკივილი, დედა მაინც დედაა, რაც არ უნდა იყოს, მას ვერ გააქრობ დედამიწიდან ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ჯემალიც, ძალიან ნერვიულობდა მის ცოლზე. მიუხედავად ყველაფრისა, ამდენი წელი უყვარდა, ამდენი წელი იყოფდა მასთან ერთად საწოლს და ახლა ასე მოუწია მისი გაშვება. ისიც ადამიანია, მასაც წრფელი სიყვარულით უყვარდა მისი ცოლი. დარწმუნებული იყო, რაღაც ხდებოდა ნანის თავს, რაღაც ცუდი და ქალი ვერ ამხელდა. გულის სიღრმეში ნანობდა ასე რომ გააგდო სახლიდან და მიზეზი არ მოისმინა. დედას ხომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია საკუთარი შვილის კეთილდღეობისათვის, მაგრამ ამჯერად ზედმეტი „მზრუნველობა“ მოუვიდა. ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და საწოლზე წამომჯდარი მამამისი რომ დაინახა გული აუჩუყდა და ატირებული მივიდა მასთან. _ორივეს იმედები გაგვიცრუეს მა, -ასლუკუნებულმა მოხვია წელზე ხელი მამამისს და თავი გულზე დაადო. _რა მოხდა, შვილო?-გაკვირვებულმა მოიქცია შვილის ცრემლებით დაცვარული სახე ხელებს შორის და წარბები შეკრა. _არ ესმის ჩემი მა... ვერ მიგებს... დღესაც, კინაღამ მომიტაცა და იძახოდა ჩემი ცოლი ხარო...-ასლუკუნებული ბურტყუნებდა და ათრთოლებულ ტუჩებს მაგრად კუმავდა. _წესიერად ამიხსენი ყველაფერი, -ხმა გაიმკაცრა ჯემალმა. _ახლა არ მინდა ამის მოყოლა, მერე კი აუცილებლად მოგიყვები.. -გულზე თავი დაადო და ჩუმი ტირილი გააგრძელა, _მა, დედას შეურიგდი... ცოდოები ხართ... _ასე ადვილი ხომ არ არის შვილო? -ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა და თავზე მოეფერა. _მაგრამ შენ ხომ გიყვარს? დედას უნდა შეურიგდე და ეს ყველაფერი რაც გააკეთა უნდა დავივიწყოთ. -თავისას არ ეშვებოდა ანაბელი და მამას ჯიიუტად თხოვდა ამ რთული გადაწყვეტილების მიღებას, _რაც იყო-იყო, მეტი ტკივილი აღარ გვინდა. _დაველაპარაკები ხვალ.-მოკლედ მოუჭრა შვილს და კიდევ ერთხელ ეამბორა შუბლზე. _დავიძინოთ და ყველაფერი კარგად იქნება. როგორ უნდოდა თვალდახუჭულს ტკბილი სიზმრები ენახა, მაგრამ ეს ღამეც სიშავეში გალია. ნუთუ ასე უნდა დამთავრებულიყო მათი ურთიერთობა? ასეთ დასასრულს იმსახურებდა? ამდენი პრობლემის და გულის ტკივილის შემდეგ, მაინც ვერ შეძლეს ერთმანეთის შენარჩუნება. როდესაც ადამიანი ვინმეს მიმართ ძლიერ სიყვარულს განიცდის, მას გამუდმებით მისთვის საყვარელი სახის ნახვა სურს და შინაგანი სიტკბოებითაა მიჯაჭვული მასზე, ძილშიც კი არ უნელდება მისი სურვილი და მით უფრო მაშინ, როდესაც მას ხედავს. ასე ხდება, როგორც ხორციელი, ასევე - სულიერი სიყვარულის დროს. დაიძინა, მაგრამ გული მაინც ახსენებდა ტკივილს, განშორება რომ ერვა სახელად. სიცოცხლე, რომელიც ერთ წამში ნაცრისფერი გახდა, აღარაფრად ღიდა. დაიწყო ერთმანეთის გარეშე ცხოვრება. მწარე ტკვილი გულის არეში და დამალული მონატრება, გრძნობები, რომელთა გამხელასაც, მგონი ვერასოდეს შეძლებდნენ. *** განშორება გრძნობებს ამძაფრებს.. დრო გადის და ყველაფერი იცვლება.. ანაბელი წარმატებით ჩაირიცხა ი.ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში და სწავლაც დაიწყო. გულით ნატარებ სევდას არავის უმხელდა. მატათა კი მამასთან ერთად რუსეთში წავიდა სასწავლებლად და საქმეების მოსაგვარებლად.. მგონი საქართველოსკენ აღარც გამოიხედავს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც მტკივნეული იარა დაუტოვა ანაბელის და მეცამეტე თვის უსასრულობის სახით. *** ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი… და ამ უსასრულობით გაჯერებულ ვეება სამყაროში დასეირნობს პატარა და დამფრთხალი ფიქრი… ჩვენს შორის არის დრო, დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს და ამ დუმილში არის ის არაფერი, რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ჰქვია… დროსა და სივრცეში აცდენილი ნაფეხურები კი ჯიუტად ეძებენ ერთმანეთს და ფიქრად ქცეულები, ჩვენი ოცნებების სამყაროში დასეირნობენ… ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი…ყველა ფიქრი თვალებში ჩახედვით იწყება, მაგრამ ზოგიერთი ცრემლით მთავრდება, ზოგი კი ღიმილით… ქვეყნად ისე არაფერი იკარგება, როგორც ჩუმი და უთქმელი ფიქრი, თუმცა რაღაც საიდუმლოდ უნდა დაიტოვოს ადამიანმა, თუნდაც ყველაზე ლამაზი ოცნება… ლამაზი სევდა სიცოცხლეზე…არ მახსოვს, როდის გაჩნდა სულში ტკივილი და მერე ცრემლებად ჩამოიღვენთა… როგორ ავაგე შენზე ფიქრით სიყვარულის თეთრი ტაძარი… სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან და მერე… როცა სული ჩავუდგი, მივხვდი თუ როგორ დავცილდი საწყისს… შემეშინდა სიცარიელის, ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და უკან რომ მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს… ახლა მუხლმოყრილი ვდგავარ ამ ტაძრში და ვცდილობ გავაღო სულის სარკმელი, რომ მზის სითბომ გული გამითბოს… კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე შენზე ფიქრები… ______________________________________ ნაწვალები თავი... ნაწვალები სიტყვები... რამდენჯერ წაშლილი რამდენჯერ აღდგენილი... მოკლედ, წინა თავის კომენტარებიდან გამომდინარე ვამბობ, თუ რამე გრამატიკული შეცდომა მაქვს მიმითითეთ წინადადება... გადარბენაზე ნაწერი თავი.. არ გადამიხედავს და ვაღიარებ, იქნება შეცდომები.. შედარებით დიდია.. მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის, ძალიან მახარებთ!! 1,758 სიტყვა ერთ დღეში.. :// |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.