შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცამეტე თვე (6)


1-05-2015, 20:58
ავტორი MyLove
ნანახია 3 330

მართალია, ჯემალს არც თუ ისე კარგად იცნობს, თუმცა ამ წამს კარგად გაითავისა ამ კაცის ტკივილი და ბრაზი. სახეზე წამოწითლებულს ეტყობოდა თუ რამხელა იმედგაცრუებას იტევდა მისი გული. თვალები სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა, ხელ-ფეხი უკანკალებდა და ათრთოლებული ტუჩებით სიტყვებს ძლივს აბამდა თავს.
აბა როგორია, როცა ადამიანს გგონია რომ იცნობ, ცხოვრების ნახევარი მას უწილადე, შენს მეორე ნახევრად აქციე, ოცნების კოშკები მასთან ერთად ააგე და ბოლოს ხვდები, რომ ყველაფერი დიდი შეცდომა და ტყუილი ყოფილა. თითქმის ნახევარი ცხოვრება წყალში ჩაეყარა, მიწასთან გაუსწორდა მთელი ცხოვრება.
მიხვდა აშკარელი რომ მწარეა საყვარელი ადამიანის ამოუცნობლობა..
_ ეს რა გააკეთე? -ხმააკანკალებულს ყვირილის თავიც კი არ ჰქონდა, ხელები უთრთოდა და ლამისაა მობილური ხელიდან გავარდნოდა , _ხედავდი, როგორ იტანჯებოდა შენი შვილი.. შენ კი... შენ რა ადამიანი ხარ?
ყურმილიდან ისმოდა ქალის წივილ-კივილი და გაავებული ხმა, თუმცა როგორც ჩანს უკვე აღარც ჯემალს სიამოვნებდა ამ ყველაფრის მოსმენა და ტელეფონი გათიშა.
ჩასისხლიანებული თვალები მიანათა კედელთან მდგარ მატათას და თავი დამნაშავესავით ჩაქინდრა.
_ თქვენც დაგტანჯეთ! -ამოიხრიალა ხმაჩამწყდარმა და თავი გადააქნია, თითქოს ფიქრები გაფანტაო.
_ რას ამბობთ, -ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა აშკარელი, წამით თავი დამნაშავედაც კი იგრძნო.
_ მე და ანაბელი ამ ქალთან ვერ ვიცხოვრებთ.
მართალი ყოფილა, სიყვარულსა და სიძულვილს შორის ერთი ნაბიჯიაო რომ ამბობდნენ, როგორც უცებ გიყვარდება ადამიანი, ამ სიყვარულიდან წამშივე ვარდები სიძულვილში, სათანადო მიზეზის "დახმარებით."
_ არ მივცემ ჩემს შვილს იმის უფლებას ტყუილში იცხოვროს, -ხმაჩამწყდარმა გააგრძელა, როცა იგრძნო, რომ ბიჭი უსმენდა. _შენ წამითაც არ იფიქრო, რომ ანაბელი შენს გარეშე ბედნიერი იქნება.. შენთან ერთად იქნება. ახლაც, შენი გვერდით დგომა სიკვდილამდე დასჭირდება... დაგვჭირდება!
_ თქვენს გვერდით ვარ!
წინააღმდეგობა არ გაუწევია. უფრო სწორად, ვერ გაუწია. ქალმა, რომელმაც დააშორა ანაბელს, არ იმსახურებს მის გამოქომაგებას.. არც აპირებს. ახლა ისიც ისე დაისაჯოს, როგორც საჭიროა! არ არის მსგავსი ოჯახის ღირსი. შეიძლება, ძალიან მაზოხისტურად აზროვნებს, მაგრამ იმხელა ზიზღითაა ამქალისდამი განწყობილი მისი გული, არ შეუძლია, რამე წესიერი გაიმეტოს მისთვის.
ჯემალს, რომელიც იმ წამს სავარძელში ჩაჯდა გვერდით მიუჯდა და მასსავით თავი დახარა. უინტერესოდ დააჩერდა ჩალისფერ პარკეტს, ოდნავ რომ ბზინავდა.
_ ჩემთვის, თქვენი შვილი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, -დაიწყო დაბალი ხმით, _ალბათ, სწორედ ეს მიწყობს ხელს იმაში, რომ არ გავამართლო თქვენი ცოლი. მე ანაბელის გარეშე არ შემიძლია. ვერ ვუძლებ მის გარეშე ჰაერის ერთ ჩასუნთქვასაც კი, ასე მგონია, რაღაც უკანონობას ჩავდივარ, რაღაც არასწორს.. ალბათ არ ვიცი და ვერც გავიგებ, იმედი მაქვს, თქვენს ტკივილს ახლა, თუმცა იმედგაცრუება ყველა ტკივილზე საშინელია... არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ბელს გული ტკივა... თუნდაც სხვის გამო... მე მართლა თავისუფლად შემიძლია ნებისმიერი მოვკლა მისი ცრემლის გამო.. მაგრამ ის მაჩერებს რომ ესეც ტკენს.
მთელი გულისყურით უსმენდა ჯემალი მატათას სიტყვებს და სიამაყით ივსებოდა ასეთ ადამიანს რომ უყვარდა მისი შვილი. ახლა საკუთარი ტკივილიც კი უკანა ფლანგზე გადასწია, ბედნიერებისგან. იცოდა, რამდენად დიდი პრობლემები ელოდა წინ.
კარზე კაკუნი იყო. ორივე მიხვდა, ვინც იქნებოდა. სწრაფი, თუმცა გაუწონასწორებელი ნაბიჯებით მივიდა კარამდე. მაინც ეტყობოდა, რომ უჭირდა იმ ადამიანის დანახვა, რომელსაც ადრე სიყვარულით უყურებდა.
ფრთხილად ჩამოსწია ურდული და რკინის შინდისფერი კარი გამოაღო. ზღურბლს მიღმა იდგა თვალებში ცრემლ ჩამდგარი ნანი, ცალი ხელით კარის ძგიდეს მიყრდნობოდა და ეტყობოდა რომ სულს ძლივს ითქვამდა.
_ ყველაფერს აგიხსნი.. გეფიცები.. -ქოშინით ამბობდა და თავს აქეთ-იქეთ აქანავებდა.
_ რა უნდა ამიხსნა? -დაიყვირა ბოლო ხმაზე. ქალი შიშისგან შეხტა, თვალები უფრო აუცრემლიანდა და ხელები აუკანკალდა. _წაეთრიე! აქ მოსული აღარ დაგინახო! უნამუსო ქალი ხარ! შენ.. შენ არ ვიცი რა გიწოდო! შვილის ტკივილს, ცრემლს ასე როგორ უყურებდი? რომ მცოდნოდა... რომ მცოდნოდა!
_ რომ გცოდნოდა რას იზამდი? -ჯიქურ გაკაპასდა ქალი და თვალები ბრაზით აევსო.
რამდენს ბედავს!
_ გაეთრიე! წადი! -მაჯაში ხელი ჩაავლო და მაგრად შეანჯღრია, მერე კი კარისკენ უბიძგა, _არც მე და არც ანაბელს, შენი ნახვა არ გვინდა!
_ ანაბელ დედიკო, -მზერა მის უკან გადაიტანა ქალმა.
ჯემალმაც უკან მიიხედა. ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ ახლა მისი შვილი არ ენახა ასეთ მდგომარეობაში. მთლიანად აუცრუვდა გული მის უკვე ყოფილ ცოლზე და ზიზღით ჩახედა თვალებში, რომლებშიც არანაირი გულწრფელობა არ ამოიკითხებოდა.
_ შენ რა თვალთმაქცი ქალი ყოფილხარ! სულ არ გიცნობდი თურმე! -ხმა დაიდაბლა კაცმა და აკანკალებული ხელებით მიუხურა ცხვირწინ კარი.
მატათა? მან უბრალოდ ვერ გაუძლო კედელთან საწყლად ატუზულ საყვარელ სხეულს, ასე რომ თრთოდა და სწრაფად მიიჭრა მასთან. გულში ისე მაგრად ჩაიკრა მისი მთლიანობა გახადა.
გოგონაც მაშინვე ჩაებღაუჭა მის მკლავებს და აცრემლებულმა ჩარგო მის ყელში თავი. ცრემლები ნელ-ნელა შეუმჩნევლად დაადინა სქელ, დაძარღვულ კისერზე ოდნავ რომ უტოკავდა ნერვი.
_ ჩშშ ჩემო პატარა, ყველაფერი კარგად იქნება! არ იდარდო.. შენთან ვარ მე...
_ ეს რატომ გააკეთა? მითხარი რატომ გააკეთა? -მონოტონურად ჩურჩულებდა და დროგამოშვებით უჭერდა ბიჭის მაისურს ხელს.
_დაწყნარდი, ბელს.. მე შენთან ვარ.. ყველაფერი ყველაზე მაგრად გექნება ჩემო პრინცესა! გეფიცები!
________________________
ესეც მეექვსე თავი . მაგდა და ჯაჯო ისე დამემუქრა, რომ არ დამედო გამაციმბირებდნენ, ან გილიოტინაზე შემსვამდნენ.
პატარა თავი უნდა მაპატიოთ... ნახევარზე მეტი დაწერილი მქონდა და ოპა! დენი წავიდა!.. თქვენ არიცით რა დღეში ჩავვარდი! -_-
მადლობა ყველას კომენტარისათვის, რომელიც ძალიან მახარებს!!
ალბათ, ამ პაწაწუნა თავისთვის ვერ გაიმეტებთ დიდ კომენტარებს მაგრამ რა ვქნა.. სამაგიეროდ, ამაღამ დავწერ ძალიან, ძალიან ბევრს და ხვალ დავდებ შუა დღის შემდეგ.. თუ გამიმართლა მანამდეც!
მადლობა... მიყვარხართ!!!!



№1  offline წევრი DaaDaa

პიიირვეეელიიიიი :დდ ეხლა წავიკითხავ დარწმუნებული ვარ ესეც შენეულია

 


№2  offline მოდერი MyLove

DaaDaa
პიიირვეეელიიიიი :დდ ეხლა წავიკითხავ დარწმუნებული ვარ ესეც შენეულია

შენ ვინ დაგასწრებდა, ნუ! wink ჩემეულია, მაგრამ ჩემეულად პატარა არ არის.. love

პ.ს კიდევ ერთხელ ბოდიში!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline წევრი Anuuc^.^

ძალიან მომწონს
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№4  offline წევრი Unnamed

Idioti qali :@

 


№5  offline წევრი grifini

ე.ი. მე არა ხო ? ხმა არ გამცე!

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargebi arian

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent