შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე (დასასრული)


3-05-2015, 15:21
ავტორი Dedas Tojina Vaar
ნანახია 5 276

წამოსვლას ვაპირებდი როცა დემეტრემ მომკიდა ხელხე ხელი და გამაჩერა
-მემგონი სალაპარაკო გვაქვს (მისი ხმა ისეთი მკაცრი იყო შემეშინდა კიდეც, რა ვიგრძენი მისი შეხებისას? რაღაც საოცრება, როგორ მომნატრებია, მაგრამ ამავდროულად საკუთარი თავი მძულდა, რადგან მე ესე საშინლად მოვექეცი მას ... )
-ოღონდ ეხლა არა ძალიან გთხოვ (ცრემლები მომადგა თვალებზე)
-ეხლა არა? მეკაიფები გვანცა? თავს ძვლივს ვიკავებ რომ ხელში არ შემომაკვდე, იცი მაინც რამდენი გეძებე, არც კი ვიცოდი ცოცხალი იყავი თუ მკვდარი, შენ კი ამ ყველაფრის ახსნის ღირსადაც არ მთვლი (ისეთი ტონით მელაპარაკებოდა, ჩემი თავი მძულდა, მაგრამ ეხლა მართლა არ შემეძლო დემეტრესთვის ყველაფრის ახსნა)
-ვიციი... ვიცი დემეტრე ყველაფრის ღირსი ვარ შენგან, მაგრამ ეხლა მართლა არშემიძლია... ხვალ აქ უნდა მოვიდე ისევ რეზის ბავშვები უნდა ვაჩვენო და გპირდები ხვალ სიმართლეს გაიგებ ...
-ბავშვები? მოიცა ... (თან დაიბნა თან გაბრაზდა)
-ხვაალ, დემე გთხო... (წინადადების დამთავრება არ მაცადა)
-ეხლავე თქო და მეტი არ დამალაპარაკო (იმხელაზე იყვირა ყველამ ჩვენ გამოგვხედა, იქვე დავინახე ბავშვების გაოცებული სახეები ჩემი დანახვისას... მივხვდი რომ დემეტრესთან დღეს აუცილებლად მომიწევდა საუბარი და ამიტომ ბედს დავნებდი)
-კარგი წამოდი სადმე ვისაუბროთ
დემეტრეს არაფერი არ უთქვია წინ წავიდა,მე უკან გავყევი თან გაოცებულ ბავშვებს გავხედე რომელთა თვალებიც ჩემსკენ იყო მომართული, იქვე გაბრიელი იყო რომელიც მანიშნებდა უკვე დროაო, მეც ძალა მოვიკრიბე და დემეტრეს გავყევი, საავადმყოფოს გვერდითთ პატარა კაფე იყო და იქ შევედით და კუთხის მაგიდასთან დავსხედით ... დემეტრემ მისთვის ვისკი ჩემთვის კი ფორთოხლის წვენი შეუკვეთა "როგორც ჩანს არ დავიწყებია ფორთოხლის წვენი რომ მიყვარს" გამეღიმა ამ დროს კი დემეტრემ გამომხედა
-გისმენ (დემეტრეს გავხედე და ღრმად ჩავისუნთქე)
-კარგი... დავიწყებ მაგრამ არ გამაწყვეტინო, თორემ ვეღარ გავაგრძელებ ...
-კარგი გისმენ (სრულიად უემოციო სახე ქონდა რამაც გული ძალიან მატკინა და ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვუყევი)
-გახსოვს მივლინებაში რომ წახვედი? (რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გავაგრძელე) ვიცი რომ გახსოვს... მაშინ ყველა შენი ძმაკაცი სულ ჩემთან და სანდროსთან იყო არჩილიც ხშირად გვსტუმრობდა ... ერთ დღეს არცერთი არ მოსულან ყველა კლუბში იყო წასული, მეც შემომთავაზეს წასვლა მაგრამ ხოიცი არ ვარ ხმაურს მიჩვეული და ვუთხარი რომ თვითონ წასულიყვნენ არ იყო პრობლემა... მთელი დღე მარტო ვიყავი, სწორედ მაშინ მივხვდი რომ რაღაც მაკლდა, რაღაც არა უფრო სწორად ვიღაც, ჰოო დემე ეს ვიღაც შენ იყავი, მენატრებოდა შენთან ერთად დაწოლა და შენი ჩახუტება... გახსოვს შენი წასვლის წინაა დღეს გვქონდა სექსი, იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მიყვარდი მაგრამ არ გამოგიტყდი ჩემს გრძნობებში ... როცა წახვედი პირველი ყოველთვის შენ მირეკავდი, მაგრამ იმ წყეულ დღეს რატომღაც შენც "დაგავიწყდი" და პირველად მაშინ დავრეკე შენთან, შენი ხმა რომ გავიგე მაშინ დავრწმუნდი ჩემს გრძნობებში, მე სულელმა ვერაფრის თქმა ვერ გავბედე და გაგითიშე... ზუსტად 5 წუთში გადმომირეკე შენ და იმ დღეს დაახლოებით ნახევარი საათი ვილაპარაკეთ... როცა გაგითიშე სანდრო წავიყვანე დასაძინებლად, დაღლილი იყო და მალევე ჩაეძინა... მეც უკვე პიჟამოები ჩავიცვი და დაძინებას ვაპირებდი როცა კარების ხმა გავიგე, ხალათი მოვიცვი და კარები გავაღე (თვალებიდან ცრემლი წამომივიდა მაგრამ მოყოლა გავაგრძელე, მივხვდი რომ ეხლა რომ არ დავცლილიყავი გავგიჟდებოდი... ასე დეტალურად გაბრიელისთვისაც არ მქონდა ეს ისტორია მონაყოლი და ეს ყველაფერი მახრჩობდა) საათს შევხედე და 1 იყო დაწყებული, ვიფიქრე რეზი მოვიდა თქო რადგან რეზიმ მითხრა თუ ადრე წამოვედი შემოგივლიო, კარები გავაღე და რეზის მაგივრად ხელში ირაკლი შემრჩა (მისი სახელი საოცარი ზიზღით წამოვთქვი) ნასვამი იყო, გამიკვირდა მისი ასე ღამე სტუმრობა რადგან ირაკლისთან არც ისე კარგი ურთიერთობა არ მქონდა .... შემოვიდა და მთვრალმა "ბლუყუნი" დაიწყო ... ვკითხე რამე ხო არ უნდოდა ასე ღამე რომ მოვიდა მან მიპასუხა რომ მე ვჭირდებოდი ... "შენ მჭირდები გვანცა სხვა არავინ" მე დავიბენი და უკან დავიხიე მაგრამ ის ნელნელა ჩემსკენ მოიწევდა ... ყველაფერი ისე მოხვდა, რომ იმ ღამეს მან ჩემზე ძალა იხმარა, ვეხვეწე, და ვემუდარე მაგრამ ამაოდ ... (დემეტრეს გავხედე და კისერზე ძარღვები დაბერვოდა)
-თუგინდა ნუღარ ... (დემეტრემ გამომხედა და რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ არ ვაცალე)
-არა, არა დემეტრე ნუ მაწყვეტინებ უნდა მოვყვე, ეს შენგამო კიარა ჩემ გამო უნდა გავაკეთო (ტირილით ვუპასუხე) ის ღამე ყველაზე კოშმარული იყო ჩემს ცხოვრებაში, ვიფიქრე, რომ ჩამოხვიდოდი ყველაფერს აგიხსნიდი, მაგრამ მეორე დღეს რომ დამირეკე და შენი სიყვარულით და მონატრებით სავსე ხმა გავიგე ჩემი თავი შემძულდა, შემძულდა იმიტომ რომ არ შემეძლო შენთვიის ყველაფრის მოყოლა,მაშინ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი, ცხოვრებას მაშინ ვსწავლობდი მაგრამ იმ არაკაცმა ყველაფრის სურვილი ერთად წამართვა... როცა შენთან ლაპარაკი დავასრულე იმწუთასვე დავურეკე გაბრიელს და ვთხოვე ქალაქიდან გასვლაში დამხმარებოდა... გაბრიელი რომ არა მართლა არ ვიცი რა მეშველებოდა, გაბრიელმა იმ დღეს მის ნათესავებთან წამიყვანა სვანეთში, რამოდენიმე დღე იქ ვიყავი ... რამოდენიმე დღის მერე კი არჩილს დავუკავშირდი, მას ვერ მოვატყუებდი რადგან მისი გაზრდილი ვიყავი, არჩილმა ჩამომაკითხა, ბევრჯერ ეცადა ჩემი გადარწმუნება რომ შენთვის ყველაფერი მეთქვა მაგრამ სწორედ მაშინ გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, და მაშინ უკვე ვეღარ შევძლებდი შენთვის ვერაფრის თქმას რადგან მე არ ვიცოდი... არვიცოდი ბავშვი შენი იყო თუ ირაკლის ... არჩილმა გურიაში წამიყვანა მითხრა რომ იქ სახლი ქონდა და იმის მერე იქ ვარ ... როცა შვილი შემეძინა ჩემს სიცოცხლეს ხელმეორედ მიეცა აზრი, (ანასტასიას გახსენებაზე გამეღიმა) უფლის მადლობელი ვიყავი სამი რამისთვის, პირველი იმისთვის რომ სანდრო ჩემს გვერდით იყო, მეორე იმისთვის რომ ქალად თავი პირველად შენთან ვიგრძენი და არა იმ ნაგავთან და მესამე ჩემი პატარა ანასტასიასთვის ... ბავშვს ანასტასია დავარქვი... იმის მერე კი არჩილი და გაბრიელი ზრუნავს ჩემზე და ჩემს შვილებზე ... არჩილმა და გაბრიელმა ირაკლის ყველაფრისთვის პასუხი მოსთხოვეს, და როგორც იცი უკვე მეოთხე წელია ირაკლი საქართველოში არ გამოჩენილა ... რამოდენიმე დღის უკან კი გაბრიელი მოვიდა ჩვენთან რომელმაც ჩემი ძმის ცუდად ყოფნის ამბავი გამაგებინა, აი მაშინ კი მართლა ვეღარ მოვითმინე და აქ წამოვედი ... (ამ დროს ტელეფონმა დამირეკა, გაბრიელი იყო და ვუპასუხე, ტელეფონში კი გაბრიელის მაგივრად ანასტასია შემრჩა)
-დედიტო მე გავიგვიძე და სენ აქ ალ ქალ, როდის უნდა მოქვიდე ( მოწყენილმა მითხრა ანასტასიამ)
-მალე მოვალ დედი მალე, სანდრო მანდ არის?
-კი დედი, დაგალაპალაკო?
-არა დედი იყოს, შენ ხო ხარ ჩემი დიდი გოგო და სანდროს მიხედე და მეც მალე მოვალ ხო? (გამეღიმა)
-კალქი დეე... ეე ცანდლო გაიგე დედამ სენი თავი ცამაბალა ასე ლომ ალ გამაბლაზო (გასძახა სანდროს) დე სენ ალ ინელვიულო და მე მივქედავ სანდლოს
ანასტასიას გავუთიშე და დემეტრეს გავხედე, რომელიც "გაშტერებული" იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა ...
-შანსი არის რომ ბავშვი ჩემი იყოს? (უცებ დაიწყო დემეტრემ)
-არვიცი დემეტრე, ის... ის ისე ცხოველივით იქცეოდა ... არვიცი (ხელახლა ავტირდი)
-მოდი ჩემთან (დემეტრე მოიწია და ჩამეხუტა) ხოიცი რომ არ შემიძლია გრძნობების გამოხატვა, ვერც კი წარმოიდგენ ეხლა რას ვგრძნობ, გეფიცები იმ ნაბი...ს ყველაფრისთვის პასუხს ვაგებინებ, საქართველოშია თუ საზღვარგარეთ, მოვძებნი... შენ კი მაპატიე... მაპატიე რომ დაგტოვე, როგორ დამეტანჯე (ჩუმად ჩაიჩურჩულა, მე კი უფრო მაგრად მივეხუტე) სანდროს მანახებ?
-დღეს?
-ხო თუ შესაძლებელია
-კარგი წავიდეთ (გავუღიმე, თანთა ავიღე და ავდექი... დემეტრემ შეკვეთის საფასური გადაიხადა და წამოვედით... გზაში ორივე ჩუმად ვიყავით, სიჩუმე კი დემეტრემ დაარღვია
-სად უნდა მივიდეთ? (გამომხედა და ხელზე ხელი დამადო, მე უცებ არ ველოდებოდი და შევკრთი) შეგაშინე?
-არა, არაუშავს უბრალოდ არ ველოდი... იაკოსთან მივიდეთ სახლში იქ არიან ბავშვები
გავუღიმე და ვეცადე აღელვება არ დამტყობოდა.. ისევ ორივე ჩუმად ვიყავით, მე ფანჯარაში ვიყურებოდი და მხოლოდ 1 კითხვა მაწუხებდა "რა იქნება აწი?" ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამომაფხიზლა, რომელმაც მამცნო რომ უკვე მოვედით ... სახლში, რომ შევედით ანასტასია დედა-დედას ძახილით გამოიქცა ჩემსკენ, რომელსაც უკან სანდრო მოყვებოდა, სანდრო დემეტრეს დანახვაზე გაშეშდა არ ელოდა, მის აქ ნახვას, ანასტასია კი ჩემსკენ გამოიქცა და ფეხზე მომეხვია, ანასტასია ხელში ავიყვანე და სანდროს გავხედე, რომელიც უკვე დემეტრეს ეხუტებოდა
-ძალიან მომენატრე მა (უფრო მაგრამ მოუჭირა ხელი სანდრომ, ამ დროს კი ანასტასიამ ყველას ყურადღება მიიქცია)
-დედიტო მე ლოდის უნდა ვნაქო ჩემი მამიკო, სანდლომ ქო ნაქა უკვე? (ცრემლი წამოუვიდა ანასტასიას, მისმა ამ სიტყვებმა გული მატკინა და მაგრად ჩავიხუტე)
დემეტრე სანდროსთან ჩახუტებას რო მორჩა ჩემთან მოვიდა და ანასტასია გამომართვა
-პატარა ანგელოზო გინდა, მე ვიყო შენი და სანდროს ორივეს მამა?
-მართლა იქნები ჩემი მამაჩ? (გახარებულმა კითხა ანასტასიამ... დემეტრეს ამგვარ საქციელს არ ველოდი, ვიცოდი რომ უმეტესი შანსი იყო ანასტასია დემეტრეს არ ყოფილიყო და არ მინდოდა ანასტასიას ტყუილი იმედი მიცემოდა, იაკოს ვანიშნე ბავშვები გაიყვანე თქო)
-ბავშვებო წამოდით დედიკოს და მამიკოს ყავა მოვუდუღოთ (იაკომ ბავშვებს ხელი მოკიდა და ოთახიდან გაიყვანა, მე და დემეტრე კი დავრჩით ოთახში)
-დემეტრე, ნუ პირდები ანასტასიას ისეთ რამეს რაც შეიძლება ვერ შეასრულო, რადგან შეიძლება ის არ იყოს შენი შვილი
-შეუძლებელს მას არაფერს არ ვპირდები, არ აქვს მნიშვნელობა ის ჩემი შვილი იქნება თუ არა, სანდრო ჩემი ბიოლოგიური შვილი არ არის მაგრამ დამიჯერე მას არასოდეს გამოვარჩევ ბიოლოგიური შვილიდან, აი ანასტასია კი ჩემი რომც არ იყოს ჩემი საყვარელი ქალის შვილია, და ანატასიაც და სანდროც ისე მეყვარება როგორც ჩვენი მომავალი შვილი რომელზე მუშაობასაც ძალიან მალე დავიწყებ (გამიღიმა დემეტრემ მე კი გავწითლდი) ეხლა კი ანასტასიას სავარცხელი აიღე და წავიდეთ საავადმყოფოში ბოლობოლო გავიგოთ ანასტასია ჩემი შვილია თუ არა ....
იაკოსთან გავედი ოთახში და წასვლის შესახებ ვამცნე
-ია ცოტახნით კიდე დავტოვებ რა ბავშვებს, ბოლოსდაბოლოს გავიგებ სიმართლეს (იაკომ მიხვდა რაზეც ვუთხარი და ნაწყენმა გამომხედა)
-არ გცხვენია მაინც მაგას რო მეუბნები? თუგინდა მთელი კვირა აქ დატოვე (გამიცინა და წამოვედით)
საავადმყოფოში რომ მივედით ძალიან ვნერვიულობდი, რაც დემეტრემ შემატყო...
-კარგი გვანც რა ნუ ნერვიულობ ასე ძალიან (მკერდზე მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა)
-შენი შვილი რომ არ იყოს? (ჩუმად დავიჩურჩულე)
-ამაზე ხო უკვე ვილაპარაკეთ, თავიდან იწყებ? (ნაწყენმა გამომხედა)...
***
უკვე საათნახევარია რაც საავადმყოფოში ვართ, წუთი-წუთზე უნდა იყოს ანალიზის პასუხი... წესით ამ ანალიზს დიდი დრო აგვიანდება, მაგრამ რას ნიშნავს გავლენიანი ადამიანი რო გყავს გვერდით, პასუხს წუთი წუთზე გვეტყვიან.. და აი ექიმიც გამოჩნდა
-დემეტრე დადიანი ხო? ინებეთ ანალიზების პასუხი (გაგვიღიმა ასაკოვანმა ექიმმა)
დემეტრემ ანალიზები ხელის კანკალით გახსნა, რო წაიკითხა ერთ ადგილას " გაშტერდა" მე სასწრაფოდ გამოვართვი ანალიზები და რომ წავიკითხე ცრემლები წამომივიდა, ხოოო ვტიროდი, მაგრამ ეს იყო სიხარულის ცრემლები... ანასტასია ჩემი და დემეტრეს საერთო შვილი იყო, მე კი უბედნიერესი ადამიანი
-ეხლა კი დავბრუნდეთ ბავშვებთან და ჩვენს სახლში წავიდეთ (გამიღიმა დემეტრემ და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მაკოცა ... რა ვიგრძენი? რაღაც საოცრება, ყველაზე კარგი შეგრძნება ყოფილა მონატრებულ ბაგეებთან შეხება ... იაკოსთან მივედი და ბავშვები დემეტრეს უფრო სწორად "ჩვენს" სახლში წავიყვანე, აი აქედან კი ნამდვილად დაიწყო ბედნიერი დღეები, ყველაფერი ჩვეულ ტემპში ჩადგა, რეზიც გამოწერეს საავადმყოფოდან, ბაბუას და ბებოს უკვე ყოველდღე ვნახულობდი და ბავშვებს ვანახებდი... ერთი სიტყვით ყველაფერი იდეალურად იყო ...
*** 10 წლის შემდეგ ***
სამზარეულოში ვიყავი და ქმარს და შვილებს საუზმეს ვუმზადებდი როცა ანასტასიას ოთახიდან კამათის ხმა გავიგე და იქეთ წავედი...
-არ ჩაიცმევ მეთქი მაგ კაბას და დავამთავრე მაგ თემაზე ლაპარაკი მე (მკაცრად ეუბნებოდა სანდრო)
-აუუ კარგი რა სანდრო გთხოოვ, არც ისე მოკლეა ეს კაბა რატო არ გესმის? (წუწუნით ეუბნებოდა ანასტასია)
-არა მეთქი და მორჩა (ამ დროს მე და დემეტრე შევედით ოთახში, ანასტასიას და სანდროს გავხედე, იქვე გვერდით ბარბარეც იყურებოდა თავისი პატარა ლამაზი თვალებით და ჯერ ვერ გაეგო რატო არ აძლევდა სანდრო ანასტასიას კაბის ჩაცმის უფლებას)
-კარგით რა ბავშვებო არ დაიღალეთ ყოველდღე ერთი და იგივეზე ჩხუბით (მობეზრებულმა ვუთხარი ბავშვებს, ამ დროს დემეტრეც შემოვიდა, რომელსაც ეტყობოდა რომ გაბრაზებული იყო რადგან ერთი დღე იყო დილას სახლში და მაშინაც არ აცლიდნენ ძილს
-რახდება გამაგებინებთ ვინმე ?(იკითხა დემეტრემ და ბარბარე ხელში აიყვანა, ბარბარესაც მეტი რა უნდოდა და "ტიტინი" დაიწყო)
-მე გეტკვი მა, ანაცტაცია ალჩევდა პლინცესას კაბას ლო ჩაეჩვა და შემოვიდა ცანდლო, უთქლა ლას აკეთებო, და ლო დაინაქა ლო ანაცტაციაც პლინცეცაც კაბა ეცვა ჩუბი დაუწკო მასე არ წაქვიდეო, და ანაცტაციამ მე ასე მიდაო, მელე დედა სემოვიდა და უთლა როგოლ არ დაიგალეთო ეთი და იგივეთო (ბარბარეს ლაპარაკზე ყველას გაგვეცინა, დემეტრეს გამოვართვი და ლოყები დავუკოცნე) მამა ცანდლო მეც მომიშლის მლინცესას კაბის ჩაცმას?
-სანამ გაიზრდები არა მამი და მერე კი (გახედა გაღიმებულმა დემეტრემ)
-კარგი რა მამა შენც სანდროს მხარეს ხარ? (ნაწყენმა გამოხედა ანასტასიამ მამამისს) კარგით რაა (დაიწყო წუწუნი)
-მოვრჩით უკვა მაგ თემაზე ლაპარაკს (სანდრომ შუბლზე აკოცა ანასტასიას და ოთახიდან გავიდა, რომელსაც ანასტასია გაეკიდა "შუბლზე რატო მკოცნი დებილი ხო არ ვარ, მობრუნდი და ლოყაზე მაკოცე"ო ... მე ბარბარე და დემეტრე კი დავრჩით ოთახში
-მადლობა გვანცი ესეთი ბედნიერი ოჯახი, რომ მაჩუქე, და მადლობა ჩემი "გიჟი" შვილებისთვის, მაგრამ გენდერული თანასწორობა გვერღვევა ოჯახში და 1 ბიჭი კიდე გვინდა, რომელზეც დღესვე ვიზრუნებ
-კიდე მიკიდით ძამიკოს? (იკითხა გახარებულმა ანასტასიამ)
-კი ჩემო პატარა, მე გაძლევ მაგის პირობას (გაიცინა დემეტრემ და ორივეს გვაკოცა)

დ ა ს ა ს რ უ ლ ი


იმედია მოგეწონებაათ <3 <3 ველოდები თქვენს შეფასებებს <3



№1  offline წევრი lamazmani

პირველი ვარ აუ რა საყვარლობა იყო გავგიჟდი ისე მომეწონა რო შემოვედი და რო ვნახე მორიგი თავი მეგონა აღარც მიმიქცევია ყურადგება რა ეწერა ზევით ისე გამიხარდა ამის დადება მარა დასასრული რო დავინახე გული დამწყდა ძაან საყვარელი და თბილი ისტორია იყო მომენატრებიან ეს პერსონაჟები დემეტრე განსაკუთრებით ძაან მაგარი გოგო ხარ ძაან მაგარი ისტორია იყო ძაან მაგარი და საყვვარელი დასასრულით არ მინდოდა რო დამთავრებულიყო მარა რას ვიზავ ველი ახალ ისტორიას დიდი ხანი არ დაიკარგო მალე დაწერე ახალი ისტორია ველი სიხარულით ძაან მაგარი გოგო ხარ ძაან მიყვარხარ love love love love love love

 


№2  offline წევრი სპენსერი

ძალიან მომეწონა ძალიან თბილი და ამავდროულად სინტერესო და ჩახლართული ისტორია იყო, გამიხარდა რომ ანასტასია დემეტრესი აღმოჩნდა :დ <3 გვანცა თავის ისტორიას რომ ყველაბოდა მეც მეტირასავით :P
კიდევ ერთხელ გეტყვი რომ კარგი ისტორია გამოვიდა love love წარმატებებიიიიიი :))))))))))))

 


№3  offline წევრი მმარიამი

Ouuu aii dzalian kargi iyoo <3 martla ze momewona. Dzalian <3

 


№4  offline წევრი Nikalaevnaa:D

როგორ მომეწონა ეს ისტორიაა ახლა ვნახე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent