ვუყვარდი?არ ვუყვარდი? (ჩემი ცხოვრების ისტორია) თავი 7
ვფიქრობდი რომ ეს სამუდამო ბედნიერების დასაწყისი იყო,როგორ მეტყობოდა რომ ბავშვი ვიყავი ყველაფრის მიუხედავად.ვერც კი წარმომედგინა რომ წინ უბედურების მეტი არაფერი მელოდა...დილით კარების ხმამ გამაღვიძა,სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან და ოთახის კარები გავაღე,დერეფანში ნიკა მიდიოდა ბარგით ხელში,პლედშემოხვეული ვიდექი და ვუყურებდი. -ნიკა!-ჩაწყვეტილი ხმით ვცადე მიმეწვდინა მისთვის ჩემი ხმა,ცრემლები მახრჩბდა და ვერაფერს ვერ ვიაზრებდი.ნაბიჯებს ავუჩქარე და ისევ მის სახელს ვიმეორებდი მაგრამ უშედეგოდ,მას ესმოდა ჩემი ხმა მაგრამ არ შემობრუნდა,წავიდა უთქმელად,უსიტყვოდ,გამოუმშვიდობებლად...ძირს ჩავიკეცე და პატარა ბავშვივით ვტიროდი,რომელსაც ყველაფერი თავზე ჩამოემსხვრა.მინდოდა ვინმე მოსულიყო გულში ჩავეკარი და მომფერებოდა,მე კი სანამ ცრემლი არ დამიშრებოდა იქამდე მეტირა... ნიკას წასვლის შემდეგ ერთი კვირა გავიდა.ყოველდღე ველოდი მისგან რაიმე ყურადღებას,მოკითხვას.. მაგრამ მასზე არაფერი არ ვიცოდი,ისე გაუჩინარდა თითქოს არც არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.გადავწყვიტე ლაშა მენახა,ამის სურვილი ნაკლებად მქონდა უბრალოდ ვიცოდი სხვანაირად ვერ გავიგებდი ვერაფერს. -ლაშა როგორ ხარ?-ხმა წასულმა დავურეკე მას,ნიკას წასვლის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი,საშინელი დეპრესია დამეწყო საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. -რომელი ხარ?-ვიცოდი რომ მიცნო... -შენი ნახვა მინდა...-შევუთანხმდი ადგილზე,დროზე და ტელეფონი გავთიშე.იმავე საღამოს ვნახე,მანქანით მომაკითხა და თბილისის ზღვაზე ავედით...მთელი გზა ჩუმად ვიყავი,მინდა ვაღიარო რომ დამინახა მის გაოცებას საზღვარი არ ქონდა,მართლა ძალიან შეცვლილი ვიყავი... -ნინი,-წაილუღლუღა,მე კი ჰორიზონტს მივშტერებოდი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი...დაბნეულმა გავხედე და მის თვალებს წავაწყდი.მერე თავი მორცხვად დავხარე და გავქვავდი,-რა ხდება გამაგებინებ?-მინდოდა ხმა ამომეღო მაგრამ ხმა არ ამომდიოდა,-რა გჭირს?რატომ მაინერვიულებ კარგად ხარ?არა ნამდვილად არ ხარ კარგად,ფერი არ გადევს რომ დაგინახე შემეშინდა,საშინლად გამხდარი და დასუსტებული ხარ,რამე მოხდა?-აღელვებული მელაპრაკებოდა,ღმერთო რამდენი მქონდა სათქმელი მაგრამ დავმუნჯდი,ვიცოდი ხმას ამოვიღებდი თუ არა ცრემლებს ვეღარ შევიკავებდი.ნელ-ნელა ჩემკენ მოიწია უნდოდა ჩამხუტებოდა, -არ შემეხო,-აფორიაქებულმა წამოვიძახე და უკან გავიწიე,ლაშას თვალები გაუფართოვდა აღარ იცოდა რა ექნა ის ხომ მხოლოდ ჩემს დაწყნარებას სცდილობდა. -კარგი არ შეგეხები... -არ იცი ნიკა სად არის?-ვუთხარი და ისევ ცრემლები მომადგა მის გახსენებაზე -კი,ნინი ვიცი...-მითხრა და ახლა ის მიაშტერდა ჰორიზონტს. -სად?სად არის? -შორს ნინი,ძალიან შორს... -.......... -ხომ იცი მისი სამუშაო არა...ერთი კვირით იყო ჩამოსული შემდეგ კი ავღანეთში მიდიოდა,არ გითხრა?-გულმა ერთხელ ძლიერეად დამარტყა და იმის შემდეგ გულის ცემა აღარასდროს მიგრძვნია... -არა , არ უთქვამს,-დიდი ბურთი გადავყლაპე და ვხვდებოდი მეტს ვეღარ გავძლებდი,ამდენ ხანს დაგროვებული ცრემლები გასცდნენ საზღვრებს და ჩემს სახეზე იკვალავდნენ გზას,შემდეკ კი სადღაც უსასრულობაში ქრებოდნენ,ზუსტად ისე როგორც ნიკა გაქრა...ლაშამ მიმიხუტა და ჩემს თმებში შეაცურა მისი თითები... -ჩჩჩ,დაწყნარდი ჩემო პატარა,აი ნახავ მალე ჩამოვა,-მეუბებოდა და თან წინა და უკან ნელ-ნელა მარხევდა,რაზეც უფრო მიჩუყდებოდა გული. -ა..არ ჩამ..მოვა, დამ..მ...ტოვა-ვსუკუნებდი და ვეღარ ვსუნთქავდი. -გთხოვ დაწყნარდი...-იმ მომენტში მიხაროდა ლაშას არსებობა,პირველი იყო ვინც ნიკას მერე ახლოს მოვუშვი და დავანახე ჩემი ცრემლები...დრო საშინლად ნელა გადიოდა,ნიკასგან არანაირი ინფორმაცია არ იყო,არანაირი! ჩვიდმეტი წლის ასაკში შემეპარა თმაში პირველი ჭაღარა,ვატყობდი რომ ჩემი ჯანმრთელობა ნელ-ნელა უარესდებოდა.მშობლების გარდაცვალების შემდეგ პირველად ვიყავი ასე საშინლად. მალევე გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი , ვერაფერს ვუხერხებდი საკუთხარ თავს, ვიცოდი რომ კარგად უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ არაფერი გამოდიოდა...არ ვიცოდი რა მექნა , არ შემეძლო მარტოს გამეზარდა ბავშვი,(მის მოშორებაზე წამითაც არ მიფიქრია ის ერთაერთი იყო რაც გამაჩნდა ნიკას შემდეგ)...ლაშას ხშირად ვნახულობდი ცდილობდა გავემხიარულებინე...ერთ საღამოსად კინოში წავედით შემდეგ კი რესტორანში შევედით.შუა საუბრის დროს სუფრიდან წამოვხტი და საპირფარეშოში შევვარდი,საშნელი გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი მაწუხებდა,ფეხზე ძლივს ვიდექი,მუხლებზე დავეცი და ვკანკალებდი.მერე აღარაფერი მახსოვს გარდა ლაშას ყვირილისა,სირენების ხმა და ხალხის ყაყანი ერთმანეთში ირეოდა... თვალები რომ გავახილე პალატაში ვიყავი,ლაშა ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა -ვაა,ლაშა,-ჩუმად წავიჩურჩულე და ვეცადე გამეღიმა, -როდის აპირებდი თქმას?!-მისი თვალებიდან საშინელი სიბრაზე ასხივებდა,მივხვდი რაზეც მკითხა,გავქვავდი და მზერა ავარიდე... -ნინი როდის აპირებდი თქო თქმას?თუ არასდროს?! ასეთი გამ.......ული გეგონე რომ ვერ მივხვდებოდი? -ლაშა , მე...-სიტყვა გამაწყვეტინა -არა ნინი, არა. საკუთარი თავი არ გაინტერესებს კარგი,მაგრამ ამ ბავშვს რას უშვები? ან რა წამლების დალევა დაიწყე საერთოდ შენ საღ ჭკუაზე ხარ?ნიკა ჰო? ნიკას გამო იქცევი ასე და იმას ვერ ხვდები რომ ერთადერთია ეს ბავშვი რაც ნიკასგან შემოგრჩა? იმის მაგივრად რომ მის კეთილდღეობაზე იფიქრო საკუთხარ თავს ნელ-ნელა კლავ...-ვეღარ გავუძელი და ტირილი დავიწყე,საშინლად გავბრაზდი არ ვიცოდი ეს ვის მიმართ იყო,ლაშას,ნიკას თუ საკუთარ თავს ეკუთვნოდა ეს სიბრაზე, -გეყოფა!-დავუყვირე და ხმა ჩამიწყდა,მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და სუნთქვა შემეკვრა,ლაშა გიჟივით წამოხტა და პალატიდან გავარდა.ცოტა ხანში ექიმებიც შემოცვივდნენ და გონება დავკარგე...თვალები რომ გავახილე აღარაფერს ვგრძნობდი,მარჯვნივ მიშო,მარცხნივ კი-ლაშა დავინახე. -როგორ ხარ? -კარგად მიშო შენ?-ვეცადე არაფერი არ შემეტყო და მზერა ლაშას მივაპყრე. -არა კარგად ნამდვილად არ ხარ,-ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა,-ლაშა რა მოხდა შენ მაინც მეტყვი?-მე თვალებით ვანიშნე რომ არაფერი არ ეთქვა,ისიც გაჩუმდა და ოთახიდან გავიდა...მიშოს კითხვებზე უაზრო და მცდარი პასუხები მოვიფიქრე...რამოდენიმე დღეში გამომწერეს და ჩემს მიყურებულ სახლში დავბრუნდი.წამლები რომლებსაც მე ვსავდი ნაყოფს ვნებდა ამიტომ ორმაგად გართულდა ყველაფერი...ჩემი შვილი რომელიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იყო სიკვდილს ებრძვოდა ჩემს გამო,დედიკოს არასწორი ქმედება და მასაც დავკარგავდი.ნელ-ნელა დავუბრუნდი ძველ ცხოვრებას,ლაშა მეხმარებოდა ძალიან.მეგობრები საზღვარ გარეთ იყვნენ,ზოგიც სადღაც დავკარგე... შაბათს საღამოს ლაშასთან ავედი,პიცა ავიტანე და საწოლზე მოვკალათდით,ვიცინოდით ათას რამეზე,გამახსენდა წლების წინ ამ საწოლზე რაც მოხდა ჩვენს შორის და ჩემთვის ჩამეცინა, -ლაშა,-უეცრად დავსრიოზულდი -რა იყო? -ნიკამ იცის? -რა ნინი? -აი ჩემზე,ორსულობაზე,რეებიც გადავიტანე -კი ნინი,იცის-მასში ყოველთვის ამას ვაფასებდი ყვეალფრის მიუხედავად არასდროს მატყუებდა.გულში რაღაც ჩამიწყდა და გავშეშდი, -ნუთუ მისთვის არაფერს ვნიშნავ?თუ შენ გეკონტააკტება არ შეუძლია ერთხელ მაინც დამირეკოს?ან მომიკითხოს მაინც,გადმოგცეს რომ ვახსოვარ...რატომ მექცევა ასე? -არ ვიცი ნინი,ყველაფერს აქვს თავის მიზეზი...-მშვიდად მითხრა და თვალი ამარიდა.საშინლად გავბრაზდი ავდექი და ოთახიდან გავედი.პალტო შემოვიცვი და კარები გავაღე,ლაშაც გამომყვა და უეცად პირში მივახალე, -ვთხოვდები,-მისი სახე ახლაც თვალ წინ მიდგას.არ ვიცი, ვერ გეტყვით ამას რა ერქვა,რა განიცადა და რა ეწერა სახეზე, -რა?...-ჩაწყვეტილი ხმით მითხრა. -ჰო ლაშა,ვთხოვდები.წინა კვირას მიშომ შემომთავაზა ცოლობა და მეც დავთანხმდი,-ნიშნის მოგებიით ვუთხარი,მომბეზრდა ჩემი ტანჯვა მინდოდა მასაც ეგრძნო გულის ტკენა და სიბრაზე,ვიცოდი ეს მორიგი არასწორად შერჩეული სამიზნე იყო და სულ სხვას ეძღნებოდა ეს მაგრამ ამაზე მაშინ არ ვფიქორბდი. -რა ?!-გაგიჟებულმა დამიყვირდა და გაღებული კარი მთელი ძალით მიაჯახუნა.-მეღადავები ჩემი დედას....ი? მოვკლავ იმ ყ..ს რეებს აკეთებს ტო,-მინდა ვაღიარო რომ საშინლად შემეშინდა,ცივმა ოფლმა დამასხა, -შენი საქმე არ არის , ჩემი ცხოვრებაა და ვიცი რასაც ვაკეთებ,ბოლოს და ბოლოს ყველაფერს თავის მიზეზი აქვს ხომ არ დაგავიწყდა?-ირონიულად ვუთხარი და გავუღიმე -არა ნინი არ იცი,შენ არ გიყვარს ის და რატომ იქცევი ასე?გგონია ნიკას ან მე გვავნებ?! პირველ რიგში შენს ცხოვრებას დაიღუპავ გთხოვ არ გინდა,არ ქნა ასე,-ხმა მოულბა მე კი არ ვიცი რას ვგრძნობდი, -თავი გამანებე რა,შენც და შენმა ძმაკაცმაც ანდა იმან უკვე დიდი ხანია დამიკიდა ფეხებზე,დროა შენც მიბაძო.ჩემს ცხოვრებაში ნუღარ გამოჩნდები.-ცივი ხმით ვუთხარი და წავედი. რას ვგრძნიბდი? არ ვიცი...მე ერთი თვის ორსული ვიყავი,უსიყვარულოდ მივყვებოდი ბიჭს ცოლად რომელსაც ეგონებოდა რომ მუცელში მისი შვილი მყავს,უფროსწორად მის შვილს გავაჩენ,ის აზრზე არაა რომ ფეხმძიმედ ვარ... ცხოვრებაში რისკი ყოველთვის მიყვარდა მაგრამ ამას რისკი აღარ ერქვა,თითქოს ხელი მოვაწერე ჩემს საბედისწრო ტანჯვას და ხაზი გადავუსვი იმ ადამიანს ვისაც შეეძლო ჩემი დახმარება...ლაშა,ვიცოდი რომ მას ისევ ვუყვარდი,ვიცოდი ნიკას გამო რამდენს ითმენდა,ვიცოდი რომ გული მოვუკალი მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და უნდა გაეგო ჩემთვის... __________________ გამარჯობა გავაგრძელო? ძლიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის და გთხოვთ დააკომენტრეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.