შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 2)


4-05-2015, 17:47
ავტორი schizophrenic
ნანახია 4 112

***(დამიანე)
-მოკლედ ძმებო, ის გოგო უნდა გავიცნო რადაც არ უნდა დამიჯდეს. (დამიანე)
-კაი რააა, რა დაჯდომა მაგას უნდა?! გოგო გადაარჩინე, გმირი ხარ უკვე მის თვალში. (ერეკლე)
-ბიჭო შენ ხო არ აკაჩავებ ჰა? ისე გამოიყვანე ახლა თითქოს მე მოვუწყვე ეს სცენა და გმირობის გამო გადავარჩინე, რეებს ბაზრობ ეე.. (დამიანე)
-ასე რამ გაგაგიჟა? შენ და სერიოზული ურთიერთობები ხო იცი?.. (დემეტრე)
-ვიცი ვიცი, არც ვამბობ რომ რამე ისეთი, უბრალოდ უნდა გავიცნო, დანარჩენს ცხოვრება მოიტანს. (დამიანე)
-გაცნობას ჩვენ მოვიტანთ, ადექი ახლა და წავედით, გოგო გყავს გასაცნობი..
სამივე წინა ღამის ინციდენტის ადგილისკენ წავედით, დავინახე გოგონა რომელი სახლისკენაც გაიქცა, ამიტომაც დარწმუნებული ვიყავი რომ იქ ცხოვრობდა. როგორც ყოველთვის არც ახლა არ შევმცდარვარ, გოგოებთან ერთად ხესთან იჯდა. მათ მივუახლოვდით, კარგად ‘შევათვალიერე’ შემდეგ მასთან ცალკე საუბარი მოვითხოვე, გამომყვა, ცოტა ხანს ვუყურებდი, ძალიან ფერმკრთალი გოგო იყო, პატარა ცხვირით, დიდი წითელი დახეთქილი ტუჩებით, კაშკაშა ლურჯი თვალებით, თეთრი სარაფანა ეცვა, წითელი გვირილებით, პატარა გვირილის გულსაკიდი ამშვენებდა მის ყელსა და ლავიწებს. ვგრძნობდი ჩემი დაჟინებული მზერა როგორ დისკომფორტს უქმნიდა მას მაგრამ უბრალოდ ცქერით ვერ ვკმაყოფილდებოდი, უფრო მეტი მინდოდა, ბოლოს მისი დისკომფორტი მეც გადმომედო და გამეღიმა, ამიტომაც გადავწყვიტე ისევ მე წამომეწყო საუბარი.
-მე დამიანე.
-ანაბელი.
-კარგი სახელია.
-ჰო, მადლობ გუშინ, რომ გადამარჩინე.
-არაფრის, ნებისმიერს დავეხმარებოდი.-ღიმილი ვერ შევიკავე.
-დიახ..
-ვინ იყო შენი?
-შეყვარებული..
-ყოფილი!- თავი ოდნავ დახრილი მქონდა, ოდნავ ავწიე და თვალებში შევხედე.
-ჰოო, ალბათ ასეცაა.
-რას ნიშნავს ალბათ?
-არაფერს, მოკლედ მადლობა, გინდა კიდე რამე?
-კი, ტელეფონი მომეცი.
-რატომ?
-მომეცი!
ტელეფონი გამომიწოდა, ჩემი ნომერი ჩავწერე და დავუბრუნე.
-აი ჩემი ნომერი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია დამირეკო, მომწერო, ნუ კაროჩე როგორც გინდა, ერთი ზარიც საკმარისია იმისთვის, რომ შენთან გავჩნდე.
-მადლობა, არ არის საჭირო.
-მომისმინე ა ნ ა ბ ე ლ! რომ ვამბობ ესეიგი საჭიროა, აქ სხვა არგუმენტები უკვე მკვდარია.
-კარგი.
სახეზე თითებით შევეხე, კიდევ ერთხელ შევხედე თვალებში და შევტრიალდი. ბიჭები ანაბელის მეგობრებთან გაერთო.. თუმცა მე იქ ჯდომას და გოგოებთან საუბარს არ ვაპირებდი, ყველა წამოვყარე და წავედით, უკვე იმ ღამის გეგმები ვიცოდი და ისიც ვიცოდი ამ ქარაფშუტა გოგოსთვის ცხოვრება უნდა მესწავლებინა, ისე რომ არ შევყვარებოდი, არა! მას მე არ უნდა შევუყვარდე.
...
დაბნელების შემდეგ ჩემი და ჩემი ძმების ღამის ცხოვრება იწყება, ასე იყო დღესაც, სამივე ჩავსხედით მანქანაში და ქალაქის ‘დაზვერვა’ დავიწყეთ, მე როგორც ყოველთვის ფიქრებში გადავვარდი.
ის ძმაკაცები არ ვიყავით ერთმანეთზე გინებით, რომ გამოხატავდნენ სიმკაცრეს და ძმობას, პლიუსებს ამით არ ვიწერდით, არც ძალად ბაბულიკები ვიყავით, არც მაფიოზები და კანონ მორჩილი მოქალაქეები ხო საერთოდ არაა.. ერთმანეთის გულისთვის ნებისმიერი სისხლის ბოლო წვეთს დავღვრით, ესე გვესმის ჩვენ ძმობა, უბრალოდ ერტი სისხლი არ გვაქვს თორე დაბადების პირველი წამებიდანაც კი ერთად ვართ, მე და დემეტრე ერთ დღეს დავიბადეთ, ხოლო ერეკლე რამოდენიმე დღეში, ჩვენი მამებიც ძმაკაცები იყვნენ და ჩვენც იმ ძმობაში გაგვზარდეს როგორშიც თავად გაიზარდნენ, მამა და დედა ავტო ავარიაში გარდაიცვალა, ერეკლეს დედა მშობიარობას გადაყვა. ჩვენ სამს დემეს დედა გვზრდიდა, ხოლო ერეკლეს და დემეტრეს მამა კაცობას გვასწავლიდა, გვიხსნიდა თუ რას ნიშნავს ნამდვილი კაცი, მათი თქმით კაცობა დაბადების პირველივე წუთიდან მოდის და ცხოვრების ბოლო წუთამდე მიგყვება, ხოლო რასაც ცხოვრბიდან სწავლობ ეს უბრალოდ ამ კაცობის გასამტკიცებელი გამოცდილებაა.. 17 წლიდან ჩემი ციხის კარიდან მოცილებას ცდილობენ, რა თქმა უნდა დემე და ერეკლესაც აქ სამართალ დამცველებთან პრობლემა მაგრამ, მე თვეში მინიმუმ 5 ჯერ მათ კართან ვარ, ეს ალბათ ჩემი ფეთქებადი ხასიათის ბრალია, მაქსიმალიზმი მხოლოდ სხვებში არ მიზიდავს, საკუთარი თავიდან ასჯერ მეტს მოვითხოვ, არ შემიძლია თვალი დავხუჭო მცირე უსამართლობაზე მაინც, ჩემი კაცობა და ადამიანობა არ მაძლევს უფლებას. ამ ფიქრებში ვიყავი როდესაც ტელეფონზე ზარის ხმა აწკრიალდა, შეტყობინება იყო უცხო ნომრიდან, მხოლოდ ერთი სიტყვა ‘მეშინია’, ეს ის ერთი სიტყვა იყო რომელმაც უამრავი სათქმელი თქვა, რომელმაც შეძლო ჩემი უნთქვა გაეცხოველებინა, ნერვები დაეწყვიტა, ყელში ისევ ბუშტი მომაწვა, მაგრამ უნდა დავმშვიდებულიყავი, პირველად მოვთხოვე ჩემ თავს დამშვიდება, ტელეფონის ნომერზე დავრეკე, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ატირებული ხმა გავიგე.
-რა ხდება?
-ისევ თოკა არის.
-ანუ?
-ჩემს ეზოში, ყვირის, მგონი დღესაც მთვრალია, პოლიციაში დარეკვა არ მინდა, სხვა კი არ ვიცოდი რა მექნა, ამიტომაც დაგირეკე, ბოდიში რომ გავალდებულებ.
-სახლიდან არ გახვიდე! მოვდივარ.
ტელეფონი დავკიდე, სასწრაფოდ მისი სახლისკენ წავედით, ნერვებისგან ხელებს ვერ ვაკავებდი, ძარღვები დამებერა, მუჭი შევკარი და მანქანის კარს მივარტყი, ისე ვიყავი სადაცააა კბილებით გამეღრღნა ყველაფერი, ანაბელის სახლს მივუახლოვდით, ის და მისი ოთხი ლაწირაკი ძმაკაციც დავინახე, მანქანის კარი გამოვგლიჯე, ინერციით მივვარდი, ყელში ვწვდი და სახეში მთელი ძალით დავარტყი, მიწაზე დავანარცხე, მის ზემოდან მოვექეცი, კიდევ ერთხელ შევკარი ხელი დასარტყამად მაგრამ დემეტრეს ხელი ვიგრძენი, ხელი გამიჩერა და გვერდით მიმახედა, ეზოში აკანკალებული ანაბელი დავინახე, თორნიკეს საყელოში ხელი მოვკიდე, წინ მდებარე სკამზე მივაგდე და მის ძმაკაცებთან ერთად და ყელში ხელი წავუჭირე, ემოციების გაკონტროლება ახლაც არ შემეძლო, თუმცა რა საჭირო იყო?!
-შენ ბიჭო ვერ გაიგე რა გითხარი?! კიდევ ზედმეტს შეგნიშნავ და ტრუპი ხართქო? სიკვდილი გინდა? თუ რა გინდა ვერ გავიგე! ამ გოგოს ახლოს მიეკარები და კაცობას გეფიცები თუ დედა არ გიტირო! მოგკლავ ბიჭო გასაგებია?
-ჰაჰ, ანაბელ, მაგარი საყვარელი დაგითრევია საღოოოლ... ძუკნა!
აი ახლა კი ბოლომდე გადამეკეტა, ჩემი სისხლიანი მეგობარი კიდევ ერთხელ ამოვიღე ჯიბიდან და თორნიკეს შევდექი, ამას მისი ძმაკაცები გამოექომაგნენ, დემეს და ეკეს გაცოფებული თვალები დავინახე, კაცი ჭამია კანიბალებივით დაესია ოთხ ლაწირაკს, რომლებმაც რატომღაც გაქცევა მოისურვეს, შემდეგ კი ანაბელის აცრემლებული თვალები დავინახე, ცოცხალ მკვდრად დაგდებულ ნაბიჭვარს შევეშვი და ძმაკაცებმა წაათრიეს. დემეტრე მათ გაეკიდა, ბოლოს კი ყველასთვის კარგად გასაგებად მიაძახა ‘’კიდე ერთხელ სადმე გადაგვეყრებით და დედას მოგი***ავთო’’. ანაბელი კუთხეში იდგა, კანკალობდა და ტიროდა, ჯერ არასდროს მინახავს ასეთი დაუცველი არსება, მაგრამ ასეთი ლამაზი. ბოლომდე თორნიკეს სისხლში ვიყავი მოსვრილი მაგრამ ანაბელმა მადლობის გადასახდელად ჩახუტება გადაწყვიტა, ამ მომენტმა გამაშეშა, დიდი ხანია ასეთი სითბო არავისგან მიგრძვნია და იგივეს გამოხატვაც რთული იყო ჩემთვის, გულზე ამეკრა, მე კი უბრალოდ ვიდექი, ყველაზე უგულო ადამიანად ვიგრძენი ამ მომენტში თავი, მაგრამ არ შემეძლო მეტი არაფერი, თავისუფალი ხელი თმაზე ჩამოვუსვი და გავწიე.
-მადლობა.- თქვა აკანკალებული ხმით.
-არაფრის, კარგი გოგო ხარ, რომ დამირეკე.
-ჰოო, არ ვაპირებდი უბრალოდ ძალიან შემეშინდა.
-არაფერია, როცა გინდა დამირეკე. ახლა კი სახლამდე აგაცილებ და წავალ. კარგი?
-კარგი.
ანაბელი სახლამდე მივაცილე, შევიდა, ხელი დამიქნია და კარი მიხურა.
*** (ანაბელი)
20 ოქტომბერი
---
მთელი დღეა ძალიან ცუდად ვარ, წუხანდელი ინციდენტის გამო, ჩემი ყოფილი შეყვარებული რომელიც ჩემი სიცოცხლის აზრი მეგონა, თავს დამესხა, რომ არა ის ბიჭი რომელმაც გადამარჩინა არ ვიცი რა მოხდებოა, თოკასგან ასეთ საქციელს არ ველოდი, გადამეტებულ ალკოჰოლს ვაბრალებ, მაგრამ მაინც არ იყო სწორი საქციელი..
---
დღეს ჩემი მხსნელი იყო ჩემს გასაცნობად, ან უბრალოდ დამსახურებული მადლობის მისაღებად, დიდი უცნაური ვინმე ჩანს, მაგრამ ძალიან სიმპატიურია. როდესაც ჩემს გასაცნობად მოვიდა თავიდან ვერც კი ვიცანი, წუხალ მასში დემონური ძალა დავინახე, ესეთი სიმპატიური თუ იქნებოდა არ ველოდი, ჩემზე ბევრად მაღალი იყო, ნავარჯიშები ტანი ჰქონდა, თუმცა ზომიერად, ცალი ხელი მთლიანად მოხატული ჰქონდა, მეორეც, უბრალოდ შედარებით ნაკლებად, ორივე ხელზე ეტყობოდა ძარღვები, ყელზეც ჰქონდა ტატუ, მგონი მერცხალი, სადაც გამოყოფილი არტერია ეტყობოდა, გამოკვეთილი ყბები ჰქონდა, ძალიან დაბალზე წვერი, სწორი ცხვირი და მოყვითალო ფერის მწვანე თვალები, თმები შუა ნაწილზე ჰქონდა შედარებით გრძლად და ‘აძეძილი’. სააერთო ჯამში ისეთი სიმპატიური იყო, როგორსაც აქამდე ოცნებებში ვხატავდი, დამიანე... მასზე ერთი შეხედვით თუ ვიმსჯელებ მკაცრი ხასიათის უნდა იყოს, მოკლედ რომ ვთქვათ დომინანტი. ჩემთვის იდეალური ბიჭია, მაგრამ სისულელეა, 5 წუთით გამოლაპარაკების შემდეგ ასე ვსაუბრობდე მასზე, თუნდაც შენთან ჩემო დღიურო..
---
რაც დამიანემ ნომერი დამიტოვა ვერ ვისვენებდი მინდოდა მიმეწეა, დამერეკა ან რამე მექნა, მაგრამ ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან ჩემი აქტიურობაა, მართალია XXI საუკუნეში გოგოს და ბიჭის აქტიურობა მოდიდან გადავარდნილია, მაგრამ მე თუნდაც ძველმოდურად ჩამთვალონ ამის გამო, არ მომწონს აქტიური გოგოები, ინიციატივა ბიჭისგან უნდა მოდიოდეს და არა გოგოსგან!..
---
კიდევ ერთხელ მოვიდა თოკა, ვიფიქრე ჩემი შერიგება ან ბოდიშის მოხდა უნდა თქო, მაგრამ კარი როგორც კი გავუღე აქეთ დამიწყო ლანძღვა გინება, ეგრევე დავხურე, მეგონა წავიდოდა მაგრამ ეზოში განაგრძო თავისი საქმე, ამიტომაც მივწერე დამიანეს, პოლიციაში არ დავრეკე, რატომ არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ძალიან მინდოდა დამიანესთან მიწერა. როგორც კი მივწერე 5 წუთში აქ გაჩნდა, ისევ ის ცხოველი დავინახე მასში რაც წინა ღამეს, ვერ მოვითმინე და ეზოში ჩავირბინე, შიშიდან კანკალი ამივარდა, პირველად შემეცოდა თოკა რადგან ლამის მოკვლას უპირებდა დამიანე, მაგრამ ღირსი იყო. ეს ყველაფერი ისე მალე მოხდა ვერც კი ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი, როგორ აღმოვჩნდი დამიანეს მკლავებში და როგორ ჩავეხუტე მას, მაგრამ ბიჭისგან ასეთი სიცივე პირველად ვიგრძენი, ჩახუტებაზე რეაქციაც არ ჰქონია, უბრალოდ თმაზე ჩამომისვა ხელი, მოვალეობის გამო! ძალიან მეწყინა, მაგრამ მორჩა.. აწი აღარც თოკა იარსებებს, ისე შეაშინეს და... აღარც დამიანე....



-----
ველი თქვენს შეფასებას.. love



№1  offline წევრი arctic monkey

ვაიმეე ძაან მაგარიაა უმაგრესი..მალე დადეე ვეღარ ვითმენ

 


№2  offline წევრი schizophrenic

arctic monkey
ვაიმეე ძაან მაგარიაა უმაგრესი..მალე დადეე ვეღარ ვითმენ

მადლობა love

 


№3  offline წევრი ana-stasia

ძალიან მომწონს,ყველაფერი კარგად გაქ გადმოხემული,არ შეწყვიტო და დიდი თავები დადე...წარმატებები,კარგი გოგო ხარ

 


№4  offline წევრი kateee

მმმ ^__^ ვგიჟდებიი ისე მომწონს :3 ძალიან მაგარი ხარ <3 მალეე გააგრძელეე love :დდ

 


№5  offline წევრი schizophrenic

ana-stasia
ძალიან მომწონს,ყველაფერი კარგად გაქ გადმოხემული,არ შეწყვიტო და დიდი თავები დადე...წარმატებები,კარგი გოგო ხარ

kateee
მმმ ^__^ ვგიჟდებიი ისე მომწონს :3 ძალიან მაგარი ხარ <3 მალეე გააგრძელეე love :დდ

მადლობა love love

 


№6  offline წევრი eelleeniko

ძალიან კარგია
^_^ ^_^ მალე დადე

 


№7  offline წევრი kusa77

Ucxoo stiliaa :) kaiaa momweonaa:) gansakutrebitt iss room uproo biwiiaa mtavar rolshii da ara gogoo rogorcc yvela nawarmoebshiaa :) magaria(y) malee dade raa :)

 


№8  offline წევრი nino(g)

auu ra dzaan magariaa...miyvars aseti stilis istoriebi..yochagg

 


№9  offline წევრი Winchester

ძალიან კარგია
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent