შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვარსკვლავ ბიჭუნა" {დ ა ს ა ს რ უ ლ ი}


4-05-2015, 20:27
ავტორი nefertiti
ნანახია 2 277

ხმამაღალი მუსიკის გამო ლამისაა ყურის ბარაბანი გამისკდეს ჩემს წინ დამიანე ზის საცოლესთან ერთად,გვერდით კი ალექსანდრე მიზის-მარაზმია,არა?
უნდა ვაღიარო რომ ანა ულამაზესი გოგოა,იშვიათად თუ მინახას ასეთი დახვეწილი ნაკვთების მქონე ქალი. თანაც როგორც ჩანს ძალიან განათლებულია და ხასიათებითაც კარგი ჩანს-ალბათ დამიანეს საცოლე რომ არ იყოს მასთან მეგობრობაზე არ ვიტყოდი უარს.
გვერდით როგორც გითხარით ალექსანდრე მიზის,მაგრამ თითქმის ვერც მამჩნევს იმდენადაა გატაცებული ერთ-ერთ ჩემს კლასელთან საუბრით რომელიც ესესაა გაიცნო. დამიანე ჩუმადაა,მხოლოდ ანა ლაპარაკობს თავის სამსახურზე. ანა არქიტექტორია ისევე როგორც დამიანე. დამიანეს მიერ მოწყობილ სიურპრიზებს ყვება და მე მშურს! ვაღიარებ რომ ვეგოისტობ,თითქოს მან წამართვა რაც სინამდვილეში მეკუთვნოდა თითქოს ეს სიურპრიზებია ჩემი რომ უნდა ყოფილიყო და უცებ ანასი გახდა. ბოდიშს ვიხდი და გარეთ გავდივარ,უკვე სული მეხუთება,ყველაზე ცუდი ის არის რომ ანას შეყვარებულ თვალებს მშვნეივრად ვხედავ,იმდენად შეყვარებულს რომ დამიანეს მეტს ვეღარავის ამჩნევს-ერთ დროს მეც იგივე მჭირდა ტყუოდა დამიანე როცა მითხრა ჩემი სიყვარული შენთვის სიცოცხლის აზრი არასდროს ყოფილაო. მოაჯირს ვეყრდნობი და თბილისის ხედს გადავყურებ. როგორ წარმოუდგენლად შეიძლება შეიცვალოს ქალაქი რამდენიმე წელში და ის ადამიანებიც რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ...
-უხერხულობას გიქმნის ჩემი აქ ყოფნა არა? ის იყო არათქო უნდა მეთქვა რომ თვუთონვე გააგრძელა. მე ვიცი შენი და დამიანეს წარსული,თუ ესაა პრობლემა. ისევ გაიღიმა და თვითონაც მოაჯირს დაეყრდნო. დამიანე ამას არასდროს მალავდა,პირიქით სულ ამბობს რომ მისი პირველი სიყვარული ხარ.
-მთლად მასეც არ იყო. ჩავიბურტყუნე უხერხულობისგან აწითლებულმა და მოაჯირის კიდეს თითებით ჩავაფრინდი.
-როგორ არა. გაეცინა ანას. მე გათხოვილი ვიყავი იცი? ასე რომ ის რომ დამიანეს ყოფილი შეყვარებული ხარ უხერხულობას არ უნდა გიქმნიდეს. ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი იმიტომ რომ დავინახე დამიანე მოდიოდა ჩვენკენ.
-არ წავიდეთ სახლში? დაღლილი ხმით ამოთქვა და ანას მოსასხამი ხელში შეათამაშა.
-კარგი,გაეღიმა ანას და კაცს ხელი ჩაკიდა. ქეთა,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა და იმედია გაითვალისწინებ იმას რაც გითხარი. გამიღიმა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა რესტორნის ეზოსკენ.
დამიანე თურმე ღიად ლაპარაკობს ჩვენს ურთიერთობაზე,თანაც მოყავს განქორწინებული ქალი ცოლად? არა,თქვენზე უკეთ ვიცი რომ 21-ე საუკუნეში ასეთი რამ არ უნდა მიკვირდეს მაგრამ ისეთი ტიპური სვანისგან როგორიც დამიანეა,ეს ამბავი ნამდვილად მაკვირვებს. აქ რაღაც ყველაფერი რიგზე ვერ უნდა იყოს... სწრაფად ჩავდივარ ეზოში და ტაქსს ვაჩერებ-ერთი დღისთვის მეტისმეტად ბევრი ინფორმაციაა.
ორ კვირაში დამიანეს ქორწილია,არა ნამდვილად ვერ გადავიტან ამას რომ ვუყურო. არადა,მოსაწვევი უკვე მივიღეთ,მეც გეგამ და ბენიამინმაც. ბენი აღშფოთდა ეს რა უმსგავსობააო და სასწრაფოდ გადახია მოსაწვევი. გეგამ კი შეინახა,ლამაზი გაფორმებით არის-ო. თუმცა წასვლით არც ერთი არ ვაპირებდით წასვლას. ეგ კი არა სასწრაფოდ მინდოდა სადმე წავსულიყავი რომ როგორმე ეს საშინელება არ მენახა,არც გამეგო,
-ჩემთან წადი,სვანეთში. არავინ არაა ახლა. ცოტა დასალაგებელი იქნება მაგრამ ხომ იცი რა მაგარი სახლია? შემომთავაზა გეგამ,როცა საღამოს ჩემი გულისგამაწვრილებელი წუწუნისგან თავი ატკივდა.
-მართლა? თავი ბედნიერად ავწიე სასადილოს მაგიდიდან და გეგას ჩავეხუტე.
-ხო,ხო მართლა,მე და ბენი ზაფხულამდე არ წავალთ მაინც. ცხვირი უკმაყოფილოდ აიბზუა გეგამ და თვითონაც შემომხივა ხელები. მეორე დღეს უკვე სვანეთის გზას ვედექი. ერთ თვიანი შვებულება რმელიც წეისთ ზაფხულში უნდა გამომეყენებინა ახლა ავიღე და მთელი თვე თავისუფალი ვიყავი. სახლი მართლაც ოდნავ მოუწესრიგებელი დამხვდა,მაგრამ საქმენდი საშუალებები წინასწარ მომზადებული მქონდა. საღამოს ყველაფერს მოვრჩი და მეზობლებიც გავიცანი-ამ დროს აქ მხოლოდ მკვიდრი მოსახლეობა რჩებოდა. სულ 4 ჯახი იყო. აქედან 2 მოხუცებული წყვილი და 2იც ქვრივი ბებო. ყველა მათგანი ძალიან კარგი აღმოჩნდა და მომდევნო დღეების გან მავლობაში არც ერთხელ დამჭირვებია სადილის გაკეთება,ხან რომელი შემომაწვდიდა სვანურ კუბდარს და ხან რომელი. ერთი კვირის თავზე როცა ჩმი საყვარელი ადგილიდან,რომელიც გაშლილ მდელოს წარმოადგენდა,სახლში ვბრუნდებოდი, ნანა ბებიამ აივნიდან გადმომძახა როგორც კი მის სახლს მივუახლოვდი.
- ქეთო ბებია,შენთან ვიღაც ყმაწვილია მოსული,აგერ უკვე რამდენი ხანია გელოდება გენაცვალე. კი ვუთხარი ჩემთან დაელოდე,შემოვიპატიჟე მაგრამ არაფრით დამთანხმდა.
-აჰ,გეგა იქნება ნანა ბებია,ჩემი მეგობარი რომაა,ეს სახლი ვისიცაა.
-არა გენაცვალე,სულ სხვა სახელი მითხრა,რაღაც უცნაური,დ-ზე იწყებოდა,ღმერთო გამახსენე! ზემოთ მავედრებელი სახით აიხედა ნანამ და თავზე ხელი რამდენჯერმე მსუბუქად დაიკაკუნა! ერთიანად დამიარა დენმა სხეულში როცა მივხვდი ვინ შეიძლება ყოფილიყო უცნაურსახელიანი ბიჭი რომელიც კართან მელოდებოდა. ერთიანად აცახცახებული მივედი ეზოსთან,სადაც შეუსვლელადაც ჩანდა ქვის კიბეებზე ჩამომჯდარი დამიანე თავის ხელებს რომ დაყურებდა.
-დამიანე! ვთქვი გაუბედავად და ეზოში შევაბიჯე.
-ქეთა,სად იყავი? გელოდებოდი! მითხრა ოდნავ საყვედურით,მარამ უფრო სიხარულით და ისევ გალურჯებულ ხელებს დააჩერდა.
-მაპატიე,გაგყინე არა? სწრაფად მოვარგე საკეტს გასაღები და დამიანე შევატარე. ახლავე ჩაის გაგიკეთებ.. უხერხულობის დასაფარად იმას ვამბობდი რაც პირველი მომდიოდა თავში და მგონი ეს არც ისე ცუდი იდეა აღმოჩნდა.
-არა შენ დაჯექი მე გავაკეთებ. მითხრა მშვიდად და მადუღარა ჩართო.
-დამიანე
-გისმენ
-აქ რა გინდა? ძლივს დავსვი ეს შეკითხვა და მოკანკალე სუნთქვა ამოვუშვი. შენი ანა...
-ჰო ჩემი ანა რომელიც თურმე სულ არ ყოფილა ჩემი... შაქარი სადა გაქვს? ჰოდა,იმას ვამბობდი რომ აბორტი გაიკეთა.
-თქვენი შვილი მოკლა? აღმომხდა შეცბუნებულს
-ჩემი ნაკლებად. იმიტომ რომ მასთან სექსი არც კი მქონია. ჰოდა,ჟოლოს მურაბა ხომ არ გექნება?
-მარცხნივ,ზედა თაროზე... ავტომატურად გავეცი პასუხი და მის წინადადებაზე დავიწყე ფიქრი. არადა,თითქოს როგორი სრულყოფილი იყო ანა? თუმცა მასეთი მოსიარულე „სრულყოფილებები“ აღმოჩნდებიან ხოლმე უკანასკნელი ქუჩის ქალები. არ ვიცი სხვა რა შეიძლება უწოდო ამას,როცა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე სხვა კაცთან წვები და თან საკუთარ შვილს კლავ...
-არ ვარ ნაწყენი იცი? არც იმედგაცრუებული... უდარდელი ტონით აგრძელებდა დამიანე და ჩაის ურევდა. მხოლოდ ბრაზი მახრჩობს რომ კინაღამ ასე გავსულელდი და ის დავკარგე რაც თურმე ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. კინაღამ შენი სიყვარული დავკარგე ქეთა. მაგრამ ახლა აქ ვარ და მზად ვარ ჯანდაბაში მოვისროლო მთელი ჩემი სიამაყე ოღონდ ვიცოდე რომ შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ და შენც ისევე ხარ შეყვარებული როგორც მე...
-ყოველთვის ყველა გადაწყვეტილებას გვიან ვიღებდი და შენ ეს იცი,ყოველთვის ყველაფრს ვაგვიანებდი. არც ერთხელ შენთვის ზუსტად იმ წამს პასუხი არ გამიცია,არც მაშინ პირველად მიყვარხარო რომ მითხარი და არც მერე რომ მეხვეწებოდი საფრანგეთში არ წახვიდეო. მაგრამ,ახლა,ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა,ახლა ზუსტად ვიცი რომ მიყვარხარ და ეს სიყვარული იმდენად დიდია თვითონვე მაშინებს. მიყვარხარ დამიანე! ცრემლებისგან დაბინდული მხედვლობით ვეღარაფერს ვარჩევდი,მხოლოდ მისი ტუჩები ვიგრძენი შუბლზე და მის მკლავებში ჩავიკარგე,იმ წამს ამაზე უფრო მყარი ციხე-სიმაგრე არსად მეგულებოდა. ფრთხილად მაკოცა ტუჩებზე და ვიგრძენი როგორ მოწყდა ჩემს სხეულს თბილი მოსაცმელი.
ვწუხვარ მკითხველო,მაგრამ შენი მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში აქ უნდა დაასრულ იმიტომ რომ ეს უკვე მეტისმეტად პირადულია!
ერთხელ მეცხრე კლასში ქართულის მასწავლებელმა თემა მოგვცა დასაწერად სათაურით-რა ფერია სიყვარული? მაშინ მახსოვს ვერაფრით ვერ გავიგე როგორ შეიძლებოდა სიყვარულს ფერი ქონოდა მაგრამ მეორე დილით როცა მის მკლავებში გამომეღვიძა მივხვდი რომ სიყვარული მზისფერია,სვანეთის იშვიათი მზესავით ყვითელი და ჩვენი არაჩვეულებრივი გოგონას თმასავით ყვითელი. ეგ კი არა,ჩვენი თანაცხოვრების 5 წლის განმავლობაში კიდევ უამრავ გრძნობას აღმოვუჩინე ფერი და გემო. სიხარული წითელია და მარწყვის გემო აქვს,ნუცას ტუჩის ბალზამივით რომელსაც ყოველ დილით ისვამს და ისე გვკოცნის მე და მამამისს. ბედნიერებას ჟოლოს გემო აქვს, დამიანეს ტუჩებზე რომ რჩება მისივე მომზადებული ჩაის გამო იმ ჟოლოსი. საბოლოოდ კი ჩემი „ვარსკვლავ ბიჭუნა“ უკვე „ვარსკვლავ კაცია“ და მეორე სიხარულს ელოდება,რომელსაც იმედია მამასავით ცისფერი თვალები ექნება.


----------------------
არ მჯერა გვეღირსა ხალხო,აწი დაისვენებთ თქვენც,მეც და ტრიფონიც.
ვიცი რომ გაწვალეთ დაგტანჯეთ მაგრამ ისედაც მალე ვაპირებდი დასრულებას და მიფუჩეჩება არ მინდოდა.
იმედია მოგეწნათ,თქვენი შთაბეჭდილებები მაინტერესებს,შენიშვნები...
ვინც კითხულობდით არ დაგეზაროთ აზრის გამოთქმა რა! ბოლო თავია მაინც :დ
იმედია ისიამოვნებთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent