შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვარსკვლავ ბიჭუნა" {6}


11-04-2015, 00:01
ავტორი nefertiti
ნანახია 3 406

დღეს შაბათია,ლუკას ქორწილი მე კი დილიდან ერთი ფრაზა მიტრიალებს თავში-თუ უკვდავება გინდა,ჯერ უნდა მოკვდე!
ეს ფრაზა,მებრძოლთა კლუბში ამოვიკითხე. კარგად მახსოვს მაშინ ვკითხულობდი როცა მე და დამიანე შეყვარებულები ვიყავით, თავიდანვე წიგნი ამ ფრაზით იწყება,ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვაჩემში, რამდენიმე საათი ვუტრიალებდი და ვერაფრით მივხვდი შინაარსს მანამ,სანამ დამიანემ არ ამიხსნა,რომ უკვდავება ხორცის კი არა სულის მარადისობაა,თავისუფლება. სანამ არ მოკვდები-სულიერ თავისუფლებას ვერ იგრძნობ. კარგად მახსოვს მაშინ ძალიან ვამაყობდი მისი ცოდნით... რატომ ვიწყებთ ისეთ ურთიერთობებს რომლებიც,ზუსტად ვიცით დამთავრდება?
დედას ისევ ძინავს...
ჩემს ოთახში ბენი შემორბის და მსაყვედურობს რომ ჯერ კიდევ მზად არ ვარ. ღმერთო ეს ბიჭი ჩემი სასჯელია! მორალურად მიჭირს იმ ფაქტთან შეგუება რომ დღეს მთლი დღის გატარება ფაქტიურად დამიანესთან ერთად მომიწევს.
-უნდა გამოიპრანჭო,ხომ ხვდები? თვალს მიკრავს გეგა. მე კი ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ უნდა გამოვიპრანჭო. თავდაპირველად ქორწინების სახლში მივდივართ,აი ამის მერე დაიწყება გაუთავებელი ბოდიალი ფოტოების გადასაღებად. ნეფე პატარძალი უკვე იქ არიან,ლუკას საცოლეს არ ვიცნობ მაგრამ საყვარელი გოგო ჩანს,იქვე დგას დადა და დაჟინებით მაშტერდება,ამ მზერის გაძლება არ შემიძლია. ინსტინქტურად ვეჭიდები გეგას და ჩემი ტელეფნიც ზუსტად ამ დროს რეკავს-ალექსანდრეა, ჯანდაბა!
-გისმენ ალექსანდრე. ღიმილით გავდივარ შენობიდან და ვცდილობ ყურადღება ქალაქზე გადავიტანო.
-ქეთა,გუშინდელ სადილზე არ მოხვედი,ძალიან იმედგაცრუებული ვარ
-ალექსანდრე,სულ გადამავიწყდა,უკაცრავად ძალიან მძიმე დღე მქონდა.
-კარგი არაუშავს რატომ მებოდიშები. უცებ დაუტკბა ხმა-სხვა დროს შევხვდებით
-ვფიქრობ ზეგ ჩვენი შეხვედრა ისედაც გარდაუვალია. კონფერენციის პირველი დღეა
-კარგი ქეთა,მაშინ შეხვედრამდე. ტელეფონშივე ვხვდები რომ იღიმის,იმდენად გაწელილი ბგერები მოდის მისგან. მობილურს ჩანთაში ვდებ და ვტრიალდები-დამიანე,რა თქმა უნდა. დგას მშვიდი და გაწონასწორებული,ღიმილით მიყურებს მე კი სადაცაა მის მკლავებში გულწასული ჩავესვენები
-ეს ახალია? შესამჩნევი ღიმილით მეუბნება და თავით ჩანთისკენ მანიშებს,ორი წამის წინ რომ ტელეფონი შევინახე.
-ჩანთაზე მეუბნები? ყველანაირად ვცდილობ თავი გამოვიშტერო
-მშვენივრად იცი რაზეც ვამბობ.
-არ არის ახალი... ვამბობ ბურტყუნით და შენობაში დასაბრუნებლად ვემზადები. უბრალოდ ერთი აპარატის შეძენაში დამეხმარა,არც ახალია არც ძველი საქმიანის გარდა მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს
-ნუ მიხსნი... არ ვიმსახურებ.
-დამიანე,აღარ გიყვარვარ?
-წამოდი ქეთა,თორემ უკვე დავიგვიანეთ.
აღარ ვუყვარვარ,სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. იმედია ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს,თუმცა მის თვალებში ზიზღი არ ჩანდა. თქვენთვის არ მითქვამს რომ ძალიან მეტყველი თვალები აქვს?
ქორწილი ძალიან მოსაწყენია,ან უბრალოდ მე მეჩვენება ასე. თითქმის ყველა ცეკვავს და მხიარულობს,ეგ კი არა ლამისაა ბენი და გეგაც შეუერთდნენ მოცეკვავეებს. მომდევნო სიმღერის დროს,როცა ჩემი ვარაუდით ან „მარჯნჯა“ ან „მაია მულატკა“ უნდა ირთვებოდეს, ჩემი საყვარელი სიმღერა „Somewhere only we know” ირთვება. ჩემი საყვარელი სიმღერაა! ბედნიერი ხმით ვეუბნები ჩემს გვერდით მჯდომ გეგას რომელსაც ერთი სული აქვს რომ წამოხტეს და ბენიამინი საცეკვაოდ გაიწვიოს.
-ესეიგი სწორად მახსოვდა. უკნიდან დამიანეს ხმა მესმის და სკამის კიდეს ვაფრინდები
-ვიცეკვოთ? ხელს მიწვდის
-დამიანე... ვამბობ ხმაწასული და თვალებში ვუყურებ მაგრამ იმდენად მშვიდია... გაუაზრებლად ვთანხმდები ცეკვაზე. ვერ ვძლებ-როგორც კი ხელს მხვევს და მის სუნს ვგრძნობ... ისევ იგივე სუნი აქვს. მისი სუნამო ყოველთვის ჩანჩქერის ასოციაციას ტოვებდა ჩემში. სასწრაფოდ ვაშვებინებ ხელს და საპირფარეშოსკენ ივდივარ. ვიცი რომ უკან მომყვება,საამისოდ ძალიან კარგად ვიცნობ. შემოდის და კარებს კეტავს
-გაინტერესებს ისევ მიყვარხარ თუ არა? მისი სახის შემხედვარე უნებურად ვიწყებ ტირილს. ახლოს მოდის და მეხუტება. მარცხენა ხელს მძლავრად მიჭერს წელზე,მარჯვენას კი ჩემს ყელზე დაასრიალებს-მკოცნის. გქონიათ უწონადობის შეგრძნება? როცა უარყოფ ყველანაირ გრავიტაციის და მიზიდულობის კანონს და ცაში აფრინდები. ძალიან მაგარი გრძნობაა,რომელიც ალბათ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის. მერე თითქოს რაღაც ახსენდება-სწრაფად მცილდება და გასასვლელისკენ მიდის
-მაპატიე,დანიშნული ვარ... არ შემიძლია ეს გავაკეთო... ოთახიდან სწრაფად გადის,მეც მივყვები და სწრაფად გავდივარ გარეთ-მგონი აფექტურ მდგომარეობაში ვარ. მის სიტყვებზე არ მინდა რომ ვიფიქრო მაგრამ მაინც მეფიქრება-ცოლი მოყავს,მიღალატა. მაინც მიღალატა...
მტკვარი მდორედ მიედინება,მაგრამ მანქანების ზუზუნისგან წყნარ ქალაქში მისი დინება შესამჩნევად ისმის. ჯებირთან ვდგები და საკუთარ თავს ერთ კითვას ვუსვამ-რისთვის? რისთვის ვცხოვრობ? მოაჯირზე ძლივს ვბობღდები,შიშველი ტერფებით ქვის სიცივეს ვგრძნობ და დაბლა მტკვარს ვუყურებ.
დამიანეს ცოლი მოყავს
დედა კი კვდება...
მტკვარი ისევ მდორედ მიედინება.
ნეტავ სახე დასახიჩრებული მექნება როცა ჩემს გვამს მიწაზე ამოიტანენ?
ხელებს ვშლი,ჩემი ტვინი კონცენტრაციას ბოლოჯერ ახდენს,პატარა ბიძგი და ვხტები.
და მაინც,თუ უკვდავება მინდა,ჯერ უნდა მოვკვდე.



№1  offline წევრი Khaleesi

მაგარია გააგრძელე უბრალოდ ვფიქრობდი რომ ეგ გოგო საიმისოდ ძალიან ჭკვიანი იყო რო თავი მოკვლა ეცადა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent