ლიფტის თემა (1)
ისე სპონტანურად დაიწყო.. გააზრებაც კი ვერ მოვასწარი.. ან კი რა უნდა გამეაზრებინა, როცა თვითონაც ვერ ვხვდებოდი ჩემს თავს რა ხდებოდა. არადა, ერთი შეხედვით, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე.. მარტივად მიუხედავად ამისა არ ვიცი როგორ აეწყო ასე უცნაურად ვერ ვხვდები ან იქნებ, იქნებ.. უფლის ნება იყო? არ ვიცი. *** კისერი კინაღამ მოვიტეხე ისეთი სისწრაფით დავეშვი მეოთხე სართულიდან და ხმაურით ჩავეშვი ტაქსში. ამოვისუნთქე და ვაჟა-ფშაველაზე - მეთქი ტაქსისტს ვუთხარი. ფიქრებში წასული ყურისწამღები სიგნალების ხმამ ‘გამომაფზიზლა’. მთელს ქუჩაზე გადაჭიმული საცობის ბოლოში ვიყავით, ბო ლო ში! დიდი მონდომებით გადავაწოდე ფული და არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი მანქანიდან გადმოვედი. ჰოო, დილა მშვიდობიანი ნამდვილად არ იყო. შევეცადე ფეხებში ‘ტურბოები’ ჩამერთო და იმდენად სწრაფად მივსულიყავი რესპუბლიკურში რამდენადაც შესაძლებელი იყო. რაღაცნაირად მოვახერხე და მივაღწიე. პირველ სართულზე პრაქტიკანტ გოგოებს, რომლებიც მისაღებში ისხდნენ ხმაურიანად მივესალმე და ლიფტში შევაჭერი. არ მინდოდა მთავარ ექიმს კიდევ ერთხელ შეენიშნა ჩემი დაგვიანება. ლიფტში ოლიმპიელი გამარჯვებულის ღიმილით და არაადამიანური სისწრაფით შევაჭერი. იმდენად ვიყავი სისწრაფისგან აფორიაქებული, რომ ვერც კი გავიაზრე ისე შევეტაკე რაღაცას საკმაოდ უხეშს, ან მძიმეს არ მახსოვს.. თავი მაღლა ავწიე და რაღაც ნივთის მაგივრად ათლეტური აღნაგობის, ძალიან მაღალი და საშინლად სიმპატიური ბიჭი შემრჩა. ,,გავინაზე“ : ) - ელამი ხარ გოგო? - საკმაოდ თავხედური ტონი გავიგონე თუ არა თავი შევატრიალე. დავიბენი. არ მეგონა ლიფტში ჩვენს გარდა ვინმე თუ იყო. - შენ გელაპარაკები, - გაიმეორა უცნობმა. - უკაცრავად? - აუ ვინ არი ეს ტო, - ხელი აიქნია და ზუსტად იმ სართულზე გადავიდა, სადაც მე უნდა გადავსულიყავი. სხვა რა გზა მქონდა კიდევ ერთი სართულით ავედი მაღლა, შემდეგ ისევ დაბლა, გადმოვედი, ხალათი მოვიცვი და ჩემზე მომაგრებულ ნინო ექიმთან მივედი, რომელთანაც დღევანდელი ჩამოვლის და მორიგეობის განრიგი უნდა შემეთანხმებინა. - ნინო ექიმო, - ძლივს დავეწიე მას. - მოხვედი ნიაჩკა? - მოვედი ნინო ექიმო, - საპასუხოდ გავუღიმე მეც. - აბა რას შვებიან ჩვენი პაციენტები? - არ ვიცი ეგ შენ უნდა გამირკვიო, მოდი ეს დერეფანი და ზემოთა სართული შემომირბინე კაი? ბევრი ხვეწნა არც მჭირდებოდა. ვგიჟდებოდი ჩემს საქმეზე და ყოველთვის დაუზარელად ვაკეთებდი. პალატა 147-ის კარები შევაღე თუ არა პირზე ხელი ავიფარე, რომ არ მეკივლა. ერთიანად გახვეული, გონება დაკარგული, ძირს გადმოდგებული საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რაგბისტი დაჩი ამაღლობელი გაშოტილიყო იატაკზე. ექიმების დახმარებით ისევ საწოლზე შევსვით (აბა როგორ წარმოგიდგენიათ 21წლის სიფრიფანა გოგო ამხელა ოყლოყს რას ვუზამდი? ჰაჰა), წნევას ვუზომავდი, როცა გაეღვიძა. გამიღიმა. - როგორ გრძნობ თავს? - დავიწყე მე. - დამტვრეულად რავი- გაეცინა, მაგრამ შევამჩნიე როგორ დაეჭყანა სახე ტკივილისგან. - მკვეთრ მოძრაობებს მოერიდე. გამიღიმა. - დღეს ოპერაციას გიკეთებენ, ხო არ ნერვიულობ? - არა რა ვნერვიულობ, ჩემი კარიერის განმავლობაში სულ მცირე.. უი ხო მართლა.. დაჩი ამაღლობელი - ნია არაბული, შენთვის ნია ექთანი, - ძლივსძლივობით გამოწეული ხელი ჩამოვართვი და ავკისკისდი. პალატიდან გაღიმებული გამოვედი თუ არა ისევ ვიღაცას შევასკდი. - ღმერთო, - ამოვიოხრე მე. - მისმინე იქ ლიფტში.. ცუდად გამომივიდა მაპატიე. გამოვშტერდი. ისევ. - არაუშავს. - ხელით ოდნავ გავწიე და ვეცადე მიმეხვედრინებინა, რომ მეჩქარებოდა. - რაღაც უნდა გთხოვო.. - გისმენ. - ვიცი, რომ დღეს მორიგე არ ხარ, მაგრამ შეგიძლია ერთ ოპერაციას დაესწრო? - მე ოპერაციებთან არაფერი მესაქმება, თანაც ვერ ვხვდები რა საჭირო ვარ, - უხეშად ვუპასუხე მის თხოვნას. - უბრალოდ მინდა, რომ ესე იყოს - .. - გთხოვ, - მუდარით აღსავსე თვალებით მიყურებდა. გავტყდი. და თავის ერთი დაქნევით დავთანხმდი. ან კი როგორ არ უნდა დავთანხმებულიყავი, როცა ჩემგან განსაკუთრებულს არაფერს ითხოვდნენ. --- წაიკითხეთ, განსაჯეთ, გამაკრიტიკეთ. უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი. დაინტერესების შემთხვევაში გაცილებით მსუყე თავები იქნება, გპირდებით თქვენი ქეთა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.