-გიჟია...-იყო პასუხი.
ხალხში ხმა გავრცელდა ქალს ოცდათორმეტი ადამიანი დაუხოცავს ერთ ღამეშიო ვერავინ იჯერებდა თუ ქალს ამ ყველაფრის ჩადენა შეეძლო მაგრამ ფაქტი სახეზე იყო...ოთხი დღე ეძებდნენ და დაიჭირეს მათ დანახვაზე ისტერიული სიცილი ასტყდომიაო, ცხრა ტყვია გაუსროლია მაგრამ ,საბედნიეროდ ,არავინ დაშავებულა,დაუჭერიათ, მაგრამ არა ციხეში არ გაუგზავნიათ. ფსიქიკურად აშლილი,- იყო დიაგნოზი. არავინ იცოდა, რატო მოკლა? რა მიზნით? თან ოცდათორმეტი....სულ ყველა მამაკაცი ....ჩანდა ,რომ ამ ქალის გარშემო დიდი სიბინძურე ტრიალებდა,ჭაობი,რომლიდან ამოთრევაც, არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდებოდა....გამოძიება მიმდინარეობდა მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი იყო ...მოკვლის ნამდვილი მიზეზი არავინ იცოდა....ბოლოს გამოძიებას შეეშვნენ საქმე დახურეს და გვერდზე გადადეს მობეზრდათ ერთი და იმავე ადგილის ტკეპნა..ქალიც ჩუმად იყო ხმას არ იღებდა მხოლოდ იცინოდა ,ისტერიკებში ვარდებოდა.სიგიჟე ...აი რა იყო დასკვნა ,რომლის შესახებაც ფაქტია არავინ არაფერი იცოდა ,მაგრამ ,მაინც მაგრად ეკიდათ ახალი წელი მოდიოდა .... ...................................... ამბობენ დედამიწაზე ოცდაოთხი სარტყელიაო ვინ იცის ნეტავ ასეა თუ ისეა ,ვიღაცის თუ ვიღაცების უფელბებიდან გამომდინარე საათის წინა სარტყელში უკვე შეხვდნენ .აქ კი ჯერ ისევ ელოდა ხალხი. ყველგან შეიმჩნეოდა მოლოდინი რაღაც ახლის ,რაღაც ნათლის დაწყების .ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმღებშიც,ექიმის სავარძელში მოკალათებული კაცის სუნთქვაშიც და მის პირდაპირ ლითონის სავარძელზე მიჯაჭვული ქალის ბორგავშიც... -ავუშვა?- შეიშმუშნა ახალგაზრდა ბიჭი . -გაათავისუფლეთ..-გაისმა კაცის მკაცრი ამპარტავნული ხმა ...ქალს ტუჩის კუთხეში ბოროტული ღიმილი აუთამაშდა და ჩასისხლულ თვალებში ზიზღი ჩაუდგა ..ზიზღი ამ გასიებული ექიმის და ამ შეშინებული ბიჭის მიმართ ,რომელთაც ალბათ პირსისხლიანი მონსტრი ეგონათ..გაახსენდა სიგიჟე და კვლავ ისტერიული სიცილი აუტყდა ბოროტული,ხმამაღალი აი ისეთი ნაცრისფერ, ჭუჭყშეპარულ კედლებს და აფხეკილ იატაკს ,რომ შეეფერებოდა... ბიჭმა ყოყმანის შემდეგ, აუშვა ქალი ....ხელები უკანკალებდა ,როდესაც მის დაყვლეფილ სისხლიან ხელებს ხედავდა ,რაც ქალის ბოროტულ სიცილს იწვევდა ... ექიმი მოიღუშა მიხვდა ქალის ბოროტული ღიმილის ნამდვილ არსს..გულში გაკენწლა.... -სახელი -ოდნავი ყოყმანის შემდეგ იკითხა და ანკეტის შევსება დაიწყო .. -...-სიჩუმე იყო პასუხი.. -მგონი დავსვი კითხვა- ..კვლავ სიცილი...ხრინწიანი ...ექიმი მალე წყობილებიდან გამოვიდოდა ...' -ტერი...იყო პასუხი,,,კვლავ სიცილი ....ყინულივით ცივი ..ლურჯი თვალები....ჩაწითლებული ქუთუთოები ...ჩასისხლული სკლერა ..შესანიშნავი კონტრასტია არა?! -გვარი... -უბრალოდ ტერი.... -ასაკი. -იმდენი და ცოტა მეტი...ვითამაშოთ .-.ქალმა ტაში შემოკრა და კვლავ სიცილი აუტყდა ადგილზე აცმუკდა...იქვე მდგარმა ბიჭმა დააკავა აცეტებული ქალი ,რომელიც კვლავ ბოროტულად იღიმოდა .. -კარგი ტერი...ერთ კითხვაზე მიპასუხე ..რატომ დახოცე ისინი? ქალი მოიღუშა თვალები უფრო ჩაუწითლდა კისერზე ძარღვი დაებერა ..ფრჩხილები მაგრად ჩააასო რკინის სახელურს ..ერთი ფრჩხილის ატეხვის ხმა გასიმა ...თითიდან სისხლი წამოვიდა წვეთი მოწყდა იატაკზე ჩუმი ბრაგუნით დაეცა მაგრამ ალბათ ამ ბრაგუნშიც იყო რაღაც,რაღაც იდუმალი. -არ მიპასუხებ ? ქალმა ისე შეხედა აქ სიტყვები უკვე ზედმეტი იყო... -გაიყვანე პალატაში..ოღონდ ჯერ დაიბანოს .. -წამოდი..თქვა ხელი მკლავში წაავლო საკმიდან წამოაყენა და წააპორწიალა..ქალი კი კვლავ იცინოდა .. -ტერი, ლამაზი სახელია მოულოდნელად ამოხდა ბიჭს ..მის ხმაში შიში აღარ იყო... ერთ -ერთ ოთახში შეიყვანა ,რომელიც სააბაზანო უნდა ყოფილიყო ... -გაიხადე ... ქალმა გახდა დაიწყო ნელ-ნელა აუჩქარებლად იხდიდა დაფლეთილ მაისურს შემდეგ შარვალს...თან ირონიულ ღიმილს არ იშორებდა .. შემდეგ აშკარად გამოჩნდა შრამები ,რომლებიც ბეჭებიდან წელამდე მკაფიოდ მოჩანდა.ერთი მკერდთან ახლოსაც ჰქონდა ..ტანი მთლიანად დალურჯებული ფრჩხილები და თმა მოუვლელი... ტერიმ დაბანა დაიწყო ნელა ისვმადა უკვე ხმარებისგან გაუხეშებულ ღრუბელს და იშორებდა სიბინძურეს იმ სიბინძურეს,რომლის მონაწილე ნებით თუ უნებლიეთაც გახდა და ჭაობში ისე ღრმად ჩაეფლო ამოსვლა შეუძლებელი გახდა,თბილმა წყალმა ნაყვლეფები აუწვა ..გააახსენდა ერთ-ერთი მოკლულის გადაცლილი სკალპი და გადაიხარხარა...გგონიათ მართლა გიჟი იყო ?არა უბრალოდ ეს მასკარადი სჭირდებოდა ციხეში სამუდამოდ დალპობას აქ ყოფნა ერჩია...გიჟს ჭკუა არ მოეკითხებაო...ვერავინ ვერაფერს მოსთხოვდა და გავიდოდა ოდესმე ამ წუმპედან .....სადაც, სადაც წყალსაც კი მყრალი წამლის სუნი უდიოდა.... ბიჭი იქვე იდგა და თვალყურს ადევნებდა მაინც ახალი იყო და არფერი დაემართებინა თავისთვის ეს აქ ხშირი შემთხვევააა... -სახელი რა გქვია ? -მოესმა თუ მართლა დაუძახა თან რა მას სახელი აინტერესებდა...უნდოდა მაგრად გადაეხარხარებინა და პასუხი ისე გაეცა და გოგოს თვალებს ,რომ გადააწყდა კბილები ერთმანეთს დააჭირა ... -გაბრიელი...-უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა მაგრამ,იცოდა ტერი გოგოს ნამდვილი სახელი არ იყო, ახლა მიხვდა ...იმიტო ,რომ ტერი ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო-და შენ რა გქვია ოღონდ სიმართლე მითხარი ვიცი,რომ ტერი შენი ნამდვილი სახელი არააა... -ო ბევრი რამ გცოდნია ,გაბო -და ისევ სიცილი დაიწყო... გაბრიელმა მზერა მის ნაიარევზე შეაჩერა რომელიც მკერდამდე გასდევდა ... ეტყობოდა ოდესღაც მიყენებულ ეს,მრავალს შორის ,ერთ-ერთი ჭრილობა,თავის დროზე ძალიან ღრმა უნდა ყოფილიყო...მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა ...ვერავინ ვერ ხვდებოდა და ის როგორ მიხვდებოდა... -ლაილა ,მქვია მართლა ...-ოღონდ არავის უთხრა "გიჟმა" თვალები გადაატრიალა და გაიცინა ...ოღონდ არა ისე ბოროტულად ნამდვილი სიცილით გაიცინა.. გაბოს ჩაეღიმა და ცალი თვალით გახედა ლაილას ,რომელსაც ჩაცმა ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა ..დაბანილი და მოწესრიგებული ქალი შედარებით კარგად გამოიყურებოდა მაგრამ სახეზე არსებული დალურჯებები მის მწვავე ცხოვრებაზე აშკარა მიმანიშნებელი იყო.. -შედი..-ბიჭმა გახსნა ერთ-ერთი პალატის კარები და ქალს შიგნით შეუძღვა .. ოთახი თეთრი...აქ-იქ ჭუჭყის და ყავისფერი ლაქებით ,რომელიც ადრე ალბათ სისხლი უნდა ყოფილიყო...ვისი ან რისი არ იცოდა...წითელი ბლანტი აყროლებული სისხლი ..გაიფიქრა და მოიღუშა...მერე უცებ ბოროტულმა ღიმილმა გაუპო ბაგეები ...გიჟის თვალებში სიხარულის ნაპერწკლები აგიზგიზდა ...ბიჭთან მივიდა ..აიწია და ისე მაგრად აკოცა ლამის ტუჩები მოაგლიჯა...გაბრიელი არც გარხეულა იდგა გაშეშებული..სიტყვის თქმაც არ შეეძლო უბრალოდ,არ ვიცი, არც მან არ იცის. გახევებულმა გამოიხურა კარები ,ვერ გაეგო თუ რა იყო მიზეზი ლაილას ასეთი საქციელის უფრო სწორად ვერაფერი გაეგო საერთოდ..რა ხდებოდა ეს გოგო ვინ იყო,ან საერთოდ იყო თუ არა გიჟი... -გიჟია?!-დაუსვა საკუთარ თავს კითხვა... ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი...:* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.