შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 3)


5-05-2015, 00:04
ავტორი schizophrenic
ნანახია 3 892

ღამის თავგადასავალი სამწუხაროდ თორნიკეთი დავასრულეთ, არადა ახლა ყველაზე მეტად მწყუროდა ჩხუბი, ბრძოლის ჟინი მკლავდა, მაგრამ ბიჭებმა ქუჩაში გაჩერების უფლებაც კი არ მომცეს, იცოდნენ რომ ასეთ დროს უბრალო გამვლელიც კი შეიძლება მეცემა. ამიტომაც რბოლაზე წავედით, დღეს მე არ ვაპირებ რბოლას, დემეტრეს ჯერია, მისი ცხოვრება მოტოციკლის რბოლები იყო, 18 წლიდან დღემდე არც ერთი შეჯიბრი არ დაუტოვებია მოგების გარეშე ყველამ იცის, რომ დემეტრე რბოლების მეფეა და როდესაც ის შეჯიბრზე გამოდის წინასწარ არიან მზად დამარცხებისთვის. შეჯიბრი ღამის 3საათზე იწყებოდა და 4ზე სრულდებოდა, მე და ერეკლე ტრიბუნის უმაღლეს ადგილას მოვთავსდით, დემეტრემ ჩაფხუტი აიღო, თავის ნინძაზე მოთავსდა და რბოლაც დაიწყო!
დემეტრე ყველაზე ნელი სიჩქარით წავიდა, ყველა მოწინააღმდეგე თავისზე წინ გაუშვა თითქოს წაგება ჰქონოდა გადაწყვეტილი, როდესაც მოწინააღმდეგები გულში უკვე ზეიმობდნენ დემეტრემ სიჩქარეს უმატა, ნელ-ნელა უკან ჩამოიტოვა ყველა მოწინააღმდეგე, წინ მდებარე ამაღლებულ ადგილზე ბაიკით ავიდა, გაზს ბოლომდე დააჭირა და ბაიკი ჰაერში გაფრინდა, ხელები მაგრად მოჭიდა, ბაიკი ჰაერში დატრიალდა და მიწაზე სწრაფად დაეხეთქა ბაიკი, დემეტრე თავის ნინძაზე დადგა და წრეზე დატრიალდა, მთელი სიჩქარით წავიდა ფინიშის ხაზისკენ, მასზე დაჯახება სცადა მის უკან წამომსვლელმა ბაიკერმა მაგრამ დემეტრემ სიჩქარეს მოუმატა და უფრო სწრაფად დაბრუნდა უკუ სვლით, მისი მოწინააღმდეგის ბაიკი გადატრიალდა, ჩაფხუტი თავიდან მოიხადა, უკან ისროლა და საკრაზმულად გაიღიმა, ფინიშის ხაზამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი, მთელი სისწრაფით გადაკვეთა დარჩენილი მანძილი და ხალხის ტაშმა და გამარჯვებულის სახელის გამოცხადება სიახლე არ ყოფილა, კიდევ ერთი პრიზი გადასცეს დემეტრეს და გამარჯვების აღსანიშნავად წავედით.. კლუბები დიდად არ გვიზიდავდა, ამიტომ ერთ მშვიდ ბარს ვარჩევდით ხოლმე და მემილიონეჯერ ავღნიშნავდით დემეტრეს გამარჯვებას..
-ისე მერამდენედ უნდა ავღნიშნოთ შენი მოგება? (დამიანე)
-სანამ ვარსებობ.(დემეტრე)
-ბაიკებს უნდა შეაკვდე? (ერეკლე)
-კი ეკე, შენ ბრძოლას წესების გარეშე? მერამდენედ უნდა გადაგატეხონ ან გადაატეხო ვინმეს სკამი, ადამიანი და ა.შ? (დემეტრე)
-მეც ასევე, სანამ ვარსებობ. (ერეკლე)
-მაგ პროფესიით დიდი ხანი ვერ იარსებებ. (დამიანე)
-როდის მნახე წაგებული? ან რამე მოტეხილი? (ერეკლე)
-აღმოჩნდება ოდესღაც ვინმე შენზე ძლიერი.. (დამიანე)
-ოდესღაც.. მაგრამ არა ახლა. (ერეკლე)
-რა თქმა უნდა. ისე შენი და ანაბელის ჩახუტებამ გაცოფებულზე ცოტა არ იყოს გული ამიჩუყა.. -თქვა დემეტრემ და გაეცინა..
-კი ხო? აგიჩუყებ სხვა ორგანოებსაც თუ არ დამშვიდდები. (დამიანე)
-ოჰოო, მემუქრებით ბატონო დამიანე? (დემეტრე)
-ასეც შეიძლება ითქვას... სად სწავლობს უნდა გამიგოთ. (დამიანე)
-გაგიგე უკვე, საყვარელი დაქალი ყავს ხო იცი შენ.. (ერეკლე)
-სად? ხო შენ რომ ვინმე არ აგერჩია იქედან გასაკვირი იქნებოდა. (დამიანე)
-ჩემმა მექალთანეობამ შედეგიც გამოიღო.. ჯავახიშვილში, ფსიქოლოგიური. (ერეკლე)
-კი აბა რა.. ესეიგი ხვალ ჯავახიშვილში საქმე გვაქვს.. (დამიანე)
-როგორც შენ იტყვი. (დემეტრე)
საუბარში დაგვათენდა, ეს ჩვენთვის არც პირველი იყო და არც უკანასკნელი.. როდის გვძინავს? თითქმის არასდროს, რა საჭიროა ისედაც პატარა სიცოცხლე ძილში გაატარო? დღეში 4საათიც სრულებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ ენერგიის წყარო შეგვევსო. დილით მე და ერეკლე წავედით ჯავახიშვილთან, ირგვლივ დავსეირნობდით, ლუდით ხელში, ხალხს ვაკვირდებოდით, როგორც ყოველთვის აქაც არ ‘დამევასა’ ბევრი, მაგრამ დღეს ყველანაირი ჩხუბებიდან თავი უნდა შემეკავებინა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ანაბელიც გამოვიდა უნივერსიტეტიდან, სახეზე გაოცება დაეტყო, ალბათ არ მელოდა, შემდეგ ცოტა ხანი გაჩერდა, მაგრამ მალევე მოგვიახლოვდა მე და ერეკლეს.
-გამარჯობა დამიანე.
-გამარჯობა.
-აქ რას აკეთებ?
-არაფერს, რაღაც საქმეები მქონდა და შემოვიარე...
-გასაგებია.. წავალ მე, კარგი?
-გაგაცილებ..
-ნუ შეწუხდები.
-არა, რატო?! პიირიქით.
ერეკლეს უნივერსიტეტთან დატოვება მომიწია, მე და ანაბელმა კი გზას გავუყევით, აშკარად ლაპარაკი არ უყვარდა, ან უბრალოდ რცხვენოდა. ჩუმად მივუყვებოდით გზას, მის სახლთან შევჩერდით და მანიშნა რომ მივედით, მისი ცქერით ეს ვერც კი შევამჩნიე, არ ვიცი რატომ მომაფიქრდა მისი ერეკლეს შეჯიბრზე დაპატიჟება, მაგრამ როგორც ჩანს არც თვითონ ყოფილა უკმაყოფილო, დამთანხმდა.
*** (ანაბელის დღიური)
ჩემი ეჭვები კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მცდარი, არ ვიცი ეს მახარებს თუ არა, მაგრამ დამიანე აშკარად არ აპირებს ჩემი ცხოვრებიდან ასე მარტივად წასვლას. იმის შემდეგ თოკა აღარ გამოჩენილა და იმედი მაქვს ასეც იქნება. დღეს ბრძოლა წესების გარეშე რინგზე მივდივარ, მარტო წასვლა რატომღაც არ მინდა, ამიტომ ჩემს დაქალებთან ერთად წავალ, ჩემს ერთ დაქალს ნამდვილად მოეწონება ერეკლე, მისი მწვანე თვალები, შავი თმები და გამოყოფილი ყბები ნამდვილად დაადნობს ტაისიას, ხოლო ემილი იმედია რომელიმე მებრძოლით მოიხიბლება, ჯერჯერობით მისი მოსაწონი ჯერ ვერაფერი ვნახე.
***
ბრძოლა 6 საათზე დაიწყებოდა, ამიტომაც მე და დემეტრემ მანქანით გავუარეთ გოგონებს, მხოლოდ ანაბელს ველოდი, თუმცა დაქალებთან ერთად დამხვდა, გოგონები გაგვაცნო, ემილი და ტაისია, ორივე სახელი მეუცნაურა, ქართული არაა მაგრამ აშკარაა, რომ გოგონებს ორიგინალური მშობლები ჰყავდათ, ორივე ბუნებრივად ლამაზი იყო, ემილი ტაისიასთან და ანაბელთან შედარებით შავგვრემანი იყო, საშუალო სიმაღლის, მუქი წაბლისფერი თმები, ასეთივე ფერის თვალები და დიდი ვარდისფერი ტუჩები, დაახლოებით ასეთივე იყო ტაისიაც, ოღონდ შედარებით ღია ფერის თვალებით და ძალიან სუსტი. სამივე ძალიან საყვარელი იყო. მალევე მივედით დარბაზში, რომელიც დიდი წესრიგით არ გამოირჩეოდა, შუაში გამოყოფილი იყო საბრძოლო ადგილი, რომელსაც სინათლე ანათებდა და ერთი წამყვანი იდგა, მთავარ საბრძოლო ცენტრთან ახლოს მოვთავსდით, დიდი ლოდინი არც დაგვჭირდა, მალევე დაიწყო წამყვანმა საუბარი.
‘’მოგესალმებით! ეს არის ბრძოლა სადაც ერთადერთი წესია: არანაირი წესები! მებრძოლს ყოველთვის აქვს დანებების უფლება, ბრძოლა ბოლო შესაძლებლობამდე! ახლა კი პირველი შეჯიბრი, სისასტიკით გამორჩეული, დაუნდობელი ‘მასიაკა’ ხოლო მის წინააღმდეგ იბრძოლებს ბოლო 20 ბრძოლის 18 ჩხუბის გამარჯვებული ეკე ბერიძე! დარწმუნებული ვარ ბრძოლა ძალიან დაძაბული იქნება’’
განათებები ორი მხარისკენ მიიმართა სადაც ეკე და ე.წ მასიაკა იდგა, ერეკლე ნელი ნაბიჯებით წამოვიდა რინგზე და ქვემოდან ახტა, მასიაკა კიბეებით ავიდა რინგზე, ახლა დრო იყო მოწინააღმდეგეებს ერთმანეთთან ესაუბრათ, გაეღიზიანებინათ ერთმანეთი და შემდეგ უკვე დაიწყებოდა ნახევარ საფინალო ბრძოლა.
-აბა ეკე ფრჩხილები წინასწარ გაიკეთე? ფრთხილად იყავი ლამაზო არ მოგტყდეს.
-რა დაუნდობელი ბრძანდები ბატონო მალხაზ, იქნებ ჯობია ასე მოგმართო, სიყალბე არ მიყვარს არც ფულით ნაყიდი გამარჯვება და ამ ფულითვე შეძენილი მეტ სახელები.- ცალყბად გაეღიმა ეკეს.
მასიაკას თვალებში აშკარა ბრაზი სჩანდა, სცენის მეორე ბოლოდან ერეკლესკენ გაიქცა, ეკე მარჯვედ გაიწია გვერდით კუთხეში, მასიაკა წინაღობას შეეჯახა და ზურგით წაიქცა, ეკემ ადგომა არ აცადა რინგის ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა გადმოხტა, მასიაკას ‘დაახტა’, მის თვალებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტკივილისგან გაცხოველებული მზერა, ერეკლე მასიაკას ზურგით მოექცა კისერში ხელი მოუჭირა და თავისი ბეჭით გააძლიერა ხელი, მასიაკას სახეზე მრავალი ფერი აისახა, ბოლომდე ებღაუჭებოდა ერეკლეს ხელს, მაგრამ ბოლოს მოწყვეტით დააგდო ხელი იატაკზე და წამყვანს ანიშნა, რომ დანებდა. ერეკლემ შეეშვა მასიაკას, ცალი ხელი ასწია და გამარჯვებულად გამოაცხადეს. ეკეს გამოსვლის შემდეგ კიდევ გაიმართა ერთი ბრძოლა, აქ კი ვიღაც ახალმა მებრძოლმა გაიმარჯვა, ისევ ეკეს ჯერი დადგა ფინალში განსაკუთრებული ის იყო, რომ სცენიდანაც ჰქონდა ნებისმიერს ასვლის და ჩხუბში ჩართვის უფლება. ერეკლემ კუთხეში მიიწყვია მოწინააღმდეგე, ისე გამალებით ურტყამდა სახეში გეგონებოდათ წინ გრუშა ჰქონდა და ძალიან გაბრაზებულზე მასზე იყრია ჯავრსო, მის მოწინააღმდეგეს სახე მთლიანად გაუსისხლიანდა მაგრამ მაინც შეძლო ეკეს უკან გაგდება და გვერდში ძლიერად დაარტყა მოქნეული მუშტი, ეკე მთლიანად ცხოველს დაემსგავსა ისევ ავიდა მაღალ ადგილას და იქედან ორივე ფეხით გაექანა მოწინააღმდეგისკენ, მისმა ძალამ მოწინააღმდეგე წააქცია, სადაცაა გამარჯვება უნდა ეზეიმა და დარბაზიდან სამი ბიჭი ამოვიდა, სამივე ეკეს წინააღმდეგ ერთმა მათგანმა ეკეს რკინის სკამი დაარტყა, სადაცაა წაიქცეოდა მაგრამ დემეტრემ ვერ მოითმინა, დარბაზიდან მოედანზე გაიჭრა, მას მეც მივყევი, ხელზე ჩემი საყვარელ კასტეტი გავიკეთე და ორ მათგანს დავუწყე გაბრძოლება, დემეტრემ სკამი აიღო რომელიღაცა დარბაზიდან ამოვარდნილს ზურგში გადაარტყა ამოატრიალა და სახეში მთელი ძალით ურტყამდა, იატაკი სისხლით შეიღება, ერეკლე უკვე საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა, ურტყამდა ყველას ჩვენს გარდა.. ბოლოს ჩვენით გადავწყვიტეთ გაჩერება რადგან ვეღარცერთი ინძრეოდა დარბაზი მთლიანად ხალხის შეძახილებმა და აპლოდისმენტებმა მოიცვა, გოგოებთან მივედით, გამარჯვება მოგვილოცეს, შემდეგი დროის ჩვენთან ერთად შევთავაზეთ, მაგრამ ახლა მათ აარჩიეს გართობის ადგილი, დიდად გასაკვირიც არ იყო შავ სამოსში გამოწყობილი გოგოებიდან როკ ბარში წასვლის იდეა, არ მიყვარდა ასეთი გასართობი ადგილები თუმცა მაინც დავთანხმდი.. ყველა ბარში წავედით, ლუდი ავიღეთ და რომელიღაცა ქართული ბენდის კრიტიკით ვიჯერეთ გული, პირველივე წამიდან მეგობრულები ვიყავით ერთმანეთისადმი, უბრალოდ ემილი ცოტას წაუსარკაზმულებდა ხოლმე, ტაისია კი ორივესთან შედარებით წყნარი გოგო იყო, ანაბელი წინა დღეებისგან განსხვავებით ატომური ბომბი ჩანდა, მისი სინაზის მიღმა ძალიან დიდი სიგიჟე იყო დამალული..
-ახალგაზრდებო, მე ცოტა ხნით დაგტოვებთ და მოვალ კარგი? (დემეტრე)
-რამე ხდება? (ეკე)
-არა, ჩემი ბაიკი მომენატრა, მოვიყვან და მოვალ. (დემეტრე)
-მმ, მეც მინდა ბაიკი. (ემილი)
-ჰმ, ჩვენც. (ანაბელი)
-ემი წამოდი თუ გინდა, გაგასეირნებ. (დემეტრე)
-სიჩქარე თუ გიყვარს წავედით. (ემილი)
-უშიშარი გოგო ვარო? (დემეტრე)
-მაშ!- თქვა სიცილით ემილიმ.
-ხუთ წუთში აქ ვიქნები და შიშის გაკვეთილებსაც ჩაგიტარებ... (დემეტრე)
-მაგასაც ვნახავთ. (ემილი)
დემეტრე ბარიდან წავიდა, სიტყვისამებრ ხუთ წუთში დაბრუნდა, ბარში შემოვიდა და ემილიც გაყვა, ორივემ ჩაფხუტი გაიკეთა, ემილი დემეტრეს უკან მოთავსდა, მაგრამ ხელს არ ხვევდა, ეს გოგოების დამახასიათებელი სიამაყე იყო, თავის დაფასება თუ უშიშრობის დამტკიცება არ ვიცი, მაგრამ არაფრის დიდებით არ მოჰხვია ხელი, დემეტრემაც ჭკუის სასწავლებლად მთელი სიჩქარით დაძრა ბაიკი, სადაც შეიძლებოდა ემილი გადაყირავებულიყო, ამიტომ ინერციით მიეკრა გულზე დემეტრეს, მანაც სიჩქარეს არ უკლო და ყველაზე რთული შესახვევებით მიაქროლებდა ბაიკს. ყველაზე საშიშად შერაცხული თუმცა უსაფრთხო მანერვები შეასრულა, ემილი ადრენალინის მოზღვავებიდან ბოლო ხმაზე კიოდა, ბოლოს კი დემეტრემ წინა ბორბალზე დააყენა ბაიკი და მცირე დროით ასე იარა, ემილი მთლიანად ეკვროდა მას, შემდეგ ბაიკი გაასწორა და უკან დაბრუნდნენ..
-აუუუუუ, აიი ძააააააააან მაგარი იყო!!! (ემილი)
-გეტყობოდა პარაზიტივით, რომ აეკარი დემეტრეს. (ანაბელი)
-კი ხო? (ემილი)
-დიახაც.. (ანაბელი)
-დაქალურ ეჭვიანობას აქვს ადგილი. (დამიანე)
-არ იეჭვიანო ანაბელ, ეს ის არ იყო რაც შენ გგონია. თავიდან ისე დაიფასა თავი ჩახუტებაზე მეგონა არც კი მომეკარებოდა.. -თქვა სიცილით დემეტრემ.
-ნუ სხვა გზა არ მქონდა, თორემ არც ვაპირებდი.. (ემილი)
***
(ანაბელის დღიური)
დღევანდელი დღე ძალიან მაგარი იყო, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები ასეთი სიმპატიური ძმაკაცები როგორ არიან? სამივე უნაკლოა, დემეტრეს ტიპის ბიჭები ემილის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, ნუ ჩემი და ტაისიასაც, უბრალოდ ჩვენ ოდნავ განსხვავებულები მოგვწონს. დემეტრეს სამივე ძმაკაცისგან განსხვავებით ალბათ მხოლოდ სიარულის მანერით ვიცნობდი ან განსაკუთრებული სარკაზმული კილოთი, ღია ფერის თმები, რაც შეიძლება დაბალზე, ნაცრისფერი თვალები, გამოყოფილი ყბები და განსაკუთრებული მკაცრი მზერით გამოირჩეოდა სხვებისგან, მაგრამ მე მაინც დამიანეთი ვიყავი ბოლომდე მოხიბლული, კომუნიკაბელური, მკაცრი და მამაკაცური.. ნეტა მას თუ ვაინტერესებ? ან იქნებ არა? არ ჰგავს სხვა ბიჭებს.. მაგრამ ასეთმა ბიჭმა მეეჭვება ოდესმე ჩემნაირ გოგოს სერიოზულად შეხედოს, მას ხომ ნებისმიერის მოპოვება შეუძლია მხოლოდ მისი გარეგნობით, მისი საქციელებითაც კი. არ გავს დღევანდელ ქარაფშუტა ბიჭებს, ბაბულიკა ტიპებს, ძალით რომ იქმნიან იმიჯს, ის ისეთია როგორიც სხვა ვერ იქნება, ისეთია როგორიც მხოლოდ მასშია და სხვაში ჯერ არც განმეორებულა და მგონია, რომ ვერც ვერასდროს გავიცნობ ვინმეს ისეთს, დამიანესებურს, განსხვავებულს და ძლიერს, ბოლომდე ‘გადამეკეტა’ ტვინი მასზე ფიქრებით, აქამდეც მომწონებია ბიჭები, მაგრამ სხვებთან ასეთი მიზიდულობა არ მქონია.
---
აჰა დიდი თავი wink და ველით შეფასებას..



№1  offline წევრი kateee

მიყვარს მიყვაარს მიყვაააარს ესს სსაძმოო >__< და ისტორია ხო საერთოოოდ ^___^ <3 მალეე გააგრძელეე იცოდეეე :დდდ love

 


№2  offline წევრი † mariami †

dzan dzan magariia velodebi shemdeg tavs male dade

 


№3  offline წევრი nino(g)

magaria..yochag ese male ro dade.gaagrdzele velodebi shemdeg tavs

 


№4  offline წევრი masu

Auu dzann magaria <3 male dade xolme ra <3

 


№5  offline წევრი Winchester

ვაუუუ ძაან მაგარიაა ❤ ყოჩაღ ❤
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent