ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (2)
*********** -ეს რ აჯნდაბაა?-განწირული ყვირილი მომესმა დილაადრიან სააბაზანოდან... -როგორც ჩანს უკვე ნახა.-გავიფიქრე და ვითომც არაფერი გამიგონია, გვერდი ვიცვალე. ღამით არც თუ ისე კომფორტულად მეძინა... დივანი სადაც მოთავსებას ვცდილობდი იმაზე მოკლე აღმოჩნდა ჩემი გრძელი ფეხებისთვის, ვიდრე წარმომედგინა...თანაც ბალიშის ნასახი არ მქონდა და კიდევ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი უძილობისა ის იყო, რომ ჩემი ქმარი მთელი ღამის განმავლობაში გაუჩერებლივ ხვრინავდა... ღმერთო!!! თავი სიზმარშო მგონია...ოღონდ კოშმარულში... -რას ნიშნავს ეს ყველაფერი?-დამჩხავლა ჩემმა ქმარმა, შემდეგ კი მაჯაში ხელი ჩამავლო და ფეხზე ნახევრად მძინარე წამომაყენა. ცოტაარიყოს და შემეშინდა... თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და სახე სატანას მიუგავდა. (რათქმაუნდა სატანა პირადად ნანახი არ მყავს მაგრამ ყოველტვის ასეთი წარმომედგინა) ხმა ვეღარ ამოვიღე და გავიტვრინე... მგონი ეს არ უნდა მექნა... -ჯანდაბა!-გააგრძელა ღრიალი-შენ ცოლი არ ხარ! მე მეორეთი ცოლს არ მოვიყვან!!! ახლოდან კარგად ჩანდა მისი შავი თვალები... ასეთი ვირი რომ არ იყოს მომეწონებოდა.. მემგონი პირველი ადამიანია ვისიც შემეშინდა, მაგრამ ჩემთან ღრიალი ვერ გაუვა... უანასკნელი ძალა მოვიკრიბე და მეც საკმაოდ ხმამაღლა ვუთხარი: -და შენ ქმარი ხარ? გახსოვს გუშინ რა სიტყვები მეძახე? გახსოვს შეურაწყოფა რომ მომაყენე? ახლაც ასე იქცევი... რამისაა ხელი მომძვრეს... გაჩუმდა..დაფიქრდა..ხელი ნელა გამიშვა.. რამოდენიმე წამი თვალებში მიყურებდა მერე მოულოდნელად მკითხა: -რამდენი წლის ხარ? -ჩვიდმეტის.. გადაიხარხარა... ღმერთო რა ცინიკოსია... -ანუ შენი თავი გასაზრდელად მე მომიგდეს... -ჰმ.. ანუ მოგიგდეს? მე ნივთი არ ვარ გაგიგე? და თუ გგონია შენი ცოლობა მე მინდოდა ძალიან ცდები! ერთი გაუწონასწორებელი, უზრდელი და ცინიკოსი ადამიანი ხარ რომლის გვერძე ყოფნასაც არასოდეს ვინატრებდი! -ანუ არა ხო? ხოდა ჩვეულებრივად შეგიძლია აიკრიფო რაც მომითრიე და ახლავე წახვიდე ჩემი საახლიდან! გავშეშდი.. მისი ნათქვამი გავიაზრე... სულ ეს იყო ჩვენი ქორწინება? ანუ უკვე ყველაფერი დამთავრდა? არმჯერა! უკვე თავისუფალივარ? რამისაა ფრთები გავშალო და ბედნიერებისგან გავფრინდე... ვიღას ახსოვს ჩემი გუდა-ნაბადი... მთავარია ამ ცხოველს მოვწყდე რომელსაც ახლა ტუჩები მწვანეთააქვს შეღებილი და ხუმრობისთვის მიღრიალებს. იქვე დაგდებულ ჩემს მობილურს ვტაცე ხელი, ჯიბეში ჩავიდე და კარებისკენ გავვარდი. -მოიცა მართლა მიდიხარ?-ბოროტულად გადაიხარხარა -მე ნივთი არ ვარ!!!-მივაძახე კარებთან მდგომმა და სახლიდან გიჯივით გამოვვარდი. აი მთავარი პრობლემაც.. თებერვალია.. გარეთ ყინავს, მე კი მოკლე კაბაში ‘’გამოკვანწული’’ ვდგავარ... ახლა სად უნდა წავიდე? მშობლებთან? არა, სულ რომ ვკვდებოდე მაგათთან არ მივალ.. თანაც რომ დავფიქრდი ერთი დაქალი მყავს რომელიც ბებოსთან პატარა სახლში ცხოვრობს.. თავიათი ადგილი ძლივს აქვთ, მე ვერ შევემატები. ძმაკაცები კი მყავს მაგრამ ყველა დედ მამასთან ერთად ცხოვრობს და ყველასი ძალიან მეუხერხულება... მაგრამ... არის ერთი... კიი,ნამდვილად არის.. ჩემი ირაკლი... ჩემი ძამიკო... ჩემზე ორი წლით დიდია, 19-ისაა... მარტო ცხოვრობს... თან უარსაც არ მეტყვის... ტაქსი გავაჩერე და მისი სახლისაკენ წავედი... ორ წუთში ადგილზე ვიყავი და კარზე მთელი ძალით ვაბრახუნებდი მუშტებს. როგორც იქნა ირაკლიმ კარი გამიღო... -გეშველა-დავჩხავლე გაბრაზებულმა და სახლში დაუპატიჟებლად შევაბიჯე. -ეე... შენ აქ რაგინდა? სახლიდან გამოგაგდეს ამ დილაადრიან?-ახლაღა დავაკვირდი მის სახეს.. ისევ ეძინა-ან რაარის ეს რა გაცვია? შედი შიგნით და გათბი... სახლში შევედით, ცხელი შოკოლადი დამალევინა და მერე ყველაფრის მოყოლა მომთხოვა... -მე გავთხოვდი... ვუთხარი თუ არა რამის ხელებში ჩამაკვდა. მეჩხუბა,მლანძღა რატომ არაფერი მითხარიო მაგრამ როცა გაიგო საქმე რაშიც იყო ცოტა დამშვიდდა. -ანუ იმ გამო*ირებულმა გამოგაგდო? -ხო ეგრე გამოდის რა.. -შედი მიდი ჩემ ოთახში და დაიძინე.. მანამდე რავი რამეს გავაკეთებთ რომ ვჭამოთ... -ჩემი ოქრო ხარ!!!-მივაძახე სამზარეულოში შესულს და ოთახის კარი მთელი ძალით შევგლიჯე იმით გაბედნიერებულმა რომ ვიცოდი, ახლა ნამდვილად მომიწევდა რბილ საწოლში დაძინება. მთელი გუშინდელი ღამის უძილობა ავინაზღაურე.. საღამოსკენ კარზე ზარის ხმამ გამომაღვიძა. ჯერ ირაკლის ხმა გავიგე და მერე.... ოოო, არ მჯერა!!! აქაც მომაგნო... რა უნდა? ხომ გამომიშვა? გამბედაობა მოვიკრიბე და ჰოლში გავედი. ორივენი იქ იდგნენ. -ვერსადაც ვერ წაიყვან-უყვიროდა ირაკლი -მაგასაც ვნახავთ-იღრინებოდა ლუკა -მეც აქ ვარ!-ვთქვი ისე რომ რაც შეიძლება მკაცრად გამომსვლოდა. -უთხარი ახლავე წავიდეს. შენ არსად გაყვები-შემომიბრუნდა ირაკლი -თუ აქ იმისათვის მოხვედი რომ ჩვენ ჯოჯოხეთურ რეალობაში დამაბრუნო-მივუბრუნდი ლუკას-არ გამოგივა! მე არსად წამოსვლას არ ვაპირებ! -საინტერესოა რას ეტყვი შენს მშობლებს.. მშობლეებს? ეს პიკია! აქ რა შუაშია ჩემი მშობლები?! სანამ რამეს ვკითხავდი თვითონ დამასწრო: -როგორ გგონია საიდან მოგაგენი? შენი უტვინო მშობლების დამსახურებით ვარ ახლა აქ. ვუთხარი რომ სიურპრიზს გიკეთებდი და ყველანი წამოვიყვანე. ახლა ჩემო საყვარელო ცოლო, ჩვენს ახალ სახლში მივდივართ-ჩაამთავრა და ცინიკურად გამიღიმა. ახალი სახლი? თანაც ‘’ჩვენი’’ ამ ბიჭმა მგონი სულ გაუბერა! მაგრამ ჯერ ჯერობით სხვა გზა აღარ დამრჩა... უნდა გავყვე. ზიზღით შევხედე. ირაკლისთან მივედი და ჩავეხუტე. -შენრა, უნდა წაყვე?-გაშტერებულმა შემომხედა -თუ რამე პრობლემა შემექმნა პირველი შენთან მოვალ-ლოყაზე ვაკოცე-ყველაფერზე დიდი მადლობა-და კარიდა გავედი. ჩემი მეუღლეც უკან გამომყვა.. მისმა სიახლოვემ გულის რევის შეგრძნება მომგვარა. რამოდენიმე წუთის შემდეგ ერთმანეთის გვერძე ვიჟექით მის ბე-ემ-ვე_ში.. -მშობლებზე მომატყუე ხო?-ახლაღა მივხვდი ყველაფერს. ეს ტყუილები იმიტომ გამოიგონა რომ ირაკლისგან წამოვეყვანე. -ხო... მაგრამ სიურპრიზი მართლა მოგიწყვე.-სახე სრულიად დაუსერიოზულდა.-დღეიდან ახალ სახლში ვიცხოვრებთ. -რაა? რატომ? -აბა ძალიან გინდა დედაჩემის და მამაჩემის სახლში, ერთ პატარა ოთახში, შენ დივანზე მეკიდე საწოლში მეძინოს? გავჩუმდი... მიუხედავად იმისა რომ ამ ნადირთან მარტო ცხოვრების ცოტაარიყოს და მეშინოდა. -მაპატიე რაც დღეს და გუშინ მოხდა... შენ არაფერ შუაშიხარ..-მისგან ამ სიტყვებს ნამდვილად არ ველოდი და ადგილზე გავშეშდი. მანქანა დაქოქა და ადგილს გიჟივით მოსწყვიტა. _____________________________________________________________ ესეც ჩემი დაპირებული მეორე თავი... როგორც შეგპირდით ყოველ დღე თითო თავს დავამატებ... იმედია მოგეწონებათ... გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში გამოხატოთ))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.