შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [12]


5-05-2015, 21:29
ავტორი შიკალატკა
ნანახია 3 154

ბავშვებოო! ძალიან დიდი მადლობა! <3 მიხარია რომ ისტორია მოგეწონათ. ესეც შემდეგი თავი და იმედია ისიამოვნებთ ^_^ ვიცი შეგჭამეთ, მაგრამ გთხობთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი <3
პ.ს. ძალიიიიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. მინდოდა დიდი და მსუყე თავი დამედო. იმედია დავაკმაყოფილე თქვენი მოთხოვნები თემის სიდიდისადმი. ^_^

=_=_=_=

ტვინი წაჭამა გიორგიმ თავის ლაყბობით. დაახლოებით ორი საათია რაც ტყეში დავდივართ და ერთი წამითაც არ გაუჩერებია ენა. ბოლო ერთი საათი აღარც ვუსმენდი და მთლიანად ნაცნობი ბუნების ყურებაში ვიყავი გართული. უდიადესი იყო აქაურობა, ნაცნობი ადგილები სულ ოდნავ შეცვლილიყო.
- ქეთა მისმენ ტო? - მკითხა გიორგიმ. უხალისოდ მივატრიალე თავი მისკენ.
- რა? არ გისმენდი. - უდარდელად ვუთხარი და ისევ ბუნების შესწავლას დავუბრუნდი.
- აუუ არ გაინტერესებს, როგორ ვიმოგზაურე ბარსელონაში? - მკითხა და ეშმაკურად გამიღიმა. უკვე ყელში ამომივიდა ეს საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი და საკადრისი პასუხის გასაცემად მოვემზადე.
- არა, გიორგი, სულ არ მადარდებს, თუ როგორ იმოგზაურე ბარსელონაში და როდის რა გააკეთე. ეგ ამბები მოუყევი იმ გოგოებს შენს დანახვაზე რომ დნებიან, მე კი თავი დამანებე. თავი ამატკივა შენმა ბლუყუნმა. - მოურიდებლად მივახალე მისდამი ჩემი შთაბეჭდილება და ძველ საქმეს დავუბრუნდი. სახეზე კმაყოფილი ღიმილი ავიკარი, როდესაც მივხვდი, რომ ჩემმა სიტყვებმა გიორგის მოაკეტინა.
- ლექსო, მომშორდი! - შიშისა და მოულოდნელობისგან შევხტი და ტატოს გავხედე, რომელიც თავის ზურგზე ამხტარ ლექსოს ჩამოგდბას ლამობდა.
- აუუ, ტატს მეტკინა ფეხები. ხო იცი რა ნაზი არსება ვარ. - ისევ ქალურ მანერებს დაუბრუნდა ლექსო და ძმაკაცის წყობიდან გამოყვანას მშვენივრად ახერხებდა.
- მერამდენედ უნდა გითხრა მოიშორე ეგ პი*****ტული ჩვევები! - ისევ დაუყვირა და ზურგიდან პირდაპირ ცივ მიწაზე დაანარცხა. კიდევ კარგი ეს დღეები არ უწვიმია, თორემ მის წუწუნს რა აიტანდა. კიდევ ნახევარი საათი ვიარეთ. გიორგის თავისი გოგოშკები ჰყავდა წამოყვანილი. ნამდვილად ლამაზები იყვნენ, თუმცა პირი დააღეს თუ არა წარმოდგენა დამეკარგა მათზე. ზუსტას ამ გოგოებს ეფლირტავებოდნენ ლექსო და ტატო, ლიზა და ელენე სურათებს იღებდნენ, გიორგი ისევ ჩემს გვერდით მოდიოდა, მაგრამ ამჯერად ხმაამოუღებლად, ხოლო უტა ჩვენს უკან მარტო მოსეირნობდა და მამის მკველი თვალებით აშტერდებოდა გიორგის. რამდენჯერაც დავიჭირე მისი ეს მზერა, იმდენჯერ გავიფიქრე "ნუთუ ეჭვიანობს". ყველა რაღაცით იყო გართული, მეც დრო ვიხელთე და გამოვიპარე. მე და მამას საკუთარი ადგილი გვქონდა, უფროსწორედ, საკუთარი ხე, რომელზეც "მამიკოს პრინცესა" იყო დაწერილი. მალე მივაგნე ჩემს ხეს და ძალიან ფრთხილად შევახე თითები ასოებს. ჩემს სიფრთხილეს რომ დავუკვირდი უნებურად გამახსენდა თითქმის იდენტური მომენტი. დიახ, გამახსენდა როგორ ფრთხილად ვეხებოდი უტას მიერ დახატულ "მეს". ამ მოგონებაზე მისი შეხება გამახსენდა, რაზეც ეკალმა დამაყარა. "ღმერთო, რა მჭირს? მიყვარს? არა, ეს არ არის სიყვარული. აბა რა ჯანდაბა გჭირს ქეთა კერესელიძე?!" გონებაში ვყვიროდი და გაურკვევლად ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით. ისევ ხეზე გავამახვილე ყურადღება და ახლა მამას დავუკავშირე მოგონებები. მისი თბილი ღიმილი, მუდამ ბრწყინავი, ზღვისფერი თვალები, მისი სიყვარულით აღსავსე თბილი ჩახუტება, თავზე მზრუნველად გადასმული ხელი, მეგობრული, "ბრატული" რჩევები... და აი, ცრემლებმაც გადმოკვეთეს საზღვარი. შუბლი ბზამოდებულ ხეს მივადე და ავტირდი. დროდადრო ვლუღლუღებდი:
- მა... მე-ენატრები... ნეტა ა-ახლა აქ იყო... - მთელი ძალით ვმუშტავდი ხელებს და ატკიებულ თითებს ყურადღებას არ ვაქცევდი. უცებ უკნიდან ჩუმი ჩაცინება გავიგე. გავქვავდი და ამავედროულად მრისხანებისგან ავივსე, ვინ დამცინოდა?! ცრემლები მოვიწმინდე და გაქვავებული სახით მივბრუნდი. აჰა, სხვა ვინ, თუ არა ცინიკოსი გიორგი.
- მამიკოს პრინხესა ხარ გოგო? - მკითხა და ამჯერად ხმამაღლა გადაიხარხარა. ბრაზი მომაწვა, როგორ ბედავდა ეს თავხედი იდიოტი ჩემს დაცინვას?!
- ვიყავი. - შევუსწორე და განვაგრძე - და რამე არ მოგწონს? - ცოფებს ვყრიდი. ოხხ, როგორ მინდა შუაზე გავგლიჯო ეს უზრდელი ნა****ლა. შეკრთა. ალბათ არ ელოდა ჩემგან ამდენს. რა თქმა უნდა, მე ხომ მუდამ წყნარი და მორცხვი, ასევე გაუბედავი ვიყავი. ვერ მოგართვი გეჯაძევ! ჩემკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა და მალე წინაც ამესვეტა. მე ხეს ავეყუდე. საშინლად არ მსიამოვნებდა მისი სიახლოვე.
- რა იყო, გეშინია ჩემი? - ცინიკური ღიმილით მკითხა. ამაზრზენი ხმა აქვს.
- არა, ყარხარ, ცუდი არ იქნება სამ დღეში ერთხელ მაინც რომ დაიბანვო. - მთელი ირონია ჩავრთე და ასევე ცინიკურად გავუღიმე. თვალები სიბრაზით აენთო, რამაც შემაშინა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შევიმჩნევდი. ჩაიცინა და სახესთან ძალიან ახლოს მოვიდა. "ქეთა, ძალიან ახლოსაა! ქეთაა გამოფხიზლდი!" მიყვიროდა ქვეცნობიერი ქეთა, მეც მორჩილად დავუჯერე და ვუღრიალე:
- რას აკეთებ?! - ვკითხე, თუმცა პასუხი, რა თქმა უნდა, კიცნა იყო. თავდაცვის ინსტინქტმა მაიძულა მისთვის სახეში გამერტყა. მგონი ზედმეტი მომივიდა, თუმცა რატომ? მეტის ღირსია ეს არაკაცი.
- როგორ გაბედე პატარა ლაწირაკო?! - დამიყვირა და ხეზე მთელი ძალით მიმაჯახა. ზურგი საშინლად ამტკივდა, რის გამოც ერთი წამოვიყვირე. - რამდენი ხანია მაგ ტუჩების დაგემოვნება მინდა. - "ოო, არა!" ერთი გავიფიქრე და დაუფიქრწბლად მთელი ძალით ამოვარტყი. ტკივილისგან ჩაიკეცა, მეც უცებ გავიქეცი, მაგრამ ვინ გაცლის, თმაში ვიღაცამ მჭიდროდ ჩამავლო ხელი და უკამ მიმათრია.
- ააა! მტკივა შე ცხოველო! გამიშვი გესმის! - ხელები თმისთვის ჩამეჭიდა. ისევ ხეზე მიმახეთქა, მაგრამ ამჯერად უფრო ძლიერად. ისედაც ნატკენი ზრგი უფრო ამტკივდა და ამეწვა, თითქოს ცეცხლი წაეკიდათ ჩემთვის. გაუჩერებლივ ვფართხაკებდი, მაგრამ უშედეგოდ, მის მარწუხებივით მკლავებთან ვერაფერს გავხდი.
- მოისვენე! - მიღრიალა. სახეში წვა ვიგრძენი. შემეშინდა, თითქოს არჩილი არ იყო საკმარისი, ახლა ეს. ღაწვები ცხელმა სითხემ დამისველა. ტკივილისგან გონებაგაფანტული ვიყავი, ყველაფერი მტკიოდა, მანაც დრო იხელთა და უხეშად დამეტაკა ტუჩემზე. მე ისევ ვფართხალებდი და არაფრის დიდებით ვაჩერებდი თავს. ხელები თავზე შემომხვია და ერთ ადგილას გამაჩერებინა. ისე ძლიერად მიჭერდა, რომ ტკივილისგან ტირილს ვუმატე. უკვე ვქვითინებდი და მუშტებს მთელი ძალით ვუშენდი ძლიერ მკერდზე. უარესსაც იზამდა, ვიღაცას რომ არ აეგლიჯა ჩემგან და მიწაზე არ დაეხეთქებინა. ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, უნებურად ძირს დავეცი. მუხლებზე ხელები მოვიხვიაე და თავი დავადე. მწარედ ავქვითინდი. არ მინდოდა არაფრის დანახვა, მოსმენა, უბრალოდ სამყარისგან გამოთიშვა მსურდა, მაგრამ მაინც ჩამესმოდა მუშტების დარტყმის მტკივნეული ხმა და მხსნელის გინება:
- შე ა***რო! კიდევ შეეხები და მოგკლავ შე ს**ო! - არაადამიანურად ღრიალებდა მხსნელი. შემდეგ ყველაფერი შეწყდა. სიჩუმემ დაისადგურა, რომელსაც მხოლოდ ჩემი ქვითინი არღვევდა. თავი არ ამიწევია,მეშინოდა ისევ გიორგი არ მდგარიყო და დაწყებული "საქმე" არ დაესრულებინა. მხრებზე შეხება ვიგრძენი და შიშისგან შევხტი.
- ქეთა, შემომხედე. - ჩამესმა მელოდიური ხმა. ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც ხმის პატრონი ამოვიცანი, მაგრამ თავი არ ამიწევია, დიდი ალბათობაა, რომ ეს ყველაფერი ჩემი ილუზიის ნაწილია. - ქეთა, ნუ გეშინია, აქ ვარ გესმის? ვერაფერს გავნებს, მორჩა. შემომხედე, ქეთა. - ხმაში მუდარა შეეპარა. ბოლოს გავბედე და თავი ავწიე. უტას სევდიან ღიმილს თვალი მოვკარი თუ არა, შეშინებული და ამავედროულად გახარებული მოვეხვიე.
- უტა. - ისევ ავტირდი. - მადლობა, მადლობა, მადლობა! ძალიან შემეშინდა, უტა. - მთელი ძალით ვეხვეოდი, გეგონება ვინმე მართმევსო.
- ჩუუ, ვიცი ჩემო პატარავ. ახლა აქ ვარ დაწყნარდი. - ერთი ხელი წვრილ წელზე მომხვია და ამეწვა, აშკარად დაკაწრული მქონდა. მეორეთი ხელით კი ჩემს თმას დაუწყო ფერება. მაგიჟებს მისი სურნელი. ხარბად შევისუნთქე ჩემთვის ჟანგბადად ქცეული "უტა" და თავბრუ დამეხვა. რას მიშვება ეს ბიჭი, ჭკუიდან გადავყავარ. ვიგრძენი როგორ მომაშორა წელიდან ხელი, რის გამოც უფრო ავეკარი და მის კისერში თავჩარგულმა სასოწარკვეთილმა ამოვიკნავლე:
- ა-არ წახვიდე, უტა, გთხოვ არ წახვიდე! - უცებ მომხვია ხელები და თავზე მაკოცა.
- ქეთა, ჩემო ქეთა, დაწყნარდი. არსად მივდივარ. - მითხრა. მის მკლავებში იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, რომ უარს არ ვიტყოდი დარჩენილი დღის ასე გატარებას. ზედმეტი კონფორტისგან თვალები მიმელულა და ტანიც მომიდუნდა. როგორც ჩანს, უტამ იგრძნო და წამებში ამიტაცა. უეცრად შევკივლე, მაგრამ ისევ გავიტრუნე მასზე აკრობილი. თავი ძლიერ გულ-მკერდზე მიმედო და მის აჩქარებულ გულისცემას ვუსმენდი. მიუხედავად დაღლილობისა და მოდუნებული სხეულის, ჩემი გულიც ამოვარდნაზე იყო. "ნუთუ ჩემს შეხებაზე იგივე ემართება რაც მე-მის შეხებაზე?" გავიფიქრე. ამას არ ვაღიარებდი, მაგრამ საშინლად მსურდა მისი აჩქარებული გულის მიზეზი მე ვყოფილიყავი. ვიგრძენი როგორ მომერია ძილი და სანამ მორფეოსს ვესტუმრებოდი ბოლოჯერ წარმოვთქვი მისი სახელი:
- უტა... - და შემდეგ ბურუსმა მოიცვა ჩემი არსებობა.

=_=_=_=

მსიამოვნებდა თმაზე ნაზად მოთამაშე თითების შეგრძნება. ჯერ არ ვიყავი ბოლომდე გამოღვიძებული, მაგრამ მშვენივრად ვგრძნობდი თავზე შეხებას. თვალები ზანტად გავახილე და მზერის დასაწმენდად რამდენჯერმე დავახამხამე. ზურგი აღარ მტკიოდა, გარეთაც ბნელოდა. მზერადაწმენდილმა განიერი გულ-მკერდი დავინახე. უცებ ამომიტივტივდა ტყეში მომხდარი ამბავი და შეშინებული წამოვჯექი. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, როგორც ჩანს შიშს ჯერ არ გადაევლო.
- ქეთა, ჩუუ, დაწყნარდი. - ბოხი, ინტონაციურად მდიდარი ხმა მისწვდა ჩემს სმენას. დამშვიდობებულმა უტას გავხედე, რომელის ასევე წამომჯდარიყო საწოლზე და მიღიმოდა. ღმერთო, როგორ უხდება ღიმილი. ისეთი საყვარელი, სიმპათიური და ლანაზიც კია, რომ ლამისაა ვეცე და თითოეული ნაკვეთი დავუკოცნო. თავი ისევ ბალიშში ჩავრგე და უტას წელზე ხელები მოვხვიე. აშკარად არ ელოდა ჩემს ამ მოქმედებას და შეკრთა, თუმცა მალევე მოეგო გონს და იგივე გაიმეორა. თავი მის კისერში ჩავრგე.
- უტა. - ამოვილაბარაკე ძილისგან ოდნავ ხმადაბოხებულმა.
- ჰმმ.. - ვიგრძენი რომ ჩაეღიმა.
- მადლიბა. - გამახსენდა მუშტების დაუნდობლად რტყმევის ხმა და მისი მუქარა, რაზეც სასიამოვნოდ გამაკანკალა. ეს აშკარად იგრძნო და სიცილით უფრო ამიკრა გულზე.
- ეგ არ კმარა. - ამოილაპარაკა. გაკვირვებულმა ავხედე ეშმაკურად მომღომარ უტას.
- აბა? - გულუბრყვილოდ ვკითხე, მან კი ჭინკებათამაშებული თვალები მომაპყრო.
- კიცნა. - დავიბენი, თუმცა რომ წარმოვიდგინე როგორ ვუკოცნიდი თლილ ნაკვეთებს უნებურად განეღიმა. ისევ მის კისერში მოვათავსე თავი და მფეთქავ არტერიაზე სველი კოცნა დავუტოვე. ვიგრძენი ჯერ როგორ გააკანკალა, შემდეგ კი ტაომ დააყარა. მის რეაქციაზე გამეღიმა და თავაუღებლად ვკითხე:
- საკმარისია?
- ჯერ-ჯერობით კი, მაგრამ მომავალში მეტს მოვითხოვ. - სიცილით მითხრა და ჩემს თმაში ჩარგო თავი. მას რა ენაღვლება რასაც უნდა იმას იტყვის, მე კიდევ თურაშაულის ვაშლივით გავწითლდი. მუცელში მუჯლუგუნი ვუთავაზე, რაზეც სიცილი აუტყდა. რა საყვარელი სიცილი აქვს, ოდნავ ბავშვური. მიყვარს? არ ვიცი. ეს შეიძლება სიყვარულია ან მეტი.



№1  offline წევრი ხატული♥

კაია მალე გააგრძელე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent