რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [5]
მათთან მისულს "შპაკლმა" შემფასებლური მზერა მომავლო და თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა "უკვე ნერვებს მიშლის და იმედია ცოდვა არ დამედება" გავიფიქრე და რაღაცის სათქმელად პირი დავაღე, როდესაც საშინლად წვრილმა, წიკვინა ხმამ გამაჩერა: - უტიკოო, ეს ვინ არის? - ჰკითხა კისერზე ჩამოკიდებულმა უტას და "ეს" ხაზგასმით წარმოთქვა. "ერთი წუთით, როგორი ტონით ლაპარაკობს ეს გაპუტული ქათამი?!" გამწარებულმა გავიფიქრე და ყველანაირად ვეცადე, სიმშვიდე შემენარჩუნებინა. - ეს ჩემი დროებითი ცოლია. - ზიზღით შემომხედა "ქმარმა" და რაც ყველაზე მეტად მძულს, ირონიული ტონით მიმართა. აქ ამომასხა და ხმამაღლა ავლაპარაკდი: - ერთი წუთი, ეს აგდებითი, ირონიული ტონი რა არის?! - ვიკითხე გაცოფებულმა, თუმცა ფიზიკურად ნაკლებად გამოვხატე ჩემი შინაგანი მდგომარეობა. - ზიზღნარევი მზერა რით დავიმსახურე?! თუ ჩემი ბრალია უტაზე გათხოვება?! მეც მაქვს პირადი ცხოვრება და სულაც არ მინდოდა მისი ცოლი გავმხდარიყავი! მოდი ჯერ დავფიქრდეთ ვის რას ეუბნებით და როგორ უყურებთ კარგი?! - დავასრულე ტირადა, ჩემი გამოსვლით გაკვირვებული თვალები უყურადღებოდ დავტოვე და სახლიდან გავვარდი. აკოს მანქანა იქვე იდგა და შიგ ჩავსკუპდი. - ჩემიი ლამაზიი! - მომესმა თბილი ხმა და მეც უმალ გამომიკეთდა ხასიათი. ღიმილით მოვეხვიე და კისერში ვაკოცე. ორიოდე წუთი ასე ჩახუტებულები ვიყავით, შემდეგ მომშორდა. - როგორი ქმარია? ზედმეტები ხომ არ მოზდის? ხომ იცი... - გავაწყვეტინე ღიმილით: - ვიცი, თუ ზედმეტები მოუვა ეგრევე შენ გეუბნები და ჭკუას ასწავლი. - სიცილით გადამისვა თავზე ხელი და მხრებზე გადამხვია. სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე წინ ვიყურებოდით. - რამდენ ხანს იქნებით ასე? - დუმილი დაარღვია და ჩემთვის შემოუხედავად მკითხა. - მინიმუმ ერთი წელი. - ამოვიოხრე და თავი მხარზე ჩამოვადე. - ერთი წელი?! თანაც მინიმუმ?! - ხმამაღლა, გაკვირვებულმა ბრაზშერეული ხმით იკითხა და შემომხედა. - არჩილმა ასე თქვა. ჩემზე რომ იყოს არც გავყვებოდი. წესით ახლა შენი ცოლი უნდა ვიყო და არა იმ მუტრუკის, მაგრამ რეალობა მწარეა. - ობოლი ცრემლი მოვიწმინდე და გამტყდარი ხმა დავირეგულირე. - კაი არ იტირო ტოო. ერთად ვიქნებით. დაშორდები თუ არა იმ ნა***ვარს, ეგრევე ხელს ვაწერთ. - დამაიმედა და გამიღიმა. ისევ სიჩუმე. ამჯერად მე დავარღვიე: - ვალი ჰქონდა, 7 მილიარდი თუ მილიონი, არ ვიცი. ან ფული ან მე. მე ამირჩია. იმ არაკაცმა, რა თქმა უნდა, მე ამირჩია. ჩემდა ჭირად გაჰყვა ცოლად დედაჩემი. - ამოვიტირე და გულზე ავეკარი. - მოიცა, ვერ გადაიხადა? არადა კომპანია ისეთი წარმატებულია, შეუძლებელია ვერ გადაეხადა. - ჩაილაპარაკა, უფრო თავისთვის, მაგრამ მეც ნათლად გავიგონე. "ფული? ამას ფული ადარდებს?" ვფიქრობდე. ეჭვნარევი მზერით ავხედე, მაგრამ ხმა არ ამომიღია. არ მინდოდა ჩემი ეჭვები რეალობა ყოფილიყო. არა! არ მინდოდა! რაც მოხდა ესეც მეყოფა! სამი საათი მასთან ერთად პარკში ვსეირნობდი. არ ვიცი, იქნებ მეჩვენებოდა, მაგრამ მასში ცვლილებები შევნიშნე. ადრე თუ თბილად მეხვეოდა და სულ შუბლზე მკოცნიდა, ახლა მხოლოდ ახლოს დგას. ხმას იშვიათად იღებდა, ეგეც უმეტესად არჩილის კომპანიას ეხებოდა. თავს ვარწმუნებდი, კომპანიაზე მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობდა, რომ არჩილის არაკაცობა დაემტკიცებინა. სახლში მისულს სტუმრები ჯერ არ წასულიყვნენ. - ვაა, რძალიც მოვიდაა! - წამოიყვირა, აშკარად მთვრალმა ტატომ და უჩას ხელი დაჰკრა. - სად იყავი? - ცივად მკითხა "ქმარმა". - შენ არ გეხება, ამიტომ ნუ ყოფ ცხვირს. - მკვახედ მივუგე და სამზარეულოსკენ წავედი. მხოლოდ ლუდი თუ გამომიყვანდა, შედარებით, ამ გაურკვევლობისგან. უტაც უკან გამომყვა და სამზარეულოს კარი გაიხურა, როგორც კი მარტონი დავრჩით. - სად იყავი-მეთქი. - გამიმეორე კითხვა ხმამაღლა და ანთებული თვალებით მომაშტერდა. - აკოსთან ერთად ვსეირნობდი პარკში. - ვუთხარი და შუშის ბოთლს თავსახური მოვაძრე. - სეირბობდი, თუ ლოგინი კარგად გაუთბე? - ეჭვნარევი, ირონიული, ამაზრზენი ხმა ჩამესმა და ნათქვამის გააზრებისას მრისხანებისგან გავწითლდი. - შენ მე ვიღაც ბო*ში ხომ არ გეშლები?! - ვკითხე ხმამაღლა. აშკარად შეცბა. - ვგავარ ისეთ გოგოს, გამვლელებს ფეხებს რომ ვუშლიდე?! პარკში ვსეირნობდი-მეთქი! - ბოლო სიტყვები ვუყვრე და ბოთლიანად გავედი მისაღებში. იმ ღამეს ელენე ჩემი თხოვნით ჩემთან დარჩა. ყველაფერი მოვუყევი, გარდა აკოსამებრ განცდილი უცნაური გრძნობისა. გული ცუდს მიგრძნობდა და რატომღაც ეს "ცუდი" ყოველთვის მისრულხებოდა. =_=_=_= ვოტ ტაკ ^_^ აბა კარგი ისტორიაა? ღირს მგონი გაგრძელება. მახლობა მკითხველეებს! <3 ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.