შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 5)


6-05-2015, 00:15
ავტორი schizophrenic
ნანახია 3 622

*** (დემეტრე)
როგორც ველოდი დამიანემ გადაარწმუნა თორნიკე, მეც კი დამსახურებული პაემანი მერგო წილად, ნამდვილად სისულელე იყო ემილის პაემანზე ასე მოტყუება, მაგრამ მისი ჩვეულებრივად დათანხმება ადვილი არ იქნებოდა, უკვე ყველა დეტალი მოფიქრებული მქონდა, ემილისაც შევატყობინე მაგრამ წინასწარ არ გავაფრთხილე, დიდი ხანია გოგოებთან სერიოზული ურთიერთობა აღარ მაქვს, რადგან ერთხელ არ გამართლებულმა სიყვარულმა დიდი იარა დამიტოვა, მაგრამ ემილიში იყო რაღაც ისეთი რაც სხვა გოგოებში არა, თავბრუს მახვევდა, თუმცა ჩემს ნერვებზე მოქმედებდა, მისი ნაგლური დამოკიდებულება ჩემს მიმრთ. თუმცა ვერ ხვდება ჩემი გულისკენ მიმავალი გზა ნერვებზე რომ გადის, მაინც მოვარჯულებ ამ ჯიუტ გოგოს, დარწმუნებული ვარ. ემილის მივწერე ცოტა სპორტული სამოსი ჩაეცვა, მალევე გავუარე და მანქანით წავედით მაღლივის ხიდისკენ, იქ თვალები ავუხვიე, ხიდთან მივედით, ქამრები მჭიდროდ შეუკრეს, შემდეგ სახვევი ავხსენი, რადგან უკვე ჩვენი ერთმანეთზე ‘მიბმის’ დრო იყო და თვალებ ახვეულზე ნამდვილად ნერვოზი დაემართებოდა.
-მოიცა მოიცა, ვერ ვხვდები რა საჭიროა ერთად გადახტომა? ცალ-ცალკე ჯობს ჩემი აზრით.
-ჩემი აზრით კი არა, ხოლო ეს დღე მთლიანად მე მეკუთვნის და თუ შეიძლება ცოტა ხნით მაინც ნუ ჯიუტობ, თავის დროზეც შეგეძლო უარი გეთქვა ჩემთან პაემანზე რადგან დამიანე ისედაც გააკეთებდა ამ ყველაფერს ანაბელისთვის, არ თქვი, ესეიგი შენც გინდა აქ ყოფნა და ჭირვეულობა აღარაა საჭირო გოგონი.
-ოხ როგორ მიშლი ნერვებს, კარგიიიიიიიი, თანახმა ვარ. მხოლოდ იმიტომ, რომ დიდიხანია მინდა ხიდიდან გადახტომა, თორე შენზე დამორჩილებას ნამდვილად არ ვაპირებდი..
-ნუ ეს ამაყი გოგონები.
-დიახაც..
ორივე ერთმანეთს დაგვაკავშირეს, ხიდის მეორე მხარეს გადავედით და მოწყვეტით გადავეშვით ხიდიდან, თოკი სწრაფად გაიშალა და უკვე ყველაზე დაბალ წერტილს ვუახლოვდებოდით, ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი, მაგრამ მალე სმენის პრობლემები შემექმნებოდა ემილის კივილის გამო, რამოდენიმე წუთის მანძილზე ზემოთ ქვემოთ ეშვებოდა ჩვენი თოკი, ბოლოს კი როდესაც სრულიად გაჩერდა გავბედე ემილიზე ჩახუტება, არ ვიცი მას რატომ მოუნდა მაგრამ ჩახუტებითვე მიპასუხა და ყურში ჩამჩურჩულა ‘მაგარი იყო’ მეტი არაფერი, ცოტათი გავბრაზდი მაგრამ არაუშავს, ჯერ ყველაფერი წინ იყო, პაემანი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა, ბაიკზე დავსვი და კიდევ ერთ შენობას მივუახლოვდით, ისევ მომიწია მისთვის თვალების ახვევა, ლიფტში შევედით, ბოლო სართულზე ავედით, იქვე იყო გვირილების უდიდესი თაიგული, რომელიც წინასწარ მოვამზადე ხელში დავიჭირე, ემილისთან ერთად გავაღე 16 სართულის სახურავის კარი, მის წინ დავდექი და თვალებიდან სახვევის მოხსნა ვთხოვე, ყველაფერი მოათვალიერა, კუთხეში დადებული დიდი პანდის სათამაშო ხელში აიყვანა, გვირილების თაიგული გამომართვა და ისე უბრწყინავდა თვაალები თითქოს რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინოს, შემდეგ პლედი მივაწოდე და პუფში ვთხოვე დაჯდომა, მე მის წინ მოვთავსდი, გიტარა ხელში ავიღე და სიმღერა დავიწყე ‘’ ქარი აშრიალებს ჭადრებს, ზღაპრებს მოუყვება ლანდებს, მერე დაუკოცნის ღამეს თვალებს, ჩუმად მოუყვება ღამეს, პირველ სიყვარულის ამბებს სულში მოედება ჭადრებს, მაინც არ მშორდება ფიქრები’’ ემილის სახეზე აშკარად აღელვება დაეტყო.. ისევ მღეროდი, ვუყურებდი თვალებში და ვაკვირდებოდი მისი მიმიკების, ემოციების ცვალებადობას, აშკარად ეტყობოდა, რომ მისთვის ეს განცდები პირველი იყო. ბოლო სიტყვები იყო სიმღერაში, რაც შედარებით დაბალ ტონალობაში წარმოვთქვი “ქარი აშრიალებს ჭადრებს, ზღაპრებს მოუყვება ლანდებს, მერე დაუკოცნის ღამეს თვალებს...” საბოლოოდ დავაკვირდი მის რეაქციას, აშკარად დაბნეული იყო, მაგრამ მაინც გადაწყვიტა საუბარი.
-არ ვიცი, რა ვთქვა..
-სცენარის მიხედვით ახლა გოგო და ბიჭი ერთმანეთს უნდა ჰკოცნიდეს, მაგრამ რას მეტყვი ან გააკეთებ ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია, ისე კოცნაზე უკმაყოფილო არ ვიქნებოდი..
-მართლა ძალიან დიდი მადლობა, ეს ყველაფერი ისეთი მაგარი იყო.. ალბათ მთელი ბავშვობა ასეთ პირველ პაემანზე ვოცნებობდი.. ამიხდა, ამისთვის კი დიდი მადლობა, უბრალოდ ძალიან ცუდია როცა აქ მოვალეობის მიზნით ვარ. კოცნაზე არც იოცნებო..
-ბოლოს რომ არ წაგეკბინა არა ხო?
-ნუ ვერა.. ასეთი ვარ.
-შეგცვლი.
-ვერ შემცვლი.
-შეგცვლი!
-მაგასაც ვნახავთ.
-რა თქმა უნდა, ისე კარგად მღერი.
-მადლობ, ვიცი..
-თვითდაჯერებული იდიოტი გამოგყავს შენი თავი თუ ხარ?
-ასეთი გემრიელი ნერვები მაქვს კბენას, რომ ცდილობ?
-მეეჭვება გემრიელი იყოს, მაგრამ მაინც მეკბენინება...
-ოოოოოხ ეს გოგოები შემიწირავს მე.
-ბევრს არ უნდა ‘ეჩალიჩებოდე’ და არ შეგიწირავენ. -მითხრა გამომცდელად.
-საიდან მოიტანე, რომ ბევრს ვეჩალიჩები ?
-რთული მოსატანია? ყვეელა ოდნავ სიმპატიური ბიჭი ეგეთია.
-კარგია სიმპატიურად რომ მთვლი, მაგრამ აღარასდროს აღარ გაბედო ჩემი ვინმეზე შედარება! გასაგებია?
-არა.
-მალე გაიგებ..
-ეს მუქარაა?
-როგორც გინდა ისე ჩათვალე მემბოხევ.
-ისედაც არ ვაპირებდი შენი სურვილისამებრ მეფიქრა.
ცოტა ხანი ორივე გავჩუმდით, დიდებული პაემანი კამათს, რომ არ ჩაეშალა ისევ მე გადავწყვიტე საუბარი, მზის ჩასვლისას შესანიშნავი იდეა დამებადა, ცეკვა.. რა იყო იმაზე კარგი ფინალი მეთექვსმეტე სართულის სახურავზე მზის ჩასვლისას, რომ მეცეკვა მასთან ერთად, ბოლოს და ბოლოს ბავშვობის შემდეგ პირველად მომეწონა გოგო და ამ ყველაფერს უბრალო კინკლაობას ვერ ჩავაშლევინებდი.. ფეხზე ავდექი, ემილისთან მივედი, ცეკვა შევთავაზე, როგორც აღმოჩნდა მხოლოდ მელოდია იყო პრობლემა, ტელეფონში რამოდენიმე ძალად მშვიდი მელოდია მქონდა, ერთ-ერთი ავარჩიეთ, ხელი წელზე მოვხვიე, ის ხელებით მომეხვია კისერზე, თავები ერთმანეთს მივუახლოვეთ და შეძლებისდაგვარად ავყევით რიტმს, ისე გავიდა კიდევ რამოდენიმე წყნარი ცეკვისთვის შეუფერებელი სიმღერ ვერც კი ვიგრძენით უბრალოდ აშკარად გვეტყობოდა, რომ მელოდია არ იყო მნშვნელოვანი, უბრალოდ ერთმანეთთან სიახლოვე მოგვწონდა. მომწონდა მისი მოძრაობა, მისი მზერა როდესაც შემთხვევით უხერხულად შევეხებოდი, მისი ნაგლობა, მაგრამ აჩქარებული გულის ცემა ჰყიდიდა მას და მის ემოციებს.. ბოლოს მაინც თვითონ გაინთავისუფლა თავი ჩემი მკლავებიდან და წასვლა მოისურვა, სათამაშო პანდა და გვირილების თაიგული მანქანაში ჩააწყო და გვერდი მოთავსდა, თითქოს არაფრის თქმას არ აპირებდა, ალბათ სიამაყის გამო მაგრამ დაამარცხა ეს დიდი წინაღობა და თქვა.
-ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მადლობა..... ჰო მართლა, მოვალეობის მიზნით არ ვარ აქ, მეც მინდოდა.
სამწუხაროდ როდესაც ეს ყველაფერი თქვა უკვე მისული ვიყავი მის სახლთან, მანქანიდან სწრაფად გადავიდა, სათამაშო და გვირილები გადაიტანა, წავიდა და ბინის შესასვლელიდან ხელი დამიქნია, მანამ ვუყურებდი იმ ადგილს სანამ თვალს არ მიეფარა. შემდეგ კი უბრალოდ წავედი, მანქანით სახეტიალოდ, ამ დღემ ყველანაირი ემოციებიდან დამცალა, მაგრამ ჩემში სასიამოვნო ემოციები შემოიტანა, დადებითი მუხტით ამავსო.
***
(ანაბელის დღიური)
გაოცებული ვარ, დემეტრე სიმპატიურობასთან, ერთად რა გიჟი და რომანტიული ყოფილა! ემილის თეთრი და ფერადი შურით მშურს, იმედი მაქვს რომ მისი პირველი პაემანი გაგრძელდება ბედნიერად, ემილი და ტაისია ისე მყავს შესისხლხორცებული, რომ მათი ბედნიერება ჩემს მილიონ ტკივილს გადაფარავს..
ახლა კი ჩემო დღიურო, უკვე მესამე დღეა დამიანე არ გამოჩენილა, არ ვიცი რატომ მაგრამ მენატრება.. ალბათ აღარ ვაინტერესებ და ეს არცაა გასაკვირი მაგრამ მაინც შიგნიდან მტკივა გული, არ მიყვარს მაგრამ იმდენად მომწონს, რომ მისი არ ყოფნა ჩემთვის ტკივილამდე შესამჩნევია, იმედი მაქვს კარგად არის, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს, თუ მას არ უნდა არც გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში და ამას ვერ დავაძალებ.. ვერავის დავაძალებ ჩემთან ყოფნას, შეიძლება მას საერთოდაც არ მოვწონვარ და უბრალოდ სამართლიანობამ გადააწყვეტინა ჩემი იმ სგან დაცვა, სულელი ვარ, ტყუილი ილუზიები არ უნდა შემექმნა ჩემი თავისთვის, არაუშავს მალევე შევძლებ ამ ყველაფრის დავიწყებას, დარწმუნებული ვარ, თუ არადა როგორმე გადავიტან, ან დაბრუნდება. იმედი მაქვს დაბრუნდება, რადგან მთელი გულით მინდა ეს, ვიცი რომ ისეთს როგორიც დამიანეა ვეღარასდროს ვიპოვი, მაგრამ ისიც ვიცი რომ მას ჩემნაირის პოვნა არ გაუჭირდება, არც მისი გულის მონადირება, განსაკუთრებულია და ნებისმიერი გოგო თანახმა იქნება ასეთი ბიჭის სიყვარულზე, მენატრება....... ძალიან....

-----
აბა ველი შეფასებას, წინა თავზე რაღაც არ აქტიურობდით და რაშია საქმე? არ მოგწონთ?



№2  offline წევრი kateee

რას ქვია არ მოგვწონს? >___< უძალიაანმაგრეესსიიიაა დააა მალეე გააგრძელეე!ვეღარ ვიითმეენ *__* <3 :დდ love :დდ

 


№3  offline წევრი masu

აუუ აი ძაან მააგრია <3 მალე დადე ხოლმე რა და დიდები <3

 


№4  offline წევრი Winchester

მაგარიაა ❤ მაგარი ხაარ ❤

კარგიაა ❤ მაგარი ხარ ❤
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent