შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 4)


5-05-2015, 16:55
ავტორი schizophrenic
ნანახია 3 375

გუშინდელი დღე, ანაბელთან და მის მეგობრებთან გატარებული პირველი დღე იყო, მთელი ღამე ამ ყველაფერზე ფიქრში გავატარე, მომწონდა ანაბელი მაგრამ არ შეიძლებოდა ჩემი მასთან ურთიერთობა, იდეალურობაზე პრობლემა არ მქონდა, მაგრამ ამ გოგოს გვერდით სწორედ იდეალური სჭირდებოდა, ზოგადად ჩემნაირი ცხოვრების ბიჭი არავის სიყვარულის ღირსი არაა, უბრალოდ გულის ტკივილია და მეტი არაფერი, დღიური რომანების მეტი არ დამიმსახურებია, გოგოს გულის ტკენის მეტს ვერაფერს მოვუტან ცხოვრებაში, მუდმივად განყოფილებაში ყურყუტი და მოჩხუბარი მეორე ნახევარი არავის სჭირდება, უბრალოდ მეც კი შემეცოდება ისეთი ადამიანი ვინც მე შემიყვარებს, რადგან უკვე ვიცი რისი გადატანა მოუწევს ისეთი ადამიანის გვერდით როგორიც მე ვარ, დომინანტობა კარგია. მაგრამ არა სიყვარულში, მეშინია რომ საყვარელ ადამიანთანაც ვერ დავივიწყებ ჩემს მბრძანებლურ ხასიათს, ამიტომაც სერიოზულ ურთიეთობებს ყოველთვის გავურბივარ, მე შეიძლება შემიყვარდეს, ჩემთვის ვიტანჯო ამით, მაგრამ ვერასდროს გავიმეტებ იმ ადამიანს ჩემი სიყვარულისთვის, ეს უბრალოდ არ იქნება სამართლიანი. ანაბელი მომწონს, განსხვავებული და საყვარელი გოგოა, მაგრამ მასზე ოცნებაც კი არ ღირს, შეიძლება მასაც შევუყვარდე, მაგრამ მე ხომ ვიცი რისი გადატანაც მოუწევს ჩემს გვერდით, ჯობს მასზე ფიქრსაც მოვეშვა. ერეკლეც იგივე აზრზეა სასიყვარულო ურთიერთობებზე, ხოლო დემეტრეს მსგავსი ბიჭები ჩვენსავით არ ყრის ფარხმალს, თუ საჭირო გახდა დამთმობიც იქნება, ერთხელ უყვარდა და ვიცი როგორიცაა დემეტრე შეყვარებული, სამწუხაროდ არ გაუმართლა, ის გოგო სწორედ ისეთი აღმოჩნდა როგორიც დღევანდელი ქარაფშუუტა გოგოების უმრავლესობა, მას შემდეგ გოგოზე სერიოზულად არ უფიქრია, მაგრამ იმედია გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვისაც ბოლომდე გაუგებს და შეიყვარებს, დემეტრემ ეს დაიმსახურა. მე კი, ანაბელს თუ რამე ისეთს შევნიშნავ აუცილებლად გავქრები მისი ცხოვრებიდან, სამუდამოდ. ჩემთვის რთული იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ანაბელი ჩემნაირ ადამიანთან არ დატანჯოს მისი მომავალი ცხოვრება.
***
(ანაბელის დღიური)
დღეს კიდევ მივიღე შეტყობინება თორნიკესგან, არ ველოდი, უკვე ძალიან მეშინია მისი, არც ის ვიცი ასეთ საზიზღრობებს რატომ ფიქრობს ჩემზე და არც ის ვიცი ვუთხრა თუ არა ამ ყველაფრის შესახებ დამიანეს, ბოლოს და ბოლოს მან უბრალოდ გადამარჩინა და არანაირი ვალდებულება არ აქვს ჩემთან. რომ კიდევ ვთხოვო დახმარება, როგორმე ჩემით უნდა მივხედო ჩემს თავს, მაგრამ არ ვიცი როგორ, იმედია ემილი და ტაისია მომაფიქრებინებს რამეს..
*** (დამიანე)
დღეს ემილიმ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, დემეტრესთან ერთად ვიყავი, ის ვერანაირად ვერ დავითანხმე,რომ მარტო შევხვედროდი ემილის. ამიტომ ერთად წავედით მის სანახავად.
-აბა ემი,რა ხდება? (დამიანე)
-ესეიგი ანაბელმა, რომ გაიგოს მომკლავს, მაინც უნდა გითხრა, დღეს კიდე მიწერა თოკამ ანაბელს. მოკლედ მუქარა, გინება არ დაიშურა, მოკლედ ძალიან შეშინებულია, მაგრამ შენი რცხვენია, არ უნდა შეგაწუხოს, თვლის რომ მისთვის ძალიან ბევრი გააკეთე და ასეც არის, მაგრამ არ შემიძლია უბრალოდ ვუყურო როგორ უნგრევენ ჩემს დაქალს ცხოვრებას. (ემილი)
-დღეს საბოლოოდ მოვაგვარებ ამ ყველაფერს!- და ახლო მდებარე კედელს მუჭი დაარტყა. (დამიანე)
-ოღონდ ერთი პირობით.. (დემეტრე)
-რა პირობით? (ემილი)
-ჩემთან ერთად მოდიხარ პაემანზე. (დემეტრე)
-ჰმ.. კარგი რაა დემეტრე, რა არასერიოზულობაა?! (ემილი)
-საერთოდ არაა არასერიოზული ემი.. პაემანის დეტალებს შეგატყობინებ. (დემეტრე)
-კარგი... (ემილი)
არვიცი ჩემს ძმაკაცს რა მოსდის, მაგრამ ასე იმპულსურად ჯერ არასდროს მოქცეულა. აშკარად რაღაც ისეთი დაინახა ემილიში, ასე სხვა გოგოებთან არასდროს მოქცეულა, ეს არც დღიურ გართობას გავდა, თორე ფლირტს ჩემთან ერთად არ გააბამდა.. მაგრამ რა დროს დემეტრე და ემილი იყო, ახლა იმ ახვარი თორნიკეს თავიდან მოსაშორებელი გეგმა მქონდა შესასრულებელი. საღამო ხანს უკვე ვიპოვე თორნიკე, როგორც ველოდი ძმაკაცებთან ერთად იყო, მისი მარტო გატყუება არც ისე რთული აღმოჩნდა, როგორც კი მიცნო ბლატნოობა დაიწყო, არ შემეძლო სიცილის შეკავება როდესაც ჩემს წინ ვიღაც აბლატავებულ ლაწირაკს ვხედავდი, გაკვირვებისგან სახე დაუსერიოზულდა, ვხედავდი რომ არ ელოდა ჩემგან კიდევ ერთ მუშტს მისგან შეუმჩნევლად კიდევ ერთხელ გავიკეთე კასტეტი და სახეში მოვარტყი, მისთვის იმდენად ძლიერი იყო ეს დარტყმა რომ გონება დაკარგა, გონება დაკარგულ სხეულს ხელი მოვკიდე, ბეჭზე შემოვიგდე, მანქანაში ჩავტენე და ჩემს სოფელში წავიყვანე, სკამზე დავაბი, ცივი წყალი შევასხი, ნელ-ნელა გონს მოდიოდა. მის წინ ვიდექი და უკვე მისი საცოდაობით სიცილსაც კი ვერ ვიკავებდი.. ბოლოს როგორც იქნა სახე დავასერიოზულე და დაველოდე სანამ თავისთვის საუბარს მორჩებოდა.
-აბა ბიჭი გისმენ, რა გინდა ანაბელისგან?
-რას ქვია რა მინდა? ორი წელია ერთად ვართ.
-მერე რა პრობლემები გაქვს? ხართ არა, იყავით. არ უყვარხარ და რთული შესაგნებია შენთვის ეს?
-კი, რთულია. მე მიყვარს და დალშე .
-რას ქვია გკიდია ბიჭო? მე არ და ვინ ჩემი ფეხები ხარ შენ ამდენს, რომ ბედავ?
-მაინც ჩემი იქნება ის გოგო. გასაგებია?!
-არაფერიც არ არის გასაგები, რადგან ნელ-ნელა სათითაოდ ყველა კიდურს მოგაჭრი და იცი რითი დავიწყებ?
-არა, მაგრამ ვხვდები რასაც გულისხმობ.
-მიხვედრილი ბიჭი ხარ. აბა მაინტერესებს რას აპირებ? შეეშვები ანაბელს თუ?
-არ შევეშვები.
-კარგი, მაშ ძალით მომიწევს შენი დამორჩილება, ვერასდროს ვერ იცხოვრებ კაცურად და არც იქნები ღირსი.
-ანაბელი?
-ანაბელი იპოვის ნამდვილ სიყვარულს და იცხოვრებს ბედნიერად. შენ რომ ნამდვილად გიყვარდეს ის ახლავე შეეშვებოდი და აცდიდი ბედნიერებას, ხოლო როცა აჩემებული გყავს ის, თითქოს რაღაც ძვირადღირებული ნივთი გეტყობა ნამდვილად არ გიყვარს ის. უბრალოდ მუღამი გაქვს მისი 'დაპყრობის', იმისთვის რომ ცხოვრება გაუმწარო მაგრამ მე ამის უფლებას არ მოგცემ. ხოლო შენ ერთ რამეს გირჩევ, რამოდენიმე დღე იფიქრე და როდესაც კიდევ ერთხელ გკითხავ, შეეშვები თუ არა ანაბელს?! შენი პასუხით ვიმსჯელებ და გადავწყვეტ როგორ მოვიქცე მომავალში.
-არ მჭირდება არანაირი ერთი კვირა. მე ვამბობ, რომ ანაბელი ჩემი გახდება და მორჩა! ხოლო თუ მართა რამის თავი გაქვს პირისპირ მეჩხუბე, ყველანაირი კასტეტის გარეშე.
-შენი აზრით რამე პრობლემაა ჩემთვის კასტეტის ქონა/ არ ქონა? რა პრობლემაა..
მივედი ხელები გავუხსენი, , მაისური გავიხადე, კუთხეში ვისროლე და დაველოდე მის მოქმედებას, ჩემკენ წამოვიდა მარჯვენა ხელის სახეში მორტყმა სცადა მაგრამ ხელითვე დავუკავე, შემდეგ ფეხით სცადა გაბრძოლება, ფეხზე მოვეჭიდე და საპირისპირო მხარეს გადავაგდე, ისევ ე ვლიდერობდი, შემეძლო თავისუფლად მომეკლა, მაგრამ ვაცადე მისი თავით ცოტა მაინც დაკმაყოფილებულიყო. ფეხზე წამოდგა, ისევ იგივე მანევრებით ეცადა ჩემთვის ტკივილის მოყენება, ცალყბად გამეღიმა, შევტრიალდი, სწრაფად მოვბრუნდი და მარჯვენა ფეხი უკუღმა დავარტყი სახეში, ინერციით დაეცა ზურგზე, უკვე ემოციები ვეღარ გავაკონტროლე და სახეში მთელი ძალით ვურტყი, მისი საფეთქელიდან სისხლმა გამოჟონვა დაიწყო, თვალები მთლიანად ჩაუწითლდა, მკვდარივით ეგდო იატაკზე მაგრამ მაინც აღარ შემეძლო გაჩერება, ისოც კიდევ ცდილობდა გაბრძოლებას, ფეხზე დავდექი, შეეცადა ამდგარიყო, ხელებს და მუხლებს დაეყრდნო მუცელში ფეხი ამოვარტყი და გადაბრუნდა, უკვე მის თავს ვეღარც ის აკონტროლებდა, მოკუნტული ეგდო,ხელებს და ფეხებს უმისამართოდ იქნევდა იქეთ აქეთ.. ბოლოს მაინც წამოდგა, ჩემი ხელში მომწყვდევა სცადა მაგრამ მთელი ძალით ავწიე და იატაკზე დავაგდე, უკვე ვეღარც სხეულს გრძნობდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი, ვეღარც ინძრეოდა, გაითიშა, ისევ ცივი წყალი დავასხი და საწოლზე დავაბი, გონს ვეღარ მოდიოდა, მაგრამ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, მისი ორგანიზმი დაისვენებს და გონს მალევე მოვა. მის მოფხიზლებამდე ყველაფერი მოვაწესრიგე, სადღაც ერთ საათში თორნიკეც გონს მოვიდა, მის წინ დავდექი და გულის ამრევ ლეშს ვუყურებდი, ცოტა ხნის მანძილზე ვუყურებდი ლამის მკვდარ სხეულს, ბოლოს კი უბრალოდ კითხვა დავუსვი.
-აბა რას აპირებ? შეეშვები თუ არა ანაბელს?
-ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, შემეშვი თუ ღმერთი გწამს, აღარასდროს აღარ გამოვჩნდები არცერთის ცხოვრებაში..



№1  offline წევრი Khaleesi

ოო შენ რა სასტიკუნა ხარ
კაია გააგრძელე

 


№2  offline წევრი schizophrenic

Khaleesi
ოო შენ რა სასტიკუნა ხარ
კაია გააგრძელე

ვცდილობ wink love

 


№3  offline წევრი masu

Auuu ai dzaan magaria <3 male dade xolme ra <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent