შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 6)


6-05-2015, 20:38
ავტორი schizophrenic
ნანახია 2 994

***
(დამიანე)
უკვე მესამე დღეა რაც ანაბელს არ შევხმიანებივარ, ჩემთვის ეს საუკუნის ტოლფასია, არ მჯერა ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ ერთი ნახვით გაგიჟების ნამდვილად მჯერა. მასში იყო რაღაც ისეთი რამაც გამაგიჟა, მაგრამ არის ერთი მთავარი წინაღობა, ჩემი პიროვნება, რომელსაც არ შეუძლია შეაყვაროს თავი ისეთ ადამიანს რომელიც ბედნიერებას იმსახურებს, მაგრამ ასევე მეორე პირობა დავდე ჩემს თავთან, რომ ანაბელს ცხოვრებას ვასწავლიდი, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ეს კი ჩემი მისი ცხოვრებიდან გაქრობით ვერანაირად ვერ მოხერხდება, დროა ტვინი გავანძრიო და ისევ დავბრუნდე მის ცხოვრებაში. ბევრი ფიქრის შემდეგ ტელეფონი ავიღე, ძველი შეტყობინებები გადავქექე, ანაბელის ესემესი ვიპოვე, დავრეკე, ახლა ყველაზე მეტად ზუმერის ხმა მიშლიდა ნერვებს, ლოდინში დაცლილი ნერვული სისტემა, როგორც იქნა უპასუხა ზარს, მის ხმაში აშკარად შეიმჩნეოდა წყენა და სიამაყე ერთად, შეხვედრაზე ძალიან ბევრი წვალება დამჭირდა, ჭირვეული ბავშვივით მოიქცა მაგრამ საბოლოოდ მაინც დავითანხმე. მალევე მივაკითხე, მანქანაში ჩავსვი და წავედით, ჯერ კიდევ გაბუსხული იჯდა მანქანაში და ფიქრებით სადღაც უსასრულობაში დახეტიალობდა. ბოლოს მაინც ინტერესმა გაიმარჯვა და მკითხა.
-სად მივდივართ?
-სიურპრიზია.
-სიმართლე გითხრა სიურპრიზები არ მიყვარს და ნუ გგონია კისერზე ჩამოგეკიდები რაღაც ბანალურობის გამო.
-ბანალური გგონივარ?
-ჯერჯერობით არა.
-ნაწყენი ხარ?
-...
-კარგი ვიცი დამნაშავე ვარ, რომ არ ვჩანდი ბოლო სამი დღის მანძილზე..
-....
-გეყოს ანაბელ! ამოიღე ხმა.. გამლანძღე რაც გიდნა გააკეთე, ოღონდ რამე მითხარი, გთხოვ.
-არ მინდა შენი გალანძღვა, არა.
-რატომ?
-იმიტომ..
-ჯანდაბა!- ხელი საჭეს დავარტყი, მანქანამ მიმართულება დაკარგა , მაგრამ მალევე შევძელი მისი დამორჩილება. გული ძალიან ცუდს მიგრძნობდა, არა ჩემთვის კარგს, მაგრამ ანაბელის ცხოვრებისთვის ცუდს. როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილას, ეს იყო თბილისთან ყველაზე ახლოს თუმცა გზის რთულად აღსაქვამი ადგილი, ულამაზესი ტყე, ერთ ძალიან დიდ ხეზე პატარა ქოხი იყო, ყოველგვარი ფუფუნების საგნების გარეშე, სპეციალური კიბით ავედით სახლში, მე იქვე დავჯექი და დაველოდე როდის მორჩებოდა ანაბელი ჩემი მყუდრო სახლის დაკვირვებას.
-ძალიან მაგარია, ძალიან.. ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე ვიცხოვრებდი აქ.
-იცხოვრე რამდენი ხნითაც გინდა.
-შენ აქ ცხოვრობ?
-არა.
-რატოოომ?
-შენი აზრით ჩემნაირი ბიჭი, ასეთ სიტუაციაში შეძლებს აქ ცხოვრებას? უბრალოდ ვერ მოვახერხებ, მაგრამ მაქვს განსაკუთრებული დრო, როდესაც მოვდივარ აქ და ვქრები ყველას ცხოვრებიდან.
-ეს სამი დღე აქ იყავი?
-ჰოო.
-ნუ აქ, რომ ვყოფილიყავი არც მე გამახსენდებოდა არავინ, მითუმეტეს რამოდენიმე დღის გაცნობილი ვიღაც გოგო.
-ცოტა უხეშად მოიხსენიებ შენ თავს.
-არც ისე.
-მისმინე, ის კიდევ შეგეხმიანა?
-კი ერთხელ, დაახლოებით ოთხი დღის წინ.
-ეგ ყველაფერი ვიცი, მაგის შემდეგ.
-საიდან იცი?
-ვიცი და მორჩა..
-არა, მაგის შემდეგ არ დამკავშირვებია.
-კარგია, ვეღარც დაგიკავშირდება.
-რატომ ასე დარწმუნებით?
-იმიტომ.
-უკვე ვბრაზდები!!!
-რატომ?
-რაც მაინტერესებს ყველაფერზე ზედაპირული პასუხით მისტუმრებ.
-კარგი გისმენ, რა გაინტერესებს! მხოლოდ სამი კითხვა.
-პირველი: რატომ მეუბნები რომ ვეღარასდროს ვეღარ შემეხმიანება?
-იყო და არა იყო რა.. ოთხი დღის წინ გავიგე, რომ კიდევ გაწუხებდა, ავდექი ვცემე, გათიშვამდე, მერე მოვათრიე ჩემს სოფლის სახლში, დავაბი, გასაუბრება დავუპირე, მაინც მეჭიმებოდა და ეგონა მხოლოდ კასტეტით ‘ვერეოდი’ ამიტომ მის გარეშე ჩხუბი მოითხოვა, დავთანხმდი, ბოლოს კი ‘’ ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, შემეშვი თუ ღმერთი გწამს, აღარასდროს აღარ გამოვჩნდები არცერთის ცხოვრებაში’’ო
-მოიცა მართლა ასე თქვა?
-ჰო, რა იყო?! გული დაგწყდა?
-არა, რა სისულელა. და აქ რატომ მომიყვანე?
-რათა დავახლოვდეთ და დანაშაული გამოვისყიდო, ცხოვრება უნდა გასწავლო.
-რაა? რას ნიშნავს ცხოვრება უნდა მასწავლო?
-კითხვების რაოდენობა ამოიწურა.
-ოოოხ, რა სულელი ვარ, ჩემით უნდა მივმხვდარიყავი იმასაც, რომ კითხვად ჩამითვლიდი.
-ვერ მიხვდი, ამიტომ ასე დავტოვოთ. აქ დამელოდე, რაღაც მინდა მოვიტანო, მგლების ხმა თუ გაიგე იარაღი მანდაა.- ვუთხარი სიცილით.
-არ მეშინია მისტერ.
-უშიშარი გოგო ვარო?
-დიახაც.
ქოხიდან ჩამოვედი, ჩემს სამალავიდან თეთრი ყუთი გამოვიღე და ისევ ქოხში ავედი, ყუთი ანაბელს გავუწოდე, შიგნით ჩაიხედა და თეთრი პატარა უსუსური არსება ამოიყვანა, გულზე მიიკრა და ეფერებოდა.
-ვაიმეე, რა მაგარია, თეთრი ლაბრადორი.
-აბა რას დაარქმევ.
-დადა’ს.
-რატომ დადა?
-რაც უცებ გამახსენდა ეგაა, მგლებში ჩემი საყვარელი პერსონაჟია.
-ნუ უხდება პატარა ლეკვს ეგ სახელი..
-ჩემია?
-ჰო, შენია.
-ახლა კი მართლა გამოისყიდე დანაშაული.
-შემდეგში ასე იოლად ვერ გამოხვალ.
-ოჰო, მუქარაა?
-დიახაც.
-კარგი გავითვალისწინებ. შემდეგი აღარ იქნება მისს, მაგრამ მგონი დროა ქალაქში წავიდეთ, არა მე დარჩენაზეც არ მაქვს პრობლემა, თუ გინდა დღეს დავრჩეთ.
-არ ვიცი ასე რატო გენდობი, მაგრამ ძალიან მინდა დღეს აქ დარჩენა.
-კარგი.. დავრჩეთ.
ჩემი ხის სახლის მეორე სართული მთლიანად საწოლი იყო, კუთხეები კი მინით იყო დაფარული. ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი, ღამის პირველ საათზე კი უკვე ჩაეძინა ანაბელს, მე ქვემოთ ჩამოვედი და დივანზე მოვთავსდი, მთელი ღამის მანძილზე არ დამეძინა, დაახლოებით ორ საათში კი ანაბელი დავინახე კიბეებზე.. ცდილობდა ფრთხილად ჩამოსულიყო, ამაზე სიცილი ვერ შევიკავე, მანაც მიხვდა რომ მეღვიძა და სწრაფად ჩამოირბინა კიბეები.
-რაღაც ხმები გავიგე.. შემეშინდა მარტო და ჩამოვედი.
-შენ კიდე იმ არ არსებული მგლების გეშინია?
-არაა, მართლა გავიგე რაღაც ხმები.
-გინდა ამოვალ ზემოთ და ისე დაიძინე.
-მრცხვენია..
-აბა წავიდეთ ქალაქში?
-არაა რაა, ამოდი ისევ შენ. ოღონდ არ მომიახლოვდე.
-არც ვაპირებდი.
ორივე ზემოთ ავედით, ჩემს წინ იწვა ქალი რომელსაც აქამდე ოცნებებში ვხატავდი, მაგრამ ჩემი არ ერქვა, სამწუხარო რეალოობაა ის, რომ არ შემიძლია მასზე ჩახუტება, არ შემიძლია შევიყვარო და შევაყვარო თავი მას. ოთახის საპირისპირო მხარეს არის მიკედლებული, პატარა დაუცველი არსებასავით, მე მეორე კუთხეში ვწევარ დემონი, რომელმაც შეიძლება რაღაც ავნოს, მაგრამ მას არ ეშინია ჩემი, პირველი გოგოა ვისაც ჩემი არ ეშინია. ამ ფიქრებში მეც ჩამეძინა, უცნაური ჩვევა მქონდა, დილით ძალიან ადრე მეღვიძებოდა, როდესაც ჩემს მკლავზე ჩაჭიდებული არსება დავინახე თავიდან გამიკვირდა, შემდეგ ბურუსიდან გამოვერკვიე, თავის დაღწევაზეც ვიფიქრე მაგრამ მისი გაღვიძების გარეშე შანსი არ იყო, ამიტომაც თავის მომძინარება მომიწია, ამ წამს ყველაზე ბედნიერი ვიყავი, რადგან იმ ქალს ეძინა ჩემს გულზე რომელზეც აქამდე ოცნებაც კი აკრძალული მქონდა, ვკტბებოდი მისი სურნელით და მინიმალისტური მოძრაობებით, მისი მშვიდი სახით და გაბურძგნული თმებით, რამოდენიმე საათი მომიხდა გაშეშებულ მდგომარეობაში წოლა, ყოველგვარი არაკომფორტულობის მიუხედავად ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო საათი იყო, შემდეგ ანაბელმა ‘‘გაღვიძება’’ დაიწყო, ოთახის სხვა კუთხეში გადაინაცვლა, მეც საწოლი ოთახიდან ჩამოვიპარე და მისაღებში დაველოდე, მალევე ჩამოვიდა ქვედა ოთახში, ცოტა ვისაუბრეთ, თავის ლეკვს მოეფერა და ქალაქშიც წამოვედით, მთელი გზა სამყაროდან ვიყავი გათიშული, რადგან სამოსზე კიდევ მქონდა მისი სურნელი, ის მთელი გზა ლეკვთან თამაშით იყო გართული, ალბათ არც ახსოვდა ის ჩახუტება რომელიც ჩემთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ქალაქში მალევე ჩამოვედით, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვცდილობდი მგზავრობის გაჭიანურებას, ანაბელი სახლთან მივიყვანე, გადასვლამდე ‘მადლობა’ მითხრა, ლოყაზე მაკოცა, ლეკვთან ერთად გადავიდა, ხელი დამიქნია და წავიდა..

---
აბა ველი'თ შეფასებას..



№1  offline წევრი xmtsjklm))

Mglebshi me luka miyvarda :-D <3 ra shuashi magram mainc :-*

 


№2  offline წევრი schizophrenic

xmtsjklm))
Mglebshi me luka miyvarda :-D <3 ra shuashi magram mainc :-*

ლუკა ვის არ უყვარდა :D მაგრამ მგელო'ს შემდეგ, დადა'ზე ვგიჟდები :3

 


№3  offline წევრი masu

Auui dzaan magaria <3

 


№4  offline წევრი nino(g)

momwons kargia ...yochag

 


№5  offline წევრი Winchester

ძაან ძაან მაგარი ხაარ ❤❤❤
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent