შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეგოისტი ..22..


7-05-2015, 00:56
ავტორი terooo
ნანახია 3 293

სინათლე ჩაქრა თუ არა, ყველა მაგიდასთან უმშვენიერესი ამაზონები გაჩდნენ, გასაოცარი ჩაცმულობით, ყველას სათვალის მაგვარი ნიღაბი ეკეთა, დიტომ მხოლოდ ვარცხნიობით შეიცნო მისი შეუდარებელი ცოლი და ხარბი მზერა ესროლა მის უმშვენიერეს სხეულს, ბაც განათებაზე, უმშვენიერესი მუსიკის თანხლებით, ულამაზესი ,,ფლეშმობი“ გამოვიდა.
ლუკას სახე უნდა გენახათ, გული გამალებით უცემდა ლიზის ყოველი მოძრაობის შესრულებისას, ყველაზე მეტად უხაროდა და ეგოისტურად ზეიმობდა გულში იმას რომ ეს გოგო მისი იყო, რომელიც მალე მისი ცოლის სტატუსით ივლიდა.
მხოლოდ რამდენიმე გოგონა იცვნეს, ვარცხნილობიდან გამომდინარე. ყველას მაცდური და იდუმალი ღიმილი აეკრათ სახეზე. ყველა შოკში იყო, უმშვენიერესი ასულების მიერ უმშვენიერესი ცეკვა შესრულდა.
მუსიკა დამთავრდა და მშვენიერი ამაზონების ნარნარიც დასრულდა. ყველა ოვაციებით შეხვდნენ, მხურვალე აპლოდისმენტებით დასრულდა მათი შეუდარებელი ცეკვა. ეს ცეკვა არ იყო, ეს ზეე შესრულება და პატარა ხუთ წუთიანი მინი სპეკტაკლი იყო. ერთ სანახაობად ღირდა ბიჭების გაოცებული და ამაყი სახეები, გაკვირვებულები და ბედნიერები, ეგოისტური და სიყვარულით სავსე თვალებით, მერე იყო დიდი შეძახილები....
–თეოოოო??????
–დიტოო..!!!
–თეო? შეენ? როგორ გამახარე ჩემო ლამაზო.
–ცქნაფა, გილოცავ და მინდა ბედნიერი იყო შენს ლამაზ ფერიასთან ერთად.
–გადარეულო ისევ ეს სახელი? უკვე ცოლიანი ბიჭი ვარ, უმშვენიერესი ცოლი მყავს–უთხრა დიტომ და ხელი ნინისკენ გაიშვირა, რომელსაც გამოეცვალა და და მისი კუთნილი ადგილი დაეკავებინა.
–მერე რა? სჰენ მაინც ჩემი ცქნაფუშა იქნები–უთხრა თეომ და მაგრად ჩაეხუტა მონატრებულს.
მერე იყო ბევრი სიცილი, კისკისი, ცეკვა, დიტოს მონატრებული სახეები და საყვარელი ადამიანები.
ქორწილში შესანიშნავად მიდიოდა ყველაფერი. თეო. ჩვენი თეო, დიტოს ბიძაშვილი და ეკას დაა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, სწავლოს ცეკვავს, მუშაობს და ისევ ცეკვავს. მისი ჩამოსვლა ვერ ხერხდებოდა ბოლოს გადაწყდა და ორი დღით ადრე ჩამოვიდაეს ცეკვაც მან დაადგმევინა, დანარჩენები? დანარჩენი ამაზონები? ისენი დიტო ბავშვობის მეგობრები იყვნენ, დაკარგულები და დავიწყებულები, მათი კავშირი კი ნინიმ აღადგინა.
–ნინი შენ ჩემი საოცრება ხარ ჩემი, მხოლოდ ჩემი, შენთან ერთად ყველა ოცნება და ნატვრა მისრულდება, შენ ჩემი ფერია ხარ, კეთილი ფერია, –დიტომ რომ ნინის დახუჭული თვალები და მაცდური ღიმილი დაინახა მაშინვე ველურივით დაეძგერა მის ბაგეებს. მყუდროება მხოლოდ ჩახველების ხმამ დაურრვიათ.
–ბატონო სიძევ, დედოფალი უნდა დამითმოთ, თორე საქორწილო კაბით მოუწევს თვითფრინავში მგზავრობა და დამიჯერე ეს არც ისე კომფორტული იქნება ორივესთვის–ლიზი იყო და ულამაზეს წყვილს უღიმოდა.
–ლიზი რა თქვი? სად მივდივართ?– აშკარად გაოცება გამოეხატა ნინის სახეზე.
–ყოჩაღ ცოლის დავ, პირველივე შანსზე ხელი შემიშალე,–ნინის კითხვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია დიტოს,–მადლობა და ყოჩაღ, მაგრად შემინახე საიდუმლო, ნამდვილი და ხარ.–შემდეგ კი ნინის მიუბრუნდა, მოგზაურობა ეგვიპტეში,–ტხრა დიტომ და პიჯაკის ჯიბიდან ორი ბილეთი ამოიღო, და ნინის გაუწოდა–ნახავ შენს სანატრელ ნეფერტიტს.
ნინიმ კივილი დაიწყო.
–დიტო.... ღმერთო დიტო....რა მაგარია... დიტოოო...–ახლა ნინიმ გადადგა ის ერთი ნაბიჯი და ყელზე ჩამოეკიდა დიტოს და მისი გამოუცდელი ტუჩებით დაეწაფა. დიტოც არ დაიბნა და მაშინვე მოხვია მისი ძლიერი ხელები წელზე.
–უკაცრავად ისევ ხელი უნდა შეგიშალოთ–ღიმილით ჩაახელა ლიზიმ–ბავშვი აქ რომ არ დაიწყოთ სხვა დრო აღარ გექნებათ ხოომ?
–ლიზი ჩაჩუა რატომ გინდა მთელი ცხოვრება ნერვებს მიწამლავდე და რატომ გინდა ჩემი წერა რომ გახდე? რატომ? რატომ? –სიცილით კითხა ნინმ თვალებით კი ანიშნა ,,მაგ სიტყვებისთვის პასუხს გაგებინებო“
–მე მერე მომხედე თორე, სიძის არჩეულ ულამაზეს კაბას ვინ ჩაიცმევს? წამო გამოიცვალე და არ დააგვიანოთ თვითფრინვი თქვენ არ დაგელოდებათ, უთქვენოდაც გაფრინდება.
–მალე დავბრუნდები–უთხრა ნინიმ დიტოს და ლიზისკენ წავისა.
–ნინი–დაუძახა დიტომ, მათ შორის მანძილი წამში დაფარა და ველურივით დაეწაფა მის ბაგეებს, შემდეგ ჩაჩურჩულა–შენს მოსვლამდე რომ მომენატროვო.
–ბავშვებო გეყოთ, ჩემი მაინც მოგერიდოთ–ლიზიმ თვალებზე ხელი აიფარა თითქოსდა თქვენი მცხვენიაო.
–მსოფლიოში უმშვენიერესი მეჯვარე როგორ გრძნობს თავს? დამღლელი და ულამაზესი ქორწილის შემდეგ?– ლიზის უკნიდან მოესმა ძალზედ ნაცნობი და საყვარელი ხმა, ხმა რომელსაც ათიათას ადამიანში გამოარჩევდა. მიბრუნებას აპირებდა ზედ ყელთან რომ იგრძნო ხშირი და სასიამოვნო სუნთქვა.
–ცოტა დაღლილი და ამ ორი არსებით გაცოფებული–ნელა მიბრუნდა ლიზი ლუკასკენ– შენ როგორ ხარ? როგორ გაერთე მას შემდეგ რაც არავის არ აძლევდი ჩემთან ცეკვის საშუალებას და მას შემდეგ რაც ორი წუთის წინ დაგტოვე–სიცილით უთხრა ლიზიმ.
–იმ ორ წუთში საშინლად მომენატრე და თავი მარტო სულად ვიგრძენი–შემდეგ კი მოალერსე წყვილისკენ გააპარა თვალი–ამათ რაღას ერჩი?
–დააგვიანდებათ, ამათ მაგივრად მე ხომ არ წავალ?– აღშფოთებას ვერ მალავდა ლიზი
–შენ ჩემი ვალი რომ გაქვს ხომ არ გავიწყდებააა?–მაცდურად გაუღიმა ლუკამ
–ლუკა ახლა მაგის დროაა?
–მაგის დრო სულ არის–უთხრა ლუკამ და ხელი წელში შეუცურა, მოწყვეტით აკოცა ტუჩის კუთხეში და ვნებიანად გააგრძელა მის ტუჩებზე თარეშობა.
–ნწ, ნწ, ნწ, ცოლის დავ ყოჩაღ –ხელი შეუშალათ დიტოს ხმამ–ახლა შენ გვაგვიანებ.
–დაგეწევათ–თვალების ბრიალით ანიშნა ლუკამ თავიდან მომწყდითო–სულ ხელი როგორ უნდა შემიშალონ–უკმაყოფილოდ ჩაილაპარა ლუკამ რომელიც ზედ აკრული ლიზის სხეული არ მოუშორებია.
–პაწუ უნდა წავიდეეე–ღიმილით უთხრა ლიზიმ
–როგორ მომმართე?–თვალები შუბლიდან კეფაზე გადაუვიდა ლუკას
–ჩემი პატარა ხარ, პატარა ბავშვივით პატარა, ბუტია და სულ სწრაფი, ამიტომ შევამოკლე და პაწუ ხარ, ჩემი პაწაწუნა.–ღიმილით აუხსნა ლიზიმ
–აუ კარგი რა ლიზაზო, დირექტორ კაცს ეგ არ შემშვენდის.
–დირექტორი ხარ შენ შენს სამსახურში, ჩემთან კი ლუკა წერეთელი ხარ, ჩვეულებრივი შეყვარებული და ჩემი პაწაწუნა.
–კარგი პირობა მაქვს–და მაცდურმა ღიმილმა გაუპო ვაჟს ბაგე და როგორც მგელი პატარა კრავს ისე დააცქერდა ლიზის ტუჩებს.
–აღარ გააგრძელო უკვე ვხვდები
–რას ხვდები იზიუშ?
–ლუკა ვერ ვიტან ამ იზიუშას რომ მეძახი–ხმა გაიმკაცრა და მისი მარწუხებივით ხელებისგან თავის დაძვრენა სცადა.
–ნუ ფართხალეებ
–ეეე, ჩვენ ვერონაში არ ვართ, რომეო ცოტა ხნიტ მათხოვე შენი ჯულიეტა.–სიცილი გაიგონა ზურგს უკან ლუკამ.
–დიტო ჯობია გამასწროოო–დაიგუგუნა ლუკამ
–კარგი წავედი და ჭკვიანად იყავი ბოღმა სხვაზე არ ამოანთხიო–ჩაიცინა ლიზიმ და ლუკას მკლავებისგან თავი დაიხსნა.
გასცქეროდა მიმავალ სხეულს და საოცარი გრძნობა ეუფლებოდა რომ ეს მას ეკუთნოდა და მისი ასეთი უარყოფისა მალე მაინც ერთად იქნებოდნენ და ცოლ–ქმრის სტატუსით ივლიდნენ ყველგან.
დილით ლიზი რომ დავინახე ნინის უკან რომ მოდიოდა წამით სამყარომ არსებობა შეწყვიტა, მხოლოდ მე დ ის დავრჩით მხოლოდ მას ვხედავდი, ისეთი ლამაზი იყო გულმა ძგერა შეწყვიტა, დავინახე ბიჭების აბრიალებული და დახამებული თვალები, ხელები დავმუშტე, მაგრამ იმ გრძნობამ რომ მხოლოდ მე მეკუთნოდა შვება მომგვარა და ამაზრზენი ფიქრები თავიდან ამოვიგდე და მიით ტკბობა დავიწყე. ვიცი გრძნობდა ჩემს მწველ მზერას, ამას მისი მომღიმარი სახე მახვედრებდა და მარჯვენა ჩატეხილი ტუჩის კუთხე, მაგრამ ჩემსკენ ერთხელაც კი არ გამოუხედავს, ,,ჩემი გაჩეჩილი“ ახლა უმშვენიერეს ასულად მომევლინა და ზუსტად იმ წამს ვინატრე წამის მარადიულობა და ჩემი გადაწყვეტილება რაც შეიძლებოდა მალე გამხდარიყო ჩემი, საკუთარი თავისიც კი შემშურდა და მიზნად დვისახე რაც მალე მით უკეთესი მისი დასაკუთრება.
ყველანი ხარბად ათვალიერებდნენ მის სხეულს, არანაირი გამომწვევი კაბა, უბრალო სადა მაგრამ ელეგანტური, როგორც თავად ჩემს მომავალ ცოლს შეეფერება. ლამის უჰაერობისგან გავიგუდე როდესაც მისკენ ვიღაც ახ.....ი მიიწევდა და უხეშად თხოვდა ცეკვას, მაშინვე შეხვდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს, ისევ დიდი სიამაყე ვიგრძენი და მაშინვე მისკენ დავიძარი, გზადვე შემეგება და ვალს ნაზად ავაყოლეთ ტანი, რომ ჩამეხუტა ვიგრძენი როგორ უცახცახებდა სხეული, ყურთან ვაკოცე, ტაომ დააყარა, ესიამოვნა და წინანდელი ინციდეტი გადააავიწყდა. იმ ნაბი–––ს კი კიჭა გასასვლელისკენ მიათრევდა და როგორც დაბოლოება მომხვადა მივხვდი რომ აგინებდა. მუსიკა რომ დასრულდა ლიზიმ ყურთან მიჩურჩულა
–მიყვარხარო–და სცენიდან გაუჩინარდა.
მერე იყო ამაზონების უჩვეულო ცეკვა, ამაღლებული და განსაცვიფრებელი. მიხაროდა რომ მეკუთნოდა, თეოს ჩამოსვლამ კი ყველა გაგვახრა და უბედნიერესებად გვაქცია. ამ ბოლო დროს გიოც შეიცვალა, დღეს განსაკუთრებით, ხშირად იღიმის და ბევრჯერ შევნიშნე ეკასკენ გაპარული მზერა და ჩაკრული თვალი.
–ლუკ წამო წავიდეთ ჩვენც–ფიქრებიდან ლიზის ხმამ გამოიყვანა.
–რააა?–ვერ გაეგო რას ეუბნებოდა ლიზი.
–წამო ჩვენც გავაცილოთ წყვილი რო აღარ მობრუნდნენ ცოტა ხანს დაისვენოთ
–კარგი წავიდეთ.–ლუკა ადგა და ლიზის ხელი ჩაკიდა მშობლებს, სტუმრებს და მეგობრებს დაემშვიდობა წყვილი და გასასვლელისკენ წავიდა. ლიზი ეკას რაღაცას უხსნიდა როდესაც ნინის კივილის ხმა გაიგონა და გასასვლელისკენ გაიქცა....


........................................................
ღამე მშვიდობისა, როგორ ხართ? მოგვიანებით გილოცავთ გიორგობას წმინდა გიორგის ძალი და მადლი გფარავდეთ მუდამ. კიდე ბოდიში უნდა მოვიხადო, მაგრამ მაინც მაპატიეთ რა.... და იცით რა მინდა? თქვენი აზრი რომ გამიზიაროთ, მე ესე არ მქონდა გადაწყვეტილი მაგრამ შევეცდები მაქსიმუმ სამ თავში დავამთავრო, თქვენი აზრი მაინტერესებს რას ელოდებით, როგორი გაგრძელება ექნება....



განა ისტორიას არაფერს აკლებს მაგრამ შევამჩნიე რომ სურათებს ვერ ან არ არჩევ გულით...
არც არის სავალდებულო მაგრამ...
ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ ატვირთულ ფოტოზე რომელიმე მთავარი პერსონაჟის სახელს აწერენ და ამით (რაღაცნაირად) შთაბეჭდილება გექმნება მათზე, ზოგ შემთხვევაში სასაცილოც არის რომელიმე (ჩემთვის ცნობილ) მოდელს რომ ამოვიცნობ, მაგრამ ეგ არაფერი, მაინც "მელამაზება" ეს ჟესტი... (ეს ისე ახალი "ტენდენცია" შევნიშნე საიტზე და მივაყოლე ბარემ ამ ტექსტს)
განა სურათის გარეშეც უსაზღვრო სიამოვნებას ვღებულობ ამ ისტორიისგან, მაგრამ მაინც სიამოვნებს თვალს ლამაზი, "რაღაცნაირი" სურათები... (მიაქციე ქურადღება)
ამ თავს რაც შეეხება არ მომეწონე... პატარა იყო...
დავიბენი... ალბათ იმის ბრალია რომ აგვიანებ ხოლმე თავების დადებას და ამ ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიღებულ შტაბეჭდილებებს ვერ ვუკავშირებ ერთმანეთს...
ახალი თავი მალე დადე (რა)
რას ველოდები და რა მინდა?!
ეს არაერთხელ ავღნიშნე...
ბედნიერი დასასრული...
წარმატებები

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

შოკოლადიანი კრუასანი
განა ისტორიას არაფერს აკლებს მაგრამ შევამჩნიე რომ სურათებს ვერ ან არ არჩევ გულით...
არც არის სავალდებულო მაგრამ...
ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ ატვირთულ ფოტოზე რომელიმე მთავარი პერსონაჟის სახელს აწერენ და ამით (რაღაცნაირად) შთაბეჭდილება გექმნება მათზე, ზოგ შემთხვევაში სასაცილოც არის რომელიმე (ჩემთვის ცნობილ) მოდელს რომ ამოვიცნობ, მაგრამ ეგ არაფერი, მაინც "მელამაზება" ეს ჟესტი... (ეს ისე ახალი "ტენდენცია" შევნიშნე საიტზე და მივაყოლე ბარემ ამ ტექსტს)
განა სურათის გარეშეც უსაზღვრო სიამოვნებას ვღებულობ ამ ისტორიისგან, მაგრამ მაინც სიამოვნებს თვალს ლამაზი, "რაღაცნაირი" სურათები... (მიაქციე ქურადღება)
ამ თავს რაც შეეხება არ მომეწონე... პატარა იყო...
დავიბენი... ალბათ იმის ბრალია რომ აგვიანებ ხოლმე თავების დადებას და ამ ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიღებულ შტაბეჭდილებებს ვერ ვუკავშირებ ერთმანეთს...
ახალი თავი მალე დადე (რა)
რას ველოდები და რა მინდა?!
ეს არაერთხელ ავღნიშნე...
ბედნიერი დასასრული...
წარმატებები


ვაიმე ისე გამიხარდა შენი კრიტიკა ძლივს დავიოკე ემოციები... გპირდები... მართლა დავდებ და თან მალე... სურათები სეცდომით აი ეს მართლა ესე ამეტვირთა... ცეკვის სცენა იყო იქ... მადლობა და იმედია იმედებს გაგიმართლებ...

 


№3  offline წევრი Annee

კარგი ისტორიაა, მაგრამ სულ აგვიანებ :((( ვიცი რომ დრო არ გრჩება, მაგრამ ჩვენც ცოდოები ვართ. ერთადერთი რაც არ მომწონს ესაა, თორემ დანარჩენი მართლა კარგია. :*:*
ველი "ჰეფი ენდს". ეყოფათ ამათ რაც გადაიტანეს.

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

Annee
კარგი ისტორიაა, მაგრამ სულ აგვიანებ :((( ვიცი რომ დრო არ გრჩება, მაგრამ ჩვენც ცოდოები ვართ. ერთადერთი რაც არ მომწონს ესაა, თორემ დანარჩენი მართლა კარგია. :*:*
ველი "ჰეფი ენდს". ეყოფათ ამათ რაც გადაიტანეს.

როგორ მახარებ რომ იცოდე, სულ რომ არ გვაგრძელო და თავი არ მქონდეს ამ ისტორიიის გაგრძელების მხოლოდ შენს გამო გავაგრძელებდი... love

 


ააააააააააააააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent