შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 7


7-05-2015, 20:21
ავტორი Qeti.A
ნანახია 5 545

დარწმუნებული იყო, რომ გადაუარა ყველაფერმა. მართლა სჯეროდა საკუთარი თავის და ეგონა მასზე თუ არ იფიქრებდა მისი დანახვისას არაფერს იგრძნობდა. რატომღაც იმედი ჰქონდა, რომ ახლაც მოახერხებდა, თავის განცდებს უკანა პლანზე გადაწევდა და მხიარულად გაიღიმებდა. მაგრამ არ შეეძლო, ვერ აკეთებდა და თვითონაც არ იცოდა თანდათან რატომ უძნელდებოდა ჩვეულ რიტმში ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს ოცდაერთი წელი ასე იყო, მიეჩვია, ყოველდღიურობად ექცა, მაგრამ ახლა სხვანაირად იყო ყველაფერი. სამზარეულოს კარში უკვე რამდენიმე წუთი იდგა და ერთადერთი რასაც გრძნობდა ყურების ტკივილი იყო, საშინლად ეწვოდა ყოველ ბგერაზე, რომელსაც დემეტრე გამოსცემდა მის სასტუმრო ოთახში. მერე ნიკას სიცილის ხმაც მოესმა და მიხვდა, თუ არ გავიდოდა გამოაკითხავდნენ. ნინას გარისკვა აღარ უნდოდა და თავის კუთვნილ სკამზე ისე დაჯდა თავი არც აუწევია.
-ჩვენ სიურპრიზი მოვუწყვეთ ჩვენს ქალბატონებს, დაჩი აშკარად რვა მარტის ამბებს ჰყვებოდა ისევ.
-არც იკითხო რა, დემეტრე, ლიზიკოც სიცილში აჰყვა დაჩის.
-ნინა, არც შენ მეტყვი? გაოცებული მზერა მიაპყრო დევდარიანს, მართლა აბნევდა უკვე, ძალიან არ უნდოდა რაიმე უხეშად ეთქვა, ამიტომ სულ ოდნავ აამოძრავა ტუჩის კუთხეები და თავი უარის ნიშნად გააქნია.
-ჩემს დას მშვიდი საათი დაეწყო, დაჩიმ გოგონას გაუღიმა და წვენი მოსვა. დემეტრემ ვერ გაიგო რა იგულისხმა დაჩიმ, მაგრამ დიდად არც აინტერესებდა. თითქოს უკვე აზარტში შედიოდა, უნდოდა ნინა გამტყდარიყო, რომ ეს ფარსი დაესრულებინა. რატომ ცდილობდა გაღიმებას, როცა არ ეცინებოდა, რატომ იჯდა ახლა მაგიდასთან, როცა აშკარად ძალით ჭამდა საჭმელს. რატომ...
-დაჩიმ დღეში ერთხელ მაინც ხომ უნდა იბავშვოს, მობეზრებულად ჩაილაპარაკა ნინამ, თავს არაფრით არ სწევდა.
-ჩვენს ოჯახში ყველაზე ჩვილი შენ ხარ, დაიკო, და არ ვკამათობთ ამაზე.
-შენი საყვარელი შოკოლადი ჯერ კიდევ ქინდერ სურპრიზია და შემიძლია დავიფიცო გუშინ ტომსა და ჯერის უყურებდი, დაჩის თვალები გაუფართოვდა და ისევ გაეცინა.
-პატარა ბავშვივით სიბნელის მაინც არ ეშინია, ნინას მზერა გაუსწორა დემეტრემ და გოგონამ ჭიანჭველები წამში იგრძნო მთელ სხეულზე. თითქოს კანს ქვეშ დაიწყეს ქაოსური სირბილი და მოდუნების, დამშვიდების საშუალებას არ აძლევდნენ გოგონას.
-სიბნელის არც ნინას ეშინია, დანანებით ჩაილაპარაკა დაჩიმ. დემეტრემ კიდევ იგრძნო ის ძლიერი ბიძგი მკერდის ძვალზე. თითქოს კინოკადრებად აღიქვა ფაქტები. სულ წამით მოჰკრა ნინას მზერას თვალი და იქვე ჩაწყდა რაღაც ძალიან ძლიერად. გოგონას ისედაც უმიზეზოდ დაჭერილი დანა-ჩანგალი ხელიდან გაუცვივდა და საშინელი ხმით დაეცა ჯერ თეფშზე, შემდეგ იატაკზე. ნინა წამში დაიხარა და დაუფიქრებლად წამოიყვირა, როცა კანზე დანის ბასრი ზედაპირი უხეშად გაეხახუნა. ინსტინქტურად გაწია დემეტრემ სკამი და ფეხზე წამოდგა. ნინა უკვე სისხლიან ხელს უყურებდა და უარი თქვა მიეღო ის გრძნობა, რომელიც დემეტრეს ისევ ფრთხილმა შეხებამ გამოიწვია.
-ლიზიკო, სპირტი და ბამბა...
-ახლავე მოგიტან.
ნინამ ჯერ დემეტრეს ახედა, მერე ისევ თავის ხელს. ასე რამდენიმეჯერ გაიმეორა და ბოლოს თვალები მაგრად დახუჭა. ცოტა დამშვიდდა...
-ნუ მეხები, თუ შეიძლება, ყოველგვარი შფოთვის გარეშე ჩაილაპარაკა და წამში მიიქცია დევდარიანის ყურადღება. დემეტრე ადგილზე შეირყა, ხელის გაშვება ვერც მოიფიქრა. თითქოს ნინას თვალებით აგებულ კედელს ეჯახებოდა და მის იქით არ შეეძლო დაენახა, ვერაფრით ამოიცნო გოგონას ფიქრები და განცდები. ვერც იმას მიხვდა ეს ნამდვილი იყო თუ არა, მაგრამ რადგან არ იღიმოდა... ნინამ თვითონ გააშვებინა ხელი და უკან შებრუნდა.
-კარგი რა, ლიზიკო, ნაკაწრია უბრალოდ, დემეტრეს არ დაუნახავს, მაგრამ დარწმუნებული იყო გოგონამ გაიღიმა. მერე კი მეორე სართულზე გაუჩინარდა. დემეტრემ თავის ადგილზე დაჯდომა ძლივს მოიფიქრა, არ შეეძლო მის მეხსიერებას იმ გაფითრებული ნინათი არსებობა. უბრალოდ ვერ შეძლო და მხოლოდ იმიტომ დათანხმდა ნიკას რომ მოესმინა მისი სიცილისთვის. თვეზე მეტი იყო არ ენახა და თავიდან ვერაფრით ამოიგდო, რომ დამნაშავე იყო მასთან იმ ბანაკის გამო. ნინასგან რომ წერილი მიიღო ოფიციალურ მეილზე პროექტიდან წასვლის თაობაზე სულ მთლად აფორიაქდა და მიხვდა უნდა დაესრულებინა მისი ცხოვრების ნინასეული ეტაპი მალე. ამის გაგონება არ უნდოდა, ვერ მიხვდა რითი დაიმსახურა ის თვალები. მოუთმენლობამ შეიპყრო რომ როგორმე ახსნა-განმარტება მოესმინა და დამშვიდებულიყო.
-ნიკუშ, მე გავდივარ და ძალიან არ დამაგვიანდება, ხელი დაუქნია ძმას შემოსასვლელიდან და ისევ გაუჩინარდა. „თავნება, მეტიჩარა, ეს თავგასული პატარა...“ ბრაზს ვეღარ იკავებდა დემეტრე, მაგრამ ახლაც ვერ წავიდოდა. აქ სიმშვიდისთვის მოვიდა და აუცილებლად მოიპოვებდა მას. თანაც ძალიან აინტერესებდა რამდენ ხანს გასტანდა ეს „ძალიან არ დამაგვიანდება“.
ზუსტად ოცდათხუთმეტ წუთს... დემეტრე და ნიკა რაღაც საქმეს განიხილავდნენ, ნიკას დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის რჩევა სჭირდებოდა და დემეტრე გარდაცვლილის ფოტოებზე მის ჭრილობებს ჩასჩერებოდა, როცა კარში ისე შემოვარდა ნინა, თითქოს გარეთ მეორედ მოსვლა დაიწყოო.
-დაჩი სად არის? გოგონას აჩქარებული სუნთქვისგან ენა ებმოდა და სახეზე სულ წამოწითლებული იყო, ნამდვილად მორბოდა. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა და თვალებგაფართოვებული მიშტერებოდა უფროს ძმას.
-ნინა, რა მოხდა?
-დაჩი, ხმამაღლა დაუძახა გოგონამ და პასუხიც მიიღო მეორე სართულიდან. უსიტყვოდ აირბინა კიბეები და ის კარიც ხმაურიანად მიიკეტა მის ზურგს უკან.
-რა იყო ძაღლები მოგსდევდნენ? დაჩიმ გაიცინა.
-დაახლოებით ათი წუთის წინ დარჩია შემხვდა, ნინამ მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა და კარს მოშორდა. მძიმედ ამოისუნთქა დაჩის გაშტერებულ მზერაზე.-ხვალ დილას თერთმეტზე მაქვს ლექცია და სამზე უკვე ვიქნები სტუდიაში, იქ ნიას აუცილებლად ვნახავ და თუ აღმოვაჩენ რომ სიმართლე არ იცის, მე თვითონ ვეტყვი, დაჩი, ბარბარეს გეფიცები მივალ და ობიექტურ რეალობას მოვუყვები. ხვალ სამ საათამდე გამოასწორე და...
-ნინა, დაჩიმ დაიყვირა და ფეხზე წამოხტა. თვალები კინაღამ გადმოუცვივდა, უფრო შეძრწუნებული სახე ჰქონდა, ვიდრე გაოცებული. -ამაში ნუ ჩაერევი, გაფრთხილებ...
-არა, დაჩი, მე გაფრთხილებ, ხვალ სამ საათამდე!
-რა გაყვირებთ, ნორმალურები ხართ? ნიკამ კარი შემოაღო და ისე მკაცრად თქვა ყვირილზე უფრო საშინლად გაისმა მისი ხმა.
-მოუყვები გმირობებს? ნინა უტეხი თვალებით მიაშტერდა დაჩის, ბიჭმა თავზე ხელი გადაისვა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ვერ ვეტყვი, ნია არ მაპატიებს და...
-დაჩი, რას ამბობ? ნიკაც დაიძაბა და კარი მიხურა.
-იცი არაკაცობასა და არაკაცივით მოქცევას შორის რა განსხვავებაა, დაჩი? ნინა გაცილებით მშვიდი იყო და ძმები მას მიაშტერდნენ. -არანაირი. ისევ გაუმკცრდა ხმა, თითქოს დაუბოხდა კიდეც და მუხლების ცახ-ცახი რომ იგრძნო სწრაფად გავიდა ოთახიდან. თავისთან შესვლა გადაიფიქრა ახლა რომ ტირილი დაეწყო ვეღარ გაჩერდებოდა. მთელი თვე ითმინა, დღევანდელი დღე კი ზედმეტად ემოციური იყო. მისაღებში დაბრუნდა და უსიტყვოდ მიუჯდა დემეტრეს გვერდით, რომელიც გაოცებულ მზერას არ აშორებდა. ნინას მარჯვენა ხელს დააკვირდა და ჭრილობა მართლა არ იყო საშიში. მერე სახეზე შეხედა და მიხვდა, რომ ვერაფერს მიხვდებოდა. საერთოდ არანაირი ემოცია არ იკითხებოდა.
ნიკა დიდხანს იყო დაჩისთან, მერე ორივე გამოვიდნენ და დაჩი ისე გავიდა სახლიდან ნინას წამითაც არ შეუხედავს მისთვის.
-ნიკა, ყველაფერი რიგზეა? უფროსმა დადიანმა თავი გადააქნია, ისიც აშკარად განერვიულებული იყო. -რამით შემიძლია დაგეხმარო? დემეტრეს შეშფოთება დაეტყო ხმაში.
-არა, ამას მარტო დაჩი თუ გამოასწორებს. სულელური ნიძლავი მოულოდნელი შედეგებით, ნიკამ თავი გადააქნია.
-რამე სერიოზულია? ლიზიკო ქმარს გვერდით მიუჯდა.
-ერთ საკმაოდ ლამაზ არსებას ეხება.
-გოგოს? გოგოზე დანიძლავდა? დემეტრეს თვალები გაუფართოვდა.
-ჰო, სიტუაციას და გარემოებებს რა მნიშვნელობა აქვს.
-დარჩიას როგორ... როგორ დაენიძლავა. ხელი როგორ ჩამოართვა. ასეთი შეურაცხყოფა ნიას ... ნინა უფრო ხმამაღლა ფიქრობდა, ვიდრე ლაპარაკობდა.
-ყველაფერს გამოასწორებს, აი, ანახავ. ლიზიკომ თვალი ჩაუკრა გოგონას.
^^^
-როგორც იქნა გამოჩნდი, ნიკამ შვებით ამოისუნთქა. რამდენიმე საათი გაუნძრევლად ისხდნენ ოთხივე და დაჩის ელოდნენ. ასეთი სევდიანი ჯერ არ ენახათ.
-საშინლად გაბრაზდა და... და არ ვიცი...
-მიკვირს მტკვარში როგორ არ ჩაგახრჩო, მკლავები გადააჯვარედინა ნინამ და ნიკას საყვედურნარევი მზერის მსხვერპლი გახდა.
-ვინც უყვართ იმათ პატიობენ, დაჩი, ნუ დანებდები. იმედიანად ჩაილაპარაკა დემეტრე,
-პატიება აბსტრაქტული ცნებაა და თან სუბიექტური. საერთოდ არ არსებობს, უბრალოდ ადამიანები, რომლებიც აშავებენ და მაინც მნიშვნელოვანები არიან ჩვენთვის გვავიწყებენ იმ ცუდ მომენტს სხვა კარგი მომენტებით, მაგრამ საკმარისია ისევ მოხდეს რაიმე არასასიამოვნო რომ მხოლოდ იმ ცუდს ხედავ და არა მასზე ზემოდან დაშენებულ კარგს, თავდახრილმა ჩაილაპარაკა ნინამ. - უნდა დაიმსახურო მნიშვნელოვნად ყოფნა და აღარასდროს მისცე მიზეზი ეს დღე გაიხსენოს, ბოლოს ხმა კიდევ უფრო ლმობიერი გაუხდა და დაჩის შეხედა. თითქოს გაღიმებასაც შეეცადა. ბოლოს მიხვდა, რომ აღარ უნდოდა აღარანაირი ემოციის მიღება. ყველას დაემშვიდობა და თავის ოთახში ავიდა. ტკივილიანი იყო მისი ტირილის ხმა და ეს კიდევ უფრო აშინებდა ნინას. მართალი იყო... ძალიან დიდხანს ვერ გაჩერდა, თითქოს მთელი მარადისობა სდიოდა ცრემლები და მაინც ვერ გრძნობდა შვებას, მხრებზე საშინელ სიმძიმეს გრძნობდა გუშინდელი საღამო რომ ახსენდებოდა. ბოლოს თვალები შემაწუხებლად რომ აეწვა და მიხვდა, ყველაფერი უსარგებლო იყო საწოლიდან სწრაფად წამოხტა და დაჩის ოთახში შეიპარა. ოდნავ გაეღიმა უფროსს და უმცროსი მაგრად ჩაიხუტა, თავზე აკოცა და ნინა მიხვდა დაჩი არ ბრაზობდა მასზე. ძალიან მოუნდა მისი ყველა პრობლემა მოეგვარებინა და ტკბილად დაძინების საშუალება ჰქონოდა მის ძმას, არაფერი შეეძლო. მაგრამ მშვიდად დაიძინებდნენ ორივე...ამაღამ მაინც.
^^^
დღეები იმაზე უფერო გახდა, ვიდრე მის სიზმრებში იყო ხოლმე. აუტანელი იყო სევდიანი დაჩი ნინასთვის, მაგრამ კიდევ უფრო აუტანელი ის იყო ამ სევდას რომ იმსახურებდა. მართლა უნდოდა რამეს გაკეთება, მაგრამ ვერაფრით მიხვდა რა შეეძლო. ხვდებოდა, რომ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ არასწორ საქციელს. დაჩისთვის ეს უფრო მოტივატორი იქნებოდა რომ კარგად ყოფილიყო და პატიება დაემსახურებინა. მისი ასეთი უმოქმედობა აშინებდა ნინას, მიზეზი კი მხოლოდ ვერგამართლებული მიზნები შეიძლებოდა ყოფილიყო. ხვდებოდა რომ მისი ძმა რაღაც მნიშვნელოვანს არ ამბობდა და ნიას ასეთი გულისტკივილი... უცხოებისგან არ ტკივათო ფიქრობდა ნინა. თითქოს სუნთქვა ეკროდა ამაზე რომ ფიქრობდა, იმდენად გაართულებდა სიტუაციას გრძნობები და აუხდენელი ოცნებები... და იმ შინაგან სიცარიელესაც მათ აბრალიდა. თითქოს სისხლი გადაუსხესო, ისე გამოფიტულად გრძნობდა თავს, არც კი იცოდა რისგან იღლებოდა ხოლმე. მაგრამ დილით რომ გაიღვიძებდა უკვე გრძნობდა სურვილს თვალები ისევ დაეხუჭა და ახალი ემოციები არ მიეღო არანაირად.
გიორგი ძალიან გაბრაზდა, ნატაც კი გაოცებული უყურებდა ქმარს. ნინას სართოდ არ ენახა ასეთი მამამისი, თვალები უელავდა, ნიკამაც კი ვერაფრით მოახერხა მისი დამშვიდება. ხმისთვის არც აუწევია უფროს დადიანს, მაგრამ დაჩისთის მისი თვალებიც საკმარისი იყო. ნინას გააჟრიალა გუშინდელი საღამოს გახსენებაზე, როგორ ეტკინა დაჩი გიორგიმ რომ უთხრა „მეგონა იცოდი რას ნიშნავდა საკუთარი თავის და ქალის პატივისცემაო“, და თითქოს დაინახა როგორ შიერყა დაჩი როცა დაამატა „შენს დებს რომ ვინმემ მსგავსი რამ გაუბედოს რას ეტყვი? სასიამოვნოა, ძმაო, შენი გაცნობა, მეც მიყვარს სხვის გრძნობებზე თამაშიო?“ ნინა საწოლზე წამოჯდა და ამოიხვნეშა, არ იცოდა რა ეფიქრა. ყველა ადამიანს აქვს რაღაც ზღვარი, თითქოს დაჩიში ზღვარი დაეკარგა და დაიბნა, ნუთუ ისეთი სუსტი იყო რომ იმ დარჩიას პროვოკაციას წამოეგო? ღრმად ჩაისუნთქა და გაახსენდა როგორ უსიტყვოდ დატოვა დაჩიმ გუშინ სასტუმრო ოთახი. იცოდა, რომ მამამისის უთქმელადაც ესმოდა ყველაფერი, ნინა დარწმუნებული იყო რომ მის ძმას ექნებოდა ყველაზე ადამიანური მიზეზი ამის ასახსნელად. ძალიან ჩვეულებრივი, თითქმის შეუმჩნეველი იმდენად ყოველწამიერი ცხოვრებაში, ერთი შეცდომა, რომელსაც არ დაესმის კითხვა რატომ, რადგან არ არსებობს ისეთი იმიტომ, რომელიც გაამართლებს დაჩის და ნინასთვის მითუმეტეს არ არსებობს ისეთი იმიტომ, რომელიც მის ძმას უგრძნობ, უპასუხისმგებლო ადამიანად გამოიყვანს. ერთი ჩვეულებრივი შეცდომა...
ნინამ ონკანი გადასწია და თითქოს წყალთან ერთად რაღაც სიმძიმეც დაეღვარა სხეულზე, ხმამაღლა, ოდნავი კვნესითაც ამოისუნთქა და წყალს სახე შეუშვირა. რაღაც უნდა გაეკეთებინა დაჩისთვის...
თმის გაშრობა გადაიფიქრა და უფროსის ოთახისკენ წავიდა. დაჩი ლეპტოპში ფილმს უყურებდა და დას უემოციო თვალებით ამოხედა. ნინა მიხვდა, მთელი ღამის უძინარი იყო. საწოლზე გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე ჩამოადო.
-მაპატიე, არაკაცი რომ გიწოდე.
-შენც მაპატიე მიზეზი რომ მოგეცი. ნინამ თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს... ჰო, ალბათ უკვე აპატია, რადგან დაჩი ნინასი იყო, მას რაღა უნდა დაეშენებინა, ამ ოჯახმა ხომ თვითონ ააწყო ნინა.
-მე ნია ძალიან მომწონს, ნინამ იგრძნო როგორ დახედა დაჩიმ ზემოდან. -და მასაც მოვწონვარ.
-მგონი ჩემთან დაკავშირებული აღარაფერი მოსწონს, თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა დაჩიმ და ნინამ მზერის მოშორება იგრძნო.
-მე მოვწონვარ! ჯიუტი ბავშვივით ჩაილაპარაკა, -გახსოვს, დედა რომ ამბობდა ნინა და დაჩი ერთმანეთს ტყუპებივით გვანანო? ღიმილიანი სახით ახედა ძმას.
-კი, ეგ იმიტომ, რომ სოფელში ერთნაირად ვუმწარებდით სიცოცხლეს...
-ბაბუას რომ თივა დავუწვით ასე ლამაზიათქო, ნინამ თავი აწია დაშუბლზე ხელი იტკიცა.
-ვითომ ნიკას სახელით რომ ვწერდით სასიყვარულო წერილებს მეზობელს, რა ერქვა?
-რავიცი ჩვენ ანგელოზს ვუძახდით, ნინამ გადაიხარხარა.
-ლიზიკო რომ მოვატყუეთ ნიკას მარილიანი ჩაი უყვარსთქო და...
-აუ, რა მოგვხვდა მაშინ... -დაჩი, წამყევი რა კაბა უნდა ვიყიდო ელენეს დაბადების დღისთვის.
-სერიოზულად?
-ჰო რა წამოდი. ათ წუთში მზად იყავი, უკვე კარიდან გამოსძახა ნინამ და თმის გაშრობა ისევ გადაწყვიტა.
^^^
-კარგია, ის ლურჯი რომ არ ვიყიდეთ თორემ ეს ფეხსაცმელები არ მოუხდებოდა და მე ესენი მომწონს, ნინა უბრალოდ არ ჩუმდებოდა... დაჩის გაეღიმა და დას გადახედა.
-ნინა, კარგ ხასითზე ვარ უკვე, ისევ გზას გახედა დაჩიმ და გაიცინა. გოგონა ძმას დაეჭყანა და პარკები უკანა სავარძელზე გადაყარა.
-აი, აი, აქ გააჩერე რა, მიყვარს ამათი ბლინები და ვჭამოთ
-არა, სხვაგან წავიდეთ.
-დაჩი, არ აქვთ სხვაგან ასეთი, გააჩერე მიდი. მხიარული თვალები წამში ჩაუქრა უფროსს და მანქანა გააჩერა, ნინა მანქანიდან გადმოხტა და ბარის კარებიდან მობრუნდა. დაჩის ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და რაღაცას მიშტერებოდა გზის მოპირდაპირე მხარეს.
-დაჩი, ნინა ახლოს მივიდა და სახეზე შეხედა.
-იქ ნია ცხოვრობს, ხელი მესამე სართულის აივნისკენ გაიშვირა
-უი, არ ვიცოდი, წავიდეთ თუ გინდა, ხმა დაუსერიოზულდა.
-არა, უცებ წამოიძახა დაჩიმ, -ცოტა ხანი დამელოდე, სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა გზა დაჩიმ და ნინამ ლამის ტაში შემოჰკრა სიხარულისგან. მერე ცეკვა-ცეკვით შევიდა ბარში და მიმტან გოგონას გაუღიმა.
-გამარჯობათ, ბლინები გააქვთ?
-დიახ, მენიუს მოგართმევთ,
-მხოლოდ შოკოლადის ბლინი და ანანასის წვენი მინდა, მადლობთ. სკამზე მოკალათდა გოგონა და ნიას აივანს გაუღიმა.
^^^
-დაჩი, კიდევ ერთხელ თქვი...
-ნინა, ნუ შემჭამე, ბიჭს გაეცინა და საჭეზე თითები აათამაშა.
-აი, რა გინდა? გაიმეორე გთხოვ...
-მე შეყვარებული მყავს, თითქმის დამარცვლით თქვა დაჩიმ და ნინა ახარხარდა, უფრო იმის გამო რომ დაჩი თვალებითაც იცინოდა ისევ.
-ნიას ძეგლი უნდა დავუდგა, ეს რა მესმის.
-მაინც რითი დაითანხმე?
-ამას ეწოდება სიმართლე, დაიკო.
-ოჰ, გავხდით კანონმორჩილი მოქალაქე? ბეჭზე ხელი მიარტყა ნინამ ძმას და ვერ მიხვდა ასე ძლიერად რატომ შეირყა, მერე საშინელი ღრჭიალის ხმა გაიგონა და მიხვდა მანქანა გვერდულად მოძრაობდა. პანიკის შემოტევა იგრძნო და დაჩის ხელი მაგრად მოუჭირა, პასუხად რომ ვერაფერი იგრძნო ძმას გახედა და მის სისხლიან სახეზე თვალები გაუშტერდა, როგორც იქნა მანქანა გაჩერდა და ნინამ მძლავრი შეჯახების ხმის სიძლიერე საკუთარ სხეულზე იგრძნო. ყველაფერი ზედმეტად ვიწროდ მოეჩვენა, თავის გატრიალება უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო, მერე ვერც ტუჩები აამოძრავა, ხმას კი ვერ ამოუშვა...თითქოს ვიღაც ქვევით მიათრევდა, ბოლოს სინათლეც დაიკარგა.



№1  offline წევრი aneta

ძალიან გამახარე და უფრო მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას, შენ კი საოცრად ნიჭიერი გოგო ხარ

 


№2  offline წევრი Elensio

vgijdebi am istoriaze da ver carmoidgen, ise velodebi xolme!

 


№3  offline წევრი ket-kat

ძალიან ნიჭიერი ხარ,მოუთმენლად გელოდები <3

 


№4  offline წევრი zoi

იშვიათადღა შემოვდივარ აქ სამწუხაროდ კარგი მოთხრობების ნაკლებობის გამო შენ კი ერთ-ერთი ხარ იმათ შორის ვის გამოც აქ ვარ....შემოსვლისას იმის იმედი სულ მაქვს რომ შენი ისტორია დამხვდება...ძალიან მიყვარხარ... შენი პირველი ისტორიიდან მოყოლებული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent