სიგიჟე (თავი 2)
თეოს შევხედე რომელსაც ნერვიულობისგან თითებს იმტვრევდა და თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა.დე და კი ხან მე მიყურებდა ხან თეოს. -თქვენ აქ რას აკეთებთ!? ხმა როგორც ყოველთვის ცივი და მკაცრი ჰქონდა. -ჩვენნ,ჩვენ უბრალოდ.... -მასწავლებელმა გამოგვიშვა,გოგოლაძის მშობელთან მივდივართ.სკოლაში არის დაბარებული დღესვე. ხმის კანკალით ვლაპარაკობდი და თეოს გადავხედე,რომელსაც თვალებში ცრემლში ჩასდგომოდა და იმ წამსვე ვინანე ჩვენი კონჩერტზე გაპარვის იდეა რომ მოვიფიქრე.. -ჩქარა მიდით და სახლში მოდიგ ეგრევე.სერიოზული საქმე მაქვს! ჩქარა მიაყარა და ვტობუსში ავიდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდუ ჩვენს უბედობაში.ჩვენი პირველი კონცერტი იყო დღეს,გავრისკეთ და გაპარვა გადავწყვიტეთ,თუმცა ესეც უშედეგოთ..დაახლოებით ნახევარი საათი მივუყვებოდით ქუჩას გაგანია სიცხეში, შემდეგ კი სახლის გზას დავადექით.. *** სახლში ასვლის თანავე გაგვიმართლა და დედას კარები ღია დაეტოვებინა,ჩუმათ შევიპარეთ ოთახში და ლოგინზე დავჯექით. შემოსასვლელიდან ხმაური შემოგვესმა და კისრისტეხვით გავარდით,დედამ როგორც კი დაგვინახა თვალები დაგვიბრიალა ოთახში შედითო და გაბუსულები დავბრუნდით უკან.. - ნერვებს მიშლის ეს ქალი რაა! -კარგი რა თეო,მიეჩვიე რომ ასეთია.დედაჩვენია და უნდა გავუგოთ.ვუთხარი და მანუგეშებელი მზერით გავხედე. თეო ყოველთვის ემოციურობით და გულჩვილობით გამოირჩევა,ყველაფერზე ტირის ხოლმე,განსაკუთრებით დედას ასეთი ქცევები გულს სტკენს და მის ყოველ უხეშ სიტყვაზე ტირის ხოლმე. უეცრად დედა შემოვიდა ოთახში და გამოგვიცხადა რომ თხოვდება და თბილისში მივდივართო. მკაცრი ხმით გამოგვიცხადა და ოთახიდან გავიდა.მიუხედავად იმისა რომ ყველას უხარია თბილისში გადასვლა,ამის სურვილი არც მე მქონდა და არც ჩემს დას.ყოველთვის ვფიქრობდი,რომ დედაქალაქში არც მეგობრობა იციან და არც ურთიერთ-პატივისცემა.ხშირად ჩამოდიან თბილისიდან თინეიჯერები და ყოველთვის ზევიდან გვიყურებენ აქაურ ხალხს,არც ბებიებს და ბაბუებს სცემენ ისეთ პატივს,როგორც იმერლებს შეგვეფერება და ეს ყოველთვის ნერვებს მიშლის.ამიტომ შემექმნა თბილისელებზე ასეთო წარმოდგენა და არ მინდოდა ჩემი ქუთაისის დატოვება.თუმცა ისიც ვიცოდით რომ შეწინაახმდეგებას აზრი ჰქონდა..მის გათხოვებაზე რეაქცია არ გვქონია,აქამდეც ვიცოდით ვიღაც რომ ყავდა.. ორ საათში უკვე მზად ვიყავით და აცრემლიანებულმა შევავლე თვალი ჩემზ კორპუს და მანქანაში ჩავჯექით,არავისთან დამშვიდობების სურვილი არ მქონია,ჩემი და კი მთელი გზა ტიროდა. საღამოს უკვე თბილისში ვიყავით,მანქანა გრძელ კორპუსთან გაჩერდა და ჩვენც გადავედით.სახლში შესვლის თანაცე გიო შემოგვეგება,მამინაცვალი. სახლი პატარა და მყუდრო იყო.ჩვენი ოთახო გვანახეს და ასე თუ ისე კმაყოფილები შევგორდით ლოგინში. ****** -თათი ადექი რა ორი საათია უკვე!!! ბუზღუნით მაღვიძებდა ჩემი და,რომელსაც ტირილისგან თვალები ჩაწითლებოდა. -ავდგები,შენ მანამდე ჩაიცვი და გარეთ გავიდეთ. გავინახე როგორ გაუნათდა თვალები და გამეცინა.ნახევარ საათში ორივე მზად ვიყავით და დედა გავაფრთხილეთ გარეთ რომ მივდიოდით. კიბეები ხტუნვა ხტუნვით ჩავირბინეთ,გარეთ გამოსვლის თანავე თვალეში მომხვდა ძირს დაყრილი ნემსები და შიშისგან დამაჟრიალა,თეოც მიხვდა ჩემს ფიქრებს და მანუგეშებელი მზერით შემომხედა. -მეზიზღებიან ნარკომნები,თანაც როგორ მეშინია ხომ იცი. -კარგი რა,შენ არავინ არაფერს დაგიშავებს. გამიცინა და გზა გავაგრძელეთ,არ ვიცოდით სად მივდიოდით მაგრამ მხოლოდ მაშინ მოვბრუნდით უკან როცა მივხვდით რომ უკვე მობნელებულიყო..კორპუსთან რომ მივედით უკვე საკმაოდ ვნელოდა,იქვე ახლოს სკვერთან ბიჭები შეგროვებულიყვნენ,საიდანაც ხმაური და გინება ისმოდა..უეცრად ერთ ერთი მათგანი წამოდგა და ჩვენს პადიეზდში შევარდა.ჩემთან ერთად თეოსაც შეეშინდა და გადავწყვიტეთ დავლოდებოდით როდის გამოვიდოდა,იქვე ბარდიულზე ჩამოვჯექით და დაახლოებით 20 წუთი ველოდეთ მაგრამ რომ აღარ გამოვიდა სახლში ასვლა გადავწყვიტეთ -ახალი მეზობელები გვყოლიაა მომესმა ირონიული ხმა -კიბეებზე გავშრით და ერთმანეთს მაგრად ვუჭერდით თითებს მე და ჩემი და,ისე ბნელოდა სახის დანახვა ვერ შევძელით.ბოლოს გავიგე როგორ გადაიხარხა ხმამაღლა და გარეთ გავარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.