შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანაქრია–ტვინში,გულში,სულში (1)


9-05-2015, 12:19
ავტორი Girl1234
ნანახია 1 387

- ნინი გასვიანო ! ადექი დაგაგვიანდა ! - შემოვძახე დილით ჩემს თავს და აყვირებული მაღვიძარა ერთი ხელის მოსმით გავაჩუმე.. საშინლად მეზარებოდა სკოლაში წასვლა. ზამთარში დილით ადგომა ყველაფერზე მეტად მეზარება. აბაზანაში შევედი და გადავივლე. იქიდან გამოსულმა ჩემი ჯაბარხანა კომპიუტერი ჩავრთე. სპეციალურ გვერდზე შევედი სადაც ჩემი ქულები უნდა დადებულიყო.
ერთ-ერთმა ძალიან პრესტიჟულმა სკოლამ გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიხედვითაც სკოლებიდან ტესტირებებით შეირჩეოდა 3 ბავშვი და ისწავლიდა აქ სრულიად უფასოდ. ძალიან მინდოდა იქ მოხვედრა, სწავლის მაღალი დონეა და მე პირველ რიგში განათლებას ვაყენებ. მამას ნამდვილად არ ჰქონდა საშუალება ათასობით დოლარი ჩემს სწავლაში დაეხარჯა.
ახლა კი საბოლოოდ მქონდა შანსი გამეგო მოვხვდი თუ არა ჩემს საოცნებო სკოლაში. ხელები მიკანკალებდა, როცა ჩემს კოდს ვკრიბავდი. ოხ, ჩემს კუსავით ნელ ინტერნეტს რა ვუთხარი ! დამტანჯა. სანამ შედეგს გახსნიდა, მე ამასობაში ჩავიცვი. ძალიან ვნერვიულობდი და უცებ დაძაბულობისგან, სიხარულისგან და მღელვარებისგან შევყვირე. კიდევ კარგი მამა უკვე წასული იყო, თორემ გული გაუსკდებოდა. ფრენით წავედი სკოლაში. ეს ხომ უკანასკნელი დღეა, რომელსაც საჯაროში ვატარებ. მეგობრებს გაუხარდათ ეს ამბავი, თან ეწყინათ. გამომეტირნენ, მოგვენატრებიო. საღამოს ტელეფონზე სკოლის დირექტორი დამიკავშირდა.
- ნინა გასვიანი ბრძანდებით ?
- დიახ, გისმენთ.
- მე თქვენი ახალი სკოლის დორექტორი ნანა ნებიერიძე ვარ.როგორც უკცე შეიტყობდით, საიტზე დადებული ქულებიდან გამომდინარე თქვენ სამეულში მოხვდით.
- დიახ. ძალიან გახარებული ვარ და დიდი მადლობა რომ ამ ყველაფრის შანსი მოგვეცით.
- ყველაფერი თქვენი ნიჭის დამსახურებაა. ურთულესი ტესტები იყო. კარგით, მოკლედ ხვალ 9–ზე გელოდებით. წარმატებებს გკსურვებთ.
- დიდი მადლობა- უკვე მომწონს ეს ქალი. ამსსობაში მამაც მოვიდა.ვახშამი გავუმზადე და ახალი ამბავი ვახარე. ძალიან გაუხარდა. 15 წუთი მკოცნიდა მგონი.
- ჩემი ნიჭიერი გოგო. შენ რომ არ მყავდე ..
- გეყოლებიდა სხვა - გავუცინე
- შენზე უკეთესი არავინ. - გემრიელად ვივახშმეთ და ჩემს ოთახს მივაშურე. კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. ასარჩევი ბევრი კი არაფერი მაქვს, მაგრამ ახალ სკოლაში მაინც მოწესრიგებულად მინდა წავიდე. ერთი პრობლემაა. იქ მდიდარი მამიკოს, მდიდარი გოგო-ბიჭები სწავლობენ და ძალიან გამიჭირდება იმათთან შეგუება. მაგრამ მე იქ სასწავლებლად მივდივარ და ყურადღებას არ მივაქცევ მათ გამოხდომებს. წარმატებით დავხურავ 11 კლასის მეორე სემესტრს და 12 კლასს. აი ასე. - შემოვძახე ჩემს თავს და დავიძინე.
დილით საკმაოდ პოზიტიურ განწყობაზე გავიღვიძე.პირველი დღე, საოცნებო სკოლაში. მეტი, უბრალოდ რა მინდა ? ჩავიცვი, ვისაუზმე და გაჩერებისკენ ავიღე გეზი. ადრე ფეხით 15 წუთში მივდიოდი სკოლაში. ახლა მანძილი გაიზარდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ავტობუსში ავედი. უკან რიგებში მოვთავსდი და სივრცეს გავხედე. უცებ, ფოტოაპარატის განათებამ მომჭრა თვალი და სასწრაფოდ გავიხედე, იქეთ საიდანაც შუქი მოდიოდა. ფოტოგრაფს გაოცებულმა გავხედე, რომელმაც აპარატი სახიდან დაუშვა და გამიღიმა. ვიღაც ბიჭი იყო, მაშინვე იერიშზე გადავედი.
- რამდენს ბედავთ ? - წარბები შევკარი.
- უკაცრავად, მაპატიეთ თუ გაგაბრაზეთ. ახლავე აგიხსნით ყველაფერს-გვერდით დამიჯდა. ამაზე გავოცდი, მაგრამ არაფერი მითქვამს.- მე გიორგი გელოვანი ვარ, ფოტოგრაფი. სულ მალე გამოფენას ვაწყობ. მინდა იქ ისეთი ფოტოები ვაჩვენო ხალხს, რაც ძალიან რეალურია. ის რაც ჩვენი ყოველდღიურობაა. სამარშუტო ტაქსებით არ ვსარგებლობ, მაგრამ დღეს გადავწყვიტე ამოვსულიყავი, იქნებ საინტერესო ფოტო გადავიღო-თქო და არც შევცდი. თვალისმომჭრელი ფოტო გამოვიდა. ახლავე გაჩვენებთ.-ფოტოაპარატი გამომიწოდა. იმსიგრძე იყო, ჯერ ძლივს დავიკავე. ფოტოს, რომ დავხედე რაღაც ძალიან მაგარი იყო. როგორც მოგეხსენებათ ამ "გრძელცხვირა" ფოტოაპარატებს დიდი შესაძლებლობები აქვს. ჩემი ლურჯი თვალები საოცრად ერწყმოდა, ოქროსფერ თმას. პროფილში ვყავარ გადაღებული და აპრეხილი ცხვირი საკმაოდ კარგად ჯდება ჩემი სახის პროპორციებში. წითელი ტუჩებით ოდნავ ვიღიმი, რაც ჩემი დილიდან გამოყოლილი პოზიტიური განწყობის შედეგია. საოცრად ლამაზი ფოტო იყო. გავშტერდი
- ძალიან კარგია-ვთქვი ბოლოს.
- ნამდვილად. ასეთი კარგი ჯერ არ გადამიღია. მე თქვენი ნებართვის გარეშე ამ ფოტოს ვერ გამოვაქვეყნებ. მაგრამ, ძალიან გთხოვთ... მომეცით უფლება ეს გავაკეთო.
- მე... არ ვიცი ... - უცებ დავიბენი.
- თანხა დამისახელეთ. "ვყიდულობ" თქვენს საოცარ ნაკვთებს-ჩაეღიმა. ოოპა ! ეგ არ უნდა გეთქვა ჩემო კარგო.
- რას კადრულობთ ? რას ქვია ან რა შუაშია აქ ფული ! - საკმაოდ ხმამაღლა გამომივიდა. ყველამ მე შემომხედა. - უბრალოდ მსგავს არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და არ ვიცი როგორ მოვიქცე. ვგავარ გოგოს, რომელიც ფულზე იყიდება ?!
- არა, არა. რას ამბობთ. მე თქვენთვის ეს არ მიკადრებია. უბრალოდ თუ თქვენი ფოტო გამოქვეყნდება, თქვენთვისაც კარგი იქნება. ძალიან მაგარ რაღაცას გთავაზობთ, ვერ ვხვდები ყოყმანის მიზეზი რა უნდა იყოს.
- ფული ნამდვილად არა ! - კბილებში გამოვცერი და გამწარებულმა მივახალე - გამოაქვეყნეთ ! არაფრის ფასად ! - ამას ხაზი გავუსვი. სახე გაებადრა.
- ძალიან დიდი მადლობა ... -დაიბნა-თქვენი სახელი ?
- ჩემი გაჩერებაა ჩავდივარ.
- ძალიან სასიამოვნოა "ჩემი გაჩერებაა ჩავდივარ" .. - გამიღიმა. გაბღვერილი წამოვედი ჩასასვლელისკენ. წამომეწია.
- მოიცათ. ეს აიღეთ და ჩემს გამოფენაზე მობრძანდით. თქვენ უნდა ნახოთ თქვენი თავი დიდი მასშტაბის ფოტოზე. - მოსაწვევი შემომაჩეჩა.
- ვეცდები მოვიდე-ვუთხარი უცებ და ავტობუსიდან ჩამოვედი. მოსაწვევს ჩავაცქერდი. გამოფენა გაიმართებოდა 2 დღეში, საღამოს 6 საათზე. თანდართული ჰქონდა გამოფენის ავტორის ფოტო. ქვემოთ მსხვილი შიფტით ეწერა "გიორგი გელოვანი". ახლაღა დავაკვირდი მის სახეს. რა ნაკვთები ჰქონია. ჩამეღიმა და სკოლის ეზოში შევედი. უზარმაზარი შენობა იყო, დიდი ეზოთი. თუმცა ეს ეზო სულ სხვადასხვა, ძვირიანი მანქანებით იყო სავსე.
"ეჰ კონკია, ეს სამეფო შენთვის არ არის..."-ჩავძახე ჩემს თავს. . თუმცა უსიამოვნო ფიქრები თავიდან ამოვიგდე და გზა განვაგრძე. ჩემი კლასი მოვძებნე, შიგნით შევედი. ზუზუნებდნენ, თუმცა ჩემი შესვლისას ყველა უცნაურად გაჩუმდა.
- ოო, ახალი მოსწავლე - ცინიკური ღიმილით წამოვიდა ერთ-ერთი ბიჭი ჩემსკენ. ჩაცმულობით და ვარცხნილობით ეტყობოდა რა "კაი ტიპიც" იქნებოდა. - მე სანდრო. შენ ?
- ნინა. - ცივად ვუპასუხე. - თავისუფალი ადგილი სად არის ?
- შენ რა კატეგორიული ხარ ! ლამაზო - მითხრა სანდრომ. ისევ იგივენაირი ღიმილით.
- შენი ლამაზო, მგონი აქ არავინაა ! გაიწიე.
- აუუ საან, გამოდი რაა. რა ლამაზი კი ესაა. რომელიღაც გარეუბნიდანაა მოთრეული. -თქვა ვიღაც გოგომ. სანდროსთან მოვიდა და კისერზე რასაც ქვია ჩამოეპორწიალა. ავხედ-ჩავხედე. კაბა კი არა ნამდვილი ქამარი ეცვა. ზედა, ღრმა დეკოლტეთი და მაღლებზე იყო შემოსკუპებული." შე მე-11 კლასელო რა 15 ლარიან ბო*ს გევხარ"- გავიფიქრე. ჯერ ამ ზამთარში ესეთი ჩაცმულობით ვინ დადის? სანდრომ უხეშად მოიშორა ეს უკანასკნელი და რაღაცნაირად გამიხარდა. მიიღე, გოგონავ შენი ? კმაყოფილად გავიღიმე.
- შენ მაინც გჯობია- მოიცა ეს ჩემზე თქვა ? მე ხომ არც კი მიცნობს. იმ გოგონამ შურიანი თვალებით გამომხედა და ტირილით გავარდა გარეთ.
- ნელა ირბინე შენი სამსართულიანებიდან არ გადმოვარდე - მივაძახე და სიცილი ამიტყდა. -მერე სხვებს რომ მოვავლე თვალი, ისინიც ასეთი გაშპაკლული და მაღლებზე შემომხტარი გოგოები იყვნენ. (უმეტესობა. ყველა არა) .. მერე მოვისმინე ათასი ღვარძლით ნათქვამი წინადადება, რომელიც მე მეხებოდა. თუმცა გულთან არ მიმიტანია. "მე თქვენ უბრალოდ არ მაინტერესებთ". თავისუფალი ადგილი მოვძებნე და იქეთ წავედი.
- წესიერად მაინც ჩაგეცვა - მომაძახა რომელიღაცამ. საკმაოდ ნორმალურად მეცვა, მაგრამ ამათგან არ მიკვირს.
- შენ არასდროს დაგემსგავსები-ირონიული ღიმილით მივუგე. მხარზე ხელის შეხება ვოგრძენი. გავიხედე და ვიღაც გოგო თბილად მიღიმოდა. საიდანღაც მეცნობა...
- წამოდი, ჩემთან დაჯექი. ლუკას ვთხოვ და დაგითმობს. -მემგონი წესიერი გამოჩნდა ვინმე. ამას ნამდვილად წესიერად ეცვა. მომწონს ეს გოგო. ამასობაში ზარი დაირეკა.
- შენ რა გქვია ?
- მე სალომე. სალომე გელოვანი.
- სასიამოვნოა. ნინა გასვიანი. მგონი ერთადერთი წესიერი გოგო ხარ ამ კლასში.
- უკვე ორი ვართ. - გამიცინა. ნუ მიაქცევ ყურადღებას. ცუდი ურთიერთობა არცერთთან არ მაქვს მაგრამ ისეთები არიან ვერ იმეგობრებ.
- რა გაჩერებს აქ ?
- არა ძალით ნამდვილად არ ვარ აქ. 11 წელია თითქმის ერთად მოვდივართ და ნამდვილად არ მინდა სხვაგან გადასვლა. შენ უბრალოდ ახალი ხარ. თან საერთოდ განსხვავებული მათგან. ძალიან ლამაზი ამასთანავეც. ხომ იცი საზოგადოება როგორია, ყველა ამ თვისებას არ გპატიობს.
– გასაგებია. პირველი რა გაკვეთილი გვაქვს ?
– მათემატიკა.
– მასწავლებლები მაინც არიან კარგები ? – დავიწუწუნე.
– ძალიან .. თავისი საქმის პროფესიონალები და ზედმეტ–ნაკლებად მკაცრები.
– მთავარი მაინც პროფესიონალიზმია–გამიღიმა. ოთახში დაახლოებით 40 წლის, საშუალო ასაკის ქალი შემოვიდა, კარგი გარეგნობის. გავეცანი ვინ ვარ, საიდან ვარ და ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე. სია ამოიკითხა, სადაც მე უკვე დამატებული ვიყავი და რაღაცნაირად, სიხარულისგან გული ამიფანცქალდა.
– გასვიანი !
– ვარ.–პირველად ვთქვი ეს სიტყვა, სხვა სკოლაში.
– გელოვანი სალომე.
– ვარ.
– ოჰ შენი ძმა ისევ არ ბრძანდება ?! – ნერვიულად გააქნია თავი.
– ორ დღეში მორჩება მას ეს ყველაფერი–გაუღიმა სალომემ.
– სიაშიც ერთად ვყოფილვართ.–ვუთხარი სალოს.
– გასვიანი, გელოვანი. ჰოო.. – გამიცინა.
– შენ ძმა გყავს ?
– კი, ტყუპები ვართ. მაგრამ საერთოდ განსხვავებულები. ფიზიკურად ვგევართ ერთმანეთს მხოლოდ. გაიცნობ რამდენიმე დღეში. იმედია ეღირსება სკოლაში მოსვლა–აღარ ჩავძიებივარ, რა მიზეზით არ დადის. ან რაში მაინტერესებს ? მოვა და გავიცნობ, ან რა გასაცნობი კი ეგ იქნება ? ემსგავსება თავხედ სანდროს !
ღმერთო, რა შარში ვარ...



№1  offline წევრი Khaleesi

ნორმალური იყო გააგრძელე

 


№2  offline წევრი ხატული♥

კაია :D მალე გააგრძელე love :*

 


№3  offline წევრი qetiqetiA3

ვაიმეე როგორ მიხარია შენი ლინკის ნახვა სრულიად შემთხვევით შემოვედი ჩემს ძველ პროფილზე და კომენტარებში შენი ისტორია ვნახე რომელიც ჩემი ერთერთი ფავორიტია...უფ როგორ გამეხარდა ..ახლა ბოლომდე წავიკითხავ ამ ისტორიას და შენს ახალ ისტორიასაც... ძალიან ძალიან გამიხარდა .... თუ გახსოვარ შენი ძველი მკითხველი და გულშემატკივარი teq......... ვარ love love love love

 


№4  offline წევრი qetiqetiA3

ესეც ძალიან კარგია....გასვიანი,გელოვანი,ყიფიანი....შემთხვევით სვნი ხომ არ ხარ? love love ძალიან კარგია იმედი მაქვს მალე შემოხვალ საიტზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent