შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგიყვარდები პატარავ (2)


9-05-2015, 18:58
ავტორი masquer
ნანახია 3 093

და აი , შემოვიდა ჩემი მუდამ ბრაზიანი გეოგრაფიის მასწავლებელი და დაიწყო 45 წუთიანი წამება .........

ნუ, როგორც იქნა დასრულდა ეს მომაბეზრებელი გაკვეთილები. სანდრო, როგორც დაგვპირდა უჩამ მოგვაკითხა. მის მანქანაზე იყო მიყრდნობილი, ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა, განსაკუთრებით „გემრიელად“ ურტყამდა ნაპასს ლამაზი გოგოს დანახვისას. მის მზერას გოგოებიც არ ტოვებდნენ უყურადღებოდ და გულგრილად.
-ჰეი, გოგოებო როგორ ხართ? აი, ძაან ლამაზები და აი დაცემა გოგოები ხართ რა- გაგვიღიმა, მანქანის კარებები გაგვიღო, თვითონ მანქანას შემოუარა და ჩაჯდა.
-აბა, გოგოებო საით წავიდე? (უჩა)
-აუ, არ ვიცი, დღეს მე მასწავლებლები არ მაქვს - ამ ამბით ძალიან გახარებულმა ვუპასუხე
-ჰო, დღეს ძალიან მაგარი დღეა. სრული თავისუფლება გაკვეთილებისგან - დამეთანხმა მარიც და სამივემ სიცილი დავიწყეთ.
-კარგი გოგოებო, თუ ასეა სანამ სახლში მიგიყვანთ კაფეში გავიაროთ. იმედია, თანახმა ხართ (უჩა)
დიდი სიამოვნებით დავთანხმდით. აი, უკვე მოვედით. ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ადგილი იყო, სკოლის მერე მე და მარი ხშირად დავდიოდით აქ. შევედით და დავსხედით . ოფიციანტიც მოვიდა
-გოგოებო, აბა რას შეუკვეთავთ??(უჩა)
-მე ცეზარი მინდა, და კიდევ ალუბლის წვენი, მაარ შენ?
-მეც, ოღონდ ფორთოხლის წვენი
-კარგით, მე სტეიკი და კოკა-კოლა . თქვენგან განსხვავებით მე ფიგურას არ ვუფრთხილდები (გაიცინა)
-კარგი რა, რას გვატყუებ, შენც, ჩემი ძმაც და შენი ძმაკაცებიც იმაზე მეტად უფრთხილდებით ფიგურას, ვიდრე ჩვენ. (მე და მარიმ გავიცინეთ)
-კაი ტო, რა იყო არ შემარჩინოთ (ჩაეცინა)
უამრავ სისულელეზე ვილაპარაკეთ, დროც გამოგვეპარა.
-აუ, გოგოებო, ბოდიშით რა გავალ ტელეფონს ვუპასუხებ და დავბრუნდები.
ამ დროს , კაფეში 2 ბიჭი შემოვიდა ჩვენს მოპირდაპირე მაგიდაზე დასხდნენ.
-აუ, ელ გავიდეთ რა
-კაი რა, რამე მოხდა?
-ნახე რა როგორი თვალებით გვიყურებენ.
მარი მართალი იყო, მათი მზერა ჩვენმა „შხვართმა“ ფეხებმა მიიპყრო. მართლაც, როგორ უტიფრად გვიყურებდნენ, პირდაპირ თავხედობაა.
-ჰოო, მართალი ხარ, უჩა შემოვა და წავიდეთ
-ჰოო კარგი, იმედია ჩქარა შემოვა.
სანამ უჩა გარეთ იყო, ჩვენს მაგიდასთან ის ორი ბიჭი გაჩნდა.
-გამარჯობათ გოგოებოო, შეიძლება თქვენთან დავსხდეთ?
-უკაცრავად, მაგრამ ეგ ადგილი დაკავებულია- ღიმილით უპასუხა მარიმ
-კარგით რა გოგოებო, ჩვენ აქ ვერავის ვხედავთ, არა დავით ? -გაიცინა და მის ძმაკაცს მიუბრუნდა. ძმაკაციც რა თქმაუნდა სიცილით დაეთანხმა. ნეტა, რა იყო აქ სასაცილო რა საინტერესოა.
მე კიდევ ერთხელ გავუმეორე რომ ადგილიდაკავებულია, თუმცა, შენც არ მომიკვდე, არანაირი რეაქცია. ერთ ერთი, რომელსაც დათო ერქვა მაინც ჩამოჯდა უჩას ადგილზე. და დაიწყო, მათი აზრით ფლირტი. ნეტავ, არავინ არ ეუბნება რომ ეს ფლირტი კი არა ნამდვილი იდიოტობა და სრული ყბედობა იყო. და როგორც იქნა, უჩა დაბრუნდა თუმცა ბექასთან ერთად იყო. აი, საწყალი ეს ბიჭები.
ბექა მოგვესალმა და გადავკოცნა, შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა.
-ბრატცი, ეს გოგოები მარტო არ არიან, შეგიძლია სხვაგან გადასხდეთ- როგორც ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული თან ბრძანებლური ტონით უჩამ იმ 2 ბიჭს მიმართა.
-აუ ძმა, თქვენ ვინ ხართ საერთოდ? -უტეხი, თავხედური ტონი. ღმერთო როგორ არ მიყვარს ასეთი ბიჭები
-შენ არავინ გეკითხება ჩვენ ვინ ვართ,რასაც გეუბნებიან ის გააკეთეთ და გადაჯექით.-ისეთი ხმით და სახით წარმოთქვა ეს ფრაზა ბექამ ბიჭებმა მაშინვე დატოვეს მაგიდა.
ჩვენც ანგარიში გავასწორეთ და უჩას მანქანაში ჩავსხედით.
-აუ, თქვენ იმენა პრობლემებს იზიდავთ,ტო. გოგოები კი არა მაგნიტებიხართ რა- და რათქმაუნდა უჩას ხუმრობები, და ბექას სერიოზული სახე,
-კაი ესენი მაგნიტები არიან, მაგრამ შენ როდის უნდა მოეშვა ამ უფრთო ხუმრობებს ტო ? (ბექა)
-რაგინდა ბრატ, გისწავლია ჩემგან რაღაც ხუმრობები
-მიდი, მიდი გზას უყურე ნუ დაგვამტვრევ.
როგორც იქნა მივედით სახლში. ბიჭები წავიდნენ. შემდეგ, სანდროს ზარი და ამბავი რომ დღეს სახლში არ იქნებოდა. ნეტა, რატო არ მიკვირს.
-აუ მარ, ჩემი ბოთე ძმა არ იქნება დღეს სახლში და მარტო ხო არ დამტოვებ?
-ეე, დავრჩებოდი მაარა, ხვალ სკოლა გვაქ იგივე ტანსაცმლით ვერ წამოვალ
-ოოჰ, კაი ერთი ვითომ პირველად მოგიწევს ჩემი ტანსაცმლის ჩაცმა (გავიცინე)
-კაი, დავრჩები ერთი პირობით
-მიდი, ვირუკ მითხარი
-ფილმს მე ავარჩევ
-ეს რა სულელი მყავხარ. -ამას სიცილი მოყვა
ვუყურეთ ფილმს, ცოტა ვიმეცადინეთ , ვიცეკვეთ და ბევრი ვიჭორავეთ :დდ
უკვე გვიანი იყო და დავწექით.
გათენდა.....
-მიდი, ვირო დროზე ადექი გვაგვიანდება, თან ფეხით გვიწევს წასვლა
-აუ მაარ, კაი რა, მოიცა ფეხით რატომ?
-შენმა ძმამ მოგწერა, ფეხით გაისეირნეთ დილას, სკოლიდან მე გამოგიყვანთო.
ძლივს ავდექი საწოლიდან, შხაპი მივიღე და ჩემი უსაყვარსელი, დიიიდი კარადა გამოვაღე. მარის უკვე არჩეული ქონდა ტანსაცმელი. შავი ჯინსები, თეთრი მოკლე მაისური,შავი თხელი მოსაცმელი , შავი კედები და ჩემი შავი კეპი. სარკეში ვუყურებდი და ვფიქრობდი, თუ რალამაზი გოგო მყავს, ჩემივე ფიქრებზე მეცინებოდა. ახლა ჩემი ჯერი იყო, გამოვიღე მოკლე შავი კაბა, თხელი შავი მოსაცმელი, შავი გეტრებით, All star-ის შავ თეთრი კედები, სათვალე, უფერო ტუჩსაცხი ჩანთა და ტელეფონი ავიღე და უკვე მზად ვიყავი.
15 წუთში უკვე სკოლაში ვიყავით, პირველი გაკვეთილი, ოოჰ როგორ არ მიყვარდა. მიუხედავად ამისა, მე და მარი სიცილით შევედით კლასში ბავშვები გადავკოცნეთ, მარიმ მისი ადგილი დაიკავა. მე კიდე ისევ ჩემ ახალ ადგილს უნდა დავბრუნებოდი, როგორ არ მომწონდა ეს ადგილი, აქედან ხო მარის ვერ ველაპარაკებოდი. სანამ ადგილს დავიკავებდი, დაჟინებული მზერა ვიგრძენი, შედეგმაც არ დააყოვნა.
-გამარჯობა, მე გეგა
-ელენე - შევეცადე ცივად მეპასუხა, თუმცა მისი ნაცრისფერი თვალები, ის გულგრილს ვერავის დატოვებდა.
-სასიამოვნოა, იმ ერთი ადგილის გამო დიდხანს უნდა იყო გაბრაზებული?
-არ ვიცი, ალბათ -მთელი ჩემი ირონია ჩავდე ამ ნათქვამში.
-რა ბრაზიანი ხარ პატარავ (გაეღიმა)
-უკაცრავად? მე შენი პატარა არ ვარ რა.- ეს უკვე ზედმეტი იყო, ნამდვილად ზედმეტი.
-ნუ გახდები.- ისე დამაჯერებლად თქვა, რომ ლამის მეც დავიჯერე. თუმცა, პასუხის გარეშე დავტოვე.
როგორც იქნა , ჩამთავრდა ეს დღეც დაპირებისამებრ სანდრო დაგვხვდა გარეთ. მარი სახლში დავტოვეთ.
-ელ, ჩემები მოვლენ დღეს და მიდი რამე გააკეთე რა.
-აუ, სულ საჭმელი როგორ უნდა გახსოვდეთ რა!!
- ნუ ყვირი რა, ხმას დაუწიე
-ხო კაი ვაღიარებ ხმამაღლა მომივიდა. მიდი მიწერე ბიჭებს რამე ამოიტანონ, და მანამდე გავაკეთებ მეც რამე.
-კაი, დამჯერე გოგო ხარ - კოცნით დამაჯილდოვა.
რაღაცეები მოვამზადე, ბიჭებიც მოვიდნენ. ყველაფერი არიეს, როგორც ჩვეოდათ.
-ფერია, ვინმე ხოარ გაწუხებს- ლუკა ყოველთვის ზედმეტად თბილია ჩემს მიმართ.
-ვერავინაც ვერ შეაწუხხებს ამ გოგოს(ბექა)
-რა თქმაუნდა , თუ ჭკუა აქვს და სიცოცხლე უყვარს (უჩა)
-თქვენ შეიძლება გაუთხოვარი დამტოვოთ.
-რადროს შენი გათხოვებაა , ნუ გამაგიჯე ეე- წამოყო ჩემმა ძმამ თავი.
-ნუ ეჩხუბები, ამ პატარა ფერიას ტოო -ისევ ლუკა თუ მიშველის ამათ ხელში.
რამდენიმე საათის მერე, ბიჭებს ოთახები მივუჩინე, ეს ისე ფორმალობისთვის, თორემ ჩემს სახლში მე უფრო სტუმარი ვიყავი, ვიდრე ისინი.
დილით ძლივს ავდექი, შხაპი მივიღე, კარადა გამოვაღე, მოკლე ზოლებიანი კაბა, შავი ბათინკები, თმა გავიშალე, უფერო ტუჩსაცხი და სათვალე. 3 წუთში ქვევით ვიყავი, ბიჭები უკვე წასულები დამხვდნენ, ნეტა რა მოხდა, მარტო ჩემი ძმა დამხვდა ისიც ანერვიულებული. ნეტა ხო მშიდობაა, გავიფიქრე, თუმცა არაფერი მიკითხავს. ასევე ჩუმათ ვისაუზმეთ მანქანაშიც ჩუმად ვისხედით. მხოლოდ ჩემი გადასვლისას დაარღვია სანდრომ სიჩუმე:
-ძალიან ლამაზი ხარ, მამა იამაყებდა.- ღიმილით ვუპასუხე
ღმერთო რამდენს ნიშნავდა ეს სიტყვები ჩემთვის, ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია. სიამაყე, ბრაზი, სევდა.... მაგრამ , ყველაზე მეტად ტკივილი, ზუსტად ისევე მტკიოდა როგორც, რამდენიმე წლის წინ. ზუსტად, ისე მომინდა ტირილი, როგორც მაშინ. ყველანაირად ვეცადე თავი შემეკავებინა.
-ელენე, კარგად ხარ? (მარი)
-ააჰ კი - ძლივს გამოვერკვიე ფიქრებიდან,
-გოგონი, დღეს რაღაც ისე ხარ, განსაკუთებულად, მგონი ვიღაცას ეპრანჭებაა- ხმამაღლა გაინიცა და იმ ადგილისკე მანიშნა თვალით სადაც გეგი იდგა.
-არა, რა მომწონს. პირიქით , გუშინდელის მერე მაღიზიანებს კიდეც.
-ჰმმმ, არ მიმალავ იმედია.
-არაა, რასისულელეა.(გავიღიმე)
დასვენებაზე გეგი მოვიდა...
-პატარავ, როგორ ხარ?
-უკვე გითხარი მე შენი პატარა არ ვარ
-მეც ხომ გითხარი უკვე პასუხი. ხო ძალიან მოკლეა ეგ კაბა.
-ეგღა მაკლია შენ შეგითანხმდე. მაშინ როდესაც ჩემი ძმას არ აქვს პრობლება - ამ ნათქვამზე გაიცინა, ბავშვი ხარო მომაძახა და წავიდა.
გაკვეთილების შემდეგ, მე და მარიმ კვლავ იმ კაფეში შევიარეთ, ყველაფერი მოვუყევი.
-ნეტა რა გონია, მისი მორიგი გოგო ვიქნები?
-მე კი მგონია რომ მართლა მოწონხარ.
კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ. მერე, დავშორდით ერთმანეთს. სახლში მისულმა შხაპი მივიღე, გამოვიცვალე, მისაღებში ფილმის ყურება დავიწყე .ამ დროს ჩემი ძმა და ლუკა შემოვიდნენ.
-ელ, მარი არ არის აქ? (ლუკა)
-არა, ლუუკ, სახლშია- აი დასტური, სულ ვფიქრობდი რომ ერთმანეთი მოწონდათ, ისე, ძალიან საყვაარელი წყვილია
-აუ ბრატ, რადროს ეგაა, ტო(სანდრო)
-სანდრ, რამე ხდება - ცოტა არ იყოს შემეშინდა, ასე გაბრაზებულს იშვიათად ვხედავ.
-საშენო არაფერი (სანდრო)
-მოდი, ფერია მომიჯექი. -მეც მივედი ლუკასთან- მოკლედ ის სასტავი დაბრუნდა ვისთანაც პრობლემები გვქონდა , ხომ გახსოვს არა? მიდი დაიძინე გვიანაა უკვე და არ ინერვიულო
ავდექი ლუკას ვაკოცე და ავედი. სანდროზე გაბრაზებული ვიყავი და ყურადღებაც არ მივაქციე. 5 წუთში სანდრო შემოდის ჩემს ოთახში, ფიქრობს რომ მძინავს, შუბლზე მკოცნის და ჩუმად მეუბნება:
-ნურაფრის შეგეშინდება პატარავ- შუქს აქრობს და გადის.
ღმერთო როგორ ვნერვიულობ, ნეტავ ვინები არიან? ნუთუ ისინი არიან, რომლებსაც მამაჩემთან ავარია მოუვიდათ, თუ ისინი არიან, უკვე ვხსნი სანდროს ასეთ ხასიათს -ამ ფიქრებში ჩამეძინა.




პ.ს იმედია მოგეწონებათ wink ვეცადე დიდი თავი დამედო wink მადლობა პოზიტიური კომენტარებისთვის love



№1  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია ძაან მომწონს საინტერესოა მალე გააგრძლე რა ველი ახლ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent