შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიცოდი, რომ არ გამიმეტებდი... (1)


9-05-2015, 21:06
ავტორი secret moon
ნანახია 2 076

სახლიდან განერვიულებული გამოვიქეცი, მინდოდა სადმე წავსულიყავი, იქ, სადაც არავინ იქნებოდა, სადაც შემეძლებოდა ფიქრი, დამშვიდება, ჩემს თავში ჩაღემავება, აღარ მინდოდა იქ დაბრუნება, იქ მხოლოდ უპატივცემულობაა, სიცივეა... ამის ატანა აღარ შემეძლო, სასწრაფოდ უნდა დამეტოვებინა იქაურობა, ასე რომ არ მოვქცეულიყავი ვიცოდი აუცილებლად რაღაც მოხდებოდა...მივრბოდი... მივრბოდი. თუმცა ძალა აღარ მყოფნიდა. თითქოს უცებ გავითიშე, მუხლებზე დავეცი, ცრემლები თვითონ მოდიოდა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე, ჩემს თავს მოვერიე და ავდექი.. მუდამ ასეთი ვიყავი.. ხშირად ვეცემოდი, მაგრამ ყველას დაუხმარებლად ვდგებოდი და გზას ვაგრძელებდი... ახლაც თავი გავამხნევე და ავდექი.. იქვე მიფარარებული პატარა, ლამაზი ადგილი დავინახე, სკამით, მივედი და დავჯექი... ვფიქრობდი.. ვფიქრობდი უსასრულობაზე და ჩემს ბედზე.. როგორ შეეძლოთ მათ რომ ყოველი დღე ასე ადვილად ჩაემწარებინათ ჩემთვის ღმერთო.. ასეთი რადავაშავე... ვიგრძენი რომ ვიღაც მომიახლოვდა და ძალიან სასიამოვნო, მაგრამ მკაცრი და ცოტა აგდებული ტონით მითხრა:
-შენ ვინ ხარ?-გადავწყვიტე ვინაობა არდამემალა, საიმედო, კეთილი თვალები ჰქონდა და ვუპასუხე:
-მარი!
-აქ რატომ ხარ?
-შემცივდა.-ვუპასუხე უკვე უსიამოვნოდ და მისი ტემბრით გაღიზიანებულმა.
-მერე წადი სახლში, მეც მალე ავდგები.-უხეში, გავიფიქრე მე და თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე.ესღა მაკლდა.
-იქ არ მინდა!-შევეცადე ძალიან მშვიდად და გაწონასწორებულად მეპასუხა მაგრამ ხმა ოდნავ მაინც ამიკანკალდა.. ცრემლების დასამალად ჰორიზონტს გავხედე. მზე ღრუბლებში იძირებოდა, მალე დაბნელდებოდა კიდეც, მე კი საფიქრალი მქონდა სად წავსულიყავი, სახლში რომ არავითარშემთხვევაში დავბრუნდებოდი ვიცოდი...
-აბა, სად?-გამომაფხიზლა მისმა კითხვამ.
-არ ვიცი, ალბათ იქ, სადაც თბილა.
-რა, გათბობა არ გაქვთ?-ჩაილაპარაკა ირონიულად და ცოტა გაკვირვებული მომაჩერდა, მე კი ურეაქციოდ ვუპასუხე:
-მაინც ცივა.- დაიბნა, თავი გააქნია და მითხრა:
-მივდივარ, შენც წადი.- თითქოს ნერვიული ხმით მიპასუხა.
-არა.- მოკლედ მოვუჭერი.
-აბა, მაშინ იდექი აქ.-მისი ლაპარაკისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია და ურეაქციოდ ვუპასუხე:
-იცით? ხანდახან მინდა რამე დავამტვრიო.-ისევ დაიბნა, თუმცა ისევ დაუბრუნდა თავის უდრეკ პოზიციას და მომახალა:
-მე წავალ და რაც გინდა ის აკეთე, ოღონდ ეს ადგილი ჩემია, არაფერი უქნა.-მოულოდნელად შეტრიალდა და უკანმოუხედავად გაჰყვა ბილიკს, მე კი გაოცებული დავრჩი, ხმაც ვერ ამოვიღე,დავიბენი, ავფორიაქდი. "უხეში" გავიფიქრე გაბრაზებულმა და ალტერეგოს დასმულ კითხვებზე პასუხების მოძებნა დავიწყე: ნეტავ ვინ იყო? ჩვენს უბანში არასდროს მინახავს...ვფიქრობდი და ლამპიონებით განათებულ ქუჩას მივუყვებოდი... დაბნელდა. სახლში არ მინდოდა, იქ ვერ წავიდოდი, ამიტომ ჩემს ახლო მეგობარს, ლილეს დავურეკე. მერე გამახსენდა, რომ თავისი ბიძაშვილი, ლექსო. უნდა ჩამოსულიყო ამერიკიდან. ცოტა ვიყოყმანე, ვიფიქრე სირცხვილიათქო, ის ის იყო უნდა გამეთიშა, რომ ყურმილი აიღო და მიპასუხა:
-მარი, როგორ ხარ? ვნერვიულობდი, სახლშიც მოგაკითხე, ტელეფონი გამორთული გქონდა, სახლში არავინ მიპასუხა, ხომ კარგად ხარ? სად ხარ?
-დამშვიდდი, ლილე, ყველაფერი კარგადაა,-უნიჭოდ ვიხუმრე და გახსენებაზე ნიკაპი ამიკანკალდა.. ზოგადად ბავშვობიდან ძალიან გულჩვილი ვიყავი..-მეც კარგად ვარ, უბრალოდ...-დამთავრება აღარ დამაცადა და ანერვიულებულმა ჩამყვირა ტელეფონში.
-რა უბრალოდ? რამე მოხდა?
-ლილე, დამშვიდდითქო, შეიძლება შენთან მოვიდე? თან ყველაფერს მოგიყვები.
-მაგას რა კითხვა უნდა? ეკლავე ამოდი- გამეღიმა და გავიფიქრე: ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი მეგობარი მყავს, ის ერთადერთია ვინც მიგებს ბოლომდე.. ჩვენ ბავშვობიდანვე ერთად მოვდიოდით... ის ყველაზე კრიტიკულ მომენტში დამეხმარა როცა 13 წლის ვიყავი.. პატარაობიდანვე საოცარი ადამიანი იყო.. დღემდე ყველანაირ სიტოაციაში გვერდში მიდგას და მამხნევებს. ის მეხმარება ყველაფრის გადატანაში, მისი დამსახურებაა ახლა რომ ფეხზე ვდგავარ...ზარი ერთხელაც არ მქონდა დარეკილი, რომ შეშინებული ლილე მთელი ძალით გამოექანა და ჩამეხუთა, თან თავისთვის ბუტბუტებდა...
-რა კარგია, რომ კარგად ხარ, არაფერი გჭირს, შემოდი სახლში, ჩაის დაგალევინებ, სულ გაყინულხარ-მითხრა ანერვიულებულმა და სახლში შემათრია.
-მისაღებში შედი, ტელევიზორთან და ეხლავე მოვითან ჩაის.- მომაძახა და სამზარეულოდან გაიქცა. მე და ლილეს დამეგობრობის შემდეგ იშვიათად თუ დაგვინახავდნენ ცალ-ცალკე, მუდმივად ერთად ვიყავით, ერთმანეთის სიხარულს და ტკივილს ვიზიარებდით.. მისაღებში ფიქრებში გართული დაუფიქრებლად შევედი, თავი ავწიე და უცებ გავშეშდი...



№1  offline წევრი BF(boyfriend)

Dzaan magaria

 


№2  offline წევრი secret moon

BF(boyfriend)
Dzaan magaria

გავაგრძელოო? :/

 


№3 სტუმარი Gigauri

კი გააგრძელეთ ძალიან დამაინტერესსსა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent