არ მინდა გერქვას ჩემი ძმა!მეხუთე თავი
დგება დრო როცა გული ეჩვევა სულიერ მარტოობას,ხანდახან ჩემში ღვივდება იმედის ნააპერწკალი,რომელსაც უეცრად მოვარდნილი ქარი არ აძლევს გაღვივების საშუალებას,მეგონა ბექა შემიყვარდებოდა,თუნდაც იმ ძლიერი გრძნობის გამო რომლსაც ჩემსმართ განიცდიდა....მაგრამ არა გულში ღრმად დამალულმა სიყვარულმა კვლავ გამახსენა თავი...ხანდახან როგორ მინდა ჯანდაბაში მოვისროლო ეს სიყვარული,არ მინდა მიყვარდე!არ მინდა გგრძნობდე!სულის ტკივილამდე მენატრებოდე მაშინ როცა ორ ნაბიჯზე ხარ ჩემგან!არ მინდა მალვით მიყვარდე,ჩუმი ფიქრებით გეფერებოდე,ღამით მლულად გიყურებდე და შენს შეხებას ვოცნებობდე!არ მინდა იყო ის ერთადერთი რომლის სიყვარულს მთელი ცხოვრება ველოდდე!ხანდახან ვფიქრობ რომ მათხოვოვარი ვარ!დიახ მათხოვარი რომელიც ხელს გიშვერს და მთელი გულით სიყვარულს გთხოვს!სულაც არ მეთაკილება მოვიდე და გითხრა მე შენ მიყვარხარ!მოვალ და გეტყვი,მაგრამ შენი რეაქცია მაშინებს,ფიქრი იმაზე რომ ამით დაგგკარგავ,შენ ჩემი სულის საზრდო ხარ!შემიყვარე!!!უბრალოდ "მიყვარხარ"მითხრა დაე თუნდ მოვკვდე არ შემაშინებს შავი სამარე,შენი ერთი ცრემლიც მეყოფა მიწაზე დაცემული,რომ სამუდამო სასუფეველი დავიმკვიდრო ზეცაში.... ცხოვრება კლდესავითაა,რთულად დასალაშქრი,გზად ბევრ ხიფათს,იმედგაცრუებას გადაიტან,მაგრამ არ დანებდე,ნუ მიცემ უფლებას ვინმეს ხელი შეგიშალოს,გააგრძელე გზა,ცრემლების,ტკივილის ფასად ნუ შეგაშნებს დაღლილობა,გულში გაჩენილი ბევრი იარა,ცხოვრება გრძელდება.ცხოვრება კლდესავითაა,ძლივსძივობით ახვალ მასზე დალაშრავ,და შენს თვალწინ ულამაზესი ხედი გადაიშლება,და ყველა ის ტკივილი რომელიც წარსულში განიცადე, როცა ამ კლდის დალაშქვრისას გრძნობდი უმალ დაგავიწყდება და ბედნიერების ზენიტში ახვალ...მე ამის მჯერა,ყველაზე მაღალ მწვერვალს დავლაშქრავ,ეკლიან გზას ფეხშიშველი გავივლი და ბედნიერებას კლდის წვერზე განვიცდი სადაც ანდრესს მთელი გულით დაველოდები.... ♚♚♚♚ ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა,უცხო ნომერი იყო არ მინდოდა აღება მაგრამ მაინც ავიღე. -გისმენთ? -უკაცრავად,მარიამ ყიფიანი ბრძანდებით?? -დიახ,ვინ ბრძანდებით? -მე ალექსანდრე ბურდული ვარ,ნინა მენაბდეს ადვოკატი,და თქვენთან მინდა გასაუბრება რაც შეიძლება მალე,დღეს 5საათზე კაფე"მირაჟში"გელოდებით ყველაფერს იქ გაიგებთ. -რაუნდა გავიგო?ან ნინა მენაბდე ვინ არის? -ყველაფერს გაიგებთ,გელოდებით! ეს თქვა და გამითიშა,გონებაში გიქრთა კორიანტელი მქონდა წავიდე,არ წავიდე.ბოლოს წასვლა გადავწყვიტე. ლექციების შემდეგ ბექასთან ერთად მუსიკის საკითზე ვისაუბრე და ოთახში შევედი,ანდერსი არ დამხვდა გუშინდლის შემდეგ არ გამოჩენილა,ამ ფაქტმაც ჩამაფიქრა თუმცა ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე. 5საათზე კაფეში ვიყავი და ნერვიულად ვხლართავდი თითებს ერთმანეთში,კარებში ვიღაც ზორბა კაცი შემოვიდა. -მარიამი თქვენ ხართ? -დიახ,თქვენ ალბად ბატონი ალექსანდრე? -დიახ,დიახ. დუმილის შემდეგ დაიწყო. -მე თქვენი ნათლიის ნინა მენაბდეს ადვიკატი ვარ,ის საქართველოშია ძლვს გიპოვეთ,და მას სურს გნახოთ. სრულ შოკში ვიყავი სიტყვებს ვერ ვპოულობდი გაოცებას და ბრაზს ვერ ვმალავდი. -იქნებ თავად ჩამოსულიყო,ამდენი წელი არავის გავხსენებივარ და ახლა ვის რაში დავჭირდი,გასაოცარია პირდაპირ! -ქალბატონი ნინა10წლია ლოგინადაა ჩავარდნილი და ეხლა რამდენიმე კვირაც კი არღარ დარჩა,რაც შეეხება იმ საკითხს ჩვენ უკვე 13წლია უშედეგოდ გეძებთ,თავშესაფრებიდან არავინ გვაწდიდა ინფორმაციას რადგან კონფედიციალური ინფორმაციის გადმოცემა აკრძალულია. -და თქვენ რას მთავაზობთ სწავლა მივატოვო და თქვენ გამოგყვეთ?? -დიახ უფრო სწორად კოლეჯიდან ცოტა ხნით ვითხოვთ დაგითხოვონ,ამხრივ პრობლემა არ იქნება. -პრობლემა ამაში კიარა ჩემშია,მე არ წამოვალ!!!ძალიან მკაცრი იყო ჩემი სიტყვები. -ნუთუ შეგიძიათ ავადმყოფი ქალი მიატოვოთ და უკანასკნელი სურვილი არ აუსრულოთ?? -თუ მათ შეძლეს ჩემი მიტოვება მე რატომ ვერ შევძლებ ანალოგიურის გაკეთებას? -მე არაფერს გაძალებთ,ეს ჩემი საკონტაკტო ნომერია საღამოს მივემგზავრები,დრო გაქვთ და იფიქრეთ. ჩანთას ხელი დავავლე და კაფედან გამწარებული გამოვედი.ბედის ორონიაც ამას ქვია,ყოველ ნაბიჯზე მხვდება სიახლე რომელიც გულს მტკენს.აცრემლებული მივყვებოდი ტროტუარს,და ვნახე ის რაც არ უნდა მენახა.....გული ყურძენივით დამეწურა...ცხელი ცრემლი ცრემლზე მეკიდებოდა,მე ბექასთან ურთიერთობის უფლებას არ მაძლევს თვითონ კი ქეთს ტუჩებზე ისე ეამბორება ლამისაა მოაჭამოს!ეს ბოლო წვევეთი აღმოჩნდა ჩემი ლოდად გცეული გულისათვის.... მე მივდიოდი არსად,ნელი ნაბიჯებით,მომაკვდავი სხეულით და მკვდარი სულით და ყოველ ახალ ნაბიჯზე ვტოვებდი ჩემს უპერსპექტივო სიყვარულს...მე ვიყავი ცარიელი მღვიმე სადაც არასოდეს არავინ შევა,რომლის ყოველი ნათელი წერტილი საგულდაგულოდ არის დახშული... კოლეჯამდე მივაღწიე სწრაფად ავკრიფე ნომერი: -ბატონო ალექსანდრე კოლეჯში გამომიარეთ მოვდივარ! -ნახევარ საათში მანდ ვარ! ხელის ერთი მოსმით ჩავალაგე ბარგი,ალბად სულელად ჩამთვლით ანდრესის გარდერობიდან ერთი მაისური ავიღე და თან წავიღე....ტკივილი დიდია,ცხოვრება მკაცრია და ულმობელი მან არ დაინდო ჩემი სიყვარული,ცრემლებით დავტოვე ოთახი,ბექას დავემშვიდობე და წავედი..... უკან მოვიტოვე მოგონებები,სიყვარული,ხე ხეს მისდევდა,წვიმის ბურუსში გახვეული ეიფელიც კი უსიყავრულოდ დაეტოვებინა მზეს....დავემშვიდობე პარიზს,სიყვარულის და ვნებების ქალაქს რომელმაც მაჩუქა სიყვარული და მანვე გამომაცალა ხელიდან. გემშვიდობები ჩემი დიდი სიყვარულით,და თან მიმაქვს მძიმე ლოდად ქცეული მტანჯველი გრძნობა,მივდივარ და თან მიმაქვს ყველა შენთან გატარებული წამი,ოცნებად ქცეული შენი ჩახუტება...წვიმს და თან მძვინვარებს ძლიერი ქარი....მტკივა და ეს ტკივილი არის ღრმა და გაუსაძლისი....ვზივარ თვითმფრინავში და გემშვიდობები უკვე მტანჯავს უშენოდ გასატარებელი დღეები....სკამიდან წამოვდექი და საპირფარეშოში შევვარდი კარები ჩავიკეტე და გულს მივეცი უფლება ხმამაღლა ატირებულიყო,ჩემი არსება განადგუტდა და მიწასთან გასწორდა,ცარიელ ოთახს დავემსგავსე რომელიც ყველამ დატოვა....თავი ხელში აიყვანე მარიამ,დაძლიე ეს ტკივილი ნუ გატყდები შინაგანად,მკარნახობდა ჩემი მეორე მე. ვნებების გარდა ამწვეყნად სხვაც ბევრია სასიხარულო,ვინ იცის იქნებ სიყვარული სულაც არ არის ჭეშმარიტი ბედნიერების წყარო. მადლობა თითორულ თქვენთაგანს ვინც კითხულობთ!!მომიტევეთ შეცდომები რაც ძალიან მრავლად არის... იმედია მოგეწონებათ♥♥♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.