შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ დავრჩები (ნაწილი 2)


10-05-2015, 15:30
ავტორი Tika)))
ნანახია 6 451

8:17

ყველანი მანქანაში,ჟანგმორეულ "ბიუიკში",ვეტენებით.ეს მანქანა.უკვე კარგა ძველი იყო,ბაბუამ ტედის დაბადებისას რომ გვაჩუქა.დედა და მამა ხშირად მრთავენ ტარების ნებას,მაგრამ ამჯერად უარს ვამბობ.მამა საჭეს უჯდება,ამ ბოლო დროს უფრო მოსწონს მანქანის მართვა,არადა,წლების განმავლობაში უარს ამბობდა მართვის მოწმობის აღებაზე,ერჩია,ყველგან ძველი ველოსიპედით ევლო.სანამ ჯგუფში უკრავდა,ტარების სწავლაზე უარის თქმა ნიშნავდა,რომ ტურნეებისას მისი მეგობრები მართავდნენ მანქანას.მართალია,ისინიც გვარიანად უბრიალებდნენ ხოლმე ამისათვის თვალებს,მაგრამ დედა უფრო ცდილობდა,ხან ჩააცივდებოდა ხოლმე ,ხან თაფლავდა,ხანაც ხმას უწევდა,თავისი რომ გაეტანა,მამა კი არ ტყდებოდა და დაჟინებით იმეორებდა,ველოსიპედის პედლის უფრო მწამსო.კარგი,მაშინ ისეთი ველოსიპედი შექმენი,რომელიც სამ ადამიანს ატარებს და წვიმისგან დაგვიცავსო,არ ეშვებოდა დედა.ამაზე მამას ეცინებოდა და ამბობდა,რამეს მოვახერხებო,მაგრამ დედა ტედიზე რომ დარჩა ფეხმძიმედ,მაინც თავისი გაიტანა.საკმარისიაო,უთხრა ქმარს,ისიც მიხვდა,ყველაფერი რომ შეიცვალა და კამათი შეწყვიტა,მერე კი მანქანის მართვის მოწმობაც აიღო.გარდა ამისა,მასწავლებლის სერთიფიკატი მოიპოვა და სკოლაში დაიწყო სწავლება.მიხვდა,ერთი ბავშვი სანამ ვყავდი,კიდევ არა უშავდა,მეორეზე კი დრო იყო,ცოტა გაზრდილიყო.მამას ყელზე ბაფთის ტარების დრო დაუდგა.
ერთი ასეთი ბაფთა ამ დილითაც ეკეთა,ზემოდან ჭრელი სპორტული ქურთუკი ეცვა,ფეხზე კი-ძველებური ყელიანი ჩექმა.
-თოვლიანი ამინდისთვის გამოწყობილხარ,-ვუთხარი მე.
-ფოსტასავით ვარ,-მიპასუხა მამად და გაზონში მიმოფანტული ტედის პლასტმასის დინოზავრებიდან ერთ-ერთით მანქანიდან თოვლი გადახვეტა.-ვერაფერი მაიძულებს,ტყისმჭრელივით ვიარო-ვერც წვიმა და ვერც ნახევარ ინჩზე დადებული თოვლი.
-ჰეი,ნათესავები მყავდა ტყისმჭრელები,-აფრთხილებს დედა,-არ გაბედო და არ დასცინო მათ.
-გულშიც არ გამივლია,-უპასუხა მამამ,-უბრალო შედარება გავაკეთე.
მამა რამდენიმეჯერ ქოქავს მანქანას და ისიც,როგორც იქნა,ცოცხლდება.როგორც წელი,ამის მერე იმისთვის იმართება ბრძოლა,რას მოვუსმინოთ: დედას თავისი რადიოს "ენ-პი-არის" მოსმენა სურს,მამას-ფრენკ სინატრასი,ტედის "ღრუბელი ბობი-კვადრატული შარვლის" საუნდტრეკის,მე კი კლასიკის,მაგრამ ეს ჟანრი ოჯახში ჩემ გარდა არავის აინტერესებს,კომპრომისზე მივდივარ და "ვარსკვლავთცვენას" ვირჩვევ.
მამა ცდილობს,კამათი გადაჭრას და ახალი წინადადება შემოაქვს,-რაკი დღეს სკოლა ცდება,ჯობს,ახალ ამბებს მოვუსმინოთ,უმეცარებად რომ არ დავრჩეთ.
-მგონი,უმეცრებად უფრო სწორია,-ეპასუხება დედა.
მამა შუბლს იკრავს,დედას ხელს უჭერს,სკოლის მასწავლებელივით იწმენდს ყელს და აცხადებს.-როგორც უკვე მოგახსენეთ,პირველ რიგში, "ენ-პი-არის" მოვუსმენთ,მერე,ახალი ამბები რომ დასრულდება,კლასიკური მუსიკის ტალღას.ტედი შენ არ დაგტანჯავთ,შეგიძლია,დისკებს მოუსმინო,მამა პორტატულ დისკსაკრავს აწვდის ტედის და რადიოს რთავს,-თუმცა იცოდე,მანქანაში ელის კუპერის მოსმენის უფლებას ვერ მოგცემ,აკრძალული გაქვს.-მამა სათავსოს აღებს და ნახულობს,რა დისკები გვაქვს.-ჯონათან რიჩმანზე რას იტყვი?
-"ბობი-ღრუბელა" მინდა,ვიცი,რომ გვაქვს მანქანაში,-ყვირის ტედი,ხტუნვას იწყებს და დისკსაკრავისკენ უთითებს მამას.ბადაგში ამოვლებულმა მაჭკატებმა და შოკოლადის ბურბუშელამ ჰიპერაღელვება გაუმძაფრა.
-შვილო,გულს რატომ მტკენ,-ხუმრობს მამა,ტედი და მე ჯონათან რიჩმანის მხიარულ მელოდიბზე გავიზარდეთ,ის ხომ დედისა და მამის მფარველი მუსიკალური წმინდანია.
მუსიკის საკითხი გადავჭერით და დავიძარით.გზაზე ალაგ-ალაგ გვხვდება თოვლიანი მონაკვეთები,თუმცა გზის უმეტესი ნაწილი,უბრალოდ,სველია.ასეთია ორეგონი,აქ მშრალ გზას იშვიათად ნახავ.დედა სულ ხუმრობს ხოლმე,გზა თუ სველი არ არის,ადამიანები ათასგვარ ხიფათს გადაეყრებიან ხომეო.-მაგ დროს თავხედდებიან,სიფრთხილეს ივიწყებენ და გიჟებივით დაქრიან.პოლიციელებსაც მეტი რა უნდათ,დატვირთული დღე აქვთ,ჯარიმის უამრავ ქვითარს წერენ სიჩქარის გადაჭარბებისთვის.
თავს მანქანის სარკმელს ვაყრდნობ და ვუცქერ,როგორ იცვლება დაკლაკნილ გზაზე ცოცხალი სურათები,მუქი მწვანე ნაძვის ხეები თოვლითაა დაკოპილი,ცა თეთრ თხელ ნისლშია გახვეული,ნისლს ზემოთ კი ნაცრისფერი ქარიშხლის მაუწყებელი ღრუბლები მოჩანს.მანქანაში ისე თბილა,რომ ფანჯრები დაიორთქლა და მეც მასზე ლამაზი ხვეულები გამომყავს.ახალი ამბების დამთავრებისთანავე რადიოს კლასიკური მუსიკის ტალღაზე ვრთავთ.მესმის ბეთჰოვენის მესამე სავიოლონჩელო სონატის პირველი აკორდები,ეს ხომ სწორედ ის ნაწარმოებია,რომელზეც დღეს უნდა მემუშავა.რა საოცარი დამთხვევაა.ვცდილობ,ნოტები გავიხსენო,წარმოვიდგენ,როგორ ვუკრავ,მადლიერი ვარ განგების,ვარჯისის ასეთი საშუალება რომ მომცა,ბედნიერი ვარ თბილ მანქანაში სონატასა და ოჯახის წევრებთან ერთად.თვალებს ვხუჭავ...
ალბათ,ძნელი წარმოსადგენია რადიო,რომელიც ამ ამბის ემრე კიდევ მუშაობს...მაგრამ მუშაობს.მანქანა ბოლომდეა გამოშიგნული,ოთხტონიან პიკაპს,რომელის საათში სამოცი მილის სიჩქარით მოძრაობს,ატომური ბომბის ძალა აქვს.კარი შემოანგრია და მგზავრის წინა სავარძელი მძღოლის ფანჯრიდან გაისროლა,შალი მოჰგლიჯა და გზაზე გადატყორცნა,ძრავი კი ისე ადვილად მოაწყვიტა,თითქოს ობობის ქსელივით სუსტი იყო.საჭე და მანქანის ხუფი ტყის სიღრმეში ეგდო,საწვავის ავზის ნაწილები ირგვლივ იყო მიმოფანტული და სველ გზაზე ცეცხლის პაწაწინა ენები მოჩანდა.
ამ ყველაფერს თან საშინელი ხმაური ახლდა.ჭრიალის სიმფონია,ტკაცუნის გუნდი,აფეთქების არია და ბოლოს,რბილ ხეებზე მინარცხებული ლითონის ნაღვლიანი კაკუნი...უცებ ყველანაირი ხმა მიწყნარდა,გარდა ერთისა,ბეთჰოვენის მესამე სონატა ვიოლონჩელოსთვის ისევ გრძელდებოდა.მანქანის რადიო როგორღაც ისევ იყო დაკავშირებული ბატარეებთან და თებერვლის კიდევ ერთ წყნარ დღეს უწყვეტად გადაიცემოდა ეთერში.
თავიდან მგონია,რომ ყველაფერი კარგადაა.ჯერ ერთი,ისევ მესმის ბეთჰოვენის სონატა,მეორეც,გზის მხარეს ვდგავარ პატარა თხრილში.დაბლა ვიხედები,ჯინსის ქვედაბოლო,შალის სვიტერი და შავი ჩექმები დილით რომ ჩავიცვი,ისე გამოიყურება,თითქოს,ეს-ესაა,გამოვედი სახლიდან.
თხრილიდან ამოვდივარ,გზის პირს ვუახლოვდები და უფრო ახლოდან ვათვალიერებ მანქანას,თუმცა ამ ჯართს მანქანას ძნელად თუ უწოდებს კაცი,ლითონიც ჩონჩხიღაა დარჩენილი,აღარც სავარძლები აქვს და აღარც მგზავრები ჩანან.ეს კი იმას ნიშნავს,რომ ოჯახის დანარჩენი წევრებიც ჩემსავით გარეთ გადმოტყორცნა დარტყმის ძალამ.ხელებს ქვედაბოლოზე ვიწმენდ და მათ ძებნას ვიწყებ.
პირველად მამას ვხედავ,ჩემგან რამდენიმე ფუტის მოშორებითაა,ყალიონი ქურთუკის ჯიბიდან ამოსჩრია.-მამა!-ვეძახი,მაგრამ მიახლოებული ვამჩნევ აპრიალებულ მოკირწლულ გზაზე ყვავილოვანი კომბოსტოს თავებივით მიმოფანტულ სხეულის ნაცრისფერ ნაწილებს.
თავდაპირველად მათ ვერაფრით ვაკავშირებ მამაჩემთან,გონებაში მხოლოდ ის მიტრიალებს,როგორ გადასცემენ ახალ ამბებში ტორნადოს ან ხანძრის შესახებ,რომელმაც ერთი სახლი გაანადგურა,მის გვერდით ნარჩენები ასფალტშია აზელილი,ყალიონი კი გულის ჯიბიდან ისევ მოუჩანს.
მერე დედას ვპოულობ,დასისხლიანებული არ ჩანს,მაგრამ ტუჩები გალურჯებია და თვალის თეთრი სკლერები მთლიანად სისხლით აქვს წითლად შეღებული,ვამპირს მაგონებს დაბალბიუჯეტიანი საშინელებათა ფილმიდან.მთლიანად არარეალური ჩანს...ვგრძნობ,როგორ მეუფლება შიში იმის გამო,რომ დედა რაღაც აბსურდულ ზომბის დამსგავსებია.
-ტედი უნდა ვიპოვო!ნეტავ,სად არის?-ირგვლივ ვიხედები და გული ისე მიფართხალებს,როგორც მაშინ,აღი წუთით რომ დამეკარგა საბაყლოში.მაშინ დარწმუნებული ვიყავი,გაიტაცეს-მეთქი,არადა,თურმე კანფეტების რიგში დახეტიალებდა...აღარც კი ვიცოდი,რა მექნა,როცა ვიპოვე-გულში ჩამეხუტებინა თუ მეყვირა.
ისევ იმ თხრილისაკენ გავრბივარ,საიდანაც ცოტა ხნის წინ ამოვძვერი და ამოჩრილ ხელს ვხედავ.-ტედი!აქ ვარ!-ვეძახი ძმას.-ცოტა ამოიწიე,ზემოთ ამოგიყვან.-მაგამ ახლოს მივდივარ და ვერცხლის მოციმციმე სამაჯურს ვამჩნევ,რომელზეც ციცქნა ვიოლონჩელოები და გიტარები კიდი.ეს ის სამაჯურია,ჩვიდმეტი წლის შესრულებისას,დაბადების დღეზე ადამმა რომ მაჩუქა...ჩემი სამაჯურია...დილით გავიკეთე.მაჯაზე ვიხედები და ვხედავ,რომ ისევ მიკეთია.
კიდევ უფრო ახლოს მივდივარ თხრილთან და ვხედავ,რომ იქ ტედი კი არა,მე ვგდივარ,მკერდთან პერანდი და სვიტერი სისხლითაა გაჟღენთილი,ქვედაბოლოც ამომსვრია და ხელუხლებელი თოვლი წითლად იღებება.ერთი ფეხი უხერხულად მომქცევია,კანი და კუნთები ისე მაქვს დაგლეჯილი,თეთრი ძვლები მომიჩანს.თვალები დახუჭული მაქვს,მუქი ყავისფერი თმა კი დამსველებია და სისხლისგან ჟანგისფერი დასდებია.
ზურგს ვაქცევ ამ სანახაობას,ეს ხომ არ შეიძლება,სიმართლე იყოს,ასე არ შეიძლებოდა,მომხდარიყო...ჩვენ ყველანი ერთად ვართ და მთელი ოჯახი მანქანით მივდიავრთ სასეირნოდ...ცხადი არ უნდა იოს,ალბათ,ჩამეძინა მანქანაში...-არა! შეწყვიტე,გემუდარები,შეწყვიტე!გაიღვიძე!-სუსხიან ჰაერს აპობს ჩემი ყვირილი...ამოსუნთქვისას პირიდან ორთქლი უნდა ამომდიოდეს ასეთ სიცივეში,მაგრამ არ ამომდის,მაჯაზე ვიყურები,უზადოდ გამოიყურება,სისხლი არ აცხია და ძვლები არ ამოსჩრია,მერე სხეულს ვიჩქმეტ,მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ.
კოშმარები ადრეც მინახავს...ამ კოშმარებში გამოცდაზე ვიჭრებოდი,ვერაფრით ვიხსენებდი,რა უნდა დამეკრა,ადამს ვშორდები.. მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი,საკუთარი თავისთვის მებრძანებინა,თვალი გაახილე-მეთქი,მერე კი მართლაც ვიღვიძებდი,ბალიშიდან თავს ვწევდი და სიზმრად ნანახი საშინელებათა ფილმისგან კვალიც აღარც რჩებოდა.ისევ ვცდილობ,-გაიღვიძე!-ვუყვირი საკუთარ თავს,-გაიღვიძე!გაიღვიძეგაიღვიძეგაიღვიძე!-მაგრამ არ შემიძლია.ვერ ვიღვიძებ.
ამასობაში რაღაც ხმა მესმის.მუსიკაა.ისევ მესმის მუსიკა და ვცდილობ,ყურადღება მასზე შევაჩერო.კვლავ ვცნობ ბეთჰოვენის მესამე სავიოლონჩელო სონატის ნოტებს.თითებს ვამოძრავებ,ასე ხშირად ვაკეთებ ხოლმე,როცა იმ მონაკვეთს ვუსმენ,რომელზეც ვმუშაობ,ადამი ამას "საჰაერო ვიოლონჩელოს" ეძახის.ხშირად მთხოვს ხოლმე,იქნებ ერთ დღეს დუეტში დავუკრათ,მე "საჰაერო გიტარაზე" დავუკრავ,შენ კი "საჰაერო ვიოლონჩელოზეო",-დაკვრას რომ მოვრჩებით,შეგვიძლია ინსტრუმენტებიც კი დავამტვრიოთ,-ხუმრობს-დარწმუნებული ვარ,მოგინდება ამის გაკეთებაო.
ვუკრავ და მხოლოდ ამაზე მაქვს ყურადღება გადატანილი,სანამ მანქანა საბოლოოდ არ ნადგურდება,მერე კი მუსიკის ხმაც ქრება.
ცოტა ხანში მის ადგილს სირენის ხმა იკავებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent