ეშმაკი და ანგელოზი პირველი თავი
ნუთუ შეიძლება ცხოვრება ასეთი სასტიკი იყოს თან მითუმეტეს ჩემს მიმართ. ნუთუ ისიც შეიძლება რომ ადამიანის დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა ასე დაგასუსტოს და გამოგფიტოს, ცხოვრება მოგაბეზროს და სიცოცხლის სურვილი დაგაკარგვინოს. ზოგჯერ ვიტყვი ხოლმე ახლა წავალ და ამ ყველაფერს სამუდამოდ წერტილს დავუსვავთქო მაგრამ როცა ხედავ, რომ არიან ადამიანები რომლებსაც უყვარხარ ჩერდები და მათთვის იღიმი რათა აჩვენო, რომ კარგად ხარ, რომ შეგიძლია ამ ტკივილს გაუმკლავდე და ყველაფრის მიუხედავად ბედნიერად გრძნობ თავს. ეს ყველაფერი ბევრს არ გამოსდის რადგან ფსიქოლოგიურად მზად არ არიან და ვერ ხვდებიან, რომ ასე არამარტო საკუთარ თავს არამედ გარშემო მყოფს დიდ ტკივილს აყენებენ. მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც იბრძვიან, ეჭიდებიან წარსულის გაუსაძლის ტკივილს და აცნობიერებენ თითოეულ მის ქმედებას. სწორედ ასეთი ვარ მეც. მე ვარ ელისაბედ მაყაშვილი 17 წლის მეთერთმეტე კლასში, ერთი წელიც არაა გასული რაც მშობლები ავტოკატასტროფის შედეგად დამეღუპა. ადრე სულ რაღაც 9 თვის წინ ვიყავი ძალიან მხიარული და სიცოცხლით აღსავსე გოგონა თუმცა ამ ამბის შემდეგ ნუ როგორ ვთქვა აღარ ვარ ის ელისაბედი რაც მაშინ ვიყავი. ვარ მაღალი, გამხდარი,მწვანე მოკაშკაშე თვალებით, მაქვს გრძელი წაბლისფერი თმები და ხორბლისფერი კანი. ვცხოვრობ მამიდასთან და მათ ორ ჩემთვის უსაყვარლეს შვილებთან ერთად, მარისთან და ზუკასთან, მათ მამა უკვე 5 წელია დაღუპული ყავთ და ამ ფაქთს შეძლებისდაგვარად უმკლავდებიან. მარიამი ჩემზე 1 დღით პარატაა ზუკა კი 23 წლისაა და ჩვენს კომპანიას უძღვება მამიდასთან ერთად . ჩვენ რაღაც მიზეზების გამო სახლის შეცვლა მოგვიწია ისევე როგორც სკოლის, თავიდან კი არ გვინდოდა, რომ სხვა სახლში გადავსულიყავით მაგრამ როცა ელენე მამიდამ 3 სართულიან სახლთან გააჩერა ავტომობილი ყველაფერი დაგვავიწყდა. ახალ სახლში სულ რაღაც 1 კვირის გადმოსულები ვიყავით და სკოლის დაწყებას ველოდებოდით. -ელისაბედ ადექიიი. მარი ყვირილით შემოვარდა ჩემს ოთახში და თავზე დამახტა.-დაგვაგვიანდებააა. ყურში ჩამჩხავლა და ყელში მაკოცა. -რომელი საათია?. ხმადახშულმა ვიკითხე და თავი ზლოზინით ავწიე. -რა აზრი აქვს ადექი მოემზადე არ მინდა პირველივე დღესვე დავაგვიანოთ. მარი ისევ ჩემზე იყო გაწოლილი და თმებზე მეთამაშებოდა. -კარგი ვდგები.მარი ხელით გავწიე და ავდექი,სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე შემდეგ კი მოვემზადე, ნუ რათქმაუნდა შავებში გამოვეწყე და მისაღებისკენ გავემართე. -ეს რა არის?. მარის თვალებმოჭუტული მერა დავინახე. -რა?. გაკვირვებული სახით შევხედე. -ეგრე უნდა წამოხვიდე?. ჩემს ტანსაცმელზე მიმითითა. -აბა როგორ?. საწყალი თვალებით გავხედე და ტუჩები მოვბრიცე. -გოგო ვიღაცას შეაშინებ. ბავშვივით დამტუქსა. -ოო კარგი რაა გთხოვ ასე წამოვალ.ტუჩებმობრეცილმა გავხედე და კოპები შევკარი. -ახლავე ადი ოთახში და რამე ღია მოირგე.ხელი კიბისკენ გაიშვირა და თვალები დამიბრიალა. მეც მორჩილი ბავშვივით ავედი ჩემს ოთახში და მუქ ლურჯ მაისურს დავტაცე ხელი, თუმცა შავი ჟაკეტი, შარვალი და კეტები არ გამიხდია. 2 წუთში მისაღებში ჩავედი და მარიას წინ ავეზუტე. -აბა წავიდეთ. მარიამმა თავისთვის ჩაიბურტყუნა და ყველას დაემშვიდობა. მეც პირველი მამიდასთან მივედი და დავემშვიდობე. -დალოცვილი იყავი მამიდას სიხარულო. მამიდამ შუბლზე მაკოცა და თბილად გამიღიმა. მერე ზუკასთან მივედი მასაც გადავეხვიე და ლოყაზე ვაკოცე. -წარმატებები ჩემო პრიცესებო. ზუკამ უკნიდამ მოგვაძახა და თვალი ჩაგვიკრა. მალევე დავადექით სკოლისკენ მიმავალ გზას, დაახლოებით 15 წუთის სავალზე იყო ის ჩვენი სახლიდან ამიტომ არც მძღოლი გვინდოდა და არც ავტობული, თან მე და მარიამს უაზროდ ბოდიალი გვიყვარს მითუმეტეს თუ მარტო მე და ის ვართ.როცა ეზოში შევედით მძიმედ ჩავისუნთქე და მარიამს ხელი მჭიდროდ მოვუჭირე. -ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება.მარიმ თავისი საფირმო სიტყვებით გამამხნევა და სკოლისკენ გამიძღვა. როცა კლასში შევედით ყველაჩვენ გვიყურებდა რაც ძალიან მთრგუნავდა თუმზა როცა მარიამის ძლიერ მოჭერინ ხელს ვგრძნობდი მდგომარეობის განსამუხთად რომ მიჭერდა ერთდროულად ვმხნევდებოდი და მომენტალურად ვბრაზობდი ასე ძლიერად რომ იყო ჩემზე ჩაბღაუჭებული რადგან ძლიერად მტკიოდა. ყველაფერი მოსალოდნელზე კარგად მიდიოდა, ბავშვები კარგად შეგვხვდნენ ზოგმა ადგილებიც კი დაგვითმო პატივისცემის ნიშნად.ამ გარემოში რატომღაც 2 გოგონა დაგვიმეგობრდა ყველაზე მეტად ქეთი და ნინი. ისინი ისეთი თბილები იყვნენ ჩვენს მიმართ პირველივე დღესვე მივუჩინე გულში ადგილი. მათ ყველაფერი მოგვატარეს, გვანახეს სად რა იყო და ვინ ვისი შეყვარებული იყო ეგეც კი გვითხრეს.მოკლედ ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებდით და ასე გავიდა 1 თვეც. ალბათ გაგიგკირდებათ ერთ თვეში ასე როგორ დაუახლოვდნენ ერთმანეთსო მაგრამ ასეა ცხოვრება პირველივე დღესვე მივხვდი რომ ისინი ასეთი კარგები იქნებოდნენ. ასე გავხდით განუყრელი მეგობრები, ერთმანეთის გარეშე ყოფნა ვერც კი წარმოგვედგინა. მხოლოდ ჩვენ ოთხმა და კიდევ რამდენიმე მასწავლებელმა იცოდა რომ მშობლები დაღუპული მყავდა, არ ვიცი რატომ მაგრამ არ მინდოდა ყველას გაეგო ჩემი გასაჭირის შესახებ. ერთხელ მათემატიკის გაკვეთინი გვქონდა როცა კარი გაიღო და კლასში ვიღაც საოცრად მაღალი შავგვრემანი ბიჭი შემოვიდა. მისი თვალები კარგად ვერ დავინახე რადგან კოპები ქონდა შეკრული და ეტყობოდა რომ ჟმოტი იყო. მასწავლებელს მიუახლოვდა ჩუმად რაღაც უთხრა და უკან დაიხია. ამ ყველაფრის მერე მასწავლებელი წამოხტა და კლასიდან უთქმელად გავარდა, თუმცა ის შავგვრემანი ბიჭი რადიატორთან დადგა და ტელეფონში ჩაძვრა. მასწავლებლის გასვლა და ლაპარაკის დაწყება ერთი იყო. მარი ქეთის და ნინის შეუტრიალდა და ლაპარაკი დაიწყო მე კი რომ ვერაფერს ვაკეთებდი მათკენ მივბრუნდი და მათ საუბარს ვუსმენდი თუმცა საინტერესო ვერაფერს ვერ მოვუსმინე, ჩვენ კლასელ გიოზე ლაპარაკობდენ და ჭორავდენ. -ეი თქვენ რას ტლიკინებთ მოტრიალდით.მისი მკაცრი ბარიტონი გაისმა და ტანში სულ ერთიანად დამიარა შიშის ზარმა. მე არაფერი მითქვამს წინს შევტრიალდი და თავი მერხზე დავდე.- რას ლაპარაკობთ ასე გაუჩერებლად უკვე თავი ამატკივეთ. ისევ იგივე ხმამ გაიჟღერა და თავი წამოვყავი მერე კი თვალებში დებილივით ჩავაჩერდი. ახლაღა დავინახე მისი თვალის ფერი, ის ისეთი შავი იყო უფსკრულს გავდა და იმწამსვე ვინანე მას რომ შევხედე რადგან ისეთმა გრძნობამ მოიყარა ჩემში თავი რომ მეგონა მოვკვდებოდი. მისი შავი კუპრივით თვალები ის ისეთი იყო ვერ ავღწერ ასე მეგონა ეშმაკს ვუყურებდი მეგონა თითქოს სიკვდილის სარეცელზე ვიდექი და შიშისგან ვკანკალებდი.-რაიყო ენა ჩაგივარდა?. მკაცრი და ბოხი ხმით მითხრა და მე კი იქვე ქანდაკებასავით ვიყავი მასზე მიშტერებული. -არა!.სიმკაცრე და შიში შეერია ერთმანეთს და ეს პასუხი არადამაკმაყოფილებელი გამოდგა. -კარგი ერთი, წეღან იმდენი ილაპარაკე გამიკვირდა ენა როგორ მოატრიალე რამის სათქმელად.ირონიულად ჩაილაპარაკა და აგდებული მზერით შემავლო თვალი. -არ ვლაპარაკობდი.ტონი ოდნავ გავამკაცრე რაც მეთვითონ ძალიან გამიკვირდა და თვალები ვჭყიტე. -კიდევ ბედავ და მეპასუხები ლაწირაკო?!. ისევ ის მკაცრი და ზიზღით აღსავსე ხმა გაისმა რომელმაც გულამდე ჩააღწია და დამჩხვლიტა. საპასუხოდ საცოდავი თვალებით ავხედე და ღრმად ჩავისუნთქე. მალე მასწავლებელიც შემოვიდა და ეს ეშმაკის მოციქულიც კლასიდან გავიდა. ზარიც მალევე დაირეკა და გაოგნებული გოგონებისკენ შევტრიალდი. -ვინ იყო ეს ეშმაკის მოციქული?. თვალებგაფართოებულმა ვკითხე გოგონებს. -ეგ თუ არ იცი ვინაა აბა რა იცი. უცნაურად დამეჯღანა ნინი. -ეგ არის იმენა ამ სკოლის უფროსი რაა, მოკლედ გირჩევ ასე აღარ შეეპასუხო თორემ ოპა ვერ გადარჩები.ქეთიმ ცერა თითი ყელზე გაისვა და ენა გადმოაგდო. -რატო?. გაოცებულმა ვკითხე. -მოკლედ ეგ არის დანიელ ჯაფარიძე მეთორმეტე კლასშია და რავი ძაან რაღაცნაირი ტიპია აი რო არავის ინდობს, გოგოებიც კი ვერ ეკარებიან თუ რატქმაუნდა გიჟები და ბო*ები არ არიან.ნინიმ ყველაფერი ამიხსნა და მეც გავიტრუნე. -უიმეე გაუხმეს მაგას თავი. მარიმ ხმამაღლა ამოიფრუტუნა და თავი გადააქნია. -ჩშშშ. ქეთიმ და ნინიმ მარის პირზე ხელი ააფარეს და დაქაჩული თვალებით შეხედეს. -კარგი გავითვალისწინებ.რატომღაც უცნაურად მეჩვენა ეს ყველაფერი, არ მეგონა ადამიანები ასეთებიც რომ იყვნენ, თითქოს ხალხზე გული ამიცრუვდა იმ მომენტში ისე გაოგნებული ვიყავი. აბა ყველა კარგი ადამიანი რომ მგონია იმედი რანაირად არ უნდა გაგიცრუვდეს. ყველა ადამიანში ყოველთვის ვეძებ დადებით მხარეს იმ შემთხვევაშიც თუ სულ მინუსებით არის გარშემორტყმული. ყოველთვის მინდოდა ბოროტება გამქრალიყო ამ ყვეყნიდან და სულ კეთილი ადამიანები დარჩენილიყვნენ ამ ქვეყანაზე მაგრამ ეხლა რომ დავუფიქრდი, თუ ბოროტი ადამიანები გაქრებიან მაშინ დედამიწაზე თითქმის აღარავინ დარჩება და ყველანი ვიქნებით ასე მარტოდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.