შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი თილისმა (ნაწილი პირველი)


10-05-2015, 23:43
ავტორი Qeti.A
ნანახია 17 031

-ტასო მაინც მოხვედი? დღეს ხომ შაბათია?
-საქმე არაფერი მქონდა ნატო დეიდა. როგორ ხართ?
-ისე კი ძალიან გვჭირდება შენი დახმარება..
-ისევ არაფერს ჭამს?
-როგორც ყოველთვის
-ახლავე მივალ, თქვენ უთხარით საჭმელი შემოგვიტანონ.
მოსაცმელი და ჩანთა საკიდზე ჩამოვკიდე, მობილური ჯიბეში ჩავიდე და ცისფერ კორიდორს აჩქარებული ნაბიჯით ჩავუყევი. სულ ბოლო კარები შევაღე და ჩაფიქრებულ მოხუცს გავუღიმე, მანაც არ დააყოვნა და მაშინვე შემომაგება მისი ლამაზადჩაწყობილი, თეთრი, თუმცა ხელოვნური კბილები.
-გამარჯობა ლილი ბებო, როგორ ხართ?
-დღეს შენი ნახვის იმედი არ მქონდა შვილო, უკვე კარგად ვარ.
-გავიგე, რომ საჭმელს არ ჭამ, ასე არ შეიძლება ხომ იცი რომ მერე წამალს ვერ დალევ.
-აღარ მინდა ტასიკო ამდენი წამლები, შენ მაინც ხომ იცი, რომ აღარაფერს მშველიან.
-მასე ნუ ამბობ ლილი ბებო.
-კარგი შვილო აღარ დაგამძიმებ ჩემი ამბებით, ჯობს შენით გამამხიარულო.
-აი მეც მოვედი, ოთახში მაგიდა შემოაგორეს, რომელზეც გამზადებბული ვახშამი იწყო.
-ჩემი ხათრით ხომ შეჭამ ლილი ბებო?
-შენი ხათრით არაგვში გადავეშვები შვილო და ამას როგორ არ შევჭამ. მოხუცს გავუღიმე, ახლოს მივიწიე და კოვზით ბულიონი გავუწოდე. თან ვაკვირდებოდი მის დამჭკნარ, სევდიან თვალებს და თეთრად შეღებილ ოდნავ წამოზრდილ თმას. როგორი გატანჯული სახე ქონდა, ღიმილიც კი ვერ ძენდა ოდნავ სიხალისეს, მისი ბაგეები თითქოს წლების მანძილზე მიეჩვივნენ ამ მოძრაობას და მისი მნიშვნელობა სულ გადავიწყებოდათ. აი უკვე თითქმის წელია ამ მოხუცს ვიცნობ და კითხვა ვერასდროს გავბედე თუ რატომაა ასე მარტოდ მარტო მთელს დედამიწაზე, რატომაა ასეთი ნაღვლიანი და...
-რაზე ფიქრობ ტასიკო?
-თქვენი შვილიშვილი ისევ არ მოსულა? ვუთხარი ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულმა ფიქრებიდან და თვალებში ჩავხედე, სულ ადვილად შევამჩნიე კიდევ უფრო როგორ დასევდიანდა მოხუცი და თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ნეტავ შემძლებოდა და ჩემი სიტყვები უკან წამეღო.
-არა, არ მოსულა.
-ალბათ ბევრი საქმე აქვს ლილი ბებო, აუცილებლად მოვა.
-ალბათ, მხოლოდ ეს მითხრა და მზერა ამარიდა.თეფშს რომ დავხედე უკვე გათავებული ქონდა ვახშამი.
-ლილი ბებო, ამას გავიტან, თვქენ მანამდე აირჩიეთ დღეს რა წავიკითხოთ. მოხუცმა არაფერი მითხრა, მისი სახის გამომეტყველებიდან რთული მისახვედრი არ იყო, თუ რა ღრმა მოგონებებში ჩაძირულიყო და ამიტომ მეც ფრთხილად გამოვედი მისი ოთახიდან. გზაში საკუთარი თავი სულ შემომელანძღა, ჯანდაბას ენას რით ვერ ვაჩერებ, კიდე ჩემი გახსენება უნდოდა საწყალ ქალს.
-სასწაულმოქმედი ხარ ტასო, როგორ აჭამე?
-სასწაულ მოქმედი კი არა ანაჭარტალა ვარ, ჯანდაბა. მითხარი ნატო დეიდა ექიმი რას ამბობს?
-ეჰ, არაფერს ძველებურად, ქიმიას აზრი აღარ აქვსო, მხოლოდ მოდის და ყოველდღე ტკივილგამაყუჩებელს უკეთებს.
-მისი გატუტუცებული შვილიშვილი რატომ არ მოდის?
-არ ვიცი, წერილობითი მოწვევა გავუგზავნე, რამდენჯერმე დავურეკე კიდეც მაგრამ თავს არ იწუხებს ვაჟბატონი.
-კი მაგრამ ასეთი უგულო როგორაა, დღე-დღეზე ბებია მოუკვდება.
-არ ვიცი გენაცვალე, ყველას შენსავით კეთილი გული კი არ აქვს.
-თანაგრძნობის უნარი, მოვალეობის გრძნობა მაინც სად დარჩა? და კიდევ არაფერი განსაკუთრებული კეთილი გული მე არ მაქვს.
-როგორ ხარ გაბრაზებული იმ ბიზე იქნებ და რა ჭირს?
-მთელი თვეა რაღაც როგორ ჭირს. მამაჩემმა ისეთი ხალხი შეაწუხა რო დაედგინა ლილი ბებოს ვინმე ნათესავი თუ ყავდა და მაგის მეტი ვერავინ ნახეს, ისიც სულ ტყუილად თურმე.
-შენი ტელეფონი რეკავს ტასო.
-უი უკაცრავად, გისმენ დე.
-ტასო მალე მოხვალ?
-კი რა მოხდა?
-დაგავიწყდა ხომ დღეს სტუმრები რომ გვყავს?
-უი კი დამავიწყდა მარა ახლავე გამოვიქცევი დედა.
-იჩქარე ჩემო კარგო მამას გაეხარდება.
-მოვდივარ დე.
-ნატო დეიდა, მომეცით იმ გატუტუცებულის სახლის მისამართი.
-რად გინდა?
-ხვალ ქორივით დავადგები თავზე, ვნახოთ ერთი რას მეტყვის.
-ფრთხილად იყავი შვილო.
-ხვალ გამოგივლით, იმედია მარტო არა. თვალი ჩავუკარი და ისევ ლილი ბებოს ოთახისკენ გავიქეცი, ჩასძინებოდა. შუბლზე ვაკოცე და სახლში სწრაფად წავედი, რომ სახლში სტუმრებზე ადრე მივსულიყავი.
საღამოს შესაფერისად ჩავიცვი და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ ხალხს მივესალმე. ზოგი თბილად მიყურებდა, ზოგი გამომწვევად, ზოგიც შურიანი თვალებით, მე კი უბრალოდ დავდიოდი და ყველას ვუღიმოდი ვის მზერასაც დავიჭერდი, და ჩემი ღიმილი სულაც არ იყო ყალბი, პირიქით გულიდან მოდიოდა, მე ხომ სულ მეღიმებოდა. მამა მეუბნებოდა მაგიტომაც გავს სახე სულ განათებული ასე გულით რომ იცინი ხოლმეო. ამ საზოგადოებას ასე თუ ისე მიჩვეულიც ვიყავი და შეგუებულიც იმ აზრს რომ ერთხელ მოვიდოდა დრო როცა მისი ნაწილი გავხდებოდი, მეც დავიწყებდი სიარულს საქმიან შეხვედრებზე, მოლაპარაკებებზე და ბოლოსდაბოლოს მექნებოდა საკუთარი პროფესია. ასე რომ ძალაუნებურად მესმის ამ საზოგადოების, ცოტა ყალბები არიან, თუმცა საერთო ენის გამონახვა ყოველთვის შეიძლება მათთან. საათს გავხედე და უკვე 11 სრულდებოდა, აი თურმე რატომ ვარ ასეთი დაღლილი. მთელი საღამო ჩუმად ვარ ჩემთვის და ამ უცნობ ხალხს ვათვალიერებ. ეს იმიტომ, რომ ძალაუნებურად მეფიქრება ხვალინდელ ჩემს ვიზიტზე იმ გატუტუცებულთან. როგორ უნდა მოვახერხო, რომ საკუთარი ბებია სიკვილამდე ერთხელ მაინც ნახოს. ან იქნებ არც უნდა ჩავერიო, ვინ იცის რა მოხდა მათ ოჯახში? იქნებ ძალიან უჭირს იმ ბიჭს ბებიის ნახვა? არა რა უნდა მოვეშვა ამ რომანების კითხვას თორემ სულ გადამრიეს. მორჩა გადაწყვეტილია ხვალ მივდივარ ლილი ბებოს გატუტუცებულ შვილიშვილთან, მაგრამ..
-ტასო, შვილო, ჯანდაბა რამდენჯერ უნდა გამაწყვეტიონ დღეს ფიქრი.
-ხო დედა.
-მოდი აქ, გაიცანი ეს ნიკაა, ბატონი დათოს შვილი, ხომ გახსოვს მამას პარტნიორი რომ არის.
-კი დედა რა თქმა უნდა მახსოვს, სასიამოვნოა ნიკა, გავუღიმე სტუმარს და გამოწვდილ ხელს ჩემი თითები შევაშველე.
-შენზე ბევრი კარგი მსმენია ტასო.
-ანასტასია, მე ანასტასია მქვია. არ მიყვარდა როცა უცხოები ტასოთი მომმართავდნენ და ამიტომ ყველას ვუსწორებდი არც ეს ნიკა იყო გამონაკლისი.
-აჰ გასაგებია, უკაცრავად ანასტასია. ისე ეშმაურად აათამაშა მისი ცისფერი თვალები აშკარად მიხვდა რატომაც გავუსწორე მეც შემრცხვა და გავუღიმე, ისევ გავიღიმე.
-რა გსმენია ჩემზე, ნიკა?
-მხოლოდ კარგი რა თქმა უნდა.
-მამაჩემი ხშირად აჭარბებს ხოლმე, ასე რომ.
-არა რატომ მართლა ლამაზი ღიმილი გაქვს.
-მადლობა ვუთხარი და გავუღიმე, ჯანდაბა ამას ვერაფერს ვუხერებ სულ მეღიმება.
-არაფრის, ანასტასია. იცი მე ახალი ჩამოსული ვარ ბრიტანეთიდან, იქ ვსწავლობ და ხვალ პატარა წვეულებას ვაწყობ ძალიან გამიხარდება თუ მოხვალ.
-დიდი სიამოვნებით ნიკა, მაგრამ ხვალ არ მცალია.
-ვერაფრით მოიცლი?
-საჩქაროა სამწუხაროდ.
-თუ გადაიფიქრე, ჩემი წინადადება ძალაშია.
-მადლობა ნიკა, მაგრამ არამგონია. ვუთხარი და ისევ გავუღიმე.
-მოდი გამოვიცნობ, ეგ შენი საქმე იმ მოხუცთა თავშესაფარს უკავშირდება ხომ?
-როგორც ჩანს მამაჩემი ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს ჩემზე, თავი გავაქნიე.
-არა მარტო მამაშენი, თქვა ნიკამ და დედას გახედა,მე კი ისევ გავაქნიე თავი.
-იშვიათია ახლაგაზრდა გოგო მასეთებით იყოს დაინტერესებული არა? გამომცდელად გამომხედა ნიკამ მე კი ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ამიტომ გულუბრყვილოდ ვკითხე
-რითი, მოხუცთა თავშესაფრით?
-თუნდაც, არ ჯობია მეგობრებთან ერთად გაერთო, ვიდრე უცხო მოხუცებს დროის მოკვლაში დაეხმარო?
-ზუტად ისევე როგორც ჯობია ღამის 11 საათზე დაიძინო ვირე უცხო ბიჭებს ელაპარკო. ვუთხარი მისი ნათქვამისგან გაღიზიანებულმა და ისევ გავუღიმე, გამარჯვებულის ღიმილით. ჩემს ნათქვამს აშკარად მიხვდა და ხმამაღლა გაეცინა.
-კი მაგრამ მე ხომ უცხო არ ვარ.
-არც ისინი ნიკა.
-კარგი ლამაზო გასაგებია, ეს თემა ხელშეუხებელია შენთვის.
-ანასტასია მე ანასტასია მქვია. ისევ გავუმეორე და ამჯერად არ გამიღიმია. მან უკმაყოფლოდ თავი დამიქნია და გვერდზე გაიხედა, მე კი დედაჩემს მკაცრი თვალებით ვანიშნე რომ ჩემთვის დაეძახა და ასეც მოიქცა.
-ახლავე დავბრუნდები ნიკა, გავუღიმე და დედასკენ ჩქარი ნაბჯით წავედი, უკან მოხედვას და მითუმეტეს მობრუნებას რა თქმა უნდა არ ვაპირებდი.
მალე კი ყველაფერი დამთავრდა და უკვე ჩემს ფუმფულა საწოლში მეფიქრებოდა ვიღაც ბიჭზე რომელზეც არაფერი ვიცოდი გარდა მისი ბებიის სახელისა. მალე კი ლამაზი სიზმრების სამყაროში შეუმჩნევლად ჩავიძირე. პსიზმარშიც კი ლილი ბებო ვნახე რომელიც გახარებული მადლობას მიხდიდა რომ შვილიშვილი მოვუძებნე. დილას გულიანად გამეცინა ჩემს გულუბრყვილო მეოცნებე ხასიათზე და მომზადება დავიწყე. თანდათან უჩვეულო ნერვიულობა მემატებოდა თვითონაც არ ვიცოდი რატომ. მაგრამ რა უნდა მექნა თუ იმ ბიჭს ვერ ვნახავდი ან უარესი არ მოინდომებდა ჩემთან ერთად წამოსვლას? ამაზე პასუხი არ მქონდა ამიტომ ყველაზე კარგი დავუშვი-წერილები არ მიუღია, ტელეფონით კი მხოლოდ 1 კვირის უკან ელაპარაკა ნატო დეიდა და ალბათ ვერ მოიცალა. კიდევ ერთხელ დავცინე ჩემს მეამიტ გუნებას და სახლიდან გამოვედი. ცოტა ფეხით გავიარე და გაზაფხულის თბილ ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი. ოდნავ გრილი სიო ქროდა და ბუნებას აფხიზლებდა თითქოს მისი არსებობა. სასიამოვნო ამინდი იყო, მაგარამ რადგამ ფურცელზე დაწერილი მისამართი ჩემს გონებაში არანაირ ასოციაციას არ იწვევდა გადავყვიტე ტაქსი გამეჩერებინა და მისთვის მიმენდო ჩემი და ლილი ბებოს ბედი. იმედები გამიმართლა სასაცილო ულვაშიანმა ტაქსის მძღოლმა და დანიშნულების ადგილზე სულ რაღაც ნახევარ საათში მიმიყვანა. მეც გადავუხადე, გულითადი მადლობა და ღიმილიც ვაჩუქე და ამჯერად ფეხით გავუყევი უცნობ ქუჩას. სულ ახლა გამახსენდა რომ ბიჭის სახელი და გავრი არ მიკითხავს ნატო დეიდასთვის და გულში ისევ შემომელანძღა საკუთარი თავი. კიდევ კარგი ფოტო წამოვიღე, თორემ რამენაირად ხომ უნდა მიმეგნო მისთვის. პატარა სკვერში რამდენიმე ბავშვი თამაშობდა, ხელჩანთიდან ფოტო ამოვიღე და მათკენ წავედი.
-გამარჯობათ ბავშვებო.
-გაგიმარჯოს, შემომცინა ერთმა ბუთქუნამ და მეც რა თქმა უნდა გავუღიმე.
-შეგიძლია დამეხმარო?
-კი, პატრა კაცივით გაიჯგიმა და სერიოზული სახე მიიღო.
-აი ამ ბიჭის სახელი იცი? ფოტო გავუწოდე, პატარა დააკვირდა მერე კი გამარჯვებულის ღიმილით მიპასუხა.
-ვიცი, მითხრა გახარებულმა.
-მეტყვი?
-კი გეტყვი ალექსი ქვია.
-დიდი მადლობა, შენ მე გადამარჩინე. ჩანთიდან შოკოლადი ამოვიღე და პატარას გავუწოდე, მანაც გამომართვა და სასრიალოებისკენ გაიქცა.
„ახლა ისღა დამრჩენია ვინმეს ვკითხო და ზუსტი სახლი გავიგო“ ეს გავიფიქრე და ჩემგან ოდნავ მოშორებით მდგარი რამდენიმე ბიჭი დავინახე. მათკენ დაუფირებლად წავედი და მხოლოდ ახლოდან შევამჩნიე რომ ძალიან ბევრი იყვნენ. სახეზე წამომაწითლა, როცა მათი თვალები შევნიშნე ჩემს ტანზე და უნებრად უკან მივიხედე. თითქოს თვალებით ჩემს კეთილ ტაქსისტს ვეძებდი, მაგრამ ის ხომ ამდენი ხნის წასული იყო. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა, ახლა უკან გაბრუნება ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ ღრმად ჩავისუნთქე და დაახლოებით 10მდე ახალგაზრდა ბიჭისკენ დაუფიქრებლად წავედი. მანდამაინც ახლა, მანდამაინც ახლა დაუბერა მაიმუნმა ქარმა და კაბა ძლივს დავიკავე რომ ჰაერში არ აფრიალებულიო და კიდევ უფრო არ გავეწითლებინე. კარგად შევაკურთხე ჩემს ბედს და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
-გამარჯობათ, გავუღიმე სრულიად უცნობებს და პასუხს დაველოდე.
-რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? „პედოფილი“ უნებურად გავიფიქრე როცა მისი გამომწვევი თვალებიმ, რომ შევნიშნე, რომელიც ცოტა მტრულადაც კი გამოიყურებოდნენ. და მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ეს ხალხი სულაც არ იყო მეგობრულ შეკრებაზე მოსული, ისეთი დაძაბული სხეულები ჰქონდათ და ერთმანეთს თვალს ვერ აშორებდნენ. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე როცა ერთ-ერთის ხელში ჯაყვა შევნიშნე. ასე რეალურად პირველად შემეშინდა რაღაცის, აქაურობას სასწრაფოდ უნდა გავცლოდი ეს მიკარნახა ჩემმა გონებამ და შემოვბრუნდი კიდეც როცა მაჯაში ხელი მომკიდეს.
-მემგონი საქმე გქონდა ლამაზო, იგივე გამომწვევ თვალებს წავაწყდი.
-ხო მე... მე ალექსის ვეძებ, შემთხვევით ხომ არ იცით სად ცხოვრობს? ჩემმა ხმის სიმტკიცემ თავადვე გამაკვირვა, და გამართო კიდეც.
-ალექსი? ჩაიფხუკუნა უცნობმა.
-აი იქ იმ ჩიხში შედი, ხმა გევრდიდან მომესმა და ამჯერად გაკვირვებულ თვალებს წავაწყდი, რომელიც ისე მაკვირდებოდნენ თითქოს ჩემში ვიღაცის ამოცნობას ცდილობდნენ. -და ნაცრისფერ ჭიშკარში შედი, დაელოდე დააგვაინდება მაგრამ მოვა.
-მადლობა, გავუღიმე უცნობს, ახლა მაინც რა მეღიმებოდა?! სწრაფად შემოვბრუნდი და ნაჩვენები ჩიხისკენ წავედი ჩქარი ნაბიჯით. უკნიდან კი საშინელი გინების ხმა მომესმა და ნაბიჯს კიდევ უფრო ავუჩქარე. ჭიშკრის კარები მოვიხურე და იქვე კიბეზე ჩამოვექი მას მერე რაც აღმოვაჩინე, რომ სახლში მართლაც არავინ იყო.
ცოტა ხანში დავმშვიდდი და გულის ცემაც ჩვეულ რიტმში ჩამიდგა, მაინც როგორი მშიშარა ვარ, რა უნდა მომხდარიყო ასე რომ შემეშინდა, არადა ჩემი ფეხით რომ ვეახლე იმათ. საათს დავხედე 12 სრულდებოდა. ნეტავ რამდენ ხანს მომიწევს ცდა ? რა უნდა ვქნა საღამომდე რომ არ მოვიდეს ? ჯანდაბა რა შარში ვარ. მაინც ბოლომე დავიცდი და ლილი ბებოსთან წავიყვან იმ ტუტუცს, ეს რაღაც უკვე აკვიატებად ჩამომიყალიბდა. თავი მოაჯირს მივადე და გავიყუსე. ასე დიდხანს ვერ გავჩერდებოდი, რაღაც უნდა მეკეთებინა, ამიტომ ავდექი და ეზო მოვათვალიერე. საკმაოდ დიდი იყო, ცოტა ხნით გამართობდა. ეზო სუფთა იყო, თუმცა არანაირი ესთეტიური სილამაზე არ ქონდა, არც ერთი ყვავილი, არც ხე. კუთხეში ერთი საქანელა იდგა, რომელიც ძველი იყო და ეტყობოდა დიდხანს არავინ მიკარებოდა, მასთან მივედი და ჩამოვჯექი, პატარზე გავაქანე და როცა მივხვდი, რომ სანდო არ იყო უბრალოდ გავაჩერე. თანდათან ისევ მომეძალა იმ ალექსიზე ფიქრები, ალბათ მარტო ცხოვრობს. კი უეჭველი ამ ეზოს ქალის ხელი საერთოდ არ ეტყობა, შეიძლება მუშაობს ან სწავლობს და ამიტომ აგვიანდება. ნეტავ მისი მშობლები სად არიან? მამამ მათზე ვერაფერი გაიგო. აუჰ, ასე ძალიან რაში მაინტერესებს სრულიად უცხო ხალხის ბედი? ამ ჩემს ცნობის მოყვარეობას ხომ ვერაფერი აკმაყოფილებს, ამასობაში საკმაო დაცხა, საქანელიდან ფრთხილად ავდექი, რომ თავზე არ დამცემოდა ისევ კიბეზე ჩამოვჯექი, ჩრდილში. მობილური ამოვიღე და დავხედე, რამდენიმე მესიჯს ვუპასუხე და გული დამწყდა მეგობრებთან ერთად რომ ვერ წავიდოდი გასართობად, ბევრად უფრო სახალისო არ იყო სიცხეში უცხო ბიჭისთვის ცდა, რომელიც არც კი ვიცოდი იქნებოდა თუ არა ნაყოფიერი.
ასე ფიქრებში, დროდადრო წუწუნში და კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უცხო ეზოში ხეტიალში გავიდა დრო, და თანდათან ჩამობნელდა. უკვე ნათურის ძებნა დავიწყე რომ გამენათებინა, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. საათს დავხედე და 9 სრულდებოდა, კიდევ კარგი დედა გავაფრთხილე, თორემ ღმერთმა იცის რამდენი ხანი მომიწევდა კიდევ ცდა. ყოველი წამის გასვლასთან ერთად ბრაზი მემატებოდა და სადაც იყო ამოხეთქავდა, ამდენ ხანი ცდას ჩემი რკინის ნერვები და უდიდესი ნებისყოფაც კი ვერ გაუძლებდა. ისევ თავის დამშვიდებას მოვყევი და ამ დროს ჭიშკრის ნანატრი ხმა გავიგონე. ღრმად ჩავისუნთქე და მისკენ მივტრიალდი, თუმცა სულ ტყუილად ღამეში ვერაფერით გავარჩიე უცნობის სახე, თუმცა სილუეტი თანდათან მიახლოვდებოდა და ჩემი გულის ცემაც თანდათან უფრო სწრაფი ხდებოდა.
-რომელი ხარ? მომესმა მკაცრი ხმა.
-გამარჯობათ, მე ალექსისთან მოვედი.
-შენ კიდევ აქ ხარ?
-კი, ვუპასუხე გულუბრყვილოდ და ახლაღა შევამჩნიე, რომ ეს ხმა მეცნობოდა.
-კარგი შემოდი. გვერდით ჩამიარა და აშკარად ვიგრძენი ქუჩის არასასიამოვნო სუნი. მალე კარის საკეტის ხმაც გავიგე მასპინძელი შინ შემიძღვა, უცნაურია, სად გაქრა ჩემი გაბრაზება ასე უცებ. ბიჭმა შუქი აანთო და ჩემს უკან კარი დახურა. მხოლოდ ახლა შევძელი მისი შეთვალიერება და ჩემი სადღაც გამქრლი სიბრაზე გაორმაგებული დოზით დამიბრუნდა როცა უცნობის სისხლიან და მაინც მიმზიდველ ნაკვთებში ის ბიჭი ამოვიცანი, რომელმაც ამ სახლის მდებარეობა მომასწავლა. ახლა კი იდგა უცოდველი გამომეტყველებით და ისევ იგივ თვალებით მაკვირდებოდა.
-დამელოდე მალე დავბრუნდები. მითხრა უცებ და შეტრიალდა.
-დაგელოდო? მე მთელი დღეა გელოდები, გარეთ.
-უკაცრავად მაგრამ მე არ მითხოვია მთელი დღე ლოდინი. ისე მომახალა არც შემობრუნებულა. სკამიც კი არ შემოუთავაზებია, უზრდელი გატუტუცებული ბიჭი. ელვის სისწრაფით გამიელვა თავში ამ აზრმა, და მიმავალს თვალი გავაყოლე. შემდეგ კი ჩემი ყურადღება მისმა სისხლით დასვრილმა მაისურმა მიიპყრო. სამზარეულოს ჩაუარა და საბაზანოში შევიდა, მეც უკან მივყევი დავინახე როგორ ამოიღო აფთიაქიდან ბამბა და შუშა, რომელშიც სითხე ესხა. სახეზე წყალი შეისხა და სარკიდან დავინახე როგორ დაემანჭა სახე, ალბათ ტკივილისგან. სად ვარ, აქ რა მინდა? რა მოუვიდა ამ ბიჭს? ალბათ იჩხუბეს ჩემი წამოსვლის შემდეგ, მაგარამ მთელი დღე ჩხუბობდნენ? ბიჭი სისხლიან ზედას წაეპოტინა და ახლაღა მივხვდი, რომ მეორე ხელს ვერ მოძრავებდა, ზედის გახდას სასაცილოდ ცდილობდა.
-შემიძლია დაგეხმარო. დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე. ის კი ნელ-ნელა შემოტრიალდა მისი დაღლილი თვალებით ამათვალიერა და გვერდულად გამიღიმა.
-გახდაში? მეც გამეღიმა მის ღიმილზე, ახლაც გამეღიმა.
-არა, ჭრილობის დამუშავებაში.
-მერე სისხლის არ გეშინია? ეს თანხმობად მივიჩნიე და მისკენ წავედი, ჩანთა სამზარეულოში დავტოვე და ხელი ბამბას მოვკიდე.
-რატომ, სისხლი იკბინება რომ მეშინოდეს? არ შემიხედავს ისე ვუთხარი. და გამეღიმა. ჯანდაბა ისევ. შუშას თავი მოვხადე და სპირტის მძაფრმა სურნელმა თავბრუ დამახვია.
-ახლა ცოტა აგეწვება, ვუთხარი და ბამბა გახეთქილ წარბზე რაც შემეძლო ფრთხილად დავადე. დარწმუნებული ვარ ძალიან აეწვა თუმცა კაცურად გაუძლო და არ შეიმჩნია. ამაზეც გამეღიმა, ისევ. შემდეგ პირსახოცი დავასველე და მთელი სახე მოვწმინდე, სისხლისგან და მტვერისგან განთავისუფლებული მისი ნაკვები გაცილებით უფრო კარგი სანახავი იყო და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ამ ბიჭის ფოტოს უკვე ერთი თვეა ვუყურებ, იქ კი ისეთი შეშინებული ვიყავი ვერც ვიცანი. თუმცა მაინც შეცვლილი იყო, წვერი ეტყობოდა, თმაც წამოზრდოდა სულ ოდნავ. მივხვდი, რომ დიდი ხანი ვუყურებდი და უხერხულად გამეღიმა, ჯანდაბას ჩემი თავი და განსაკუთრებით ეს უაზრო ღიმილი. თვითონ კი არაფრით არ მაშორებდა თვალს და ეს ქმნიდა ყველაზე დიდ უხერხულობას ოთახში.
-მაკრატელი სად გაქვს?
-რა?
-მაკრატელიმეთქი, ბიჭმა გაკვირვებული თვალიბით შემომხედა და მიპასუხა.
-მარჯვნიდან მეორე უჯრაში. მეც მისკენ წავედი და უჯრიდან შავი მაკრატელი ამოვიღე.
-მაისური მაინც აღარ ივარგებს, ასე კიდე ხელი არ გეტკინება. ვუთხარი და ტანზე შემოვაჭერი მისი მუქი სპილოსძვლისფერი ზედატანი. ნახევრად შიშველი უცხო ბიჭის წინ, უცხო სახლში ვიდექი და ჭრილობას ვამუშავებდი, უხერხულობისგან სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდი. სახე სულ მიხურდა, მაგრამ მაინც მქონდა პატარა იმედი რომ წამოწითლებული არ ვიყავი. არადა ხომ შემეძლო მეგობრებთან ერთად მეც წავსულიყავი იმ დაწყევლილ კაფეში და მათთან სასიამოვნო დრო გამეტარებინა?! ამ ფიქრებში მის მარცხნა მკლავზე გაცილებით უფრო დიდი ჭრილობა შევნიშნე.
-ეს... ეს გასაკერი იქნება, საავადმყოფოში უნდა წახვიდე.
-არა, ნუ გაქ ეგეთი შეშინებული სახე, გულწრფელად გაიღიმა და თეთრი კბილები გამოაჩინა, ჯანდაბა ასე მიმზიდველი მაინც არ იყოს. ახლა აშკარად დავინახე მას და ლილი ბებოს შორის მსგავსება.-არც ისეთი ღრმაა. მე რაც შემეძლო ფრთხილად მოვწმინდე სისხლი, სპირტით დავამუშავე და ბინტით გადავუხვიე.
-მოვრჩი, ვუთხარი და უკან დავიხია, თან რა თქმა უნდა გავუღიმე.
-მადლობა, ახლავე მოვალ. თქვა და 2 წამში უკან მაისურით ხელში დაბრუნდა.
-მარტო ვერ ვიცმევ, სასაცილოდ დამეჯღანა და მეც გავიღიმე. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და ჩაცმაში დავეხმარე.
-მოკლედ, ძალიან ვწუხვარ მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ საიდან გიცნობ, არადა წესით არ უნდა დამვიწყებოდი, გამეღიმა მის ასეთ საქციელზე.
-არც დაგავიწყდებოდი, უბრალოდ პირველად მხედავ. ვუთხარი და ამასობაში მაისურიც ჩავაცვი. მის სახეზე კითხვის ნიშნები ადვილი წასაკითხი იყო, მეც მთავარ სათქმელს მივუახლოვდი და ნერვიულობაც დამეწყო.
-კაი, მომიყევი შენ ჩემთან რა საქმე გაქ მანამდე კი მე პიცას შევუკვეთავ, შენც მოშიებული იქნები თუ მთელი დღე მელოდები...
-არა, უკვე გვიანია არ მაქვს მაგის დროს, უბრალოდ მე სერიოზული საქმე მაქვს.
-კარგი, როგორც გინდა. გისმენ. ოღონდ ჯერ შენი სახელი მითხარი.
-ტასო, მე ტასო... მქვია. რა საოცარი იყო ამ სახელით არავის ვეცნობოდი, პირიქით ყველას ვუსწორებდი თუ ვინმე უცხო ასე მომმართავდა.
-კარგი ანასტასია, ჩემი სახელი გარკვევით ოდნავ გაწელა და თვალებში ჩამხედა, ყურადღებით გისმენ.
-მე ლილი ბებოს მეგობარი ვარ. სხვა ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე პირდაპირ ვუთხარი და გავუღიმე. ნათლად დავინახე როგორ გაღიზიანდნენ მისი თვალები და ამან კიდევ უფრო ამანერვიულა. -იმის სათქმელად მოვედი და ვიცადე, რომ მას შენი ნახვა უნდა და ძალიან ავადაა, დიდი დრო...
-ბრმას ვგავარ? მკითხა უცებ უცნაურად უხეში ტონით, მეც ოდნავ შემაკრთო მისმა ხმამ.
-არა, ისევ გულუბრყვილო პასუხი.
-ყრუს? იგივე ტონი და იგივე პაუხი.
-არა.
-მაშინ რატომ გგონია, რომ თუ მოსვლა მენდომებოდა იმ თქვენს გამოგზავნილ წერილებზე ან ვიღაც ნატოს ზარებზე არ მოვიდოდი?! ეს ყველაზე საშინელი პასუხი იყო ყველა პასუხს შორის რაც კი არსებობდა და ალბათ ჩემს მეამიტ გონებას აზრადაც არ მოსვლია ასეთი პასუხისთვის მომზადებულიყო.
-კი მაგრამ...
-ტასო ხო? არამკითხე მოამბეს ხომ იცი რაც მოუვიდა? გირჩევ თავი დაანებო კეთილი ფერიას თამაშს და შენს საქმეს მიხედო. ჩემი დაბნეულობა და ნერვიულობა სადღაც გაქრა უცებ და ამ ვაჟბატონმა ისევ გამაბრაზა საშინლად. მოთმინების ბოლო ნარჩენები სადღაც მოვძებნე და მოჩვენებითი სიმშვიდით ვუთხარი.
-ალექს, ბებიაშენს რამდენიმე დღის სიცოცხლე აქვს დარჩენილი და რაც არ უნდა მომხდარიყო თქვენს ოჯახში, და როგორი ცუდი ბებიაც არ უნდა ყოფილიყო ის, მაინც მოვალე ხარ ერთხელ მაინც ინახულო და სამუდამო სატანჯველისთვის არ გაისტუმრო მოხუცი. ასე, რომ მოეშვი ჩემთან უხეშობას თუ შეიძლება და ნორმალურად ვისაუბროდ, მითუმეტეს სულაც არ მეკუთვნის ის სიტყვები რაც ამწუთას შენგან მოვისმინე. აშკარად არ ელოდა ჩემგან ასეთ გაბედულ პასუხს, ის კი არა მეც არ ველოდი, და ცოტა დამშვიდდა. ეს რომ შევამჩნიე მეც შევარბილე ტონი და ისევ ვუთხარი.
-შენი ნახვა ძალიან რომ არ უნდოდეს აქ არ მოვიდოდი და მთელი დღე არ დაგელოდებოდი, მართლა სჭირდები და არაფერი არ დაშავდება შენი ცხოვრების 20 წუთს თუ გაიმეტებ მისთვის.
-შენ არ იცი რაზე ლაპარაკობ.
-არც მჭირდება, რომ ვიცოდე. მაგრამ შენ კი უნდა გაიაზრო, რო თუ ერთადერთ ნათესავს ისე მიცემ სიკვდილის უფლებას, რომ ვერ გნახოს, მაშინ არა მარტო ის არამედ შენც დაიტანჯები და ბევრჯერ მოგინდება დროის უკან დაბრუნება, მერე კი რაც არ უნდა ძლიერი იყოს სურვილი შეუძლებელს ვეღარ შეძლებ.
-ტასო, ასე რით შეგაყვარა იმ ქალმა თავი?
-და შენ რით შეგაძულა ასე?
-მეე? მე არ მძულს, უბრალოდ მის მიმართ არაფერს ვგრძნობ.
-მითუმეტეს უფრო ადვილი ყოფილა მისი ნახვა. ხვალ 4 საათზე აი ამ მისამრთზე მოდი, მეც იქ ვიქნები. პატრა ფურცელი მაგიდაზე დავდე და კარისკენ წავედი.
-სად მიდიხარ?
-სახლში.
-ღამით მარტო სიარული აქ საშიშია ტასო.
-არაუშავს ტაქსით წავალ.
-მოდი მიგაცილებ ტაქსამდე, თან მადლობა ხომ უნდა გადაგიხადო დახმარებისთვის როგორმე.
-ხვალ მოდი, ვუთხარი და კარები გავიხურე. სახეში ცივი ჰაერი მეცა და გამომაფხიზლა, თითქოს მთელი დაძაბულობა მომიხსნა. ჩიხიდან გავედი და იგივე გზას გავუყევი, რომლითაც მოვედი.
-მიაგენი ალექსის? ნაცნობ ცინიზმით გაჟღენთილი ხმა გავიგონე და უკან შევბრუნდი, ძლივს მოხსნილი დაძაბულობა წამში ავკრიფე და მთელი სხეული დამეძაბა.
-კი, მადლობთ. უცნობის მწვანე თვალები თითქოს ანათებდნენ ღამეში.
-მარტო არ გეშინია?
-არა, კარგად იყავით.
-მაინც მიგაცილებ ა?
-არა, მადლობთ კარგად იყავით, ხმას ოდნავ ავუწიე.
-ტასო? გავიგონე ნაცნობი ხმა და ამოვისუნთქე. ჩემსკენ ალექსი გამოიქცა, ქუჩის მკრთალ განათებაზე ვიცანი და მისმა დანახვამ გამახარა.
-კარგად, დავით, მტრული მზერა აჩუქა უცნობს და გვერდით ამომიდგა.
-კარგად ტასო, ისევ ისეთი ცინიკური ღიმილით ამათვალიერა, მე კი მინდოდა მეპასუხა რომ ანასტასია მქვიოდა მაგრამ ალექსმა ხელი ჩამჭიდა და სწრაფი ნაბიჯებით გამიყვანა ამ საშინელი ქუჩიდან.
-ხომ შეიძლებოდა დამლოდებოდი?
-არაუშავს ეგეთი მშიშარაც არ ვარ.
-მოიცა გამოვიცნობ, მაგიტომაც კანკალებ ახლა ხომ? მე მივხვდი, რომ გამომიჭირეს და გამეღიმა.
-ბავშვურად კი გამოიყურებ მაგ შენს მოკლე თმებში, მაგრამ მაინც სიფრთხილე არ გაწყენდა. მე ისევ გამეღიმა.
-ისე რამდენი წლის ხარ?
-16ის.
-რა ? ბავშვი ყოფილხარ. მე მხრები ავიჩეჩე და ისევ გავუღიმე.
-შენ რამდენის ხარ, დიდო? სასაცილოდ გამომივიდა.
-მე 19ის.
-უჰ დაბერებულხარ უკვე. ამჯერად ორივეს გაგვეცინა. ალექსმა კი ტაქსი გააჩერა და შიგ ჩამსვა. მძღოლს ფული, რომ მიაწოდა გაკვირვებული ვაჩერდებოდი რას აკეთებსთქო. მერე კი ხელი დამიქნია. მე ფანჯარა ჩამოვწიე და ვუთხარი.
-ხვალამდე ალექს, მან ოდნავ შესამჩნევად დამიქნია თავი და ტაქსიც დაიძრა. მე კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ხვალ აუცილებლად მოვიდოდა ბებიამისის სანახავად. მანქანში ყოფნისას ვიგრძენი დაღლილობა და სახლში მივედი თუ არა ჩემი საქციელით კმაყოფილს ჩამეძინა.
დილას უჩვეულოდ კარგ ხასიათზე გამეღვიძა და მაშინვე ვიგრძენი გუშინდელი შიმშილობის გავლენა. საუზმეზე მალევე დავეშვი ძირს და დედ-მამას მივესალმე.
-ტასო რა ქენი, დაითანხმე ის გატუტუცებული? დედამ ღიმილით მკითხა. და თან გამცინა.
-კი დე და თან მგონი სულაც არ არის გატუტუცებული.
-გუშინ ისე გაბრაზებული ლაპარაკობდი მაგაზე სახლიდან გასვლის წინ რომ მიკვირს ცოცხალი თუა.
-კი მაგრამ, ხომ იცი ყველა ოჯახს თავისი საიდუმლოებები აქვს, მემგონი რაღაც ცუდი მოხდა მათთან. მე კიდე ჩემი ადამიანური ვალი მოვიხადე და ახლა სკოლაში მაგვიანდება. მშობლებს გავუღიმე და დავიბარე რომ დამაგვიანდებოდა.
სკოლასი ჩემი გადარეული კლასელები ყოველთვის ახერხებდნენ ჩემი ხასიათიას გაუმჯობესებას და დღესაც არ იყო გამონაკლისი.
-ოჰ ღიმილა მოსულა, შემომაგება ერეკლემ მაშინვე როგორც კი გავუღიმე.
-როგორ ხართ ბავშვებო?
-ტასო ცოცხალი ხარ? ჩემსკენ ლიზი წამოვიდა,-ასე უნდა დაქალების დავიწყება მაიმუნო, სად ჯანდაბაში დადიოდი მთელი შაბათ-კვირა? თან გამომლანძღა თან გადამეხვია.
-მერე მოგიყვები აუცილებლად ლიზიკო. ამ საღამოს თუ გინდა გამოდი ჩემთან.
-მინდა როგორ არ მინდა.
გაკვეთილების დამთავრება საშინლად მეჩქარებოდა რომ ლილი ბებოსთან მივსულიყავი და მისი გახარებული სახე მენახა. ნეტა როგორ მოიქცევა ალექსი? არა ცუდად არ მოექცევა, კი არის ცოტა უხეში მაგრამ ცივი ადამიანი არაა. თან ალბათ სერიოზული მიზეზი ქონდა მის ასეთ საქციელს. უცებ ფიქრი შევწყვიტე და გავიაზრე, რომ მთელი დღე ის 1 დღის გაცნობილი ბიჭი ჩემს ფიქრებს არ მოშორებია. ჩემნაირი ცნობიამოყვარესთვის ეს სულაც არაა გასაკვირი, მაგრამ მასზე ფიქრი უცნაურად მსიამოვნებდა, ალბათ იმიტომ რომ რაც დავგეგმე ზუსტად გამოვიდა და დღეს ბებიამისს გავახარებდით. ასეთი ბედნიერი და გახარებული გადავხტი მანქანიდან და შენობაში შევირბინე.
-ნატო დეიდა, მივვარდი ჩემსკენ ზურგით მდგარ ქალს -რომ იცოდე გუშინ რა მოვახერე... ქალი ნელა შემოტრიალდა ჩემსკენ და მისმა ნაღვლიანმა თვალებმა მაიძულეს გავჩუმებულიყავი.
-ნატო დეიდა რა მოხდა?
-ტასო...ლილი ბებო.
-დღეს მისი შვილიშვილი მოვა, სუნთქვას ამოვაყოლე ეს ნათქვამი თითქოს რეალობას შეცვლიდა.
-აღარ იყო საჭირო... ტასო მოიცადე. გავიგონე ქალის ხმა მაგრამ არ გავჩერებულვარ ისე გავირბინე იგივე ცისფერი კორიდორი და ოთახის კარები სუნთქვაშეკრულმა შევაღე.
-გუშინ ღამით გარდაიცვალა, გავიგონე ხმა უკნიდან და თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე ლილი ბებოს ოთახს, რომელიც საშინლად ცარიელი ჩანდა უიმისოდ. თანდათან ჩემს წინ გამოსახულება აიმღვრა და ლოყაც დამისველდა. მის სწოლთან სკამი მივაჩოჩე და იქ დავჯექი, სადაც სულ ვჯდებოდი ხოლმე.
1 წლის უკან, როცა მამამ გადაწყვიტა ამ მოხუცთა თავშესაფრისთვის ფინანსური მხარდაჭერა გაეწია, მეც დავიჟინე და წამოვყევი. ეს გადაწვეტილება არც ერთხელ არ მინანია, და მას შემდეგ თითქმის ყოველდღიური სტუმარი ვიყავი ამ ადგილის. ყველას ვუყვარდი, მოხუცები თავზე მევლებოდნენ, ლილი ბებო ერთადერთი იყო, რომელიც აქ უბედური ჩანდა, ალბათ ამიტომაც მივეჯაჭვე ასე ძალიან მას. მხოლოდ ჩემთან ერთად იღიმოდა, ამბობდა ანგელოზს გავხარ, ღმერთმა ჩემი ბოლო დღეების გასალამაზებლად გამოგგზავნაო. მეც მათბობდა მისი თბილი თვალები და არაფერს ვიშურებდი მოხუცისთვის. ახლა კი როცა ყველაზე დიდი სიურპიზის მოწყობა მინდოდა, ყველაფერი დამთავრდა. ლილი ბებო მოკვდა და ეს ის შემთვევაა, როცა არაფრის გამოსწორება არ შეიძლება. არადა ხომ შეიძლებოდა რამდენიმე საათით მეტი ეცოცხლა და ასე მარტო არ მომკვდარიყო. ხელები სახეზე ავიფარ და მის ლოგინზე თავი ჩამოვდე. ლოყები კი უფროდაუფრო მისველდებოდა.
-ტასო? როგორც ჩანს ეს ხმა ბუნებითაა მკაცრი. მისკენ გავიხედე და სილუეტის გარდა რომ ვერაფერი გავარჩიე თვალებზე ხელი მოვისვი. ახლა კი ნათლად დავინახე ალექსი, რომელიც გაკვირვებული მაკვირდებოდა.
-ძალიან ვწუხვარ ალექს ტყუილად მოგიყვანე. ვუთხარი და თავი ისევ დავდე საწოლზე.
-რა მოხდა ტასო, ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა.
-მოკვდა, ლილი ბებო აღარ არის. ნაბიჯების ხმა რომ შეწყდა ალექსს გავხედე. მან მე მომატყუ, ყველაფერი სიცრუე იყო. აბა არაფერს ვგრძნობო? რა თქმა უნდა. ასეთ შოკში არ ვარდებიან ისეთი ადამინის სიკვდილის დროს რომლის მიმართ არაფერს გრძნობენ. ეს არ იყო ის რეაქცია, რასაც მე ველოდი, და მეტიც ეს ის რეაქცია არ იყო რასაც თავად ელოდა, რომ ექნებოდა. მე კი ასე უგულოდ მივახალე ახალი ამბავი და ოდნავადაც არ გავუფრთხილდი მის გრძნობებს. მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი, არ მეგონა ასე თუ იმოქმედებდა. დამავიწყდა, რომ ოჯახში რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა გაფუჭდეს ურთიერთოდა იმ გრძნობებს ვერ ვცვლით რაც გვაკავშირებს ერთმანეთთან. ახლაც ალექსი რა დონეზეც არ უნდა ყოფილიყო ბებიამისზე გაბრაზებული მაინც ვერაფერი მოუხერხა გრძნობებს და მე ვხედავ დიდ ტკივილს მის თვალებში. ისეთ ტკივილს, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრის დაკარგვისას განიცდიან ადამიანები. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი იდგა ასე გახევებული მერე კი მოეშვა და ლოგინზე ჩამოჯდა.
-დავაგვიანე. ჩაილაპარაკა და მისი ბუნებრივად უხეში ხმა სრულიად შეცვლილი მეჩვენა, თითქოს აქაა და ტირილს დაიწყებსო. მე ხელზე ხელი მოვკიდე და ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე.
-ახლაც ტასო?
-რაა ?
-ახლაც იღიმი? მანაც თითქოს გაწია ტუჩის კუთხეები გვერდებზე. მე მხრები ავიჩეჩე და ისევ წამომივიდა ცრემლები თვალებიდან. და ამ დროს ვიგრძენი როგორ მომიჭირა ალექსიმ ჩემივე ჩაიჭიდებულ ხელზე ხელი.
ცოტა ხნის შემდეგ მარტის ცივმა ჰაერმა ცოტა აზრზე მომიყვანა და თან თვალები ამიწვა.
-ხვალ დავკრძალავ, მითხრა კარგა ხანი დუმილის შემდეგ ელექსიმ. მე თავი დავუქნიე და დამშვიდება ვცადე, რომ კიდევ არ წამომსვლოდა ცრემლები.
-ხომ მოხვალ ტასო?
-რა თქმა უნდა და აი ალექს სახლშიც მივედი. მადლობ რომ მომაცილე.
-შენთვის მადლობები მე მაქვს სათქმელი, ასე, რომ ეს ყველაზე მცირედია რისი გაკეთებაც შემეძლო. მართლა შენი ნომერი მომეცი და ზუსტ მისამართს გეტყვი სადაც დავკრძალავ. ახლა მეც არ მახსოვს ზუსტად. ტელეფონი გამოვართვი, ნომერი ჩავუწერე და დავემშვიდობე. სახლში რომ შევედი ახლაღა მივხვდი თუ როგორ მამშვიდებდა ალექსი, ალბათ მასთან სიახლოვით ლილი ბებოს ვგრძობდი. ამიტომ ყველა ემოცია თავიდან მომეძალა და ისევ წამომივიდა ცრემლები თვალებიდან. როგორ არ ეცადა მაგრამ ვერაფრით დამამშვიდა ვერ დედამ და ვერც ლიზიკომ, ბუნებით მგრძნობიერეს ვერაფერი მომიხერხეს. ბოლოს კი საძილე ტაბლეტები დამალევინეს და ჩამეძინა.
ახლა გაჩერდება, გაჩერდება, თვალებს არ გავახელ და ის უბრალოდ გაჩრდება...ჯანდაბა...
-გისმენთ, ტელეფონში თითქმის ჩავყვირე
-ტასო, გაგაღვიძე?
-ალექს? ხო, კი. მისი ჩაცინების ხმა მომესმა და თავი შევანძრიე რომ აზრზე მოვსულიყავი, ოხ ეს საძილე წამლები, ასე როგორ გამთიშეს?
-ბოდიში ტასო, გაიღვიძე უკვე?
-კი ალექს, არაუშავს.
-მოკლედ იმისთვის გირეკავ, რომ მისამართი გითხრა.
-მაინც ვერ დავიმახსოვრებ და მესიჯი, რომ მომწერო?
-არ არის პრობლემა და ტასო, თუ გეშინია სასაფლაოზე მარტო მოსვლა მოგაკითხავ.
-რატო გარდაცვლილები იკბინებიან? არა არ მეშინია ალექს მადლობა. მესიჯის გამოგზავნა არ დაგავიწყდეს.
-კარგი ტასო, მაშინ ერთ საათში იქ ვიქნებით.
-შეხვედრამდე.
სიკვდილი... რა უცნაურია ეს ყველაფერი. ჯერ კიდევ მგონია, რომ თუ თავშესაფარში მივალ იქ აუცილებლად დამხვდება ლილი ბებო, მომიყვება ათასგვარ ამბებს მისი ცხორებიდან ან თუნდაც მოიგონებს რამეს, მერე კი ავიღებთ ნოდარ დუმბაძის რომელიმე მოთხრობას და მის საყვარელ ადგილებს წავიკითხავთ მხოლოდ. ყველაზე რთული გადასატანი ადამიანისთვის ახლობელი ადამიანის სიკვდილი კი არაა, არამედ შეგუება იმასთან, რომ ვეღარასდროს ნახავ, გაიგონებ მის ხმას და შეიგრძნობ მის სურნელს. და კიდევ არასდროს არავისთან არ გექნება ისეთი ურთიერთობა როგორც იმ ერთთან, ყველა ადამიანი, ხომ გამორჩეულ დაღს ასვამს ჩვენს პიროვნებას, თავისებურად გვცვლის, გვაყალიბებს. მე კი არასდროს არავინ აღარ შემომხედავს ისეთი თბილი თვალებით როგორც ლილი ბებო მიყურებდა ხოლმე. არადა ვიცოდი, თავიდანვე ვიცოდი, რომ მომიწევდა მასთან განშორება, მაგრამ თურმე ამისთვის მომზადება შეუძლებელი ყოფილა
სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე და მზერა გამიშტერდა შავ მუხლზემოთ კაბაზე. მე ხომ ასე არ მიყვარს შავი ფერი. ახლა კი ის აუცილებელია... და უცებ მივხვდი ეს პირველი დიდი ტკივილი იყო ჩემს ცხოვრებაში, პირველი განსაცდელი რასაც დავეჯახე და მარტომ უნდა გადამეტანა. ისე თითქოს ახლა ვიწყებდი ცხოვრებას, თითქოს ახლა მიყალიბდებოდა ხასიათი. ყოველგვარი ტკივილი, დეპრესია, იმედგაცრუება ჩემგან შორს იყო, ამ სიტყვების არსი ბოლომდე ვერც მესმოდა სწორად. ახლა კი... ჯანდაბა... რამდენჯერ მიფიქრია რომ ეს რა ცხოვრებაა თუ ერთხელ მაინც არ გეტკინათქო და თურმე მართალი ყოფილა, „ფრთხილად ოცნებებთან ისინი შეიძლება ახდნენო“. გააზრება იმისა, რომ ყველაფერი არ ხდება ისე როგორც ჩვენ გვინდა, მეტიც არაფერი ხდება ისე როგორც სამართლიანია...აი ესაა გაზრდის ეტაპი და მე სწორედ ამ ეტაპზე ვარ ახლა. როგორაც არ უნდა მოვინდომო ჩემზე მუდამ მოახდენენ გავლენას გარემო პირობები, ადამიანები ჩემს ირგვლივ. და მაინც ეს არაა ცუდი, რადგან ჩვენ და საზოგადოება ჯამში ერთ მთლიანობას ვადგენთ, მთავარია არ დავკარგოთ მეობა, არ დავეცეთ სულით და არ ვიქცეთ საზოგადოების ხორცმეტად. და აი ბოლოსდაბოლოს, შაც ძაძებში გამოწყობილმა, ჩემი ერთადერთი ბებიის(ისიც არა ბიოლოგიურის) დაკრძალვაზე მიმავალმე მე გავიაზრე ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი, რომლისკენ სწრაფვაც ღირს: ჩამოყალიბდე პირონებად და იყო ინდივიდი-სულით თავისუფალი ადამიანი. ბედნიერება-აი ყოფა, რომლისთვისაც ღირს ბრძოლა. გვერდით გადაყოფილ თმაზე შავი ლენტი შევისწორე და სახლიდან ჩქარი ნაბიჯით გავედი. უკვე მივხვდი, რომ აზრი არ აქვს ვეძებო ადამიანი, რომელიც შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც ლილი ბებომ დატოვა ჩემს გულში, ერთი უბრალო მიზეზის გამო-არ არსებობს მეორე ლილი ბებო. მაგრამ სამაგიეროდ არსებობს ადამიანი რომელსაც შეუძლია უფრო დიდი სიცარიელე შეავსოს და მეც აღარ მომიწევს ბედნიერებისთვის მარტო ბრძოლა. მე ვიპოვი ადამიანს, რომელიც დაცემულს კი არ წამოგაყენებს, არამედ დაცემის უფლებას არ მოგცემს, სულით ხორცამდე შეგძრავს და გასწავლის კარგის და ცუდის გარჩევას. ლაჟვარდისფერ ცას ავხედე და მივხვდი, რომ არ იარსებებდა უკეთესი მასწავლებელი, ვიდრე ის, გამეღიმა (სენსაცია მთელი დილის განმავლობაში პირველად) და მაშინვე დავეჯახე რაღაც მაგარს და ცივს, შუბლი ამეწვა და უკან ინერციით წავედი...
-ანასტასია ფრთხილად. „დაცემის საშუალებას არ მოგცემს“ გავიფიქრე ისევ.
-ნიკა? როგორ ხარ ?
-მე კარგად, შენ როგორ ხარ, შუბლი გტკივა?
-აა კარგად ვარ, მადლობა.
-იცი რამდენი ხანია გიძახი, შენ კი არ გამომხედე.
-ვერ გავიგონე, ბოდიში.
-წამოდი გაგიყვან. სად მიდიხარ?
-არ მინდა ნიკა, მადლობა. ტაქსით წავალ.
-ძალიან გთხოვ.
-კარგი. ზრდილობის გამო დავთანხმდი და მისი მანქანისკენ წავედით. მისამართი ვუკარნახე და თავი ფანჯრისკენ მივაბრუნე.
-ანასტასია, გინდა გადმოგყვე, ჰეი მისმენ?
-ხო ნიკა, არა არ მინდა მადლობა მელოდებიან. ვუთხარი არადა მე არც არვინ მელოდებოდა იქ. კიდევ გადავუხადე მადლობა და ნიკა თავის გზაზე გავუშვი.
-ტასო აქეთ, დამიქნია ხელი ალექსმა.
-გამარჯობა, მივესალმე და გავუღიმე, საოცარია არა ხალისიანი ღიმილით.
-გაგიმარჯოს ტასო, მითხრა და გადამკოცნა, მეც მისი ტუჩების შეხების დროს თითქოს დენმა დამარტყაო, ისეთი გრძნობა მქონდა. მერე კი მის ზურგს უკან დახურულ სასახლეს მოვკარი თვალი და მზერა მასზე მიმეყინა. სხეული სამუდამო სამყოფელი, გავიფიქრე ჩემთვის და მალე გამოსახულებაც აიმღვრა ჩემს წინ.
-დამშვიდდი, მითხრა ხმადაბლა ალექსიმ მისი მკაცრი, მაგრამ მაინც თბილი ხმით და მის გამოხედვაშიც იყო რაღაც ლილი ბებოსი, მერე კი ხელი მაგრად მომიჭირა მარჯვენა ხელზე. მე და ალექსი, კიდევ 3 უცნობი, რომლებიც სასახლეს მიწაში დებდნენ და მეტი არავინ. ღმერთო რა დააშავა ა ქალმა ასეთი, რომ ვერ დაიმსახურა ვერავინ მეტი, უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად, მე ხომ ვიცი, არა მე ვიცი, ის არ იყო ამის ღირსი, მას კეთილი გული ქონდა და ამ გულით მე ვუყვარდი ალექსიც უყვარდა, ძლიერი სიყვარულით, ნამდვილი სიყვარულით.
-ბებიას ძალიან უყვარდი და ენატრებოდი ალექს. ვერც გავიაზრე ისე ვთქვი ხმამაღლა.
-ვიცი, მიპასუხა მან, და ეს ხმა არ იყო მკაცრი, ეს სინანულის ხმა იყო. ალბათ ავხედავდი და მის სახეს დავაკკვირდებოდი, მაგრამ სუნთქვაც კი დამავიწყდა, როცა დავინახე როგორ აყრიდნენ მიწას ლილი ბებოს.
-გეყოფა ტასო შემობუნდი. ვიგრძენი ხელი ჩემს მხარზე, სწრაფი მიტრიალება და თბილი სხეული, ძლიერები ხელები და კიდევ უფრო აჩქარებული გულისცემა, და ის...დიდი, უკვე შევსებული სიცარიელე ჩემს გულში...
-დამშვიდდი? ისევ ის თბილი ხმა და თბილი თვალები.
-ცოტათი, ვუპასუხე და გავუღიმე. მაშინ მიდი დადე ყვავილები. მეც მივტრიალდი, იქვე დადებული ჩემი ნაყიდი შავი ვარდები ავიღე და ლილი ბებოს საფლავზე დავდე. უკან დავიხიე, და საშუალება მივეცი ალექსსს გამომვშიდობებოდა მის ერთადერთ ნათესავს. მანაც ზუსტად ისეთივე შავი ვარდები მიუწყო გვერდით ჩემსას და საფლავთან ჩაიმუხლა. შემეძლო 2 ნაბიჯით ახლოს მივსულიყავი და გამეგო რას ამბობდა, მაგრამ ეს არ იყო სწორი საქციელი და ეს არ იყო ჩემი საქმე.
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ ფეხით გავისეირნოთ?
-100 პროცენტით ვარ მომხრე, ვუპასუხე და ორივემ სასაფლაოს ზურგი ვაქციეთ.
-შენ მართალი იყავი ტასო. ის რასაც ვერ ვპატიობთ ჩვენ თავად გვამძიმებს.
-შენ აპატიე ალექს, ბევრად ადრე აპატიე ბებიაშენს ვიდრე ეს თავად გააცნობიერე.
-და შენ ამას რა თქმა უნდა ჩემი გამოხედვიდან მიხვდი. მე თავი დავუქნიე და გავუღიმე.
-თანდაყოლილი ნიჭი მაქვს, ადამიანის თვალების კითხვა შემიძლია.
-მართლა? საინტერესოა. ალბათ ბებიაჩემის თვალები ძალიან მოგეწონა, რადგან ასე შეგიყვარდა.
-შენ და ლილი ბებოს ერთანირი თვალები გაქვთ, თუ გქონდათ დავამატე უცებ.
-ერთნაირი როგორი?
-თბილი.
-მე და თბილი თვალები?
-დარწმუნებული ვარ.
-და მაინც ტასო, მე ვერ შევძლებდი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი ასე გამომეტირა.
-ადამიანებს შორის არსებობს გაცილებით უფრო მჭირდო კავშირი ვიდრე სისხლი ალექს თუ ამას გულისხმობ. ამას უბრალოდ დანახვა უნდა, ოღონდ გულის თვალებით უნდა შეხედო.
-შენ გრძნობებს გულისმობ?
-გცოდნია და ყველაფერი, ვუთხარი და შევხედე.
-იცი პრობლემა რაშია ტასუნა, გულის თვალებს იმდენად აქვთ მორგებული ვარდისფერი სათვალეები, რომ უჭირთ ოცნების და რეალობის გარჩევა.
-ჯობია გჯეროდეს და ბევრჯერ შეცდე, ვიდრე არ გჯეროდეს და უგრძნობი რობოტივით იცხოვრო. და აი ახლა მივხვდი რას ნიშნავს სიტყვა ხორცმეტი-უსულო, გამოუსადეგარი ხორცის ნაგლეჯი. უნდა გრძნობდე რომ ასეთად არ იქცე.
-მასე ბევრჯერ გეტკინება გული ტასო.
-მეტკინოს, ასე ჯობია. ვთქვი დარწმუნებულმა და ალექსს ამაზე გაეღიმა.
-შენ ყველაზე დიდი პატარა ხარ ვინც კი ოდესმა შემხვედრია.
-მე ყველაზე გულუბრყვილო ვარ ვინც კი ოდესმე შეგხვედრია. ვუთხარი და გავუღიმე.
-არ შეიძლება შენ ვინმემ გული გატკინოს, ეს ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება.
-იმის მიუხედავად, რომ ჯერ მე არ შევხვედრივარ დედამიწა სავსეა ბოროტი ან გაბოროტებული ადამიანებით ალექს, და განსაკუთრებით მაშინ, როცა აირჩევ მართალ გზას უფროდაუფრო მეტის გადატანა მოგიწევს, თუმცა ცხოვრებაც ხო ესაა არა ?
-ცხოვრება არის დაუშვა შეცდომები, გეტკინოს, მოინანიო, აპატიო და გაპატიონ, დაეცე, ადგე და ისევ დაეცე, მაგრამ მაინც ადგე. აი ესაა ცხოვრება მუდმივი ჭიდილი კეთილსა და ბოროტს შორის.
-მე დიდი პრობლემა მაქვს იცი...ყველას ვენდობი.
-მალე ისწავლი გარჩევას მაგრამ მანამდე. ტასო, გამომართვი ეს. მის ხელს დავხედე და შავი დაწნული სამაჯური ქონდა ჩემსკენ გამოწვდილი, რომელსაც ვერცხლისფერი შესაკრავი ქონდა. -ეს დედამ მაჩუქა და მითხრა ამას რომ დახედავ გაგახსენდები და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებო, მართალია ჩვენ ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს მაგრამ ძალიან მინდა ეს რომ შენ გქონდეს და დაგეხმაროს სწორად ცხოვრებაში.
-ეს ხომ დედაშენის საჩუქარია...
-დედაჩემს ძალიან მოეწონებოდი.
-არა ალექს მართლა ვერ ავიღებ. მან კი უბრალოდ გვერდულად გამიღიმა ჩემი ხელი აიღო და სამაჯური მომარგო.
-მადლობა, ვუთხარი და გავუღიმე.
-ტასო შენ მეორე დიდი პრობლემაც გაქვს
-რომელი?
-ასე ხშირად რატო იღიმი?
-შენც შეამჩნიე?
-კი, რთულია შენი ღიმილის არ შემჩნევა.
-რა ვქნა ჩემდა უნებურად ხდება ვერაფრით გადავეჩვიე, ვუთხარი და ისევ გავიღიმე -აი კიდევ.
-არ გადაეჩვიო, ასეთი გულწრფელი ღიმილი იშვიათობაა დღეს. მე ისევ გავიღიმე და ამჯერად ღიმილზე პასუხი მივიღე, არანაკლებ გულწრფელი პასუხი.
-მეც მაქვს რაღაც შენთვის, ვუთხარი და ჩანთიდან ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი ამოვიღე. -ჩავთვალე, რომ მოგინდებოდა ბებიაშენისგან... ალექს ? ამღვეული, არაფრისმთქმელი და გაშტერებული თვალები ბეჭედზე, ნუთუ შეცდომა დავუშვი? არ უნდა წამომეღო?
-ტასო.. ეს ?
-ლილი ბებომ მომცა და მითხრა ჩემს ყველაზე დიდ ტკივილს ინახავსო. ხელი გავაშლევინე და ბეჭედი დავუდე.
-შენ არც კი იცი ეს რამდენს ნიშნავს ჩემთვის. მადლობა, მითხრა და ისევ ისეთი გულწრფელი ღიმილით გამიღიმა.
-არაფრის ალექს.
ფანჯრის რაფაზე მოკალათებული ვუყურებ მის ნაჩუქარ სამაჯურს, არაფრით გამორჩეულს და უბრალოს და მაინტერესებს როგორ უნდა დამეხმაროს ის სწორი არჩევნის გაკეთებაში. ნუთუ ლაპარაკს დაიწყებს და რჩევას მომცემს? ეს ხომ უბრალოდ რწმენაა, რომ თავი მარტო არ იგრძნო. სამაჯური დავაბრუნე ხელზე, ისევ დავხედე და მივხვდი, რომ ის იქიდან არასდროს არ მოიცვლიდა ადგილს, მისი ყოფილი პატრონი კი თანდათან ნელ-ნელა შემოდიოდა ჩემს მშვიდ დალაგებულ ცხოვრებაში და თავის ზეგავლენას ატყობდა მას.
როგორ ძალიანაც არ უნდა გტკიოდეს ყველაფერი ბოლოს მაინც მოგვარდება.და მაინც რა არის ეს ტკივილს მიეჩვევი თუ განელდება, თუ უბრალოდ ვეღარ გრძნობ იმ ადამიანის არსებობას?! რაც არ უნდა იყოს, უკვე 2 თვეა მას შემდეგ რაც მე და ალექსიმ ლილი ბებო დავკრძალეთ და ისე ძალიან აღარ მტკივა, ახლა უკვე მხოლოდ მენატრება მაშინ როცა მივდივარ თავშესაფარში და ვერ ვნახულობ.
მონატრებას კიდევ განვიცდი, და შეიძლება ითქვას უფრო მძაფრს, უფრო აუხსნელს და უფრო შემბოჭველს. სამაჯური,რომელიც ხელზე მიკეთია უფლებას არ მაძლევს დავივიწყო ის სამი შეხვედრა და რაც უფრო საგანგაშოა არ მინდა დავივიწყო.
-ტასო, რას აკეთებ მანდ მოდი ჭამე.
-ახლავე მამა.
-დღეს დაჩიმ დარეკა და შენთან დამაბარა ჭკვიანად იყოსო.
-რაოო? ვითომ რატო არ ვარ ჭკვიანად? ვუთხარი და გამეცინა.
-რავიცი შვილო შენი ძმის გადარეული ხასიათი არ იცი, კრიმინალისტიკაზე სწავლობს და ჭკუაზე აღარაა.
-არ აპირებს ჩამოსვლას?
-მემგონი ვერ მოვახერხებო და ვნახოთ, მაგი 2 წუთში სამჯერ ცვლის გადაწყვეტილებას. და ტასო შენ მითხარი რას შვები იმ კონკურსზე?
-პასუხები ზუსტად 1 თვეში იქნება მამა.
-კარგი შვილო, მე წავედი ახლა და დედაშენი რომ მოვა უთხარი დამირეკოს, ან პრიციმში მე თვითონ ვერ დავურეკავ? გაეცინა მამას თავის სულელურ საქციელზე შუბლზე მაკოცა და სახლიდან გავიდა.
აუჰ, ჩემი კონკურსი სულ დამავიწყდა, არადა რამდენი ხანი ვემზადებოდი მისთვის. გამარვების შანსებიც, რომ მაქსიმუმი იყო და ბრიტანეთში სწავლის გაგრძელება გარანტირებული. ერთ თვეში ზუსტად მეცოდინებოდა შემეძლო თუ არა ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კოლეჯში წასვლა იქ 2 წლიანი კურსის უფასოდ გავლა და შემდეგ ევროპის ნებისმიერი უნივერსიტეტის კარი ჩემთვის ღია იქნებოდა, მაგრამ აქედან წასვლა ძალიან დიდი ხნით კი მომიწევდა და ამ დროს ისევ გამექცა თვალი ჩემი შავი სამაჯურისკენ.
აქამდე არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ აქაურობის დატოვება ჩემთის რთული იქნებოდა, მაგრამ ახლა რა შეიცვალა? ახლა შავი სამაჯური გაჩნდა ჩემს ხელზე და ალექსი ჩემს ცხოვრებაში. დავასკვენი ბოლოს სკამიდან წამოვხტი და ლილი ბებოს სასაფლაოსკენ გავწიე.
რადგან უკვე თითქმის ზაფხულამდე სულ რაღაც 1 თვე იყო დარჩენილი ამინდიც მისი შესაფერისი იყო, და მზეც თავისთავად მცხუნვარედ ანათებდა. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ჩემი საზაფხულო და საყვარელი გარდერობის გამომზეურებას და დედამიწას ჩემი მრავალფეროვანი კაბებით შეიძლება ითქვას, რომ ვამხიარულებდი. დღესაც ერთერთ მათგანში გამოწყობილი გავემართე ლილი ბებოსკენ და თან ნოდარ დუმბაძის მოთხრობები წავიღე. შეიძლება ითქვას, რომ გავგიჟდი მაგრამ მაინც მჯეროდა, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყო ლილი ბებო მათი მოსმენა ყველგან გაუხარდებოდა.
-მადლობა რეზო ბიძია, მამაჩემის მძღოლს გავუღიმე და მანქანიდან ჩამოვედი.
-არაფრის ტასო, მოგაკითხავ ან დაგელოდები თუ გინდა.
-არა რეზო ბიძია, ნუ შეწუხდებით მარტოც წამოვალ. კაცმა გამიღიმა და მანქანა დაძრა.
მეც წავედი ლილი ბებოს სასაფლაოსკენ და იქ მჯდომი ახალგაზრდას შემჩნევისას, სულელივით გამეღიმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან ზურგით, თანაც თავჩაღუნული იჯდა მაშნვე მივხვდი ვინც იყო ან კი ამას რა მიხვედრა უნდოდა და მისკენ უფრო სწრაფი ნაბიჯით წავედი.
-გამარჯობა ალექს, შევძახე მხიარული ხმით და ალექსიც ისე შეხტა, რომ ის ფურცლები რაც მუხლებზე ედო ძირს მიმოეფანტა.
-ტასო? შეენ ?
-ბოდიში არ მინდოდა შენი შეშინება, ვუთხარი და ისევ გამეღიმა. მანაც გამიღიმა და მიპასუხა. -არაუშავს, უბრალოდ ჩაფიქრებული ვიყავი. მიხარია შენი ნახვა. მისმა თვალებმა დამარწმუნეს იმაში, რომ სიმართლეს ამბობდა და ისევ გავუღიმე. უცებ ძირს დაიხარა და ფურცლების აკრეფა დაიწყო, მეც იგივე მოქმედება გავიმეორე და ავიღე თუ არა ხელში ერთი ფურცელი ზედ მზერა მიმეყინა. ზემოდან თითქოს ჩემს თავს დავყურებდი, მოკლეთმიანი ლამაზი გოგონა ქვემოდან საყვარლად მიღიმოდა და დრო დამჭირდა იმის გააზრებაში, რომ -ეს გოგონა მე ვიყავი.
-ეს ჯერ... არ არის დამთავრებული. გავიგონე ბუნებრივად მკაცრი ხმა და ფურცელი ხელიდან ჩამომართვეს.
-შენ ძალიან კარგად ხატავ ალექს.
-მადლობა ტასო.
-მართლა აღფრთოვანებული ვარ.
-ეს საჩუქარი იყო... შენთვის, ისეთი სახით მიყურებდა თითქოს თავს იმართლებდა.
-არ არის საჭირო ალექს, შეგიძლია იმდენჯერ დამხატო რამდენჯერაც გაგიხარდება, ვუთხარი და გავუღიმე. მხოლოდ მერე მივხვდი რა უცნაური წინადადება გამომივიდა. მაშინ გავიაზრე ალექსი, რომ მე მხატავდა და მაშინ გამახარა ამ ფაქტმა. ცოტათი უხერხულობა ვიგრძენი და მზისგან გახურებულ ქვედა ტუჩზე ენა დავისვი მერე კი თითით მოვიწმინდე სველი ადგილი. იმის იმედით, რომ რამეს იტყოდა ალექსის გავხედე და მისმა მზერამ უფრო ჩამიგდო ენა. ჯანდაბა, როგორ მიყურებს, თითქოს არც აპირებს გაიხედოს როდესმე და მისმა თვალებმა ტუჩები ამიწვა. მიხვდა, რომ მივხვდი რამაც დააშტერა ასე, ცხოვრებაში პირველად გადავუხადე მადლობა ჩემს ამ ჩვევას და ალექსს გავუღიმე.
-აქ ხშირად მოდიხარ ხოლმე? ვიკითხე უცებ.
-კი საკმაოდ, საოცარია აქამდე, რომ არ შეგხვდი.
-ხო მეც ხშირდ დავდივარ.
-და რას აკეთებ ხოლმე აქ?
-მე აი ამას ვუკითხავ, ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და დავანახე.
-რას შვები? თქვა და გადაიხარხარა, მის სიცილზე მეც გამეღიმა, მაგრამ თან გავწითლდი. -რა უცნაური ხარ შენ რომ იცოდე. თქვა სიცილს რომ მორჩა.
-და შენ რას აკეთებ, ხატავ?
-ხო სხვადასხვა რაღაცებს. ჩემი მობილურის ზარი არასდროს ყოფილა ასეთი ცივი და უხეში, როგორც ახლა.
-ხო ლიზიკო.
-ტასუნა მოდი რა ჩემთაან.
-რა გჭირს? მის საწყალ ხმაზე გამეცინა.
-ამ სინუსებს და კოსინუსებს ვერაფერი გავუგე და დამეხმარე რაა.
-მოვალ მალე არც მე მიმეცადინია წერისთვის და ერთად გავაკეთოთ.
-გელოდები.
-ალექს მე უნდა წავიდე ახლა, შეხვედრამდე. ვუთხარი და ისევ გავუღიმე.
-მოიცა მეც მოვდივარ.
-აბა მითხარი რომელ კლასში ხარ. ჯანდაბა ვიცოდი რომ ამაზე დაიწყებდა ლაპარაკს. რა საჭირო იყო ჩემს ასაკზე კითხვები.
-მეთორმეტეში გადავალ ამ გამოცდებს რომ მოვილევ. ვუთხარი და ისევ გავუღიმე.
-და მომავალი პროფესია არჩეული გაქვს უკვე?
-ეკონომისტობა ჯერჯერობით.
-და უნივერსიტეტი? ამაზე დავიბენი და რატომღაც არ ვუთხარი საზღვარგარეთის ამბები.
-ჯერ არ გადამიწყვეტია. შენ რაზე სწავლობ?
-იურიდიულზე.
-კანონები, უჰ. საინეტერესოა ალბათ.
-შეიძლება ეგრეც ითქვას.
-გინდა გაგიყვანო?
-მანქანით ხარ?
-არა, აი იმითი. თითი გაიშვირა შავი პრიალა მოტოციკლეტისკენ. მე კი გაუაზრებლად ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი.
-არ მითხრა მეშინიაო.
-მადლობა, ალექს, მირჩევნია ფეხით წავიდე.
-არავითარ შემთხვევაში, ხელი დამავლო და შავი სიკვდილის მანქანისკენ წამიყვანა.
-მე კაბა მაცვია, ვუთხარი გახარებულმა თითქოს რომ გამოსავალი მოვიფიქრე.
-არაუშავს განახებ როგორ უნდა დაჯდე. შენ უბრალოდ მითხარი სად უნდა მიგიყვანო.
-ალექს...
-კარგი რა ტასო ნუთუ არ მენდობი. ვერ ვიტან ამ ჩამჭრელ კითხვებს, და მასზე დადებით პასუხებს. თავზე ჩაფხუტი ჩამომაცვა და უკან მომიჯინა.
-ნუ გეშინია ტასუნა, მითხრა ჩუმად და ადგილიდან მოწყდა.
ისუნთქე, ისუნთქე, ისუნთქე. ვამხნევებდი საკუთარ თავს და ბოლოს როგორც იქნა თვალებიც გავახილე.თუმცა სულ ტყუილად მაშინვე განმიმეორდა პანიკა და ისევ დავხუჭე. უცებ ძლიერი წატორმუზება ვიგრძენი და უფრო შემეშინდა. თავი ამოვწიე ალექსის ზურგიდან და ჩვენს წინ სამი მოტოციკლეტი შევნიშნე. ალექსმა უცებ მომიჭირა ხელზე ხელი და ახლაღა ვიგრძენი როგრ დაჭიმული მქონდა მუშტები.
-ვინ არიან? ჩუმად ვიკითხე.
-დიდხანს ვიდგეთ ასე? მომესმა ალექსის კიდევ უფრო გამკაცრებული ხმა.
-ჩვენ უბრალოდ გვინდოდა შენს თოჯინას მივსალმებოდით, ბიჭმა ჩაფხუტი მოიხსნა და მე მასში ამოვიცანი ნაცნობი გამაღიზიანბელი ნაკვთები. მეც, თავად არ ვიცი რატომ, ხელის სწრაფი მოძრაობით მოვიშორე ჩაფხუტი და მზერა გავუსწორე მას. საპასუხოდ კი ალექსის გამაფრთხილებელი გამოხედვა მივიღე.
-არ გინდა, დავით.
-რაო, ალექს, რაღაც დასაკარგი ხომ არ გაგიჩნდა?
-აქ რა ხდება? მუხრუჭების კიდევ ერთი ხმა და კიდევ ერთი უცნობი. მანაც მოიძრო ჩაფხუტი და ირგვლივ მოათვალიერა, მზერა ჩემზე მიეყინა და მერე ალექსის თითქოს საყვედურით გახედა, თავი გადააქნია და მოტოდან მოქნილად გადმოვიდა. ჩვენთან ახლოს მოვიდა.
-რა მიქარე? ალექსიც გადავიდა და მეც დაბნეულად უკან მივყევი და აშკარად დავიძაბე, როცა ხელი მაგრად ჩამკიდა და მის ზურგს უკან დამმალა. ჰაერიც კი მძიმე იყო იმ წუთებში.
-აბა ბიჭებო, რა წესია ჩურჩული და ალექს რა ეგოისტი ხარ, რატო გვიმალავ შენს ლამაზმანს? ოდნავ ცინიკურად ოდნავ დამცინავად და ოდნავ მუქარით გაისმა მისი ხმა.
-დავით, როცა გინდა სადაც გინდა მაშინ შევხვდეთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის. ბიჭმა გადაიხარხარა კიდევ უფრო მოგვიახლოვდა.
-მემგონი ჩვენი ოქროს ბიჭუნა ვიღაცას ძალიან უფრთხილდება.
-რას მიედ-მოედები, გაგვატარე ახლავე. უყვირა ალექსმა, მას კი თითქოს არც გაუგონიაო თავი ოდნავ გვერდზე გადმოხარა და შიგ თვალებში ჩამხედა.
-ა ლამაზო რას იტყვი? აშკარად მე მელაპარაკებოდა და ის ხელიც ჩემსკენ მოქონდა, მაგრამ ვერ მოაღწია ალექსმა ბეჭი გაკრა და სახეში მაგრად დაარტყა, დავითი დაბარბაცდა, მაგრამ არ წაქცეულა. მისი 2 თანმხლებიც სწრაფად წამოვიდნენ ჩვენსკენ ერთი სწრაფი მოძრაობით მოიგერია ახალმა მოსულმა ბიჭმა, მეორე კი ისევ ალექსისთან მივიდა, ერთი შევკივლე, როცა მის სახეზე სისხლი შევნიშნე.
-აბა, ხომ არ გაგვესეირნა ? ჩამესმა ყურში ცინიკური ხმა. უკან სწრაფად შევტრიალდი და ოლიმპიური სიმშვიდით მივუგე.
-არა, გმადლობთ.
-სამწუხაროა, რომ შენი ნებით არ გინდოდა. მკლავში ხელი მომიჭირა და რაღაც მიმართულებით წამიყვანა. მე გავჩერდი და ხელი გამოვგლიჯე.
-თუ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოს რამეს მოიმოქმედებ ეს კანონით ისჯება ახალგაზრდავ. ჩვეულებრივზე უხეში ტონით მივმართე, ბიჭი კი აშკარად არ ელოდა ჩემგან ამდენის გაბედვას. ის კი არა მეც არ ველოდი, სადაც იყო კანკალი ამიტანდა შიშისგან.
-ცოტა ბევრს ხომ არ ლაპარაკობ?
-თქვენ კი თავს ზედმეტის უფლებას აძლევთ. თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ისევ მომკიდა მკლავში ხელი მე ისევ გავაშვებინე. არც ვაციე არც ვაცხელე და ერთი გემრიელი სილა გავაწანი. მისი სახის დანახვაზე კიდევ უფრო მეტად შემეშინდა და ირგვლივ მიმოვიხედე. გამეღიმა როცა ჩემსკენ წამოსული ალექსი დავინახე.
-რამე დაგიშავა? მკითხა და უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ისევ დამაბრუნა მის ზურგს უკან. უკვე პანიკაში ვვარდებოდი. რა ხდება ღმერთო, მე აქ რა მინდა.
-ბექა, დაუძახა ალექსიმ ხმამაღლა, -წაიყვანე ახლავე. ჩემი ხელი მიაჩეჩა უცნობს, რომლის მოსვლა არც კი გამიგია და კიდევ ერთი დაარტყა იმ დავითს. ბიჭმა ხელი ჩამკიდა და მისი ამჯერად წითელი მოტოსკენ გამარბენინა.
-მოიცა და ალექსი? წამოვიძახე განწირულის ხმით.
-ნუ გეშინია ტასო კარგად იქნება შენი ალექსი. ეს მითხრა და მოტოციკლეტი ადგილს მოწყდა. მინიშნებულ მისამართზე უცებ მიმიყვანა და მეც სწრაფად გადმოვხტი იმ საშინელი ტრანსპორტიდან.
-მისმინე ტასო,ნუ ღელავ ძლიერია ჩვენი ალექსი ასე, რომ ჯობს დავითზე ინერვიულო. უცნობმა გამიცინა და უცებ გაქრა თავისი მოტოციკლეტით. მე დაბნეული თვალები გავაყოლე, ან ჩემი სახელი საიდან, ან ალექსი როდის მერე გახდა ჩემი. ჯანდაბა ვერაფერიც ვერ გავიგე.
-ტასო? უკან ჭიშკრის ხმა გავიგონე და მივტრიალდი. ნაცნობი სახის დანახვაზე ამოვისუნთქე.
-ლიზიკო.
-სად ხარ ამდენ ხანს, და რითი მოხვედი.
-სახლში შემიყვანე და ძალიან ცივი წყალი დამალევინე.
-შემოდი, სწრაფად, მაგრამ ასეთი შეშინებული რატომ ხარ?
***
-შენ რა იმ ბიჭს გაარტყი? წამოიძახე უცებ ყველაფერი იმის შემდეგ რაც მოვუყევი.
-ჩემი მონაყოლიდან მეტი ვერაფერი დაიმახსოვრე?
-ყველაფერი დავიმახსოვრე ტასუნა, ყველაფერი. მითხრა გაღიმებული სახით. და იმ ალექსის გაცნობა მინდა.
-რას ამბობ ლიზი. იცი დღეს როგორ შემეშინდა?!
-არადა როგორი ბუნჩულა ხარ, იმ ბიჭს მაინც დაარტყი. აუჰ ნეტა იქ ვყოფილიყავი რა.
მივხვდი, რომ აღარაფრის თქმას აზრი აღარ ქონდა. ახლა არც ერთს არ გვეცალა სინუსების და კოსინუსებისთვის ამიტომ სახლში მალე წავედი. მობილურს წამში სამჯერ ვუყურებდი და რაც დრო გადიოდა მით უფრო ვბრაზდებოდი. ნუთუ ასე რთული იყო ერთი მესიჯის გამოგზავნა უბრალო სიტყვებით „კარგად ვარ“ ან რამე ამის მსგავსი, ბოლოსდაბოლოს მე ხომ ვნერვიულობდი.
-გისმენთ, ისე ვუპასუხე ნანატრ ზარს მობილურზე არც კი დამიხედავს.
-ტასო დედა, მე და მამას დაგვაგვიანდება და არ შეგეშინდეს კაი?
-კაი დე, ვუთხარი საშინლად გულდაწყვეტილმა. ტელეფონი იქვე დივანზე მივაგდე და სამზარეულოში რაიმე ცივის დასალევად გავედი. ფორთოხლის წვენი სასიამოვნოდ მიგრილებდა ყელს, როცა ისევ გაისმა ზარი ჩემს მობილურზე და მასთან ელვის სისწრაფით და ხველა-ხველებით გავჩნდი (ასე ხდება როცა რაიმე გადაგცდება).
-გისმენ.
-ტასო, როგორ ხარ ?
-მე კარგად ალექს შენ?
-ვიცი, რომ ახლა ძალიან გვიანია მაგრამ შენი სახლის ჭიშკართან ვდგავარ და გამოდი თუ შეგიძლია.
-კი ახლავე, ვუთხარი დაბნეულმა, ისევ მოვსვი ფორთოხლის წვენი, რომ ხველება შემეჩერებინა და გარეთ გავედი.
-ტასო... არც კი ვიცი ბოდიში როგორ მოგიხადო დღევანდელის გამო. მაშინვე მითხრა როგორც კი მივუახლოვდი.
-სინათლეზე დამენახე
-რაა?
-აქეთ გამოიწიე ცოტა, ხელით ვუბიძგე და შუქზე მისი სახე შევათვალიერე. -ძალიან გტკივა? ხელი ოდნავ შევახე ნატკენ ტუჩზე.
-არა, ძალიან არა. მისმინე, შენ ნუ შეგეშინდება, ის უბრალოდ ფუჭი სიტყვები იყო და მეტი არაფერი. ხომ?
-იცი ალექს, ახლა შენ უფრო შეშინებული ჩანხარ ვუთხარი და გავიღიმე, მართლაც და მის თვალებში შიში შევნიშნე. ის ცოტა უფრო ახლოს მოვიდა და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადამიწია.
-მე მართლა შემეშინდა, როცა დაგინახე როგორ მიყავდი სადღაც იმ...
-შენი წყალობით ვერ წამიყვანა.
-იმ სიტუაციაში ჩემი წყალობით აღმოჩნდი ასე რომ...
-მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა, ვუთხარი და ოდნავ უკან დავიწიე, რომ ისევ არ დავებნიე მის სიახლოვეს.
-კარგი, ტასო. მე წავედი, უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყავი. ვნერვიულობდი შენზე.
-შენ ხომ კარგად იქნები? ვუთხარი და მაშინვე ვინანე.
-არ ინერვიულო ტასო, საკმაოდ ძლიერი ვარ იმათ რომ გავუძლო. კარგად იყავი. ლოყაზე ნაზად მაკოცა და ადგილს მოწყდა თავისი შავი სიკვდილის მანქანით. მე კი კიდევ დიდხანს ვიდექი ისე გაშეშებული ჩემი სახლის წინ და საკუთარ აზრებს თავს ვერ ვუყრიდი.
არის ცხოვრებაში მომენტები, როცა ყველაფერი ისე ხდება როგორც შენ გინდა, მაგრამ არის კიდე მეორე მომენტი ყველაფერს ისე გებულობ როგორც გინდა, შედეგად ბედნიერი და კმაყოფილი ხარ, მაგრამ ყველაფერი ხომ ტყუილაა... ხო და ახლა მეც მეფიქრებოდა იმაზე, რომ მართლა მიყურებდა ალექსი იმ თველით რაც მე მას თუ ეს უბრალოდ მეჩვენებოდა.
თავი მაგრად გავარხიე რომ არასასურველი ფიქრები მომეშორებინა და ყალბი ინტერესით სავსე თვალები ისევ მივმართე ქართულის მასწავლებლისკენ, რომელიც მთელი განცდით ლაპარაობდა ჯოყოლას ვაჟკაცურ ხასიათზე სტუმარ-მასპინძლიდან. დაახლოებით სამი წამი მოვახერხე მისი მოსმენა შემდეგ კი ჩემი გონება კვლავ გულს დაემონა და ისევ შემოიჭრა ჩემს ფიქრებში ის გალახული თავისი შავი სიკვდილის მანქანით. არა რაა... უბრალოდ მეოცნებე ვარ თორემ რამეს მართლა რომ გრძნობდეს ჩემი მობილურის ნომერი ხომ აქვს და ვერ მომწერს ან მომიკითხავს მაინც? მაგრამ რა ჯანდაბაზე ვფიქრობ მე ხომ მხოლოდ 16 წლის ვარ, ის კი სტუდენტია უკვე. უკვე იმ განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობს მე რომ ჯერ არ ვიცი და ალბათ მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა შემთხვევით ჩემს პორტრეტს წააწყდება, მისივე დახატულს და მაინც მაშინ რაღატომ მხატავდა, რაღატომ ნერვიულობდა ჩემზე? ჯანდაბა... ჯანდაბა... გაქრი წადი ჩემი ფიქრებიდან...
სკამიდან კინაღამ წამოვხტი, როცა ჯიბეში ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი. ისე ღრმად ვიყავი ფიქრებში შესული, რომ ჩემი პირველი ფიქრი იყო: „ვაიმე, მიწისძვრა“
როცა ბოლოსდაბოლოს მივხვდი, რომ ტელეფონზე მირეკვდნენ, მასწავლებელს თავი გარეთ გავაშვებინე და მობილურის ეკრანს დავხედე.
-გისმენთ, ვუპასუხე უცხო ნომერს.
-ტასო...გცალია?
-ალექს? თავიდან მეგონა, რომ მისი ხმა ჩემი ავადმყოფი გონების ბრალი იყო, ან კიდევ არსებობდა სამყაროში მეორე ვისაც ასეთი ბუნებრივად მკაცრი ხმა ქონდა.
-ხო მე ვარ, შენთან საქმე მაქვს.
-მე სკოლაში ვარ, იყო ჩემი გულწრფელი პასუხი და და გაკვირვება ხმაშიც კი ვერაფრით დავმალე.
-ვიცი, რომ სკოლაში ხარ და მეც შენი სკოლის წინ ვდგავარ. ეს თქვა და ამ დროს ზარის ხმაც გაისმა.
-ძალიან გთხოვ გამოდი.
-კარგი, დამელოდე. ვუთხარი და საათს გავხედე. თქვენ რა მაშაყირებთ? ეს იყო ჩემი რეაქცია, როცა აღმოვაჩინე, რომ გაკვეთილები უკვე დამთავრებული მქონდა.
-ტასო რატო გაქ ეგეთი სახე? წავედით. ლიზიკომ ხელი ჩამკიდა და კიბეებზე ჩამარბენინა.
-მოიცა, ქვემოთ ალექსი მიცდის.
-რაა? აუ წამოდი საშინლად მაინტერესებს როგორია. მითხრა და ისე გამათრია გარეთ ამოსუნთქვა ძლივს მოვასწარი. ეზოს თვალი მოვავლე და ჭიშკრის გადაღმა ნაცნობ მოტოციკლეტზე მიყრდნობილი ნაცნობი ბიჭი დავინახე. მისკენ წავედი და ლიზიკოც გვერდში ამომიდგა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მას მით უფრო აშკარად ვამჩნევდი მის სახეზე ნერვიულობის ნაკვალევს.
-ტასო, რა კარგია მალე რომ ჩამოხვედი. ძალიან მჭირდება შენი დახმარება.
-რა მოხდა?
-წავიდეთ და გზაში აგიხსნი, ოღონდ სწრაფად.
-ხო ახლავე. ლიზიკოს გავხედე და ალექს გამოშტერებული უყურებდა. მხარი გავკარი და ვუთხარი.
-უნდა წავიდე.. მან თავი დამიქნია და მეც გაუცნობიერებელი გაბედულობით შემოვჯექი სიკვდილის მანქანაზე და წელზე ხელები მჭიდროს შემოვხვდიე.
-მაპატიე, სწრაფად უნდა ვატარო. მე დუმილით დავეთანხმე და მოტოციკლი ადგილს მოწყდა.
ეს ადგილები მეცნობოდა, რადგან ალექსი აქ ცხოვრობდა მაგრამ მის სახლს აშკარად ჩავუარეთ.
-მისმინე, შემომიტრიალდა უცებ, როცა მოტოციკლიდან ჩამოვედით. -ვიცი, რომ ამას მილიონჯერ ვინანებ, არა მეტჯერ, მაგრამ ახლა მართლა ჩვენი უკანასკნელი იმედი ხარ და უნდა დაგვეხმარო, მერე კი მართლა ცხოვრებაში აღარასდროს შეგაწუხებ. ბოლო სიტყვებზე ჩემმა სხეულმა პროტესტის სიგნალები გამოუშვა, მაგრამ ხმამაღლა ვერაფერი ვთქვი, რადგან ისევ ალექსის ნათქვამს ვიაზრებდი და უბრალოდ უცხო სახლში შევყევი. ადგილზე გავშეშდი, როცა ჩემი შესვლისთანავე 3 ბიჭი ფეხზე წამოხტა და ნაღვლიანი, ნერვიული თვალები შემომანათეს.
-ეს ტასოა, ესენი კი ჩემი მეგობრები. თქვა ალექსმა, ხელი ჩამჭიდა და მეორე ოთახისკენ წამიყვანა. შევედი თუ არა მძაფრი სუნი მეცა. მერე კი საწოლზე მჯდარ გოგონას მოვკარი თვალი. ცოტა ახლოს მივიწიე და მწოლიარე ბიჭიც შევემჩნიე, რომელსაც სახე სისხლიანი ქონდა. ახლა უკვე მივხვდი, რისთვის მომიყვანა ალექსმა. ის ბიჭიც ვიცანი, ეს ბექა იყო.
-ტასო, უნდა დაეხმარო, გონზე ვერაფრით მოვიყვანეთ, საავადმყოფოში ვერ წავიყვანთ
-ეს ხომ თვითონაც სულ ბავშვია, თქვა გოგონამ და ცრემლიანი თვალებით შემომხედა. მე კი უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი გარდა სისხლის სუნისა რომელიც ოთახში იყო. ფარდები სულ გადავწიე, რომ კარგად შემძლებოდა დამენახა რა ხდებოდა ბექას თავს.
-წყალი, სუფთა ნაჭრები და პატარა ჯამი მინდა. ვთქვი უცებ. და ალექს გავხედე, რომელიც გაკვირვებული მიცქერდა. -სწრაფად, ვთქვი ხმამაღლა და სულ მალე ყველაფერი მოიტანა უცნობმა გოგომ. როგორც იქნა სისხლი მოვაშორე სახიდან. მაგრამ საოცრად მიკვირდა თუ რატომ არ ქონდა არანაირი რეაქცია ბექას ცივი ტილოს შეხებისას, გონზე არ მოდიოდა. ერთმა აზრმა გამკრა და ორი თითით გულის ცემა გავუსინჯე. თითქოს მეც მასთან ერთად ამიძგერდა გული და ღრმად ჩავისუნთქე.
-მე ხომ ექიმი არ ვარ. ვთქვი გაოგნებულმა როცა შევნიშნე რომ მისი მუცელიც სისხლიანი იყო.
-ეს უბრალოდ სისხლია, ის არ იკბინება, მითხრა ალექსა და მაკრატელი გამომიწოდა. მეც მაისური შუაზე გავჭერი და ჭრილობა სისხლისგან გავანთავისუფლე, მაშინ შევამჩნიე, რომ ჭრილობა ჭუჭყიანი იყო, რაც შემეძლო გავასუფთავე თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
-შენი აფთიაქი მომიტანე. ჯერჯერობით თავადაც არ ვიცოდი რად მინდოდა ან რას ვეძებდი. გოგონამ კი სწრაფად მომირბენინა. მისი თვალიერება დავიწყე და როცა პატარა შუშას წავაწყდი მაშინ მივხვდი რასაც ვეძებდი. ჭრილობა უკვე საბოლოოდ წყალბადის ზეჟანგით გავასუფთავე და საფენები დავადე, რომ სისხლდენა შემეჩერებინა. საბედნიეროს მალე უკვე აღარ დამჭირდა მათი გამოცვლა და ბექას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მის მუცელს დიდ ხანს ვუყურე და დავრწმუნდი, რომ გასაკერი არ იყო. ამიტომ საფენები დავადე და მის გვერდით ჩამოვჯექი. გოგონას მოტანილი წყალი სახეზე მოვუსვი, რომ გამეგრილებინა. მაგრამ გონზე მოსვლას არ აპირებდა ვაჟბატონი, ამიტომ აფთიაქში ნიშადური მოვძებნე და კმაყოფილად გავიღიმე, როცა მისი შეწუხებული, თვალებგახელილი სახე დავინახე. ალექსს გავხედე და მის მადლიერ თვალებს წავაწყდი, გოგონა კი უკვე ბექას ეფერებოდა. ოთახში საშინლად ცხელოდა და სისხლის სუნი იდგა. კარებისკენ წავედი, როცა მივხვდი, რომ სული მეხუთებოდა. უკვე პირით ვსუნთქავდი. სააბაზანოს ღია კარები, რომ დავინახე შიგნით შევვარდი და კარი ჩავკეტე. სარკეში ჩემი თავი ვერ ვიცანი, სახე სულ თეთრი მქონდა, ტუჩებიც კი არ იყო ოდნავ ფერადი. მაისური სისხლით მქონდა დასვრილი და ხელებიც სულ წითელი იყო. წყალი მოვუშვი და დიდხანს ვიბანდი ხელებს მერე სახეზეც შევისხი წყალი და უკვე როცა მივხვდი, რომ დაჯდომა მჭირდებოდა, სააბაზანოს კარები გავაღე.
-ტასო, ალექსი იქვე იდგა. -კარგად ხარ, მითხრა როცა გავხედე. მე თავი უარყოფის ნიშნად ოდნავ გავარხიე და მუხლებში საშინელი სისუსტე ვიგრძენი.
-ტასო ფრთხილად, ალექსმა დაცემას გადამარჩინა და ხელში ამიყვანა.
სახეზე, რომ ცივი წყალი ვიგრძენი თვალები მომენტალურად გავახილე.
-კარგად ხარ? ალექსი ზემოდან დამცქეროდა.
-კი, ვუთხარი და თავის წამოწევა ვცადე მისი კალთიდან, მაგრამ ისევ თავბრუს ხვევა ვიგრძენი.
-გაჩერდი ცოტა ხნით, მითხრა ხმით რომელიც ოდნავადაც არ იყო მკაცრი და სახიდან თმა გადამიწია. მეც ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე და თვალები დავახამხამე, რომ გავახილე ალექსთან ერთად სამი ბიჭი დამცქეროდა ზემოდან.
-გადით აქედან ნუ შეაშინეთ ბავშვი, ალექსმა ისე თქვა თითქოს პატარა დიშვილს უვლისო და ამ დროს საშინლად მომინდა მისთვის სილა გამეწნა. თავბრუს ხვევა არ შევიმჩნიე და თავი გაბრაზებულმა წამოვწიე, ჩემი მზერა აშკარად შეამჩნია ადრესატმა და თავი ჩახარა.
-შენ ბავშვი ეძახე და ძმაკაცი გადაგირჩინა. თქვა უცნობმა. - სხვათაშორის მე მათე მქვია, აი თავტვლიპინა ერეკლეა, ის ყველაზე შტერი სიფათი ვისაც აქვს თაზო, მესამე კიდე სერიოზული როჟით რო იყურება, ხო კაი შენს ზედმეტ სახელს არ ვიტყვი, ნიკა. დაახასიათა სამივე და ჩემი გაღიმებაც შეძლო. მე კი მივხვდი, 200 წელი რომ მეცოცხლა ეს ბიჭები არასდროს დამავიწყდებოდნენ.
-სხვათაშორის მე თმა ამომდის, უბრალოდ სტილისტი ჩემი ლამაზი თვალების ყურებას შეყვა და გადაეპარსა ბოლომდე.თქვა ერეკლემ და გაიღიმა. მეც გავუღიმე.
-წამოდი ტასო სახლში წაგიყვან. ჩაერია უცებ თავისი მკაცრი ხმით ალექსი და ყველაფერი გააფუჭა.
-ოპააა, მასპინძლობაც ამას ქვია, დაიძახა უცებ მათემ.
-აქ საშიშია, თითქოს თავისი საქციელი ახსნა ალექსიმ. მე კი ისე საშინლად ვიგრძენი თავი, რომ ამას ჯობდა გონზე საერთოდ არ მოვსულიყავი.
-კარგი თუ ასეა მაშინ სანამ დაბნელდება ჩემითაც გავაგნებ გზას, ვთქვი უცებ და საწოლიდან წამოვხტი, ჩემდა გასაკვირად და გასახარად თავბრუ არ დამხვევია, გავიღიმე კიდეც.
-წამოდი, ალექსიც წამოდგა და ხელზე ხელი მომკიდა.
-არა ალექს, მე ვთქვი მარტო წავალთქო, ხელი გავაშვებინე.
-მარტო არ წახვალ და მორჩა. მისი ხმა ასეთი კატეგორიული არასდროს ყოფილა.
-აბა მიყურე. მე კი ასეთი ჯიუტი არ ვყოფილვარ არასდროს.
-ტასო ბავშვივით ნუ იქცევი.
-16 წლის ვარ ალექსი, აბა ვისავით მოვიქცე?
-ეს უკვე მეტისმეტია, ნუ მაბრაზებ. კამათში აღარ ავყევი, უკან მივტრიალდი და ბიჭებს დავემშვიდობე, გავუღიმე და კარისკენ წავედი.
-ტასო, გავიგონე გოგონას ხმა. და ინსტიქტურად შემოვტრიალდი.
-ბექას შენი ნახვა უნდა, თუ ძალიან არ გეჩქარება.
-არა მე არსად არ მეჩქარება, ვუთხარი გოგონას მშვიდად და მისკენ წავედი. -ოღონდ შენი სახელი მითხარი.
-მე სალომე მქვია.
-სასიამოვნოა სალო, ახლა წამიყვანე ბექასთან.
-აი ჩემი მშველელიც. ბექამ გამიღიმა, თუმცა ტკივილის ნაკვალევი სახეზე ეტყობოდა. -მადლობა უკვე გადაგიხადეს თუ მე მელოდებიან?
-არ არის საჭირო მადლობები ბექა, შენ როგორ ხარ?
-ცოტა მტკივა ჭრილობა, მაგრამ გამივლის ხომ?
-კი ბექა ნუ გეშინია, შენი ორგანიზმი ახალგაზრდა და ძლიერია ასე, რომ სანერვიულო არ გაქვს. ჭრილობაც არ იყო ისეთი ღრმა როგორიც მეგონა.
-ტასო შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, დიდი მადლობა.
-ხომ გითხარი ბექა, არაა საჭირო. გამოჯანმრთელებას გისურვებ.
-ჩემი ექიმი ჩემს სანახავად კიდევ ხომ მოვა?
-შეეცდება.
-მაშინ შენ მოიყვანე ალექს, ხომ მოიყვან? ჩემს უკან გაიხედა ბექამ. მეც მივიხედე და დავინახე როგორი მტრული მზერა ესროლა ბექას, მეტი არაფერი უთქვამთ.
-მოკლედ ბექა არ ინერვიულო და ყველაფერი კარგად იქნება. თანაც მოსვლა მაინც მომიწევს საფენები ხომ უნდა გამოგიცვალოს ჭრილობაზე ვინმემ. ვთქვი კმაყოფილი ხმით.
-არ შეწუხდე ტასო, ამას სალომეც მოახერხებს, ჩაიდუდღუნა ალექსიმ.
-მეე? ჭრილობასთან? არანაირად. ალექსის მზერა კი ასეთი იყო: „ყველამ ჩემს წინააღმდეგ შეკარით პირი?“ გარემომ საშინლად დამთრგუნა და აქაურობას თუ არ გავეცლებოდი ტირილს დავიწყებდი, მე კი ვერ ვიტან როცა ვტირი. განსაკუთრებით არ ვაპირებდი ტირილს ალექსის თანდასწრებით. ბექას კიდევ ერთხელ დავემშვიდობე და ოთახიდან ისე გამოვედი ალექსისთვის არც შემიხედავს. სახლიდან სწრაფად გავედი და ბიჭების გაკვირვებული სახეები არ შევიმჩნიე. თან ვცდილობდი სახლისკენ მიმავალი გზა დამემახსოვრებინა, რომ შემდეგში ალექსის მოყვანა აღარ დამჭირვებოდა. გზად აფთიაქი დავინახე და შიგნით შევედი, რაც ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი იყო ის ვიყიდე და ბექასთან მივბრუნდი. კარებზე გაუბედავად დავაკაკუნე.
-ტასო... როგორ გამიხარდა რომ ალექსიმ არ გააღო.
-ნიკა ეს ტკივილგამაყუჩებელია და ბექას დაალევინეთ, შეიძლება ძილიანობა გამოიწვიოს ასე, რომ არ შეგეშინდეთ. ვუთხარი სწრაფად, წამალი ხელში მივაჩეჩე და მოვტრიალდი. ცოტა მანძილი, რომ გავიარე ნიკას ხმაც დამეწია.
-ტასო, ძალიან გთხოვ ერთი წუთი.
-ხო ნიკა.
-იცი, ალექსის ძალიან ცუდად გამოუვიდა მაგრამ სინამდვილეში ის არ არის ასეთი მართლა...
-ნიკა მის მაგივრად მობოდიშებას აზრი არ აქვს.
-ჯანდაბა, არადა შენზე ამბობენ ბავშვიაო... ამაზე გაეღიმა და მეც გამაცინა, რთული მისახვედრი არ იყო ამას ვინც იძახდა. -მოკლედ მე იმის თქმა მინდოდა, რომ ალექსი ცდილობს შენ საფრთხე არ შეგექმნას არაფერში.
-რა სისულელეა ნიკა, მე რა საფრთხე უნდა შემექმნას ?
-ვიცი, რომ ამის გაგება რთულია და მე ახსნაც არ შემიძლია, მაგრამ დამიჯერე ასეა. შენნაირი გოგონებისთვის ეს უბანი, განსაკუთრებით კი ეს ადგილი ძალიან საშიშია.
-ჩემნაირებისთვის... ჩემმა ხმის ტონმა მიახვედრა ნიკა რომ ეს სიტყვა არ მესიამოვნა.
-ანუ ლამაზებისთვის და გამოუცდელებისთვის.
-თქვენ არც ერთი არ მიცნობთ საკმარისად და არ შეგიძლიათ განსაზღვროთ რისი გაძლება შემიძლია და რისი არა. ვთქვი ჯერ კიდევ გაბრაზებულმა. -მაინც დიდი მადლობა ნიკა, რომ შეწუხდი. ჩემი გაცილება მართლა არაა საჭირო, კარგად იყავი.
-მადლობა შენ ტასო, ყველაფრისთვის. თქვა და მივხვდი, რომ უკან არ გაბრუნებულა, მივიხედე და დავუძახე.
-არც შორიდან ყურებაა საჭირო. მანაც გაიღიმა თავი გააქნია და სახლისკენ წავიდა.
ეზოდან სწრაფად გამოვედი და თითქმის გავირბინე გაჩერებამდე. ღმერთო როგორ დამღალა დღეს ყველაფერმა, ტროტუარზე ჩამოვჯექი და ტაქსს დაველოდე. სხვანაირად წარმოდგენა არ მქონდა სახლში როგორ მივიდოდი. მანემდე ლიზიკოს დავურეკე და ვუთხარი ჩემთან მისულიყო. ტაქსი კი არა და არ ჩანდა, საღამოს ბინდი გადაეკრა ბუნებას და ქუჩაში ლამპიონებიც აინთო.
-ისევ მარტო, ისევ აქ... გავიგონე ხმა და არც შემიხედავს ისედაც ვიცოდი ვინც იყო.
-ღმერთო... ჩემს მოსვლაზე სიგნალიზაციები ირთვება თუ როგორ გხვდები სულ შენ?
-ჩემი გული გრძნობს, ამაზრზენად გაისმა ცინიზმით სავსე ხმა.
-შეიძლება ტაქსს მშვიდად დაველოდო?
-რა საჭიროა ტაქსი მე გაგიყვან, მითხრა და მისი მოტოციკლეტისკენ გაიხედა. ჩემს კითხვაზე აშკარად უარყოფითი პასუხი მივიღე.
-შენი გულისხმიერება სხვა დროისთვის შეინახე თუ შეიძლება.
-ანუ სხვა დროსაც შევხვდებით, ჩემთან ახლოს მოიწია.
-მოუთმენლად ველი, ირონიად დავიღვენთე და ფეხზე ავდექი, იმის მიუხედავად, რომ მუხლები მეკვეთებოდა მისი სიახლოვე უფრო ცუდად მხდიდა.
-ასეთი ლამაზი და ასეთი უხეში. სულაც არაა მართალი ის ყველაფერი რასაც ალექსი ჩემზე გეუბნება, მოჩვენებითი გულწრფელობით მითხრა და რომ შემძლებოდა ალბათ გადავიხარხარებდი კიდეც, ისე სასაცილოდ გამოუვიდა.
-რატომ გგონია რომ შენზე საერთოდ ვლაპარაკობთ? მობილურზე მესიჯის ხმა გაისმა ამოვიღე და წავიკითხე „სახლში ხარ?“ ძალიან ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია იმის მისახვერად თუ ვინ იყო. „არა შენი მეზობლების კომპანიით ვტკბები.“ იყო ჩემი პასუხი. და მერე მივხვდი, რომ ამით ვაიძულე სახლიდან გამოსულიყო. ჯანდაბა რა სულელი ხარ ტასო.
-თქვენ საერთოდ არ ლაპარაკობთ თუ ჩემზე არ ლაპარაკობთ? კითხვის შინაარს ვერ მივუხვდი, ამიტომ უბრალოდ მტრული მზერით შემოვიფარგლე. გზას გავხედე, რომ სადმე ტაქსი შემემჩნია, მაგრამ საშველი არსად ჩანდა. წელზე ხელი და გახშირებული სუნთქვა ვიგრძენი.
-ასეთი შავი ჭირი რატომ ხარ დავით, გაისმა მკაცრი ხმა ჩემს ყურთან. და მეც გამეღიმა ეს სიტყვები ისე იყო გულიდან ამოღებული.
-შენი მიკვირს ალექსი, ასეთ გოგოს მარტო როგორ უშვებ ხოლმე ჩვენს უბანში? ახლა უკვე მე ვიყავი ალექსის მზერის მსხვერპლი და ღიმილიც სახეზე შემახმა. -მე უბრალოდ ყურადღება მივაქცია არავის შეეწუხებინა, ჩაილაპარაკა უცოდველის ხმით.
-მთავარია შენ არ შემაწუხო, ვუპასუხე და მის მზერაში ადვილი წასაკითხი იყო მუქარა, რომელიც აქამდე მართლა არასდროს მიგრძვნია. უხმოდ გაგვშორდა და როცა თვალს მიეფარა, ალექსის წელზე შემოხვეული ხელი გავაშვებინე, იმის მიუხედევად თუ როგორ მსიამოვნებდა.
-ხომ შეიძლებოდა ჩემთვის დაგეჯერებინა. თავისას არ იშლიდა და ეს უარყოფითად აისახებოდა ჩემს ნერვებზე.
-ალექს, მე მართლა არ ვარ შენი პატარა ბავშვი. ვუთხარი ნაწყენი ხმით და გულწრფელად გამიხარდა როცა ტაქსი დავინახე, უსიტყვოს ჩავჯექი და სახლში წავედი, სადაც უკვე მელოდებოდა ლიზიკო. მთელი მოთმინება დამჭირდა იმისთვის, რომ ტაქსში მჯდომს უკან არ გამეხედა.
-როგორც იქნა მოხვედი, გამიღიმა ჩემს საწოლზე მჯდარმა ლიზიკომ. -რა სახე გაქვს ტასო? -რაო ვარსკვლავთბიჭუნამ? ლიზიკო ყოველთვის გამოირჩეოდა სასაცილო ზედმეტსახელებს შერჩევაში, მაგრამ ეს...
-ისეთი სიმპატიურია ისეთი, რომ.... მაგრამ შენ არ ინერვიულო ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ჩემი არ შეგეშინდეს. -ტასოო, ამაზეც კი არ გაგეცინა, რას მიშტერებიხარ მაგ დებილ კედელს? მომიყევი რაც მოხდა.
-სულელო, შე მართლა პატარა სულელო. როგორ შეიძლება მაგაზე გაბრაზება ან კიდე უარესი გულისწყვეტა? ღიმილიანი სახით მითხრა მეგობარმა, ჩემი მონოლოგის დამთავრებისას, სადაც შეძლებისდაგვარად ჩავატიე იმ დღის ემოციები, თუმცა რეალურად ფაქტების მეტი არაფერი მითქვამს.
-შენ უბრალოდ არ იცი რა ცუდად მოიქცა.
-ტასო, ძმაკაცი კინაღამ მოუკვდა და აბა როგორ იქნებოდა, სამაგიეროდ მესიჯი რომ მიწერე როგორ სწრაფად გამოვიდა. სხვათაშორის რა უნდა მაგ ვიღაცას შენგან? ან ეს ბიჭები რატომ იყვნენ ნაცემები? ტასო ნეტა რა ხდება?
-არ ვიცი, თან ვერც ვეკითხები. მაგრამ ბექას სანახავად, რომ წავალ აუცილებლად ვიკითხავ რა მოხდა. მემგონი მაქვს უფლება რომ ვიცოდე.
-იქნებ, მართლა არ ღირს იმ უბანში მისვლა? სერიოზულად საშიში რომ იყოს?
-ფეთიანი როდის მერე გახდი?
-ტასო, დანით დაჭრა თამაში არაა...
-მე თვითონ არ ვიცი რას ვაკეთებ. მთელი ცხოვრება საფრთხეს გავურბივარ და შენც კარგად იცი, რომ თავგადასავლები არც არასდროს მიზიდავდა, ახლა კი რას ვაკეთებ ღმერთმა იცის.
-ეგ ნორმალურია.
-რა არის ნორმალური?
-შენ ხომ შეგიყვარდა ტასო. შეუძლებელია ის გახარებული თვალები, და უჩვეულო ნაპერწკალი შენს თვალებში, იმ მშვენიერი მოტოციკლეტის ბრალი ყოფილიყო, მე პირადად იმ შავთვალებას უფრო დავაბრალებდი არანაკლებ მშვენიერ მოტოზე რომ იყო ამხედრებული.
-ლიზიკო იცი ეს რას ნიშნავს?
-მითხარი როგორია? ისეთი როგორც წიგნებში თუ უფრო კარგი?
-უკან დასახევი გზა აღარ მაქვს.
-ტასო რას ამბობ?
ჩემი ოთახის კედელზე აღმოჩენილი შავი წერტილი, ერთადერთი იყო რაზეც ფიქრი შემეძლო, უფრო სწორად რაზე ფიქრიც ახლა მინდოდა. მაგრამ... იყო ბევრი მაგრამ... იყო ალექსი, მისი თბილი თვალები და საჩუქარი რომელმაც ჩემს ხელზე სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა, ასევე იყო იგივე ალექსის ცივი მკაცრი ხმა, იყო მისი ყურადღება, მისი იარა ხელზე, მისი საშიში უბანი და იყო ბექა, როელიც დაჭრეს... ვინ? რატომ? ასევე იყო დავითი, თავისი ირონიული ხმით და უხეში მანერებით, და ვიყავი მე არაფრით გამორჩეული, 16 წლის გოგო, რომელსაც პირველად შეუყვარდა, ბიჭი, რომლის გვარიც კი არ იცის. რო აღარაფერი ვთქვათ მის ცხოვრებაზე...
ჯანდაბა... ჯანდაბა... ჯანდაბა... როგორ არ მინდოდა უტვინო თინეიჯერი გოგოსავით შემყვარებოდა ან რაიმე ისეთისთვის დამერქმია სიყვარული, რომელიც არ არის. როგორ არ მინდოდა ეს გრძნობა რომელიც თითქმის ბავშვობიდან გაიდიალებული მყავდა ასე დამემცირებინა.
ალექსი არასდროს შემომხედავს ისეთი თვალებით, როგორითაც მამა დედას უყურებს. ეს უბრალოდ არ მოხდება, იმიტომ რომ ეს არაა ის სიყვარული რომელიც ოჯახს ქმნის, არაა ის სიყვარული რომელიც გაცხოვრებს, გაგაძლიერებს და გაიძულებს იმ ერთადერთს მიუძღვნა თავი, მთელი შენი ცხოვრება ანგარიშმიუცემლად, იმ ერთის თვალებით იყურო და იმ ერთისთვის იცოცხლო.
არადა რა თბილი იყო, ალექსის ხელი ჩემს წელზე, თითქოს მისი ადგილი სხვაგან არც არასდროს ყოფილი. რა კარგი იყო მისი მზრუნველი თვალები და გამოხედვაში დაჭერილი „ბოდიში“ მხოლოდ თვითონ რომ იცის რისთვის... კარგი იყო მისთვის თითქოს სიყვარულით სავსე მზერა.
საწოლზე გველნაკბენივით შევხტი და გულზე ხელი დავიდე, როცა აღმოვაჩინე, რომ ეს უბრალოდ ტელეფონის ზარი იყო და არა სამყაროს აღსასრული.
-გისმენთ, ასეთი უცნაური ხმა არასროს მქონია.
-ტასო, ნატო დეიდა ვარ.
-გამარჯობა ნატო დეიდა, როგორ ხართ? უნებურად შემრცხვა ამდენი ხანი რომ ვერ შევიარე მათთან.
-კარგად ტასო, მოგვენატრე.
-აუცილბლად გამოვივლი რომ მეცლება ნატო დეიდა.
-ტასო რისთვის გირეკავ ახლა, მამაშენი ტელეფონს არ იღებს. და მინდა, რომ ჩემგან ძალიან დიდი მადლობა გადასცე, ვითომ ანონიმურად რომ გადმოგვირიცხა ამხელა თანხა. ძალიან დაგვეხმარა, უფრო კარგად შეძლებენ მკურნალობას ჩვენი მოხუცები.
-კარგი ნატო დეიდა, ჩემთვისაც არაფერი უთქვამს. აუცილებლად გადავცემ.
-კარგად ტასო, თავს გაუფრთხილდი.
-მადლობა, თქვენც, უფალი გფარავდეთ.
ვიცოდი, რომ მამა ყოველთვიურად რიცხავდა გარკვეულ თანხას ფონდში, მაგრამ ეს გამიკვირდა. არა იმიტომ, რომ მამა ამას არ გააკეთებდა. მშობლების ნაადრევმა დაკარგვამ ყველა მოხუცი შეაყვარა და ასე თავიდებურად ზრუნავს მათზე. მე იმას ვერ მივხვდი რა საჭირო იყო ანონიმურობა ისედაც ხო ყველა მიხვდებოდა. ამასობაში კარზე დავაკაკუნე და შევედი.
-მა, იცი ვინ დამირეკა?
-შენმა გიჟმა ძმამ? გამიცინა, როცა კაბინეტში მის წინ სავარძელში ჩავჯექი.
-ააარა, ნატო დეიდამ და მადლობა შემოგითვალა იმ დიდი თანხისთვის, რომელიც ვითომ ანონიმურად გადარიცხე.
-რაზე ტასო?
-ფულზე მამა, მოხუცებისთვის.
-უთხარი, რომ სამადლობელი არაფერია, მითუმეტეს რომ მე არაფერი გადამირიცხავს იმაზე მეტი ვიდრე ყოველთვიურად ვრიცხავ ხოლმე.
-არა მამა ნატო დეიდა სხვა თანხაზე ლაპარაკობდა.
-ესეიგი ტასო, ვიღაც სხვა ეხმარებათ. ეს ძალიან კარგია.
-ანუ შენ არ გადაგირიცხია?
-არა, ძვირფასო.
-კარგი ვეტყვი ნატო დეიდას.
-მე თვითონ ვეტყვი ტასო.
-კარგი მამა.
-ტასო, ტასო, მამა რომ ასეთი ხმით მეძახდა ვიცოდი, რაღაც უნდა ეთხოვა.
-გისმენ მამიკო.
-დღეს ჩვენთან სტუმრები მოვლენ.
-ვინები?
-ვაჩიბერაძეები.
-გთხოვ არ მითხრა, რომ ნიკაც მოყვებათ.
-ვიცი, რომ უცნაური ბიჭია, მაგრამ ერთი საღამო კიდევ აიტანე რა, ძალიან გთხოვ, ჩემი ხათრით.
-მაგ უამპარტავნებულესობას მხოლოდ შენი ხათრით თუ აიტანს კაცი. ვთქვი მოწყენილმა და კაბინეტიდან გამოვედი - მახარეთ რომ მოვა.
ოთახში ავბრუნდი და ლიზიკო მოვძებნე, მის მაგივრად კი წერილი ვიპოვე ლოგინზე.
„ოცნებაში ხელი აღარ შეგიშალეთ, ჯულიეტა“ ეწერა დიდი ასოებით მერე კი ბოლოში „ასეა მოვა სიყვარული და მეგობრები მეორეხარისხოვანები ხდებიან.“ საოცარია, როგორ ახერხებს ეს ბავშვი ასე დადებითად იმოქმედოს ჩემზე სულ...
მობილურის ასაღებად გავიწიე და თვალში უნებურად მომხვდა შავი არაფრითგამორჩეული სამაჯური. ისევ ალექსი... ისევ ფიქრები მის ცხოვრებაზე... და ყველაზე საშინელება არსებული ან არ არსებული სიყვარულის გაურკვევლობაში ყოფნა. ბოლოს კი დამნაშავეს ღიმილი მამას სახეზე და ძალით აკერებული ღიმილი. რაღაც დადებითიც კი იყო ამაში მთელი საღამო დებილივით არ ვიღიმოდი... არა იმიტომ რომ ნიკასთან მის მანქანაზე საუბარი საშინლად უინეტერესო იყო, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ არ მეღიმებოდა, ასეთი რამ კი ჩემი დედამიწაზე არსებობის განმავლობაში პირველად მოხდა.
მერე კი ეს ყოფა უბრალოდ გაგრძელდა, შემდეგი დილაც არ ვიღიმოდი, იმის მომდევნოც და კიდევ ბევრი მომდევნო... დრო აღარ გადიოდა. ყოველი თვალის შევლება შავ სამაჯურზე, რომელიც უკვე ხელს მიწვავდა... ადგილზე მაქვავებდა და ეს არ იყო ნორმალური, როცა ჩემმა გიჟმა კლასელებმაც კი ვერ შეძლეს ჩემი გაღიმება, მთელი ერთი კვირის განმავლობაში.
ამოჩემებული შავი წერტილი კედელზე, მოუშორებელი ფიქრები, მუდმივი დაღლილობით გამართლებული უხასიათობა და წიგნები, წიგნები ყველგან: სკოლაში, სახლში... რომ არა გამოცდები, ნეტა რითი ავხსნიდი ოთახიდან გამოუსვლელობას?
-დღეს ბექას სანახავად მივდივარ, ვუთხარი ლიზიკოს სკოლიდან გამოსვლისას.
-როგორც იქნა გადაწყვიტე.
-მეტი აღარ შემიძლია, უნდა გავარკვიო ყველაფერი.
-წამოდი მარკეტში, რამე ხომ უნდა წაუღო?
-კი აბა ისე როგორ?
იმდენი ქნეს, რომ უკვე მეც შიშის ფეთებით ვიყურები ამ უბანში. მაგრამ ეს მღელვარება არაფერია იმასთან სედარებით რაც ბექას კართან დამემართა. როგორ მიიღებენ ჩემ იქ მისვლას? უხერხული ხომ არაა? პარკს ისე ვუჭერდი ხელს რომ თითები მეტკინა. ბოლოს კი ჩემმა მარკვვენა ზედა კიდურმა ყველა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და ზარის ღილაკს თითი დააჭირა. 1..2..3.. გონებაში დათვილი ზარის ხმა და...
-ტასო, ბედნიერი წამოძახილი, ბედნიერი თვალებით. უცებ მომხვია ხელები და მეგობრულად გადამეხვია, თითქოს მისი განწყობა მომენტალურად გადმომედო.
-სალო, როგორ ხარ ?
-შენი წყალობით კარგად, შემოდი, ბექას ძალიან გაუხარდება.
-რა საჭირო იყო ამის მოტანა ტასო.
-სხვის მაგივრად ნუ ლაპრაკობ მე მომიტანეს. ოთახიდან თავი გამოყო ბექამ.
-თავს როგორ გრძნობ ბექა?
-ექიმისგან მიტოვებულად. საყვედურნარევი ხმით მითხრა და ოთახიდან გამოვიდა. მე სახე ამიხურდა, როგორი მტყუენი ვიყავი მასთან, აქამდე როგორ არ მოვედი სანახავად.
-ძალიან უყურადღებოდ მოვიქეცი, ვიცი, მაგრამ გეფიცები ამას აქვს თავისი...
-ოხ ბექაა... სალომემ ბალიში ესროლა ჩემი ვარაუდებით შეყვარებულს, მე კი მომენტალურად გავჩუმდი. -ყურადღება არ მიაქციო ტასო, ასე ხუმრობს. ვერც კი ხვდება, რომ შენ გულთან ახლოს მიგაქვს ყველაფერი. ამასობაში ბექამ ამოწია ღიმილით განათებული სახე და ნათელი გახადა მისი კომენტარი. აქ ისეთი მეგობრული და ამავდროს იჯახური გარემო იყო, რომ გრძნობაც კი არ მქონდა იმისი თუ სტუმრად ვიყავი. საოცრებაა... ნუთუ მართლა შეიძლება ამოიცნო მეგობრები ერთხელ ნანახ ადამიანში?
-ამ შემთხვევაში მეკუთვნის, მეც გავუღიმე ბექას.
-მანახე რა მომიტანა. ტუჩებს საყვარლად აცმაცუნებდა
-რა უზრდელი ხარ. სალომემ უხერხულობა იგრძნო.
-არაუშავს სალო ტასო ჩვენიანია. ვერც კი ავღწერ როგორ მესიამოვნა მისი ნათქვამი „ჩვენიანი“ ეს ყველა დროის ყველაზე დიდი კომპლიმენტია დედამიწაზე.
-სხვათშორის მე ეს სალომეს მოვუტანე, იმის გათვალისწინებით რომ შენთვის ტკბილი საერთოდ არ შეიძლება ჩემო პაციენტო, ვუთხარი სერიოზული სახით და სალომეს ხელი მოვხვიე.
-რაა? მართლა ჭრილობის გამო? მთელი კვირაა შოკოლადების მეტი არაფერი უჭამია ტასო, აფორიაქდა სალომე და ხელი მოვუჭირე მაგრად რომ მიმეხვედრებინა სინამვილეში რაში იყო საქმე.
-ჩემი ბრალია, სულ სულ ჩემი... უნდა გამეფრთხილებინეთ. ბექა მანახე ჩქარა ჭრილობა, ვითომ ანერვიულებული მივედი მასთან დაველოდე სანამ გაკვირვებული და შეშინებული ზედას არ აწვდა. მეც თეთრი სახვევი მოვაძვრე და ჭრილობას რომელსაც აშკარა უკეთესობა ეტყობოდა დავხედე. პირი ხელებზე ავიფარე, უფრო იმიტომ, რომ არ გამცინებოდა რეალურად კი ამ ჟესტმა უფრო დრამატული გახადა სიტუაცია.
-აღარ მეტყვი რა ხდება? შიშით ამომხედა ბექამ.
-როგორ არ გეტყვი. ბექა შენ ძალიან მშიშარა ხარ. ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გადამეხარხარა, აი სალომეზე კი ამას ვერ ვიტყვით, თითქმის ძირს გორავდა. მართლაც და ისეთი შეშინებული იყურებოდა ბექა, რომ.
-შე პატარა მაიმუნო ეს როგორ მომატყუე. თავში ბალიშის წარტყმა ვიგრძენი და თავი ძლივს შევიკავე რომ არ წავქცეულიყავი.
-მშიშარა... სალომეს დაძახებამ გადამარჩინა და ახლა მისკენ იყო ბექას მთელი ყურადღება.
-ამ დანაშაულს ვერაფრით გამოისყიდით ვერცერთი.
-მე ხომ ბევრი შოკოლადები მოგიტანე...
-კარგი შენ უკვე გამოისყიდე, მითხრა ბექამ და გაეცინა.
-აბა რაზე იცინით? კარების დაკეტვის ხმას მოყვა მათეს მხიარული შეძახილი.
-შენ ვერ წარმოიდგენ ამ პატარ გოგომ ახლა როგორ შემაშინა, ბექამ ჩემსკენ თითი გამოიშვირა.
-მერე შეშინებულმა ბალიში მოისროლე? გაეცინა ისედაც გაცინებულ მათეს.
-არაა, თავში მომარტყა...
-რა ქენი? მომენტალურად დასერიოზულდა ის, შენ სულ გააფრინე?
-მაგრამ ვაღიარებ მეკუთვნოდა, ვითომ ვერ შევამჩნიე, მისი გადაბრიალებული თვალები ისე ვთქვი.
-აბა მომიყევით რა გააკეთა ამ ქალბატონმა? ანდა მოიცა ბიჭებიც მოვლენ და მერე მომიყევი.
-რა გადარეულები ხართ. ჩაილაპარა სალომემ.
-ესენი სულ ასე არიან? რაც შემეძლო დავმალე,“ბიჭებიც მოვლენით“ გამოწვეული სიხარული. -შენ უნდა ნახო ყველა ერთად რომ არიან მაშინ რა ხდება, განსაკუთრებით ის შენი ალექსი, ყველაფერს თავზე იმხობენ. ვითომ ვერ შავამჩნიე „ჩემი“ ალექსი. ნუთუ შუბლზე მაწერია ყველა ფიქრი, რატომაა ალექსი ჩემი? შიგნიდან გაჰკიოდა ქვეცნობიერი.
-იცი ამდენი დიდი ხანია არ მიცინია.
-შენი სიცილის სიხშირეს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ ნახევარი საათი, ჩაიბურტყუნა ბექამ.
-დავიჯერო, შენი ჭრილობის გადახვევის დროს ამდენი ვიცინე, რომ უკვე ასე კარგად იცნობ ჩემი ღიმილის სიხშირეს? ბექამ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა თითქოს რაღაცასი გამოიჭირესო, მე კი ეს დაუფიქრებლად ვთქვი და ახლა მივხვდი, რომ პასუხი მართლა მაინტერესებდა.
-უკვე ვთქვი რომ არ მიყვარს ჭკვიანი გოგონები?
-უკაცრავად? თავი სამზერეულოდან გამოყო სალომემ.
-შენს გარდა ჩემო ლამაზო. გაუღიმა ბექამ.
-ტასო, როგორ შეაფასებდი შენი პაციენტის მდგომარეობას? თითქოს სერიოზული სახით მკითხა მათემ.
-უკეთესი რომ არ შეიძლება, ასე ლამაზად დარჩა ჩემი კითხვა პასუხგაუცემელი. ამ დროს კი კარებში სამნი შემოვიდნენ და მე მხოლოდ ახლა მივხვდი სიტყვა „შემოჯლიგიდნენ“ რას ნიშნავდა. ალექსი ისეთი სხვანაირი იყო, ღიმილით სულ განათებული ქონდა სახე, ნიკაზე ხელგადახევეული სამივე ერთად ცდილობდა ვიწრო კარებში შემოსვლას და თან რაღაცაზე იცინოდნენ. მომნატრებია, ამის გაფიქრებაღა მოვახერხე დაბნეულმა, და მთელი გრძნობით ავხედე ალექსს, წამით მის მზერაშიც დავიჭირე რაღაც ამის მსგავსი, მაგრამ თავი ისე სწრაფად დახარა რომ ვერ მოვასწარი დავკვირვებოდი მართლა სიხარულის სხივი იყო, თუ უბრალოდ სინათლე ეცემოდა მის თვალზე ასე ლამაზად.
-ტასო, როგორ ხარ? მკითხა ჩვეული მკაცრი ხმით და თვალებში არც კი მიყურებდა.
-კარგად ალექს შენ?
-მეც არამიშავს, მითხრა და ოთახიდან გავიდა. წამში სადღაც გაქრა ჩემი ღიმილიანი სახეც და კარგი ხასიათიც, ასეთმა ცივმა შეხვედრამ გულში რაღაც ჩამწყვიტა. თავი საშინლად უხერხულად ვიგრძენი.
-ბექა, მე ძალიან მიხარია რომ კარგად ხარ. ახლა კი ჩემი წასვლის დროა. კარგად იყავით. ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ წავედი როცა ხელი დამიჭირეს.
-არც იფიქრო პატარა ქალბატონო, იმ დღესავით ვერ გაგვექცევი, შენც ჩვენთან ერთად მოილხენ დღეს და მერე მშვიდად მიგიყვანთ სახლამდე. თანაც საერთოდ ვერ მოვასწარი შენი გაცნობა.
-არ დაუჯერო მის ანგელოზივით სახეს, საშინელი მატყუარაა, თუმცა კარგი შოკოლადების არჩევა იცის. დააყოლა ბექამ და ჩაკბიჩა უკვე მერამდენე. მე კი პატარა ბავშვივით გავწითლდი.
-ამ მასხარას რა მოატყუე? ბექამ იმდენად გაბუქებულად მოყვა ჩემი პატარა ტყუილის ამბავი, რომ თვალებგაფართოვებული ვუსმენდი და თავის გასამართლებლად პირს როგორც კი გავაღებდი სასაცილოდ მაჩუმებდა ხელის აწევით. საბოლოოდ მისი შეთხზული ისტორია საკმაოდ სახალისოც გამოდგა და მეც შეძლებისდაგავრად ვიცინოდი, მაგრამ როგორც კი ოტახის კარებთან ატუზულ ალექსს თვალს შევავლებდი, თითქოს ვგრძნობდი, რომ აქ ზედმეტი ვიყავი. ნუთუ ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებდა თავი, რომ ასე მეგრძნო. მისი მეგობრები ათასჯერ უფრო დიდ ყურედღებას და სითბოს იჩენდნენ ჩემს მიმართ ვიდრე თვითონ ალექსი. სითბო, რომელიც ასე მომწონდა მასში და რომელიც აღარ ჩანდა მის თვალებში. უკვე აღარ მესმოდა ბიჭების სასაცილო ისტორიები, ალექსის ასეთმა ქცევამ საშინლად დამთრგუნა და მხოლოდ ის მინდოდა რაც შეიძლება მალე წავსულიყავი აქედან, თუმცა ჩემი სიამაყე არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ სკამიდან ავმდგარიყავი, ამ შემთხვევაში, ხომ ყველა მიხვებოდა ჩემი წასვლის მიზეზს.

-ალექს, რას გვაკვირდები მანდედან? მოდი აქეთ, ვითომ სხვათაშორის დაუძახა ერეკლემ და მეც თვალი ავარიდე, როცა მის მზერაში კატეგორიულობა დავინახე.
-მამიკო, შენ გეძებდი... წამოიძახა ბავშვის ხმამ და პატარა სხეულმა თაზოსთან მიირბინა.
-ოჰ პატარა ვაჟკაცი გვესტუმრა, რა პატივია, სალო ჩემი შოკოლადები გადამალე. წამოიძახა ბექამ.
-მეც მინდა შოკოლადი, არ დააყოვნა ბავშვის პასუხმა და უცებ მამამისს მიეხუტა როცა მე დამინახა.ალექსი კი როგორც იქნა ადგილიდან დაიძვრა და ბავშვის მიერ ღიად დატოვებული კარები დაკეტა.
-მე ტასო ვარ, ბავშვისკენ გავიხედე, შენ რა გქვია? პატარამ ცოტა ხანს მიყურა, მერე კი მამას მუხლებიდან ჩამოხტა და მომიახლოვდა.
-ლუკა სანიკიძე, ხელიც კი გამომიწოდა პატარა წერტილმა, მეც გავუწოდე მარვენა ხელი და გაოცება ვერაფრით დავმალე როცა ხელზე ნაზად მაკოცა.
-სასიამოვნოაშენი გაცნობა ტასო, დიდი კაცივით მითხა და დივანზე გვერდით მომიჯდა. მე კიდევ სიცილი ვერაფრით შევიკავე და ბავშვის ძალიან შემრცხვა ამის გამო.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა ლუკა. ვუთხარი მეც და თვალი ვერ მოვწყვიტე მის ლამაზ თვალებს.
-ეს თაზოს ბიჭია, 4 წლისაა.
-არ ვიცოდი შვილი თუ გყავდა.
-მე ყველაზე უფროსი ვარ ამ მოცლილებში, ცოლიც მყავს. გაიჯგიმა თაზო.
-მალე ერთადერთი დაქორწინებული აღარ იქნები ჩვენს შორის, ეშკამურად გაიცინა ბექამ და სალომეს ხელი მოკიდა.
-უკაცრავად, მარტო ხომ არ დაგტოვოთ და გავიდეთ? ჩაილაპარაკა ერეკლემ.
-რა კარგად მოიფიქრე ძმა ხარ, უთხრა ბექამ და გაიცინა.
-იოცნებე, უპასუხა ნიკამ აგდებულად და შოკოლადი წაართვა ბექას. მერე იყო ერთი ამბავი ამ შოკოლადის დაბრუბაზე, რომელიც საბოლოოდ დაიფშვნა და ბექა მანამ არ დაშოშმინდა სანამ საგვარეულო არ დამაფიცა იმაზე, რომ ვასწავლიდი სად ვიყიდე ეს შოკოლადი, რომელიც ჩემი ფიქრით ყველა მარკეტში იყიდებოდა.
გულის ცემა თავისით ამიჩქარდა, როცა ჩემს წინა ჩამუხლული ალექსი დავინახე, და მისი სიახლოე ვიგრძენი. მერე კი ჩემს გონებას საერთოდ არ ესიამოვნა იმის გააზრება, რომ ჩემს წინ კი არა პატარა ლუკასთან იყო მოსული.
-რას უყურებ ნათლი? თბილი ხმით კითხა ბავშვს და ამ ხმაში საერთოდ არ იყო სიმკაცრე.
-ტასოს, იყო პასუხი და მეც მომენტალურად გავიხედე პატარა წერტილისკენ. -შეყვარებული გყაავს? ეს კითხვა აშკარად მე მეკუთვნოდა.
-არა არ მყავს.
-არც ვინმე გიყვარს? სახეზე ლურჯმა ფერმა გადამიფრინა ალბათ.
-არა არ მიყვარს, მთელი არსებით შევეცადე ცხოვრებაში ერთხელ მაინც მეთქვა ნორმალურად ტყუილი და მგონი გამომივიდა. ჯერჯერობით ხომ მეც არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს გრძნობებში.
-ხო და ძალიან კარგი. მტკიცედ ჩაილაპარაკა პატარამ და ჩვენ ყველამ გაკვირვებულებმა გავხედეთ. -ტასო, შენ ძალიან ლამაზი ხარ. მითხრა უცებ და მეც გულში სითბო ჩამეღვარა, ასეთი კომპლიმენტები ყველაზე სასიამოვნოა.
-დიდი მადლობა ლუკა.
-მე ვიქნები შენი ქმარი რომ გავიზრდები. მითხრა და შიგ თვალებში ჩამხედა. ყველას გაეცინა, მე კი უბრალოდ გავიღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-მე მომწონს სარძლო, თქვა თაზომ სიცილით.
-ცოტა დიდი ვარ, შენი რძლობისთვის ვუთხარი და ამჯერად მეც გამეღიმა.
-ზოგისთვის დიდი, ზოგისთვის პატარა... ჩაილაპარაკა ნიკამ თითქოს შემჩნევლად. მე კი მარჯვენა მხარე სულ მიხურდა და რომ მივიხედე ალექსი გაშტერებული მიყურებდა, თითქოს რაღაცას ამოწმებსო.
-თქვენ როგორც ყოველთვის იცინით. სახლში ქერა, საოცრად ნაზი ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა და ლუკასკენ წამოვიდა.
-მარი, შენმა ბიჭმა საცოლე აირჩია, უთხრა თაზომ როცა ცოლი გვერდით მიუჯდა.
-აბა ვინ?
-აი ტასო, ერთი ნახვით შეუყვარდა.
-ანუ ტასო შენ ხარ, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის.
-ჩემთვისაც, ძალიან საყვარელი შვილი გყავთ. ვუთხარი და ღიმილზე ღიმილით ვუპასუხე.
-რა კარგი გემოვნება გაქვს დედიკო, უთხრა ბიჭს და მიიხუტა.
-ხო სულ ნათლიას გავს, მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა, და გულში ლოცვა დავიწყე, რომ არ გავწითლებულიყავი.
-ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ჯოჯოხეთს ერთი დემონი აკლია, და აი რატომ. მათე შენი ხმა არ მესმის. გადახედა ბექამ გვერდით მჯდარ მეგობარს და ბეჭი გაკრა.
-მაცალე, ჩემი გასაჭირი მაქ. ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა და ძალაუნებურად ყველას ყურადღება მიიქცია. -ხო კაი, მოკლედ გახსოვს იმ ფოტოსკოლაზე, რომ გიყვებოდით? დღეს ვიყავი და მითხრეს, რომ ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები უნდა მივუტანო, მერე გასაუბრებაზე გავალ და იქ ან მიმიღებენ ან არა.
-მერე რა განერვიულებს, რაც შენ ფოტოები გაქ, წაუღე რომელიმე, თქვა ალექსიმ და მე სიხარული ვერ დავმალე მისი ხმის გაგონებისას, თითქოს ახლა დაბრუნდა ქვეყანაზეო.
-არა, ამ შემთხვევაში ისინი პროფესიონალური დონის ფოტოებს ითხოვენ, ხომ ასეა? მეც ჩავერთე და მაშინვე ვინანე, თითქოს ჩემი საქმე არ იყო.
-შენ საიდან იცი?
-ჩემი ძმის გატაცება იყო დიდხანს და დადიოდა ერთ-ერთ ფოტოსკოლაში.
-ძმა გყავს? ამომხედა ალექსმა.
-კი უფროსი, ვუპასუხე და გავუღიმე. ისევ შევამჩნიე მის თვალებში ის სხივი და დავრწმუნდი რომ ეს არ იყო სინათლის ლამაზი ანარეკლი. თითები მეტკინა ისე მინდოდა შევხებოდი მის სახეს, რომელიც არც ისე შორს იყო ჩემგან, მაგრამ მე საიდან ამდენი გამბედაობა? ისევ მათესკენ გავიხედე და ვუთხარი
-რამდენადაც ვიცი, ამ შემთხვევაში ყყველაზე მომგებიანი ადამიანის ფიგურებია, უბრალოდ ერთი ლამაზი გოგო ან ბიჭი უნდა აირჩიო და იმას გადაუღო ბევრი სახასიათო ფოტო, ესაა და ეს.
-და სად ვნახო ლამაზი გოგო? ისე თქვა თითქოს ბიჭი არც მეხსენებინოს.
-წესით ახალგაზრდა ბიჭს ლამაზი გოგოს ნახვა არ უნდა გიჭირდეს. ჩემს ნათქვამზე მე თვითონ გამეცინა და არამარტო მე.
-ტასო, ჩაილაპარაკა უცებ და ფეხზე წამოხტა. -ადექი ერთი წუთით, მეც მის თხოვნას დავყევი და გაუბედავად წამოვდექი. -მწვანე თვალები, შავი თმები, წითელი ტუჩები.
-არც კი იფიქრო, ფეხზე ალექსიც წამოდგა.
-დამშვიდდი შენ, უთხრა მათემ ისე, რომ არც გაუხედია მისკენ და ჩემი თვალიერება განაგრძო, მეც გამეღიმა რადგან ყველაფერს მივხვდი. -და ეს ღიმილი, ღმერთო რა თქმა უნდა. -ტასოო...
-კარგი მათე, თანახმა ვარ. ოღონდ ჩემი გამოცდების დაწყებამდე უნდა მოვაგვაროთ ეგ საქმე მერე შეიძლება არ მეცალოს.
-ვაიმე რა გოგო ხარ, რომ იცოდე.
-მათე, იმედია ხუმრობ. ალექსის შეუვალმა ხმამ შემაშინა.
-არა. მხიარულად გააქნია თავი მათემ, რომელიც ისევ მათვალიერებდა.
-მოაშორე მაგ მშვენიერებას თვალი და გამომხედე თუ შეიძლება... ისევ ისეთი ტონი. „ეს კომპლიმენი მეე? “ეშმაკუნები ხტოდნენ ჩემს თვალებში.
-რა მოხდა ფოტოები თუ გადამიღო. გულუბრყვილოდ წამოვიძახე.
-გააჩნია ფოტოებს, გამომცდერ მზერას არ აშორებდა მათეს. მერე კი ეს უკანასკნელიც დასერიოზულდა და ისეთი განრისხებული მზერა შეანათა ალექსის რომ გაუაზრებლად უკან დავიხიე.
-იმედია არ ფიქრობ რომ ტასოს... ჯანდაბა ალექს, შენ სულ გამოშტერდი ხო?
-ანუ ჩვეულებრივი ფოტოები იქნება? იკითხა ისევ.
-თუ ეჭვიანობ უნდა იცოდე ვიზე იეჭვიანო, მიაძახა გაბრაზებულმა და ოთახიდან გავიდა. სალომეს შეშინებულმა გავხედე და მისმა ღიმილნარევმა გამომეტყველებამ გამაკვირვა. ბიჭები ყველა უსტყვოდ ადგნენ და მათეს გაყვნენ, მათ შორის ალექსიც დამნაშავეს სახით.
-მარტო მე ვერ გავიგე რა მოხდა? მივუბრუნდი მარის და სალოს.
-ძვირფასო, შენზე იეჭვიანა, მათეს ძალიან უყვარს თავისი მოდელების შებმა და...
-და რატომ იეჭვიანა?
-ღმერთო ჩემი პატარა კი ხარ, მაგრამ არც ისე მაგას ვერ ხვდებოდა. მითხრა მარიამმა და გაეცინა.
აი მე კი სულ ავირ-დავირიე, რა ხდებოდა ჩემს თავს? ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა გამერკვია.
-სალო, ბექა დაჭრილი რატომ იყო? ყოველგვარი შესავლები გარშე ვიკითხე და შეუმჩნეველი არ დამრჩენია როგორ შეეცვალა სახე ორივეს.
-ტასო არ გეწყინოს მაგრამ ჯობია მაგაზე ალექსის ელაპარაკო.
-გასაგებია, ვუთხარი და გული დამწყდა ვერაფერი რომ ვერ გავიგე.
-დე მამიკო ისე იცინის, სულ გაწითლდა ოთახიდან გამოიქცა ლუკა და მარიამს კალთაში ჩაუხტა, მე კი თვალს არ მაშორებდა. მალე ოთახიდა ექვსივე სიცილით გამოვიდნენ.
-რა უცანურები ხართ თქვენ რომ იცოდეთ, ვუთხარი და ფეხზე ავდექი. -ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა მაგრამ ახლა უნდა წავიდე.
-ვითომ რატო? ეშმაკურად გამიღიმა ბექამ.
-საქმე მაქვს ბექა, მეც გავუღიმე.
-იცოდე კიდევ შემოგვიარე..
-კი აუცილებად და თქვენც შეგიძლიათ მესტუმროთ, ჩანთიდან პასტა და ფურცელი ამოვიღე და მისამართი დავწერე.-ძალიან გამახარებთ, თანაც ბექა სახლში ბევრი გემრიელი შოკოლადები მაქვს.
-ხვალ შენთან ვართ, გამიღიმა ბექამ და სალოს ხელი გადახვია.
-და კიდევ ჩემი ძმის გადაღებული ფოტოები, რომლითაც ფოტოსკოლაში მოხვდა, ამჯერად მათეს გავხედე.
-რომელ საათზე მოვიდავართ?
-დე მეც ხო წამიყვანთ? ჩაერია ლუკა.
-რა თქმა უნდა შენ ჩემი განსაკუთრებული სტუმარი იქნები.
-რომელზეც გაგიხარდებათ, მთელი დღე სახლში ვარ. იმის იმედით, რომ ხვალ მართლა ვნახავდი ამ გადარეულ საზოგადოებას დავტოვე ბექას სახლი და ალექსისთან ერთად გაჩერებისკენ წავედი.
-წაგიყვანდი მაგრამ ვიცი მოტოციკკლეტების გეშინია.
-არაა საჭირო მადლობა, შენც ხომ მოხვალ ხვალ? ვუთხარი იმედიანი ხმით.
-არ ვიცი, საქმეები მაქვს. მიპასუხა, უფრო სწორად კი ორი სიტყვა მომიგდო და ვსო. ეს იყო და ეს მეტი ჩემთვის არაფერი უთქვამს იმ დღეს, ისევ ისე ცივად დამემშვიდობა და მეც ტაქსით ჩემი სახლის გზას დავადექი.
ცხელი წყალის ჭავლის ქვეშ იმდენი ხანი ვიდექი, რომ თითებუ სულ დამინაოჭიანდნენ. რა ჯანდაბას ვაკეთებ, სკუთარ თავში ვერგავრკვეულვარ. რა ცუდად მხდის ეს ყველაფერი. რატომ შეიცვალა ასე უცებ ალექსი, ან იქნებ არ შეიცვალა და სულ ასეთი იყო, უბრალოდ მე ისევ შევქმენი ჩემი სულელური სამყარო, ისევ გამოვიგონე მასში ალექსი და იმდენად შევტოპე, რომ შემიყვარდა კიდეც. ჩემნაირი სულელი მეორე არ დადის დედამიწაზე დავასკენი და როგორც იქნა სააბაზანოდან გამოვედი.
-ტელეფონი რისთვის გაქვს? პირველი რეპლიკა იყო, მას შემდეგ რაც აღების ღილაკს თითი დავაჭირე.
-არ მესმოდა დაჩი. როგორ ხარ?
-ტასო, რა ხმა გაქვს რამე მოხდა?
-არა დაჩი საიდან მოიტანე, უბრალოდ დღეს ძალიან დავიღალე.
-ხო ეგ ყველაზე კაი საბაბია, მაგრამ აღარ ჩაგაცივდები ახლა.
-რა კარგი ხარ რომ იცოდე.
-ეგღა მაკლია არ ვიცოდე. და მეორედ მასეთი მიბნედილი ხმით აღარ მიპასუხო. გაიგე დაიკო?
-არის სერ.
-ახლა რა მაინტერესებს, შენი დაბადების დღისთვის რას აპირებ? ღმერთო ამან სულ გააფრინა გავიფიქრე ჩემთვის.
-აბა როდის მაქვს დაბადების დღე?
-1 ივნისს.
-დღეს რა დღეა?
-15 მაისი.
-მერე რა დროის ჩემი დაბადების დღეა ჯერ?
-ოოო, კარგი რა. რამე მაგარი მოაწყვე ძალიან გთხოვ, შენ ხომ 17 წლის ხდები.
-ხო უფრო დავბერდები.
-ტასო რა ხასიათზე ხარ?
-დაჩი მეგობრებს დავპატიჟებ და სასიამოვნო საღამოს გავატარებთ ერთად. მაგრამ...
-რა მაგრამ?
-ეს უკვე მესამე დაბადების დღე იქნება უშენოდ.
-მეტი აღარ იქნება გპირდები, მითხრა დამნაშავეს ხმით. მე გამეღიმა
-ისევე როგორც შარშან ამბობდი? მასაც გაეღიმა.
-არა მართლა აღარ იქნება.
-ძალიან მომენატრე დაჩი.
-მეც მომენატრა შენი გაბრაზებული თვალები ყოველ დილას რომ გაღვიძებ ხოლმე სარბენად. კიდევ ხომ დარბიხარ?
-კიიი, აბა რა ყოველ დილას, ისე დამაჯერებლად ვთქვი კინაღამ თავადაც დავიჯერე.
-მეტი არაა ჩემი მტერი. ისიც მიმიხვდა და ორივეს გაგვეცინა. -კარგად ტასო, თავს გაუფრთხილდი და ხომ იცი...
-შენი თვალები ყოველთვის უკან დამყვებიან, კარგად დაჩი. ყურმილი დავდე და ეკრანს გავუღიმე. როგორ მომენტრა ჩემი ვითომ მკაცრი, ღიმილიანი ძმა. მერე ისევ გადავხედე მარცხენა ხელს რომელზეც სამაჯური მეკეთა. გაბრაზებულმა მოვიშორე და ლოგინზე დავაგდე, მე კი ქვევით ჩავედი სავახშმოდ. დაახლოებით 2 წუთში უკან ამოვბრუნდი და ისევ გავიკეთე სამაჯური.
ის დღე სხვანაირი იყო, მზიანი და ხალისიანი. „დღეს ჩემთან მთელი დღე, გელოდები“ მივწერე მესიჯი ლიზიკოს და ისიც დაახლოებით ერთ საათში ჩემთან იყო.
-რას ვაკეთებთ დღეს?
-ტორტს ვაცხობთ.
-დაა რატომ?
-სტუმრები გვეყოლება.
-ყველაფერზე ცალცალკე დამასმევინებ კითხვებს თუ მეტყვი?
-ნუუუ.... ალექსის მეგობრები მოვლენ საღამოს და მინდა შოკოლადის ტორტი გავაკეთოთ.
-კიი ჩვენ და გაზქურა ძაან ახლოს ვართ ერთმანეთთან, თქვა და გაიცინა.
-დღეს გამოგვივა.
-რადგან ასეთს გხედავ, აღარ ვჩივი, ისე სხვათაშორის შენ არ ხუმრობ. ანუ დღეს ვარსკვლავთbიჭუნას გავიცნობ?
-არ ვიცი შეიძლება ალექსი არ მოვიდეს, მაგრამ ძალიან მაგარი მეგობრები ყავს მოგეწონებიან.
-შენ მართლა აღარ ხუმრობ ტასო.
ჩვენი მზარეულის და დედას ზედამხედველობის ქვეშ, როგორც იქნა რაღაც გამოგვივიდა. პიზიკურად ცუდადაც არ გამოიყურებოდა და ამიტომ დიდი იმედი მქონდა რომ გემრიელი იქნებოდა.
-ტასო, დე, მე და მამა მივდივართ და სტუმრებთან თავი არ შეირცხვინო.
-ყველაფერს მივხედავ ნინო დეიდა, სასაცილოდ უთხრა ლიზიკომ და მშობლებიც დაგვემშვიდობნენ.
-სად არიან ამდენ ხანს ტასო, უკვე 6 საათია. ხომ აუცილებლად მოვლენ.
-კი ლიზიკო, გუშინ თქვეს კიო. ხმაში ეჭვი შემეპარა და ნერვიულობა დამეტყო.
-არაუშავს, ჩვენც მოვერევით იმ ტორტს, მითხრა და თვალი ჩამიკრა.
კიდევ ნახევარი საათი ვიჯექით ასე გაუნძრევლად და ტელევიზორს მივჩერებოდით უაზროდ. კარზე ზარის ხმამ უცებ გამოგვაფხიზლა. ლიზიკო ისე წამოხტა მე გააზერებაც ვერ მოვასწარი და მალე კარებიც გააღო.
-უი, უკაცრავად მგონი სახლი შეგვეშალა, გავიგონე მათეს ხმა და სიხარულისგან მეც წამოვხტი დივნიდან.
-არა, სწორად მოხვედით, უთხრა ლიზიკომ და კარი ფართოდ გააღო, რომ ჩემი დანახვაც შეძლებოდა.
-როგორ ხართ ბავშვებო?
-ტასო, იმედია ძალიან გვიან არ მოვედით.
-არა რას ამბობთ, შემოდით ჩქარა.
ყველას მივესალმე და გადავკოცნე.ყველას მხიარულ სახეს ვპასუხობდი გარდა ალექსისა, ის ხომ აქ არ იყო. სიტყვებით თქმა შეუძლებელია გული ისე დამწყდა რომ ვერ დავინახე ჩემს სტუმრებში, მაგრამ თითქოს ველოდი კიდეც რომ არ მოვიდოდა და აბეზარი ფიქრები სწრაფად მოვიშორე.
ლიზიკომ იქეთ კინაღამ გამაცნო ყველა, როგორც ყველასთან მათთანაც გამონახა რაღაც საერთო და მხიარულად ატიტინდა დივანზე მოკალათებული.
-რა საჭირო იყო, ამათი მოტანა ვერ ვხვდები ბექა, ოდნავ გაბრაზება შემეპარა ხმაში.
-შოკოლადები არ წამომიღია ტასო, ველოდები. თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. მეც პარკები სამზარეულოში დავაწყვე და უკან გამოვბრუნდი.
-მოდი ასე ვქნათ, ლიზიკო გარეთ სასიამოვნო ამინდია, ბავშვები აუზთან გაიყავნე იქ დავჯდეთ და მათე შენ მე წამომყევი ფოტოებს განახებ.
-ეს ბავშვი ნამდვილი ანგელოზია, თეატრალურად წამოიყვირა მათემ და უკან გამომყვა.
-ლიზიკო, ჩვენს გარეშე არაფერი მოუტანო მაგ შოკოლადიჭამიას, დავუძახე კიბეებიდან.
-რა ლამაზი სახლი გაქვთ ტასო, ისეთი გემოვნებითაა მოწყობილი.
-ხო დედა დიზაინერია, ჩემი ძმაც ხატავს, ფოტოებს იღებს, მეც მიყვარს ხელოვნება. მხოლოდ მამა მყავს ურჯულო ციფრების მეტი რო არაფერი აინტერესებს, გავუღიმე და ოთახში შევუძეხი.
-ტასო, დარწმუნებული ხარ, რომ შენი ძმა არ გაბრაზდება მის დაუკითხავად რომ იღებ მის ფოტოებს?
-ჯერ ერთი ჩემი ძმა ბრიტანეთშია, მერე მეორე რაზე უნდა გაბრაზდეს და მესამეც ეს ჩემი ფოტოებია მისი კი არა. შენ დაათვალიერე და არ იჩქარო, ხელში მივაჩეჩე ალბომი და მის წინ სავარძელში ჩამოვჯექი.
უკვე მეორე წელია რაც ჩემი ძმა წასულია და ამ ოთახს მაინც აქვს მისი საოცრად თბილი სურნელი, რომელიც უამრავი დადებითი ემოციით მავსებს მუდამ.
როგორც დედა ამბობს, თავიდან სულაც არ გახარებია 5 წლის დაჩის მისი წილი ყურადღება მშობლება მეც რომ გამინაწილეს, მაგრამ თანდათან ისე მივეჯაჭვეთ ერთმანეთს, რომ ასაკობრივი ბარიერი მხოლოდ სიტყვიერი იყო და მეტი არაფერი. ის კი არა, მისი ძმაკაცებიც ისე მექცეოდნენ როგორც მათ პატარა დას, ყოველთვის მანებივრებდნენ და ეს დღემდე გრძელდება, მერე რა რომ დაჩი აქ არაა, დიდის ამბით ჩამაბარა საბას და ნიკას. ამ ემოციებში და სურნელში ძალიან მომინდა მათთან ერად ყოფნა, სადაც არ იციან რას ნიშნავს სიტყვა მოწყენილი. საოცრად მომინდა ახლა კიდევ ერთხელ ეთქვა ჩემთვის საბას „ბიჭებს არ დაუჯერო მატყუარები არიან“ მერე ნიკას დაემტებია „მაგ ლოგიკით შენც იტყუები ახლა“ საბა ცოტა ხანს დაფიქრდებოდა და მეტყოდა „მე არასდროს მოგატყუებ ტასუნა“ ამ დროს კი ჩემი ძმა ხელებს წაიშენდა თავში და წამოიძახებდა „ესენი ბავშვს გამიგიჟებენ“ სევდანარევი ღიმილი მომგვარა ამ ყველაფრის გახსენებამ და საშინელმა სურვილმა მომიცვა დაჩი აქ ყოფილიყო, ახლა როცა ასე მჭირდებოდა და ვგრძნობდი როგორ ეპარებოდა ჩემს სულს მარტოობის საშინელი განცდა. ეს კი აწ უკვე შევსებულმა სიცარიელემ გამოიწვია გულში, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო შევსებული, ფორმალურად და ცალმხრივად...
-შენი ძმის მოდელიც შენ იყავი? შემაშინა მათეს ხმამ, ამ ბოლო დროს ფიქრებში ისე ვიძიებოდი, რომ რეალობის შეგრძნებას ვკარგავდი.
-ხო სულ კუდში დამზდევდა და ფოტოებს მიღებდა, მაგრამ მანდ სხვა ფოტოებიცაა.
-ძალიან ნიჭიერი ძმა გყავს, მე ასე ვერასდროს გადავიღებ, ბავშვურად გაბუზღუნდა მათე. ალბათ სამხატვროზე სწავლობს ხო?
-არა, მომავალი დეტექტივია. და კიდევ რა თქმა უნდა ასეთებს ვერ გადაიღებ, შენ ამაზე ბევრად უკეთესი შეგიძლია დარწმუნებული ვარ.
-დეტექივი? რა უცნაურია. მარა შენ მაინც საიდან იცი რა შემიძლია?
-შეუძლებელია მან ვერ მიაღწიოს მიზანს, ვინც ასე მონდომებულია
-შენთან კამათის დაწყებას აზრი არ აქვს, მითხრა და გამიღიმა. მისი საყვარელი ფოტო რომელია?
-აი ის. ვუთხარი და ჭერისკენ გავიშვირე საჩვენებელი თითი. ნაცრისფერ ტონალობაში გადაწყვეტილ ოთახს, საოცრად უხდებოდა ჩემი შავ-თეთრი სურათი, სადაც რა თქმა უნდა ვიღიმოდი.
-რა ლამაზია, გადავირიე.
-აქ 13 წლის ვარ, მის მერე არც შევცვლილვარ მგონი.
-საოცარი ძმა გყავს ნეტა ვიცნობდე. ისე გულწრფელად თქვა, რომ გამეღიმა.
-გაგაცნობ რომ ჩამოვა, აუცილებლად. ახლა კი წამოდი თორემ ბექა გადაგვერევა. კიბეები ჩამოვირბინეთ და აუზთან გავედით. ყველა რაღაცაზე იცინოდა, ლიზიკო უკვე სულს ვეღარ ითქვამდა ისე იყო.
-რა მოხდა ხალხო?
-ბექა ... აუზში...ჩავარდა. ძლივს მოაბა წინადადებას თავი სალომემ. და ჩვენს აუზიდან ამომავალი გაწუწული ბექა დავინახეთ, სიცილის შეკავება უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა.
-ეს როგორ მოახერხე? რა მაგარი ხარ! მიაყარეს ბიჭებმა ერთად.
-ხმა არ გავიგონო თქვენი, წამოიძახა გაბრაზებულმა.
-ბექა ცოტა დასველებულხარ, რა მოგივიდა აუზში ხომ არ ჩავარდი? კითხა ერეკლემ სერიოზული სახით. ბექა კი ისე წამოხტა, მეგონა შუაზე გაგლეჯდა ერეკლეს მაგრამ მალევე დაჯდა და გაიბუსა.
-აუფ გაბრაზდა, სახეზე ხელი დაუსვა სალომ ბექამ კი სახე აარიდა. ყველას გაეღიმა.
-შოკოლადის ტორტი რომ გვქონდეს, კი მოვიდოდა ხასიათზე, ჩავილაპარაკე უმნიშვნელოდ, და ბექას შევხედე, რომელმაც ყურები დაცქვიტა.
-ტასო, მემგონი ერთი ნაჭერი კი მოგვრჩა არა? ლიზიკომაც სხვათაშორის თქვა.
-უი, ხო. კი გვაქვს და ის შოკოლადებიც არის ხომ?
-კი, რა თქმა უნდა.
-ნუ მაწამებთ, გამოსცრა ბექამ.
-ადექი წამოდი გამოიცვალე და ტორტს მოგიტანთ. ბექას ჩემი ძმის ტანსაცმელები მოვარგეთ და დაბრუნებულებს უკვე გაწყობილი მაგიდა დაგვხვდა. სიცილი, ხუმრობები, სიცილი და კიდევ ხუმრობები. წარმოუდგენელია ყველა ერთნაირი რამ შეკრიბა ასე ერთად? ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს საუკუნეა ამ ხალხს ვიცნობ, მაგრამ მაინც განუწყვეტლივ ვგრძნობდი როგორ იდგამდა ჩემს სულში ფესვებს მარტოობა. თავს უფლებას არ ვაძლევდი მეფიქრა ალექსიზე, და თითქმის არ ვუყურებდი მარცხენა ხელს, რომელზეც შავი სამაჯური მეკეთა. ჯანდაბა ღმერთო რა გავაკეთო. რამ შემაყვრა ასე უცებ, ან იქნებ ეს უბრალო გატაცებაა? თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი ამ გაფიქრების გამო. მე თუ არ ვიქენი დარწმუნებული ჩემს გრძნობებში და მკიცედ არ დავიჯერე მათი, სხვას რა უნდა ექნა?
-ტასო, კარებთან არიან და გააღე რაა... ლიზიკომ ბეჭი გამკრა და თვალები დამიბრიალა. მზერაში ნათლად დავინახე „გამოფხიზლდი“. შემოსასვლელი კარები გამოვაღე და თვალები გამიფართოვდა, როცა იქ ალექსი დავინახე. ჯინსებში და მუქ ლურჯ ზედატანში გამოწყობლი, საცრად მიმზიდველი იყო, სუნთქვა შემიკრა მისმა მხიარულმა გამოხედვამ, რომელიც სადღაც იყო მიკარგული ამდენი ხნის განმავლობაში.
-მოხვედი? როგორ არ ვეცადე სიხარული ოდნავ მაინც დამემალა, მაგრამ ხმამ დაუნდობლად გამყიდა.
-მოვედი, მითხრა ხმადაბლა და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.
-შემოდი, ბავშვები აუზთან არიან.
-ხო ისმის ხმები, თქვა და უკან გამომყვა.
-ვა, უძღები შვილი მოვიდა, წამოიძახა თაზომ. მე კი ალექსი მის კუთვნილ ადგილზე დავსვი, სადაც მიუხედავად იმისა, რომ არ ველოდი, მაინც იყო თეფში მისთვის.
-საოცრად გემრიელ შოკოლადის ტორტს ვჭამთ, საოცარია ალექს, უნდა გასინჯო. გამოტენილი პირით ლაპარაკობდა ბექა.
-შენთვის ყველაზე მთავარია სიტყვა შოკოლადი ბექა, თქვა ალექსმა მაგრამ აღარც ხმა და აღარც თვალები აღარ იყვნენ მხიარულნი, და გული მომეწურა ამის დანახვაზე. შეიძლებოდა ორი პიროვნება ყოფილიყო ერთში? მე რომ ასე შემიყვარდა ის ალექსი არ იყო არც უჟმური, არც უხეში, არც უხასიათო. ამ ბოლო დროს კი ამის მეტი მისთვის არაფერი შემინიშნავს.
-სად იყიდეთ? მართლა გემრიელია, თანაც ბექას გაჩუმების ყველაზე უმტკივნეულო საშუალება.
-არ გვიყიდია, ტასომ გამოაცხო, წამოიძახა ლიზიკომ და მისი დამსახურებაც მე გადმომაბრალა.
-ხო, ერთად გავაკეთეთ, მიხარია თუ მოგწონთ.
-ძალიან გემრიელია, მითხრა ალექსმა და მართლა ჯობდა რაფერი ეთქვა მისმა ხმამ კიდევ ერთხელ დამიმძიმა გული. -შენ რატო არ ჭამ, მკითხა ისე რომ არც შემოუხედავს.
-იმიტო რო ერთადერთი ტკბილეული რასაც ტასო ეკარება არის ნუშის ორცხობილა, ჩემს მაგივრად გასცა პასუხი ლიზიკომ.
-შოკოლადი არ გიყვარს? როგორც იქნა იკადრა და ამომხედა. მე კი მორიდებულად გავაქნიე თავი, და ამ კომპანიაშიც კი შევძელი ცუდ ხასიათზე დავმდგარიყავი. თითქოს მისი განწყობა ყველას გადმოგვდოო ალექსმა აღარ იყო ისეთი მხიარულება როგორც მანამდე, ან უბრლოდ მე აღარ ვიყავი კარგად. მარტოობა კი ხარბად აქცევდა ჩემს სულს თავის კლანჭებში.
-მოიცა ანუ მალე 17 წლის ხდები ტასო? ბექამ ბეჭი გამკრა.
-კი, 1 ივნისს, ვუპასუხე და გავუღიმე... შეძლებისდაგვარად. -ხომ მოხვალთ?
-აუცილებლად, ყველას დაასწრო სალომ, -მერე კი იცი 7 ივნისს მე მაქვს დაბადების დღე და თქვენ ორივემ უდა გამილამაზოთ იქ ყოფნით.
-აბა რას ვიზამ, წამოიძახა ლიზიკომ მხიარულად.
მალე წავიდნენ. დამპირდნენ კიდევ მოვიდოდნენ, მაგრამ ამ დროს ისეთი თვალებით გახედა ელექსიმ მათეს, რომ დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვებს უკანასკნელად სალომეს დაბადების დღეზე ვნახავ. ამ ბავშვებსაც და ალექსსაც...
-რა ჯანდაბა ჭირდა ტასო, თუ სულ ასეთი უხასიათოა ეს?
-არ ვიცი ლიზიკო, უკვე აღარაფერი აღარ ვიცი. ვთქვი და უღონოდ ჩამოვჯექი დივანზე.
-გინდა შენთან დავრჩე ამაღამ? მითხრა და ჩამეხუტა.
-არა ლიზიკო, კარგად ვარ.
-დამპირდი, რომ დაიძინებ და არაფერზე იფიქრებ.
-კარგი.
-უი და ხვალ მაღაზიებში მვდივართ.
-რატო?
-ოთხშაბათს ერეკლეს დაბადების დღე აქვს და რესტორანში იხდის. თანაც სალოსთან ჩასაცმელებიც ვიყიდოთ. გაერთობი და გულს გადააყოლებ.
-არის სერ. მაღაზიები ხვალ, ვუთხარი და გავუღიმე.
ბოლოს ლიზიკომაც გაიხურა ჩემი სახლის კარი და ახლა უკვე რეალურად ვიგრძენი მარტოობის საზიზღარი სუნი, რომელიც მეც ამდიოდა უკვე. ჩემს ოთახში ისევ დავუწყე ამოჩემებულ შავ წერტილს ყურება. ისევ ამეწვა მარცხენა მაჯაზე სამაჯურის ადგილი და ისევ გემრიელად მოკალათდა ჩემს ფიქრებში ალექსი. ცოტა ხნის მერე რომ მივხვდი ლიზიკოს დანაპირებს ვერაფრით ვუსრულებდი, დედას ოთახში დასაძინებელი აბები ვნახე და სწრაფად გადავყლაპე. მისია შესრულებული იყო. დილამდე არაფერი გამიგია.
სიმართლე რომ ვთქვათ, არც მომდევნო რამდენიმე დღე გამიგია რამე. მაღაზიებშიც ვიყავით, სკოლაშიც დავდიოდით, მაგრამ ეს ხდებოდა ავტომატურად, თითქოს სხვისი ცხოვრები ვცხოვრობდი. ეს მე არ ვიყავი.
-ტასო, გელაპარაკები, ტასო. ლიზიკომ ხელი წამარტყა.
-ხოო? გისმენ.
-ასე აღარ შეიძლება, რა ჯანდაბა გახდა ის ბიჭი ასეთი?
-ახლა არ გინდა რა გთხოვ.
-დიახადაც რომ მინდა. დღეს მივდივართ დაბადების დღეზე. მე, შენ, ერეკლე, თორნიკე, ლიკა, ნანო და კიდევ ბევრი ჩვენი მეგობარი. იცოდე მასე რომ დაგინახო იქ ჩემი ხელით მოგახრჩობ. და თანაც, ხმა შეარბილა ლიზიკომ, ნუ გადააყოლებ შენს მშვენიერ ხასიათს იმ მუდუზე დარდს კარგი?
-კარგი ლიზიკო. ღიმილი ჩართულია, ვუთხარი და გავუღიმე.
-მე ასეთი ტასო მიყვარს, თბილად მაკოცა ლოყაზე. -ახლა კი მითხარი ოქროსფერი თუ ცისფერი?
-იყოს ოქროსფერი, შენს ქერა კულულებს უხდება. მე რომელი ჩავიცვა?
-ეგ შენი თვალების ფერია და სალოსთვის შემოინახე, ამიტომ დღეს შავი ჩაიცვი.
როგორც იქნა გავემზადეთ და ჩემი სახლის კიბეებს დავუყევით.
-სად მიბრძანდებით ქალბატონებო? მამამ კაბინეტიდან გამომძახა.
-ერეკლეს დაბადების დღეზე მა, მანქანას გვათხოვებ?
-ისე არც გაგიშვებდით, თანაც არ უთხრა დაჩის, რომ მაგ სიგრძის კაბით სახლიდან გაგიშვი, თორემ ფეხით ჩამოვა, თქვა და გაიცინა. კაბა ოდნავ იყო მუხლს ზემოთ, თუმცა ჩემი ვითომ მკაცრი ძმა ფიქრობდა, რომ „მე ისედაც ზედმეტად კარგი ვიყავი იმისთვის კიდევ რომ დამემატებინა და ჩემი გრძელი ფეხები გამომეჩინა.“
-არ ვეტყვით. წამოიძახა ლიზიკომ და ჩვენც სახლიდან გავედით.
რესტორანში უკვე შეკრებილები იყვნენ და მხოლოდ ჩვენ გველოდებოდნენ. მეც ჩემი გიჟი კლასელების გარემოცვაში საკმაოდ კარგად გავერთე, ცოტა დავლიეთ და ალკოჰოლმა აღარ მომცა მომწყენის საშუალება.
-რა მოსაწყენი მუსიკააა, ღმერთო ჩემო. აღშფოთდა ლიზიკო.
-ახლა ისეთი იდეა დამებადააა... თვალები ეშმაკურად აახამხამა თორნიკემ და სცენისკენ წავიდა. მალევე უკან გაბრწყინებული სახით დაგვიბრუნდა. -თქვეს, რომ შეიძლება ვიმღეროთ.
-რა მაგარია, წავედით. თქვა ერეკლემ და ლიზიკოც ფეხზე წამოახტუნა მე სახე მომეღუშა.
-არც კი გაბედო ტასო ახლა უარყოფა, სასაცილო იყო თორნიკე კატეგორიულ ტონში. ლიზიკო კი ჩემთან ახლოს მოვიდა და ჩუმად მითხრა.
-ერეკლეს ეწყინება ტასო, წავედით. ხელი ჩავკიდე და ოთხივე სცენისკენ გავემართეთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ერეკლეს სანუკვარი ოცნება იყო მომღერალი გამხდარიყო, შანსს არ უშვებდა ხელიდან ემღერა. სტუდიაში კი სადაც ოთხივე ერთად დავდიოდით ამბობდნენ, რომ ჩვენც არ ვმღეროდით ცუდად, ამიტომ ჩემი თავი დავაიმედე და ოდნავ შესამჩნევად გავიღიმე.
-იცით რომელი ვიმღეროთ, კონკურსი რომ მოვიგეთ ის. წამოიძახა ლიზიკომ.
-მაგაში ცეკვებიცაა ლიზი.
-მთლად უკეთესი, თქვა თორნიკემ და დინამიკებს სწრაფად შეუერთა მისი ტელეფონი.
ნაცნობი, მხიარული, ენერგიული ჰანგებიც მალევე გაისმა დარბაზში და როცა ლიზიკოს მომაჯადოვებელი ხმა გავიგონე ყველა უხერხულობა მომეხსნა.
დედაჩემს ძალიან დაწყდა გული, როცა ერთხელ ვუთხარი, რომ არ მინდოდა მომღერალი ვყიფილიყავი, რადგან როცა მღერი არ შეიძლება მოიტყუო. გრძნობები მთელი სიმძალვრითაა ჩართული და ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ყველას შეუძლია ჩემი ფოქრების კითხვა. ამიტომ ეს სულ იყო ჩემთვის რაღაც ზედმეტად ინტიმური და პირადული იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის გამეზიარებინა. რაც შეეხება ცეკვას, ეს სულ სხვა განზომილებაა. მოლხენის და განტვირთვის საუკეთესო საშუალება.
ამ ნომრით ევროპის ჩემპიონები გავხდით, ერთ-ერთ კონკურსში და ახლაც არ გამოგვდიოდა ურიგოდ. ესპანურ ენოვანი სიმღერა, ენერგიული მუსიკა და მოქნილი სხეული ერთად რაღაც საოცარ კონტრასტს ქმნის, ამიტომ შეუძლებელია არ აყვე. ალბათ ამ შეუცნობელმა ძალამ მაიძულა თორნიკეს გამოწვდილ ხელზე ხელი ჩამეჭიდა და დარბაზის შუაგულში მუსიკაზე ტანი ამეყოლებინა. მალე კი გაქრა იქ მყოფი ხალხიც, ჩემი მორიდებულობაც უხერხულობაც და ყველაფერი რაც კი ხელს შემიშლიდა არ გამეკეთებინა მაქსიმუმი. ჩემი ხმა რომ გავიგონე, ვერც დავიჯერე ყველაფერი ისე თავისებურად მოხდა და ახლა უკვე ვუყურებდი ლიზიკოს და ერეკლეს შეუდარებელ დუეტს, რომელმაც მე და თორნიკე ჩაგვანაცვლეს, ბოლოს ბიჭების ერთობლივი გამოსვლა, უკანასკნელი მისამღერი ჩემი და ლიზიკოს ხმებში და მორჩა.
მძიმედ ვსუნთავდი და ძლივს აღვიქვამდი დარბაზის ტაშს. „მაგრები ვართ“ ყურში ჩამჩურჩულა თორნიკემ და კმაყოფილმა გამიღიმა. ეს 3 წუთიანი ნომერი საკმარისი იყო იმისთვის, რომ აღარ გამჭირვებოდა არც ცეკვა და არც სიმღერა. მას მერე კი აღარც დავმჯდარვართ ჩვენს მაგიდასთან. მხოლოდ ორი წამით გავჩერდი, როცა მომეჩვენა თითქოს ალექსი დავლანდე ხალხში და მივხვდი, რომ დარბაზში არ იყო საკმარისი განათება იმითვის კარგად გამერჩია ყველა ადამიანის სახე. დაღლა უკვე აშკარად ვიგრძენი და დასაჯდომად წავედი.
-თქვენ არაჩვეულებრივად მღერით, წინ გადამეღობა უცნობი.
-მადლობთ, ვუთხარი და გვერდი ავუარე. ის კი უკან გამომყვა.
-ძალიან მინდა თქვენთან ვიცეკვო.
-უკაცრავად მაგრამ ძალიან დავიღალე.
-მხოლოდ ერთი.
-ახლა მართლა არ შემიძლია, ვუთხარი მომაბეზრებელ ახალგაზრდას, რომელიც არ მეშვებოდა.
-მაშინ დაისვენეთ ხოტა ხანს დაგელოდებით, მითხრა და გვერდით მომიჯდა.
-მემგონი ჯობია, თქვენს ადგილს დაუბრუნდეთ.
-ასეთი საყვარელი და ასეთი უკარება? უშნოდ დამეჯღანა.
-ძალიან გთხოვთ, დაბრუნდით თქვენს ადგილზე.
-თქვენთან მირჩევნია.
-მემგონი პასუხი გასაგები იყო, არა? ნაცნობი მკაცრი ხმის გაგონებაზე თითქოს შევხტი, და სწრაფად მივიხედე უკან. ესეიგი არ მომლანდებია, ის მართლა აქ არის. გულით გავუღიმე ალექსს და საპასუხოდ გაბრაზებული გამოხედვა მივიღე. ღიმილი შემაშრა. ასეთი მოელვარე არასდროს მინახავს მისი თვალები და ამან შემაკრთო.
-თქვენ ვინ ბრძანდებით? დამცინავად ჩაილაპარაკა უცნობმა და მის ცინიზმზე ნერვები მომეშალა, ადგილიდან წამოვხტი და ალექსის გვერდით დავდექი. ისე თითქოს უსაფრთხო თავშესაფარი ვიპოვე.
-ამას შენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ აწუხებ.
-შენს საქმეს მიხედე რა მეგობარო, ჩვენ ჩვენსას მივხედავთ. თქვა უცნობმა და ჩემსკენ წამოიწია. ალექსმა მის ზურგს უკან მომაქცია და მისკენ წაიწია.
-თქვენ არ არსებობს, არც მე ვარ შენი მეგობარი, ამიტომ მართლა ჯობია შენს საქმეს მიხედო. ვიგრძენი როგორ დაეძაბა ალექსს მთელი სხეული და მეც შემეშინდა. ამ დროს კი მუსიკა დამთავრდა და შუქებიც აინთო დარბაზში.
-თორე რა, თავისას არ ეშვებოდა, და უკვე ნათლად ჩანდა მის სახეზე ალკოჰოლის კვალი.
ალექსმა მისკენ წაიწია და მე ხელი ჩავჭიდე, რომ გამეჩერებინა. მანაც სწრაფად გამომხედა და მის მზერაში იყო რაღაც დამაიმედებელი.
-მადლობა გადაუხადე, რომ აქ არის, შენ გაჩვენებდი თორემს. მძიმედ ჩაილაპარა და ისე წავიდა ხელი არ გაუშვია ჩემთვის მეც შესაბამისად უკან მივყევი. მოშორებით კი გამაჩერა და ისევ ისე გაბრაზებულმა გამომხედა.
-ტასო, თუ გინდა რომ ასეთები თავიდან აიცილო გამომწვევ მოძრაობებს უნდა მოეშვა.
-რა?
-ვაღიერებ საკმაოდ კარგი საყურებელი იყო შენი ესპანური ცეკვა, მაგრამ ზედმეტად გამომწვევი.
-მე არ მეგონა...
-თავს ნუ ისულელებ ასეთი მეამიტიც არ ხარ. გული მატკინა მისმა კატეგორიულმა, ტონმა, დაუჯერებლობამ, სიცივემ და სიუხეშემ. -შენც ისეთივა ხარ როგორც ყველანი, უბრალოდ ოდნავ გულუბრყვილო. ბიჭებს იწვევთ მერე კი აღარ იცით თავი როგორ დაიცვათ. თვალებში ვუყურებდი და ვერაფრით დავიჯერე, რომ ამას მართლა მეუბენბოდა. ხელი ჩავჭიდე ჩემს გვერდით მდგომ სკამს ისე მაგრამ, რომ თითები მეტკინა. პასუხის გაცემა კი ვერაფრით მოვახერხე. ოღონდ ახლა არა, ოღონდ ახლა არა. რაც ძალი და ღონე მქონდა ცრემლებს ვიკავებდი და ამან ცხვირი ამიწვა.
-შენ ნამდვილი საოცრება ხარ, უკნიდან მომეხვია და ხმაზე ვიცანი, რომ სალომე იყო. მისკენ მივიხედე და მის უკან ბექა და მათეც იდგნენ.
-როგორ ხართ ბავშვებო? თითქოს გავუღიმე და მივესალმე სამივეს.
-მღერი, ცეკვავ ძალიან მაგრად, მე კი არაფერი ვიცოდი. იცოდე ჩემი დაბადების დღისთვის მე თვითონ ავარჩევ სიმღერებს.
-აუცილბლად სალო, მაგრამ ახლა უნდა წავიდე ბოდიში. ვუთხარი და ისე გამოვბრუნდი პასუხს არ დაველოდა.“რა უთხარი“ მხოლოდ ეს მომესმა ბექასგან რომელიც არც იყო ჩემსკენ მომართული და სწრაფად შევედი საპირფარეშოში. რამდენიმე წუთი სუნთქვის მწყობრში ჩადგომას მოვუნდი. მერე კი დაიმედებული იმაში, რომ ცრემლები არ წამომივიდოდა გარეთ გამოვედი. მადლობა ღმერთს დარბაზში ისევ ჩამქვრალი იყო მთავარი განათება და სახეზეც ვერავინ შემატყობდა რაიმეს.
-ტასო
-ხო მათე.
-მისმინე, ალექსი უბრალოდ...
-მათე, ძალიან გთხოვ, არაფერი არ მითხრა მაგაზე. მაგრამ ხმა არ იყო ისეთი ადვილი დასამორჩილებელი როგორც ცრემლები.
-ის უბრალოდ გაბრაზებული იყო.
-არა აქვს მნიშვნელობა, მართლა. შენ ჯობია შენს ფოტოებზე იფიქრო და გამაგებინო როდის უნდა გადავიღოთ.
-კარგი ტასო, მაგრამ მაინც...
-კარგად მათე. ვუხარი და აღარ დაველოდე პასუხს ისე წამოვედი ჩემი მაგიდისკენ. მალე კი შეუძლებელი გახდა იქ გაჩერება. ირგვლივ ყველაფერი ჩაიხუთა და სუნთქვაც გამიჭირდა ამდენ ხალხში.
-ლიზიკო უნდა წავიდე.
-არა რაა.
-მართლა თავი მტკივა, შენ დარჩი.
-არა მეც წამოვალ.
-დარჩები და ვსო. ყველას დავემშვიდობე, ჩანთა ავიღე და სწრაფად დავტოვე რესტორანი.
-მოიცა, დამელოდე. თვალები გამიფართოვდა როცა ალექსის ხმა გავიგონე.
-ბატონო?
-ახლა გვიანია სახლში მარტო ვერ წახვალ.
-ჩემზე ზრუნვა და ნერვიულობა შენს მოვალეობების ფარგლებს ცდება, შეგიძლია არ იღელვო მივხედავ ჩემს თავს.
-რა ჯდება და არა ჩემი მოვალეობების ფარგლებში ამას მე გადავწყვეტ თუ ნებას მომცემ.
-კი რაც გინდა ის გადაწყვიტე. ოღონდ ჩემგან შორს. თვალი თვალში გავუსწორე და თვითონაც არ ვიცი, რომელმა გამბედაობამ მათქმევია ეს სიტყვები. შევხედე როგორ შეეცვალა გამოხედვა ალექსს და საშინლად შემრცხვა, რომ გული ატკინა ჩემმა სიტყვებმა.
-როგორც იქნა მიხვდი.
-თვალები აკონტროლე ალექს, არ გაგყიდონ. ისევ გაოცებული დავრჩი ჩემი რეპლიკიდან. თვითონ კი თვალები ორჯერ გაუფართოვდა და საშინლად დაიბნა.
-მე უბრალოდ ჯერ კიდევ შტაბეჭდილებების ქვეშ ვარ შენი მადისამღძვრელი ცეკვის შემდეგ. სუნთქვა ვეღარ გავაგრძელე ისე მომიშალა ნერვები ალექსმა და მხოლოდ მას მერე დავიწყე აზროვნება, რაც ჩემი ხელისგულების ქვეშ მისი ლოყა ვიგრძენი. მისი წინა გაბრაზება არაფერი იყო იმ ცეცხლთან შედარებით რაც ახლა იყო მის თვალებში.
-ამას აღარასდროს, გესმის აღარასდროს აღარ გაბედავ. ხელი ისე მაგრად მომიჭირა მკლავზე რომ მგონი იქვე ჩამილურჯდა და მივხვდი, რომ მხოლოდ იმან გადამარჩინა რომ გოგო ვიყავი.
-მეტკინა, წამოვიძახე და მანაც მაშინვე გამიშვა ხელი.
-სახლში წამოდი, სწრაფად. ასეთი კატეგორიული ტონი, თითქმის ბრძანება მიუღებელი იყო ჩემთვისაც კი, მაგრამ ნერვების უფრო მოშლა უკვე შეუძლებელი იყო, ამიტომ გაკვირვებულმა გავხედე.
-შენ მემგონი არ ხარ ნორმალური და ამ დროს შევხედე როგორ ჩამოუხვია რესტორანთან მამას მძღოლმა გეზი მისკენ ავიღე და მანქანაში სწრაფად ჩავჯექი.
-რა გახდა ასეთი ერთი ტანგო? ერთი ჩვეულებრივი ტანგო და რამდენიმე სიმღერა? გაბრაზებულმა წამოვიძახე მანქანაში.
-ვინმემ გაგაბრაზა ტასო?
-არა რეზო ბიძია, ნერვები მომიშალეს, მაგრამ არაუშავს გადავიტან.
სახლში რაც შეიძლება ჩუმად ავედი და ოთახში შევიპარე. ყველაფერი გავაკეთე რომ არ მეფიქრა. წყლის ქვეშ იმდენი ხანი ვიდექი, რომ თითები დამინაოჭდა, მერე სკოლის დარჩენილი გაკვეთილები მოვამზადე და ირგვლივ მიმოვიხედე, რომ იქნებ რამე საქმე გამომეძებნა საკუთარი თავისთვის, ამასობასი ისევ წავაწყდი შავ წერტილს და ლოგინიდან სწრაფად წამოვხტი, შვება ისევ დასაძინებელმა აბებმა მომგვარეს.
შემდეგი დღეები ისევ გავდა ერთმანეთს, ისევ სკოლა, მეგობრები, უხასიათობა და მარტოობის საზიზღარი შეგრძნება. თანდათან კი ახლოვდებოდა და ახლოვდებოდა ჩემი დაბადების დღე, შესაბამისად ახლოვდებოდა პასუხი კონკურსიდან.
ჩემი და მათეს ბოლო ფოტოსესიაც რომ დამთავრდა და ალექსი ერთხელაც ვერ ვნახე საბოლოოდ დავრწმუნდი იმ დღეს ყველაფერი გადაწყდა ჩემს და მას შორის. ეს ალბათ უკეთესიც იყო, მე ხომ მალე წავიდოდი და ღმერთმა იცის უკან როდის დავბრუნდებოდი. არ შეიძლებოდა მისი ყველა გამოხედვა ტყუილი ყოფილიყო. თითქმის დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ მასაც ქონდა გარკვეული გრძნობები ჩემს მიმართ. ანუ რაღაც ხელს უშლიდა იმაში, რომ ერთად ვყოფილიყავით. ნუთუ ჩემი ასაკი? 3 წლიანი სხვაბა ხომ ძალიან მცირეა. მიზეზი კი გაცილებით მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. რადგან ასე აღელვებდა ჩემი მარტო სიარული და „მადისამღძვრელი“ ცეკვები, არც ისეთი გულგრილი ჩანდა ჩემს მიმართ, როგორც ცდილობდა, რომ გამოჩენილიყო. შავი სამაჯური კი იმის მტკიცებულება იყო, რომ მისთვის მართლაც ვიყავი მნიშვნელოვანი...რაღაც დონეზე მაინც.
თავს ან უაზროდ ვიიმედებდი და ეს უფრო შეუშლიდა ხელს ჩემი ყოველდღიური ყოფის დაბრუნებას ან კიდევ მართლაც იყო რაღაც სიმართლის მარცვალი ჩემს ფიქრებში და ჩემი ყოველდღიური ყოფაც გაცილებით უკეთესი გახდებოდა.
-რა გადაწყვიტე ბოლოსდაბოლოს ტასო? უკვე გაღიზიანებული ჩანდა დაჩი.
-სახლში იყოს, არ მინდა კლუბი და უბედურობები.
-უბედურება შენ ხარ, თავი დაანებე ჩემს კლუბებს. სასაცილოდ გამიღიმა კომპიუტერის ეკრანიდან.
-გქონდეს არავინ გართმევს.
-რამდენი სტუმარი გეყოლება??
-არ ვიცი ჯერ ზუსტად ხვალ ლიზიკო მოვა და გავარკვევთ, მოვამზადებთ და დავგეგმავთ. ნუ ნერვიულობ შენ ასე ძალიან.
-მაგრები ხართ თქვენ ძაან.
-აი ნახავ თუ არა. და იცოდე გამოცდები, რომ დაგიმთავრდება მეორე დღესვე წამოხვალ, არ მაინტერესებს.
-ან შენ წამოხვალ ჩემთან.
-ეგ ზუსტად არ ვიცი ჯერ. უცებ მოვიღუშე.
-მაგ სახეზე მერე დავილაპარაკებთ როცა გნახავ. მითხრა და წარბი ზემოთ აზიდა. მის ასეთ მაკონტროლებელ საქციელზე გამეღიმა.
-აი ლიზიკოც მოვიდა, ვუთხარი როცა კარის ხმა გავიგე. დაჩის დავემშვიდობე და ლიზიკოსთან ერთად შევუდექი ჩემი დაბადების დღის წვეულებისთვის მზადებას. პირველად ხდებოდა როცა ამ ყველაფერს უხალისოდ ვაკეთებდი, რადაგან ყოველ წელს 1 ივნისს ჩემს სახლში დიდი მხიარულება იყო ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ჩემი მეგობრების უმეტესობა მღეროდა და ცეკვავდა პროფესიონალურ დონეზე, ამიტომ არასროს გვქონია გართობის პრობლემა, ამას ემატებოდა ჩემი ძმის საოცარი მიდრეკილება ასევე მუსიკის და რა თქმა უნდა მისი იუმორის დაუფარავი ნიჭი, და ასე ხდებოდა ყოველ ჩემი 1 წლით „დაბერება“ დაუვიწყარი. წელს კი... წელს არ ვიცი როგორი იქნებოდა. იყვნენ ჩემი მრავალხრივ ნიჭიერი მეგობრები, მაგრამ არ იყო ჩემი ძმა, და კიდევ იყო ალექსი, რომელიც ყოველი ჩვენი შეხვედრისას საშინლად მთრგუნავდა და ამის მიუხედავად უბრალოდ არ შემეძლო მასზე არ მეფიქრა და მოულოდნელად არ დავლოდებოდი ჩვენს შეხვედრებს.
-ალბათ არ მოვა, ჩავილაპარკე უცებ ჩემთვის, როცა ლიზიკომ ალექსიზე მკითხა.
-დანარჩენები?
-დანარჩენები კი მოვლენ.
-ხო და ძაან კაი, ისინი ბევრად ჯობიან მაგ შენს უხასიათო ალექსს.
-სულაც არაა უხასიათო. ვუთხარი გაღიზიანებულმა, თითქოს მხოლოდ მე შემეძლო მისი ამ უხეშობის, სიჯიუტის შემჩნევა და უკმაყოფილების გამოთქმა, ისიც მხოლოდ საკუთარ თავთან.
***
-ლიზიკო დარწმუნებული ხარ, დაეჭვებულმა შევხედე სარკეში ჩემს ანარეკლს.
-1000 პროცენტით, მითხრა ყურებამდე გაღიმებულმა და თვალი ჩამიკრა.
-ძაან გამომწვევია.
-ხომ უნდა დაგეტყოს რომ გაიზარდე.
ისევ გავხედე სარკეს და ნანახიგან გაწბილებული ნამდვილად არ დავრჩენილვარ. მოკლეთმიანი, მწვანეთვალება გოგონა საკმაოდ თამამად მიყურებდა. ჩემი ხვეული თმა გასწორებულიც ლამაზად ჩანდა. სწორი ფეხები მაღალქუსლიანებმა უფრო გამოკვეთეს და მოკლე კაბამ სექსუალურიც კი გახადა. ღრმა დეკოლტე საკმაოდ მატებდა ქალურობას, ფერი კი, ზუსტად არ ვიცი რა ფერი იყო. არც ცისფერი, არც ლურჯი, რაღაც საშუალო, რომანტიკოსების მიერ აღწერილი ლაჟვარდოვანი ცის ფერი იყო ჩემი კაბა.

-ეს ჩემი საჩუქარია ლამაზო, ლიზიკომ პატარა ყუთი გამომიწოდა. მოუთმენლად გავხსენი და იქედან ვერცხლის ზუსტად ჩემი კაბისფერი თვლებით გაწყობილი სამაჯური ამოვიღე.
-ულამაზესია, მადლობა ლიზიკო. ვუთხარი და ჩავეხუტე.
-ტასო, იმედია არ გჭირდება თქმა, რომ დღეს მოღუშული არ უნდა იყო.
-გპირდები, ვუთხარი და მარჯვენა ხელი ავწიე. -ახლა კი წავედით.
თვითონ მიკვირდა ისე კარგად გავიარე ამ მაღალ ქუსლებზე, თითქოს მთელი ცხოვრება მეტი არაფერი ჩამიცვამს. დერეფნის გავლისას მშობლების ოთახიდან სტვენა შემომესმა და მალე მამაც გამოჩნდა.
-უკაცრავად გოგონა, ჩემი შვილის ოთახში რა გინდოდათ? მითხრა ღიმილით.
-ტასო რა ლამაზი ხარ დედი, ლიზიკო შენ კიდე ეს წითელი კაბა არ ვიცი ისე გიხდება. აღფრთოვანებულ მშობლებს მადლობა გადავუხადეთ და სტუმრების შესახვდრად პირველ სართულზე ჩავედით. პირველები თორნიკე და ერეკლე მოვიდნენ და მაშინვე შეუდგნენ მუსიკების არჩევას და დარიგებებს თუ რომელი უნდა გვემღერა დღეს. მათ სტუდიის და სკოლის მეგობრები მოყვნენ. გაკვირვება ჩემს სახეზე აშკარა იყო როცა კარები გავაღე და დანარჩენებთან ერთად ალექსიც დავინახე. ცოტათი მესიამოვნა კიდეც როგორ ხარბად ამათვალიერ-ჩამათვალიერა და არც მისი დაბნეული თვალები გამვირვებია. საჩუქრები სიხარულით მივიღე და პატარა ყუთი ყველაზე გამორჩეულ ადგილზე შამოვდგი, რომ პირველი ის მენახა-ეს ალექსის საჩუქარი იყო. ნელ-ნელა ჩემი წვეულება გადავიდა მხიარულების ფაზაში, იყო სიცილი, ცეკვა, სიმღერა და უამრავი სასაცილო გასართობი თამაში. ალექსი კი.. ჩემდა გასაკვირად ზუსტად ისეთი იყო, როგორიც გაცნობის პირველ დღეებში- მხიარული, გულღია და საშინლად საყვარელი. როცა კიდევ ერთი სიმღერა დავამთავრეთ დაღლილობისგან თავბრუ დამესხა ისე დავიღალე და დასაჯდომად წავედი.
-აღარ გინდა რა მათეე, რა ამბავიაა... ისევ დავიწუწუნე სურათის გადაღებაზე, რადგან მთელი საღამო კუდში დამდევდა. უცებ შუქები ჩაქრა და მივხვდი უკვე ტორტის დრო იყო. მაგრამ გავიდა რამდენიმე წამი და სულაც არ გამოჩნდა ჰორიზონტზე ანთებული სანთლებით გაფორმებული ტორტი. ფეხზე წამოვდექი, რომ ლიზიკო მომეძებნა და რამდენიმე ნაბიჯი მქონდა გადადგმული, როცა ნაცნობმა ხმამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა. თავისი საოცრად ტკბილი ხმით დაბადების დღის სიმღერას მიმღეროდა ჩემი ძმა.
ორგანიზმში ადრენალინის იმხელა რაოდენობა ვიგრძენი, რომ მზად ვიყავი ხტუნვა დამეწყო. როგორც იქნა შუქი აინთო და ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მართლა დაჩი იყო. ყურებამდე გაღიმებული ვიდექი და ვუსმენდი სიმღერას რომელიც სულ ცოტა მილიონჯერ მქონდა მოსმენილი და ეს მაინც ყველაზე კარგი სიმღერა იყო ამ წუთას.
-დაბადების დღეს გილოცავ ტასო. დაამთავრა ბოლოს როგორც იქნა და მეც რაღა დამრჩენოდა თუ არა მადლობის გადახდა. მისკენ საოცარი სისწრაფით წავედი და ისე ჩავეხუტე, რომ ხელები მეტკინა.
-ტასო, ტასო ნუ დამახრჩვე.
-რა მაგარი ხარ დაჩი, რომ იცოდე. როგორც იქნა ამოვთქვი.
-ვიცოდი, რომ გაგიხარდებოდა.
-ჩვენ ყურადღებასაც აღარავინ გვაქცევს. გვერდით გავიხედე და საბას და ნიკას მოვკარი თვალი.
-ასე უნდა ხო ჩემი დავიწყება? ვითომ საყვედურით ვთქვი. რამდენი ხანია არ გინახივართ.
-ისე ტასო, შენ ისეთი შეცვლილი ხარ რომ ვერც გიცნობიდ ქუჩაში, რომ შემხვედროდი, მახარა ნიკამ.
-მაგრამ ხომ გახსოვს ბიჭებს არ უნდა ენდო. ჩვენს გარდა. დაამატა უცებ საბამ და ხმამაღლა გაიცინა.
-რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ. ვუხარი და ორივეს ერთად ჩავეხუტე.
-როგორ შეგეძლო გეფიქრა, რომ შენს მეჩვიდმეტე დაბადების დღეს გამოვტოვებდი? მითხრა დაჩიმ.
-ისე როგორც მეთექვსმეტე გამოტოვე. ვალში არ დავრჩი მეც.
-ისე ქერა საოცრება ლიზია? გაკვირვებულმა ჩაილაპარა დაჩიმ.
-დიახადაც და თვალს გადევნებ იცოდე. გავუღიმე და ლიზიკოს დავუძახე. ისიც მიესალმა ბიჭებს და მუსიკა ისევ ჩაირთო. მეც მეტი რა მინდოდა? ჩემი მეგობრები, ოჯახი და ალექსი ყველა მყავდა ერთად. მის გაფიქრებაზე თვალებით მოვძებნე და დავიბენი ისეთი გაბრაზებული თვალებით მიყურებდა. გავუღიმე რადგან მივხვდი, რატომაც დადგა ასეთ ხასიათზე. „რა სასიამოვნოა, როცა ეჭვიანობენ“ გავიფიქრე უცებ და თავხედურად გავუსწორე თვალი, მერე კი საშინლად გავწითლდი, ჩემს ჩანაფიქრს რო მივხვდი.
-ამ კაბის სიგრძეზე მერე ვილაპარაკებთ, ვითომ სერიოზულად მითხრა დაჩიმ ყურში.
-წამოდი უნდა გაგაცნო ვიღაცეები. ხელი ჩავკიდე და პირდაპირ ალექსისკენ გავემართე.
-მათე, გაიცანი ეს ჩემი ძმაა, ისე ვუთხარი ალექსისთვის თვალი არ მომიშორებია და იმის ცქერით ვტკბებოდი თუ როგორ მშვიდდებოდა მისი სახე თანდათან. ყველას ცალ-ცალკე გავაცანი ჩემი ძმა და როცა მივხვდი, რომ მათესთან უფრო მეტი საერთო ქონდა ვიდრე ჩემთან მარტო დავტოვე ისინი.
-ტასო იცი რა ლამაზი ხარ? მითხრა სალომ.
-მადლობა სალო,
-ჩემთან ხომ გახსოვს 7ში
-კი რა დამავიწყებდა, აუცილებლად მოვალ.
-გელოდებით იცოდე შენც და ლიზიკოსაც.
-რა თქმა უნდა სალო.
კარზე ისევ რო გაისმა ზარი უკვე შემეშინდა, ვინღა უნდა ყოფილიყო?
-გილოცავ ტასო, ზღურბლიდან მიღიმოდა თავხედური ცისფერი თავლებით.
-ნიკა... მადლობა... შემოდი. ძლივს მოვიკრიბე ზრდილობა მამაჩემზე გაბრაზებულმა და გვერდზე გავდექი.
-ბოდიში, რომ დაუპატიჟებლად მოვედი, მაგრამ არ შემეძლო არ მომელოცა, „ტელეფონის არსებობა არ იცი?“
-არა რას ამბობ. ძლივს შევიკავე თავი.
-კიდევ ერთი ახალი მეგობარი? ჩემი ძმა თავზე დაგვადგა.
-დაჩი, ეს ბატონი თამაზის შვილია, მამას...
-აჰაა, ვიცი ვიცი, როგორ არა. ნიკა ხო?
-კი. თავი დაუქნია „სტუმარმა“
-ეს ჩამი ძმაა ნიკა.
-სასიამოვნოა. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
-ეხლა უნდა დაგტოვო იმედია არ მოიწყენ ნიკა. გავუღიმე და მისგან წამოვედი.
ჯანდაბას იყოს აქ რას დამიშავებს, ჩემს თავს ვაწყნარებდი და მუსიკაზე ვახდენდი კონცენტრირებას.
-შეიძლება შენთან ვიცეკვო? თითქმის ყურში მითხრა მსოფლიოში ყველაზე მკაცრმა ხმამ და პასუხის დაუცდელად შემომხვია წელზე ხელები. ღმერთს მადლობა გადავუხადე, რომ იმ წუთას მისგან ზურგით ვიდექი, თორემ ჩემს თვალებში ყველა ემოციის დანახვა იქნებოდა შესაძლებელი. ნელ-ნელა შემოატრილა და მუსიკაც, ჯანდაბა მუსიკაც კი ყველაზე რომანტიკული იყო მთელს მსოფლიოში. აკანკალებული ხელები გაუბედავად შემოვხვიე კისერზე და თვალებში ჩავხედე, მღვრიე იყო მისი გმოხედვა, შეუძლებელი გახდა ერთი ემოციის ამოკითხვა მასში. ყველაფერი ირეოდა ერთმანეთში მაგრამ ყველაზე დიდი მაინც შიში იყო, მერე კი გამიღიმა მომნუსხველი, გრაციოზული ღიმილით და მივხვდი, რომ მე ამ ღიმილის ტყვე გავხდი. ბოლოსდაბოლოს გაცამტვერდა ჩემი იმედები იმასთან დაკავშირებით, რომ ის უბრალო გატაცება იყო ჩემთვის. მიყვარდა, იმ სიყვარულით მიყვარდა წიგნებში, რომ წერენ და სულაც არ მანაღვლებდა, რომ ამ წუთებში დაუფარავად კითხულობდა ჩემს თვალებში ჩემივე გრძნობებს, არ ვდარდობდი ამაზე, რადგან არ მრცხვენოდა ჩემი უსაზღვრო სიყვარულის, მითუმეტეს, რომ სულაც არ იყო ცალმხრივი. მთელი ჩემი სხეულით და გულით ვგრძნობდი, რომ მასაც ვუყვარდი. უცებ თვალები მოაშორა ჩემს თვალებს და თავი ჩემს თმებში ჩარგო. მე კი მის მკერდს მივეხუტე და იმის გაფიქრებამაც კი უსაზღვრო ტკივილი მომგვარა, რომ შეიძლება ეს წუთები დასრულებულიყო.
-ისუნთქე ტასო, მითხრა ყურში და გამეღიმა, რადგან მე მართლა არ ვსუნთქავდი. მისმა ხმამ, თბილმა და მოსიყვარულემ, კი სულ დამავიწყა ჟანგბადის არსებობა. -დღეს განსაკუთრებით ლამაზი ხარ ტასო.
-მადლობა, ძლივს ამოვილუღლუღე.
-შენ ყველაზე საუკეთესოს იმსახურებ, ტასო. ყველაზე უკეთესს რაც კი მსოფლიოში არსებობს, მთელი რომანტიკა გააქრო მისი ხმის შეუვალობამ. და მეც უცებ მოვშორდი მის მკერდს, თვალებში ჩავხედე და მასში მხოლოდ ერთი სიტყვა ამოვიკითხე „ნახვამდის“. და ისევ შემეკრა სუნთქვა, ამჯერად სულაც არ იყო ეს სასიამოვნო.
-არ გინდა, ვედრების ხმით ვუთხარი.
-ტასო, ტასო, ტასო... მონოტონურად იმეორებდა ჩემს სახელს და ისევ მიმიხუტა მკერდზე. მივხვდი, რომ საუბარი ძალიან უჭირდა. -შენ ჩემთვის იმაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხარ ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლია. ზუსტად ამიტომ... გთხოვ რომ თავი შორს დაიჭირო ჩემგან და ჩემი საყაროსგან. იცი, ტასო, შენ მე უკვე შემცვალე. იმაზე ბევრად უკეთესი გამხადე ვიდრე ოდესმე ვიყავი. მე კი არ მაქვს უფლება შენ შეგცვალო.
-რატომ? სულ სულ ბოლო იმედებს ვეჭიდებოდი.
-მხოლოდ იმის იმედი მრჩება, რომ ამის ახსნის საშუალება როდესმე მომეცემა შენთვის.
-კი, მაგრამ ალექს... მუსიკა დამთავრდა.
-შენ საუკეთესო ხარ იმათ შორის რაზეც კი ოდესმე შემეძლო მეოცნება, და სწორედ ამიტომ არ გთხოვ დამელოდო, არც იმას გთხოვ ის მაპატიო, რასაც ახლა ვაკეთებ. უბრალოდ უნდა დამპირდე, რომ ბედნიერი იქნები. მე კი გპირდები, რომ არასდროს შეგაწუხებ და თავს არ შეგახსენებ.
თავი დავუქნიე, ძლივს დასანახად.მან კი ისევ ჩამიხუტა. ხელები მაგრად მომხვია და ლოყაზე ნაზად მაკოცა. მინდოდა, მთელი გულით მინდოდა, რომ მეც იგივე განმეორებინა არ მიმეცა საშუალება იმისა, რომ ხელები მოეშორებინა, მთელი ძალით მეყვირა, რომ არა არ მინდა ჩემგან შორს იყოს, მაგრამ მე შოკში ვიყავი. ყველა მოლოდინს გადააჭარბა მისმა სიტყვებმა: „მიყვარხარ იმდენად, რომ არ შემიძლია ჩემთვის გაგიმეტო“ თითქოს ეს სიტყვები მითხრა, მაგრამ უფრო სულის შემძვრელად. ხელები მე თვითონ მოვუჭირე კისერზე და ამით თითქოს ვუთხარი რომ არსად არ გავუშვებდი.
-უნდა გამიშვა, სხვა გამოსავალი არ არის. ეს იყო პასუხი და ხელები ფრთხილად მომაშორებინა კისრიდან. ერთხანს ისევ მიყურა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა ჩემი სახლიდან. მე კიდევ დიდ ხანს ვიდექი ასე და ვუყურებდი უკვე გახურულ კარებს იმ იმედით რომ ყველაზე სასურველი ისევ შემოაღებდა მას.
თუმცა მე კიდევ დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ალექსი სიტყვას არასდროს ტეხს. ამის გააზრებაზე ერთ დროს თავი ამაყად, რომ ავწიე ახლა თითქოს კრუნჩხვებში ჩავვარდი. ოთახს ნელ-ნელა მოვავლე თვალი და აღარსად აღარ ჩანდა ჩემი ალექსი. დიახ ჩემი. ამ სიტყვის ყველაზე ღრმა მნიშვნელობით ის ჩემი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისე დავშორდით ერთადაც არასდროს ვყოფილვართ, ის მაინც ჩემი იყო. მის საჩუქარს ხელი დავავლე და ჩემს ოთახში ავირბინე. რამდენიმე წუთი ვუყურებდი მას მერე კი სწრაფად გავხსენი. ახლა უკვე შეუძლებელი იყო ცრემლების შეკავება. მან მე მისი ბებიის დანატოვები ბეჭედი მაჩუქა, მე ხომ ვიცოდი სინამდვილეში რა მნიშვნელოვანი იყო ის მისთვის და მხოლოდ ღმერთმა იცოდა რამდენ რამეს ინახავდა ეს პატარა, ლამაზი ნივთი. თითზე მოვირგე და ჩემი ზომა იყო. შემდეგ კი ისევ შევნიშნე შავი სამაჯური და გავიფიქრე „შავი თილისმა, შავი ბედი.“ ისე გადმოედინა ცრემლების ნაკადი თვალებიდან და ისევ მივაშტერდი იმ ამოჩემებულ შავ წერტილს კედელზე.
თვალები, რომ გავახილე ირგვლივ სრული სიბნელე იყო. მობილურზე საათს დავხედე და 3 სრულდებოდა. ჩამძინებია, ჩემი სტუმრები, დაბადების დღე, ღმერთო რა სირცხვილია. სახეზე ხელები ავიფარე და ლოგინიდან ავდექი. სააბაზანოს სარკეში, რომ ჩავიხედე საკუთარი თავი ვერ ვიცანი ისე მქონდა თვალები დასივებული. ჩემი პირველი სიყვარულის იარას მივაწერე. გამოვიცვალე და ჩემი ძმის ოთახში სწრაფად შევედი.
-დაჩი, გძინავს? გვერდით მივუწექი.
-აღარ, ასე როგორ ჩაგეძინა?
-არ ვიცი, რო გამეღვიძა ძალიან შემრცხვა.
-ნუ ღელავ შენი სტუმრები უშენოდაც გავართეთ.
-კი მაგას იზამდი, უკან როდის ბრუნდები?
-ხვალ საღამოს არის ფრენა.
-ძაან მალეა.
-არაუშავს ტასუნა, მალე შენ წამოხვალ იქეთ. სხვათაშორის შენი ახალი მეგობრები ძალიან კარგები არიან. ის მათე განსაკუთრებით. ადრე რატომ არ გამაცანი.
-მეც ახლა გავიცანი და მიტო.
-ოღონდ ის ერთი ალექსი, რაღაც უჟმურია.
-სულაც არაა უჟმური, ყველას ეგ ჯობია. წამოვაყრანტალე უცებ და მაშინვე ენაზე ვიკბინე.
-აჰააა.... ხო გამოგიჭირე. რაც იმ ბიჭს ეცეკვე მას მერე გაქრი. მოგწონს?
-არა.
-ნუ მატყუებ ტასო.
-არ გატყუებ დაჩი, არ მომწონს, მიყვარს.
ჩემს ხმაში ადვილად შეიმჩნეოდა, რომ ეს სიტყვები არ იყო ჩვეულებრივი 17 წლის თინეიჯერის ნათქვამი, მის უკან მართლა ნამდვილი გრძნობა იდგა და ალბათ ზუსტად ამიტომაც გაჩუმდა დაჩი, ხელები მაგრად მომხვია და შუბლზე მაკოცა.
-მერე ასე სევდიანად ამბობენ ამას? თითქოს მხიარული იყო მისი ხმა.
-ამ შემთხვევაში კი.
-ამიხსენით თუ შეიძლება.
-ბრიტანეთიდან დადებითი პასუხი მივიღე.
-რაა? და ამას ახლა მეუბნები? როდის?
-ამ დილას ვნახე მეილზე.
-და მაგიტომ დაშორდი?
-არ დავშორებულვარ დაჩი, არც არასდროს ვყოფილვართ ერთად. შეიძლება ამაზე არ ვილაპარაკოთ?
-კი ჯერ-ჯერობით შეიძლება. როდის ჩამოხვალ ლონდონში?
-აგვისტოში, ალბათ.
-ცოტა ადრე რო ჩამოხვიდე არ გინდა?
-არა, ასე მირჩევნია.
-ტასო, ამდენი ხანია ვლაპარაკობთ და ერთხელაც კი არ გაგიღიმია.
-დავიძინოთ რა დაჩი. ჩემს ძმას ყოველთვის ესმოდა ჩემი. ახლაც გამიგო და კითხვებით არ მოუბეზრებია თავი. მეორე დღეს კი ისე წავიდა ამ თემაზე ერთი სიტყვაც არ დაცდენია, არც ლონდონის პასუხზე უთქვამს მშობლებისთვის. არც მე მითქვამს.
როცა რაიმეს გულში ინახავ ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს ეს უბრალოდ ფატაზიის ნაყოფია და არა რეალობა. ამ იმედებს ვებღაუჭებოდი მეც, ალბათ ამიტომ არ გავამხილე არც ალექსთან საუბრის დეტალები და არც ბრიტანეთის ამბები. ლიზიკომაც არაფერი იცოდა. უკვე რამდენიმე დღე გავიდა და მე ჯერ გონს ვერ ვიყავი მოსული ბოლომდე. მეგონა ვიცოდი თუ რას ნიშნავდა ცუდად ყოფნა, მაგრამ რეალურად ამას მხოლოდ ალექსთან საუბრის მერე ვგრძნობდი. შეგრძნება თითქოს აღარ ეკუთვნი ამ სამყაროს, თითქოს ყველაფერი კარგი გაიყოლა მან როცა კარებში გადიოდა სულ ჩემთან იყო. ამას ემატებოდა მისი ტკივილიანი თვალები და მძიმე ხმა როცა იმ სიტყვებს მეუბნებოდა, და რაღა თქმა უნდა ის საშინელი გაურკვევლობა, რომელიც მუდამ იყო ალექსის გარშემო. ჩემს ირგვლივ მყოფებს თითქმის ვეღარ ვამჩნევდი, ოთახიდან არ გამოვდიოდი. ალბათ ამას ეძახიან დეპრესიას.
-ტასო, როგორ ხარ, ტასო, შორიდან მესმოდა ხმა, მერე კი მხარზე ძლიერი ხელი ვიგრძენი და უცებ მომაბრუნეს.
-რა? დაბნეულმა წამოვიძახე. თურმე არც ისე შორიდან მეძახდნენ.
-შენ რა არ გესმის?
-დავით?
-გახსოვარ ლამაზო?
-აქ საიდან გაჩნდი?
-გაკვეთილები დაგიმთავრდა? მითხრა და სკოლას გახედა.
-კიი, ვუთარი დაბნეულმა. ჯერ კიდევ ვერ გამეგო ჩემს სკოლასთნ რა უნდოდა.
-ანუ გცალია?
-რა გინდა დავით?
-ნუ ხარ ასეთი დაძაბული ლამაზო, არ გიხდება. უბრალოდ შენთან პატარა თხოვნა მაქვს.
-რა თხოვნა?
-აი ეს წერილი შეგიძლია რო გადაცე შენს ალექსს?
-მე? რატომ? შენ თვითონ ვერ აძლევ?
-ვერა სამწუხაროდ, არადა სასწრაფოა და მნიშვნელოვანი შენი ალექსისთვის. მითხრა და წერილი ხელში შემომაჩეჩა. თვითონ კი თავისი მოტოციკლეტისკენ გაემართ და ადგილს თვალის დახამხამებაში მოწყდა. მე კიდევ დიდხანს ვიდექი ასე გაშეშებული და ბოლოს ალექსის სახლისკენ წავედი.
ზარი დაუფიქრებლად დავრეკე და გულის ცემაც უცებ გამიხშირდა. თითქოს საუკუნე გავიდა სანამ კარებს გააღებდა.
-ტასო? გაკვირვებულმა შემომხედა. -რამე მოხდა?
-არა, უფრო სწორად კი ან...
-რა გჭირს კარგად ხარ ? ასე დაბნეული ნანახი არ ვყავდი ალბათ.
-შემოდი.
-არა, მეჩქარება, უცებ მოვიტყუე და სახეზეც მაშინვე გავწითლდი. ალექსს გაეღიმა
-სულ არ შეგიძლია ტყუილის თქმა, შემოდი. მითხრა და კარი უფრო ფართოდ გააღო.
-არა, არა მართლა. მე ეს წერილი დავითმა გამომატანა შენთან.
-ვიინ?
-დავითმა. ალექსის სახეზე გაკვირვებამ სიბრაზე შეცვალა და ახლა გაცილებით უფრო მკაცრად მითხრა.
-შემოდი, მეც ამ ტონის წინააღმდეგ ვერაფრით წავიდოდი და შევედი. წერილი უცებ გამომართვა და რამდენიმე წამი უყურებდა. მერე კი შეშინებულმა ამომხედა, თითქოს რაღაცის გარკვევა უნდაო.
-მე.. მე არ წამიკითავს. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, და პირველი რაც მომივიდა თავში ის ვუთხარი.
-ღმერთო ჩემო ტასო, რა გულუბრყვილო ხარ, ვიცი რომ არ წაგიკითავს. სად მოგცა ეს წერილი აქეთ რომ მოდიოდი დაგინახა?
-ალექს აქ იმიტომ მოვედი, რომ წერილი მომეცა, ახლა უკვე ჩემი ხმა იყო მკაცრი. თითქოს ვაგრძნობინე, რომ ჩემი ნებით არ მოვსულვარ მის სანახავად.
-აბა?
-ჩემს სკოლასთან დამხვდა.
-რაა? უცებ სავარძლიდან წამოხტა და ოთახში წინ და უკან სიარული დაიწყო. აღარ ვიცოდი რა მექნა და ავდექი, რომ წამოვსულიყავი, სანამ თვითონ მეტყოდა წასვლის დროაო.
-რას აკეთებ ტასო?უცებ ერთ ადგილზე გაშეშდა.
-მივდივარ, წერილი ხომ მოგეცი.
-ისე წახვალ, რომ არაფერს მკითხავ?
-რა უნდა გკითხო?
-მაგალითად რა წერია ამ წერილში.
-ეგ, რომ ჩემი საქმე იყოს დავითი მე მომწერდა შენ კი არა. ვუთხარი და როგორც იქნა თავი ავწიე, რომ თვალებში ჩამეხედა. აშკარად შეცდომა დავუშვი, ვერ ვუძლებდი მის მზერას. თითქოს მეალერსებოდა თვალებით ან მე მეჩვენებოდა რომ ასე იყო.
-ასე ვერ წახვალ, თქვა რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ და თვითონ დახარა თავი, -მოდი დაჯექი. მე უსიტყვოდ დავემორჩილე და ასევე ინსტიქტურად გამოვართვი წერილი, რომელიც გამოწვდილი ქონდა. გამორთმევით კი გამოვართვი, მაგრამ არ დამიხედავს.
-წაიკითხე. მითხრა ისევ თავდახრილმა. მეც გაუბედავად დავხედე თეთრ ფურცელს, რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა „გაუფრთხილდი“. დიდი ხნის ფიქრი არ დაჭირვებია იმის მისახვედრად თუ ვის გულისხმობდა, მაგრამ რატომ ეს ვერაფით გამოვიცანი. ამიტომ ისევ ალექსს გავხედე, რომელსაც ისევ ჩახრილი ქონდა თავი.
-შენ არ შეგეშინდეს ტასო, მე.. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ კარგად იყო. არ დავუშვებ რამე... წინადადების დასრულება ვერ შეძლო. მე კიდევ უფრო გაურკვევლობაში ჩამაგდო, ასეთი ალექსი არასდროს მინახავს.ის შეშინებული იყო.
-რისი უნდა შემეშინდეს?
-დავითი და მისი მეგობრები, ასე, რომ ვთქვათ არალეგალური ბიზნესით არიან დაკავებულები, ჯანდაბა ტასო, ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობენ. ჩვენს უბანში უკვე 3 ახალგაზრდა ბიჭი მოკვდა გადაჭარბებული დოზის გამო. და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ახალი პარტია ნარკოტიკები რითაც უნდა ეყიდა ის ფული მოგვეპარა. გამოგვივიდა, მაგრამ მიგვიხვდნენ ეხლა კი დაბრუნებას ითხოვენ, მაგრამ... ნელ-ნელა ამომხედა და ჩემზე მზერა მოიეყინა, -ჯანდაბა ეს შენთვის მეტისმეტია. შენ ძალიან სუფთა ხარ, ამის მოსასმენად.
-გააგრძელე, ვუთხარი ისე, რომ თვალიც არ დამიხამხამებია და ჩემი ხმის ტემბრი საოცრად გავდა ალექსის მკაცრ ხმას ამ წუთას.
-ვერ ვაბრუნებთ იმიტომ, რომ არ გვაქვს.
-და ჩემით გემუქრება? დანარჩენი ბიჭები?
-მარტო შენით არა, სალომეთიც და კიდევ ბიჭებს თავისი ოჯახით, კიდევ კარგი თაზო არ იყო ამ საქმეში თორე პატარასაც საფრთხე დაემუქრებოდა. მაგრამ შენ ყველაზე დიდ საფრთხეში ხარ მაინც.
-რატომ?
-იმიტო რო მე და დავითს პირადი პრობლემაც გვაქვს, ოჯახური. თქვა და ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა.
-მე რა შუაში ვარ მაინც ვერ მივხვდი, ისე გამომივიდა ბავშვები, რომ მათემატიკის ამოცანას ვერ გაიგებენ და ამის გამო წუწუნობენ. ალექსის კი ისევ გაეცინა. ჩემს წინ ჩაიმუხლა, ხელი ხელებზე დამადო და მითხრა.
-სულელო, იცის დავითმა რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. ასე, რომ ვთქვათ შენით მაშანტაჟებს, გეფიცები დაუფიქრებლად დავუბრუნებდი იმ ფულს, მაგრამ მართლა აღარ გვაქვს. ჩვენ ის სულ გადავრიცხეთ...უცებ გაჩერდა. მოკლედ აღარ გვაქვს.
-მოხუცთა თავშესაფარში სადაც ბებიაშენი იყო. დავასრულე მისი წინადადება და ახლა უკვე მე გამეცინა მის დაბნეულ სახეზე. -შეიძლება ზოგჯერ მართლა ვარ სულელი, მაგრამ ხანდახან გონება მეხსენაბა ხოლმე. წამოვიძახე მისი საქციელით აღფრთოვანებულამ. ალექსსაც გაეღიმა და თავი დახარა.
-ეს არაფერს ცვლის, რა მნიშვნელობა აქვს სად არის ის ფული შენ მაინც საფრთხეში ხარ.
-აქვს, თან ძალიან დიდი. სხვათაშორის რამდენიმეს ოპერაცია გაუკეთეს მაგ ფულით საზღვარგარეთ. შეგიძლია ჩათვალო, რომ რამდნენიმე სიცოცხლე გადაარჩინე. ვუთხარი და ვერც კი შევამჩნიე ისე დავიხარე მისკენ. ალექსი კი უცებ ადგა. ეს რეაქცია არ გამკვირვებია, თუმცა მაინც საშინლად ვიგრძენი თავი.
-სამაგიეროდ შენ ჩაგაგდე საფრთხეში.
-არა, ალექს. შენ არაფერ შუაში ხარ. ეს მე ვიყავი, რომელიც შენს გასაცნობად მოვიდა აქ და არა შენ. თანაც არა მგონია. რამე მოხდეს. მერე რა რომ ჩემი სკოლის მისამართი იცის. ზეგ მთავრდება და იქ აღარ მივალ.
-შენ მემგონი დედამიწელი არ ხარ. ახლა ისტერიკებს უნდა მიწყობდე, მინიმუმ შეშინებული უნდა ტიროდე იმის გამო, რომ ამხელა საფრთხეში ხარ, შენ კიდე აქეთ მამშვიდებ. სერიოზულად გეუნები ტასო, ისინი ასე ჰაერზე არ ისვრიან სიტყვებს. თანაც შენი სკოლის მისამართი თუ გაიგეს არც სახლის იქნება პრობლემა, თუ უკვე არ იციან.
-კარგი, შენ რას მთავაზობ? სახლში შევიკეტო და ცხვირი არ გამოვყო გარეთ?
-არა მგონია ეგ გამოსავალი იყოს შენ ხომ არაფერი დაგიშავებია. ჩვენ დაგიცავთ.
-არა, უცებ წამოვიძახე, მერე კი უფრო მშვიდად გავაგრძელე. -შენ ჩემგან შორს უნდა იყო გახსოვს? ადვილი შესამჩნევი იყო წყენა ჩემს ხმაში.
-შენგან შორს ზუსტად იმიტომ უნდა ვყოფილიყავი, რომ ეს არ მომხდარიყო რაც ახლა ხდება.
-მაშინ დააგვიანე და ამას აღარ აქვს აზრი. მე მივდივარ.
-გაგაცილებ.
-შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს ხომ? თავი მოვაჩვენე თითქოს მას ვგულისხმბდიო, კინაღამ ლონდონში წასვლაზე ვუთხარი.
-არა, მითხრა ისე რომ არც დაფიქრებულა და სახლიდან გავედით.
-ჩემზე არ ინერვიულო ალექს, მასეთი დაუცველიც არ ვარ.
-ამ შემთხვევაში სათანადოდ ვერ აფასებ მათ.
-შენ კი შეშინებული ხარ.
-საქმე რომ მე მეხებოდეს ოდნავადაც არ შევწუხდებოდი, მაგრამ შენ არაფერი უნდა დაგიშავდეს. ეს თავის თავს უფრო უთხრა ვიდრე მე.
-ნახვამდის ალექს, თავს გაუფრთხილდი. მინდოდა თავი მომეკლა ეს სიტყვეი ისეთი მზრუნველობით ვუთხარი. მანაც თბილად შემომხედა, ტაქსის კარები მომიხურა და მითხრა.
-მთავარია შენ იყო კარგად.
ამ წამის მერე მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ სალომეს დაბადეის დღეზე შევძლებდი მის ნახვას. მოლოდინმა ხასიათი გამომიკეთა. თანაც ალექსის ზარები არ წყდებოდა ტელეფონზე. მართალია მხოლოდ ზედაპირული კითხვებით შემოიფარგლებოდა, როგორ ვიყავი ან დავითი ხომ შემხმიანებია, ხომ არ დამინახავს, მაგრამ ჩემთვის მისი ხმის გაგონებაც საკმარისი იყო. თანაც თუ მისი შიშები ჩვენს ურთიერთობასთნ დაკავშირებით მხოლოდ დავითით შემოიფარგლებოდა უკვე ეს ხელს არ გვიშლიდა იმაში, რომ ერთად ვყოფილიყავით. მაგრამ რამდენჯერაც ამას გავიფიქრებდი იმდენჯერ ვრწმუნდებოდი, რომ სისულელე იყო. ალექსი არ არის ისეთი მშიშარა, რომ დავითის გამო დავეთმა თუ რა თქმა უნდა მისთვის მართლა ასეთი მნიშვნელოვანი ვიყავი. კიდევ იყო, რაღაც პირადული და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, რაც არ ვიცოდი. ცნობისმოყვარე და ჭორიკანა არადროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა რას არ გავიღებდი ოღონდაც ეს გამეგო.
-ტასო, როგორ ნერვიულობ.
-ნუ იგონებ ლიზი.
-რას ვიგონებ გოგო თითები დაიმტვრიე თითქმის. აი მივედით.
-დაგირეკავ და ხო მოგვაკითხავ? მამაჩემის მძღოლს გავუღიმე და კარი გავაღე.
-რა თქმა უნდა ტასო, გაერთეთ. რადგან მანქანა პირდაპირ ბექას და სალოს სახლთან იყო გაჩერებული მხოლოდ დაზარუნებაღა აკლდა. ესეც ლიზიკომ გააკეთა.
-გილოცაავთ, იყვირა უცებ როცა კარებში სალომე დაინახა. და ჩაეხუტა.
მეც მოვეხვიე და მივულოცე.
-მადლობა ჩემო საყვარლებო, შემოდით თქვენ გელოდებოდით. საჩუქრები მივეცით და გავედით ოთახში საიდანაც საშინელი ხმაური გამოდიოდა.
-ოჰ ოჰ ოჰ რა სტუმრები გვყოლია, შემოგვეგება ნიკა. ყველას მივესალმეთ და სუფრასთან დავჯექით.
-ბექა ნახე რა მოგიტანე. ვუთხარი და შოკოლადი გავუწოდე. ეს ისაა, მაშინ რო ძალიან მოგეწონა.
-ტასო იცი როგორ მიყვარხარ? წამოიძახა უცებ და ლოყაზე მაკოცა. მე კიდევ არ ველოდი ასეთ რეაქციას და გავწითლდი.
-შეაშინა ბავშვი, გადაიხარხარა მათემ. ახლა მას გავხედე და თვალი მის გვერდით მჯდომი ალექსისკენაც გავაპარე, რომელსაც ვერაფერი შეემჩნია, ისე იყო გართული ვიღაც გოგოსთან ლაპარაკში, რომელიც სალომემ გაგვაცნო და მისი კურსელი იყო.
მე სულელი... ერთი სული მქონდა ეს დღე როდის დადგებოდა რომ ალექსი მენახა და გაგვერკვია ჩვენი ურთიერთობა, მას კი მთელი საღამოს განმავლობაში ნორმალურად არ შემოუხედავს ჩემთვის. გული მატკინა მისმა სიცივემ. თითქოს საერთოდ ვერ მამჩნევდა. მაგრამ თავს უფლება არ მივეცი ეს შემტყობოდა.
-აბა ყავას ვინ დალევთ? თქვა სალომემ როცა სუფრიდან მისაღებში გადავინაცვლეთ მდივნებზე.
-მოგეხმარები, ვუთხარი და გავყევი სამზარეულოში. მთელი მსოფლიოსთვის გავაკეთებდი ყავას ოღონდ იმისთვის აღარ მეყურებინა როგორ ეპრანჭებოდა ის გოგო ალექსს და ისიც რომ არ რჩებოდა ვალში.
-ტასო, კარგად ხარ? „ყველაფერი ვიცი“ გამომეტყველებით შემხედა სალომემ.
-კი სალო, ძალიან მიყვარს თქვენთან ერთად ყოფნა. ეს ბავშვები მართლაც საოცრებები იყვნენ, მაგრამ დღეს ისე ვიცინოდი მექანიკურად სინამდვილეში არც ერთი მათი ხუმრობა არ მახსოვდა, ან როგორ დამამახსოვრდებოდა, როცა არც ვუსმენდი. ოთახში გრიგალივით შემოვარდა ალექსის დღევანდელი ფავორიტი.
-სალო, სალო სალო ძლივს გიპოვე.
-რა იყო ანი?
-იცი რა მაინტერესებს, უცებ ჩურჩულზე გადავიდა. მივხვდი ზედმეტი ვიყავი იქ. მომზადებულ 2 ყავას ხელი მოვკიდე.
-სალო ამგენს გავიტან.
-მეც მალე მოვალ ტასო, მითხარი ანი დროზე.
-ალექსს შეყვარებული ყაავს? ჩურჩულით იკითხა მაგრამ მაინც გავიგონე და ნაბიჯი ვეღარ გადავადგი, თითქოს სისხლი მთელი ძალით აწყდებოდა ჩემს ვენებს. -ანიიი, გავიგონე უცებ ნაცნობი მკაცრი ხმა და სისხლმა საერთოდ შეწყვიტა მოძრაობა.
-უი მეძახის. წამოიყვირა გახარებულმა.
მსუბუქად შევყვირე მოულოდნელობისგან, როცა უკნიდან დამეჯახა და მერეღა ვიგრძენი როგორ ამეწვა ფეხები ცხელი ყავისგან.
-ვაიმე ბოდიში, ბოდიში ვერ შეგამჩნიე. ძალიან გეწვის? თვალები ცრემლებით ამევსო, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ეს ყავის ბრალი იყო.
-რა მოხდა? უცებ შემოვარდნენ ალექსი და მათე ოთახში, ალბათ ცოტა ხმამაღლა მომივიდა.
-შემთხვევით დავეჯახე. თავი იმართლა ანიმ.
-ტასო, კარგად ხარ? ცხელი ყავა გადაისხი? ალექსი მომვარდა და სახე ამაწევინა. მე კიდევ თვალის დახამხამებას ვერ ვბედავდი იმის შიშით , რომ ცრემლები სახეს დამისველებდა.
-ტასო არ დაიწვა. ალექსი ისევ განაგრძობდა ჩემს თვალიერებას, შემდეგ კი ონკანი მოუშვა და ცივი წყლით დასველებული ხელები ფეხებზე მომისვა. მანდამაინც რამე უნდა შემეთხვას ამის ყურადღება რომ მივიქციო? გავიფიქრე და ალექსს მოვშორდი.
-კარგად ვარ, ცივად ვუთხარი და ცრემლებიც სადღაც წასულიყვნენ ჩემი თვალებიდან. ანი კიდევ განაგრძობდა ბოდიშებს და უკვე ნერვებს მიშლიდა.
-არაუშავს ანი, შემთხვევით იყო. სალო რამე გამოსაცვლელი მათხოვე რა.
-რა თქმა უნდა ტასო წამომყევი. სალომე წინ გამიძღვა და მეც ისე ჩავუარე ალექსს, რომ არც შემიხედავს მისთვის. ეს იყო პირველი ეჭვიანობა ჩემს ცხოვრებაში. არც ისე სასიამოვნო ყოფილა გავიფიქრე და სააბაზანოდან გამოვედი, სალომეს შორტში და მაისურში გამოწყობილი. მალე უკან დავბრუნდი და გავაგძელე მათეს მოსმენა, მანამდე ისიც შენიშნე, რომ ალექსისთან არაფერი შეცვლილა, ახლა კიდევ უფრო ინტიმურს გავდა მათი საუბარი. ყოველ გახედვაზე გულის ჩხვლეტას ვგრძნობდი, და საერთოდ შეწყვიტა ცემა, როცა დავინახე როგორ აკოცა ალექსიმ იმ გოგოს. სუნთვაც შევწყვიტე წამით.
-ტასო, მათე განაგრძობდა რაღაცის მოყოლას და მეც გავხედე. ცხვირი ამეწვა შეკავებული ცრემლებისგან. და აშკარად მიხვდა ამას მათე.
-კარგად ხარ?
-შეიძლება ცოტა ხნით აივანზე გავიდე?
-რა თქმა უნდა შეიძლება, აი ის კარებია. მანიშნა და მეც მაშინვე გავედი.
როგორც კი თავი მარტო დავიგულე, მაშინვე წამსკდა ცრემლები თვალებიდან და ვეღარაფრით გავჩერდი. აბა მნიშვნელოვანი ხარო? ესაა მისი მზრუნველობა? უკვე ვქვითინებდი. ასე უკან შებრუნებას სიკვდილი მერჩივნა და უკვე კარგა ღამეც იყო.
ისე ვიყავი თითქოს ალექსმა მიღალატა, არადა ჩემთვის არც არაფერი უთქვამს? მითხრა რომ ვუყვარვარ? არა. მეც კიდევ როგორც სტაჟიანი მეოცნებე ვეკიდებოდი რაღაც გამოხედვებს, მისი მეგობრების უაზრო ხუმრობებს და უმნიშვნელო სიტყვებს. გული ამომიჯდა ტირილისგან. ირგვლივ მიმოვიხედე და ვერ მივხვდი სად ვიყავი, არც ის გამიგია აივნიდან როგორ ჩამოვედი. უცებ მივხვდი,. რომ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ქონდა და უბრალოდ სიარული გავაგრძელე. რაც თავს ვიკავებდი ამ დროის განმავლობაში ყველა ცრემლი ერთიანად მოასკდა თვალებს და დამშვიდება ვერაფრით შევძელი, მერე კი უბრალოდ ცდა შევწყვიტე. ცოტა ხანში დავიღალე უმისამართოდ სიარულით და კედელს მივეყრდენი, იქვე ჩავიკეცე და თავი მუხლებზე დავდე. წამიერად ყველაფერი განათდა ირგვლივ და მივხვდი, რომ მალე იწვიმებდა. ბუნებაც ჩემნაირ ხასიათზეა. ისევ დავუბრუნდი საწყის პოზიციას და ცრემლების ახალი ნაკადი ხელის გულით მოვიწმინდე.
-მდაააა, ეს ვინ არის აქ? ცინიზმით სავსე ხმა გავიგონე. თავი ნელ-ნელა ავწიე და დავინახე დავითი ჩემს წინ იდგა, მისგან ოდნავ უკან კი კიდევ ორი ბიჭი იყო.
-აქ რას აკეთებ მარტო ასეთ დროს ლამაზო? მითხრა და ჩაიმუხლა. შენ რა ტირი? ალექსმა ხომ არ გაგაბრაზა? როგორ შეიძლება შენი წყენინება?
-თავი დამანებე დავით. კილებში გამოვცარი და თავი ისევ მუხლებზე დავდე.
-ააყენეთ. თქვა უცებ და მე გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე წამომახტუნა ვიღაცამ.
-მისმინე ლამაზო, არაფერი პირადული, ხომ იცი როგორ მომწონხარ, მაგრამ შენ ოქროს ბიჭუნას ვერ შავაგნებინეთ რაღაც რაღაცეები, ამიტომ შენ უნდა გადასცე კიდევ ერთი დანაბარები ჩემგან.
-თქვენ საქმეს თქვენ თვითონ მიხედეთ, და მე თავი დამანებეთ. არ მაინტერესებს თქვენი გარჩვები.
-ცუდია, რომ შენ აქ არავინ არაფერს არ გეკითხება.
-თავს რამდენის უფლებას აძლევ? ცოტა ხმამაღლა მომივიდა.
-ხმას ნუ აუწევ ჩიტუნა, ახლა მანდამაინც სახარბიელო სიტუაციაში არ ხარ.
-შენი უნდა შემეშინდეს?
-დაახლოებით.
-უკვე ვკანკალებ. შემომხედა და ღამეშიც კი დავინახე როგორ უელავდა ბოროტი თვალები. წელზე ხელი მომხვია და მისკენ მიმიზიდა.
-ახლა? მეც სწრაფად მოვიშორე და ხელი მოვიქნიე, დარწმუნებული ვიყავი მარჯვენა ლოყაზე ჩემი ხუთივე თითი დააჩნდა. იმდენად ვიყავი გაბრაზებული ალექსიზე, ანიზე, მასზე და საკუთარ თავზე, რომ შიშს მართლა ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მეც ამეწვა ლოყა და მეტიც ძირსაც დავეცი, როცა მისი ხელი მომხვდა სახეში.
-რამდენს ბედავ შენ? გგონია მდიდარი მამიკოს გოგო რო ხარ ყველაფრის უფლება გაქ? ახლა უკვე შემეშინდა. ისევ წამომაყენეს და ახლა მეორე მხარეს მომხვდა ხელი უფრო ძლირად. პირში სისხლის გემოც ვიგრძენი.
-რას აკეთებ? დავიკნავლე უღონოდ, როცა ისევ წამომაყენეს.
-ხომ გითხარი, არაფერი პირადული, უბრალოდ ამანთს გატან ალექსთან. ეს თქვა და ამჯერად წიხლი პირდაპირ მიცელში ჩამარტყა. რამდენიმე წამი ვერ ვსუნთქვდი და ამის შემდეგ აღარც უცდიათ ჩემი წამოყენება. სახეში კიდევ მომხვდა რამდენჯერმე, მაგრამ ტკივილს იმდენად ვერ ვგრძნობდა, დაცემისას თავი დავარტყი და თავბრუ მეხვეოდა საშინლად. შემდეგ სახეზე აღარაფერს ვგრძნობდი, მაგრამ მუცლის არეში ყველაფერი მტკიოდა. ვერ ვიჯერებდი ასეთი არაკაცი როგორ იყო. ჩემთვის ერთი დარტყმაც საკმარისი იქნებოდა, რომ ფეხზე ვაღარ გამევლო ის კი რასაც ქვია წიხლებით შემდგა. ცოტა ხანში ტკივილს საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი. მალე ხელში ამიყვანეს და მანქანის საბარგულში ჩამაგდეს, სადაც იყო გონს დავკარგავდი მაგრამ გრუხუნის ხმა გავიგე და გამომაფხიზლა. სახე სულ სველი მქონდა ხელი მოვსვი და ყველა წერტილი ამეწვა. თანაც ისე რომ ცრემლები წამომივიდა. მანქანის გაჩერებასთან ერთად სუნთქვა შევწყვიტე, ოღონდაც ეს არ გაგრძელდეს და თუ უნდა მომკლან. ოღონდ ცემა შეწყვიტონ. საბარგულიდან ამომიყვანეს და სველ მიწავე დამაგდეს. ყველა სიკეთესთან ერთად დაცემისას ფეხი მომყვა ცუდად და ახლა ისიც საშინლად მეტკინა. მალე წვიმის წვეთებიც ვიგრძენი, რამდენი ხანი ვიყავი ისე არ მახსოვს, და გონსაც არაფრით არ ვკარგავდი. როგორ არ ვეცადე, რომ თვალები გამეხილა და ძლივს შევძელი. ეზო განათებული იყო და როგორც კი მიმოვიხედე მაშინვე მივხვდი, რომ ალექსის ეზოში ვიყავი. პანიკაში ჩავვარდი მან ასე არ უნდა მნახოს. ამ აზრმა მოიცვა მთელი ჩემი გონება და მანვე შემაძლებინა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი, რამდენიმე ნაბიჯი, რომ გადავდგი დავეცი და თავი ისევ დავარტყი. ახლა მართლა ძალიან შემეშინდა, საერთოდ ვეღარ ვინძრეოდი ტკივილისგან, ხმასაც კი ვერ ვიღებდი. უბრალოდ ცრემლები მომდიოდა და სველ მიწაზე ვეგდე, წვიმაც არ მაკლებდა და გადაღებას არ აპირებდა. ამ მდგომარეობაში საკმაოდ დიდ ხანს ვიყავი. ბოლოსკენ ძილი მომერია და თვალებს ახლა მართლა ვეღარ ვახელდი. ამ დროს ისევ გავიგონე მანქანების მუხრუჭების ხმა, და შიშისგან ისევ დამიწყო გულმა გამალებით ცემა.
-ტასო, ღმერთო ჩემო, ტასო. ამოვისუნთქე როცა ალექის ხმა გავიგე, მაგრამ ნაბიჯების ხმით მივხვდი, რომ მარტო არ იყო. ლიზიკოს ტირილის ხმაც გავიგონე და დანარჩენი ბიჭების შეგინებაც. ალექსმა ფრთხილად გადამატრიალა მისკენ, როგორ მინდოდა თვალებში ჩამეხედა, მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი. -მაპატიე ძალიან გთხოვ მაპატიე, ეს რა გიქნეს. მიხუტებდა და შუბლზე მკოცნიდა. მერე ხელში ამიყვანა. -მათე საავადმყოფოში სწრაფად. დაიძახა. მანქანაში გავთბი, თანაც რაღაც გადამაფარეს და ალექსისაც მიხუტებული ვყავდი. ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი, ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობდი, მხოლოდ მის ჩურჩულს ვუსმენდი და მსიამოვნებდა როცა ტუჩებით მეხებოდა. მერე კი ეს შეგრძნებებიც დავკარგე და საერთოდ გავითიშე.

ის აქ არ იქნება, არ იქნება. ოთახში მარტო ვიქნები. თავს ვარწმუნებდი უაზროდ და თვალის გახელას ვცდილობდი. რამდენიმე წუთში კი ხელზე შეხება ვიგრძენი და თვალები ინსტიქტურად გავახილე. საწოლთან მჯდომი დედაჩემის შეშინებული თვალები, რომ დავინახე მეც შემეშინდა.
-ტასო, დე როგორ ხარ?
-კარგად ვარ დე.
-რამე ხო არ გტკივა? ჩემსკენ დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
-არა, საერთოდ არაფერი. არ მომიტყუებია ტკივილს მართლა ვერ ვგრძნობდი.
-ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები გაგიკეთეს დე. ოთახს თვალი მოვავლე და კუთხეში სავარძელში მძინარე ლიზიკოს მოვკარი თვალი. ტანსაცმელიც იგივე ეცვა რაც წინა დღეს.
-არაფრით წავიდა, იმდენი ვეხვერწეთ მაგრამ მაინც დარჩა. ძალიან ნერვიულობდა.
-ის ხომ ლიზიკოა, გავიღიმე ჩემთვის ეჭვის არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა. -მამა სადაა?
-გარეთ, პოლიციას ელაპარაკება.
-პოლიციას?
-ხო, უნდა მოძებნონ ის ვინც ეს გიქნა დედა. მამაშენი ამ ამბავს ასე არ დატოვებს. ისეა, რომ ვერ დაელაპარაკები.
-არ მინდა, რომ ვუჩივლოთ, მაინც არ მახსოვს როგორი იყო. ვიცრუე და დედაჩემს თვალი ავარიდე.
-ტასო გაიღვიძე, მამამ პალატის კარი შემოაღო. ნუ გეშინია მამა, დაისჯებიან როგორც საჭიროა. საკუთარი მამის ხმა ვერ ვიცანი, ისეთი შეცვლილი იყო. თვალები კიდევ გამოღამებული და ჩამქრალი. -როცა უკეთ იქნები ოფიცერი დაგკითხავს კარგი?
-მამა არ ვიცი სახეზე როგორი იყო. გუშინდელიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ ვიღაცამ უცებ შემომაბრუნა და სახეში დამარტყა მეტი არაფერი. ისევ ვიცრუე და ლიზიკოს გაკვირვებულ მზერას წავაწყდი, როცა დავამთავრე წინადადება.
-იქნებ როგორმე გაიხსენო ტასო, მამაჩემის ხმა კიდევ უფრო შეცვლილი იყო.
-არ მინდა, რომ გავიხსენო მამა. ვიცოდი, რომ ეს მასზე მოახდენდა ზემოქმედებას და მეც უგრძნობად კიდევ ერთხელ ვატკინე გული. უსიტყვოდ ადგა და ოთახიდან გავიდა დედაც მალე გაყვა უკან.
-ბიჭებს კიდე ეგონათ, რომ დავითი იყო.
-იყო.
-ტასო არ მესმის...
-არანაირი სურვილი არ მაქვს პოლიციის განყოფილებებში ვირბინო, ისიც მაქსიმუმ ჩემზე მოახლოება აუკრძალონ და მეტი არაფერი. თანაც მალე ლონდონში მივდივარ და არა აქვს მნიშვნელობა, მაინც ვეღარაფერს ...
-მიდიხარ? ახლაღა გამახსენდა, რომ ლიზიკომ არაფერი იცოდა.
-ხო დადებითი პასუხი მომივიდა.
-გილოცავ ტასუნა, ძალიან გამიხარდა. მისმინე, მართლა არაფერი გახსოვს?
-ყველა დეტალი, უბრალოდ ჯობია ასე იფიქრონ.
-შენზე ძალიან ნერვიულობდნენ, განსაკუთრებით ალექსი, იცი...
-არ გინდა, ნუ მეტყვი.
-ტასო, კარგი რა ხომ იცი, რომ ის გოგო..
-არ ვიცი, არც შენ იცი და არ მინდა ახლა ამაზე რაიმე მოვისმინო. საერთოდ არ მინდა როდესმე ალექსი ვნახო და მითუმეტეს, რომ მივდივარ.
-აბა რა გინდა?
-სარკე გააქვს?
-კი, მაგრამ
-ლიზიკო გთხოვ რა... სარკე უსიტყვოდ ამოიღო პატარა ხელჩანთიდან და გამომიწოდა. ახლა უკვე ნათლად დავინახე თუ რატომ ქონდათ ჩემს მშობლებს ასეთი რეაქცია. სახე სულ ლურჯი ან იასამნისფერი მქონდა. ცრემლები თავისით წამომივიდა.
-ტასო არ ინერვიულო კარგი? ექიმმა შრამები არ დარჩებაო ასე თქვა, თანაც ეს ყველაფერი მალე გაგივლის. მეც თავი დავუქნიე და ჩავეხუტე.
-მართლა არ გინდა ალექსის ნახვა? გარეთ იცდის.
-ახლა მითუმეტეს არ მინდა, ჩემი ხმა ვერ ვიცანი ისეთი ცივი და უხეში იყო.
-მე მხოლოდ მაინტერესებდა როგორ იყავი... კარებისკენ სწრაფად მივატრიალე თავი და ის დავინახე. თითქოს დაპატარავებულიყო, აღარც გამოხედვა და აღარც ხმა არ ქონდა მკაცრი. ეს უბრალოდ სხვა ალექსი იყო. შემრცხვა ჩემი სიტყვების, ის მას სულ სხვანაირად გაიგებდა, მაგრამ ახსნასაც არ ქონდა აზრი, თავის მართლებაში ჩამითვლიდა.
-ახლა კარგად ვარ.
-ტასო, ის არ დარჩენილა პასუხგაუცემელი.
-არ არის საჭირო ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო ალექს, ეს არაფერს შეცვლის. სახე კიდევ უფრო გაუქვავდა, თუმცა ამჯერად ვერ მივხვდი რატომ.
-მალე კარგად იქნები, და მართლა აღარავინ შეგაწუხებს ამიერიდან.
-კიდევ გიმეორებ, არ არის საჭირო ჩემს გამო შეწუხდე, მითუმეტეს თავი საფრთხეში ჩაიგდო. მართლა კარგად ვიქნები. ვუთხარი და თავი საპირისპირო მხარეს მივაბრუნე. ამით ვანიშნე, რომ წასულიყო და მანაც არ დააყოვნა.
-ტასო...
-გთხოვ ლიზიკო, არაფერი მითხრა.
თვალები ისე მაგრად დავხუჭე, რომ მეტკინა. გვერდზე გადავბრუნდი და ემბრიონის ფორმა მივიღე. სულ აღარ მახსოვდა, რომ ფეხიც დაშავებული მქონდა და ახლა უკვე მისმა ტკივილმა შემეხსენა თავი. ცრემლები თავისით წამომივიდა თვალებიდან, მაგრამ ეს არ იყო არც დამახინჯებული სახის, არც ნატკენი ფეხის გამო. მივხვდი, რომ ჯერ კიდევ გუშინდელის გამო ვტიროდი. მე მიყვარდა ალექსი, მართლა მიყვარდა, ჩემი ვუწოდე. მან კი არაფრად ჩააგდო ჩემი გრძნობები, ოდნავი პატივისცემა მაინც რომ გამოეჩინა ჩემს დასანახად არ აკოცებდა იმ გოგოს. ეს რამდენიმე წამიანი მომენტი ღამის კოშმარად მექცა, ისე თითქოს ყველაზე ძვირფასმა მიღალატა. საავადმყოფოდან მაშინვე გამწერეს, როცა მუცლის არეში დაბეჟილობები საშიში აღარ იყო. ჩემი თხოვნით დაჩის არაფერი უთხრეს, მამა კი ფიქრობდა, რომ ეს მის ბიზნესთან იყო დაკავშირებული. საბოლოოდ მაინც გამიწიეს ანგარიში და პოლიციას ჩამოვშორდი. წესიერად თავადაც ვერ ვხვდებოდი რატო არ ვაჩივლებინე დავითისთვის. ერთადერთ ხსნას მოახლოებულ ლონდონში ვხედავდი. გადავწყვიტე ჩემი ძმისთვის დამეჯერებინა და ადრე ჩავსულიყავი, აგვისტომდე ვერ დავიცდიდი. მამას და დედას ჩემი გადაწყვეტილება გაეხარდათ და იმ დღესვე ამიღეს ბილეთი. ჩემი ფრენა თვის ბოლოს იყო.
ნელ-ნელა ყველა იარა გამიქრა სახეზე, ოდნავი სიყვითლეებიღა თუ შეიმჩნეოდა ალაგ-ალაგ. ფეხზეც ჩვეულებრივად დავდიოდი უკვე, თითქმის ადგომა და დაჯდომაც აღარ მიჭირდა. და რაც მთავარია ზუსტად 23 დღე იყო გასული მას შემდეგ რაც ალესი ბოლოს ვნახე. ლიზიკო სულ ცდილობდა მასზე რაღაცეეები მოეყოლა, მაგრამ რაც უფრო ნაკლები მეცოდინებოდა მით უფრო მალე დავივიწყებდი.
-არ მეგონა ასეთი თუ იყავი. გაბუსხული სახით მითხრა ერთ დღეს.
-როგორი?
-ამაყი ტასო.
-რა შუაშია სიამაყე ლიზიკო?
-ალექსის ვერ აპატიე ის ერთი უაზრო კოცნა, ხომ ასეა?
-არც არავის უთხოვია პატიება მაგისთვის.
-იმ დღეს ისე გააგდე პალატიდან შენთან მოახლოებას ვეღარც გაბედავდა. სხვათაშორის ყოველდღე მირეკავს და შენს ამბავს კითხულობს. საავადმყოფოშიც ყოველდღე მოდიოდა.
-მართლა? რატო არ შემოდიოდა?
-შემოდიოდა, როცა გეძინა მაშინ.
-არ ვიცოდი.
-მართლა ძაან განიცადა ტასო, მემგონი უნდა დაელეპარაკო სანამ წახვალ.
-მამაჩემი სახლშია?
-კი, რა დროს ეგაა.
-შენ აქ დამიცადე მალე მოვალ. ვუთხარი და ლოგინიდან სწრაფად ავდექი. მამაჩემი თუ სახლში იყო. მისი მანქანა და მძღოლიც იქნებოდა ამიტომ სწრაფად ჩავირბინე კიბეები და მალე ალექსისკენ მივდიოდი. გზაში ლიზიკოსგან შეტყობინება მომივიდა, მწერდა მასეთი ტასო მიყვარსო.
რაღაცის მოლოდინმა ხასიათი გამომიკეთა. მანქანაში ჩემთვის მეღიმბოდა. მემგონი უფრო ალექსის ნახვა მიხაროდა. მანქანა ჩიხის თავსი გავაჩერებინა და გადავწყვიტე ფეხითაც გამევლო, ალბათ ასე უფრო დავმშვიდდებოდი.
ალექსის სახლამდე კი დათო დავინახე ვიღაც ბიჭებთან ერთად იდგა. შორიდანაც სევნიშნე სახეზე ჩემზე მეტი ნაიარევი ქონდა და დიდ ხნის ფიქრი არ დამჭირვებია იმის გამოსახნობად თუ ვინ იზამდა ამას.
ჩემი გამოკეთებული ხასიათი კი მაშინვე გაქრა, როცა მისი ცივი მზერა ვიგრძენი. ოდნავი სინანულიც კი არ ეტყობოდა, იდგა და უტეხად მიყურებდა. ძალიან გავბრაზდი და არც კი დავფიქრებულვარ ისე წავედი მისკენ.
-ამას ვის ვხედავ, ტასო. კარგად გამოიყურები. ირონიულად ჩაიცინა. მე არც ვაციე არც ვაცხელე და მუშტი ისე მაგრად მოვუქნიე, რომ დაბარბაცდა.
-არ გაბედო, ჩემთან მოახლოება და დალაპარაკება. სრულიად სერიოზული ტონით ვუთხარი და მალევე უკან გამოვბრუნდი. ხელზე, რომ დავინახე სისხლით მქონდა დასვრილი. ალბათ რომელიმე ჭრილობა გაუსკდა. გავიფიქრე და ალექსის კარზე დავაზარუნე.
-ტასო?
-გამარჯობა ალექს. თვალებში შევხედე და გავუღიმე. როგორც არ უნდა ნდომოდა ამის დამალვა, მაინც შეეტყო, რომ გაუხარდა ჩემი ნახვა.
-შემოდი, თვითონაც გამიღიმა და განზე გადგა.
-ტასო, რა გჭირს? მომიახლოვდა და ჩემი ხელი აწია. ანერვიულებული თვალებით მისინჯავდა.
-არაფერია ალექს, ეს არაა ჩემი სისხლი. ეს ვთქვი და ხელების დასაბანად გავედი. ისიც უკან გამომყვა.
-რას ნიშნავს შენი სისხლი არაა, აბა ვისია?
-დავითის. ვუთხარი და მისკენ მოვბრუნდი. მაგრამ მისი გაბრაზებული, მოელვარე თვალების დანახვისას სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდი. ახლოს მოვიდა და ორივე ხელები ბეჭებში ჩამკიდა.
-სულ გააფრინე? არ გეყო რაც გიქნა? კიდევ რომ რამე დაეშავებინა? მთელ ხმაზე იღრიალა, და მე მისი უფრო შემეშინდა ახლა ვიდრე დავითის მეშინოდა. ხმის ამოღება ვერ მოვახერხე, სულ კანკალმა ამიტანა. თვალები კი ცრემლებით ამევსო. ხელს კი ისევ არ მიშვებდა იდგა და ასე განრისხებული მიყურებდა.
-მეტკინა, ამის თქმაღა შევძელი, რადგან მისი თითები დასაშვებზე მეტად მიჭერდა მხრებზე. ნელ-ნელა სახე დაუმშვიდდა და ხელიც შემიშვა.
-ბოდიში, თავი ვერ შევიკავე. მითხრა და ზურგით შებრუნდა. მე კი დრო ვიხელთე და თვალები სწრაფად ამოვიწმინდე.
-მითხარი ტასო, რამე გითხრა, ან რამე გატკინა?
-არა, პირიქით. რომ დავინახე მე წავედი მისკენ და სახეში დავარტყი. ალბათ რომელიმე ჭრილობა გაუსკდა და ეს სისხლის იმიტომ მეცხო. ალექსმა მეორედ იფეთქა, მაგრამ ამჯერად თავი ხელში აიყვანა.
-არ შეგეშინდა მაინც? მხოლოდ ეს მკითხა, ახლა უფრო მხიარული იყო მისი ხმა.
-ჩემი მოკვლა რომ ნდომოდა მომკლავდა და რაც გააკეთა იმაზე მეტ საშინელებას მაინც ვერ გამიკეთებდა. ჩავიდუდღუნე დასჯილი ბავშვივით. და მთელი გულით მომინდა ჩემი თავი შუაზე გამეგლიჯა, როცა მისი ჩამქრალი თვალები დავინახე, რომელიც უხმოდ მთხოვდნენ პატიებას.
რამდენიმე წამი მოვიცადე და როცა მივხვდი, რომ არაფრის თქმას არ აპირებდა ისევ მე დავიწყე.
-ალექს, აქ იმის სათქმელად მოვედი, რომ... მოკლედ ლიზიკომ...
ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. იმ ვრცელი მონოლოგის ნაწილიც კი არ მახსოვდა რაც მანქანაში გონებაში შევთხზი. ისე დავიბენი არ ვიცოდი რა მექნა. ალექსი კი საერთოდ არ ცდილობდა ჩემს დახმარებას. უბრალოდ ჩემს წინ იჯდა და მიცდიდა.
-ლიზიკომ მითხრა, რომ ჩემს გამო ნერვიულობ და მე იმის სათქმელად მოვედი, რომ... რომ შენ არაფერში არ გადანაშაულებ. ჩემი ბრალი იყო, რომ გადავწყვიტე იმ ღამეს უცხო ადგილებში ხეტიალი, იმის მიუხედავად, რომ მილიონჯერ გყავდი გაფრთხილებული. ამიტომ უბრალოდ თავი არ დაიდანაშაულო და ჩემზეც აღარ იდარდო. მე კარგად ვარ, არაფერი მიჭირს და მალე...
-ტასო, ისე გულწრფელად ამბობ მაგას მგონი შენ თვითონაც გჯერა. როგორ ხარ მასეთი? მას შემდეგ რაც ჩემს გამო დაგემართა ისევ აქ მოდიხარ და მამშვიდებ. შენ საოცრება ხარ.
-არა, მე მართლა ასე ვფიქრობ. ყველაფერს გეფიცები შენ არ გადანაშაულებ. სიმართლე რომ გითხრა აღარც დავითზე ვბრაზობ. აზრი არ აქვს. ის ისეთია და არაკაცს ვერაფერს მოთხოვ. იმდენად დიდი ტკივილი იგრძნობოდა ალექსის ხმაში, რომ ახლა მხოლოდ ერთადერთი რამ მინდოდა დაეჯერებინა ჩემთვის და უაზრო ბრალდებებით არ დაეტანჯა საკუთარი თავი.
-ძალიან დიდი მადლობა ჩემზე, რომ ზრუნავ მაგრამ არ არის საჭირო, ამას არ ვიმსახურებ. მითუმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ საღამოს შენი ე.წ გასერნებაც ჩემი ბრალი იყო. გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. ვიცოდი, რომ ყველაფერი სახეზე მეტყობოდა მაგრამ ის არ მეგონა ალექსი თუ ასე კარგად მიცნობდა.
-ყველა ჩემს ბავშვურ საქციელზე შენ არ ხარ პასუხის მგებელი ალექს. ესღა ვუთხარი და თავი ჩავღუნე, რომ მღელვარება დამემალა.
-გაყოფა ტასო. ამ შემთხვევაში შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია.
-ჯანდაბა ალექს. რატომ გგონია, რომ ერთი-ორი ხელის წამორტყმას ვერ გავუძლებ. მართლა არ ვარ მასეთი სუსტი. თუ შეიძლება მორჩი თვითგვემას. არ მინდა თავი ცუდად იგრძნო ჩემსგამო. ეს უფრო ცუდად მხდის. წამოვიძახე უცებ საკმაოდ ხმამაღლა. აი რა ხდება, როცა ემოციებს თავის ნებაზე მიუშვებ, საკუთარი ენაც კი აღარ გემორჩილება.
-შენ მემგონი მართლა არ ხარ ადამიანი, თქვა მხიარულად. მისის გადარწმუნება მაინც ვერ მოვახერხე და უამრავი რამ წამოვროშე, თუმცა რა მნიშვნელობა ქონდა ალექსმა მაინც ზეპირად იცოდა ჩემი გრძნობები მის მიმართ. ნებისმიერს შეეძლო ამის დანახვა, ჩემს თუნდაც ერთ გამოხედვაში. მე კი არც კი ვცდილობდი, რომ დამემალა ან შემენიღბა. ის უფრო მეტი იყო ჩემში ვიდრე მე თვითონ. ამ გრძნობას უბრალოდ ვერ ვიტევდი, დასამალად ვერ ვიმეტებდი. მაგრამ არც არავინ აპირებდა მასზე პასუხის გაცემას.
-ალექს, დასამშვიდობებლად მოვედი. მე ლონდონში მივდივარ სასწავლებლად, ჩემს ძმასთან. თავჩხრილმა ვუთხარი. მან კი არაფერი მიპასუხა. რამდენიმე წუთი ისე ვიჯექი, მისთვის არ შემიხედავს. მერე კი ნელ-ნელა ავწიე თავი. მას მანდამაინც ვერ გაეგო ვერც ჩემი აქჩარებული გულისცემა, შეკრული სუნთქვა. არ შეუმჩნევია აკანკალებული ხელები და ცრემლიანი თვალები. ალექსი ოდნავადაც არ შერხეულა. თითქოს ქანდაკებად იქცა.
-შენ დასამშვიდობებლად მოხვედი? ეს არ იყო ჩემი საყვარელი მკაცრი ხმა, ეს სულ სხვა ადამიანი ლაპარაკობდა ახლა.
-არა. საზღვარს გადავდიოდი იმაზე მეტს ვამობდი ვიდრე საჭირო იყო.
-აბა? არც ახლა აუწევია თავი.
-მე ...
-არ გინდა. თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. რაღაც სხვა განზომილებაში გადამისროლეს. მე ამ წუთას ვაპირებდი ყველაზე გაბედული ვყოფილიყავი, ვაპირებდი პირველად მეთქვა ბიჭისთვის, რომ მიყვარს. (თითქოს სიტყვები რამეს შეცვლიდა.) მან კი უბრალოდ გამაჩუმა. არც კი მომისმინა. დამჯდარი ვეღარ ვჩერდებოდი. მთელი სხეული ამიცახცახდა. ჩემს მგრძნობიარე ბუნებას მეტი აღარ შეეძლო, ახლა აქ ღრიალს ავტეხდი. მე კი არ მინდოდა ალექსს შევცოდებოდი, იმ ალექსს რომელიც ჯერ კიდევ თავდახრილი იჯდა ჩემს წინ.
ხელები მოვმუშტე, რომ კანკალი გამეჩერებინა. მას ესმოდა, იცოდა რისი თქმაც მინდოდა, იცოდა რატომაც მოვედი და ისიც იცოდა, რომ წავიდოდი თუ არ გამაჩერებდა, მაგრამ მაინც თავდახრილი იჯდა ჩემს წინ. მე კი ვეღარ ვუძლებდი აქ ყოფნას, უკვე ყველაფერი ტრიალებდა. ისეთი სისწრაფით წამოვხტი ფეხზე, რომ კინაღამ დავეცი, ალექს ზურგი ვაქციე და გამოვბრუნდი. მაგრამ ყელში საშინელი ბურთი გამეჩხირა. მინდოდა მეყვირა ბოლო ხმაზე მაგრამ ვიცოდი ხმა გამიწყდებოდა. ამიტომ უბრალოდ ჩემთვს ჩავილაპარაკე ისე, რომ არ მივბრუნებულვარ:
-შენ ცდები ალექს, ეს მე კი არა შენ არ ხარ ადამიანი. და ჩქარი ნაბიჯით დავტოვე მისი სახლი.
რაო ავღრიალდებიო? ვიყვირებო? არაფერიც არ შემეძლო. ეს სულ პატარა შეღავათიც კი ვერ გავუწიე საკუთარ თავს და გული ტირილითაც ვერ მოვიოხე. მთელი ჩემი სული ცრემლებად იღვრებოდა, მაგრამ სახე ვერაფრით დამისველა. მარცხენა ხელზე ისევ მეწვოდა შავი სამაჯური, უჯრაში თითქოს დახტოდა მისი ნაჩუქარი ბეჭედი და ამით ჩემს ყურადღებას იქცევდა. ჩემთვის კი აღარაფერი არსებობდა გარდა იმ შავი წერტილისა, რომელსაც უკვე კარგა ხანია ვაშტერდები.
აეროპორტში თანახმა ვიყავი მსოფლიოში ყველაზე ბანალურ სცენაზე. ალექსს რომ ჩემთვის დაეძახა, მე მისკენ გავქანებულიყავი და მაგრად ჩამხუტებოდა, თან ყურში ჩემთვის ეთქვა თუ როგორ ვუყვარვარ. ასეთი იმდენი სცენარი შევქმენი რამდენი კარის დავინახე აეროპორტში მაგრამ ყველას გვერდს ვუვლიდი და არაფერი ხდებოდა. არავინ მიძახოდა და არავინ მეხუტებოდა. თუმცა როგორ არა მემშვიდობებოდნენ, ბედნიერებას მისურვებდნენ, მალე დარეკვას და დაბრუნებას მთხოვდნენ. მეც შეძლებისდაგავარად ვიღიმოდი, თავს ვუქნევდი, ვპირდებოდი. მალე კი ჩემს კუთვნილ ადგილზე აღმოვჩნდი და როცა სტიუარდესამ კარები საბოლოოდ ჩაკეტა გულის ცემა ამიჩქარდა, როცა თვითმფრინავმა სვლა დაიწყო სუნთქვა გამიხშირდა და როცა ვიგრძენი თუ როგორ ავფრინდი ჰაერში ყველაფერი ერთად წაიშალა. აღარც აჩქარებული გულისცემა მესმოდა, აღარც გახშირებული სუნთქვა. ფანჯარაში სივრცეს უაზროდ ვუყურებდი და ლოყაზე ცხელი ცრემლების შეხებას ვგრძნობდი. უცებ მოვიწმინდე ცრემლები ხელის გულებითდა მარცხენა ხელის მაჯაზე დავიხედე. მაშინ ნათლად, მთელი არსებით შევიგრძენი სულის ტკივილი. მერე უცებ თავბრუ დამეხვა, რაღაცამ საშინლად შემაწუხა და მივხვდი მე არ ვსუნთავდი. ჰაერი ხარბად შევისუნთქე და ფილტვები ჟანგბადით ავავსე, მაგრამ ამით ვერ დავკმაყოფილდი, იგივე რამდენჯერმე გავიმეორე მაგრამ ეს საშინელი უკმარისობა ვერ მოვიშორე, და ბოლოს და ბოლოს მივხვდი უკვე მას ვეღარაფერი ამოავსებდა. სულის ტკივილი გრძელდებოდა, ჩემი შავი წერტილის მაგივრობას კი უკიდეგანო სივრცე მიწევდა.

რეალობას მხოლოდ მას შემდეგ დავუბრუნდი, რაც ჩემსკენ წამოსული დაჩ დავინახე. მისი სიცილი იმდენად გადამდები იყო, რომ ახლაც კი შეძლო ჩემი გაღიმება.
1 კვირაში უკვე მოვასწარი ლონდონის ათვისება, ჩემმა ძმამ ყველაფერი შემომატრა „რაც ჩემი ასაკის გოგონასთვის იყო დასაშვები“, გამაცნო მისი მეგობრები, მანახა უნივერსიტეტები და ჩემი სასწავლებელი ადგილიც.
1 თვეში სკოლაც დამეწყო. თავიდან ძალიან გამიჭირდა შეგუება. მეგონა ინგლისური კარგად ვიცოდი, მაგრამ რომ არა დაჩი ალბათ იქ ადაპტაციას ვერაფრით მოვახდენდი. რამდენიმე თვეში ყველაფერი მწყობრში ჩადგა. გარდა სკოლისა სასეირნოდ დავდიოდი კლასელებთან ერთად, ლიზიკოსთან ყველაზე ხშირად ვლაპარაკობდი, მშობლებმა 2ჯერ ჩამოგვაკითხეს, მე და დაჩი თავს მშვენივრად ვგრძნობდით. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო...
სინამდვილეში კი მივეჩვიე. მივეჩვიე მარტო ყოფნას, იმ უკმარისობას სუნთქვისას და იმ საშინელ გულის ტკივილს, რომ მეგონა გამაგიჟებდა. მივეჩვიე ახალი ქვეყნის, ახალი სახლის, ახალი ოთახის, ახალ შავ წერტილს. მივეჩვიე შაც სამაჯურს და ბოლოსდაბოლოს დავიჯერე „შავი თილისმა, შავი ბედი.“ მე ვისწავლე ასე ცხოვრება. ცხოვრება უიმისოდ და თან მისით. ვისწავლე როგორ გავმკლავებოდი მონატრებას, რომელმაც მოიცვა მთელი ჩემი არსება.
რეალურად დავიკარგე. დროდადრო ვამჩნევდი დაჩის გამოხედვაში რაღაც ისეთს თითქოს ვენატრებოდი. სარკეში მე ვიყავი, მაგრამ სხვანაირი. აი ისეთი მწვანე თვალები თითქოს რომ შავად უჩანს, წითელი ტუჩები კი თეთრად, ჩემი ხვეული წალისფერი თმაც კი აღარ იყო ძველებური. ან ლონდონის ჰავამ შემცვალა, ან მე მეჩვენებოდა უიმისოდ საკუთარი თავი უფერული.
ასე 1 წელი გავიდა, მე სკოლა დავამთავრე.
ის ერთ დროს ნანატრი დროც დადგა. მე - სტუდენტი. ადრე იმდენ სასიამოვნო განცდებთან ასოცირდებოდა ჩემი ცხოვრების ამ პერიოდზე ფიქრი, რომ ხშირად სუნთქვაც მეკროდა. არა სუნთქვა ახლაც მეკროდა, მაგრამ ეს უკვე ყოველდღიურობა იყო, და თანაც არც ისეთი სასიამოვნო.
-რომ იცოდე ტასო, რა უცებ გაიზარდე. თქვა უცებ დაჩიმ. არ მიყვარდა როცა ასეთი ხმით მელაპარაებოდა. ზოგადად ჩვენ ალექსზე არ ვლაპარაკობდით. მადლობა ღმერთს ის არაფერს მეკითხებოდა, მე კი მასზე ჩემს ძმასთან ლაპარაკს ყველაფერი მერჩივნა. საერთოდ ყველაზე ღრმად ვმარხავდი, რომ ჩემი რეალური განცდები არც ისე გასაგები ყოილიყო ყველასთვის. ჩემი ახლობლებისთვის ეს რთული შესაგუებელი იქნებოდა, მე კი არ მინდოდა მათი ზედმეტი მზრუნველობის ობიექტი გავმხდარიყავი. თანაც სულაც არ მიმაჩნდა ეს პრობლემად.
-აბა მითხარი, რას აპირებ?
-რაზე დაჩი?
-უკან დაბრუნდები?
-ოდესმე კი.
-სწავლას რომ დაამთავრებ მერე?
-დაჩი, არ ვიცი და სამეცადინო მაქვს.
-ტასო, სუდენტი მეც ვიყავი, მაგრამ კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათი არ ვმეცადინეობდი.
-მე კარგი სტუდენტი ვარ, ვუთხარი და გავუღიმე.
-მე მინდა, რომ შენ ძველებურად იღიმოდე, ხშირად, უმიზეზოდ და საყვარლად. ისეთი ნაღვლიანი ხმით მითხრა, რომ სული შემეხუთა. -მინდა ამიხსნა, რატომ გადაწყვიტე გესწავლა იურიდიულზე, რატომ მღერიხარ სულ უფრო და უფრო იშვიათად და რატომ ხარ სულ სახლში.
-მე უბრალოდ ასე მირჩევნია.
-კარგი, მისმინე. თუ აქეთ წამოსვლით არასწორი გადაწყვეტილება მიიღე ან თუ საქართველოში უფრო მნიშვნელოვანზე თქვი უარი, მაშინ გამოსწორება გვიანი არ არის. მთავარია მოინდომო. ტასო... ეს განათლება კარგია, მაგრამ...მაგრამ შენც ხომ იცი, რომ სულ სხვა რამ გჭირდება...
-გთხოვ, მე... არ მინდა... დაჩი, საართველოში რომ დავბრუნდები არაფერი შეიცვლება. მე არ გამიკეთებია ეს არჩევანი. ხომ იცი მატერიალისტი არასდროს ვყოფილვარ და ალექსის თავს არ ვანაცვალები საზღვარგარეთის სწავლაზე. უბრალოდ ის შემიყვარდა, მას კი არა.
ესეც ასე. ახლა უკვე ხმამაღლაც ვთქვი. ყველაზე მეტად ტირილს გავურბოდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს თუ დავიწყებდი ვეღარასდროს დავამთავრებდი. ამიტომ ახლაც წამოსული ცრემლები უკან დავაბრუნე და კანონებს ჩავხედე, ჩემი ძმა კი უხმოდ გავიდა ოთახიდან.



№1  offline წევრი marisa

ვგიჟდები, ვგიჟდები, ვგიჟდები. არ ვიცი, სიყვარულს რა ძალა აქვს(ქალ-ვაჟურს ვგლისხმობ), რომ ამის გამო ასეთ განათლებაზე უარი თქვა, მაგრამ მეორე მხრივ, ზოგს რომ შეხედავ, ეგრევე იტყვი, ამას გათხოვება უნდაო. ჰოდა, რას ვამბობდი, ძალიან მიყვარან ესენი მე.. ალექსი ჰო საერთოდ :)) დაჩიც.. ძალიან გამიხარდა, ქეთ.. პროტონებით გავიჟღინთე :) ჰოდა, თუ დავიჟღინთე, დავიძინებ, თუ არადა, ხელთავიდან გადავხედავ ბოლომდე. ჯერ არცერდი წინადადება არ წამიკითხავს, სიმართლე თუ გინდა :))

 


№2  offline წევრი tveni

მერამდენეჯერ ვკითხულობ თავიდან . ისევ ის ემოციები მაქვს ხოლმე რაც პირვრლად წაკითხვის დროს მქონდა ოღონდ ამჯერად დასასრული ვიცი როგორია :-D :-D

 


№3  offline მოდერი malena

მიყვარს მე ეს ისტორია და სიამოვნებით გავიხსენე. ♥♥♥♥♥

 


№4  offline მოდერი MyLove

ცხრაჯერ წაკითხული ისტორია, კიდევ ერთხელ წავიკითხე და ვისიამოვნე!!!!! არ ვიცი, რა ვთქვა. ყოველ ჯერზე უსაზღვრო ემოციები მიპყრობს და შენ არაჩვეულებრივი ხარ!!!!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline წევრი Svvaaaniii

ამ ისტორიაზე შეყვარებული ვარ..)) ყველა გმირი მიყვარს, აბსოლიტურად ყველა და შენც მიყვარხარ ძალიან ასეთი კარგი რომხარ)) <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№6  offline წევრი Sexy Mädchen

ეს ისტორია იდო უკვე აქ,ძალიან მომეწონა:)
--------------------
:)

 


№7  offline ადმინი ano23

mikvirs aqamde rom ar wamikitxavs,, dzalian kargia,rogorc yvela sheni istoria qeti :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent