შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (7)


11-05-2015, 11:50
ავტორი Anime
ნანახია 5 154

*******

ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ რაც სოფელში ჩამოვედი.. აქ დრო მშვენივრად გამყავს: დილით ბებიასთან და პაპასთან ერთად ვარ, შუადღით მძინავს, საღამოთი ეგრედწოდებულ ‘’ბირჟაზე’’ გავდივარ და ღამე ისევ მძინავს.
მე და ნიამ დრო დავთქვით-საღამოს შვიდ საათზე ვრთავ ტელეფონს და ისიც იმ დროს მირეკავს... ცოტა ხანს ვსაუბრობთ და მერე ისევ ვემშვიდობებით ერთმანეთს.
ჩვენი ბოლო საუბარი ასე გამოიყურებოდა:
-თააკ!-მეუბნება ნია-შენ ვერ წარმოიდგენ სანდროს გვერდით ყოფნა რამაგარია.. ადრეც მაგარი იყო მაგრამ ახლა უფრო კარგად მექცევა... ძაან, ძაან საყვარელია.
-ჰაჰ... რახან შენ ეგეთ აღტაცებულს გხედავ...
-გოგო... შენ ჩამოსვლას არ აპირებ? შეიძლება არც კი დაიჯერო მაგრამ ლუკა მართლა ნერვიულობს.. ისეთი ცუდი მართლა არაა როგორიც შენ გგონია.. კარგი ადამიანი მართლა, ოღონდ რაღაცნაირი გულჩათხრობილია...
-ნია არ გინდა..
-არა თაკო, არა... მგონი ჯობია ჩამოხვიდე.. აბა წარმოიდგინე მა რადღეშივარ?! ყველანი სათითაოდ იმას გაჰყვირიან სად შეიძლება წასულიყოო, მეკიდევ ყველას ვატყუებ ვითომ არაფერი ვიცი...
-ჰმ..
-გოგო მე მეშინი ამათმა რამე ცუდზე არ იფიქრონ და პოლიციაში არ განაცხადონ..
-ნია დამშვიდდი რა.. პოლიციაში არცერთი არ წავა და რაც შეეხება ლუკას, ინერვიულოს იმდენი რამდენიც უნდა... სიმართლე გითხრა არც მგონია რომ ნერვიულობდეს...
-მე გირჩიე და შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი.. უბრალოდ მერე არ ინანო..
-კაი ნიი.. ეხლა უნდა წავიდე და ხვალ ამ დროს დამირეკე.
-კაი გკოცნი.
-მეც..

როგორ მაოცებს ეს ადამიანი... ერთად რომ ვცხოვრობდით ისეთი სიტყვები მეძახა ‘’უკანასკნელსაც’’ რომ არ დაუძახებენ, შემდეგ კი ბოდიშის მოხდაც არ უფიქრია და ახლა ნერვიულობს სად წავიდაო? გამაგიჟებენ...

-თამო,-ოთახში შემოვიდა თამრიკო ბებია-ე, მიწა დასაყრელი მამაშენი ფულს არ გაძლევს თუ რაშია საქმე? რათ დადიხარ შვილო ქე დახეული შარვლებით? გუშინ რო დაგინახე მამიკვდა გული და აი,ნახე ბები დაგიკერე..-და გაშალა მოკეცილი შარვალი რომელიც ახლაღა შევამჩნიე.
ჩემი საყვარელი დახეული ჯინსი, ბრენდი, რომელიც ბავშვობის მეგობარმა გამომიგზავნა გერმანიიდან-ბებიაჩემს შავი ძაფით გადაეკერა.
-ეს რაარის თამრიკო?-წამოვხტი ლოგინიდან.
ბებიაჩემი გაშტერდა.
-ბებო ეს მოდაა ესეთი.. კარგი რაა.. ჩემს დაუკითხავად რატომ დააკერე? იცი ეს შარვალი როგორ მიყვარს?-რამის ვიტირე
-არ ინერვიულო ბები!-ხელი მომხვია ბებიამ-ხვალე ისეთ შარვალს გიყიდი ზედ დეგრჩება თვალები.. -შარვალი ისევ მოკეცა, სკამზე დამიდო და ოთახიდან გავიდა.
საღამო იყო.. მივხვდი ახლა დათა დამიძახებდა და აი ისიც!
-თაააკოოო!!
-მოვდივარ დათა-გავძახე ფანჯრიდან, თბილად ჩავიცვი და გარეთ გავედი.
-სად ხარ ბიჭო დაკარგული? დღეს მთელი დღეა არ მინახიხარ-შევჩივლე, რადგან დღეს მთელი დღეა არ გამოჩენილა.
-სად და გორში ვიყავი... მგონი ჩემი საქმე კარგად მიდის..-გამიღიმა და ეზოს გაუყვა, მეც მივყევი.
-აბა მოყევი რა ხდება.
-რა ხდება და ნათლიაჩემი ახლახანს ჩამოვიდა მოსკოვიდან.. დიდი ხანია იქ ცხოვრობს მაგრამ აქაც აქვს რაღაც პატარა ბიზნესი.. ხოდა მამაჩემს დაურეკა, ყველა მოგვიკითხა და ჩვენი გასაჭირი რომ გაიგო დახმარებას დაგვპირდა... ბანკიდან ფულის გამოტანაში და ბინის ყიდვაში დაგვეხმარება და მამაჩემს თავის კომპანიაში დააწყებინებს მუშაობას რომ ბანკი ნელნელა დაფაროს.
-ანუუ..-წამოვიძახე აღტაცებულმა.
-ანუ ის რომ მეც მალე თბილისში ვიცხოვრებ!
-ააააააააააააა-დავიყვირე გახარებულმა, ხელები მთელ სიგრძეზე გავშალე და დათას მხრებზე მოვხვიე.

*****
ბირჟაზე რომ მივედით ყველა ჩვენი ტოლი იქ იყო... რაღაცას ჩურჩულებდნენ... დამინახეს თუ არა უცნაურად შემომხედეს და ჩურჩული განაგრძეს.. დათას გაშტერებულმა შევხედე და თვალით ვკითხე-''აქ რა ხდება?''... ისიც მაშინვე მიმიხვდა და მხრები აიჩეჩა.
მივედით და ჩამოვსხედით.
-სალამი ბავშვებო.
არცერთმა არ მიპასუხა.
-რამე მოხდა?- იკითხა დათამ
ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს...
-მართალია რომ ძალით გაგათხოვეს?-უცებ წამოისროლა ერთ-ერთმა გოგომ რომელსაც ვერ ვიტან თავისი გრძელი ენისა და უპრინციპობის გამო.
გავშეშდი..ამათ საიდანღ გაიგეს? როგორ არ მინდოდა ეს ამბავი ვინმეს გაეგო, აქ მაინც.. როგორ მინდოდა ეს ჩემთვის აღარავის შეეხსენებინა სულ ცოტა ხნით მაინც მაგრამ ხო უნდა ჩაგიშხამონ ყველაფერი...
ათობით მზერა დამაცხრა.. ყველა გაისუსა და ჩემს პასუხს დაელოდა.. მე კი არ ვიცოდი უბრალოდ რა მეთქვა...
-ენა დაიმოკლე-შეუტია დათამ-არცერთი თქვენგანის საქმე არაა!
-უბრალოდ გავიგეთ და დაგვაინტერესდა.. დანაშაულია?-იკითხა ისევ იგივე გოგომ რომელსაც მარი ქვია.
-მარიამ!-ხმა გაუმკაცრდა დათას.-ჯობია შენს მახინჯ თავს მიხედო და სხვის საქმეში შენი ცხვირი არ ჩაყო... შენ ისეთო შესახედავი ხარ, ძალითაც კი არავინ მოგიყვანს ცოლად.-მართალია მარიამი ღირსი იყო მაგრამ დათას ზედმეტი მოუვიდა. მარიამს თვალები აუწყლიანდა,აქვითინდა და სახლისაკენ გაიქცა.
სიჩუმე ჩამოწვა.
ყველა ერთმანეთს გაშტერებული უყურებდა.
მეც ავდექი ხის სკამიდან და წასვლა ვცადე მაგრამ დათამ გამაჩერა:
-დაიცა, სად მიდიხარ?
-მგონი ჯობია სახლში წავიდე-ვუპასუცე მე
-არა.. დარჩი..
-მადლობელი ვარ რომ დამიცავი მაგრამ მგონი ჯობია მარის ბოდიში მოუხადო-შემოვტრიალდი და სახლისაკენ წავედი.
გზაში ოდნავ დამიღამდა. ნიასთან დარეკვის დროც მოვიდა მაგრამ არავისთან ლაპარაკის არც თავი მქონდა და არც სურვილი... ასე რომ მობილური აღარ ჩამირთვია.
სახლში შევედი, ჩაი მოვიდუღე და ჩემი ოთახისაკენ გავწიე.. საწოლის უკან ჩემი ბავშვობიდან უსაყვარლესი წიგნი-ართურ კონან დოილის ''შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი'' შევნიშნე.. ახლა ცოტა ოდენი განტვირთვა ნამდვილად არ მაწყენდა.. წამოვწექი და პირველი თავის კითხვა დავიწყე.. უცებ ჩემი ბავშვობის ოცნება გამახსენდა.. ყოველთვის მინდოდა როცა გავიზრდებოდი შერლოკ ჰოლმსი გავმხდარიყავი... როგორც ჩანს არ გამომივიდა...ნუ მთლად ასე ხელს ჩემს ოცნებაზე ვერ ჩავიქნევ.. ჯერ ყველაფერი წინაა..)


*****
წიგნის კითხვა ღამე დავამთავრე. ავდექი და თვალები მოვისრისე. ალბათ ნია გასკდებოდა რეკვით.ის იყო მობილური უნდა ჩამერთო რომ ოთახში სახე გაბრწყინებული თამრიკო შემოვარდა.ხელში დაკეცილი ჯინსი ეჭირა.
-ხო ცი რო გითხარი ხვალე გიყიდი მეთქი ი ჯონსია თუ რაცხაა.-თავი დავუქნიე-ხოდა წეღან ჩემოიარა ტრანგალეტკით ჯღანაანთ ბაღანამ, რაცხეებს ვყიდიო ხოდა ეს ევიღე როგორც შეგპირდი-და გაშალა ღია ''უშლაქსესი'' ჯინსი რომლის ბოლოები კაბას უფრო გავდა ვიდრე შარვლის ტოტებს.
ყურებამდე გამეღიმა.
მივედი და ჩავეხუტე ბედნიერ ბებიას.
-მაგეწონა ხოომ?
-კიი, ბები.
-მა არა ჯობს კაცო იმ დაძონძილს?
-კიი ბები, ბევრად ჯობია-მეც უფრო გამოვუკეთე ხასიათი.
-ხოდა გათენდება თვარა მაშინვე ჩეიცვი.-მომაჩეჩა ხელში შარვალი და ოთახიდან ''გაფრინდა... სიცილი ამიტყდა.
მივედი და მობილური ჩავრთე..
9 ნარეკი და ხუთი მესიჯი.. მესიჯებიდან პირდაპირ ნიას მოწერილი გავხსენი. ნია მწერდა:
რატომ გაქვს მობილური გამორთული? არვიცი საიდან მაგრამ ლუკამ გაიგო რომ ბებიაშენს და პაპაშენს გურიაში სახლი აქვთ და ახლა მანდეთკენ მოემართებდა..
ჩავამთავრე თუ არა მესიჯის კითხვა სახლის წინ, ეზოში ბე-ემ-ვეს ფარებმა შემოანათა..
___________________________________________________________
პატარაა მაგრამ ვიცი მოგეწონებათ ^.^ რაც მოვასწარი ის დავწერე რადგან მთელი დღეა კონცერტისთვის ვემზადები <3



№1  offline წევრი S.likuna

ehee ra saintereso mimentze gaaachere raa ux male dade kaiaa dzaan dzaaan da shen kai xar ratqmaunda ❤️

 


№2  offline წევრი keti1993

Cudad iqcevii dzz gvian.deb da dz pataraa tavebs((((((

 


№3  offline წევრი Anime

მე ძირითდად ღამე ვტვირთავ ხოლმე მაგრამ ყოველ ღამე მიწერს ''აღმოჩენილია შეცდომა'' ამიტომ მიწევს ყოველ დილით დავდო ხოლმე ახლიდან... request
--------------------
By Anime))

 


№4  offline წევრი dartymuli princesa

Patara ertia mara dzan agvianeb....tu ar shegidzlia dadeba dawere bolo tavi da daanebe tavi weras amas sxvac kitxulobs da marto shen rodis gagiswordeba mahsin dadeba araa swori :)

 


№5  offline წევრი tskriala

egrec nu ambobt ar scalia albat da imito ver debs did tavebs, da egeti komentarebisgan ajobebs tavi sheikavot, da xalisi ar daakargvinot motxrobis werisa... dzaan magari tavia <3

 


პირველად დავინახე ისტორიაზე ამხელა აგრესია...
პირველ რიგში ძალიან კარგი გოგო ხარ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს უმკლავდები, "იგონებ", წერ... მიუხედავად იმისა რომ "პოპულარული" თემატიკა და სიუჟეტი აიღე ასე თუ ისე ახერხებ შენებურად დაწერო, შენებური "ორიგინალურობით"...
სამწუხაროდ მეექვსე თავი ვერ წავიკითხე... ყოველ ჯერზე როცა მეექვსე თავს ვხსნი ნაწერი მთელს ეკრანზეა და საიტზე განთავსებული რეკლამები ფარავს... არ ვიცი ჩემთან აკეთებს ასე თუ ზოგადად ასე აიტვირთა, მაგრამ არ მინდოდა ამის გამო "მიმეგდო" ეს ისტორია...
მაინც მოვახერხე აზრის გამოტანა და ველოდები შემდეგ თავს...
მინდა რომ კიდევ უფრო მეტად "დაამჩნიო" შენი ხელწერა... შენებური მიდგომა და ყველაფერი იმაზე კარგად გამოვა ვიდრე ელოდები და ველოდებით
წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent