შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (6)


9-05-2015, 08:56
ავტორი Anime
ნანახია 6 114

***
მთელი ღამე არ მიძინია. მომავალზე ვფიქრობდი და ჩემს თავში გეგმებს ვაწყობდი. გათენდება და წავალ სოფელში... მეც დავისვენებ და ''იმასაც'' დავასვენებ.
კარგი გამათხოვეს,გამათხოვეს... ცოტა ნორმალურზე მაინც მივეთხოვებინე... ნუ იქნებოდა ლუკასავით სიმპატიური-კარგი ხასიათების ყოფილიყო.
რაც უფრო ვცდილობდი დაძინებას ძილი მით უფრო არ მეკარებოდა... ასე დამათენდა..
ავდექი,შხაპი მივიღე, ჩავიცვი, გორგოლაჭებიან ჩემოდანს ხელი მოვკიდე და მისაღებში გავედი..
აბსოლიტური სიჩუმე...ფანჯრებიდან შემოსული მზის სხივები... რატომღაც ახლა უფრო ლამაზი მეჩვენა ეს სახლი.
მთელს ოთახებს თვალი მოვავლე, კარი გავაღე და უხმაუროდ გავედი.
შემოდგიმას როგორც ყოველთვის ''მატყუარა'' ამინდები ახასიათებს.. ვერ გაიგებ რა უნდა ჩაიცვა.. ან გცივა, ან გცხელა..
მობილურზე ტაქსის ნომერი ავკრიფე, მისამართი ვუკარნახე, მანქანა მალევე მოვიდა და მეც დილის ექვს საათზე დასავლეთისკენ მიმავალ გზას გავუყევი...
გურიაში დიდი სახლი გვაქვს.. ბებიაჩემის და პაპაჩემის ხელებითაა აშენებული.. ორსართულიანია, გარედან დიდი ეზო აქვს სხვადასხვა ხილის ხეებით და სხვადასხვა ჯიშის ყვავილებით..
რამდენი სტუმარიც გინდა ჩაიყვანე აუცილებლად დაეტევიან რადგან სახლს ძალიან ბევრი ოთახი აქვს..
ყოველთვის მიყვარდა ბებიასთან და პაპასთან გურიაში ჩასვლა, მითუმეტეს ზაფხულში... მაშინ როცა მთელი გურიის ბავშვები გარეთ იყვნენ... ჩემს სოფელში ჩამოდიოდნენ ბავშვები სხვადასხვა ქალაქებიდან:თბილისიდან,გორიდან,ახალციხიდან,ქუთაისიდან...
ერთ ბავშვთან განსაკუთრებით ვმეგობრობდი.. ისიც ჩემსავით ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა სოფელში ოღონდ ის გორიდან იყო.
დათა ჰქვია... ბავშვობაში სულ ერთად ვთამაშობდით... ამ ზაფხულს არ ვყოფილვარ გურიაში და შესაბამისად არ მინახია და არ მილაპარაკია დათასთან... ყველა როგორ მომენატრა..
ახლა ჩავალ, ბებიაჩემი ფუმფულა ხაჭაპურს გამომიცხობს, პაპა შამფურზე მწვადს შემიწვავს... თანაც ცხელ-ცხელ პური როგორ მიყვარს... მმმ... ისე მშიოდა საჭმლის გახსენებაზე სხვა ყველაფერი გადამავიწყდა.
ვერასოდეს ვერ ვიტანდი მგზავრობას.. ერთი საათის მგზავრობის შემდეგ გულის რევის შეგრძნებამ იმატა, სახეზე ფერი წამეშალა, ეს ალბათ მძღოლმაც შემატყო და მზრუნველი კილოთი მკითხა:
-შვილო ცუდად ხარ? გინდა მანქანა გავაჩერო?-თავი დავუქნია, მანქანა გვერდით გადააყენა და მეც სასწრაფოდ გადმოვხტი.
მესიოამოვნა სუფთა ჰაერი გარეთაც ასე 2-3 წუთი დავყავი და მანქანაში ჩავჯექი...
-აფთიაქი თუ სადმე გამოჩნდება იქნებ შემიჩეროთ?!-ვთხოვე მძღოლს. მანაც თავი დამიქნია და გზა განაგრძო... გზაში მალევე შეგვხვდა აფთიაქი-მე ''დრამინა'' ვიყიდე, დავლიე, თავი უკანა სავარძელს მივადე და თვალები დავხუჭე.. მთელი ღამის უძილოს გემრიელად ჩამეძინა...
*******
ზუსტად არ ვიცი ასე გათიშული რამდენ ხანს ვიყავი მაგრამ ზილ-ბურანიდან მძღოლის ხმამ გამომიყვანა.
-შვილო გაიღვიძე, გურიაში ვართ!
თავი დავუქნიე და ვუთხარი საით უნდა წასულიყო ჩემი სახლისთვის რომ მიეგნო.
მონატრებული სახლის,ბებიისა და ბაბუის დანახვაზე გული სიხარულით შემეკუმშა. მძღოლს დიდი მადლობა გადავუხადე, ფული მივაწოდე, ბარგს ხელი დავავლე და მანქანიდან გადმოვფრინდი.
-ვაიმე დედაა-ჩემი დანახვისთანავე წამოიკივლა ჩვეული კილოთი ბებიაჩემმა-ჩემი ნენა ჩამოვიდაა!!-კიდევ ერთხელ დაიკივლა და ჩემკენ გამოიქცა.
-ბებია!! როგორ მომენატრე..-ხელები მოვხვიე მთელს სიგრძეზე.
-ტიტუუ! რავა გაზრდილა ჩემი ბაღანა!-უკან გაიწია და მომაშტერა-დატრიალდი ბები აბა შენი ჭირი მე!
თხოვნა შევუსრულე და დავტრიალდი.
ახლა სახლიდან პაპაჩემი გამოვარდა გიჟივით.
-ვაიმე, ნენა! აქა ხარ ნენა? მოხვედი ნენა?-მოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-გაატარე ბაღანა შე ოხრად დასარჩენო!-დაიწყო წუწუნი ბებიამ-ვერხედავ რამხელა გზა გემოუვლია?
პაპამ ხელი შემოშვა და სახლისაკენ გამიძღვა.
-ცხელ-ცხელი ხაჭაპური მაქ ბები... ე პაპაშენს ხო სუ შია.. გადავწყდი ქალი...შენზე მომიყევი ბებია.. მართლა ტყვილად გაგათხოვეს იი ოხრადასარჩენებმა?-ნამდვილად არ მინდოდა ამის გახსენება მაგრამ რა მექნა. თავი დავუქნიე. ბებომ შემატყო მოწყენილობა და თემა მაშინვე შეცვალა
-იცი ნენა? დათოიეა სოფელში ჩამოსული.
-დათაა ააქ?-წამოვიყვირე გახარებულმა.
-იი ოხრა დასარჩენმა ბენკმა გეუყიდა ბინა და კი დარჩნენ ასე... აქარიან ცოტა ხანი რო იცხოვრონ და წევლენ მალე.. რევიცი ბებია რევიცი...
როგორც თავიდან ვთქვი ცხელ-ცხელი ხაჭაპური ვჭამე, პაპამ სამწვადე შეწვა, ბებომ ცხელი პურები დააცხო... გემრიელად მივირთვი, ბებოს და პაპას მოვესიყვარულე და მალე ჩემი მონატრებული მეგობარი-დათაც გვესტუმრა.
-ვაიმე, თაკო!-დაიყვირა ბაღიდან ჩემს დანახვაზე. მეც მაშინვე წამოვხტი და ეზოში გავვარდი.
-დაათ! როგორ მომენატრეე-ჩავეხუტე გემრიელად-რამაგარია შენც რო აქ ხარ!!
მთელი საღამო მხიარულად გავიდა.. მე,ბებო,პაპა და დათა.. უსაზღვროთ მონატრებული ხალხი ერთად ვიჯექით და ერთმანეთს ზოგ ძველს ზოგს კი ახალ ამბებს ვუყვებოდით
-გინდა სოფელში გავისეირნოთ-შემომთავაზა დათამ და მეც დავთანხმდი.
ბავშვობაში ჩვენ ორს ერთი განსაკუთრებული ადგილი გვქონდა, როცა ლაპარაკი ან ცალკე თამაში გვინდოდა სულ იქ, იმ ადგილზე მივდიოდით... ამ ადგილას პატარა ხელოვნურად გაკეთებული ტბა იყო რომელსაც წრედ ერტყა მინდორი მწვანე ბალახით და ფერადი ყვავილებით..
ახლაც გადავწყვიტეთ ჩვენს ძველ ადგილას წავსულიყავით და ერთთმანეთთან გველაპარაკა.
სახლებს ოდნავ დავშორდით,გავიარეთ ნაკვეთები და ჩვენს ადგილსაც მივადექით. იქვე მდინარის პირას ჩამოვსხედით და ლაპარაკი დავიწყეთ.
-იცი? ბებომ მითხრა რაც მოხდა-დავიწყე მე.
-ხოო..
-ყველაფერი ასე ცუდადაა?
-ჰმ..-ამოისუნთქა და დაიწყო-მამჩემს პატარა ბიზნესის დაწყება უნდოდა მაგრამ ფული არ ყოფნიდა, ამიტომ ჩვენი ბინა ბანკში ჩადო და ფული აიღო... რაც იმ ბანკიდან ფული აიღო კაზინოში წავიდა, იფიქრა კიდევ მოიგებდა და უფრო ბევრ ფულს მიიღებდა მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა,მთლიანი ფული წააგო, ბინის პროცენტიც ბანკში ვერ გადაიხადა, მერე ბანკიდან მოვიდნენ, ჩვენი სახლი შეაფასეს და რამოდენიმე დღეში გაყიდეს...-თავი ჩაღუნდა
-ძალიან ვწუხვარ..-ცოტა ხნით გავჩუმდი-მაგრამ ჩემკენაც არაა მაინც და მაინც კარგად საქმე..
-რატომ? თქვენც ვალები დაგედოთ ხომ?
-არა..არა.. ვალები არა.. მაგრამ..-შემრცხვა.. არ ვიცოდი როგორ მეთქვა-მე გავთხოვდი!-როგორც იქნა ამოვთქვი ბოლოს და მის ერთიანად გაკვირვებულ და ტკივილნარევ გამომეტყველებას თვალი ავარიდე.
-რ.. რაა??
-გავთხოვდი მაგრამ ჩემი ნებით არა.. გამათხოვეს..
-დაიცა, და რატომ?
-არ ვიცი.. უბრალოდ ყველაფერი ჩემმა მშობლებმა ჩემს გარეშე გადაწყვიტეს.
-და ის ბიჭი? არ გიყვართ ერთმანეთი?
-არა... პირიქით... იმ ბიჭთან ვეღარ გავჩერდი და აქ წამოვედი.. მშობლებთან ვერ მივიდოდი და მეგობრებსაც დიდი ხნით ვერ შევაწუხებ ამიტომ..
-ვაიმე..ნამდვილად არ ვიცოდი.. ვწუხვარ.. და ის ბიჭი ძაან ცუდი ტიპია?
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ მექცეოდა... ნამდვილი გიჟია.. ცხოველი..-თვალიდან ცრემლი გადმომიგორდა. ეს შენიშნა დათამ თუ არა ხელები მომხვია და გულზე მიმიხუტა.-არც კი ვიცი რა დავუშავე.. მე ხომ არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო..-ნელ-ნელა ცრემლები ტირილში გადამეზარდა.-გაბრაზებულია ჩვენს დაქორწინებაზე და ჯავრს ჩემზე იყრის.. შენ არც კი იცი რა სიტყვები მეძახა.. მის ასეთ ქცევებს ვეღარ გავუძელი და წამოვედი. ერთი თვე უნდა ვყოფილიყავით ერთად და გამშორდებოდა მაგრამ არ შემიძლია.. ამ ერთ თვეს მისი ცოლი მერქმევა მაგრამ მასთან ვერ ვინები... მერე კი ჩემი ხელით შევიტან განცხადებას სასამართლოში ჩვენი განქორწინების შესახებ და გავშორდები!!! ჩვენი ქორწინება ნამდვილი ჯოჯოხეთია!!! ნამდვილი ჯოჯოხეთი!!!
დათამ თავი ამაწევინა, თვალიდან ცრემლები მომწმინდა და მითხრა:
-ახლა დამშვიდდი... ყველაფერი კარგად იქნება...

******
სახლში უკვე დამშვიდებული დავბრუნდი... ბებომ ცალკე ოთახი გამომიყო (რომელშიც პატარაობაში ვიძინებდი), ლოგინი გამიშალა თანაც ტანსაცმელი ამოლაგებული და უკვე დალაგებულიც დამახვედრა.
მობილური ჩავრთე...და შოკი... 31 გამოტოვებული ზარი და 6 მესიჯი..

სმს #1)თაკო სასწრაფოდ დამირეკე.. შენთან აუცილებელი საქმე მაქვს!
~ნია~

სმს #2)თაკო რა ჯანდაბაა? ტელეფონი გამორტული რატომ გაქვს? სასწრაფოდ უნდა გადმომირეკო!!!
~ნია~

სმს #3)თაკო, მე და სანდრო შევრიგდით!!
~ნია~

სმს #4)თაკო, სად ხარ? სახლში მოვედით შენთან მე და სანდრო მაგრამ ლუკამ თქვა არ ვიცი სად წავიდაო
~ნია~

სმს #5)სად ხარ? ყველა შენ გეძებთ
~მაკა~


სმს #6)ანა გთხოვ გაგვაგებინე სად წახვედი!
~მაკო~

ჰმ... საინტერესოა.. ანუ მეძებენ.. ხოდა ეგრე იტანჯეთ!!!
ახლა გამოტოვებული ზარები გავხსენი.. ჩამონათვალი:

ნია...ნია...ნია...ნია...ნია...სანდრო...ნია...ნია...მაკო...ნია...მაკა..ნია...ნია...მაკო...ნია...სანდრო...ლუკა...ლუკა...ლუკა...ნია...ლუკა...ლუკა...ირაკლი...გიო...ნია...ნია...ლუკა...გიო...ნიკა...ნია..ნია...ნიააააააააა...................

ღმერთო რა უბედურებაა?! ნიამ მგონი სულ გარეკა!!! თურმე ''ვაჟბატონიც'' მირეკავდა.. იარკლი? ეტყობა ლუკას ეგონა ისევ ირაკლისთან გავიქცეოდი... არა, ამჯერად ასე ადვილად ვერ მიპოვი.
ჩემმა ტელეფონდა უცებ დარეკა. ნიაა... ავიღო? იქნებ ჯობია არ ვანერვიულო? ბოლოს გადავწყვიტე მეპასუხა:
-თუ ახლა მარტო არხარ ისეთ ადგილას გადი სადაც მარტო იქნები-მივაყარე სხაპასხუპით.
-მაპატიეთ... ალბათ მართლა სხვაგან მოვხვდი-ლაითი ხმით ჩაილაპარაკა.. ჰმ..მარტო ნამდვილად არაა.. ეს სიტყვები სატყუარა იყო მათთვის ვისთან ერთადაც იმყოფებოდა.
-გოგო!-მისი ხმიდან გამომდინარე მივხვდი რომ იქაურობას გამოეცალა-სად ჯანდაბაში ხარ?
-ნია.. გთხოვ არ თქვა რომ მელაპარაკე.. მაპატიე მაგრამ ვერაფერს გეტყვი..
-რატომ წახვედი?ახლავე მითხარი სად ხარ? ნერვიულობისგან რამის მოვკვდი...
-კარგი, მაშინ დამპირდი რომ არავის არაფერს ეტყვი! მითუმეტეს ლუკას!
-გაგიჟდი გოგო? უბრალოდ გამაგებინე ხომ კარგად ხარ? ან რამე ხომ არ გიჭირს?
-არა ნია, არა.. ყველაფერი კარგადაა უბრალოდ ჩემს ჯოჯოხეთურ ქორწინებას გამოვექეცი.. ეხლა გურიაში ვარ და ძაან გთხოვ არ ინერვიულო და სხვებს არაფერი უთხრა.. კარგი?
გაჩუმდა... მერე მიპასუხა..
-გოგო, ლუკაც კი ნერვიულობს..
-უბრალოდ დამპირდი,ამის დედაც..
-კარგი, კარგი.. გპირდები!
-ჩემი გოგო ხარ!-ჩავჩურჩულე ყურმილში და მობილური გავუთიშე.
ვიცი ნია არავის არაფერს ეტყვის ამიტომ შემიძლია ვენდო... ლუკა ვერაფერს გაიგებს... რაღატომ მეძებს? ვიცი ამას მოვალეობის გულისთვის აკეთებს თორემ როგორც ირაკლი იტყოდა ''სულ ცალ ფეხზე ვკიდივარ''... ძალიან კარგად მახსოვს რა შეურაწყოფებიც მომაყენა.. ისიც კარგად მახსოვს მის გამო რომ ვიტირე.. მისი დამცირება, მისი ბოროტული გამოხედვა... ყველაფერი მახსოვს.. რომ მოვკვდე უკან კაი ხანი აღარ დავბრუნდები.. აღარ მინდა კიდევ იმ ჯოჯოხეთში ამოვყო თავი..
არვიცი ყველაფერი ასე რატომ მოხდა... ცხოვრებაში ისეთი არაფერი გამიკეთებია ეს ქორწინება რომ დამემსახურებინა... ამ ქორწინებაზე მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას.. ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!!
______________________________________________________________
ესეც ჩემი მომდევნო თავი.. გურული არც ისე კარგად არ ვიცი ამიტომ თუ რაიმე შემეშალა მომიტევეთ... ვიცი გინდათ უფრო დიდი თავედი დავდო მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებ.. გთხოვთ დამიტოვოთ კომენტარები რომ გავიგო თქვენი აზრი ჩემს შესახებ... თქვენგან ჩემს მიმართ ძალიან დიდი პოზიტივი მოდის და ძალიან-ძალინ მიყვარხართ ყველა)) :* <3



№1  offline წევრი S.likuna

au male dadee magaria dzaan

 


№2  offline წევრი ninonino7500

აუ მალე დადე რა დზ მაგარია :*

 


№3  offline წევრი Anime

მადლობთ!!! აუცილებლად მალე დავდებ love
--------------------
By Anime))

 


№4  offline წევრი tskriala

dzaan magari taviiaa <3 male dade raa :(. saocreba xar raaaa :* xo da es data megobrulad uyurebs xo? -მე
გავთხოვდი!-როგორც იქნა ამოვთქვი
ბოლოს და მის ერთიანად გაკვირვებულ
და ტკივილნარევ გამომეტყველებას
თვალი ავარიდე. es ras nishnavda?

 


№5  offline წევრი Anime

მიხვდებით თანდათან winked
--------------------
By Anime))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent